You are on page 1of 2

მნიშვნელოვანი, გარდამტეხი გამოგონებები, რამაც მსოფლიო

საგრძნობლად შეცვალა, სწორედ უნივერსალ ადამიანებს ეკუთვნით. ვფიქრობ


რომ უნივერსალებს გააჩნიათ უნარი მრავალმხრივ განვითარებულები იყვნენ
სხვადასხვა დარგში, რაც კარგი შესაძლებლობაა ცოდნისა და საკუთარი თავის
რეალიზებისთვის, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნივერსალები განაპირობებენ
კაცობრიობის პროგრესს.
თუ გადავხედავთ სპეციალურ დასაქმების პლათფორმებზე განთავსებულ
ვაკანსიებს, ვნახავთ რომ დღეს უამრავი კომპანია ეძებს ისეთ აპლიკანტს,
რომელსაც აქვს რამდენიმე სპეციალობა ან გააჩნია მრავალმხრივი განათლება
სხვადასხვა დარგში. შესაბამისად უნივერსალები სწორედ ის ადამიანები არიან
ვინც მარტივად იკაფავენ გზას დასაქმების და განვითარების კუთხით დღევანდელ
პირობებში.
დღეს უამრავი სტარტაპ ბიზნესი იქმნება, როგორც მსოფლიოში ასევე
საქართველოში. სტარტაპად ამ შემთხვევაში მოვისაზრებ ისეთ ბიზნესს, რომელიც
იქნება მცირე კაპიტალით, თუმცა შემდგომში იზრდება და ვითარდება. სწორედ
ასეთი სტარტაპის შემქმნელები შეგვიძლია მოვისაზროთ უნივერსალებად, რადგან
ისინი მცირე ბიუჯეტით, ყოველგვარი დარგის სპეციალისტების გარეშე, შესაძლოა
სრულიად მარტოც ქმნიან და ავითარებენ ისეთ ბიზნეს მოდელს, რომელიც
სამომავლოდ წარმატებული და მომგებიანი ბიზნესი ხდება. ამიტომ მიმაჩნია რომ
უნივერსალ ადამიანებს შესწევთ იმის უნარი, რაიმე კონკრეტული განიხილონ და
დაინახონ სხვადასხვა ჭრილიდან, რაც განაპირობებს მათ მიერ შექმნილი
ნებისმიერი ინოვაციის უნიკალურობას და უნივერსალურობას. მაგალითად ასევე
შეგვიძლია მოვიყვანოთ ისააკ ნიუტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი,
ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი. იგი პირდაპირ კავშირშია მეცნიერულ
რევოლუციასთან რაც თავის მხრივ კაცობრიობის პროგრესს მოისაზრებს. მან
გამოიგონა ისეთი ფიზიკის კანონები, რომლებმაც მსოფლიო ნამდვილად შეცვალა
და ხელი შეუწყო შემდგომში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური
ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას
აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი
მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. ასევე ის იყო მსოფლიოში
პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ტელესკოპი. რომ არა ეს
გამოგონებები კაცობრიობის პროგრესი ვერ მოხდებოდა.
თუმცა, არ არის აუცილებელი ყველამ უნივერსალობა სცადოს, ვფიქრობ
ყველას არ აქვს იმის უნარი რომ მრავალმხრივ განვითარდეს, შესაბამისად
ადამიანებს რომლებსაც მიდრეკილება აქვთ კონკრეტული სპეციალობის
მიმართ, აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი ენერგია ამისკენ, რათა არ
დავკარგოთ პოტენციალი სპეციალისტების სახით, რომლებმაც შესაძლოა დიდი
წვლილი შეიტანონ ამ დარგის განავითარებაში. მაგალითად პირადი
გამოცდილებიდან, გავლილი მაქვს გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელიც
პრაქტიკაში, საქმეში ან სამსახურში არასდროს გამომიყენებია, არ დამჭირვებია. არ
ვთვლი რომ კარგი არ არის თუ ზოგადი კურსის შესახებ ვიცი, თუმცა შემეძლო ის
დრო და ენერგია სხვა რაიმე ღირებულის სწავლისკენ მიმემართა, რომელსაც
აუცილებლად გამოვიყენებდი პრაქტიკაში.
საკითხის სწორად შეფასებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა,
საიდანაც ვადგენთ რომ კაცობრიობის განვითარებაში მეტი წვლილი
უნივერსალებს მიუძღვით, მაგრამ ამ სტატისტიკაშ კონკრეტული დარგის
სპეციალისტებიც არიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი არსებობაც არანაკლები
წვლილია კაცობრიობის პროგრესში. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ ყველა
ადამიანი ინდივიდუალურია და მათი სპეციალობის ან სპეციალობების
განვითარება დამოკიდებულია გონებრივ შესაძლებლობებზე, აქედან
გამომდინარე უნდა ვენდოთ ჩვენს გონებას და შინაგან სამყაროს, ამის
საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ რომელ დარგს ან დარგებს ვეკუთვნით.

You might also like