You are on page 1of 3

ჩანაწერი 1.

სადამრიგებლო საათის თემა: ჩვენი უნარები და შესაძლებლობები; წარმატება;რას ნიშნავს


მეოთხეკლასელისთვის იყოს წარმატებული?

მიმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება

სადამრიგებლო საათის მიზანი : მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლება,


საზოგადოების თითოეული წევრის როლის და მნიშვნელობის გააზრება.
მიმდინარეობა / შინაარსი : თემის განხილვამდე ბავშვებს დავუსვი კითხვები:
უსურვებიათ თუ არა თქვენთვის წარმატება? ან თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენ
უსურვეთ სხვას წარმატება? რა არის წარმატება? რას გულისხმობს წარმატება? რას
მოიაზრებთ, როცა ვინმეს წარმატებას უსურვებთ?ვინ არის წარმატებული ადამიანი, ვისაც
თქვენ იცნობთ, გთხოვთ, დაასახელონ ცალკეული ადამიანები. და გვითხარით, თქვენი
აზრით, რატომ არიან ისინი წარმატებულები. რითი მიაღწიეს წარმატებას? რამდენად
მისაღებია თქვენთვის ის გზა, რითიც ამ ადამიანმა მიაღწია წარმატებას?როგორ
გამოიყურება წარმატებული ადამიანი? როგორ უნდა შეატყო ადამიანს, რომ
წარმატებულია? აღწერეთ ის.რა სჭირდება ადამიანს, რომელი თვისებები და უნარები
სჭირდება, რომ მიაღწიოს წარმატებას?
ამის შემდეგ ბავვშვი, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას , გამოდის დაფასთან, წერს
დასახელებულ უნარს/თვისებას და უბრუნდება მერხს.
შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ განმარტებას, რომ წარმატება ნიშნავს აღიარებას. აღიარონ
სხვებმა, რომ რასაც შენ აკეთებ, კარგია, საჭიროა, მნიშვნელოვანია. ამ აღიარებას ვეძახით
წარმატებას.
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები:მსჯელობა; დისკუსია
რესურსი: დაფა, ცარცი.
თვითშეფასება:მიიღო განათლება გქონდეს მიზანი,გქონდეს დაგეგმვის უნარი – სწორი,
თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმისთვის.იყო შრომისმოყვარე,გქონდეს მოტივაცია,
აკეთო სიკეთე და უკეთესობისკენ შეცვალო გარემო.გქონდეს უნარი, შექმნა ახალი
ღირებულებები და არ დაექვემდებარო არსებულ სტერეოტიპებს.შეგეძლოს
კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება და გქონდეს გუნდური მუშაობის
უნარი.იყო მოხერხებული და საჭიროების შემთხვევაში, შეგეძლოს გეგმის შეცვლა.იყო
გაბედული- არ შეგეშინდეს ვინ რას იტყვის.იყო გულწრფელი და მართალი.
მოსწავლეთა შეფასება:მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს,რომ წარმატების
მისაღწევად აუცილებელი წინაპირობაა მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

სადამრიგებლო საათი

ჩანაწერი №2

კლასი : IV

მოსწავლეთა რაოდენობა -24

სადამრიგებლო საათის თემა: ადამიანთა უნიკალობა; ჩვენი სამყარო;ინტერესები,


საყვარელი საქმიანობა.
მიმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება

სადამრიგებლო საათის მიზანი : პიროვნული და მორალური განვითარების


პოპულარიზაცია
მიმდინარეობა / შინაარსი : ბავშვებს ვესაუბრე, რომ თითოეული ადამიანი არის
უნიკალური და ყოველი ადამიანის მოსაზრებას უნდა ვცეთ პატივი, რამდენადაც
განსხვავებული არ უნდა იყოს ის ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ
მოსწავლეებს დავურიგე ფურცლები და ვთხოვე ჩამოეწერათ თავიანთი ინტერესის სფერო
და საყვარელი საქმიანობა.
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები:
მსჯელობა,დისკუსია

რესურსი:
თაბახის ფურცლები,ილუსტრაციები,

თვითშეფასება:

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ინტერესის სფერო, საყვარელი საქმიანობა და


თითოეულმა ამომწურავად იმსჯელა ამის შესახებ.
თუ რატომ იყოესა თუ ის საქმიანობა მათთვის საყვარელი და საინტერესო.
მოსწავლეთა შეფასება:

მოსწავლეებმა მეტად სიღრმისეულად გაიგეს ინფორმაცია ამა თუ იმ საქმიანობის


შესახებ.გაიაზრეს მათიუფლება მოვალეობები და გააკეთეს ადეკვატური ანალიზი.

სადამრიგებლო საათის

ჩანაწერი №3

კლასი : IV

მოსწავლეთა რაოდენობა -24

სადამრიგებლო საათის თემა: მინდა გავხდე კულტურული ადამიანი,ღირსეული


მოქალაქე.
მიმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება

სადამრიგებლო საათის მიზანი : პიროვნული და მორალური განვითარების არსის


სიღრმისეული აღქმა.
მიმდინარეობა / შინაარსი : მოსწავლეებს ვესაუბრე შინაგანი კულტურის არსზე, რომ ეს
არის თვისება,რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობდა ადამიანებში. შინაგანი
კულტურის მქონე ადამიანი ყოველთვის ზრდილობიანად იქცევა. დაფაზე დავუწერე
ფრაზა ,,კულტურული ადამიანი’’, გვერდით მივამაგრე პატარა ფურცლები,რომელზედაც
ჩამოწერილი მქონდა ადამიანის სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები რიგ-რიგობით
გამომყავდა დაფასთან, კითხულობდნენ ჩამოწერილ თვისებებს და ფრაზის ქვემოთ
წერდნენ, თუ რა მიაჩნდათ კულტურული ადამიანის აუცილებელ თვისებად.
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები:
მსჯელობა;დისკუსია, რუბრიკა ,,რა ვიცოდი, რა გავიგე, რის გაგება მაინტერესებს?’’

რესურსი:
სტატია ,,კულტურული ადამიანის პორტრეტი ’’ . დაფა, ცარცი, ფერადის ფურცლები.
თვითშეფასება:

ყველა მოსწავლეს დავასაბუთებინე არჩევანი, განხილვის შემდეგ საბოლოოდ


მივიღეთ ,,კულტურული ადამიანის’’ პორტრეტი.

მოსწავლეთაშეფასება:
მოსწავლეებმა გაიაზრეს,რომ კულტურული ადამიანის ფენომენი მისაბაძია, რადგან
ასეთი ადამიანები იმსახურებენ დიდი პატივისცემას.

You might also like