You are on page 1of 20

ენტონი გიდენსი

ინფორმაცია, რეფლექსია და კონტროლი

1. ენტონი გიდენსი – თეორიული მემკვიდრეობა

2. ორგანიზაცია, მეთვალყურეობა და კონტროლი

3. თანამედროვე საზოგადოების პარადოქსები

4. ერი-სახელმწიფო, ძალადობა და თვალთვალი

5. ომის წარმოების ინდუსტრიული წესიდან ინფორმაციულ წესამდე

6. თვალთვალი, დაკვირვება და ნაციონალური უსაფრთხოება

7. ადამიანის უფლებების რეჟიმი

8. თვალთვალის სისტემები და მოქალაქის უფლებები

9. თვალთვალთან, დაკვირვებასთან დაკავშირებული რისკები

10. თვალთვალი კორპორაციის მხრიდან.

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: რადიკალური მოდერნიზაცია, სოციალური კავშირების


”ინფორმატიზაცია”, მოდერნული(თანამედროვე) საზოგადოება, თვალთვალი და ძალადობა,
ეროვნული სახელმწიფო და ომი.

ენტონი გიდენსი არის ძალიან ცნობილი სოციოლოგი, რომელიც ბრიტანეთში, გასულ


საუკუნეში (1938წ) დაიბადა. მისი მიზანი იყო თავიდან დაეწერა საზოგადოების თეორია და
”თანამედროვეობის(Modern) შესახებ” არსებული წარმოდგენებისთვის გადაეხედა. ის შეუდგა ამ
სამუშაოს და გასაოცარი შემოქმედებითი შესაძლებლობები აღმოაჩნდა: ის აკრიტიკებდა
შექმნილ კონცეფციებს და ახალი მიდგომების ფორმულირებას ახდენდა, რომლებიც
მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ხსნიდნენ. 1980-იან წლებში მან ჯერ სტრუქტურიზაციის
თეორია შეიმუშავა, შემდეგ კი ”რეფლექსური მოდერნიზაციის” გაგების კვლევას შეუდგა. ასევე
მას ეკუთვნის მესამე გზის პოლიტიკა, თუმცა მისი პოლიტიკასთან ურთიერთობა დიდი ხნით
ადრე დაიწყო. ეს თავი ეძღვნება გიდენსის იდეებს, რომლებიც დაგვეხმარება ინფორმაციას
სრულიად ახალი, მოულოდნელი კუთხით შევხედოთ. ამ თავში ჩვენ არ მაქვს პრეტენზია, რომ
ყველა მის შეხედულებას ამოვწურავთ, უფრო ინფორმაციის განვითარების ტენდენციების
ანალიზს გავაკეთებთ და მის იდეებს იმდენად დავეყრდნობით, რამდენადაც ისინი ჩვენთვის
გასაგები იქნება.
ინფორმაციული საზოგადოების შესახებ გიდენსი ცოტას წერდა. ამ საკითხის განხილვა მას არ
აინტერესებდა. ის ასეთი საზოგადოების იდეას სკეპტიკურად უყურებდა. მისი აზრით, დღეს
ჩვენ „რადიკალური მოდერნიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ. ის ამტკიცებს: „ჩვეულებრივ
ვარაუდობენ, რომ ჩვენ შევდივართ ინფორმაციის ახალი ეპოქაში, სინამდვილეში კი
თანამედროვე საზოგადოება „ინფორმაციული“ მისი შექმნისთანავე იყო“ (გიდენსი 1987). ანუ
მნიშვნელობა, რომელიც ინფორმაციას მიეწერება, მას უკვე ღრმა წარსულშიც ჰქონდა.
ის კი, რომ დღეს ინფორმაციას უფრო მეტი ღირებულება აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ
დაინგრა ერთი სისტემა და გაჩნდა სხვა, (ამას ამტკიცებდა დანიელ ბელი, როცა
პოსტინდუსტრიული საზოგადოების გაგება შემოჰქონდა.) გიდენსი თვლის, რომ თანამედროვე
საზოგადოებაში სოციალური კავშირების „ინფორმატიზაცია“ მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ჩვენ ახალ „ინფორმაციულ საზოგადოებას“ ვუახლოვდებით.

