You are on page 1of 22

დანართი #1 (განხორციელებული აქტივობები)

ქალაქ თბილისის კერძო სკოლა ,,აკადემოსის“ ინგლისური ენის მასწავლებლის ბიჭიკო ოჩიგავას
სტატუსის (მენტორი) ასამაღლებლად წარსადგენი პროფესიული საქმიანობის ამსახველი
დოკუმენტაცია:

ინგლისური ენის პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავა (პ.ნ ------------- თბილისის კერძო სკოლა
,,აკადემოსში“ მუშაობს 2021-2022 სასწავლო წლიდან, თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში მან
შეძლო მისი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა ჩვენს სასკოლო სივრცეში და ყოფილიყო
ინოვატორი, მოსწავლეთა შედეგებზე და როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ
განვითარებაზე ორიენტირებული. ბიჭიკო ოჩიგავას აქვს პედაგოგად მუშაობის 9 წლიანი
გამოცდილება. ის ჩვენს სკოლაში ძალიან მრავალფეროვანი იდეებით მოვიდა, რომელთა
განხორციელებისკენ მისი სწრაფვა და მოსწავლეებში შემოქმედებითი თუ კრიტიკული
აზროვნების განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება
ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. ახალგაზრდა, მოტივირებული და
მუდმივ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული პედაგოგისთვის ჩვენი მხრიდან გადადგმული
ეს ნაბიჯი იქნება ძალიან დიდი მოტივაცია საიმისოდ, რომ მან მომავალში კიდევ უფრო მეტი
შემართებითა და ენთუზიაზმით წარმართოს მისი პედაგოგიური საქმიანობა. ბიჭიკო ოჩიგავას
2013 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2019 წელს კი წამყვანი მასწავლებლის
სტატუსი მოიპოვა. 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორი ვარ და ამ წლების განმავლობაში
არაერთ აქტიურ, საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ,
ინოვაციური იდეების მქონე პედაგოგთან მითანამშრომლია და თამამად შემიძლია განვაცხადო,
რომ ბიჭიკო ოჩიგავა ნამდვილად არის ერთ-ერთი მათგანი. უკვე მეორე წელია აქტიურად
ვადევნებ თვალს ბიჭიკოს პედაგოგიურ მოღვაწეობას. კარგად ვიცნობ მის პროფესიულ
თვისებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ინოვაციურობა, პრაქტიკის ადგილობრივ თუ
საერთაშორისო დონეზე გაზიარება და სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ. იგი სწავლა-
სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების გამტარებელია და იყენებს თანამედროვე
მიდგომებს გაკვეთილებზე. მისი მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან შემოქმედებითი და
კრიტიკული აზროვნების უნარებით, სწავლისადმი სიბეჯითით, მოწესრიგებულობით და
აკადემიური მოსწრების მაღალი ხარისხით. ისინი სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადების
მონაწილეები და მოწინავე ადგილების მფოლბელები არიან. ჩვენი სკოლა 2020-2021 სასწავლო
წლიდან ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რაც მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს დიდ
ძალისხმევას, სიახლეებთან ინტეგრირებას, მიზანზე ორიენტირებას, პასუხისმგებლობას,
სიახლეებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. ბიჭიკოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის
ყველა საჭირო უნარი გააჩნია, რადგან 2019-2020 სასწავლო წლებში ის მარტვილის რაიონის
სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში გახლდათ ექსპერტის ასისტენტი ახალი სკოლის მოდელის
ფარგლებში და სკოლას რეფორმის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა.
მოგეხსენებათ, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვა გულისხმობს გუნდურ მუშაობას,
კომუნიკაბელურობასა და მოქნილობას. ბიჭიკო ოჩიგავა ჩვენს სკოლაში არაერთი საინტერესო
კომპლექსური დავალების ავტორია. ბიჭიკო ოჩიგავა აქტიურად არის ჩართული სკოლაში
ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში.
მე, როგორც დირექტორი, ხშირად ვესწრები ბატონი ბიჭიკოს გაკვეთილებს და ყოველ ჯერზე
სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები მისი არაერთი ინოვაციური სასწავლო აქტივობით. მის
გაკვეთილებზე იგრძნობა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა და საინტერესო რესურსების
ინტეგრირება სწავლების პროცესში. მის გაკვეთილებს ყოველთვის ახლავს აქტივობა
,,პრაქტიკული ნაწილი“ რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები როლურ თამაშებს, სიმულაციებსა
და სხვადასხვა იმიტირებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს წარმოადგენენ, რაც ცოდნის
განმტკიცების საუკეთესო საშუალებაა. იგი აქტიურად უდგას გვერდით სკოლის
ადმინისტრაციას სკოლაში ისეთი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორცილებაში
როგორებიცაა: მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით,
კერძოდ, საახალწლო, საგაზაფხულო, ბოლო ზარის და შიდასასკოლო შემეცნებითი კონკურსები.
მასწავლებელთა ერთობლივად მუშაობა, გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება,
ღირებული თვისებაა პედაგოგისთვის. იგი ხშირად თავად არის ინიციატორი მრავალი
შეხვედრისა კოლეგებს შორის. ზრდასრულთა სწავლება განსაკუთრებულ უნარს საჭიროებს,
რომლის გამოცდილებაც ბიჭიკო ოჩიგავას აქვს თავის მრავალწლიანი პედაგოგიური
მოღვაწეობის მანძილზე.

