You are on page 1of 13

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სტუდენტი: ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

თანამედროვე ტექნოლოგიათა როლი მოზარდთა განათლებაში

საშინაო ნაშრომი

სპეციალობა: კომპიტერული მეცნიერებები

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნაილე მიქელაძე

ბათუმი 2019
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს


ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად.

მიხეილ პაპუნიძე

10.02.2019
შინაარსი
შესავალი ------------------------------------------------------------------------------------ 1
1. მოზარდთა განათლების პროცესში ტექნოლოგიათა ჩართვის დადებითი
მხარეები ------------------------------------------------------------------------------------- 3

1.1 სწავლების პროცესის ინტერაქტიურობა -------------------------------------- 3


1.2 მოზარდთა განათლების პროცესის გამარტივება ----------------------------- 4

2. ტექნოლოგიების როლი სხვადასხვა საგაკვეთილო პროცესში -------------------- 5

2.1 უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილები ------------------------------------------ 5

2.2ტექნოლოგიების გამოყენება ზუსტ მეცნიერებათა გაკვეთილებში ------------


6

2.3 ტექნოლოგიები ისტორიის გაკვეთილზე ---------------------------------------- 7

2.4 ხელოვნების გაკვეთილი ტექნოლოგიებთან ერთად --------------------------- 8

დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------------
9

ბიბლიოგრაფია ---------------------------------------------------------------------------- 10
შესავალი
დღესდღეობით განვითარების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს
ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. განათლება ყველა ადამიანისთვის
მინიშვნელო1ვანია. ბუნებრივია მისი ეფექტურობისთვის საჭიროა იყოს დროის
შესაბამისი. ამის საწინდარი კი არის ტექნოლოგიების მეტი დოზით ჩართვა
სწავლების პროცესში.

მოცემულ ნაშრომში განვიხილავთ სწავლების პროცესში ტექნოლოგიათა


გამოყენების უპირატესობათა საკითხს. ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია.
ტექნოლოგიების განვითარების სისწრაფიდან გამომდინარე, საჭიროა არ
ჩამოვრჩეთ ამ პროცესს.

დღეისთვის მოსწავლეთა უმეტესობას ხელი მიუწვდება მოწყობილობებზე,


რომელთა დახმარებითაც იღებენ ინფორმაციას. სწავლების პროცესის
ეფექტურობისთვის საჭიროა მოსწავლეთა უფრო მეტად დაინტერესება, ეს კი ვერ
განხორციელდება სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვის გარეშე.

მოცემული საკითხის ირგვლივ უამრავი მოსაზრება არსებობს. როგორც საკითხთა


უმეტესობაზე, ამ საკითხზეც არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება. ჩვენ კი
მოსაზრებათა შეჯერების საფუძველზე ვისაუბრებთ თუ რა სარგებლის მოტანა
შეუძლია ტექნოლოგიებს განათლების სისტემის განვითარებისთვის.

ზემოთ აღნიშნული საზრისი ყოველთვის აქტუალური იყო მთელ მსოფლიოში.


ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ტექნოლოგიათა დანერგვა
წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესია კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ
ეტაპზე. ჩვენ მოცემული ნაშრომით შევეცდებით წვლილი შევიტანოთ ამ
პროცესში.

ტექნოლოგიათა დიდი დოზით ჩართვა სწავლების პროცესში ზრდის


მოსწავლეთა დაინტერესებას კონკრეტული საკითხის მიმართ და უმაღლებს მათ
მოტივაციას. ასე თვლიდა მე-20 საუკუნის ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ
როჯერსი. ტექნოლოგიები ხელს უწყობს კრეატიული სასწავლო გარემოს შექმნას.

ტექსტში განხილული იქნება მოცემული საკითხი სტატიების, მოსწავლეთა


გამოკითხვის, ექსპერიმენტების საფუძველზე. მათი შედეგების მიხედვით
გვექნება საშუალება, რომ გავამართლოთ ნაშრომის მიზანი და მივიდეთ ჭეშმარიტ
დასკვნამდე.

პირველ ეტაპზე განვიხილავთ ტექნოლოგიების დანერგვის დადებით და


უარყოფით მხარეებს. წარმოვაჩენთ მასთან დაკავშირებულ პრობლემურ
საკითხებსა და გამკლავების გზებს.

