You are on page 1of 9

თემა II ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - უნარი

ამ თემაში განვიხილავთ ორგანიზაციაში პიროვნების ქცევის სამ საფუძველს : უნარს ,


დამოკიდებულებებსა და სწავლას.
უნარი - ეს არის პიროვნების შესაძლებლობა, შეასრულოს სამსახურში სხვადასხვა დავალება .
ესაა შეფასება იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს მოცემულ დროს .
ინტელექტუალური უნარი - მოიცავს გონებრივ ქმედებას - ფიქრს, აზროვნებასა და პრობლემის
გადაჭრას.
რაც უფრო რთულია სამუშაო ინფორმაციის გადამუშავების მოთხოვნის მიხედვით , მით მეტი
ინტელექტი და გადმოცემის უნარია საჭირო სამუშაოს წარმატებით შესრულებისთვის .
გონიერი ადამიანები იმიტომ ასრულებენ სამუშაოს უკეთ, რომ ისინი შემოქმედებითები არიან .
ჭკვიანები სამუშაოს სწრაფად ითვისებენ, ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს და სწორ
გადაწყვეტილებებს იღებენ. გონიერები სამუშაოს უფრო მეტად კრიტიკულად აფასებენ და
ხშირად სამუშაოთი უკმაყოფილოები არიან. ინტელექტსა და სამუშაოთი კმაყოფილებას შორის
კორელაცია 0-ის ტოლია და ამიტომ ჭკვიანებს უკეთესი სამსახური აქვთ , მაგრამ უკეთესს
ელიან. (უნარებისა და სამსახურის კარგი შესაბამისობა; ანაზღაურება დაქირავებულის
კვალიფიკაციას ასახავს)
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - დამოკიდებულებები

დამოკიდებულებები, დადებითი იქნება თუ უარყოფითი, საგნების, ხალხის და


მოვლენების შეფასებითი მტკიცებულებებია. ის გვიჩვენებს , თუ რას გრძნობს ადამიანი
რაიმეს მიმართ.
როცა ვამბობთ, რომ სამუშაო გვიყვარს, ამით სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებას
გამოვხატავთ.
1. რა არის დამოკიდებულებების ძირითადი კომპონენტები ?
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: შემეცნება - აფექტი და
ქცევა.
o შემეცნებითი = შეფასება -„დისკრიმინაცია არასწორია“ (შემეცნებით-შეფასებითი
კომპონენტი)
o აფექტი = გრძნობა - „მე არ მომწონს დათო, რადგან რასისტია“(ემოციურ-გრძნობითი
სეგმენტი)
o ქცევითი=მოქმედებითი -„დათოსთან დისტანცია მექნება“ (გძნობითი
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - დამოკიდებულებები
(ფესტინგერი)
2. რამდენად თანმიმდევრულია დამოკიდებულებები?
ადამიანები ცდილობენ შესაბამისობა იპოვონ დამოკიდებულებებსა და ქცევას შორის. ისინი
ცდილობენ თავიანთი დამოკიდებულებები ქცევის შესაბამისი გახადონ, რათა უფრო
თანმიმდევრულები და რაციონალურები გამოჩნდნენ. შეუთავსებლობის შემთხვევაში ის ან ქცევას
ცვლის, ან დამოკიდებულებას.
XX ს.ს. 50-იანი წლების ფესტინგერის შემეცნებითი(კოგნიტური) დისონანსის თეორია
დამოკიდებულებასა და ქცევას შორის კავშირს ხსნის.
შემეცნებითი დისონანსი არის შეუსაბამობა დამოკიდებულებასა და ქცევას შორის, რომელიც
აუცილებლად დისკომფორტს ქმნის. ამ დროს ადამიანები ეძებენ სტაბილურ მდგომარეობას,
როცა შეუსაბამობა და დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანება.
მენეჯერებმა უნდა იცოდნენ, რომ თანამშრომელთა ცნობიერი დისონანსის მართვა
შესაძლებელია. თუ თანამშრომლებს მოეთხოვებათ ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რაც მათთვის
შეუფერებელია და ეწინააღმდეგება მათ დამოკიდებულებებს, თანმდევი დისონანსის
შემცირებისათვის ზეწოლა შემცირდება იმ შემთხვევაში თუ პერსონალი აღიქვამს, რომ დისონანსი
გარედან მოხვეულია და მისი გაკონტრიოლება არ შეუძლია, ან თუ ჯილდო საკმარისია
დისონანსის დაბალანსებისთვის. (მარათონში მონაწილეობა)
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - მარეგულირებელი ცვლადები

