You are on page 1of 2

ჯონ სტიუარტ მილი

კახა თავართქილაძე

ჯონ სტიუარტ მილი XIX - საუკუნის ერთ - ერთი გამორჩეული ინგლისელი მოაზროვნეა ,
აღსაიშნავა ის ფაქტი რომ ჯონ სტიუარტ მილი სრულიად განსხვავებულად აღიზარდა , რაც
არ უნდა გასაკვირი იყოს , მას არ მიუღია განათლებ არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში ,
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას , რომ ის იყო გაუნათებელი , პირიქით ის ძაან
განათლებული იყო რაც მამამისის დამსახურებაა . ჯონ სტიუარტ მილს სხვა ნაშრომებთან
ერთად ეკუთვნის „ თავისუფლების შესახებ „ . ის ამ ნაშრომში განიხილავს ტირანიას ,
დისკუსიას , მედიას და სხვა საკითხებს , მე შევეცდები რამდენიმე მათგანზე ჩემეული
ხედვები ჩამოვაყალიბო .

ჯონ სტიუარტ მილი უმრავლესობის ტირანიას გამოყოფს სხვა ტირანიებისაგან და


თვლის , რომ უმრავლესობის ტირანია სხვებისაგან განსხვავებით უფრო საშინელია . ჯონ
სტიუარტ მილის აზრით როდესაც საზოგადოება თავად შეადგენს ტირანიის ჯგუფის
ნაწილს ისინი უფრო საშინლად ანხორციელებენ ტირანიას , ვიდრე პოლიტიკური ძალები ,
მართალია უმრავლესობის ტირანია არ მოიცავს სასჯელის უკიდურეს ზომებს , თუმცა ის
სულში უძვრება ადამიანს და იმონებს მას . ჯონ სტიუარტ მილის აზრით საზოგადოებრივი
ტირანიის არსებობის ერთ - ერთი მიზეზი უნდა იყოს გაბატონებული შეხედულებები და
გრძნობები , შესაბამისად თუ გვინდა თავიდან ავიცილოტ საზოგადოებრივი ტირანა , მაშინ
უნდა აღმოვფხვრატ ზემოთხსენებული პრობლემები , გაბატონებული შეხედულებები და
გრძნობები .

როგორც ყოველთვის და ყველგან , სოციალური კონტროლისა და ინდივიდუალური


დამოკიდებულების შორის ბალანსის დასაცავადაც , ჯონ სტიუარტ მილის აზრით
გვჭირდება კანონი . უპირველესად მათ შორის ბალანსი კანონმა უნდა დაიცვას , ხოლო
არსებობს ისეთი გარემოებები და საკითხები სადაც არ არსებობს კანონი და წესი , აქ კი
საზოგადოებამ თავად უნდა შექმნას წესრიგი , თავად უნდა დააწესოს , ოღონდ სწორად , ისე
როგორც საზოგადოების ქცევითი პრონციპულ საკითხებს შეეფერება . თავდაცვა არ არის
დანასაული , თავდაცვის მზნით დასაშვებია კოლექტივი ან საზოგადოებრივი ჯგუფი
ჩაერიოს მის რომელიმე წევრის ქმედების თავისუფლებაში , ამ შემთხვევასი არიქნება ეს
დანასაული რადგანაც , ეს ყველაფერი თავდაცვის მიზნით მოხდა .

ჯონ სტიუარტ მილს მედიის და დისკუსიის თავისუფლებად მიაჩნია ის გარემოება , რომ


მთავრობა არ ერევა მედიის გადაწყვეტილებებში და მათ აზრს არ ეხება . ამ შემთხვევაში
მედია არის თავისუფალი და აზროვნებს როგორც თავისუფალი , არ უხდება რეცენზირების
გავლა და გაფილტვრა , ის წარმოადგენს ხალხის აზრს და ტავისუფლად აფიქსირებს
რეალობას . სწორედ ასე მიაჩნია ჯონ სტიუარტ მილს , მისი აზრით არ არსებობს იმის
საშიშროება , რომ მთავრობა ჩაერევა მედიის საქმიანობაში და მათ ხელხს შეუშლის ,
იაზროვნოს თავისუფლად . თავისუფალი მედია წარმოადგენს ჯანმრთელ დისკუსიას ,
ხალხი მსჯელობს იმ საკითხზე რაც მათ აწუხებთ და რისი გამოსწორებაც სურთ .
თავისუფალი მედიის არსებობის დროს კი მთავრობაც განიხილება , როგორც ჩვეულებრივი
ადამიანები და ისინი თანასწორი არიან , აზროვნების , ფიქრის , და აზრის გამოთქმის
მომენტში .

გამოყენებული ლიტერატურა.

ჯონ სტიუარტ მილი “ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში . თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა

You might also like