You are on page 1of 20

კულტურათაშორისი ურთიერთობის

პრობლემები

2021
სტერეოტიპი
•სტერეოტიპი არის ფართოდ გაზიარებული,
სტანდარტიზებული, გამარტივებული და წინასწარ არსებული
წარმოდგენა ამა თუ იმ ჯგუფის თვისებებისა და
მახასიათებლების შესახებ.
•სტერეოტიპული დამოკიდებულება გულისხმობს ინდივიდის
შეფასებას ეთნიკური, რასობრივი, სოციალური,
ასაკობრივი, რელიგიური, გენდერული და სხვა ნებისმიერი
ჯგუფისადმი კუთვნილების ნიშნით.
•ამა თუ იმ ჯგუფისათვის  მიწერილი მყარი  მახასიათებლები
ჯგუფის ყველა წევრზე ვრცელდება. ეს ნიშნები მოიცავს
როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ და ზნეობრივ მხარეს.
სტერეოტიპი
•სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ
გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო
საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის
ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით
მიმართავს მის ქცევას.

•ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება,


მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას "უფროსებს
პატივი უნდა ვცეთ", ცნობიერება ავტომატურად იღებს და
ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა
ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი,
უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა
სტერეოტიპი

•ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში


ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც
"კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება,
როგორც "ცუდი".
არაცნობიერი ფიქრები
არაცნობიერი ფიქრები
რეპტილიური ტვინი (ნათხემი) -
ფირები, სადაც დატანილია ინფორმაცია
კოლექტიური ან ინდ. არაცნობიერი, რაც
ფილტრად ედება საქციელს:
სტრესები (შენი, სხვისი)
სიტუაციები ოჯახში, კონფლიქტები (12
წლამდე „იწერება“)
იგნორირება
ტვინი - გონება
სტერეოტიპი

•ეთნოკულტურული სტერეოტიპია, მაგალითად, ამა


თუ იმ ერისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნების
განზოგადებული წარმოდგენა:
-იტალიელები ტემპერამენტიანი და ხმაურიანი
ხალხია,
-იაპონელები – მოწესრიგებული და უემოციო და ა.შ.
გენდერული
სტერეოტიპები
•მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი
მამაკაცები და ქალები. ბავშვი იბადება მდედრობითი ან
მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად
ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის
შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ
მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით
ხორციელდება ადამიანის ქცევის კულტურული ნორმების
სისტემაში შესვლის პროცესი.
• 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი
არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა.
გენდერული
•ამგვარი სტერეოტიპები
სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ
პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა , რომელიც
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური ,
პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა .
•აქედან მოდის სტერეოტიპები:
-"ქალი სუსტი არსებაა"
-"ქალი დიასახლისი უნდა იყოს"
-"მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან"
-"მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას"
-"გათხოვდება და ქმარი მიხედავს"
-"გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?! "
-"პოლიტიკა რა ქალის საქმეა? "
-"კაცია და გადაწყვეტს" და ა.შ.
რასიზმი
•რასიზმი ემყარება შეხედულებას, რომლის თანახმად,
გენეტიკური ფაქტორები ადამიანის გონებრივი და
ფიზიკური შესაძლებლობების მთავარი განმსაზღვრელია .
წარმოდგენა რასების უთანასწორობის შესახებ ,
ძირითადად, უფლებრივ განსხვავებებში ვლინდება .
 რასობრივი კუთვნილება ხშირად კულტურასთან,
ეთნიკურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან
კავშირში განიხილება. რასობრივ და ეთნიკურ
საფუძველზე ადამიანის უფლებების
შეზღუდვას რასობრივი დისკრიმინაცია ეწოდება.
რასიზმი
„მე ვოცნებობ, რომ ჩემმა ოთხმა
შვილმა ერთ დღეს იცხოვროს
საზოგადოებაში, სადაც მათ
განსჯიან არა კანის ფერის,
არამედ მათი
შესაძლებლობების მიხედვით.
ეს არის ჩემი ოცნება დღეს.” –ეს
სიტყვები აშშ-ში 60-იანი წლების
სამოქალაქო მოძრაობის
ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგის
ცნობილი გამოსვლიდანაა – „მე
მაქვს ოცნება”.

https://www.youtube.com/watch?v=-RIOEwwnIj
k
რასიზმი
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს
დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა
ნიშნების საფუძველზე. კონსტიტუციით დაცულია ადამიანის
ღირსებაც. დისკრიმინაციისა და ადამიანის ღირსების შემლახავი
ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ამ მუხლების დარღვევის
საფუძველზე საქართველოში ჯერ არც ერთი ადამიანი არ
გასამართლებულა.