რამდენად გამომდინარეობს ქცევა დამოკიდებულებებისგან, მარეგულირებელ ცვლადებზეა


დამოკიდებული.
ყველაზე ძლიერი მარეგულირებლებია:
1. დამოკიდებულების მნიშვნელობა - მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ასახავს ფუნდამენტურ
ფასეულობებს, პირად ინტერესს, ან გაიგივებას იმ ჯგუფებთან და პიროვნებებთან, ვისაც
მოცემული ადამიანი აფასებს. დამოკიდებულება, რომელიც ადამიანებს მნიშვნელოვნად
მიაჩნიათ, ძლიერ კავშირშია ქცევასთან. (მძულს სიგარეტი)
2. დამოკიდებულების კონკრეტულობა: რაც უფრო კონკრეტულია დამოკიდებულება და ქცევა,
მით ძლიერია კავშირი მათ შორის: თუ ვინმეს კონკრეტულად ვკითხავთ - აპირებს თუ არა
მომავალ 6 თვეს სამსახურში დარჩენას, უფრო მეტი ალბათობით გავაკეთებთ პროგნოზს მისი
სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუ ვკითხავთ, - რამდენად კმაყოფილია ხელფასით.
3. ხელმისაწვდომობა. - რაც უფრო ხშირად ვლაპარაკობთ ამა თუ იმ დამოკიდებულებაზე, მით
უფრო მეტია ალბათობა იმის სესახებ, რომ ქცევა მისი შესაბამისი იქნება. (მეზობელთან
დამოკიდებულება)
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - მარეგულირებელი
ცვლადები
4. სოციალური ზეგავლენის არსებობა. დამოკიდებულებასა და ქცევას შორის განსხვავების
წარმოქმნის ალბათობა მეტია, როცა გარემო განსაკუთრებული ძალით ახდენს გავლენას
ქცევაზე. ეს ორგანიზაციებში ქცევისთვისაა დამახასიათებელი.(უფროსის დავალება )
5. დამოკიდებულების უშუალო გამოცდილება: დამოკიდებულებასა და ქცევას შორის
კავშირი უფრო ძლიერია, თუ პიროვნებას ამ დამოკიდებულების უშუალო გამოცდილება
აქვს. თუ სკოლის მოწაფეს ვკითხავთ, - როგორია მისი აზრი ავტორიტარულ
ხელმძღვანელთან მუშობის შესახებ, მისი პასუხის პროგნოზირება უფრო ძნელი იქნება ,
ვიდრე იგივე კითხვა იმას რომ დავუსვათ, ვინც რეალურად მუშაობდა ასეთ
ხელმძღვანელთა
თვითაღქმის თეორია: ეს თეორია ამტკიცებს, რომ დამოკიდებულებები გამოიყენება
მოქმედების წარმართვის საშუალებად. (დამოკიდებულება განსდაზღვრავს ქცევას ) როცა
დამოკიდებულების შესახებ მცირე გამოცდილება გვაქვს, ან ამ საკითხზე საკმარისად არ
გვიფიქრია, მაშინ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენივე ქცევიდან წარმოიშობა , მაგრამ , როცა
ჩვენი დამოკიდებულება მყარი და მკაცრად განსაზღვრულია, დამოკიდებულება ჩვენს
ქცევას წარმართვას.
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - სამსახურებრივი დამოკიდებულებები

4. რა არის ძირითადი სამსახურებრივი დამოკიდებულებები?


