You are on page 1of 5

ზიგმუნდ ფროიდი

ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ამ სულის შემადგენლობა ძირითად ამოუხსნელ


და რთულ საკითხად რჩებოდა, მანამ სანამ არ გამოჩნდა ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი
და ნევროლოგი ზიგმუნდა ფროიდი, მისი აზრით კულტურა წარმოადგენდა ინდვიდის
რეალური და ნამდვილი ბუნების შემზღუდველ საშუალებას, ასვე თავად კულტურა
წარმოიქმნა საწყისი ოჯახი ჩამოყალიბებასთან ერთად და მის მიზნს წარმოადგენდა რაც
შეიძლება ბევრი ადამიანისათვის მოეყარა თავი ოჯახურ მდგომარეობაში და ცაკეული
ადამიანის სიამოვნება და სკუთარი ძალაუფლებისაკენ სწრაფვა გადაენაწილებიანა
ერთგვარ ნათესაურ კავშირებზე და ამით ინდივიდუალურ სიამოვნებაზე ეთქვა
უაფროიდი თვლის, რომ ადამიანის რეალური სურვილები განსაკუთრებით
განსხვავდება იმ მდგომარებისაგან რაშიც მას უწევს ცხოვრება, კერძოდ ადამიანის
მოთხოვნილებები, რომლებშიც სქესობრივი კავშირები ფროიდის აზრით
უმნიშვნელოვანესია, გარეშე თუ შინაგანი პირობების გამო გარკვეულწილად მცირდება
და გადადის მდგომარეობაში, რომელსაც იგი უწოდებს ,,მიზანშეკავებულ სიყვარულს’’.
ამსთან, უმთავრესია ადამიანის ბედნიერებისაკენ სწარფვა, რომელიც ცხოვრების
განსამზღვრელი უდიდესი ფაქტორია, ფროიდის მიხედვით თანამედროვე ადამიანი და
საზოგადოება მკვეთრად განსხვავდება პირველყოფილებისაგან, რადგან პირვეყოფილ
საზოგადოებას არ გააჩნდა იმდენად დიდი შეზღუდვები, რამდენიც გააჩნია ახლანდელ
სოციუმში მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანს. ძველად პრიმიტიული ჰომინიდები
ნადირობითა და სიცოცხლეზე ზრუნცით შემოიფარგლებოდნენ, თანდათანობით კი მათ
ყოველდღიური ცხოვრების გამატივების მიზნით გადწყვიტეს ოჯახური გაერთიანებები
შეექმნათ, ამგვარად საპირისპირო სქესთან ყოფნის სურვილმა გააჩინა ოჯახი.
გარკვეული დროის შემდეგ ჩამოყალიბდა მშობლებისა შვილების და ნათესაური
ურთიერთობები, რომლის დროსაც სიყვარული, რომელიც წყვილს აკავშირებდა
გადანაწილდა ამ ახლობელ ადამიანებს შორის. მივიღეთ,, მიზანშეკავებული
სიყვარული’’ . ფროიდი აზრით ეს ვითარება გამოწვეულ იქნა კულტური მიერ, რომელიც
საზოგადოებაში სწორი თანაცხოვრებისა და საქმინაობის მთავარ საუფუძველს
წარმოადგენს. კულტურა, რომელიც ადამიანს ეხმარება იყოს საზოგადოების
1
სრულფასოვანი წევრი, ასევე, ის მას ეხმარება თავი დაიცვას შინაგანი თუ გარეგანი სახის
აგრესიისგან, მაგრამ ამ დაცვასთან ერთად კულტურა ერთგვარად შემზღუდავი
ფაქტორიცაა, რომელიც ახშობს ინდივიდის ბუნებრივ სურვილებს და საფრთხეს უქმნის
და აბრკოლებს მის ბედნიებას. ადმიანსა და კულტურას შორის თანდათან წარმოიქნება
წინააღმდეგობა, რომელიც ინდივიდში იწვევს ფსიქოლოგიური სახის პრობლემებს და
ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ფროიდის აზრით იმასათვის, რომ ადამიანს ეარსება
და გადარჩენილიყო მას გარკვეულ ჯგუფში ცხოვრება ესაჭიროებოდა, ნებისმიერ
ადამიანს გააჩნია გარკვეული მოთხოვნილებები და ამბიციები იმისათვის, რომ იყოს
ბედნიერი და იცხოვროს საზოგადოებაში, მას ამ სოციუმში გაერთიანებისა და საკუთარი
ცხოვრების სწორად წარმართვისაც, უწევს სხვადასხვა სახის სდათმობებზე წავიდეს და
გარკვეულწილად ბუნებრივად არსებული ლტოლვები სრული სახით აღარ
გამოამჟღავნოს. ,, საზოგადოებრივი კავშირების მეგობრული ურთიერთობებით

გასაძლიერებლად კულტურა ფაქტიურად მიზანშეკავებული ლიბიდოს ფართომასშტაბიან


მობილიზაციას ახდენს’’ (ფროიდი 2018, 80).

ფროიდის მიხედვით კულტურა არა მარტო სიამოვნებასა და სიყვარულს უზღუდვს, რაც


გამოიხატება სქესობრივ ურთიერთობებში, არამედ იგი იჭრება ინდივიდის გონებაში და
ცდილობს, რომ იგი მართოს და დაიმორჩილოს. ამასთანავე, იგი პიროვნების პირად
არჩევანშიც ერევა და უწესებს იმას თუ ვინ უნდა უყვარდეს და ვინ არა, მაგალითად არ
შეხვდეს თავისივე სქესის წარმომადგენელს, აგრეთვე კავშირები წყვილს შორის
ძირითად გამრავლებისა და მომავალი თაობის გაგრძელების მნიშვნელობას უფრო
ატარებს, ვიდრე სიამოვნების მიღებისას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ
,,მიზანშეკავებულ სიყვარულს’’ მივყავართ ,,მეგობრულ’’ ურთიერთობამდე, რაც
გარკვეულწილად ამყაებს იმ მოსაზრება, რომ მეგობრულ კავშირშია მდგომარებს ძალა
და არა ინდივიდულური ძალაუფლებისაკენ სწრაფვავზე.