მოსამსახურე (2011 წელი)


ქსენოფობია

•ქსენოფობია უცხოელებისა და მათი კულტურის


უსაფუძვლო და გაუაზრებელი შიში, უნდობლობა და
სიძულვილია. ქსენოფობიის შემთხვევები დღესაც
ბევრია. თანამედროვე კონფლიქტებში ჩართული
მხარეები ხშირად განიცდიან დაპირისპირებული
ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მიმართ
სიძულვილს.
კულტურული შოკის
საფეხურები
1.„თაფლობის თვე“ - გარშემო ყველაფერი ახალი, განსხვავებული და
დადებითია. ხალხი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, ადამიანი
ენთუზიაზმითაა განწყობილი სიახლეებისადმი.
2.დეზორიენტაცია/დაბნეულობა - ნაცნობი და ჩვეული არაფერია, ახალ
კულტურასთან შეგუება მეტისმეტად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სიახლის
შეგრძნება თანდათან ქრება და ყოველდღიური ცხოვრების სიძნელეები იჩენს
თავს. ადამიანი დაბნეულია, მას ნოსტალგია ეუფლება.
3.იმედგაცრუება და მტრული განწყობა - ადამიანი თავს ჯერ კიდევ დაუცველად
და დათრგუნულად გრძნობს, სხვებს ადანაშაულებს ამაში; უარყოფს ახალ
კულტურას. შესაძლოა, იმაზე ფიქრიც დაიწყოს, რომ სამშობლოში ყველაფერი
ბევრად უკეთესად იყო, ვიდრე იქ, სადაც ახლა იმყოფება.
4.ავტონომიის დონე/შეგუების დასაწყისი - ადამიანი უფრო იმედიანადაა
განწყობილი, რწმუნდება, რომ შეუძლია ახალ სიტუაციასთან შეგუება.
5.დამოუკიდებლობის დონე - ახალ კულტურასთან ადაპტაციის საფეხური
გადალახულია. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.
ეთნოცენტრიზმი
ეთნოცენტრიზმი ნიშნავს საკუთარი კულტურის
მიჩნევას სხვებზე აღმატებულად,
სხვა კულტურების და ხალხების ქცევის თუ
წარმოდგენების შეფასებას საკუთარი კულტურის
პოზიციიდან.

ძველი ბერძნების მიერ კაცობრიობის დაყოფა ელინებად და


ბარბაროსებად სწორედ ეთნოცენტრიზმის გამოხატულება იყო.
- ბერძნები გამართლებულად და სწორად მხოლოდ საკუთარი
ცხოვრების წესს მიიჩნევდნენ, დანარჩენი სამყარო კი მათთვის
ბარბაროსულ, არაცივილიზებულ, ერთგვაროვან სივრცეს
წარმოადგენდა.
ეთნორელატივიზმი
ეთნორელატივიზმი – შეხედულება, რომელიც
ემყარება ყველა კულტურის თანაბარი მნიშვნელობის
აღიარებას.

1.ერთი კულტურის აღქმა ­ და გაგება შეუძლებელია მეორე


კულტურასთან შედარების გარეშე;
2.ერთი კულტურის ფარგლებში არსებული წესები, ზნე -ჩვეულებანი თუ
შეხედულებები არ შეიძლება შეფასდეს სხვა კულტურის წესების , ზნე -
ჩვეულებების თუ წარმოდგენების გადასახედიდან ;
3.კონკრეტული ქცევა, ნორმა და შეხედულება შეიძლება გავიგოთ და
ავხსნათ მხოლოდ იმ კულტურის ფარგლებში
­ , რომელშიც ის არსებობს .
ყოველი კულტურა რთული სისტემაა, რომლის ყველა დეტალი
ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენთვის „უცნაური “, „არასწორი “
წესი თუ ტრადიცია სავსებით ბუნებრივია სხვა კულტურისათვის .
ინტერკულტურული ურთიერთგაგების
ჩამოყალიბების საფეხურები
მილტონ ბენეტის მიხედვით
 
ეთნოცენტრიზმის საფეხურები
1.უარყოფა 2. დაცვა 3. მინიმიზაცია

რატომ უნდა ვიცოდე ჩემი კულტურა მრავალი უმნიშვნელო განსხვავებების


რაიმე სხვა ასპექტით აღემატება სხვა მიუხედავად, ადამიანი
კულტურის შესახებ? კულტურებს ყველგან ერთნაირია

ეთნორელატივიზმის საფეხურები
1. აღიარება 2. ადაპტაცია 3. ინტეგრაცია

განსხვავებები სხვადასხვა კულტურული სხვა კულტურაში თავს ისევე


ხალხებს შორის რეალობის შეფასებისას კომფორტულად ვგრძნობ,
პრობლემა კი არა, განსხვავებულ სტანდარტებს როგორც საკუთარში
ინტერესის საგანია ვიყენებ
დისკუსია

•როგორც ფიქრობთ, გულისხმობს თუ არა


კულტურული რელატივიზმი, რომ სხვა ან ჩვენი
საზოგადოების ქცევები (მაგალითად, მონობა, წამება
სავარაუდო დამნაშავისაგან ჩვენების მისაღებად და
სხვ.) არ უნდა განვსაჯოთ მორალური
თვალსაზრისით?

•ინდივიდი და სოციალური გარემო: რა გავლენა აქვს


ადამიანზე სხვების აზრს?
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like