You are on page 1of 10

არგუმენტები

რა არის არგუმენტი და რა არის მისი მიზანი?

არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს


მსჯელობისთვის ნათელის მოფენას. მისი მიზანია
მსჯელობის ჭეშმარიტების ჩვენება.არგუმენტი
არის საბუთი, რომელიც რაიმე აზრის
დასამტკიცებლად მოჰყავთ.ის გვეხმარება
მსჯელობის განვითარებასა
და ლოგიკურად მართვაში.არგუმენტის
მეშვეობით ჩვენ უფრო ეფექტურად და
არგუმენტები

დამაჯერებლად წარმოვაჩენთ ჩვენს


დამოკიდებულებას.
რა შეიძლება იქცეს არგუმენტად?
 
ციტატა,
ცნობილი დებულება
სხვათა მოსაზრებები
ისტორიული ფაქტები
პირადი გამოცდილება
სტატისტიკა
თქვენეული ლიგიკა(დარწმუნებული ვარ,
რომ...თუ ეს ასეა, მაშინ...ფაქტი გვიჩვენებს,
არგუმენტები

რომ...მინდა აღვნიშნო, რომ...ამ საკითხის შესახებ


ვფიქრობ,რომ)
როგორი უნდა იყოს კარგი არგუმენტი:

უშუალოდ უნდა ეხებოდეს თემას


უნდა იყოს მიზნის ადეკვატური
კარგი არგუმენტი უნდა იყოს ადვილად
აღსაქმელი, ნათელი.თავი უნდა ავარიდოთ
ბუნდოვანობას.
 
კარგი არგუმენტი არ უნდა ავიწროვებდეს
სამსჯელო თემას.
არგუმენტები

კარგი არგუმენტი არ შეიძლება იყოს ძალიან


ზოგადი
არგუმენტად არ გამოდგება არარაციონალური,
მკვეთრად პირადი და ემოციური
დამოკიდებულება,გემოვნება, რწმენა, ანუ ისეთი
საკითხები, რომელთა შემოწმების ობიექტური
მექნიზმი არ არსებობს.
რა არის ქვეარგუმენტი?

ქვეარგუმენტი –ეს არის დამატებითი


ინფორმაცია, რომელიც ლოგიკურად ან
აზრობრივად არის დაკავშირებული
არგუმენტთან და ავტორს ეხმარება,
განამტკიცოს თავისი პოზიცია და უფრო
დამაჯერებელი გახადოს თავისი
სათქმელი. ქვეარგუმენტი არის
არგუმენტის დასაბუთება.
არგუმენტები
რა არის ქვეარგუმენტი?

ქვეარგუმენტი –ეს არის დამატებითი


ინფორმაცია, რომელიც ლოგიკურად ან
აზრობრივად არის დაკავშირებული
არგუმენტთან და ავტორს ეხმარება,
განამტკიცოს თავისი პოზიცია და უფრო
დამაჯერებელი გახადოს სათქმელი.
ქვეარგუმენტი არის არგუმენტის
დასაბუთება.
არგუმენტები
რა არის კონტრარგუმენტი და რა
ფუნქცია ენიჭება კონტრარგუმენტს?
 
კონტრარგუმენტი არის არგუმენტის
საწინააღმდეგო დებულება.იგი
ეწინააღმდეგება არგუმენტს.
კონტრარგუმენტი შეიძლება იყოს სხვათა
მოსაზრება, დამოკიდებულება
თქვენთვის საინტერესო საკითხისადმი.
გაითვალისწინეთ,რომ არ არსებობს
ისეთი არგუმენტი, რომლის უარყოფაც
არგუმენტები

არ შეიძლება.კონტრარგუმენტები კი
მაშინ არის საჭირო, როცა საკითხი
სადავოა ან ცალსახა პასუხი დადგენილი
არ არის.
 
რას უნდა ავარიდოთ თავი?
არგუმენტები
იმისთვის, რომ თქვენი მსჯელობა იყოს ლოგიკურად გამართული,
დამაჯერებელი, მისაღები და კორექტული ,გაითვალისწინეთ შემდეგი
რჩევები:

ეცადეთ ამომწურავად მიაწოდოთ მკითხველს თქვენ მიერ განხილული


საკითხი

ეცადეთ თქვენი მსჯელობა იყოს კარგად ორგნიზებული და ლოგიკურად


დალაგებული

არ უნდა დაშორდეთ ძირითად მიზანსა და სათქმელს და არ უნდა მოიხმოთ


შეუსაბამო და არაადეკვატური არგუმენტები

არ უნდა გაგიტაცოთ მჭერმეტყველებამ,მაშინ როცა საჭიროა ძლიერი


არგუმენტები

არგუმენტაცია და მკაფიო დებულების მოხმობა თქვენი ნათქვამის


განსამტკიცებლად

არ შეიძლება გადაუმოწმებელი არგუმენტების მოხმობა


თქვენი მსჯელობა უნდა იყოს ანალიტიკური, არგუმენტირებული და არა
მხოლოდ აღწერითი

არ უნდა გადმოსცეთ მხოლოდ სხვების მოსაზრებები


გამოხატეთ პატივისცემა შესაძლო ოპონენტების მიმართ.
ნიმუში:

ძირითადი დებულება: ქალაქის მერიის


გადაწყვეტილებით, თბილისის ისტორიული უბნების
რესტავრაცია და კონსერვაცია დაიწყო.
არგუმენტი: მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის განცხადებით, ეს ემსახურება ქალაქის
არგუმენტები

იერსახის შენარჩუნებას.

ქვეარგუმენტი: ძველი უბნების აღდგენას თავისთავად


მოჰყვება ტურისტების ნაკადის ზრდა, რაც, თავის მხრივ,
ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და
ქალაქის ბიუჯეტის შევსებას.

You might also like