ის წლების განმავლობაში ახორცილებდა აქტივობებს , რომლებიც მისი პროფესიული


განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი.

კერძოდ:

პროფესიული განვითარება

ბიჭიკო ოჩიგავა 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაესწრო ინგლისურ ენობვან
ვებინარს, რომელიც ,,NATIONAL GEOGRAPHIC“-ის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად
ისახავდა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას სწავლა-სწავლების პროცესში.
ბიჭიკო განათლების კუალია ,,KEY CONSULTING” -ის აქტიური წევრია და სისტემატიურად
ესწრება მის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს თუ კონფერენციებს. არის ხშირი მომხსენებელიც და
საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ასობით კოლეგას. ვებინარებზე მიღებული გამოცდილება კი
მის შემოქმედებითად მრავალფეროვან გაკვეთილებს ეტყობა.
ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 24 სექტემბერს დაესწრო ტრენინგმოდულს,,ინოვაციური მეთოდები
მოსწავლეთა მნიშვნელოვანი უნარების განსავითარებლად“

ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 17-18 სექტემბერს დაესწრო ტრენინგმოდულს ,,პედაგოგიური


პორტფოლიოს შექმნა“
ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 22 სექტემბერს დაესწრო ტრენინგმოდულს ,, კურიკულუმის შექმნა და
დანერგვა სასწავლო პროცესში“

ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 22 ივლისს დაესწრო ტრენინგმოდულს ,,ემოციური ინტელექტი“


ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 5 ნოემბერს დაესწრო ტრენინგმოდულს ,, თანამედროვე გამოწვევები
სწავლების პროცესში“

ბიჭიკო ოჩიგავა 2022 წლის 22 სექტემბერს დაესწრო ტრენინგმოდულს ,, როგორ დავიცვათ


ცხოვრების იდეალური ბალანსი“
გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილება/კონტაქტები როგორც ადგილობრივ
ისე საერთაშორისო დონეზე.

ბიჭიკო ოჩიგავამ მონაწეილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში თემაზე


,,გენდერული თანასწორობა " მასწავლებლის როლი. მდგრადი განვითარების რიგით
მეხუთე მიზანზე საკმაოდ მოცულობითი პრეზენტაცია გაუზიარა უცხოელ კოლეგებს
ინგლისურ ენაზე, რომლის ტრანსლაცია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა პლატფორმებზე
მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის შესახებ
ინფორმაცია იხილეთ
აქ:

https://www.theiiuniversit
y.com/

ამ ბმულზე იხილავთ მის ამ და სხვა საერთაშორისო ჩართულობის ამახველ აქტივობებს:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_84.html
2022 წლის 17 ნოემბერი. მორიგი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე ,,ხარისხიანი
განათლება" მდგრადი განვითარების რიგით მეოთხე მიზანი და ჩემი საკმაოდ
მოცულობითი კვლევა თემაზე ,,მამების საგანმანათლებლო სივრცესი" ქართულ და
ინგლისურ ენაზე.

