You are on page 1of 27

საკუთარი მე

საკუთარი მე
• “ყველაზე მეტად ეს გახსოვდეს, რომ
შენსა თავსა არ უღალატო და მაშინ
სხვასაც არ უღალატებ” – შექსპირი,
“ჰამლეტი”
საკუთარი მე
• როგორ გვიყალიბდება მე–ს განცდა ან
რისგან შედგება მე–კონცეფცია?
• საიდან ვიცით რომელი პიროვნული
ნიშნებია ჩვენთვის დამახასიათებელი?
• როგორ შთაბეჭდილებას ვახდენთ სხვებზე?
• თვითშეფასების რა დონე გვიყალიბდება?
• მე სოციალური პროცესის მონაწილეცაა და
შედეგიც.
მე–ს ჩამოყალიბება
• ჯეიმსი მიიჩნევდა, რომ მე–ს აქვს ორი
ასპექტი: უნარი ჩამოაყალიბოს მე–
განწყობები და გრძნობები (“მე” როგორც
სუბიექტი), და საკუთარ თავზე რეაგირების
უნარი (“მე” როგორც ობიექტი).ჯეიმს
სჯეროდა, რომ ადამიანი ფლობს სოციალურ
მე–ს, რომელიც შედგება საკუთარი თავის
მიმართ გრძნობებისგან, ხოლო ეს
გრძნობები სხვების რეაქციებიდან
მომდინარეობს.
მე–ს ჩამოყალიბება
• ჯონ დიუის მიაჩნდა, რომ ფსიქიკა
ობიექტურად არსებული სუბსტანცია კი
არ არის, არამედ გარემოსთან შეგუების
პროცესია.
სარკული მე
• კულის თანახმად, მე–კონცეფციაში ყოველთვის
ნაგულისხმებია სხვა ადამიანები:
1. წარმოვიდგენთ თუ როგორები ვართ სხვა
ადამიანის თვალში;
2. წარმოვისახავთ სხვა ადამიანის მიერ ჩვენი
ქცევის შეფასებას;
3. განვიცდით საკუთარი თავის მიმართ გარკვეულ
გრძნობებს, რაც სხვათა მიერ ჩვენ შეფასებას
ემყარება.
• ნავარაუდევი განწყობა განსაზღვრავს მე–განცდას.
მე–ს შესახებ მიდის შეხედულებები