თეორიული მემკვიდრეობა

გიდენსი თავს კლასიკური თეორეტიკოსების-მარქსის, დიურკემის და ვებერის მიმდევრად


მიიჩნევს. როგორც ეს დიდი სამეული, გიდენსიც ცდილობს იმ ცვლილებების ერთობლიობა
ახსნას, რომლებიც მე-17-ე საუკუნეში მოხდა, და რასაც ახალ დროში გადასვლას უწოდებენ.
სოციოლოგიის მიზანი და მისი წარმოშობაც, სწორედ ამ გადასვლასთან, ანუ ძველსა და ახალს
შორის განხეთქილებასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ”ტრადიციული” საზოგადოების
ადგილზე ახალი - თავისი ქარხნული წარმოებებით, ბიუროკრატიით, ურბანიზაციით,
მეცნიერებით, ბუნების მიმართ ახალი დამოკიდებულებით, საზოგადოებრივ
ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში ბევრი ნოვაციით - საზოგადოება
შეიქმნა, რასაც დღეს ჩვენ მოდერნიზაციას და მოდერნულ(თანამედროვე) საზოგადოებას
ვუწოდებთ.

მაგრამ ის სოციოლოგიის მამების ახსნებს არაადეკვატურად მიიჩნევს. მარქსისთვის ახალი ერა


კაპიტალიზმის გაჩენიდან იწყებოდა, დიურკემისთვის მთავარი ინდუსტრიალიზაცია,
ვებერისთვის კი რაციონალიზმი იყო. ეს გიდენსის თვალსაზრისით არასწორი კი არა ზედმეტად
ადვილია. არსებობს კიდევ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც კლასიკოსებმა ან არ დააფასეს ან
უგულებელყვეს. გიდენსი თანამედროვე(მოდერნული) სამყაროს ორ თავისებურებას:

თვალთვალს და ძალადობას ერთის მხრივ,

მეორე მხრივ კი ერი- სახელმწიფოს და ომს -- გამოყოფს.

რა თქმა უნდა თავის კრიტიკაში გიდენსი წინამორბედთა, მაგ.ფუკოსა და ვებერის მოსაზრებებს


ეყრდნობა. გიდენსის აზრით, ომების როლი იმდენად დიდია ცვლილებებში, რომ მათი
განხილვა ომის როლის გარეშე აბსურდულიც კი არის. მისი მოსაზრებები ჰერბერტ სპენსერის,
ნეომაკიაველიზმის იდეებს, რომლებსაც პარეტო და მოსკა ავითარებდნენ, გვაგონებს, ისინიც
ხომ ძალაუფლების, იძულებისა და ძალის როლს ეხებოდნენ. გიდენსის კრიტიკის
ორიგინალურობა მეტწილად იმაში მდგომარეობს, რომ მან ფუკოსა და სპენსერის იდეებს
მიმართა და ის კლასიკოსი სოციოლოგების იდეებს დაუკავშირა.
ორგანიზაცია, მეთვალყურეობა და კონტროლი

გიდენსის აზრით, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრად უფრო ორგანიზებულია,


