You are on page 1of 2

თათუკა დოლიძე

ბრიფი N4

„თავისუფალი გაცვლა - შესაძლოა, ჭკვიანი ადამიანების ჭარბი რაოდენობა საფრთხეს


წარმოადგენდეს?“

პლატონის ნაშრომებიდან დაწყებული არასტაბილურობა ნეგატიური კონტექსტის


მატარებელია სამყაროს დასავლეთ ნაწილში და, შესაბამისად, არაერთი თეორია არსებობს
სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში ამ ფენომენის - ცვლილებისა და არასტაბილურობის -
ასახსნელად. დისციპლინას, რომელიც ისტორიულ ცვლილებებს შეისწავლის მათემატიკის
გამოყენებით კლიოდინამიკა ჰქვია და პიტერ ტურჩინი ამ დისციპლინის ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული წარმომადგენელია. მან 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველა შეერთებული
შტატებისა და აღმოსავლეთ ევროპის არასტაბილური პერიოდი 2020-იან წლებში. მართლაც,
შეერთებული შტატების საზოგადოება დღეს ისევე პოლარიზებულია (დემოკრატები და
რესპუბლიკელები ემტერებიან ერთმანეთს), როგორც 1900-იან წლებში. ტურჩინის
მოსაზრებით, საზოგადოებებისათვის არასტაბილურობა ყოველ 50 წელიწადშია
დამახასიათებელი. თუმცა, მთავარ შეკითხვას წარმოადგენს, თუ რა განაპირობებს
პოლიტიკურ არამდგრადობას?

ტურჩინი მარქსისტი თეორიტიკოსია და ისტორიულ დინამიკას კლასთაშორისი


დაპირისპირებით ხსნის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთმანეთს ებრძვის არა პროლეტარიატი
და ბურჟუაზია, არამედ - ელიტები. დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს:
მაგალითად, რწმენა იმისა, რომ შენ იმსახურებ საზოგადოების ელიტური ნაწილისათვის
მიკუთვნებულობას და არა - სხვა. დაპირისპირებები ელიტებს შორის ძლიერდება და მათი
რაოდენობაც იზრდება, რასაც ტურჩინი განათლების ხელმისაწვდომობით ხსნის.
განათლებული ადამიანები ჯანყდებიან და ერთმანეთს პოლიტიკური და ეკონომიკური
ძალაუფლებისათვის ეჯიბრებიან. ამავე თეორიის ჭრილში ხსნის იგი საფრანგეთის
რევოლუციას (დაპირისპირება განათლებულ კლასსა და მიწათმფლობელთა შორის) და
ევროპის 1848 წლის რევოლუციებს. რომ შევაჯამო, მეტი ადამიანი უნივერსიტეტში
გულისხმობს საზოგადოებაში ელიტური ნაწილის ზრდას, რომლებიც, თავის მხრივ,
ერთმანეთთან კონკურენციით არასტაბილურ მდგომარეობას უდებენ სათავეს
საზოგადოებაში.

შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც


ისეთ პროფესიებს ეუფლებიან, რომელთა საჭიროებაც საზოგადოებაში ნაკლებად არის.
მაგალითად, ამერიკაში ყოველწლიურად 25 000-ით მეტი ადვოკატია, ვიდრე „საჭიროა“,
ხოლო დიდ ბრიტანეთში კურსდამთავრებულთა 30% თავის სამსახურთან შედარებით
„ზედმეტად განათლებულია“. უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ხშირად
არაპრაქტიკულია და მხოლოდ და მხოლოდ ელიტური კლასების ჩამოყალიბებას უწყობს
ხელს, რომლებიც რადიკალური შეხედულებებისკენ არიან მიდრეკილნი.
ტურჩინის აზრით, პოლიტიკური არასტაბილურობა ნელ-ნელა ჩაცხრება და ადრე თუ
გვიან ადამიანები სტაბილურობის ძიებას დაიწყებენ. კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ
მხარდაჭერა პოპოლისტური მემარცხენე და მემარჯვენე პარტიების მიმართ ევროპაში
იკლებს. სტაბილურობის დამყარების ერთ-ერთ გზას, ასევე, წარმოადგენს ელიტური
კლასების ფორმირების ხელისშეშლა (პროფესიული განათლების მხარდაჭერით).

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ტურჩინის თეორია, რომ პოლიტიკური


არასტაბილურობა დიდწილად ელიტათაშორისი დაპირისპირებებით არის გამოწვეული,
საინტერესოა, თუმცა, ამგვარი გრანდთეორიების მინუსს ის წარმოადგენს, რომ
შეუძლებელია, ისტორიულ პროცესზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის გათვალისწინება
და, შესაბამისად, უტყუარი დასკვნების გამოტანა მომავალზე. თანაც, ისიც
გასათვალისწინებლია, რომ თუკი ერთი საზოგადოების შიგნით ერთი თეორია „მუშაობს“, ეს
არ გულისხმობს იმას, რომ ის უნივერსალურია.

You might also like