ბიჭიკო ოჩიგავა ახლახან შეუერთდა ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას


,,Etwinning” და ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს საბაზო და საშუალო საფეხურების
მოსწავლეებთან ერთად.
ბიჭიკო ოჩიგავამ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს მოტოვირებულ პედაგოგთა კლუბში
კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩაატარა საინტერესო ვებინარი
თემაზე ,,სხვადასხვა საგნებს მორგებული ინტერაქციული აქტივობები", რომელსაც
ესწრებოდა 450 პედაგოგი.

ვებინარტის ვიდეო ჩანაწერი მოცემულია ამ ლინკზე:

https://m.youtube.com/watch?v=x2C8mKGmIIc&feature=youtu.be

ბიჭიკო ოჩიგავა არაერთი მეთოდური სტატიის ავტორია, რომლებიც დღემდე აქტიურად


იბეჭდება როგორც საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალებზე, ისე ბეჭდვურ მედიაში.
ესენია:

1. ,,სხვადასხვა საგნებს მორგებული ინტერაქციული აქტივობები", ახალი განათლება.

https://akhaliganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%98-
%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-
%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%aa%e1
%83%98

2. ,,როგორ გავეცნოთ სადამრიგებლო კლასს?“ ინტერნეტგაზეთი MASTSAVLEBELI.GE


http://mastsavlebeli.ge/?tag=%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%99%E
1%83%9D-
%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90

3. ,,როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს“ ამჯერად ,,ახალი განათლება“

https://akhaliganatleba.ge/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90
%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%97%E1%83%90-
%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E/?fbclid=IwAR
0VjQNt9q3jza2G_ipp5JtSr_2WIv0ug3XuUP9YnPFr-Vzx2uuEmiAENEY

ბიჭიკო ოჩიგავა არის საქართველოში ყველაზე დიდი პედაგოგიური ფეისბუქ ჯგუფის


,,მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, რომელიც
კოლეგების მხრიდან დიდი ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს. ის წლების
განმავლობაში ცდილობდა და დღემდე ცდილობს წვლილი შეიტანოს ნაცნობი თუ უცნობი
კოლეგების პროფესიულ განვითარებაში. ამ მიზნით მან დაამუშავა და საინტერესო ფრომით
წარმოადგინა ,,სწავლა-სწავლების თეორიების“ სამი სახელმძღვანელო და გააზიარა ის
ჯგუფში. პრეზენტაცია და გამოხმაურება შეგიძიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

https://m.facebook.com/groups/984018848389017/permalink/2124826267641597/?mibextid=Nif5o
z

ბიჭიკო ოჩიგავამ გარდა ამისა თავი მოუყარა სპორტის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საჭირო მასა

ბიჭიკო ოჩიგავას მიერ ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ჯგუფში გაზიარებული


რეკომანდაცია/რჩევები და გამოხმაურებები:

 როგორ დავამახსოვროთ ბავშვებს თავი ინგლისური ენის პირველ გაკვეთილზე?

https://m.facebook.com/groups/984018848389017/permalink/2289867204470835/?mibextid=Nif5o z

 პირველი ,,ონლაინ გაკვეთილი“ ახალ სადამრიგებლო კლასთან.

https://m.facebook.com/groups/984018848389017/permalink/2876752422448974/?mibextid=Nif5o z

აღნიშნული საკითხები ბიჭიკო ოჩიგავას გამოქვეყნებული აქვს ბლოგზეც:


https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_72.html

ბიჭიკო გვერდში უდგას ჩვენი სკოლის ახალბედა პედაგოგებსაც და ეხმარება მათ


საჭიროებებში დადგენაში. შესაბამისად უზიარებს მათ გამოცდილებას. უზიარებს მის და
სხვა წარმატებული კოლეგების მიერ შექმნილ მეთოდებსა და აქტივობებს, რაც საბოლოო
ჯამში ჩვენი სკოლის პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_34.html

გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობები.

2. მოსწავლეთა საერთაშორისო ჩართულობა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ბიჭიკო ოჩიგავამ მისი მოსწავლე ანასტასია ბაკურია წარადგინა
საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე სადაც ანასტასიამ ინგლისურენაზე მოამზადა თემა
,,გენდერული თანასწორობა“ და შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_84.html

ბიჭიკო ოჩიგავას მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ კიევის N173 საჯარო სკოლასთან.