ვიდრე სამყარო, რომელიც მისი წინამორბედი იყო. ეჭვგარეშეა, რომ ადრე არსებული პირობები
ადამიანების არსებობას ზღუდავდა: შიმშილობა, ქალების განწირულობა ხშირ ორსულობაზე,
დათრგუნვა ხელისუფლების მხრიდან, ყოველდღიური ცხოვრების სირთულეები, ის
შეზღუდვები კი რაც დღეს გვაქვს, ამ ყველაფერთან შედარებით სრულიად არაფერია. ამიტომ
თანამედროვე სამყაროს ”ზეორგანიზებაზე” საუბრისას საჭირო არაა ის რუსოსეულ სამყაროს,
„რომელსაც ჯერ არ ჰქონია ჯაჭვები“ დავუპირისპიროთ. ის, რომ დღეს ცხოვრება რუტინულია,
სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ციხეში ვცხოვრობთ. ის რომ ჩვენს ცხოვრებაში დღეს ნაკლები
პრობლემებია, გამოწვეულია იმით, რომ ადამიანმა თვითონ ისწავლა მათი მოგვარება ,
მაგალითად, ჩვენ ვისწავლეთ სანიტარული ნორმების დაცვა, გვაქვს საკმარისი რაოდენობის
საკვები და სხვა. ეს ყველაფერი გარკვეული ინსტიტუტების განვითარებით იქმნებოდა. ოდნავი
დაფიქრებაა საჭირო და მსგავსი სტრუქტურები მაშინვე გაგვახსენდება. მაგალითად სასკოლო
სისტემა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა, ასობით მასწავლებელი, მოსწავლე დამხმარე
პერსონალი ქვეყანაში ერთდროულად მიდის სკოლაში და განრიგით გათვალისწინებული
საქმის კეთებას ერთდროულად იწყებენ. ეს ციკლი ყოველდღიურად, წლების განმავლობაში
მეორდება. ახლა შევხედოთ რა ხდება, როდესაც ჩვენ რაღაცას ვყიდულობთ. ნაწარმს–პროდუქტს
ვიღაცა ქმნის, ყიდულობს, აწვდის ბაზარს, მიაქვს, ალაგებს სტენდებსა და დახლებზე. ტიპიური
სუპერმარკეტის ასორტიმენტი დაახლოებით 16 ათას საქონლის დასახელებას მოიცავს,
რომელთაგან უმეტესობას შეზღუდული ვარგისიანობის პერიოდი აქვს, ეს კი უკვე დამატებითი
პრობლემებია. ის, რომ ასეთი სისტემა საერთოდაც ფუნქციონირებს, უკვე უდიდესი მიღწევაა, ამ
შედეგის მიღწევა არც ისე დიდი ხნის წინ გახდა შესაძლებელი. ორგანიზაცია შეიძლება ძალიან
რთულად იყოს აგებული. მაგალითად მატარებლისა და ავტობუსების მოძრაობა შეიძლება
მხოლოდ ზუსტი გრაფიკით ხორციელდებოდეს, ენერგო მომარაგება დისპეჩერის
პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ეს ასევე ტელევიზიასაც, საკრედიტო ბარათებით
გადახდებს, ტანსაცმლის წარმოებას, ისეთ ტრივიალურ საკითხსაც კი ეხება, როგორიც
ბურბუშელას წარმოებააა. მნიშვნელობა არ აქვს დავფიქრებულვართ თუ არა ჩვენ ამაზე. ფაქტია
რომ თანამედროვე ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. იმისთვის, რომ
საზოგადოებრივი კავშირების ასეთმა მაღალორგანიზებულმა ფორმამ იარსებოს,
აუცილებელია ინდივიდებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის
სისტემატური შეგროვება. სოციალური ცხოვრების მიმდინარეობა ხალხის შესახებ ცოდნაზეა
დამოკიდებული: რას ყიდულობენ ისინი, როდის და სად, რამდენი სჭირდებათ
