You are on page 1of 3

გრძნობები და ემოცია

რა არის ემოცია?

ემოცია არის ფსიქიკური ფენომენი, რომლის ყველაზე უფრო მკვეთრი


დამახასიათებელი ნიშანი არის სუბიექტურობა. სუბიექტურობა ნიშნავს იმას, რომ ეს
არის მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი რაღაც, კონკრეტულად, დამოკიდებულება
რაღაცა ობიექტის, ადამიანის და სამყაროს მიმართ. სუბიექტურობა ნიშნავს იმას,
რომ, თუ მე მომწონს ეს ნივთი და საგანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობიექტურად ეს
ნივთი ან საგანი არის კარგი ან მოსაწონი. სუბიექტურობა ნიშნავს იმას, რომ ჩემი
დამოკიდებულება არის ასეთი. თქვენი დამოკიდებულება იგივე ნივთის მიმართ
შეიძლება, არ იყოს მოწონება. შეიძლება, არ იყოს დადებითი დამოკიდებულება.
ამიტომ, როდესაც ემოციებზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ, რომ ყველა ემოცია არის
ინდივიდუალური. ერთ – ერთი ყველაზე დიდი ემოცია არის სიყვარული.
განზოგადება და, მაგალითად, სიყვარულის განსაზღვრება არ არსებობს და ვერც
ვერავინ ვერ იტყვის, ზუსტად რა არის სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის
სუბიექტური. ყველა ადამიანს გააჩნია ისეთი სიყვარული, როგორიც არის მისი
შინაგანი სამყარო, როგორი გამოცდილებაც მას აქვს წარსულიდან გამომდინარე.
ამიტომ, ვიღაცის ემოციებზე მსჯელობა ძალიან რთულია. იმიტომ, რომ ის მხოლოდ
მის სამყაროს ახასიათებს და ობიექტური რეალობა არ ემოციებში არის ძალიან ცოტა.
მეორე თვისება, რომელიც ახასიათებს, ემოციის მთლიანობაა.

ემოციის გამოხატვა

ჩვეულებრივ ადამიანი თავის ემოციებს გარეგნულადაც გამოხატავს, რაც სხვებს


საშუალებას აძლევს, გაიგონ მისი შინაგანი მდგომარეობა. ისმის კითხვა, რა არის
გამომხატველობა (ექსპრესია), საიდან წარმოიშვა იგი, რა ფუნქციას ასრულებს
ადამიანის ცხოვრებაში? როგორც ავღნიშნეთ, ემოციას აუცილებლად ახლავს
სხეულებრივი ცვლილებები, რომლებიც ნაწილობრივ დამკვირვებლისთვისაც
თვალსაჩინოა. გამომხატველობა არის ემოციის სხეულებრივი ცვლილების აშკარა
ნაწილი - მაგალითად, შიშის დროს გაფითრება, კანკალი, თვალების გაფართოება.
(აჩქარებული გულისცემა, სისხლის ქიმიური ფორმულის შეცვლა, რომელიც ასევე
თან ახლავს შიშს, არაა თვალსაჩინო, ფარულია).კულტურები განსხვავდება ემოციის
გამოხატვის ფორმებით, რის გამოც განსხვავებული კულტურების წარმომადგენლებს
ზოგჯერ უჭირთ ერთმანეთის გამომხატველი მოძრაობების, ჟესტებისა და მიმიკების
სწორად გაგება. ამასთანავე, არსებობს ე. წ. უნივერსალური ჟესტები, რომლებსაც
სხვადასხვა კულტურაში აქვს ერთნაირი მნიშვნელობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
ინდივიდუალურადაც განსხვავდებიან ემოციის გამოცნობის უნარით.
ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ზოგი ადამიანი უკეთესად
ახერხებს ემოციის გამიცნობას, ვიდრე სხვები. ინტრავერტები უკეთესად ართმევენ
ამას თავს, ვიდრე ექსტრავერტები, ქალები უკეთ, ვიდრე მამაკაცები. გამოირკვა, რომ
გარკვეულ ემოციებს ადამიანები ყველგან ცნობენ. ძირითადი ემოციები, როგორიცაა
სიხარული, დარდი, შიში, ზიზღი, ბრაზი, გაკვირვება ზოგადადამიანურია და მთელ
მსოფლიოში ერთნაირად გამოიხატება.

