You are on page 1of 4

ფსიქიკის სტრუქტურა- იდი, ეგო, სუპერ-ეგო

ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი

ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის ფსიქიკის სტრუქტურის ახლებური და უნივერსალური


მოდელი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ქცევის განმსაზღვრელად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
პიროვნების მოდელი, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა, შედგება ფუნქციურად
განსხვავებული სამი ქვესტრუქტურისაგან,რომელთა ერთობლიობაც დამახასიათებელია
ნებისმიერი პიროვნებისთვის.

იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე
უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ
ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (შფოთვა,
შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტების ვნებების და გატაცებების სამფლობელო,
საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარე ობიექტთა
მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური (”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების
წარმოშობის ძალა (აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება
სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა,
ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის
მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს – ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების
გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს (Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა,
რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი
გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ
გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ
წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი
უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია
”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი
ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც
თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO – არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად,


ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა
სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა
და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი, რომელიც ძირითადად აღმოცენდება
მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების
დომინირების ძალა, – სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში
გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი
ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა – დასჯის შედეგად. ”ზე-მე”
დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი
ენაცვლება.

გონებით დაჯილდოვებული “ეგო” შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას,


შინაგან და გარეგან სამყაროს, “იდი”-სა და “სუპერ-ეგო”-ს შორის. ამიტომ “ეგო” ყოველთვის
“ერთდროულად ორ სკამზე ზის”. მან უნდა გაუძლოს შეურაცხყოფებს და დაიცვას თავისი
“მატარებელი” კონფლიქტებისგან — დაიცვას ნერვოზების ფასად. აქ ჩვენ ვაწყდებით ვენელი
მეცნიერის ღრმა დარწმუნებულობას — ადამიანი დაუსრულებლად მოწყვლადია.

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და


პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური
თეორიის მომხრეა.

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი,


ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს
სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის
სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ
მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ
ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების
პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს,
რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება.
რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების
გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს
მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის
ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის
ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის
დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი – ”მე”. ”მე”-მ უნდა
მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს
აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა
ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(super-ego). ”ზე-
მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი
მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის
ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია:
”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.
ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილება“

ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილება“, მისი გვიანდელი პერიოდის ერთ-ერთ


ყველაზე ცნობილ ტრაქტატია, სადაც იგი იმ დროისთვის - და დღევანდელობისთვისაც -
ძალზე მნიშვნელოვან კითხვებს სვამს. :

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გერმანულ ვარიანტს ჰქვია “კულტურით


უკმაყოფილება”, ინგლისურ ვარიანტში მას ჰქვია “ცივილიზაციით უკმაყოფილება”. ფროიდი
ამბობს ასეთ რაღაცას - ადამიანს სჭირდებოდა ჯგუფში ცხოვრება, . უბრალოდ, მას
აინტერესებს ეს საკითხი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს საკითხი
ფილოსოფოსებსაც აქვთ განხილული. მას აინტერესებს ფსიქოლოგიურად რა ხდება, რა უნდა
ადამიანს და რას იღებს. ადამიანს, ფროიდის თეორიის მიხედვით, აქვს თავისი ინსტინქტები,
რომლებიც საკმაოდ ძლიერია და იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, მას უნდა
შეეძლოს დაიკმაყოფილოს ყველა ინსტინქტი, მაგრამ, ამავე დროს, მას სჭირდება, რომ
იცხოვროს საზოგადოებაში, ცივილიზაციაში, კულტურაში - რომელიც გნებავთ, ის სიტყვა
გამოვიყენოთ - და რადგანაც მას ეს ჭირდება, ის იძულებულია რაღაც დათმობებზე წავიდეს,
დათმოს ეს თავისი მოთხოვნილებები, ინსტინქტები და ამის ხარჯზე, სამაგიეროდ, მიიღოს
ინტეგრაცია და გადარჩენა, იმიტომ რომ მარტო ის ვერ გაუმკლავდებოდა იმ გამოწვევებს,
რომელიც არსებობდა პირველყოფილი ადამიანის საზოგადოებაში”.

წიგნი იწყება ცნობილი მოსაზრებით, რომ ადამიანები „საზოგადოდ არასწორი


სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, ისინი ძალაუფლების, წარმატებისა და სიმდიდრისაკენ
მიისწრაფვიან და სხვა ადამიანებშიც სწორედ ასეთი მიღწევები აღაფრთოვანებთ, ამ დროს კი,
ჭეშმარიტ ღირებულებებს სათანადოდ ვერ აფასებენ“. რა არის ეს ჭეშმარიტი ღირებულებები?
სად უნდა ვეძებოთ ადამიანის დაკმაყოფილება? რითი ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას
საზოგადოება და კულტურა? ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემა ჩნდება წიგნის
კითხვისას. ფროიდი, ცხადია, ყველა კითხვას არ სცემს პასუხს, ეს არც შედის მის მიზნებში და
ამის გამო შიგადაშიგ უბოდიშებს კიდეც მკითხველს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია
მაქსიმალურად ფართოდ მიმოიხილოს „კულტურით უკმაყოფილების“ თემა.