ელექტროენერგია, რომელი სქესის, ასაკის , რამდენი ადამიანი ცხოვრობს მოცემულ რაიონში,
რითი არიან დაავადებულნი, რას ანიჭებენ უპირატესობას, რამდენის დახარჯვა შეუძლიათ.
მოკლედ, საზოგადოებაზე რუტინული მეთვალყურეობის გარეშე, არც ეფექტური სოციალური
ორგანიზაცია იარსებებს. ამიტომ ადამიანის აქტივობის დაკვირვების მეთოდების ზრდა:
მოსახლეობის აღწერა, სალარო აპარატები, სამედიცინო ბარათები, სატელეფონო ანგარიშები,
საბანკო ანგარიშები, სასკოლო დღიურები გასაკვირი არ არის.
გიდენსის რეფლექსური მოდერნიზაციის თეორიაში სოციალური ცხოვრების ორგანიზების
ზრდის შესახებ დებულება საკვანძო მნიშვნელობისაა. ის წერს, რომ სოციალური ცხოვრებიდან
”ჩაქსოვილი” ელემენტები სულ უფრო ხშირად ქრება. ამ ჩაქსოვილ, ჩაშენებულ ელემენტებში ის
იმ ელემენტებს გულისხმობს, რომლებიც არა ადამიანის, არამედ ერთობის (სოფელი, ტომი,
მრევლი) ან ბუნების (წელიწადის დროების ცვლა, ლანდშაფტი, ნიადაგი) მიერ კონტროლდება.
„ჩაქსოვილ“ – ჩაშენებული რწმენების და ეთიკური ნორმებისადმი დამორჩილებით ადამიანი
განსაზღვრულ სიტუაციაში აკეთებს იმას, „რაც უნდა გააკეთოს“. მეზობლების ან მშობლიური
სოფლის მიერ დადგენილი წესები, ისევე როგორც თვით ბუნების მიერ დადგენილი უპირობო
ნორმები (მაგ. ძროხა არ შეიძლება მოუწველავი დარჩეს) განხილვას არ ექვემდებარება.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ამ მოდელისგან პრინციპულად განსხვავდება. ისინი
ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად ირჩევენ როგორ იცხოვრონ , სულერთია, საქმე
სექსუალურ პარტნიორს თუ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ეხება. ამან მიგვიყვანა იქამდე,
რომ ადამიანი თავის ბედს როგორც რაღაც აუცილებელს აღარ ეგუება. მათთვის აღარ არის
არგუმენტი დებულება: „ეს უნდა გაკეთდეს ასე, იმიტომ რომ ეს სულ ასე კეთდებოდა“.
გიდენსის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ „პოსტტრადიციულ“ საზოგადოებაში, რომელშიც ეჭვი
შეიძლება ყველაფერში შევიტანოთ, მეტიც, შეიძლება რაღაცეები უარვყოთ კიდეც. ყურადღება
მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვირჩევთ ჩვენ მეგობრებს, როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს,
როგორ შეგვაქვს ეჭვი მორალურ ნორმებში. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მოგვეცა არჩევანის სრული
თავისუფლება, თითოეული გადაწყვეტილებას გარკვეულ შეზღუდულ პირობებში ვიღებთ,
თუმცა ამ პირობებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ. მათ კი ვინც არჩევანის საშუალებას ეწინააღმდეგება,
ფუნდამენტალისტებს ვუწოდებთ. ისინი ეჭიდებიან დოგმებს, სწამთ ”ღვთის ნების”, „მშობლის
ძალაუფლების“, „მეცნიერების მიერ დამტკიცებულის“, იმის, რომ ქალმა უნდა იცოდეს თავისი
ადგილი, რომ არსებობს „ერთი ჭეშმარიტი რელიგია“.

