You are on page 1of 9

4 თავი

პერსონალის მოტივაცია და
სტიმულირება
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

• ვ. ვრუმის „მოლოდინების ვალენტობის თეორია“;

• ს. ადამსის „სამართლიანობის (თანასწორობის) თეორია“;

• პორტერ-ლოულერის „მოტივაციის კომპლექსური თეორია“;

• მაკ გრეგორის X და Y თეორია.


მოტივაციის პროცესუალური თეორიები

ვ. ვრუმის „მოლოდინების ვალენტობის თეორია“

აქტიური მოთხოვნილებების არსებობა არ არის მოტივაციის ერთადერთი და


აუცილებელი პირობა მიზნების მისაღწევად.

ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი არჩეული ქცევის ტიპი აუცილებლად
მიიყვანს სასურველ შედეგამდე.

სამი მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი:

• შრომითი დანახარჯები - შედეგები


• შედეგები - დაჯილდოება
• დაჯილდოება - ვალენტობა (ამ ჯილდოს ფასი).

მოტივაცია = (შრომითი დანახარჯები - შედეგები) X (შედეგები - ჯილდო) X


ვალენტობა
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

ს. ადამსის „სამართლიანობის (თანასწორობის) თეორია“

სამართლიანობის თეორიის პოსტულატია ის ფაქტი, რომ ადამიანები სუბიექტურად


აფასებენ დახარჯული ძალისხმევისთვის მიღებულ ჯილდოს და თავს ადარებენ სხვა
ადამიანებს, რომლებიც ანალოგიურ სამუშაოს ასრულებენ.

ადამიანებს შეუძლიათ აღადგინონ ბალანსი ან სამართლიანობის განცდა,


სამუშაოზე დახარჯული ძალისხმევის შემცირებით ან ჯილდოს გაზრდით.

საართლიანობა მაშინ არის, როდესაც A წევრის შენატანისა და გამოსავლის


თანაფარდობა B წევრის შენატანისა და გამოსავლის ტოლია. (იგულისხმება
შენატანისა და გამოსავლის სუბიექტური ღირებულება).

ადმიანი ცდილობს სამართლიანობის აღდგენას ქცევით და ფსიქოლოგიურად.


მოტივაციის პროცესუალური თეორიები

ქცევითი მცდელობებია:

• ადამიანს შეუძლია შეამციროს შენატანი


• ადამიანს შეუძლია გაზარდოს გამოსავალი
• გაზარდოს მეორე ადამიანის შენატანი
• შეამციროს მეორე ადამიანის გამოსავალი
• შედეგის არ მიღების შემთხვევაში ურთიერთობა გაწყვიტოს.

ფსიქოლოგიური მცდელობებია:

• მიიჩნიოს, რომ მის მიერ გაღებული შენატანი არც ისე დიდია, ფსიქოლოგიურად
გააუფასუროს იგი;
• მეტი ღირებულება მიანიჭოს საკუთარ გამოსავალს;
• მეტი ღირებულება მიანიჭოს მეორე მხარის შენატანს;
• მეორე მხარის გამოსავალის მნიშვნელობა დააკნინოს.
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

პორტერ-ლოულერის მოდელი

მოდელი მოიცავს მოლოდინების და სამართლიანობის თეორიების ელემენტებს.

მოდელი შედგება 5 ცვლადისგან:

• დახარჯული ძალისხმევა
• აღქმა
• მიღებული შედეგები
• ჯილდო
• კმაყოფილების ხარისხი.
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

პორტერ-ლოულერის მოდელი

ჯილდოს უნარები და სამართლიანა


ღირებულება ხასიათი დ აღქმული
ჯილდო

სამუშაოს
შინაგანი
ძალისხმევა შესრულების კმაყოფილება
დაჯილდოება
შედეგები

ძალისხმევის და
მუშაკის გარეგანი
ჯილდოს კავშირის
როლის დაჯილდოება
ალბათობის
შეფასება
შეფასება
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

მაკ გრეგორის X და Y თეორია

ხელმძღვანელის ქცევითი მახასიათებლის კუთხით, მაკ-გრეგორმა გამოყო


დაქვემდებარებულების მიმართ მისი კონტროლის ხარისხები, რომლის უკიდურესი
პოლუსებია: ავტოკრატული და დემოკრატიული მმართველობა.

ავტოკრატული ქცევის სტილის წანამძღვრებს მაკ გრეგორმა უწოდა X თეორია. ამ


თეორიის თანახმად:
• ადამიანი თავისი ბუნებით ზარმაცია, არ უყვარს მუშაობა და ყოველნაირად ცდილობს
თავი აარიდოს შრომას;

• ადამიანს არ გააჩნია პატივმოყვარეობა, გაურბის პასუხისმგებლობას და სურს, რომ


მას უხელმძღვანელონ;

• ეფექტური შრომა მიიღწევა მხოლოდ იძულებითი და დასჯის შიშით.

მაგ.: ფსიქოსტენოიდური ტიპის ადამიანები - ისინი არ ავლენენ ინიციტივას სამსახურში


და მთლიანად ემორჩილებიან ხელმძღვანელობას, თან სულ წუწუნებენ თავიანთი
შრომის პირობებზე, ხელფასზე და ა.შ.
მოტივაციის პროცესუალური თეორიები

მაკ გრეგორის X და Y თეორია

ხელმძღვანელის ქცევის დემოკრატიული სტილის წანამძღვრებს მაკ-გრეგორმა


უწოდა Y თეორია.

ამ თეორიის მიხედვით:

• შრომა ადამიანის ბუნებრივი პროცესია;

• კეთილსასურველ გარემოში ადამიანი მიისწრაფვის პასუხისმგებლობისა და


თვითკონტროლისკენ;

• ადამიანს აქვს შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების უნარი, თუმცა


ნაწილობრივ ახდენს ამ უნარების რეალიზებას.

You might also like