You are on page 1of 2

ბრიფი N3

თათუკა დოლიძე

„კომპიუტერის მიერ შექმნილი რეალობები საყოველთაო ხდება“

კოვიდ-19-ის პანდემიამ და კრიზისულმა მდგომარეობამ ადამიანები გვაიძულა,


ერთიმხრივ, დაგვეხვეწა ვირტუალური რეალობები და, მეორემხრივ, მათ სწრაფად
შევგუებოდით; სხვადასხვა კომპიუტერული თამაშის ვირტუალურ სამყაროებში მართავენ
ადამიანები საქორწილო დღესასწაულებს, დაბადების დღის წვეულებებს, გამოსაშვებ
საღამოებსა და კონცერტებს. ონლაინ-საკომუნიკაციო აპლიკაციის „თიმსის“ დანამატი
სახელწოდებით „ერთად“ კი მონაწილეებისათვის სასურველ ვირტუალურ სივრცეს ქმნის,
მაგალითად, ოფისისას.

ტექნოლოგიების წყალობით, გარდა იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ვირტუალურ


სამყაროებში, ისინიც იჭრებიან რეალურ სამყაროებში. ასეთ რეალობას ინგლისურენოვან
სამყაროში „Augmented Reality”-ის სახელით იცნობენ და მის განსაცდელად თანამედროვე
სმარტფონები ან სპეციალური მოწყობილობებია საჭირო.

ბევრისათვის, VR და AR გასართობ ინდუსტრიებთან ასოცირდება, თუმცა, PWC-ის


თანახმად, 2030 წლისთვის ისინი სამყაროს ეკონომიკას $1.5 ტრილიონს შემატებენ, გაზრდიან
რა პროდუქტიულობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, ინჟინერია, ლოჯისტიკა,
გართობა და სხვა.

ვირტუალური რეალობის განვითარებას ხელი შეუწყო ე.წ. „game engine”-ის


ხელმისაწვდომობამ, რომელიც ვირტუალური სამყაროს შიგნით ლოგიკისა და წესების
დამყარებაზეა პასუხისმგებელი. უწინ ყოველი ახალი თამაშის შესაქმნელად ახალი game
engine-ის შექმნა იყო საჭირო, 1996 წლიდან კი Quake Engine-ის გამოყენება შეუძლია ყველა
თამაშის შემქმნელს (ლიცენზიით). ასე რომ, მათ საშუალება მიეცათ, ფოკუსირებულიყვნენ
თამაშის კრეატიულ მხარეებზე: დიზაინზე, ნარატივზე და პერსონაჟებზე და აღარ
დაეხარჯათ დრო თამაშის შიგნით ლოგიკის შესაქმნელად. დღესდღეობით ორი ყველაზე
დიდი game engine-ს Unity და Unreal წარმოადგენენ.
ტექნოლოგიის სფეროში მომუშავეებისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი
კომპლექსური, ვირტუალური სოციალური სივრცის შექმნა (ე.წ. „Metaverse”), რომელშიც
ადამიანებს სამსახურში წასვლა, თამაში, შოპინგი ან უბრალოდ დროის გატარება შეეძლებათ.

სტატია საინტერესოდ მიმაჩნია. დაწერილია გასაგებ ენაზე მათთვისაც კი, ვისთვისაც


ეს სფერო სრულიად უცხოა. თავად საკითხიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგანაც, ვფიქრობ,
მალე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს მოგვიწევს,
გადავაფასოთ, თუ რა კონტექსტში ვხმარობთ ზედსართავ „რეალურს“.

You might also like