საზოგადოების მოდერნიზაცია მისი წევრებისთვის არჩევნის გამრავალფეროვნებაა.


ის რეფლექსურობის ზრდას ითხოვს, რაც სიტუაციის უფრო სრულ თვალთვალს და
მეთვალყურეობას გულისხმობს . ის საშუალებას გვაძლევს დავაგროვოთ ცოდნა, რათა
არჩევანი გავაკეთოთ. მაგალითად თუ დღეს ჩვენ ვირჩევთ რელიგიას, შესაბამისად ჩვენ
გვჭირდება ცოდნა სხვა რელიგიების შესახებაც, რათა არჩევანის გაკეთება შევძლოთ. სულ
უფრო მეტი ხალხი ირჩევს იმ ცხოვრების წესს, რომელიც მას მოსწონს. ამიტომ მათ უნდათ
ცხოვრების სხვადასხვა სტილის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, რათა მათთვის
არასასურველი უარყონ, ანუ გვჭირდება ინფორმაციის წვდომა, ეს კი მასობრივი ინფორმაციის
საშუალებების განვითარებას გულისხმობს. ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ გვაქვს
საშუალება რისკების შეფასების პრინციპების გათვალისწინებით მომავალი ავირჩიოთ. აქ
იგულისხმება, რომ ჯერ ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, შემდეგ ვაყალიბებთ
გადაწყვეტილებებს და ვფიქრობთ რა რისკებთანაა ის დაკავშირებული. ყველა ვინც
დაოჯახებას აპირებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ფიქრობს თუ ვის უკავშირებს
ბედს. რისკის შეფასებისას კი გაითვალისწინებს, რომ განქორწინების შანსი მეტია, თუ
პარტნიორი უკვე ერთხელ განქორწინებულია. ის ეცდება ყველა შესაძლო ხერხებით ყველაფერი
გაარკვიოს. მთავრობა და კორპორაციის ხელმძღვანელობაც ამავე პრინციპებით სარგებლობს. აქ
იგივე სქემა მოქმედებს: ინფორმაციის მოძიება და ამორჩევა, მისი შეფასება და
გადაწყვეტილების მიღება, რისკების შეფასების საფუძველზე. დღეს ჩვენ წინაპრებზე მეტად
ვაკონტროლებთ ცხოვრებას, თუმცა თავს ნაკლებად დარწმუნებულად ვთვლით. ბავშვს
ტრადიციულად ზრდიდნენ, ახლა კი მშობლების სადარდელი შვილთან საერთო ენის
გამონახვაა. სიკვდილს როგორც ჩვეულებრივ მოვლენას უყურებდნენ. ახლა კი მედიცინის,
დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე მის თავიდან აცილებას ვცდილობთ.
პოსტტრადიციულ საზოგადოებაში ცხოვრება სავსეა პარადოქსებით, ამაზე შემდგომ
დაწვრილებით ვისაუბრებთ, ახლა კი ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ამ საზოგადოებაში
ინფორმაციაზე დიდი მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ეს ერთის მხრივ გამოწვეულია იმით,
რომ ყველა ტრადიციული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დგება, მეორე მხრივ კი ყველა
საფეხურზე - პოლიტიკურიდან და კორპორატიულიდან - პიროვნულამდე მეტი
კონტროლისკენ მივისწრაფვით.

თანამედროვე საზოგადოების პარადოქსები

ცნობილია, რომ სოციოლოგების უმეტესობა ადამიანური საქმიანობის მხარეების თვალთვალს


სკეპტიკურად ეკიდება. მაგალითად, მაქს ვებერი ბიუროკრატიის აუცილებლობას ეთანხმება,
მაგრამ ამით ის იმას არ გულისხმობდა, რომ მსოფლიოში “უსულო სპეციალისტები, ცივი
გართობისა და ფუფუნების მოყვარული ადამიანები” იქნებოდნენ. მას ეზიზღებოდა
ორგანიზაციის მექანიკური გაქვავება, რომელიც კანონების მიხედვით მუშაობდა. იგი მას
”რკინის გალიას” აგონებდა. ასეთი დამოკიდებულებების გავრცელებულობის არეალის
გათვალისწინებისას - თუნდაც ორუელის რომანი „1984“, ან უფროსი ძმის სახე გაიხსენეთ,
რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ნაბიჯს უთვალთვალებს, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც
შეიძლება თანამედროვე საზოგადოების პარადოქსებად იწოდოს. რას ვეძახით თანამედროვე
საზოგადოების პარადოქსებს?