ადამიანში სიყვარულისა და სიამოვნების განცდის გარდა, ასევე თავს იჩენს აგრესიაც,


რომელსაც დიდი ადგილი უკავია პიროვნების სულიერებაში. აგრესიას ხშირად
ადამიანი ვერ მართავს და გარეგნულდ ამჟღავნებს, რაც სხვა გარრეშე პირების მიმართ
უხეში ძალისმიერი მეთოდებითა თუ ზიანის მიყენებით გამოიხატება. ეს ყოველლივე,
2
რატქმაუნდა უნდა აფერხებს ცივილიზაციის განვითარების პროცესს, ამიტომაც
კულტურა ცდილობს როგორმე ადამიანში დათრგუნოს და შეასუსუტოს აგრესიული
გამოვლინებები, არსებობს გაგრკვეული სახის სადამსჯელო სანქციებიც, რომელიც
მიმართულია ოჯახსა თუ საზოგადოებაში მშვიდობიანი ურთიერთობების
შენარჩუნებაზე. ,,სწორედ აღნიშნული აგრესიისადმი მიდრეკილება, რომელსაც ჩვენ საკუთარ
თავშიც აღმოვაჩენთ და სრული უფლება გვაქვს სხვებთანაც ვივარაუდოთ მისი არსებობა,
უშლის ხელს მოყვასთან ჩვენს ურთიერთობას და სფერხებს კულტური წინსვლას’’ (ფროიდი
2018, 83).

როგორც ფროიდი ამბობს ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან ეგოს ანუ მესგან,
სუპერეგო ზე მე და იდი ანუ იგი. მათგან სუპერ ეგოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
და ღირებული ადგილი უკავია, სწორედ მისი საშუალებით ყალიბდება ინდივიდში
სინდისის გრძნობა და იმისი გარჩევის უნარი თუ რა არის სწორი და რა არასწორი.
რათქმაუნდა რომ არა გარკვეული სახის სტანდარტები და საზოგადოებაში ქცევის
განმსაზღვრელი ფაქტორები, ადამიანი ვერ იქცეოდა სოციუმის სრულფასოვან წევრად
და ვერ მოიქცეოდა ისე რაციონალურად როგორც, რელურად უმრავლესობა ცდილობს,
რომ მოიქცეს. სუპერეგო მაღალ ინსტანციაზე იმყოფება და ევოლუციის შედეგად
მოახერხა სრული სახით ჩამოყალიბება, მისი მნიშვნლეობა მდომრეობს იმაში, რომ
ცალკეულმა ინდივიდმა მხედველობაში მიიღოს სხვების, როგორც ოჯახი პირების,
აგრეთვე საზოგადოების წევრებისა თუ სხვა ავტორიტეტების მოსაზრებები და
ინტერესები, ყოველივე აუცილებელია, რათა მოხდეს საზოგადოების წევრებს შორის
კონფლიქტის თავიდან აცილება. სუპერ ეგო განიხილება როგორც კულტურული
ნორმებისა და წესების ერთობლიობა, მაგალითად ის გამოიხატება ადამიანში სინდისის
სახის და უბიძგებს იმისაკენ, რომ საკუთარი ქმედებები გააკონტროლოს, სუპერ ეგოს
წარმოშობასა და მის განვითარებას იწვევს უფრო დიდ ავტორიტეტებთან შეჯახება,
მაგალითად ოჯახში მამასთან, ამ დროს მოქმედებს ისეთი ემოციური პროცესები
როგორებიცაა: დანაშაულის გრძობა ანდაც სირცხვილის შიში. სუპერ ეგოს
გამომჟღავნდება ორი სახით, მაგალითად როცა ავტორიტეტი სახავს თუ როგორ უნდა
მოვიქცეთ და როგორ არა და თანდათანობით ყალიბდება დასჯის შედეგად, აგრეთვე

3
სუპერ ეგოს ანუ ზე მეს განვითარება მაშინ მიმდინარეობს როცა ინდვიდი თვითონ
საკუთარ თავში აკონტროლებს ქმედებებს და აღარ სჭირდება გარეშე პირების,
მაგალითად მშობლების შენიშვნები. ,,გაძლიერებულ სუპერ- ეგოსა და მისდამი

დაქვემდებარებულ ეგოს შორის დაძაბულობას, რომელიც დასჯის მოთხოვნილებაში ვლინდება,


დანაშაულის გრძნობს ვუწოდებთ’’ (ფროიდი 2018, 90).

ფროიდის აზრით კულტურის მიერ დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ეხმარება


ადმინს რათა თავის აგრესიული ქმედებებისგან დაიცვას როგორც საკუთარი თავი ასევე
სოციუმი, ხოლო მეორე მხრივ კულტურის საფუძვლს, რომელსაც ფროიდის აზრით
ბედნიერება წარმოადგნს გარკვეულწილად იხშობა და სრული ბუნებრივი სახით არ
გამოვლინდება, ეს კი იწვევს იმას, რომ ადამიანი რჩება უკმაყოფილო და
სრულყოფილად ვერ იკმაყოფილებს სურვილებს.

4
გამოყენებული ლიტერატურა

ზიგმუნდ ფროიდი ,,კულტურით უკმაყოფილება’’. წიგნი შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 67-97. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი,
2018.

You might also like