You are on page 1of 4

რა არის ISIE -

აიესაი?
ISIE - აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა,
რომლის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს ფორმალური განათლების რეალობასთან
დაკავშირებაში. ორგანიზაციის აქვს მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრული
მისია, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის პროექტების ორგანიზებასა თუ
მონაწილეობაში გამოიხატება.

არაფორმალური
განათლება
ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს მათი განათლება დაუკავშირონ
რეალობას.

პროფესიული განვითარება
ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ახალი წამოწყებების და ინიციატივების
განხორციელება,
ორგანიზაციის რესურსებით.

ეს
საერთაშორისოა
ჩვენი გლობალური პარტნიორების წყალობით, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ
მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და
ღონისძიებებში.
მიზანდასახულობა

აიესაიში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მიზანდასახულობაა, აქ


ახალგაზრდები ეჩვევიან მიზნის დასახვას და მის მისაღწევად რესურსებისა და
პოტენციალის სწორად გამოყენებას.

შეთავაზება
შაქრო ბაბუა
თავისუფალი აზრი ლიტერატურაში- ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც
შეგიძლია გამოსცადო საკუთარი თავი კონკურენტუნარიან გარემოში და
გამოავლინო შენი შესაძლებლობები.
ლიტერატურული კონკურსი არის პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა
წარმოაჩინონ თავისუფალი აზრი ლიტერატურაში.

პროექტი მოიცავს;
ნაშრომების მიღება- მონაწილემ უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი თემა:
1.,,წიგნი,რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა.”(როგორ?)
2.,,წიგნი,რომლის დასასრულსაც შეცვლიდით ან გააგრძელებდით”.(როგორ?).

კანდიდატებმა ნაშრომები უნდა გადმოაგზავნონ, 15 მაისის 23:00 საათამდე ,


შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
freeliterature@isie.ge

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ-სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის


ნომერი.

დასკვნითი ეტაპი:

დასასრულს ჟიურის წევრები გამოვლენენ სამ გამარჯვებულს. მათ გადაეცემათ


აიესაის ონლაინ სერთიფიკატები და სპონსორების მიერ დაწესებული სიმბოლური
პრიზები. ასევე ,მათი ნაშრომები ,ფოტოსურათთან ერთად, განთავსდება
ღონისძიების აღწერაში აიესაის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და გამოქვეყნდება
ელექტრონულ ჟურნალში.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, მათი ვინაობა ნაშრომების მიღების შემდეგ გახდება
ცნობილი.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს : ნინი მანჯავიძეს.


ელექტ.ფოსტა: n.mandjavidze@isie.ge
ISIE მოხარული იქნება, თუ (შაქრო ბაბუა) იქნება პარტნიორი ამ პროექტის
მიმდინარეობისას.
პროექტის ყველა სპონსორის შესახებ ინფრმაცია განთავსდება ISIE-ს
ოფიციალურ გვერდზე, რომელიც ერთ-ერთია ყველაზე აქტიურ ჯგუფთა შორის.
იმედი მაქვს შემდეგი თანამშრომლობისა

You might also like