You are on page 1of 4

სალომე სუარიშვილი

ზიგმუნდ ფროიდი არის ადამიანი, რომელმაც აქამდე ჩვენთვის


სხვაგვარად გაგებული ადამიანის ფსიქოანალიზური პორტრეტი სულ
სხვაგვარად დაგვანახა. მისმა შეხედულებებმა იმოქმედა კულტურის
განვითარებაზე და მისმა თეორიამ სექსუალურობის განმარტებასთან
დაკავშირებით უდიდესი სკანდალი გამოიწვია, რა თქმა უნდა, ამ თემის
განხილვა დღესაც კი აქტუალურია. ფროიდი თავის ნაშრომში
„კულტურით უკმაყოფილება“, ცდილობს აგვიხსნას თუ რა არის
კულტურა. მას სურს, რომ „განსაზღვროს ადამიანის ადგილი
კულტურაში, რომლის მიზანია ადამიანისავე დაცვა, მაგრამ რომელიც
მას განადგურებითაც ემუქრება“ (ფროიდი 2018, 70), რადგან კულტურამ
უნდა შეაჩეროს ადამიანის სექსუალური და აგრესიული ინსტიქტები,
აქედან გამომდინარე ის კონფლიქტშია ცალკეულ ინდივიდებთან,
რადგან დაიცვას ერთიანი საზოგადოება. ეს არის კონფლიქტი, რომელიც
ბრალეულობის განცდას ქმნის ადამიანში. ავტორის აზრით, ყველა
ადამიანს გააჩნია ძლიერი ინსტიქტები და იმისათვის რომ ინდივიდი
იყოს ბედნიერი საჭიროა ეს ყველა ინსტიქტი დაიკმაყოფილოს, მაგრამ ამ
ყველაფერთან ერთად ადამიანი ცხოვრობს საზოგადოებაში, სადაც
იძულებულია რაღაც დათმობაზე მაინც წავიდეს, საბოლოო ჯამში კი
ბედნიერი არ არის იმიტომ, რომ უწევს ინსტიქტებზე უარი თქვას.
ოჯახის შექმნის ინსტიქტი კი ძველი დროიდან მოყვებათ ადამიანებს.
ადამიანებისთვის მთავარი უყო ერთად ყოფილიყვნენ და არა
ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ ყველაფრის შედეგად კი ორივე მხარე
სარგებელს ხედავდა და ერთად ამიტომაც ცხოვრობდნენ. ფროიდს
მიაჩნდა, რომ ოჯახი მხოლოდ გენიტალიური სიყვარულის გამო
იქმნებოდა და ამ გრძნობას ორ კატეგორიად ჰყოფდა, ესენია: სქესობრივი
და მიზანშეკავებული სიყვარული, აქედან პირველი ქალსა და კაცს
შორის ურთიერთობაა, ხოლო მეორე საბოლოოდ მეგობრობისკენ მიდის.
სწორედ ამ სიყვარულის გამო მიიჩნია ავტორმა, რომ წინაპირობა ამ
ყველაფრის არის ლტოლვის ხელის შეშლა. ფროიდის აზრით, უზომოდ
რთულია ბედნიერების მოპოვება, კულტურა „არ აღიარებს სექსუალობას
სიამოვნების დამოუკიდებელ წყაროდ და მას ადამიანების მხოლოდ
გამრავლების შეუცვლელ საშუალებად განიხილავს“ (ფროიდი 2018, 71).
კულტურა საკმაოდ ზღუდავს სექსუალური ლტოლვის ხაზს სხვადასხვა
ხერხების მეშვეობით, რადგან იგი არ აღიარებს ამგვარი კონტაქტის
არცერთ ფორმას. რადგან კულტურა ზღუდავს ადამიანის აგრესიულ
ლტოლვებსაც, ამ ლტოლვების ამოსაძირკვად კულტურამ ჩამოაყალიბა
ეთიკა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ფროიდი ფიქრობს, რომ
ადამიანი არ არის ისეთი რბილი, რომ ყველანაირ საზოგადოებასა თუ
სიტუაციაში არ ჰქონდეს გარკვეული დოზით აგრესიული ლტოლვა.
რატომ არიან ადამიანები კულტურით უკმაყოფილონი? ჩემი აზრით,
ერთი შეხედვით კარგია როცა ადამიანი ენერგიითა და შემართებით
ყველანაირ საქმეს უძღვება, რომელიც ყველასთვის კარგის მომტანია,
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში კულტურა ადამიანებს მკაცრად, ზედმეტად
ცუდად ექცევა და ამავდროულად ზედმეტად ბევსაც მოითხოვს მათგან.
კულტურა ადამიანებს უდგენს წესებს და ბორკილებში აქცევს, იგი
კრძალავს ადამიანის სხვადასხვა ქმედებებს, რაც ლტოლვების
დათრგუნვასა და ქვეცნობიერში დალექვას იწვევს. ადამიანს აქვს
საშუალება, რომ გამოათავისუფლოს თავისი სექსუალური ლტოლვები,
მაგრამ კულტურის ჩარჩოების გამო უწევს უარის თქმა და შესბამისად
უჩნდება ნევროზი,
ii

