You are on page 1of 2

ჯგუფის წევრები :

ბაღდავაძე თამარი - ხელმძღვანელი

მარიამ კუპარაძე - თანახელმძღვანელი

ნარიმან გოჯაევა

ეკა სამხარაული

ინიციატივა: დუალური სწავლების მოდელის დანერგვა საქართველოს უმაღლესი


განათლების სისტემაში, კერძოდ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი
პროგრამის მიმართულებით.

ცვლილება შევიდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული


წინსვლის სქემაში, თავი I ზოგადი დებულებები; მუხლი 3. ტერმინთა განმარტება; გ
ქვეპუნქტი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება - დაემატოს გ 1

1. გ პრაქტიკოსი მასწავლებელი - დუალური სწავლების პროცესში


მასწავლებლის 60 კრედიტიანი სწავლების პროგრამაში ჩართულ
მასწავლებელს მიენიჭოს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი , არ აქვს
უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი პრაქტიკოსი
მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

2. ფ) შეფასების ინსტრუმენტი - ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის


მისანიჭებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობების
შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ; დაემატოს ფ 1.
შეფასება განხორციელდეს აგრეთვე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და
ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდანაც - სადაც პროგრამაში
მონაწილე მასწავლებელი იქნება დასაქმებული.

მუხლი 7. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება


დაემატოს 3: წარმატებით ქონდეს გავლილი დუალური სწავლების პროგრამის
ფარგლებში მასწავლებლის მომზადების 60კრედიტიანი პროგრამა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ჰქონდეს შესაბამისი რეკომენდაცია
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან და ზოგადი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან.

თავი V

მასწავლებლის შეფასების წესი

მუხლი 29. მასწავლებლის შეფასების ტიპები

დაემატოს გ)

შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან


ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით,
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების
აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების დუალური სწავლების პროცესში
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელის მიერ
გაცემულ უკუკავშირს.

თავი IX

გარდამავალი დებულებები

You might also like