You are on page 1of 19

პიროვნული თვისებები და ფასეულობები

ვიმსჯელებთ:

• I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

• II ნაწილი: როგორ აყალიბებს ფასეულობები სამსახურთან

დაკავშირებულ ჩვენი ქცევის უმეტეს ნაწილს.


I ნაწილი: პიროვნულ თვისებები

რა არის პიროვნული თვისებები?

პიროვნული თვისებები არის იმ საშუალებების/უნარების ჯამი,

რომლითაც პიროვნება მოქმედებს ან ურთიერთქმედებს

სხვებთან. მას ხშირად ადამიანის მიერ გამოვლენილ გაზომვად

თვისებებს უწოდებენ.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

• ადამიანის ქცევის ყველაზე გავრცელებული თვისებებია:

სიმორცხვე, აგრესიულობა, მორჩილება, სიზარმაცე,

ერთგულება და სიმხდალე.

• როცა ეს თვისებები ბევრ გარემოებაში ვლინდება, მას

ინდივიდუალურ მახასიათებლებს უწოდებენ.


I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

• ქცევის წარმმართველი ძირითადი თვისებების გარკვევის ადრინდელი

მცდელობების შედეგი თვისებების გრძელი სია იყო, რაც ორგანიზაციაში

გადაწყვეტილებების მიმღებებს პრაქტიკულად არც თუ ისე დიდ დახმარებას

უწევდა.

• არსებობს ორი გამონაკლისი: მაიერ-ბრიგსის ინდიკატორი და დიდი ხუთეულის

მოდელი.

• უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ეს ორი მიდგომა გახდა თვისებების

განსაზღვრისა და კლასიფიცირებისათვის მნიშვნელოვანი საშუალება .


I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

მაიერს-ბრიგსის ინდიკატორი. მაიერს-ბრიგსის ინდიკატორი პიროვნული

თვისებების შეფასებისათვის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული

საშუალებაა. ეს არის 100-კითხვიანი ტესტი პიროვნული თვისებების შესახებ ,

სადაც რესპონდენტებს ეკითხებიან, როგორ იგრძნობდნენ თავს ან მოიქცეოდნენ

კონკრეტულ სიტუაციებში. გაცემული პასუხების საფუძველზე ადამიანები

კლასიფიცირდებიან, როგორც ექსტრავერტი ან ინტროვერტი, შემმეცნებელი

და ინტუიციური, მოაზროვნე ან მგრძნობიარე , განმსჯელი ან აღმქმელი .


I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

ექსტრავერტი vs ინტროვერტი
ექსტრავერტი ადამიანები კომუნიკაბელურები, მეგობრულები და
საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, ინტროვერტები კი - წყნარები
და მორცხვები.

შემმეცნებელი vs ინტუიციური
შემმეცნებელი ტიპები პრაქტიკულები არიან და რუტინას და წესრიგს
არჩევენ, ისინი ყურადღებას დეტალებზე ამახვილებენ. ინტუიციის
მქონეები კი არაცნობიერ პროცესებს ეყრდნობიან, ხოლო მოვლენებს
ფართოდ ხედავენ.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

მოაზროვნე vs მგრძნობიარე
მოაზროვნე ტიპები პრობლემების გადასაწყვეტად გონებასა და
ლოგიკას იყენებენ. მგრძნობიარე ტიპები კი პიროვნულ
ფასეულობებსა და ემოციებს ეყრდნობიან.

განმსჯელი vs აღმქმელი
განმსჯელ ტიპებს ყველაფრის კონტროლი სურთ და ურჩევნიათ, რომ
მათი სამყარო მოწესრიგებული და სტრუქტურული იყოს. აღმქმელი
ტიპები კი დამყოლობითა და სპონტანურობით გამოირჩევიან.

ეს კლასიფიკაცია შემდეგ გაერთიანებულია 16 პიროვნული თვისების


ტიპად.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

მაიერ-ბრიგსის ინდიკატორის შედეგები სამუშაოს შესრულებას არ


უკავშირდება, სამუშაო ადგილის კანდიდატთა შორის შესარჩევ
ტესტად ის აღარ უნდა გამოიყენებოდეს.

დიდი ხუთეულის მოდელი vs მაიერს-ბრიგსის ინდიკატორი

პიროვნული თვისებების ხუთფაქტორიანი მოდელი, რომელსაც,


ჩვეულებრივ, დიდ ხუთეულს უწოდებენ, უფრო დასაბუთებულია.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

დიდი ხუთეულის მოდელის ფაქტორებია:


ექსტრავერსია. ეს კატეგორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები კომფორტულად
გრძნობენ თავს ურთიერთობებში. ექსტრავერტები კომუნიკაბელურები,
გაბედულები და მეგობრულები არიან. ინტროვერტები კი თავშეკავებულები,
მშიშრები და წყნარები.
თანხმობისთვის მზაობა. ადამიანის მიდრეკილება დაემორჩილოს
სხვებს. თანხმობისათვის მზადმყოფი ადამიანები თანამშრომლობის
მოსურნეები, თბილი და მიმნდობები არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც
დაბალ ქულას იღებენ ამ კატეგორიაში ცივები, არასასიამოვნოები და
ანტაგონისტები.
კეთილსინდისიერება. სანდოობის საზომი. კეთილსინდისიერი ადამიანი
პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ორგანიზებული, საიმედო და
შეუპოვარია, ხოლო, ის, ვინც ამ კატეგორიაში დაბალ ქულებს იღებს
უგულისყურო, არაორგანიზებული და არასანდო.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

დიდი ხუთეულის მოდელის ფაქტორებია:

ემოციური სტაბილურობა. ადამიანის შესაძლებლობა, აიტანოს სტრესი.