ნევროზის შედეგად კი მაზოხისტური და სადისტური საქციელები იჩენს


თავს. კულტურას მუდამ შემოაქვს ახალი წესები და აკრძალვები
ადამიანისთვის, ასევე აკისრებს ვალდებულებებსაც შეასრულოს ისა თუ
ეს დავალება ზედმიწევნით, უწესებს ქცევის კანონებს, რომელიც
ინდივიდს საზოგადოებაში მოქცევასა და ცხოვრებას ასწავლის. ახალი არ
არის, რომ თაობები იცვლება და შესაბამისად ახალი კულტურაც იქმნება.
ადამიანები საკუთარი სურვილით ქმნიან და ივიწყებენ კულტურას, ის
რაც ახლა ხდება შეიძლება მომავალში მისაღები არ იყოს, ანდაც
პირიქით. კულტურა აყენებს დიდ ზიანს ადამიანებს, ამიტომაც არიან
უკმაყოფილონი, მაგრამ ჩემი აზრით, თითქოს კულტურა
დამოუკიდებლად არ მართავს საზოგადოებას, ადამიანები თავად
უწესებენ კანონებს საკუთარ თავს, ექცევიან ბორკილებში და
უბედურებაც ზუსტად მთათივე ბრალია.

ფროიდისთვის ადამიანი გახლავთ ინდივიდი სამი ფსიქიკური


კომპონენტით, ესენია: იგი ანუ იდი, მე იგივე არის რაც ეგო და ზე-მე
წარმოადგენს სუპერ-ეგოს. იდი არის ინსტიქტური და პრიმიტიული
ელემენტი, რომელიც ლიბიდოზური ენერგიის საცავია, მასზე
დაკვირვება არ ხდება, რადგან ქაოსური და არაცნობიერი ლტოლვები
გააჩნია. ეგო ცხოვრებისეული ფაქტების განსჯასა და აღქმასთან არის
დაკავშირებული, განვითარების წინა პლანზე გვხვდება და ადამიანსა და
გარემოს შორის ურთიერთობის დამყარების პასუხისმგებლობას
აკისრებს ინდივიდს. სუპერეგო კი განაპირობებს ეთიკურ ქცევას,
რომელიც ერთგვარი სინდისია, მას პირველ რიგში ავტორიტეტის
მიმართ აქვს შიში და ეს შიში ლტოლვაზე უარის თქმას მოიცავს, ხოლო
ბოლოს ხსენებული აზრის საწინააღმდეგოდ მას საკუთარი თავის მიმარ
აქვს შიში და ვერ კმაყოფილდება ლტოლვებზე უარის თქმით, სუპერ-
ეგოს ლტოლვების უარყოფა თვალს ვერ უხვევს და აიძულებს
დამნაშავედ იგრძნოს თავი. ერთი სიტყვით სუპერ-ეგო მოცულია
მორალით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი განიცდის
დანაშაულისა და სინდისის გრძნობას. ,, აქ დაკმაყოფილებაზე უარის
თქმა აღარ კმარა, დარჩენილი სურვილი სუპერ-ეგოს ვერ დაემალება,
დაკმაყოფილებაზე უარის მიუხედავად, დანაშაულის გრძნობა მაინც
აღმოცენდება და ეს სუპერ-ეგოს, ანუ სინდისის უზარმაზარი
ეკონომიკური ნაწილია“ (ფროიდი 2018, 93).
ადამიანს დაბადებისთანავე უერთიანდება გონებაში სიყვარული და
სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება, სიკვდილი და სიცოცხლე,
კულტურა კი განვითარების ყველა ფაზაში ცდილობს აკრძალვითი
კანონები დაუწესოს მას. ფროიდი ნამდვილად გარდატეხის შემტანია
ფსიქოლოგიურ აზროვნებაში, მისი წყალობით აიხსნა ადამიანის
ცხოვრების არსი და თუ რატომ შეიძლება ზღუდავდეს კულტურა
ადამიანის ცხოვრებას.

ბიბლიოგრაფია
iii

1. ფროიდი, ზიგმუნდ. ,,კულტურით უკმაყოფილება“. წიგნში შესავალი


თ ა ნამედრო ვე აზროვნებაში 2, 67-98. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

You might also like