1
მეორე ეტაპზე გავავლებთ პარალელს მსაგვს სიტუაციებთან, რომელიც ყოფილა
წინა წლებში. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ვისაუბრებთ შედეგებზე,
რაც სწავლებაში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს შეიძლება თან ახლდეს

შემდეგ წარმოვადგენთ ყველა იმ ადამიანის აზრს, რომელსაც შეეხება ეს


პრობლემა. კერძოდ გამოვკითხავთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს.
განსაკუთრებით შევისწავლით მასწავლებლების აზრს, რადგან მათი
ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მიზნის მიღწევა.

ბოლო ეტაპზე კი შევაჯამებთ ზემოთ აღნიშნულის გარშემო არსებულ კვლევებს,


რომელთა შედეგები მოგვცემს საშუალებას, რომ გავაკეთოთ ობიექტური დასკვნა.

ნაშრომის მთავარი მიზანია დაეხმაროს ყველა, სიახლით დაინტერესებულ


ადამიანს. ჩვენთვის მთავარია მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა, რაც
სასარგებლო იქნება როგორც ერთი პიროვნებისთვის ისე მთლიანად განათლების
სისტემის ახალ საფეხურზე გადასვლისთვის.

2
თანამედროვე ტექნოლოგიათა როლი მოზარდთა განათლებაში

1. მოზარდთა განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიათა ჩართვის


დადებითი მხარეები
1.1 სწავლების პროცესის ინტერაქტიურობა
სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების მთავარი დანიშნულებაა, რომ
მოსწავლეები დააინტერესოს და მისცეს მათ ცოდნა ახალი საკითხის შესახებ.
დღესდღეობით ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ყველას აქვს
კომპიუტერი ან თუნდაც სმარტფონი, რითაც შიძლება ყველანაირი
ინფორმაციის მოპოვება. იმ შემთხვევაში თუ გაკვეთილებში ჩავრთავთ
ტექნოლოგიებს, პროცესი გახდება ინტერაქტიული და მოსწავლეებიც
დაინახავენ, რომ ტექნოლოგიების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ცოდნის
მიღებაა.

ადრეული განათლების თანამედროვე მკვლევრების მოსაზრებით: ,,ციფრული


ტექნოლოგიები ბავშვებს სთავაზობს ცოდნის კონსტრუირებისა და უნარების
ჩამოყალიბების მრავალფეროვან საშუალებასა და მოდალობას“(mastsavlebeli.ge,
ანა ჯანელიძე,06.01.18). თანამედროვე ტექნოლოგიების: კომპიუტერების,
მარტივად პროგრამირებადი რობოტებისა და სმარტფონების გამოყენება ისეთ
შესაძლებლობებს იძლევა, რომლებიც წარმოუდგენელი და თითქმის
განუხორციელებელი იქნებოდა.

ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში, ზრდის მოსწავლეთა


კრეატიული აზროვნების უნარს, ხელს უწყობს კრიტიკული ანალიზის
ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, ამღლლებს მათ მოტივაციას. ამგვარი
გაკვეთილებით მიღებული ცოდნა უფრო მყარია. ამავე დროს, მიღებული
ინფორმაცია უფრო გააზრებული და გამოყენებადია.

ამრიგად, თანამედროვე გაკვეთილები გულისხმობს მეტ ჩართულობას, რასაც


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი განათლების მიღებისთვის.

3
ხარისხიანი განათლება, კი აუცილებელი ფაქტორია ადგილობრივ თუ
მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

1.2 მოზარდთა განათლების პროცესის გამარტივება


უკვე დიდი ხანია ადამიანისთვის აღარ არის პრობლემა ინფორმაციის
სიდიდე. მეხსიერების ბარათებით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის წიგნების
ან დუნდაც დოკუმენტების შენახვა და თან ტარება. მოსწავლეებსა და
მასწავლებლებს აღარ ექნებათ პრობლემა თუ როგორ ატარონ მასალები,
რადგან ელექტრონული ვერსიების მიწოდება ინტერნეტითაც კი
შესაძლებელია. მისი გამიყენება შეიძლება როგორც სმარტფონით, ისე რა თქმა
უნდა კომპიუტერით. ციფრულ ეპოქაში მასწავლებლის როლი შეიცვალა.
,,მასწავლებელი სასწავლო კურსებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით უნდა
გეგმავდეს. ამისთვის კი თავად მასწავლებელი სათანადოდ უნდა იცნობდეს
თანამედროვე საგანამანათებლო ტენდენციებსა და
ტექნოლოგიებს”(liberali.ge,სალომე გორგოძე,11.26.14).