დამადასტურებული აქტივობები ნახეთ მოცემულ ელ. მისამართზე:

https://bichi8989.blogspot.com/p/173.html

ბიჭიკო ცდილობს მისი მოსწავლეები აქტიურად ჩართოს საერთაშორისო კონფერენციებში.

იხილეთ:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_84.html

გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობები.

1.მედია(ციფრული)წიგნიერება

ბიჭიკო ოჩიგავამ მედიაწიგნიერება ჩვენს სკოლაში ერთგვარ სასკოლო კულტურად აქცია,


რისი ერთ-ერთი დასტურიც არის ის, რომ მან და მისმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მედიის
განვითარების ფონდის, ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical
Mass LLC-თან პარტნიორობით, გამოცხადებულ კონკურსში 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი
სკოლის გამოსავლენად. (https://mdfgeorgia.ge/geo/view_statements/762)
ბიჭიკოსა და მისი გუნდის მიერ კონკურსზე გაგზავნილი პროექტის გეგმა მოხვდა ფინალში,
რომელიც გაიმართება 14 დეკემბერს. პროექტის თემა ,,სიძულვილის ენა სოციალურ
მედიაში“
იმის დასტურად, რომ ბიჭიკომ და მისმა გუნდა ნამდვილად მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ
კონკურსში და მიწვეულნი არიან ფინალურ ეტაპზე მიყევით ბმულს:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_12.html

მედია წიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის უნარების განვითარების მიზნით ბიჭიკო


ოჩიგავამ სკოლაში დააარსა სასკოლო ტელევიზია ,,აკადემოსი TV“ და გადაცემა ,,ჩვენი ხმა“
ტელევიზიის საეტერო ბადე და დაგეგმილი გადაცემები შეგიძიათ იხილოთ მოცემულ ელ.
მისამართზე:

https://bichi8989.blogspot.com/p/tv.html

მოსწავლეთა მიერ მომზადებული გადაცემების სანახავად კი მიყევით შემდეგ ბმულს სადაც


აგრეთვე მოცემულია იუთუბზე ატვირთული გადაცემების ბმულები.(გადაცემებს
გაცილებით მეტი გამოხმაურება აქვს სკოლის ფეისბუქ გვერდზე)

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_28.html

ბიჭიკო ოჩიგავა აქტიურად ცდილობს მედიაწიგნიერების ინტეგრირებას საგაკვეთილო


პროცესში და თემატურ ერტეულებს დაუკავშიროს ციფრული წიგნიერების მიზნები. ამის
ნათელი მაგალითია მის მიერ ამ მიმართულებ ით ჩატარებული ინტერაქციული
გაკვეთილები. გაკვეთილების გეგმები, ფოტო-ვიდეო მასალები და ბავშვების მიერ
შექმნილი პრეზენტაციები იხილეთ ელ. მისამართზე:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_12.html

მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება

ბიჭიკო ოჩიგავა ჩვენს სკოლაშ კვირაში ერთხელ, ,, პროფორიენტაციისა და კარიერის


დაგეგმვის“ ფარგლებში მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრებს
მართავს და მათ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საინტერესო ხედვებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბიჭიკო ოჩიგავას ამ კუთხით მუშაობის უფლება ოფიციალურად აქვს
მიჭიებული და 2014-2017 წლებში აბაშის რაიონის სოფელს სეფიეთშიც აქტიურად ეწეოდა ამ
საქმიანობას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიჭიკო ოჩიგავამ ,,პროფესიული ორიენტაციისა
კარიოერის დაგეგმვის“ კურსი ჩვენს სკოლაშიც დანერგა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს
მოსწავლეებს მეგზურობას გაუწევს სწორი პროფესიული ორიენტაციის აღებაში.
სკოლის საჭიროების კვლევა