ადამიანებს ასობით დამოკიდებულება აქვს, ორგანიზაციული ქცევა სამსახურთან მიმართებაში არსებული
შეზღუდული დამოკიდებულებებით შემოისაზღვრება.
ორგანიზაციაში დამოკიდებულება ასახავს ადამიანის მიერ სამუშაო გარემოსა და მისი სხვა ასპექტების
დადებითად ან უარყოფითად შეფასებას.
ორგანიზაციული ქცევა სამი ძირითადი დამოკიდებულებით ინტერესდება:
• სამსახურით კმაყოფილება;
• სამსახურში ჩართულობა;
• ორგანიზაციისადმი ერთგულება;
სამსახურით კმაყოფილება - ეს ტერმინი განისაზღვრება, როგორც სამსახურის მიმართ დადებითი
გრძნობები, რომელიც მისი ნიშან-თვისებების შეფასებიდან გამომდინარეობს.
სამსახურში ჩართულობა - განსაზღვრავს, ფსიქოლოგიურად რამდენად აიგივებენ საკუთარ თავს
ადამიანები სამსახურთან და მხედველობაში იღებს ქმედითობის დონეს, რომელიც მნიშვნელოვანია
საკუთარი თავის შეფასებისთვის. (მოტივაცია ჩართულობაზე მენეჯერების მიერ)
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - სამსახურებრივი დამოკიდებულებები

ორგანიზაციისადმი ერთგულება. მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კონკრეტულ


ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული და სურს, რომ ამ ორგანიზაციის წევრად დარჩეს,
ორგანიზაციისადმი ერთგულებად იწოდება.
ერთგულება სამგვარია: აფექტური, ხანგრძლივი და ნორმატიული.
აფექტური ერთგულება: ორგანიზაციასთან ემოციური კავშირი და მისი
ფასეულობებისადმი რწმენაა. „პეტკოს“ თანამშრომლების ერთგულება აფექტურია ,
რამდენადაც ეს სამსახური ცხოველებს უკავშირდება.
ხანგრძლივი ერთგულება: დაქირავებული შეიძლება დამქირავებლის ერთგული იყოს ,
როცა მას კარგად უხდიან და ფიქრობს, რომ სამსახურის მიტოვება მის ოჯახს
აზარალებს.
ნორმატიული ერთგულება: ორგანიზაციაში ეთიკური ან მორალური მიზეზით დარჩენის
ვალდებულება. როცა თანამშრომელი ახალ პროექტს ხემმძღვანელობს და
პასუხისმგებლობა აქვს მის დასრულებაზე.
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - სამსახურით კმაყოფილება

სამსახურით კმაყოფილება მენეჯერებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით


განისაზღვრება:
1. რამდენად კმაყოფილია მომსახურე პერსონალი თავისი სამუშაოთი?
2. რა არის კმაყოფილების მიზეზი?

3. რა გავლენას ახდენს ორგანიზაციაზე კმაყოფილი და უკმაყოფილო თანამშრომლები?


ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები - სწავლა

სკინერის ოპერანტული განპირობების თეორია - ქცევა დამოკიდებულია ამ


ქცევის შედეგებზე.
დადებითი სტიმული ქცევის ჩამოყალიბების ძლიერი იარაღია. კარგად
შესრულებული სამუშაოს აღიარებითა და დაჯილდოებით მენეჯმენტი ზრდის
ასეთი ქცევის გამეორების ალბათობას. სწავლის შესახებ ჩვენი ცოდნა
ამტკიცებს, რომ სტიმული უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე დასჯა.
დასჯა უფრო სწრაფად ამცირებს არასასურველ ქმედებას, მაგრამ დასჯილი
ქმედება დროებით შეჩერდება, სამუდამოდ არ შეიცვლება და ამასთან მან
შეიძლება არასასიამოვნო გვერდითი ეფექტებიც გამოიღოს, როგორიცაა
დაბალი მორალი, დევიანტური ქცევა, სამსახურის ხშირი გაცდენა, ან მიტოვება.
ამასთან, დასჯილი შეიძლება დამსჯელის მიმართ განაწყენდეს. ამტომ,
მენეჯერებს ურჩევენ გამოიყენონ სტიმული და არა დასჯა.

You might also like