• მიდის აზრით, მე–კონცეფცია ემყარება


სიმბოლოებით მანიპულირებას, რაც
ენის ფორმით ხორციელდება. ამიტომ,
მე–ს განვითარება ბავშვის მიერ ენის
დაუფლებასთან ერთად იწყება.
• “მე” ერთდროულად სუბიექტიცაა და
ობიექტიც.
მე–ს შესახებ მიდის შეხედულებები
• ადამიანი თავის თავს ხედავს არა უშუალოდ,
არამედ მისივე საზოგადოების წევრი სხვა
ადამიანების თვალთახედვით.
• როლის აღებით ბავშვი დგება სხვა ადამიანის
თვალსაზრისზე და სინამდვილეს მისი თვალით
უყურებს.
• ადამიანს ჯერ სხვა ადამიანების გაცნობიერების
უნარი უვითარდებათ და შემდეგ – საკუთარი თავის.
• მიდი თვითცნობიერებას აანალიზებს ბავშვის
თავისუფალი თამაშის და წესების მქონე თამაშის
მეტაფორების გამოყენებით.
მე–ს შესახებ მიდის შეხედულებები
• მე–ს განვითარების პირველ სტადიაზე ბავშვი
კონკრეტული სხვა ადამიანების როლის აღებას
ეუფლება.
• მე–ს განვითარების საბოლოო სტადიაზე ინდივიდი
თავის თავს უკვე არა კონკრეტული სხვა ადამიანის,
არამედ “სხვების” გამთლიანებული თვალთახედვით
განიხილავს.
• მიდმა ამ გარეგან ერთიან თვალთახედვას
“განზოგადებული სხვა” უწოდა.
• 4-7 კლასელთა თვიშეფასება და და მშობელთა
შეფასება (აკადემიურიდა სპორტული უნარები,
სილამაზე).
მე–კონცეფცია
• მე–კონცეფცია მოიცავს ინდივიდის
ყველა შეხედულებას და გრძნობას
საკუთარი თავის, როგორც ობიექტის
მიმართ.
• მე–კონცეფციაზე გავლენას ახდენს
პიროვნების სოციალური კონტექსტი.
• მე–კონცეფციის ჩამოყალიბებაში
ცენტრალურ როლს ასრულებს
სოციალური შედარების პროცესი.
მე–კონცეფციის გაზომვა
• კუნმა და მაკ–პარტლანდმა მე–კონცეფციის
ემპირიული შესწავლის მიზნით შეიმუშავეს “20
მტკიცების ტესტი”. პასუხები ლაგდება 4
კატეგორიად:
ა) ინდივიდის დახასიათება ფიზიკური ნიშან–
თვისებების მიხედვით;
ბ) პასუხები, სადაც მითითებულია გარკვეული
სტატუსი;
გ) პასუხები, სადაც აღწერილია ქცევის სტილი;
დ)პასუხები, რომლებიც ძალიან ზოგადია და
ინდივიდის შესახებ სანდო ინფორმაციას არ
იძლევა.
ინსტრუქცია: გთხოვთ ამ მოცემულ გვერდზე ოცჯერ გასცეთ პასუხი კითხვას "ვინ ვარ მე?",
უბრალოდ ჩამოწერეთ ოცი განსხვავებული პასუხი. უპასუხეთ ისე როგორც უპასუხებდით
საკუთარ თავს და არა ვინმე სხვას. პასუხები დაწერეთ იმ რიგით , რომლითაც
გაგახსენდებათ , არ იდარდოთ მათ თანმიმდევრობასა და მნიშვნელობაზე.

გთხოვთ უპასუხოთ რაც შეიძლება სწრაფად .