პედაგოგების კვალიფიკაცია საკმაოდ დაბალია ამ კუთხით, თუმცა ტარდება


ტრენინგები, რომლებიც ეხმარება მათ ახალი გამოცდილების მიღებაში. სულ
ცოტა ხანში ეს პრობლემა თითქმის აღარ იქნება. აქედან გამომდინარე,
მოსწავლესაც და მასწავლებელსაც გაუადვილდებათ მათი მოვალეობის
შესრულება, რადგან აღარ მოუწევთ ფიქრი ტექნიკურ საკითხებზე და
ირიენტირებულნი იქნებიან მხოლოდ, სწავლასა და სწავლებაზე. ვისაც სურს
ცოდნის მიღება აღარ შექმნება დაბრკოლება.

საგაკვეთილო თემების მომზადება კომპიუტერული პროგრამებით უფრო


მარტივია. დავალებებიც კი უფრო ადვილად მოსამზადებელი და
მიწოდებადია. მაგალითად, ელექტრონული ჟურნალები კარგა ხანია არსებობს
საქართველოს ზოგიერთ უნივერსიტეტში, რაც უზრუნველყოფს ლექტორისა
და სტუდენტის აქტიურ კავშირს და მუდმივ კონტაქტს.

4
განათლლების მრავალი მოდელი არსებობს, რომლებიც ნებისმიერი
ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. არის პროგრამები, რომლებშიც ჩართვა და
განათლების მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდანაა შესაძლებელი.
ტექნოლოგიები აქრობს ყველა საზღვარს, რაც მისი მთავარი უპირატესობაა.

,,დღესდღეობით, ელექტრონული სწავლების მეთოდს განვითარებულ


ქვეყნებში, კომპანიებისა და სასწავლებლების დაახლოებით 90% იყენებს”
(https://blog.lingwing.com/2018/04/05/10-ონლაინ-სწავლების-რესურს/,04.05.18).
ტექნოლოგიების შემოტანა განათლებაში ყველას აძლევს თანაბარ
შესაძლებლობას, რომ მიიღოს განათლება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად
შორსაა განათლების წყარო.

მაშასადამე, ტექნოლოგიები ამარტივებს ყველაფერს, ამიტომაც მათი


გამოყენება სწავლის პროცესში უხსნის გზას ყველას ცოდნის მიღებაში. მისი
მთავარი უპირატესობებია: კომპაქტურობა, თვალსაჩინოება, გლობალურობა
და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა.

2. ტექნოლოგიების როლი სხვადასხვა საგაკვეთილო პროცესში

2.1 უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილები

მიღებული ცოდნა ფასს კარგავს თუ მას ვერ გამოვიყენებთ. ამისთვის საჭიროა


უცხო ენების ცოდნა, მათი შესწავლა კი რთული და კომპლექსური პროცესია,
რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაშიც არ უნდა დავივიწყოთ
ხარისხი, რადგან იგი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კრიტერიუმებს.

დღესდღეობით უცხო ენის უმეტეს სასკოლო სახელმძღვანელოში გვხდება


მოსასმენი დავალებები, რაც საჭიროა საუბრის უნარების განვითარებისთვის,
სიტყვის მარაგის გამდიდრებისთვის. ,,აუდიო მეთოდის არსი მდგომარეობს
იმაში, რომ საწყის ეტაპზე მოსწავლე ისმენს საუბარს უცხო ენაზე. მისთვის
აუცილებლობას არ წარმოადგენს პროცესში ჩართვა, საკმარისია მხოლოდ
ყურადღებით უსმინოს ფონოგრამას“ (intermedia.ge,lerato,05.06.15). ვიდეო
გაკვეთილებიც იგივე მიზანს ისახავს. ამ დროს ადამიანი ეჩვევა უცხო ენის

5
სწარაფად მოსმენას და უვარჯიშდება გონება. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ
პროცესს უკვე ჩვეულებრივ ნორმად აქცევს და თითქმის წარმოუდგენელია მათ
გარეშე უცხო ენის გაკვეთილები.

