You are on page 1of 1

სამოტივაციო წერილი

მე ვარ ონისე თირქია, კავკასიის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი. ვსწავლობ


ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე და ჩემი მიზანია
გავხდე მაღალი დონის ჟურნალისტი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს
მასშტაბით. Ჩემი კარიერული ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმას სწორედ
ახლა ვიწყებ და მჭირდება საწყისი წერტილი იმისთვის რომ შევუდგე პროფესიული
განვითარების პროცესს. დისციპლინის არ ქონა, უპასუხისმგებლობა, სიზარმაცე,
ყოველივე ეს იმ თვისებათაგანია რომელიც მე არანაირად არ მესადაგება. როდესაც
ვხედავ, რომ ჩემი სამუშაო გარემო მაძლევს საშუალებას მივაღწიო ჩემს მიერ
დასახულ ყველა მიზანს და ამასთანავე დავიკმაყოფილო ამბიციები, შემიძლია იქ
ვიყო უკანასკნელი ადამიანი რომელიც თავს დაზოგავს. Მთავარ კითხვაზე პასუხის
გაცემა თუ როგორ შემიძლია სხვებზე მეტი შევძინო თქვენს კომპანიას, ჩემთვის
სირთულეს არ წარმოადგენს. თქვენ მთავაზობთ ვაკეთო ის რაც სიამოვნებას
მანიჭებს, აქედან გამომდინარე გასაკეთებელი საქმე არ იქნება ჩემთვის მხოლოდ
სამსახურეობრივი მოვალეობა. იმ შემთხვევაში თუ ჩემზე მცირე იმედს მაინც
დაამყარებთ, შემიძლია დაგარწმუნოთ რომ მოლოდინები ყოველთვის
გაგიმართლდებათ. ველი თქვენს პასუხს.

პატივისცემით, ონისე თირქია.

You might also like