You are on page 1of 16

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის სამართლის სკოლა

საგანი: მასწავლებლის პროფესიული გავნითარება და ეთკა

ნაშრომის სახელწოდება: პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის


შემდგომ მასწავლებელს ეძლევა მეტი პროფესიული განვითარების
შესაძლებლობა

სტუდენტის სახელი, გვარი:

ქეთი ტყებუჩავა

ანა სახოკია

გიორგი ჩიკვილაძე

ლექტორი: ვერიკო ხელისუფალი

თბილისი

2023
1
სარჩევი
შესავალი..................................................................................................................................................2
ლიტერატურის მიმოხილვა..................................................................................................................3
რეკომენდაციები.....................................................................................................................................6
კვლევის მეთოდოლოგია.....................................................................................................................7
შედეგები...................................................................................................................................................9

2
შესავალი
ჩვენმა გუნდმა სკოლაში, კერძოდ N36 საჯარო სკოლაში ჩაატარა კვლევა
თემაზე სახელწოდებით - „"პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის შემდეგ
მასწავლებელს ეძლევა მეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა“. ჩვენ
ჩავატარეთ, როგორც თვისობრივი, ასევე სიღრმისეული სახის ინტერვიუ. კვლევა
მოიცავდა, როგორც ინტერვიუს, ასევე ონლაინ ინტერვიუს. პროფესიული
განვითარების სქემა ეხმარება მასწავლებლებს კომპლექსურად განავითარონ
საკუთარი თავი და განვითარდნენ პროფესიული კუთხით. კვლევა ეფუძნება
საქართველოს განათლების ფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაჭრის
ხერხების მოძიებას. პროფესიული გავნითარების სქემა ეფუძნება ხარისხიანი
განათლების დამკვიდრებას, ასევე თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

ჩვენმა გუნდა სულ იმუშავა 18 მასწავლებელთან, ხოლო თვისობრივი


კვლევით, რაც გულისხმობს სიღრმისეულ ინტერვიუს - 1 მასწავლებელთან.

გამოკითხული პედაგოგების უმეტესობა ფიქრობს, რომ პროფესიული


განვითარების სქემაში ჩართვა მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კარს
უხსნის და ეძლევათ მეტი ბერკეტი განვითარდნენ პროფესიული კუთხით.
გამომდინარე იქიდან, რომ სქემა არის საშუალება განავითარონ საკუთარი უნარები
და ცოდნა. ასევე განავითარონ მიდგომები მოსწავლეებთან, რაც ამ პროფესიაში
ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი და წარმატებული მოსწავლეები მაღალ-
განვითარებული და წინ წასული ქვეყნის საწინდარია. სქემაში ჩართლობას რა თქმა
უნდა ახლავს გარკვეული სირთულეები, როგორიცაა გაზრდილი სალექციო საათები,
ტრენინგები, ხშირ შემთხვევაში სქემი სქემის მოთხოვნების დაკმაყოფილება
შეიძლება საჭირო გახდეს მასწავლებელისთვის სწავლების ლიცენზიის
შესანარჩუნებლად, თუმცა სქემაში ჩართლობა განაპირობებს მასწავლებლის
დაწინაურებას და პროფესიული წინსვლის ზრდას და ასევე ხელფასის ზრდასაც.
მაგრამ პასუხების მიხედვით ყველა მასწავლებელ ერთ აზრზე არ არის და არსებობს
ნეგატიური დამოკიდებულებებიც სქემის მიმართ. ზოგი ფიქრობს რომ სქემაში
ჩართლობა არ განაპირობებს განვითარებას, პირქით მასწავლებელს ხდის მეტად
დატვირთულს და აშორებს საკლასო სივრცეს.

3
ლიტერატურის მიმოხილვა
სანამ უშუალოდ სქემის მნიშვნელობაზე და საქართველოს განათლების დონის
არსებულ სიტუაციაზე ვიმსჯელებთ, გაგაცნობთ საქართველოს კანონმდებლობაში
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“
მნიშვნელობას:

 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის


ჰარმონიზაცია;
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და
დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
 მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის
შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და
ანაზღაურებასთან;
 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის
გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში.

არსებული სიტუაციით მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული


განვითარების აქამდე მოქმედი სისტემა ვერ აღმოჩნდა ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება. ამასთან, ნაკლებად ხდებოდა
ახალი, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც განპირობებულია
მასწავლებელთა შრომის დაბალი ანაზღაურებით, პროფესიის დაბალი პრესტიჟითა
და სელექციის არაკონკურენტული, მოუქნელი მექანიზმით. ასევე, შეიმჩნეოდა
მასწავლებლობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობის კლების დინამიკა, დაბალია იმ
აბიტურიენტების საგამოცდო შედეგები და სტუდენტების აკადემიური მოსწრება,
რომელთაც განზრახული აქვთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.

