You are on page 1of 6

ადამ სმითი, ჯერემი ბენთამი და რაციონალური არჩევანის თეორია

ადამ სმითმა პირველმა წამოჭრა რაციონალური არჩევნის თეორია, შემდეგ ჯერემი ბენთამმა
მისი აზრები განავრცო. სმითს მიაჩნდა, რომ იმ არჩევანს, როგორიცაა რა იყიდოს, რა
კარიერას მისდიოს ადამიანი აკეთებს რაციონალური გათვლების საფუძველზე. ადამიანები
პირველ რიგში, ითვალისწინებენ საკუთარ ინტერესებს და არ ფიქრობენ საზოგადოებაზე. იმ
არჩევანს აკეთებენ რაც მათთვის იქნება სარგებლის მომტანი და არ აინტერესებთ რა
უარყოფითი გავლენის მოტანა შეუძლია ამას სხვებისთვის. სმითს მიაჩნდა, რომ ეს
საბოლოოდ საზოგადოებას სიკეთეს მოუტანდა, რადგან ეს საქონლის ფეტიანი წარმოეა იყო
და საზოგადოების სიმდიდრეს გაზრდიდა. ასეთი კონკურენცია მუშაობს, როგორც
,,უხილავი ხელი’, რომელიც არეგულირებს წარმოებას და მქსიმუმამდე ზრდის მოგებას.
სმითს ამაში ბენთამი არ ეთანხმება. მისი აზრით, საზოგადო სიკეთის მოტანა მხოლოდ
დაგეგმილ სამთავრობო ქმედებას შეუძლია, რასაც იგი ,,ხილულ ხელს’’ უწოდებს. მისი
აზრით, მთავრობა უნდა ჩაერიოს საზოგადოების პირთა შორის თანამშრომლობაში,
წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება კონფლიქტი, რადგან ზოგი ეცდება გამდიდრდეს სხვების
ხარჯზე. რაციონალური არჩევნის თეორია ძალიან მნიშვნელოვანია სოციოლოგიაში, რადგან
იგი ხაზს უსვავს თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ არჩევანს საზოგადოების
ფორმირებაში. თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო პოლიტიკის
ანალიზისთვის, როცა ვადგენთ ვინ მოიგებს ან წააგებს ახალი სახალხო პროგრამის
ჩატარების შედეგად.

მარქსი კლასობრივი კონფლიქტის შესახებ და კაპიტალიზმის სტრუქტურა

მარქსის სოციალური თეორიის მთავარი თემა იყო საზოგადოების დაყოფა დაპირისპირებულ


კლასებად. მისი აზრით, ეს კონფლიქტი განაპირობებდა ყველანაირი სოციალური ცხოვრების
ბუნებას. კაპიტალისტურ საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი კლასები იყვნენ
კაპიტალისტები ანუ ბურჟუაზია და პროლეტარიანტები ანუ მუშები. მათი ინტერესები
სრულებით ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. კაპიტალისტები მოგების გაზრდას
ცდილობდნენ პროლეტარიატის ექსპლუატაციის ხარჯზე და არ უმატებდნენ მათ ჯამაგირს.
მუშები კი ამის გამო იძულებულნი იყვნენ დაუფლებოდნენ წარმოების საშუალებებს,
დაეარსებინათ უკლასო საზოგადოება, რომელშიც სიმდიდრეს თანაბრად გაინაწილებდნენ.
მარქსის აზრით ამგვარი სოციალური ღირებულებების გამო ბრძოლა გარდაუვალია.
კლასობრივი კონფლიქტი კაპიტალისტური სისტემის შინაგანი თვისება და ,,ისტორიის
მამოძრავებელი ძალაა’’. მარქსს მიაჩნია რომ სოციალური სტრუქტურა შობს კულტურასაც.
მაგალითად შუა-საუკუნეების სოციალურმა სტრუქტურამ შექმნა მტიცე რელიგიური რწმენა,
ხოლო კაპიტალისტურმა სტრუქტურამ შექმნა ინდივიდუალიზმი და მეცნიერული ხედვა.
მუშებს ძალაუფლების მოპოვებისთვის უნდა შეექმნათ კავშირები და პოლიტიკური
პარტიები, ეს კი კულტურულ ცვლილებას ნიშნავს. მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ
კლასობრივი ცნობიერება და საერთო ინტერესები და პრობლემები აღმოეჩინათ. წინააღმდეგ
შემთხვევაში ელიტა გამოიყენებდა თავის ძალაუფლებას და პროლეტარიატს
ჩამოუყალიბებდა მცდარ წარმოდგენებს, რაც ხელს შეუშლიდა მათ რეალობის დანახვაში.
ამიტომ მარქსი მათ მოუწოდებდა რევოლუციისენ, მართვის სადავეების ხელსი ჩაგდებისენ
და სოციალური სტრუქტურის შეცვლისკენ. მარქსის აზრით, ადამიანები რომლებიც სუსტი
არიან, როგორც ცალკეული ინდივიდები, ძლიერდებიან სოციალური ორგანიზებულობის
შედეგად.

