You are on page 1of 3

სოციალური სინამდვილის და საგნობრივი

სინამდვილის აღქმის თავისებურებები


ა) სოციალური აღქმის დროს გაცილებით უფრო ხშირია შეცდომები და სხვადასხვა
სახის მიკერძოება ვიდრე საგნის აღქმის დროს. ბ) უსულო საგნებისაგან
განსხვავებით ადამიანებს განვიხილავთ როგორც კაუზალურ აგენტებს-ცნობიერების
მოტივების, განზრახვების მქონდე, საკუთარი ქცევის წამმართველ არსებებს. გ)
საგნის აღქმისაგან პიროვნების აღქმა იმითაც განსხვავდება რომ ზოგჯერ მას ამ
პიროვნების ქცევის შეცვლა შეუძლია, ანუ შესაძლებელია ამოქმედდეს ე.წ
თვითქმნადი წინასწარმეტყველების ფენომენი როდესაც მოლოდინი თვითონვე
წარმოქმნის იმის პირობას რომ რეალობად იქცეს.

შთაბეჭდილების ფორმირება
სხვა ადამიანზე შექმნილი შთაბეჭდილება მოიცავს ინფორმაციას მისი პიროვნული
ნიშნების, უნარების, განწყობების, აღზრდის, სოციალური მდგომარეობის შესახებ.
დადგენილია რომ შთაბეჭდილების ფორმირებაში დესკრიპტორთა 4 კატეგორია
გამოიყენება: პიროვნული ნიშნები, ქცევა, ატიტუდები და დემოგრაფიული
მაჩვენებლები. ადამიანის შესახებ სხვა ადამიანთა შთაბეჭდილებები მხოლოდ 25%-
ით ემთხვევა ერთმანეთს ანუ დიდწილად უნიკალურია. ადამიანისათვის თუნდაც
უმნიშვნელო ინფორმაცია საკმარისია რომ მეორე ადამიანის შესახებ ზოგადი
შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეს. ადამიანის აღქმისთანავე წინა პლანზე გამოდის
მისი შეფასება-მოგვწონს თუ არა ახალგაცნობილი ადამიანი.

შესაბამისი დასკვნის თეორია


ამ თეორიაში განხილულია პროცესები რასაც დამკვირვებელი სხვა ადამიანის ქცევის
შესახებ დასკვნების გამოსატანად იყენებს. თეორია რამდენიმე პუნქტისაგან შედგება:
ა) დამკვირვებელი ეყრდნობა ვარაუდს რომ ადამიანი მოქმედებს ცნობიერად ანუ
იცის რა უნდა და რას აკეთებს. ბ) ამ დაშვებაზე დაყრდნობით დამკვირვებელს
აქტორის ქცევის შედეგებიდან სათანადო პიროვნული ნიშნები გამოჰყავს. გ)
დამკვირვებლის მიერ გამოტანილი დასკვნები ქცევის აღქმულ შედეგებს შეესაბამება.

მოლოდინების გამართლება
გაცრუება - ხშირად დამკვირვებელი აქტორის ქცევას გარკვეული მოლოდინებით
უდგება. როდესაც ეს მოლოდინი უკავშირდება სოციალურ როლებს ან ჯგუფის
წევრობას, მათ კატეგორიაზე დამყარებულ მოლოდინებს უწოდებენ. მოლოდინები
რომლებიც უკავშირდება აკტორთან ურთიერთობის ჩვენ ადრეულ გამოცდილებას-
კონკრეტული ადამიანის თვისებებზე დამყარებული მოლოდინებია.

აქტორისა და დამკვირვებლის განსხვავებული


ატრიბუციები
 აქტორის ქცევის ასახსნელად დამკვირვებელი პიროვნულ ნიშანთა შინაგან
ატრიბუციებს მიმართავს ხოლო თვითონ აქტორი-გარეგან ატრიბუციებს. აქტორსა
და დამკვირვებელს შორის ამ განსხვავებებს განაპირობებს 4 მიზეზი: 1) აქტორი და
დამკვირვებელი აქტორის ქცევას განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებს. 2)
აქტორი ჩვეულებრივ აცნობიერებს საკუთარ განზრახვებს ხოლო
დამკვირვებლისთვის ეს განზრახვები უცნობია. 3) აქტორს მეტი ინფორმაცია აქვს
საკუთარი ქცევის შესახებ, ხოლო დამკვირვებელს ნაკლები. 4) აქტორმა იცის რას
განიცდის როდესაც რაიმეს აკეთებს ხოლო დამკვირვებელმა აქტორის შნაგანი
განცდების შესახებ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება იქონიოს. ატრიბუციის
ფუნდამენტური შეცდომა გულისხმობს ქცევაში პიროვნული ფაქტორის როლის
გაზვიადებას და სიტუაციის ფაქტორის შეუფასებლობას.

