You are on page 1of 4

წარმატებული ბიზნეს ისტორიები

1. MY.GE-ს შექმნის ისტორია

ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც ორმა მეგობარმა ლაშამ და კახამ დაიწყეს ოჯახური ბიზნესი, მათი პირველი
ბიზნესი იყო მობილურების მაღაზია, რის გამოც ნაცნობები მუდმივად აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ უამრავი
პრობლემის არსებობის შესახებ მობილურების შესახებ ამიტომ გადაწყვიტეს შეექმნათ საიტი სადაც იქნებოდა
ყველა საჭირო ინფორმაცია თავმოყრილი მობილურების შესახებ. 2002 წელს შეიქმნა საიტი Mymobile.ge.
დაახლოებით 1 წლის შემდეგ გაყიდეს პირველი მობილური, რომელიც საქართველოში პირველი
ონლაინ გაყიდული ნივთის სახელით გახდა ცნობილი. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ საიტზე
დაემატებინათ მეორადი მობილური ტელეფონები. სწორედ აქედან გაჩნდა MYMARKET.GE-ის შექმნის
იდეა, რამაც გაამართლა და დღეისათვის ყველაზე წარმატებული ქართული საიტია საქართველოში,
სადაც ყოველთვიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს და 100.000 ზე მეტი განცხადება იდება.

დღეის მონაცემებით კომპანიის მფლობელობაში არის რამდენიმე გიგანტი საიტი, მაგალითად :


MYAUTO.GE, MYMARKET.GE, MYHOME.GE და ა.შ

2. სკიჯი-ის ისტორია
ფინანსისტი დარეჯან ბერძენიშვილი უკვე 3 წელია რაც თბილისიდან გურიაში, თავისივე მშობლიურ კუთხეში
დაბრუნდა, რომელმაც მეზობლისგან ნაყიდი ხილით ჩირის კეთება დაიწყო და სულ მალე ბიზნესის კეთებადაც
გადააქცია, ახლა მას ჩირის საკუთარი ბრენდი აქვს, რომელსაც ჩირის უძველესი სახელი “სკიჯი ” დაარქვა .

“ეს საქმიანობა დავიწყე 2017 წლის ნოემბერში, პროექტ “აწარმოე საქართველოში”-ის ფარგლებში მოვიგე
გრანტი, რომლის შემდეგ გადმომეცა 5000 ლარი, ამ თანხით დავამზადებინე საშრობი აპარატი , რომელშიც
თავსდება 100კგ ხილი. ვატარებდი უამრავ ექსპერიმენტს, რა ხილიც ხელში ჩამივარდებოდა აუცილებლად
ვაჩირებდი, მაგ: ბალი, მაყვალი მალინა და ა.შ. მომგებიანი ბიზნესია, რადგან ხილს როცა ვჭრით, ნათალისგან
ვამზადებთ არაყს, ხილი რომელიც არ ივარგებს ჩირისთვის, იმისგან ტყლაპს ვაკეთებთ . დღესდღეისობით
საქართველოში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქცია გვაქვს” აცხადებს ქალბატონი დარეჯანი

3. ჰეშკილის ქოხები

დიდი ხნის წინ სოფელ ჰეშკილში პირველად აშენდა პატარა ხის სახლი, სადაც მეპატრონეები ატარებდნენ
ცხელ ზაფხულს საქონელთან ერთად, იმ დროს არავინ არ იცოდა ამ ადგილის შესახებ და შესაბამისად
ტურისტებიც ცოტანი იყვნენ, ერთ დღეს სტუმრად ეწვივნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა
მასპინძლებმა მიიღეს, გაუმასპინძლდნენ და სწორედ ამ დღის შემდეგ გადაწყვიტეს ეს ყველაფერი ექციათ
ბიზნესად, როდესაც იწყებდნენ საქმიანობას შეხვდათ მრავალი სახის პრობლემა, რომელიც დიდ ფინანსებთან
იყო დაკავშირებული, საჭირო დახმარებისთვის მიმართეს “აწარმოე საქართველოში”-ის პროექტს, შემოიყვანეს
სასმელი წყალი, სველი წერტილები, ელ.ენერგია. მალევე ააშენეს სხვა დამატებითი ქოხებიც, დღესდღეისობით
ჰეშკილის ქოხები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა კატეგორიის უცხოელ და ადგილობრივ
დამსვენებლებს შორის.

წარუმატებელი ბიზნეს საქმიანობა

კომპანია DOVE
Dove-ის წარუმატებელი რეკლამა ყველაზე ახალი სკანდალია. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებამ რასისტული მესიჯი
მიიღო. ჰიგიენური პროდუქტის ნახევარწუთიან სარეკლამო ვიდეორგოლში ჩანს შავკანიანი ქალი ,
რომელიც Dove-ის პროდუქტის დახმარებით თეთრკანიან ქალად „გადაიქცევა”. საზოგადოებამ რეკლამა
ძალიან სწრაფად აიტაცა და გააკრიტიკა. ვიდეოში თეთრკანიანი ქალი შავკანიანისაგან განსხვავებით
სისუფთავესა და წესრიგთან არის ასოცირებული, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი მესიჯია . კომპანიამ მალევე
მოიხადა ბოდიში და რეკლამა აიღო სოციალური ქსელის გვერდებიდან. რა იყო მათი რეალური მესიჯი და
მიზანი, უცნობია, რის გამოც Dove-ის ბოდიში საზოგადოებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ბრენდი ჯერ
კიდევ კრიტიკის სამიზნეა

You might also like