ინდივიდუაცია და ინდივიდუალობა. ამის უკეთ გაგებისათვის უპრიანი იქნება თუ


ერთმანეთისგან ინდივიდუაციას და ინდივიდუალობას განვასხვებთ. ინდივიდუაცია ყოველ,
თითოეულ ადამიანს გულისხმობს. იგი ცნობილია, მასზე ცალკე ჩანაწერები არსებობს,
რომელშიც მისი დაბადების თარიღი, სახელი, მისამართი, სამსახურეობრივი ნამსახურეობის
სია, მის მიერ მიღებული შეფასებები და ჯილდოები და მისი პირადი
უპირატესობებია(გემოვნებებია) აღნიშნული. ინდივიდუალობა კი - მრავალი ანალიტიკოსი
მიიჩნევს, რომ სოციალური ორგანიზაციის ზრდა და ამ ზრდასთან დაკავშირებული
მონიტორინგი სწორედ ინდივიდუალობას ემუქრება და საფრთხეს უქმნის - რაღაც სხვაა. ესაა
უნარი აკონტროლო და მართო საკუთარი ბედი, იმოქმედო დამოუკიდებლად, აკონტროლო
საკუთარი ცხოვრების დინება. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს უნარი ხშირად იმ ორგანოებს არ
მოსწონთ, რომლებიც ინდივიდუაციის პროცესს ახორციელებენ, და ინდივიდის შესახებ
მაქსიმალური ინფორმაციის მოგროვების მათეულ მისწრაფებასთან ცუდად ასოცირდება.

ეს ორი ტერმინი ხშირად არეულად გამოიყენება, თანაც ინდივიდუაციის განუხრელი ზრდა


ინდივიდუალურობის საფრთხედ განიმარტება. ინდივიდუაცია აუცილებელია თუ გვინდა
მონიტორინგი და დაკვირვება, მაგრამ ერთეული ადამიანის - მისი შემოსავლების,
საცხოვრებელი პირობების და ა.შ შესახებ ცნობების მოგროვება - სინამდვილეში მისი
ინდივიდუალობის განვითარების აუცილებელი პირობაა, რამეთუ მას სურს, მას როგორც
უნიკალურ პიროვნებას მოეპყრონ, ის იმედოვნებს იმის მიღებას, რის გარეშეც მას თავისი
უნიკალური ინდივიდუალობის გამოვლენა არ შეუძლია და არც საკუთარ თავის ერთგულ
არსებად დარჩეს. მოგება, მას ხომ უნდა მოექცნენ როგორც უნიკალურ პიროვნებას. თუ ჩვენ
ვაპირებთ საზოგადოების წევრების ინდივიდუალობის პატივისცემასა და დაცვას, ჩვენ უნდა
ვიცოდეთ ბევრი რამ მათ შესახებ. ცნობილი უნდა იყოს სახელი, ასაკი და მისამართი მაინც
იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. თუ გვინდა რომ პირი უზრუნველყოფილი
იყოს საცხოვრებლითა და საარსებო პირობებით, ეს მხოლოდ ინდივიდუაციის შედეგად
მიიღწევა. ინდივიდუაციის შედეგად ორგანიზაციები მოსახლეობას მაღალტექნოლოგიურ
მომსახურებას სთავაზობენ. ინდივიდუაციაა ის, რომ ყველა აბონენტს აქვს თავისი ნომერი. ეს
მის შესახებ აუარებელი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, რადგან ფიქსირდება სად
რეკავდა აბონენტი და რამდენ ხანს გაგრძელდა საუბარი. ერთ ღილაკზე დაჭერით შესაძლოა
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დარეკვა ანუ საკუთარი იდენტობისა და ინდივიდუალობის
დაცვა ოჯახური თუ პროფესიული ურთიერთობების გზით. იგივეს თქმა შეიძლება საბანკო
ქსელების შესახებაც. საკრედიტო ბარათით განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება
ფიქსირდება,