1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
მე–ს ცვლილება
• სოციოლოგ რალფ ტერნერის თანახმად,
ინდივიდებს თავისი ნამდვილი მე–ს
ადგილსამყოფელად მიაჩნიათ ორი
სფეროდან ერთ–ერთი – საზოგადოებრივი
ინსტიტუცია ან შინაგანი იმპულსი.
• ინსტიტუციური მე საზოგადოებრივი მიზნებისა
და ჯგუფური ვალდებულებების მიმართ
ერთგულებას ემყარება.
• იმპულსური მე ემყარებასაკუთარი იმპულსების
დაკმაყოფილების ძიებას.
თვითაღქმა
• თვითაღქმა გულისხმობს საკუთარი
თავისადმი გარკვეული ნიშნების
ატრიბუციას ანუ მიწერას. როგორ
კეთდება საკუთარი თავის მიმართ
ატრიბუციები, ამაზე პასუხობს მე–ს
აღქმის და მე–სქემის თეორია.
თვითაღქმის თეორია
• თვითაღქმის თეორიის ერთ–ერთი
ავტორის დარილ ბემის თანახმად,
საკუთარი თავის მიმართ ატრიბუციები
იმგვარადვე კეთდება, როგორც
ატრიბუციები სხვათა მიმართ – ქცევაზე
უშუალო დაკვირვებით.
მე–სქემა
• სქემის თეორიას აინტერესებს როგორ
აწესრიგებს ადამიანი ინფორმაციას.
• გარესამყარო უამრავ ინფორმაციას
გვაწვდის, ამიტომ ამ ინფორმაციას
შერჩევა ანუ სელექცია სჭირდება. რათა
გავიადვილოთ ეს პროცესი
ინფორმაციას ცოდნის სტრუქტურებას
ანუ სქემებად ვაწესრიგებთ.
მე–სქემა
• შესაძლებელი მე – მათში აისახება
ადამიანის მიზნები, მოტივები, შიშები და
იქმნება ინდივიდის მოლოდინები და
ქცევები. მათ საფუძველზე ხდება
საკუთარი ქცევის ინტერპრეტირება.
თვითპრეზენტაცია
• თვითპრეზენტაცია ეხება იმ ხერხებს,
რითაც ვმართავთ ინფორმაციას
საკუთარი თავის შესახებ.
• ირვინგ ჰოფმანის მიხედვით ყველა
პირისპირ წარმოებულ ინტერაქციაში
არის შთაბეჭდილების მართვის
მომენტი.
• შთაბეჭდილების სამართავად
ფიზიკური ანტურაჟი გამოიყენება.
თვითპრეზენტაცია
• თვითპრეზენტაციის სტრატეგიების
გამოყენება ორი მიზეზით ხდება:
1) შთაბეჭდილების მართვა პირადი,
პრაგმატული მიზნების მიღწევაში
გვეხმარება ;
2) შთაბეჭდილების მართვა საშუალებას
გვაძლევს საზოგადოების წინაშე
დადებით ადამიანად წარვდგეთ.
ანგარიშის ჩაბარება
• ანგარიშის ჩაბარების სახეებია თავის
მართლება და ახსნა–განმარტება.
თვითგაძლიერება
• მეტწილად ადამიანები ვაცხადებთ
პრეტენზიას გაცილებით უფრო
პოზიტიურ იდენტობაზე, ვიდრე
სინამდვილეში გვეკუთვნის და გვაქვს.
მოხიბვლა
• თვითპრეზენტაციის ზოგიერთი სახე
აშკარად ატარებს მოტყუების ნიშნებს.
მოხიბვლა არის მოტყუება, რასაც
ადამიანი სხვებისთვის თავის
მოსაწონებლად იყენებს.
თვითპრეზენტაციის ინდივიდუალური
სხვაობები
• ჩვენი ყურადღება ხან ჩვენსავე მე–ზე
ფოკუსირდება, ხან კი
გარესინამდვილის მოვლენებზე.
ყურადღების მე–ზე ფოკუსირებისას
ხდება მე–ს გაცნობიერება. მე–ს
გაცნობიერება ორგვარია: პირადი,
კერძო მე–ს გაცნობიერება და საჯარო
მე–ს გაცნობიერება.
თვითმონიტორინგი
• თვითმონიტორინგი, ანუ საკუთარი
თავის ფლობა ადამიანის უნარია
სასურველი მიმართულებით
წარმართოს და ცვალოს
თვითპრეზენტაცია, რათა მოერგოს
სიტუაციას.
• მე–ს გახსნა –სხვისთვის პირადული
ინფორმაციის გამხელა( სიფართოვე,
სიღრმე).
თვითშეფასება
• თვითშეფასება საკუთარი მე–ს მიმართ
დადებითი ან უარყოფითი განწყობის
ხარისხია.
• ადამიანთა უმრავლესობა საკმარისად
მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევა.
ეს ხერხდება საკუთარი ნიშან–
თვისებების სელექციური ანუ შერჩევითი
შეფასებით.
თვითშეფასება
• სელექციურობის ოთხი სახე საშუალებას
გვაძლევს შევარჩიოთ თუ რის
მიხედვით შევაფასოთ საკუთარი თავი.
1) სელექციური ინტერპრეტაცია
2) სტანდარტების შერჩევა
3) ურთიერთობათა სელექციურობა
4) სასურველი გარემოს შერჩევა.
თვითეფექტურობა და თვითშეფასება

• თვითეფექტურობა არის განცდა, რომ


ხარ თავისუფალი მოქმედების აგენტი
ანუ შედეგიანი ქმედების სუბიექტი.

You might also like