ზემოთ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ,


ტექნოლოგიები აძლევს საშუალებას მოსწავლეებს წარადგინონ მათი
ნამუშევრები, პრეზენტაციები, შეეჩვიონ როგორც ჯგუფურ მუშაობას, ისე
ტექნოლოგიებთან ურთიერთობას, რაც უკვე მთავარი უნარია მსოფლიო
ასპარეზზე. იგი უადვილებს პედაგოგებსა და ახლგაზრდებსაც მათი
შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

2.2ტექნოლოგიების გამოყენება ზუსტ მეცნიერებათა გაკვეთილებში

უკვე რამდენიმე წელია, საკმაოდ შემცირდა მოსწავლეთა დაინტერესება


ტექნიკური საგნებით. განსაკუთრებით ეს ეხება ფიზიკა-მატემატიკის
შესწავლას. ამის მთავარი მიზეზია როგორც საგნის სირთულე, ისე ნაკლებად
საინტერესო გაკვეთილები. ამის გამოა, რომ სახელმწიფო ყურადღებას აქცევს
ამ საგნებს და მათით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას
უფასოდ ისწავლონ.

მათემატიკის გაკვეთილის მრავალ ასპექტში შეიძლება ტექნოლოგიების


გამოყენება. მასწავლებლები ხშირად ხაზავენ მიახლოებით ნახაზებს, რაც
გაუგებარია ბევრი მოსწავლისთვის და ამის გამო უქრებათ მათ სწავლის
სურვილი, ტექნოლოგიების გამოყენებით კი პედაგოგს შეუძლია ყველაფერი
უკეთესად და ამომწურავად ახსნას, მაგალითად არსებობს პროგრამები:
mathcad, excel, რომელთა გამოყენებითაც პედაგოგს შეუძლია სხვადასხვა
გრაფიკებისა და ცხრილების დემონსტრირება. პროცესის გამარტივებით
მოსწავლეებს აღარ ექნებათ მობეზრების შეგრძნება და მათი დინტერესებაც
უფრო გაიზრდება.

თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ფიზიკის გაკვეთილის შემთხვევაში, თუმცა


ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების სარგებელი უფრო დიდია. ფიზიკაში

6
მხოლოდ ფორმულების ცოდნა არ არის საკმარისი, მთვარია მოსწავლემ
მოვლენის სწორად გააზრება შეძლოს, ამისთვის კი საუკუთესო საშულება
ფიზიკური მოვლენების მოდელირებაა, მართალია დემონსტრაცია
ტექნოლოგიების გარეშეცაა შესაძლებელი, მაგალითად ცდების ჩატარებით,
თუმცა ამისთვის სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო, ტექნოლოგიები კი
იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერ ადგილსა და დროს მასწავლებელმა
გამოიყენოს პროგრამა და ამისთვის მხოლოდ კომპიუტერი დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს უწყობს ნაკლებად


პოპულარული საგნების ყველასთვის უკეთ გაცნობას. თანამედროვე
გაკვეთილები ამარტივებს და გასაგებს ხდის რთულ საგნებს. ზუსტი
მეცნიერებები კი დღეს გადამწყვეტია, რადგან ყველგან არის ასეთი კადრების
დეფიციტი.

2.3 ტექნოლოგიები ისტორიის გაკვეთილზე

სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ისტორიის გაკვეთილები ლექციური ტიპისაა.


დღესდღეობით ტექნოლოგიები გვაძლლევს საშუალებას, რომ ისტორიის
გაკვეთილი მთლიანად მათი დახმარებით წარიმართოს. პროექტორებისა თუ
გაჯეტების გამოყენება პედაგოგს მრავალნაირად შეუძლია.

ერთ-ერთი გამოყენების ვარიანტია, გაკვეთილის დროს მეფეების


ბიოგრაფიებისა და მათი პორტრეტების დემონსტრირება. ასევე შესაძლებელია
გენეალოგიური ხის ჩევენებაც, რითაც მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა
ისტორიაში.