ემოციის აღქმა
  ვუდვორდის კვლევის თანახმად თუმცა ადამიანს უჭირს სრულყოფილად
განასხვავოს ემოციები, მას შეუძლია გამიჯნოს ემოციათა ჯგუფები: 1) სიყვარული,
ბედნიერება სიხარული 2) გაკვირვება 3) შიში, მწუხარება 4) გაბრაზება, შეუპოვრობა
5) სიძულვილი 6) ზიზღი. საკითხი შეუძლია თუ არა ადამიანს ემოციების ზუსტად
ამოცნობა- ღიად რჩება.

ფაქტორები რომლებიც ხელს უშლის შეფასების


სიზუსტეს
ლოგიკური შეცდომა, ცენტრალური ნიშნები-არის ტენდენცია ინდივიდისათვის
დამახასიათებელი რაიმე თვისებიდან სხვა თვისებების არსებობა დავასკვნათ
მაგალითად ადამიანის გონიერებიდან გამოვიყვანოთ მთელი რიგი სხვა თვისებები
როგორიცაა პატიოსნება, მოწესრიგებულობა და სხვ. ამგვარი დაშვება ლოგიკურად
არ გამომდინარეობს მოცემული თვისებებიდან და ეს არის ლოგიკური შეცდომა.
ამტკიცებს ე.წ პიროვნების იმპლიციტური ანუ ნაგულისხმევი თეორია. ეს თეორია
იმასაც ამბობს რომ ზოგიერთ პიროვნულ თვისებას უფრო მეტი მნიშვნელობა
მიეწერება ვიდრე სხვას. მრავალ სხვა თვისებასთან დაკავშირებულ თვისებას
ცენტრალური ეწოდება.
არავერბალური კომუნიკაცია-ქცევის დაფარული მიზეზების დადგენაში
მნიშვნელოვან როლს არავერბალური კომუნიკაცია ასრულებს.
არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი სახეები
სახის გამომეტყველება როგორც გუნების და ემოციების მაჩვენებელი. - ადამიანის
გრძნობები და ემოციები აისახება სახეზე და მათი წაკითხვა შესაძლებელი ხდება. (
ბედნიერება, მწუხარება, გაკვირვება, შიში, გაბრაზება და ზიზღი.
თვალებით კონტაქტი- არავერბალური კომუნიკაციის ამ ფორმის მნიშვნელობა
კონტექსტისდა მიხედვით იცვლება. სულ მცირე თვალებიტ კონტაქტი მიუთითებს
დაინტერესებაზე ან მოწონებაზე, ხოლოს თვალის არიდება არმოწონების,
არამეგობრულობის ან კიდევ მორცხვობის მაჩვენებელია.
სხეულის ენა: მოძრაობა, პოზა - სხეულის მოძრაობა და პოზა გარკვეული
ინფორმაციის მატარებელია.სხეულის ენა მეტწილად ინდივიდის ემოციურ
მდგომარეობას ავლენს.
შეხება: ფიზიკური კონტაქტი, როგორც არავერბალური მანიშნებელი- თუ რას
შეიძლება ნიშნავდეს შეხება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: იმაზე თუ
ვინ გვეხება, აგრეთვე თვით ფიზიკური შეხების ბუნებაზე. აგრეთვე კონტექსტს- რა
სიტუაციაში ხდება შეხება.
არავერბალური მანიშნებლები და სოციალური ურთიერთქმედება - არავერბალური
მანიშნებლები ანუ სიგნალები : ღიმილი, თვალებში ყურება, თანხმობის ნიშნათ
თავის დაკვრა და სხვ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ
ურთიერთქმედებაში. ადამიანის არავერბალური ექსპრესიულობის მაღალი დონე
ურთიერთქმედების პარტნიორს მის მიმართ დადებითად განაწყობს.
სიცრუის არავერბალური მანიშნებლები- სიცრუის აღმოჩენაში სხეულის ენის
გაშიფრვის უნარი გვეხმარება. სიცრუე თავს ავლენს ე.წ. მიკროექსპრესიაში: ეს არის
სახის გამომეტყველებაში ცვლილების გაელვება, ხმის ტონალობის უეცარი
ცვლილება, თვალით კონტაკტის წამიერი აცილება და სხვ.

You might also like