საბოლოოდ, ირკვევა, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი ლტოლვები, მათ შორის,


თვითგანადგურებისკენ, სიკვდილისკენ მიმართული აგრესიული იმპულსები მუდმივ
წინააღმდეგობაში არიან ლიბიდოსთანაც და კულტურასთანაც. სწორედ ამიტომ ფროიდს
მომხიბვლელად ეჩვენება იდეა, რომ კულტურა ეროსის სამსახურში ჩავაყენოთ. მისი აზრით,
ხალხის მასები ერთმანეთთან ლიბიდოზურად უნდა იყვნენ დაკავშირებული, მხოლოდ
საერთო საჭიროებები და ერთობლივი შრომის პროდუქციით მიღებული მოგება მათ ერთად
ვერ დააკავებს. ყველაფერ ამას აგრესიულობის ბუნებრივი ინტინქტი ეწინააღმდეგება,
რომელიც, თავის მხრივ, სიკვდილის ინსტინქტის ნაშიერია და რომელიც, ფროიდის
სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროზე მბრძანებლობის მეწილეა, ეროსთან ერთან. შესაბამისად,
სიყვარულისა და სიკვდილის, ეროსისა და თანატოსის ბრძოლა - ერთი მხრივ,
სიცოცხლისაკენ ლტოლვა და, მეორე მხრივ, დესტრუქციულობისკენ ლტოლვა - შეადგენს
„სიცოცხლის არსსა და შინაარსს და ამიტომ კულტურის განვითარებას შეიძლება, უბრალოდ,
კაცობრიობის გადარჩენისთვის ბრძოლა ვუწოდოთ“.
ეს აბზაცები, ცხადია, დასკვნად არ უნდა მივიღოთ. ფროიდი ამის შემდეგ კიდევ უფრო
აღრმავებს კვლევას და ეგოს, სუპერ-ეგოსა და მისი ერთ-ერთი ინსტანციის, სინდისის
ურთიერთობების ანალიზზეც გადადის. ირკვევა, რომ კულტურით უკმაყოფილება შეიძლება
თვითდასჯის მაზოხისტურ მექანიზმად იქცეს, სუპერ-ეგო კი ყალიბდება როგორც ეგოსა და
საზოგადოებას შორის შექმნილი დაძაბულობის შედეგი, მისგან წარმოქმნილი ფსიქიკური
ფუნქცია, ერთგვარი ზედა ინსტანცია. დასკვნის სახით ფროიდი წერს: „ჩემი აზრით,
კაცობრიობისათვის საბედისწერო მნიშვნელობა აქვს საკითხს იმის შესახებ, მოახერხებს თუ
არა იგი – და თუ მოახერხებს, რამდენად – კულტურული განვითარების გზაზე
დაიმორჩილოს აგრესიისა და თვითგანადგურებისკენ ლტოლვა, რომელიც შეუძლებელს
ხდის ადამიანების თანაცხოვრებას“.

“ფროიდი, მართლაც, მრავალმხრივი ავტორია, - შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი და ღრმა, -


თუმცა მას ძალიან ბევრი კრიტიკაც ჰქონდა და ახლაც, თანამედროვე ავტორებისგანაც ძალიან
ბევრი კრიტიკა აქვს, უფრო მაგისტრალური ფსიქოლოგიის კუთხიდან, იმიტომ რომ
მაგისტრალური ფსიქოლოგია, მართალია, სოციალური მეცნიერებაა, მაგრამ უახლოვდება
ზუსტ მეცნიერებებს იმ თვალსაზრისით, რომ კვლევის მეთოდები აქვთ აღებული ზუსტი
მეცნიერებებიდან და, შესაბამისად, რასაც ამბობს მაგისტრალური ფსიქოლოგია, ეს
ყველაფერი არის შემოწმებული და გადამოწმებული. ის, რაც თქვა ფროიდმა, ძირითადად
იყო საკუთარი განცდები და შემდგომ მისი პაციენტების განცდები და, ამდენად,
მაგისტრალურ ფსიქოლოგიას უჭირს ამაზე დათანხმება”.

ამიტომ, რაც დრო გადის, ფროიდი უფრო მეტად საინტერესო ხდება სხვა სოციალური
მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის, ვთქვათ, იმავე ანთროპოლოგებისთვის, კულტურის
შემსწავლელი მეცნიერებებისთვის. სხვადასხვა ინტერდისციპლინური მეცნიერებები გაჩნდა
და სწორედ მათთვისაა ძალიან საინტერესო ფროიდი, იმავე ფილოსოფოსებისთვის,
სოციოლოგებისთვის და ა.შ. და მისი თანამედროვე მიმდევრები ამ კუთხითაც უყურებენ. ეს
ნაწარმოები, პრინციპში, ის ნაწარმოებია, რომელიც კულტურაზე საუბრობს და, მათ შორის,
რელიგიაზე”.

ბოლოს, ერთი ფრაგმენტი მინდა მოვიყვანო, სადაც ფროიდი შრომაზე ლაპარაკობს და


ამბობს, რომ იგი ცხოვრების წარმართვის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ტექნიკაა და რომ
შრომა ყველაზე მეტად აკავშირებს ადამიანს რეალობასთან: „იგი ადამიანს, სულ ცოტა,
რეალობის ერთი ნაწილის – საზოგადოების - წევრად მაინც აქცევს. ლიბიდოზური
კომპონენტების უდიდესი – ნარცისისტული, აგრესიული და თვით ეროტიკული - ნაწილის
შრომად და მასთან დაკავშირებულ ადამიანურ ურთიერთობებად გარდაქმნა მას თავისთავად
ძალზე ღირებულს ხდის და, შესაბამისად, საზოგადოებაში მისი ადგილის განმტკიცება და
აუცილებლობა აბსოლუტურად გამართლებულია. განსაკუთრებული დაკმაყოფილება
საკუთარი ნებით არჩეულ სამუშაოს მოაქვს. ამ დროს სუბლიმაცია არსებულ მიდრეკილებებს
და კონსტიტუციურად გაძლიერებულ ლტოლვებს წამყვანად ან სასარგებლოდ აქცევს“.

You might also like