განვიხილოთ კიდევ ერთი პარადოქსი. ჩვენ გამოვედით სამყაროდან, რომელშიც ბევრს ნიშნავდა
სამეზობლო კავშირები. ჩვენ შევქმენით საზოგადოება სადაც ჩვენს გარშემო უცხო ხალხია.
სოციოლოგიისთვის აქ ახალი არაფერია. ჩვენ მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთი
ავტობუსის მძღოლია, მეორე გამყიდველი, მესამე გაზეთებს ყიდის. ზიმელი წერდა, რომ ჩვენ ამ
ახალ სამყაროში, უცხო ხალხის გარემოში თავს დეზორიენტირებულად ვგრძნობთ. დიდი
ქალაქი ადამიანის პიროვნებას „ამსხვრევს“, ის ადამიანს აუსახურებს. ქალაქურ ცხოვრების
სტილზე გადასვლისას მეზობლის დაჟინებულ მზერას ვეღარ გრძნობ. ქალაქში გადასულ
სოფლის მაცხოვრებელს ჭორების, ურთიერთობების უსასრულო გარკვევის აღარ ეშინია.
ქალაქში ადამიანს შეუძლია თვითონ განსაზღვროს ვისთან იურთიერთოს და ვისთან არა.
პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ურბანული საზოგადოება უფრო მკაცრად არის
სოციალურად ორგანიზებული, ვიდრე სოფლის. ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეს
ურბანიზებული საზოგადოება, საკუთარი წევრის შესახებ ბევრად უფრო დეტალურია. დიდი
ქალაქის სამყაროში შეიძლება ადამიანის შესახებ ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება,
ვიდრე სოფელში. ადამიანები დღეს უფრო მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ.
მაგალითად ჩვენ ვიცით, მეტი მათი სექსუალური ქცევის, სწრაფვებისა და ფარული მოტივების,
პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. ეს ყველაფერი აშორებს თანამედროვე საზოგადოებას
ინდუსტრიამდელისგან, როდესაც ინფორმაციის შეგროვების მსგავსი საშუალებები არ
არსებობდა. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის,
მაგალითად პოლიტიკური პარტიები, ოჯახის დაგეგმარება და სხვა. ის საშუალებას გვაძლევს
შევქმნათ სისტემა უკუკავშირით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დახმარებით ეს
ინფორმაცია ხდება საჯარო და ადამიანი სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო
გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებს. და ისევ პარადოქსი: რაც მეტი ვიცით სხვების
შესახებ, მით უფრო ადვილად ხდება ჩვენი ინდივიდუალობის რეალიზაცია და
გადაწყვეტილების მიღება. თუკი ვიღაცა ჩვენ თვალ-ყურს გვადევნებს, შესაბამისად იქმნება
მეტი სტრუქტურა, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას. ჩვენი პირველივე რეაქციაა ”რა
საშინელებაა” მაგრამ ეს რეაქცია ნაჩქარევია. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

ერი-სახელმწიფო, ძალადობა და თვალთვალი

გიდენსი სახელმწიფოს როლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ის ხაზს უსვამდა, რომ


საზოგადოებაზე საუბრისას ჩვენ ერი-სახელმწიფოს ვგულისხმობთ. თანამედროვე
საზოგადოების კვლევისას, ჩვენ რეალურად მას ბრიტანეთის ჩარჩოებში ვიხილავთ თუ
ბრიტანელები ვართ, ხოლო თუ გვინდა საზოგადოებების შედარება, ვადარებთ ქვეყნებს. ეს
უმეტესად შეცდომას არ ნიშნავს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტერმინები სინონიმები არ
არის. ერი-სახელმწიფო ეს არის ძალიან სპეციფიური სახე, რომელიც მსოფლიო ისტორიაში
მხოლოდ ახალ დროში მე 17-18 საუკუნეებში გაჩნდა. ეს არის არტეფაქტი. ერი-სახელმწიფო ეს
არის არა საზოგადოება, არამედ მისი სპეციფიკური ტიპი, საკუთარი მახასიათებლებით. ერი-
სახელმწიფო თავიდან ტერიტორიულად შეზღუდული იყო. იყო პოლიტიკური ძალაუფლება,
რომელიც ფუნქციონირებდა ამ ტერიტორიაზე და ინფორმაცია აქ მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა. გიდენსი თვლის, რომ ერი-სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს როგორც ”ალოკაციური
რესურსები” (დაგეგმვა, ადმინისტრირება) ასევე ”ძალაუფლებრივი რესურსები” (კონტროლის
განხორციელება). ”თანამედროვე საზოგადოების გაჩენისთანავე იყო ინფორმაციული
საზოგადოება, რადგან სახელმწიფო ძალაუფლება ინფორმაციის რეფლექსურ შეკრებას, შენახვას
და მართვას გულისხმობს. ერი-სახელმწიფოს დამახასიათებელი თვისებები მისი
ადმინისტრაციული ფუნქციების ინტეგრაციის მაღალი ხარისხია, ეს კი ინფორმაციული
უზრუნველყოფის უფრო მაღალ ხარისხს მოითხოვს(საჭიროებს) (გიდენსი 1985)“.

