You are on page 1of 2

ორ ომპონენტიანი შეკითხვაა, ამიტომ თემის სამივე ნაწილში (შესავალი, ძირითადი ნაწილი და

დასკვნა) უნდა გავითვალისწინოთ ეს საკითხი. შესავალი უნდა პასუხობდეს შეკითხვის ორივე


ნაწილს. შემდეგ, ძირითად ნაწილში, უნდა გვქონდეს 4 აბზაცი. აქედან 3 უნდა იყოს მიზეზები და
1 ადმინისტრაციის მიერ გამოტანილი დასკვნის კრიტიკა. შენი თემის დასკვნა კი შესავალი
ნაწილის ერთგვარი პერიფრაზი უნდა იყოს და აჯამებდეს მთელ ნაშრომს.

მსჯელობის ანალიზის დავალების შესრულებას ვიწყებთ მოსამზადებელი ეტაპით, ვცდილობთ,


შევამჩნიოთ და ამოვიწეროთ ტექსტის ყველა ძირითადი მონაცემი.
სავაჭრო ცენტრის შემოსავლის კლება შეიძლება დავუკავშიროთ რამდენიმე მიზეზს.
ხელმძღვანელობამ, მომხმარებლებთან არასრული კომუნიკაციის საფუძველზე, განახორციელა
მნიშვნელოვანი ცვლილებები. მათ უნდა შეესწავლათ მთლიან შემოსავალში კინოთეატრის
ხვედრითი წილი, ასევე, ამ კინოთეატრის როლი სავაჭრო ცენტრში მოსული სტუმრების
რაოდენობის თვალსაზრისით და, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, უნდა დაეგეგმათ
ღონისძიებები. ხელმძღვანელობის მიერ გამოტანილი დასკვნა ნაჩქარევი და უსაფუძვლოა,
რადგან არ ეყრდნობა ფაქტობრივი გარემოებების სრულ ანალიზს.

სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრი პოპულარული იყო სწორედ კინოთეატრის დამსახურებით.


თანამედროვე ფილმები, რომელთა რეკლამირებაზე მილიონობით ლარი იხარჯება,
მაყურებელს უბიძგებს კინოთეატრებისკენ. შესამჩნევია, რომ ყველა მსგავს სავაჭრო ცენტრში
გასართობი და საკვები ობიექტები ყველაზე მაღალ სართულზეა ხოლმე განთავსებული, რაც
მარკეტინგული ხრიკია. მომხმარებელი, ვიდრე ის მიაღწევს კინოთეატრამდე, გაივლის ათობით
მაღაზიას, რომლებიც კარგად განათებული, სასიამოვნო მუსიკით და ვიზუალურად დახვეწილი
ინტერიერით „იტყუებენ“ მომხმარებლებს ნივთის შესაძენად. ასეთ ცენტრებში შემთხვევითი
მყიდველების წილი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე იმ მომხმარებლებისა, ვისაც გამიზნული
ჰქონდა კონკრეტული ნივთის შეძენა.

ამდენად, ცენტრის მთლიანად სავაჭრო ობიექტად გადაქცევამ ხელი შეუშალა


მომხმარებელთა მოზიდვას. საფიქრებელია, რომ ახალი სავაჭრო ობიექტის დამატება ძირეულ
ცვლილებას ვერ შეიტანდა უკვე არსებულ არჩევანში. ამ ცენტრში უკვე იყო განთავსებული
სხვადასხვა სახის, ცნობილი ბრენდების სავაჭრო ობიექტები. ამდენად, ცენტრს ისედაც ჰქონდა
შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა სავაჭრო დაწესებულებებით.

უნდა აღიშნიშნოს, რომ კინოთეატრის ბილეთებზე იყო ხშირი ფასდაკლებები. აღნიშნული


ღონისძიება, სასიამოვნოდ აღიქმებოდა მომხმარებლებში და რეგულარულად სტუმრობის
შესაძლებლობას აჩენდა. გასართობი ღონისძიების ნაცვლად, მშობლებს შესთავაზეს ფასიანი
საბავშვო სივრცე, რაც ნაკლებად ეფექტიანია. ტექსტიდან არ ჩანს, რამდენად ხელმისაწვდომი
ფასი ჰქონდა საბავშვო სივრცეს, ან რამდენად კომპეტენტური პირები იყვნენ ჩართული
ბავშებთან ურთიერთობის პროცესში.

სავაჭრო ცენტრის ადამინისტრაციამ დასკვნა გამოიტანა 1 თვის შემდეგ, რაც არ არის


გონივრული დრო ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობის შესაფასებლად. საჭიროა უფრო
მეტი მონაცემის შეგროვება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ღონისძიებათა შედეგიანობის შეფასება
დაემთხვა ზაფხულის სეზონს, როცა მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ქალაქიდან არის
გასული.

ამდენად, რეფორმების გატარებამდე აუცილებელია სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების


ფრთხილი გამოკვლევა. ჩატარებული ღონისძიებები არ პასუხობდა მომხმარებელთა დაკვეთას
და მიმართული იყო მხოლოდ შემოსავლის მიღებაზე. ადმინისტრაციამ არასრულად შეაფასა
არსებული მდგომარეობა და უსაფუძვლო დასკვნა გამოიტანა.

You might also like