You are on page 1of 3

IX მუნიციპალური კონფერენცია

ხელვაჩაურის რესურსცენტრი, ბათუმის მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით 2024


წლის 15 ივნისს მართავს მასწავლებელთა კონფერენციას სახელწოდებით
„სწავლა სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ფერიის საჯარო სკოლა


კონფერენცის სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციის მიზნები
 2023-2024 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო
პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა;
 მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
 პროფესიული გამოცდილების გაზიარება;
 ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, რომელიც მოსწავლეზე
ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზას წარმოადგენს;
 ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის;
 სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე
 განათლების მართვის აქტუალური საკითხები;
 ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების


დირექტორებსა და ყველა დაინტერესებულ პედაგოგს.

საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით, რომელშიც აისახება


დირექტორის, პედაგოგის მიერ 2023-2024 სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობები.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა პრეზენტაცია უნდა გადმოაგზავნონ


რესურსცენტრში.

კონფერენციის თემა შეიძლება იყოს:

 განხორციელებული კომპლექსური დავალებები - რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა


მიზნად მასწავლებელი (სამიზნე ცნება, ქვეცნება, საკითხი, ქვესაკითხი), როგორ წარიმართა
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, რა რესურსებითა და აქტივობებით შეუწყო მასწავლებელმა
ხელი მოსწავლეებს ცოდნის აგებაში, რა ნამუშევრები შეასრულეს მოსწავლეებმა, რა მიღწევები
ჰქონდათ მათ.
 განხორციელებული სასკოლო პროექტები - რა თემა შეირჩა სასკოლო პროექტისთვის და
რატომ, რით იყო ეს თემა მნიშვნელოვანი სკოლისათვის, რა აქტივობები განხორციელდა ამ
ეტაპზე, კიდევ რა აქტივობები იგეგმება, ვინ იყვნენ ჩართულები პროექტში, რა სარგებელი
მოუტანა სკოლას პროექტის განხორციელებამი.
 განხორციელებული სასკოლო აქტივობები- რატომ შეირჩა ეს აქტივობები და
რამდენად იძლევა საშუალებას მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურ
შემოქმედებით პროცესში იყოს ჩართული. აქტივობების განხორციელებით
სასწავლო პროცესი რამდენად ეფუძნება სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტულ
პრინციპებს, ზრუნვასა და მხარდაჭერას.
 განათლების მართვის აქტუალური საკითხები- რამდენად უზრუნველყოფილია
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლის საქმიანობაში: პროცესების
დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში; სკოლის
საგანმანათლებლო საქმიანობის მართვა რამდენად ეფუძნება პროცესულ მიდგომას
და ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად.
 ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა-როგორ ინერგება სკოლაში
(კლასში) ინკლუზიური განათლების პრინციპები, რა ტიპის გამოწვევებია, როგორ
უმკლავდება სკოლა პრობლემებსა და დაბრკოლებებს, როგორ უზრუნველყოფს
განათლების ხელმისაწვდომობას;
 დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა-როგორ ინერგება სკოლაში
(კლასში) დიფერენცირებული მიდგომები; რა კონკრეტული აქტივობები, მეთოდები
ინერგება ამ მიმართულებით, როგორი შედეგები აქვს სკოლას (მასწავლებელს)
დიფერენცირებული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
 არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა-რა წარმატებული
პრაქტიკა აქვს სკოლას არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით (წრეები,
კლუბები, პარტნიორ ორგანიზაციებთანწარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა)
 კონფერენციის ეტაპები:
 პირველი ეტაპი: თემების წარდგენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა
სკოლებიდან (თემები განხილული იქნება სკოლის კათედრაზე, რაც
დადასტურებული იქნება კათედრის მიერ).
 თემის წარდგენა უნდა მოხდეს 2024 წლის 8 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით
შევსებულ განაცხადთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
Khelvachauri@mes.gov.ge

 მეორე ეტაპი:

 კომისია თითოეულ საგნობრივ მიმართულებაში გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს.


 კომისიის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები წარსდგებიან
მუნიციპალურ კონფერენციის დასკვნით ეტაპზე. კონფერენციის ყველა მონაწილეს
გადაეცემა სერტიფიკატი.

You might also like