დურკჰაიმი სოციალური სოლიდარობის შესახებ

დურკჰაიმი არ ეთანმხებოდა მარქსს კლასობრივი დაყოფის გარდაუვლობაში და


ეკონომიკისთვის, როგორც სოციალური სტრუქტურის ბაზისთვის დიდი მნიშვნელობის
მინიჭებაში. მაგრამ იზიარებდა მარქსის აზრს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ადამიანებს
ერთად კრავენ და ამას სოციალურ სოლიდარობას უწოდებდა. მისი აზრით, სოციალური
სოლიდარობის გასაღები ფუნქციური ინტეგრაციაა. არსებობს სოციალური სოლიდარობის
ორი ფორმა: მექანიკური და ორგანული. მექანიკური სოლიდარობის საფუძველი საზიარო
შეხედულებები, ღირებულებები და ადათ-წესებია. ეს აკავშირებს პატარა და ტომობრივ
საზოგადოებებს, რომლებშიც ყველას ერთნაირი შეხედულებები და საქმე აქვს. ორგანული
სოლიდარობის საფუძველია შრომის რთული განაწილება. იგი აკავშირებს დიდ და
თანამედროვე საზოგადოებებს. თანამედროვე საზოგადოებაში თითოეული ადამიანი ფულს
შოულობს სამუშაოდან, შემდეგ ფულს იყენებს პროდუქტების შესაძენად, რომლის
წარმოებაშიც ჩართულია ათასობით სხვა ადამიანი. მსგავსი სოციალური კავშირები ძალიან
ძლიერია. ამ ადამიანებს არსებობისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. ფუნქციური ინტეგრაცია
ყველაზე დიდია იმ თანამედროვე საზოგადოებებში, რომლებიც ეფუძნებიან ორგანულ
სოლიდარობას. დურკჰაიმის აზრით, საზოგადოება ქმნის ერთ მთლიანობას და
საზოგადოების კვლევა ინდივიდებისგან განსხვავებით სხვა დონეზე უნდა ჩატარდეს.
მაგალითად, როგორც ადამიანის მთლიანი ორგანიზმი შეკრულა მისი ნაწილების
ურთიერთდაკავშირებული ფუნქციონირებით, ასევეა საზოგადოებაც. იგი ერთ მთლიანობად
იქცევა ადამიანების ურთიერთ კავშირით. დურკჰაიმის აზრით, საზოგადოების შეკვრაში
კულტურაც თამაშობს როლს. მაგალითად რელიგიური წირვა არა მხოლოდ ღმერთის
სადიდებელია, არამედ საზოგადოებას შორის სოციალური კავშირების გაღრმავებას უწყობს
ხელს. დურკჰაიმის მთავარი წვლილი სოციოლოგიაში ის იყო, რომ მან ფართოდ განსაზღვრა
კულტურა, სოციალური სისტემა და ფუნქციური ინტეგრაცია.