ემოციის თვისება:

1.ემოციების ერთ-ერთ ძირითად განსაკუთრებით შემეცნებითი პროცესებისაგან


განმასხვავებელ თავისებურებას მათი სუბიექტურობა შეადგენს. იგი თვით სუბიქტის
შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

2.ემოცია სუბიექტურია სხვა მნიშვნელობითაც მისი შინაარსი დამოკიდებულია


სუბიექტის პიროვნების მდგომარეობაზე.

3.ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი


გრძნობა დადებითია ან უარყოფითი, სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს
ატარებს. ყველა ემოციას ინტენსივობის რაღაც ხარისხი გააჩნია. ემოციები დიდად
განსხვავდებიან ხანიერებით, ზოგი ემოცია ძაალიან სწრაფმავალია, ხოლო ზოგი
მათგანი წლების განმავლობაში გრძელდება. ემოციის ექსტენსივობა ეწოდება მის
გავრცელებულობას სუბიექტში. ზოგი ემოცია განსაკუთრებით დიდი
ექსტენსივობით ხასიათდება. იგი მოიცავს მთელს პიროვნებას. ემოცია და გრძნობა –
კლასიკურ ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ამ ორ მცნებას. ემოციაში იგულისხმება
სუბიექტის მთლიანობითი განცდა, შიში, მწუხარება, სიხარული და ა. შ. ანსხვავებენ
მარტივ და რთულ გრძნობებს. მარტივს უწოდებენ გრძნობებს, რომლებსაც იწვევს
საგნის სენსორული თვისება, სილამაზე, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა. რთული
გრძნობებია, რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენითაა გამოწვეული, სურათის
აღქმით, საინტერესო ინფორმაციით.

ემოცია და გრძნობა

ფსიქოლოგიაში განასხვავებენ ემოციასა და საგნობრივ გრძნობებს. ემოციაში


იგულისხმება სუბიექტის მთლიანობითი განცდა, მისი შნაგანი მდგომარეობა: შიში,
მწუხარება, სიხარული, ბრაზი და ა.შ. საგნობრივ გრძნობას კი ადამიანი განიცდის
როგორც ობიექტზე გადატანილს, ობიექტის თვისებას, თითქოს ის იყოს საგნის
თვისება და არა მისი განცდა. მაგალითად, საინტერესოა წიგნი, მშვენიერია პეიზაჟი
და ა.შ. თუმცა სხვა ადამიანისთვის იგივე წიგნი შეიძლება იყოს უინტერესო და ა.შ.
საგნობრივი გრძნობა შეიძლება იყოს მარტივი და რთული. მარტივს უწოდებენ იმ
გრძნობებს, რომელსაც იწვევს საგნის სენსორული თვისება. მაგალითად, ლამაზი
ფერი, საზიზღარი გემო და სხვა. რთული ეწოდება გრძნობას, რომელიც გამოწვეულია
შინაარსეული მოვლენით. მაგალითად, სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით
და მსგავსი მოვლენებით გამოწვეულ გრძნობებს ეწოდება რთული გრძნობა.

ანსხვავებენ 4 სახის გრძნობას :

1. ესთეტიკური გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელოვნებაში,


ბუნებაში.
2. ინტელექტუალური ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა
დაკავშირებული მაგ: გაკვირვება, ცნობისმოყვარეიბა, ეჭვი, ის უნიკალური
განცდაა, რომელლიც ეუფლება მეცნიერს, ძნელი პრობლემის გადაჭრის
მომენტში.
3. მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის
პროცესში, ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამორალური, ან პირიქით
ზნეობრივი და განიცდება, როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა.
4. პრაქსილური გრძნობები (სიტყვა პრაქტიკიდან) წარმოადგენენ მოქმედებაში
მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდას.

გრძნობები და ემოციები ფსიქიკურ პროცესთა შორის ყველაზე ინტიმური და


ყველაზე სუბიექტურია. მათი აღმოცენება უშუალოდ მოთხოვნილებებთან არის
დაკავშირებული, შესაბამისად ადამიანის მოთხოვნილებათა სისტემის ცოდნის
საფუძველზე შეგვიძლია ადამიანის გრძნობა-ემოციების მდგომარეობის შესახებ
ვიმსჯელოთ.

You might also like