რამდენიმე წლის წინ ისტორიაში პროექტების მომზადება საკმაოდ


შრომატევადი იყო და ასევე შეზღუდული, თვალსაჩინოების მხრივ, თუმცა
პროექტორის გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ წარადგინონ მათი ნამუშევარი
სხვადასხვა თემაზე, რაც გარდა ცოდნისა მათ გამოუმუშავებს აუდიტორიასთან
ურთიერთობისა და ჯგუფური მუშაობის უნარებს. ეს უნარები კი გამოსადეგია
როგორც უნივერსიტეტში ისე ნებისმიერ სამსახურში.

7
ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ თანამდროვე გაჯეტები: პროექტორი, პლანშეტი
უადვილებს ახლგაზრდებს სწავლას, ცოდნის გამოვლენას და ისეთი უნარების
გავითარებას, რომელიც აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის.
მაგალითად ბავშვი თუ სკოლაში შეეჩვევა ტექნოლოგიებთან მუშაობას, მას
აუცილებლად გაუადვილდება დავალებების შესრულება უნივერსიტეტში.

2.4 ხელოვნების გაკვეთილი ტექნოლოგიებთან ერთად

ხელოვნების ბევრი დარგი არსებობს: მუსიკა, ფერწერა და ა.შ. მათი შესწავლა


მხოლოდ ტექსტებით შეუძლებელია ან მიღებული ცოდნა იქნება
ზედაპირული. ფერწერის შემთხვევაში საჭიროა ფერწერული ნამუშევრის
ნახვა, რაც ტექნოლოგიებმა გაამარტივა. მუსიკის შემთხვევაში კი
შეასაძლებელია მისი მოსმენა.

რამდენიმე წლის წინ ხელოვნებასა და მუსიკაში გაკვეთილები ზედაპირული


ხასიათის იყო, რადგან მოსწავლეცა და მასწავლებელიც წიგნზე იყვნენ
დამოკიდებულნი და ეს ზღუდავდა მათ. დღეს ტექნოლოგიებმა მოხსნა
შეზღუდვები და უკვე შესაძლებელია სკოლიდან გაუსვლელად მუზეუმების
დათვალიერება (http://naturalhistory.si.edu/vt3/).

მუსიკის საფუძვლების შესწავლა მრავალი პროგრამით შეიძლება, რომლებიც


ფორტეპიანოს ან დასარტყამი ინსტრუმენტის მაგივრობასაც კი გასწევენ. ასეთი
პროგრამების გადმოწერა შესაძლებელია როგორც სმარტფონში, ისე
კომპიუტერში. ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია, ვინაიდან მარტივი ტექნოლოგიას
შეუძლია უზარმაზარი ინსტრუმენტების ჩანაცვლება.

ამრიგად, ტექნოლოგიებს გააჩნიათ დიდი გამომსახველობითი


შესაძლებლობები. ამის მიღწევას ადრე დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა დღეს,
კი ტექნოლოგიები ამის საშუალებას ყველას აძლევს.

8
დასკვნა
ამრიგად, ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
თანამედროვე ტექნოლოგიათა როლი განათლების სიტემის განვითარებაში
დიდია. ჩვენ მიერ წარმოდგენილმა მაგალითებმა, ერთხელ კიდევ ცხადყო
აღნიშნული საკითხის აქტუალობა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში.

კვლევის შედეგებითა და ინტერპრეტაციით შევეცადეთ _ მკითხველში


გაგვეღვივებინა ინტერესი მოცემული საკითხის მიმართ და მოგვეწოდებინა
ინფორმაცია ამ სფეროში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ეს კი
ფაქტობრივად გვისახავს მიზანს, რომ მომავალში, დაიხვეწება საგანმანათლებლო
სისტემა და მოძველებული სწავლების მიდგომებს ტექნოლოგიური გაკვეთილები
ჩაანაცვლებენ.

9
ბიბლიოგრაფია
1. ანა ჯანელიძე, ,, ციფრული ტექნოლოგიები ადრეულ
განათლებაში“, http://mastsavlebeli.ge/?p=18213 (06.01.18).
2. სალომე გორგოძე, ,, სკოლა და თანამედროვე ტექნოლოგიები“
http://liberali.ge/articles/view/3789/skola-da-tanamedrove
teqnologiebi- (11.26.14).
3. ,,ონლაინ-სწავლების 10 რესურსი ქართულ ენაზე“
https://blog.lingwing.com/2018/04/05/10-ონლაინ-სწავლების-
რესურს/ (04.05.18).
4. lerato, intermedia.ge (05.06.15).

10

You might also like