You are on page 1of 2

სამოტივაციო წერილი

ძვირფასო ადმინისტრაცია,

მე ვარ მარიამ ჩორგოლაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის,


მეღვინეობა/მევენახეობის მესამე კურსის სტუდენტი. გწერთ „erasmus“ის გაცვლითი
პროგრამის შესახებ, რომელიც გაიზენჰაიმის უნივერსიტეტს ეხება.
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ზუსტად არ ვიცოდი რომელი პროფესია მაინტერესებდა.
ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რა ამერჩია. ყველა უნივერსიტეტის შემოთავაზებას და
კურსებს გადავხედე და საბოლოოდ, ორ სფეროს შორის არმოვჩნდი. ეს იყო მეღვინეობა და
ბიზნესი. ბევრი ფიქრის შემდეგ მეღვინეობა ავირჩიე და რაც წლები გადის ვხვდები, რომ
სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რადგან აგრარული უნივერსიტეტის ეს პროგრამა
ყველანაირ შესაძლებლობას გვაძლევს საუკეთესო ლექტორებთან ვითანამშრომლოთ და
ყველა საგანი იდეალურად შევისწავლოთ. ხოლო ახლა, როდესაც მეილზე გაიზენჰაიმის
უნივერსიტეტის შემოთავაზება მომივიდა მივხდი, რომ შემიძლია ჩემი ინტერესის ორი
სფერო: „ბიზნესი“ და „მეღვინეობა“ გავაერთიანო და „ღვინის ბიზნესი“ ვისწავლო.
საუკეთესო 6 თვე, რომელიც შესაძლებლობას მომცემს დავამტკიცო, რომ აგრარულ
უნივერსიტეტში შემთხვევით არ მოვხვდი და ამას ნამდვილად ვიმსახურებ.
მეორე კურსის ბოლოს როდესაც ქარხანაში წავედით, მე „ასკანელი ძმები“ ავირჩიე, მივხვდი,
რომ ღვინის დაყენება საკმაოდ რთული საქმეა და უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული,
რომლიდანაც ზოგის გადაჭრა შეგვძლია, ზოგის კი არა. ქარხანაში გათენებული ღამეების
მიუხედავად ვთვლი, რომ ეს იყო საუკეთესო თვე-ნახევარი, რომელმაც ძალიან ბევრი რაიმე
მასწავლა და ასევე დამანახვა რა შემიძლია, რა მინდა და ვინ მინდა რომ ვიყო. იქიდან
გამომდინარე, რომ ვარ შრომისმოყვარე ადამიანი და მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა,
ყოველთვის მთელს გულს და ძალისხმევას ვდებ დაწყებულ საქმეში და ამიტომაც არ
გამჭირვებია ქარხანაში ყოფნა. ასევე ვარ ძალიან მეგობრული და მიყვარს სხვებისთვის ჩემი
გამოცდილების გაზიარება და სხვებისგანაც მათი გამოცდილების მოსმენა. აქედან
გამომდინარე, გუნდში მუშაობა სიხარულს მანიჭებს, რადგან სხვებთან მუშაობა უფრო
წარმატებულია და გეძლევა შანსი სხვა კუთხით შეხედო საკითხებს და განიხილო სხვადასხვა
წინადადებები და გადაწყვეტილებები. ეს კი კარგი ქარხანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია.
ერთია ღვინის დაყენება და მეორე მისი გაყიდვა. შეიძლება ძალიან კარგი ღვინო დააყენო,
მაგრამ ვერ შეძლო მისი გაყიდვა და მომხმარებლამდე სწორად მიტანა. ამიტომ ჩემი აზრით,
აუცილებელია ღვინის ბიზნესიც შეისწავლო. რადგან ზედმეტი პრობლემები აიცილო
თავიდან და მხოლოდ მარკეტინგის მენეჯერზე არ იყო დამოკიდებული. როდესაც ის
ალტერნატივებს შემოგთავაზებს შენ კარგად უნდა დაფიქრზე და ის აირჩიო, რომელიც შენი
ღვინისთვის იქნება იდეალური. არჩევანის გაკეთება კი ცოდნის გარეშე საკმაოდ რთულია.
ზედმეტად მაქსიმალისტი ვარ და არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება, მე ყოველთვის
ყურადღებას ვამახვილებ დეტალებზე, დროულად ვასრულებ ჩემს დავალებებს და ვცდილობ
ვიყო აქტიური სტუდენტი. თუმცა გაიზენჰაიმის შემოთავაზებისთვის ვთვლი, რომ ღირს
ერთი წლით გვიან დავასრულო სწავლა და დარჩენილი 6 თვე, რომელიც გერმანიიდან
ჩამოსვლის შემდეგ მექნება ღვინის ქარხნებში გავატარო და ასევე უცხო ენების სწავლას
დავუთმო. ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისური ვიცი, თუმცა ფრანგულს ონლაინ ვსწავლობ და
კიდევ რამდენიმე ენის შესწავლას ვგეგმავ. ასე რომ არც ის 6 თვე დამეკარგება უსაქმოდ. ჩემი
2 მეგობარი უკვე იმყოფება ამ პროგრამით გაიზენჰაიმში და მათაც ვკითხე აზრი, ხოლო
მათმა პასუხმა დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად ღირს გერმანიაში წასვლა, და ახალი
გამოცდილების მიღება. ამავდროულად ვფიქრობ, რომ არ მაქვს სამუშაო დრო და მხოლოდ
უნივერსიტეტით ვარ დაკავებული, რაც მაფიქრებინებს, რომ ერთ ადგილზე ვარ გაჭედილი.
არც წინ მივდივარ და არც უკან. ძალიან არ მომწონს ამ სიტუაციაში ყოდნა და მგონია, რომ ეს
არის ის შესაძლებლობა, რომელიც დამარწმუნებს, რომ არ ვარ გაჭედილი ერთ ადგილზე და
ის ცოდნა, რომელსაც ახლა ვიღებ ბოლოს აუცილებლად გამომადგება ჩემს საქმიანობაში.
გამიკვალავს გზას საკუთარი მცირე თუ დიდი ღვინის ბიზნესისაკენ და დამარწმუნებს, რომ
ეს თითქოს გაჭედვის პერიოდიც საჭირო იყო, რადგან ახალი შესაძლებლობები მომეძიებინა.
გაიზენჰაიმი კი მომცემს საშუალებას გავიზარდო, როგორც მკვლევარი და ვეძიო ყოველთვის
კარგი შემოთავაზებები, ვიმუშაო თვითგანვითარებაზე და რაც ყველაზე მთავარია
დავიკმაყოფილო ჩემი ინტერესები.

პატივისცემით, მარიამ ჩორგოლაშვილი.

21.05.2022
+995 599 49 33 87
Mchor2019@agruni.edu.ge

You might also like