,,არაფორმალური განათლების სახელოსნო“

ბიჭიკო ოჩიგავას დაწყებული აქვს მუშაობა სკოლის საჭიროების კვლევაზე. თემა კი


გახლავთ ,,არაფორმალური განათლების სახელოსნო“. რადგან მისივე თქმით სკოლაში მისი
საქმიანობის დიდი წილი სწორედ არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე მოდის და
ამ საკითხში საკმარისი კომპეტენცია გააჩნია. სურს, რომ სკოლაში კიდევ უფრო შეუწყოს
ხელი არაფორმალური განათლების განვითარებას. ამ ეტაპისთვის კი შერჩეული ჰყავს
სამიზნე ჯგუფები და კვლევის მეთოდების გამოყენებით საჭირო ინფორმაციების მოპოვების
პროცესშია. მეტი სანდოობისთვის კი გთავაზობთ სამუშაო პროცესის ამსახველ
დოკუმენტაციას, რომლიც მისივე თქმით მარტში დასრულებული სახით ექნება
წარმოდგენილი. სამუშაო ვარიანტი იხილეთ დრაივზე:

https://docs.google.com/document/d/1T5XiTVIJvkv7fB_oVuK9XVITBrls9jyg/edit

სხვადახვა სკოლების პედაგოგების მოსაზრებების გაცნობის მიზნით ბიჭიკო ერთ-ერთ


ყველაზე მრავალრიცხოვან პედაგოგიურ ჯგუფში გამოკითხვას აწარმოებს.

https://m.facebook.com/groups/984018848389017/permalink/4155109804613223/?mibextid=Nif5o z
არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა
პროფესიებით დაინტერესების მიზნით ბიჭიკო ოჩიგავამ სკოლაში მოიწვია ცნობილი
მსახიობი სერიალიდან ,,შუა ქალაქში“ თათული ედიშერაშვილი, რომელიც მოსწავლეებს
მომავალი პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ მნიშნელოვან თავისებურებებზე
ესაუბრა.

გარდა ამისა მოსწავლეებს გიდობა გაუწია კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ ,,აისში“ სადაც
ბავშვები ადგილზე გაეცნენ სადურგლო საქმეს. დაათვალიერეს მწნილებისა და
კომპოტ/ჯემების საამქრო. გაეცნენ ქართული ტრადიციული შოთისა და ღვინის დაყენების
ტექნოლოგიებს. მოსწავლეთა შთაბეჭდილებები კი ერთ ვიდეოში ინგლისურ ენაზე შეკრა.

ეს და სხვა მნიშვნელოვანი მასალები არაფორმალური განათლების საკიტხებზე შეგიძიათ


იხილოთ მოცემულ მისამართზე.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_85.html

აუცილებლადე უნდა აღინიშნოს საჯარო საბავშვო ფეისბუქ ჯგუფი ,,მოსწავლის


დღიურები“ რომელიც ბიჭიკომ დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა და დღემდე აქტიურად
მუშაობს ამ მიმართულებით. ჯგუფში 4000-მდე სხვადასხვა რაიონისა და რეგიონის
მოსწავლეა გაერთიანებული. ბიჭიკო მათ ძალიან საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
აწყობს ონლაინ ინტელექტუალურ თამაშებს. ფოტო-ვიდეო კონკურსებს. ვიქტორინებს.
გამარჯვებულებს კი სიგელებით აჯილდოვებს. ჯგუფი საინფორმაციო ხასიათსაც ატარებს
და იქ განთავსებული პოსტები არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას
იძლევა, სადაც მოსწავლეები თავიანთ შეხედულებებს ხშირად უზიარებენ ერთმანეთს.

https://www.facebook.com/groups/396652534776265/

მეწარმეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში

ბიჭიკო ოჩიგავას ინიციატივით მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში შეიქმნა სამეწარმეო


კლუბი ,,კრეატივი“ რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები
და სხვადასხვა თემატიკის ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. შემდეგ კი მათ გამოფენა-გაყიდვას
აწყობენ. პირველი გამოფენის თემაა ,,შობა-ახალი წელი“ რომელიც მოეწყობა 26 დეკემბერს
სკოლაში. კლუბის მიზანი, სამუშაო გეგმა, წესდება და მოსწავლეთა მუშაობის პროცესი
იხილეთ მოცემულ ლინკზე.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_6.html
კონტაქტები და სატელევიზიო საჯაროობა

ბიჭიკო ოჩიგავას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარი და შესაძლებლობები, რომ მისი


შემოქმედება და საქმიანობა გააცნოს ფართო საზოგადოებას. მას ხშირად იწვევენ წამყვან
ტელევიზიებში სტუმრად. მას ნამდვილად აქვს უნარი მკაფიოდ გამოთქვას სათმელი და
წარმოაჩინოს როგორც საკუთარი თავის, ისე სკოლის ინტერესები. მისი ყოველი სატელევიზიო
ეთერი არის ერთგვარი მაგალითის მიმცემი ახალგაზრდა პედაგოგებისთვის.