ვებერი რაციონალიზაციისა და სტატუსის შესახებ

დურკჰაიმისგან განსხვავებით, ვებერი ამბობდა, რომ სოციალური ფაქტები არის


ინდივიდების სოციალურ მოქმედებათა დაჯამებული შედეგი. სოციოლოგიური ახსნა-
განმარტებების გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ ადამიანების სუბიექტური ინტერესები.
რაციონალური არჩევანის თეორია ხაზს უსვამს ადამიანების ობიექტური ინტერესების
ანალიზს. ვებერი კი მათ სუბიექტურ გაგებასა და მოტივაციას ანიჭებდა უპირატესობას. მისი
აზრით სოციოლოგები უნდა დააკვირდნენ ადამიანების სუბიექტურ აზრებსა და გრძნობებს,
რომლებიც კონკრეტულ მოქმედებას განაპირობებს და ინტერპრეტაცია გაუკეთონ მას.
ვებერის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება იყო სოციალური
ინსტიტუტების მზარდი რაიონალიზაცია - ადამიანები მოქმედების გადაწყვეტილებების
მიღებამდე აფასებენ მოქმდების შესაძლო შედეგებს. მეცნიერების გაძლიერება, მტავრობების
შექმნა, კაპიტალიზმის დაბადება - ყველა ეს მიუთითებდა რაციონალიზმისკენ
მიდრეკილებაზე. მარქსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეკონომიკის გავლენას სოციალურ
მოქმედებაზე. ვებერის აზრით, კი კულტურის გავლენა უფრო მნიშვნელოვანია. იგი
კაპიტალიზმს განიხილავდა, როგროც კულტურული ცვლილებების პროდუქტს,
განსაკუთრებით კი ცვლილებებს რელიგიურ შეხედულებებში. მისი აზრით.
პროტესტანტულმა რეფორმაციამ საფუძველი ჩაუყარა აპიტალიზმს, რადგან იგი წინა
პლანზე აყენებდა შრომას. ვებერის შეხედულებით, ადამიანთა ულტურული იდეები
გავლენას ახდენს მათ მოქმედებაზე და განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას,
რომელიც მოიცავს ეკონომიკურ სისტემას. ამგვარად, კულტურულ ცვლილებებს მოჰყვება
ეკონომიკური ცვლილებები. მარქსი კი ამას პირიქით თვლიდა. მარქსის მსგავსად, ვებერიც
მიიჩნევდა, რომ ძალაუფლება და ონფლიქტი სოციალური ცხოვრბების განუყრელი
ნაწილებია. მაგრამ მასეონომიკა არ მიაჩნია ძალაუფლების განსმსაზღვრელად. იმის
განსასაზღვრად, ადამიანები სოციალური იერარქიის რომელ საფეხურს მიეკუთვნებიან
ხშირად ყურადღებას ავქცეთ რასას, რელიგიას და პირად გემოვნებას. მაგალითად, ამერიკის
შეერთებულ შტატებში, მუშათა კლასის თეთრკანიანი წევრები იმის მაგივრად, რომ
პოლიტიკურაად გაერთიანებულიყვნენ და გაეუმჯობესებინათ თავიანთი ეკონომიკური
მდგომარეობა, შეეცდებოდნენ შავკანიან მუშებზე უფრო მაღალი სტატუსი შეენარჩუნებინათ.

ჰერბერტ მიდი და სიმბოლური ინტერაქციონიზმი

ჰერბეტ მიდი და ვ.ი თომასი არიან სოციოლოგიის ამერიკული სკოლის (სიმბოლური


ინტერაქციონიზმი) დამაარსებელნი. მათი აზრით, ადამიანის ქცევა გამომდინარეობს არა
სიტუაციის ობიექტური ფაქტიდან, არამედ მათი შეხედულებებიდან. მაგალითად, თუ
ადამიანი ქუჩას მიიჩნევს სახიფათოდ ღამე სიარულისთვის, მაგრამ სინამდვილეში რეალური
დანაშაულის დონე არ არის ასეთი მაღალი. თუ ადამიანი თავისი პირადი შეხედულების გამო
არ გავა ღამე გარეთ მის საქციელს ობიექტური ფაქტი არ განსაზღვრავს. მიდი ასევე ამბობდა,
რომ ადამიანები საკუთარი თავის შესახებ შეხედულებას იმის მიხედვით ქმნიან, თუ როგორ
რეაგირებენ სხვები მათზე. რა თქმა უნდა, ადამიანის აზრებს პირდაპირ ვერ გავიგებთ,ა
მიტომ ეს ხდება სიმბოლოების საშუალებით: სიტყვებით, ჟესტებით, სახის
გამომეტყველებით, ხმის ინტონაციით და ა.შ. ამგვარად, ადამიანური ქცევის უმეტესი
ნაწილი სიმბოლური ინტერაქცინიზმითაა განპირობებული. სიმბოლური
ინტერაქციონისტები შეისწავლიან ყოველდღიურ ქცევას. მაგალითად როცა მოსწავლეს სურს
მასწავლებელს დაუსვასვ კითხვა, დაელოდება შესაფერის მომენტს და დააკვირდება
მასწავლებლის მოქმედებას. თუ მასწავლებელი გაიღიმეს და მოსწავლისენ ოდნავ
გადაიხრება, მოსწავლე იფიქრებს, რომ მოუწონა შეკითხვა და თავდაჯერებულად
გააგრძელებს საუბარს. თუ მასწავლებელი ხშირად იყურება ფანჯრიდან, როცა მოსწავლე
ლაპარაკობს მოუთმენლობის ნიშნად მიიღებს და სწრაფად დაასრულებს ლაპარაკს. ასეთი
სიგნალების გაცვლა და აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრებისთვის.
ვ. ე. ბ. დუბუა ორმაგი ცნობიერების შესახებ