მთელი რიგი რეგიონების საჯარო სკოლებში შეიმჩნეოდა გარკვეულ საგნებში


კვალიფიციურ სპეციალისტთა დეფიციტი. ასევე, რიგ საჯარო სკოლებში
(განსაკუთრებით რეგიონებში) რამდენიმე საგანს ერთი და იგივე პედაგოგი
ასწავლიდა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საგნის
სპეციალისტია. რაც, ბუნებრივია, ამცირებს სწავლა-სწავლების ხარისხს, პრესტიჟს
უკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ზოგადად, მასწავლებლის
პროფესიას.

4
აქამდე მოქმედმა სისტემამ ვერ უზრუნველყო მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეფექტურობა. მასწავლებლის მომზადების არსებული აკადემიური
პროგრამები ვერ უმკლავდებოდა პროფესიაში არსებულ გამოწვევებს.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად, შემუშავდა მასწავლებლის


პროფესიული განვითარების სქემა.

სქემის დანიშნულებაა:

- მასწავლებელთა მოსამზადებელი უმაღლესი საგანმანათლებლო


პროგრამების გაუმჯობესება;

- მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიცირება და ხარისხის


კონტროლი;

- მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და შეფასების


სისტემის ჰარმონიზაცია;

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და


დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;

- მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება,


რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის


გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში.

სქემის დანერგვის შედეგად:

-ამოქმედდება მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების სამართლიანი და


მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც წაახალისებს
მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;

- ამოქმედდება მასწავლებლის მხარდამჭერი პროგრამები, რაც გულისხმობს


მასწავლებლებისათვის დამატებითი სერვისების განსაზღვრასა და მიწოდებას;

- დაინერგება არსებითი სახელფასო განსხვავება სქემით განსაზღვრულ


სტატუსებს შორის და კარიერული წინსვლის მოქნილი მექანიზმი;

5
- პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სქემით განსაზღვრული
სტატუსის შესაბამისად, აისახება შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში
ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა;

- სახელმწიფო სრულად დააფინანსებს მასწავლებლის მომზადების აკადემიურ


პროგრამებსა (ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
აკადემიურ პროგრამას, მიმდევრობით პროგრამას, პარალელურ პროგრამას) და
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას (60-კრედიტიანი)
კვოტების მიხედვით.

აქვე საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით - „ სქემაში


ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, ხოლო კერძო
სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის
შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ
უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობილობა.“

6
რეკომენდაციები
ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევით გამოკვეთა რამდენიმე ძირითადი
რეკომენდაცია მასწავლებლების მხრიდან:

„შეგვიმცირონ ქაღალდომანია და მოგვცენ საშალება ბავშვზე ვიყოთ


ორიენტირებულები“.

„სქემის ე.წ. გაუმჯობესებას ჯობია სკოლები აღჭურვონ ინფრასტრუქტურით


და მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების სკოლაში,
ეს სქემაა საერთოდ გასაუქმებელია და დიდი სისულელე, ნუ დაღალეთ ეს
ტრენერები, თავისთვის ვერაფერი გაუგიათ მაგათ მეც დავიღალე მაგათი
საცოდაობით“.

„კარგი იქბება და დროულიც, თუ ყველა პეტაგოგს საგნების მიხედვით


გადაეგზავნებათ სკოლებში მეთოდურად გამართული კურიკულუმები და
მატრიცები“

„1.კარგი იქბება და სასარგებლოც, თუ მასწავლებელთა სახლი ყველა სკოლას


გადასცემს საგნების მიხედვით, მეთოდურად გამართუ კურიკულუმებს მატრიცებს
და მეთოდურ ლუტერატურას.

2.კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება.

3.კლასები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, მასწავლებლებს ექნებათ


სასწავლო რესურსები.

4. კლასები გაიყოფა სამ საფეხურად.“

„მეტი ტრენინგები პირისპი,პრაქტიკაში გადატანილი ცოდნის შემოწმება და


არა ონლაინ ფორმალობები.“

„მასწავლებელს მისცეს განათლების სამინისტრომ იმის საშუალება,რომ მეტი


დრო დაუთმონ მოსწავლეებს.“

„მასწავლებლებს მოთხოვნის შესაბამისი ხელშეწყობა ჰქონდეთ.

7
კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის პერიოდში გამოვიყენეთ როგორც ონლაინ ისე სიღრმისეული


ინტერვიუ, რათა გაგვეგო სქემის გარშემო მასწავლებლების შეხედულებები,
რეკომენდაციები, გამოცდილებები და ა.შ

თვითონ კვლევის პროცესს რაც შეეხება, იყო სიანტერესო და ინფორმაციული.


ასევე გავეცანით სკოლის შიდა სამზარეულოს რაც ნამდვილად საინტერესო იყო.

8
შედეგები

9
10
11
12
13
14
15
ასევე მასწავლებლების თქმით სქემაში ჩართვის შემდგომ
ძალიან ბევრ დამატებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

16

You might also like