გადაცემები იხილეთ ამ ლინკებზე:

https://www.facebook.com/Pirvelamde/videos/to-be-going-to-%E1%83%A1-
%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%
E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%
E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%
E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%97/1
83759019395445/

ბიჭიკო თავადაც იყო ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემის წამყვანი. გადაცემა კი სასკოლო-


საგანმანათლებლო საკითხების შესახებ დაგეგმა.

https://www.youtube.com/watch?v=gjiqPSOKWQ0

ბიჭიკოსთან სტუმრად აჭარის ტელევიზია.

https://www.youtube.com/watch?v=BWrdIi8mN5Q

ბიჭიკოს კიდევ ერთი სტუმრობა ტელევიზიაში განათლების ექსპერტთან ერთად.

https://www.youtube.com/watch?v=rHlQKm2iId0

ბიჭიკოს, როგორც ,,ინფლუენსერ“ მასწავლებელს, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს


სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევენ ინტერვიუებზე სხვადასხვა სკოლები. გთავაზობთ ერთ-
ერთ ასეთ შეხვედრას.

https://www.youtube.com/watch?v=3FNgzjAfj_s&t=11s

მდგრადი განვითარების მიზნები

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარების მიზნით ბიჭიკო აქტიურად


ხელმძღვანელობს მდგრადი განვითარების მიზნებით. თვეში ერთხელ ავალებს მოსწავლეებს
საინტერესო პრეზენტაციების მომზადებას მოცემულ საკითხებზე და ხელს უწყობს მათ
იმსჯელონ გარემოსდაცვით, პრობლემურ საკითხებზე. მოსწავლეთა პრეზენტაციები შეგიძიათ
ნახოთ მოცემულ ელ.მისამართზე.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_30.html
სასწავლო რესურსები მოსწავლეთა მოტივირებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ბიჭიკო ოჩიგავა ,,იდეების გენერატორია“ რაც მის მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს ეტყობა.
პანდემიის პერიოდში, როცა ბიჭიკო აბაშის რაიონში ასწავლიდა, დისტანციური გაკვეთილების
ეფექტურად ჩატარებისა და მოსწავლეთა მოტივირების მიზნით ქმნიდა ძალიან სახალისო,
მიზნობრივ სასწავლო რესურსებს და იყენებდა არამხოლოდ მის სკოლაში, არამედ ფეისბუქ
ჯგუფებში უზიარებდა ათასობით კოლეგას. გარდა ამისა თავად იღებდა საინტერესო სასწავლო
ვიდეო რგოლებს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ სივრცეში. აღნიშნულ
რესურსებს დეტალურად იხილავთ მოცემულ ელ. მისამართზე:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_52.html

სოციალური პროექტები და აქტივობები

ბიჭიკოს საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური სწავლებით, რაც მხოლოდ


ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემული თემატური ერთეულების დამუშავებით გამოიხატება.
ის აქტიურად ცდილობს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დანერგვას, რა საც მის
მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოწმობენ.

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_20.html

მოსწავლეთა მიღწევები

ბიჭიკოს მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სასწავლო ოლიმპიადებში და ძალიან


კარგი შედეგებით გამოირჩევიან. ის თავად არის ჩართული ოლიმპიადების შესახებ
ინფორმაციების მოძიების პროცესში და სთავაზობს მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ
მათში.
მადლობა მოსწავლეების მხრიდან

ის, რომ ბიჭიკო ოჩიგავა არაჩვეულებრივი დამრიგებელიც გახლავთ, მოსწავლეთა


მხრიდან გამოხატვის ეს ფორმაც მოწმობს.
და სხვა...

სხვადასხვა აქტივობები და მოსწავლეებთან ურთიერთობების ამსახველი ფოტო-ვიდეო


მასალა იხილეთ მოცემულ ბმულზე:

https://bichi8989.blogspot.com/p/blog-page_11.html

რეკომენდაციები იხ. ქვემოთ

You might also like