დებუას სოციოლოგიურ ნააზრევში სამი თემა დომინირებდა. პირველია ორმაგი


ცნობიერების იდეა. იგი ხაზს უსვამდა შავანიანობისა და ამერიკელობის კონკრეტულ ორმაგ
ცნობიერებას. მისი აზრით, ორმაგი ცნობიერება არ არის რაღაც რაც შეიძბე დაძლეული იყოს
ერთი მხარის არჩევით. იგი სოციალური კონფლიქტის ანარეკლია და ამიტომ სოციალურ
გამოცდილებასთან გამკლავების მნიშვნელოვანი მექნაიზმია. ადამიანებმა უნდა მონახონ ამ
ორი მე-ს გაერთიანების გზები, რათა მოიპოვონ უფრო ძლიერი პიროვნული იდენტობა .
საზოგადოებამ ეს სხვაობები უნდა გამოიყენოს შემოქმედებითად, რომ ყველა ადამიანი
იძულებული არ იყოს დაექვემდებაროს ერთსა და იმავეკულტურულ ფორმას. დებუას მეორე
თემაა კოლექტიური ბრძოლა. მისი აზრით, კულტურა და სოციალური სტრუქტურა
ოლექტიური ბრძოლის შედეგად იცვლება. მაგალითად, რასის ცნება და ადმიანების დაყოფა
რასებად კანის ფერის მიხედვით წინასწარ კი არ არის მოცემული, არამედ სოციალური
მოქმედებისა და კულტურული გავლენების შედეგია. დებუა გამოყოფდა ბრძოლის სამ
სფეროს: სამუშაოს, კულტურასა და თავისუფლებას. იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი
საზოგადოება, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სამივე ფაქტორს. მესამე თემის მიხედვით,
ადამიანები იბრძვიან არა მხოლოდ გადარჩენის მიზნით, არამედ
იდეალებისგანხორციელებისთვისაც. სხვადსხავ ცივილიზაცია გვტავაზობს ცხოვრების
სხვადსხვა წესს, სხვადასხვა იდეალებსა და მათი ასრულების სხვადასხვა ხერხები. დებუას
აზრით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან ვისწავლოთ. მაგალოთად, როგორც აფრო-
ამერიკულმა ჯაზმა გავლენა იქონია რეგეს განვითარებაზე იამაიკაში, ორივემ ერთად კი -
ჰიპ-ჰოპზე, რეპზე და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებზე ამერიკასა და ბრიტანეთში.
მუსიკოსები ასახავენ არა მხოლოდ ერთ ულტურას, არამედ მრავალი სხვა კულტურის
გავლენას. ასე ქმნიან ისინი ერთ ახალ მთლიანობას.

ფემინიზმი და კლასიკური თეორიის საზღვრები

მე-18 საუკუნის მიწურულს ინგლისელმა ქალმა ემრი უოლსტონრაფტმა აღნიშნა, რომ


სოციალური და პოლიტიკური უფლებების თეორიები ჩამოყალიბებული იყო მთლიანად
მამაკაცის პერსპექტივიდა. მან გამოსცა ,,ქალების უფლებები’’. მისი შვილი იყო მერი შელი.
ფემინისტებმა გამოავლინეს მიკერძოებულობა და დამახინჯებები სოციოლოგიის პირველად
თეორიებში. როგორც დოროთი სმითმა აჩვენა, სოციოლოგია ჩამოყალიბდა იმ სფეროებში
რაც მამაკაცებს აინტერესებდათ: მთავრობა, ეკონომიკური ბაზარი, რელიგია, იერარქცია,
ორპორაციები და სხვა. მათ ყურადღება არ მიაქციეს ოჯახურ ცხოვრებას. მამაკცებმაცოტა რამ
თუ იცოდნენ პირადი სამყაროს შესახებ. ამგვარად გაჩნდა შეუსწავლელი საკითხები და
მიკერძოებულობა ცნებებთანმიმართებებში. მაგალითად, ეკონომისტები სიტყვა სამუშაოს
იყენებდნენ მხოლოდხელფასიან სამუშაოსთან მიმართებაში და ყურადღებას არ აქცევდნენ
სახლის სამუშაოს, რომლებსაც ქალები ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ სმითმა შემოიტანა
რასობრივი მიკერძოებულობა, რადგან მან აღწერა თეთრკანიანი ქალების ცხოვრება,
შავკანიანი ქალების ცხოვრება კი განსხვავებული იყო. სოციოლოგია განვითარდა და
გაუმჯობესდა ფემინისტური თეორიების გათვალისწინებით.

You might also like