ემოციურად სტაბილური ადამიანები მშვიდები, თავდაჯერებულები და
საიმედოები არიან. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ კატეგორიაში მაღალ
უარყოფით ქულებს იღებენ ნერვიულები, გაღიზიანებულები,
დეპრესიულები და დაუცველები.
გამოცდილებისადმი ღიაობა. პიროვნების ინტერესთა
მრავალფეროვნება
და სიახლისაკენ სწრაფვა. ადამიანები, რომელთაც გამოცდილებისადმი
ღიაობა ახასიათებთ, შემოქმედებითები, ცნობისმოყვარეები და
ხელოვნების აღმქმელები არიან. ამ კატეგორიის მეორე ბოლოში არიან
კონსერვატიული ადამიანები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს
ახლობლურ გარემოში.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება:

• შინაგანი თვითშეფასება
• მაკიაველიზმი
• ნარცისიზმი
• თვითკონტროლი
• რისკის გაწევა
• ტიპი A და პროაქტიური პიროვნული თვისებები.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება.

შინაგანი თვითშეფასება:

• საკუთარი თავის შეფასება

• ლოკუს კონტროლი
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის მნიშვნელოვანი პროგნოზირება .


შინაგანი თვითშეფასება:
საკუთარი თავის შეფასება განისაზღვრება, როგორც ადამიანის მიერ
საკუთარი თავის მოწონების ან არმოწონების ხარისხი და რამდენად ღირსეულად ან
უღირსად მიაჩნია თავი. გამოკვლევების თანახმად, დაბალი თვითშეფასების მქონე
ადამიანები უფრო მეტ სარგებელს იღებენ სასწავლო პროგრამებიდან, რადგან მათ
თვითშეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს ასეთი ჩარევები.
ლოკუს კონტროლი არის ადამიანის რწმენის დონე, თუ რამდენად მართავს
საკუთარ ბედისწერას. ინტერნალები არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ
შეძლებენ მათთან დაკავშირებული მოვლენების კონტროლს, ექსტერნალებს კი სჯერათ,
რომ მათთან დაკავშირებულ მოვლენებს გარეშე ძალები აკოტონროლებენ, როგორიცაა,
ბედი ან შანსი.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება
მაკიაველიზმი.

მაკიაველიზმის პიროვნულ თვისებებს სახელი ნიკოლო მაკიაველის


მიხედვით დაერქვა, რომელიც XVI საუკუნეში ძალაუფლების მოპოვებისა
და გამოყენების შესახებ წერდა. პიროვნება, რომელსაც მაკიაველური
თვისებები გააჩნია, პრაგმატულია, ემოციურ თავშეკავებულობას ინარჩუნებს
და თვლის, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ასევე, ფიქრობს „თუ გამოდგება,
გამოიყენე“.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება
მაკიაველიზმი.
ძლიერი მაკიაველური თვისებების მქონე ადამიანი უფრო მეტს მანიპულირებს,
უფრო მეტად იმარჯვებს, ნაკლებად დამყოლია თვითონ და სხვებს უფრო მეტად
არწმუნებს.
ამ ტიპის ადამიანი პროდუქტიული იქნება, სადაც მოლაპარაკებების, გარიგების
უნარ-ჩვევას (შრომითი შეთანხმება) მოითხოვენ ან გამარჯვებულებს მნიშვნელოვან
ჯილდოს სთავაზობენ (გაყიდვების საკომისიო).
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება:

ნარცისიზმი.
ძლიერი ნარცისიზმის თვისებების მქონე ადამიანს საკუთარ
თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს, მოითხოვს სხვებისაგან
აღტაცებას, დიდი უფლებით სარგებლობის სურვილი აქვს და
ქედმაღალია.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის მნიშვნელოვანი


პროგნოზირება:

თვითკონტროლი.
ძლიერი თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ
განსხვავებულად წარმოადგინონ საკუთარი თავი , როგორც
საზოგადოებრივი ფიგურა და როგორც პიროვნება.

მაღალი თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანები სხვების ქცევას უფრო მეტ


ყურადღებას უთმობენ და უფრო მეტად ერგებიან გარემოს , ვიდრე სუსტი
თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანები. ისინი ასევე უკეთ ასრულებენ
სამუშაოს, მეტად ხდებიან ლიდერები და თავიანთი ორგანიზაციებისადმი
ნაკლები ერთგულებით გამოირჩევიან.

ამასთან, მაღალი თივთკონტროლის უნარის მქონე მენეჯერები კარიერაში წინ


უფრო სწრაფად მიიწევენ, უფრო მეტ დაწინაურებას იღებენ და ორგანიზაციებში
ცენტრალურ ადგილს უფრო ხშირად იკავებენ .
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება:
რისკის გაწევა.
რისკის გაწევა ან თავიდან არიდება ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენ ხანში
იღებენ მენეჯერები გადაწყვეტილებებს და არჩევანის გასაკეთებლად რა
რაოდენობის ინფორმაცია სჭირდებათ. მაგალითად, 79 მენეჯერი მუშაობდა სიმულაციურ სავარჯიშოზე,
რომელიც მათგან სამსახურში აყვანის გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა .

ადრე მიიჩნეოდა რომ დიდი კომპანიები რისკს აღარ ეწეოდნენ ახლა შეიცვალა ეს
მიდგომები.
I ნაწილი: პიროვნულ თვისებებზე

სხვა პიროვნული თვისებებიც, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზაციაში ქცევის


მნიშვნელოვანი პროგნოზირება:

• რისკის გაწევა
• ტიპი A და პროაქტიური პიროვნული თვისებები.

You might also like