თუ ჩვენ ინფორმაციულ საზოგადოებას ისეთ რაიმედ განვსაზღვრავთ, რომელშიც ინფორმაცია


გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაშინ ასეთი საზოგადოებების მაგალითები ერი-სახელმწიფოებში
უნდა ვეძიოთ, რადგან მათ ამ ტერიტორიაზე საზღვრები და სუვერენიტეტი, შესაბამისად
სისტემატური მეთვალყურეობის აუცილებლობაც აქვთ. ახლა უნდა გავერკვიოთ რატომ არის
ერი-სახელმწიფო ასე დამოკიდებული ინფორმაციაზე. ამისთვის ერი-სახელმწიფოს ძირითად
მახასიათებლებზე შევჩერდეთ:

1. თანამედროვე სამყარო ერი-სახელმწიფოებისგან შედგება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ


ვაფასებთ ისეთ პროგრესს, როგორიცაა გლობალიზაცია. ახლა კი ჩვენი ყურადღების ცენტრში
უმრავლესობის იდენტურობის შესანარჩუნებლად ერი-სახელმწიფოებია. უმრავლესობისთვის
ეროვნული მიკუთვნებულობა (გერმანელობა, ფრანგობა, ბრიტანელობა, ამერიკელობა)
მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ეროვნული იდენტობა - რთული და ჩახლართული საკითხი -
ბევრი პოლიტიკური მიმდინარეობის საფუძველია. მას აქვს ნათელი მხარე, რომელიც წინა
პლანზეა მაშინ, როცა ადამიანები ფეხბურთს უყურებენ და ეროვნულ ნაკრებს
გულშემატკივრობენ. თუმცა არის ბნელი მხარეც როცა ნაციონალიზმი ავტოკრატიასა და
რასიზმს იწვევს ყველგან ერი-
- მაგალითად: „ეთნიკური წმენდა“ იუგოსლავიაში.
სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ერთეული ადამიანების იდენტობაზე:
ლეგენდების, ლიტერატურული სახეების, მითების, ტრადიციების,
დღესასწაულების, ჩვევებისა და კარიკატურების მეშვეობით მოქმედებს.
თანამედროვე ისტორიაში ეროვნულმა იდენტობამ მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა. მარქსისტებიც კი იძულებულნი არიან აღიარონ, რომ მასები უფრო მიჰყვებიან
ეროვნულ დროშას, ვიდრე ლოზუნგს ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” გარდა
ამისა, საკითხის გადაჭრისას, ვინ მიეკუთვნება მოცემულ ეროვნებას, ყოველთვის მოჰყვება
ფიქრები იმის შესახებ ვინ არ მიეკუთვნება მას. იურიდიული თვალსაწიერიდან აქ არაფერია
საკითხავი, საჭიროა მხოლოდ პასპორტი და მოქალაქეობა. მაგრამ კულტურის სფეროში, როცა
საქმე გრძნობებს, მნიშვნელობებსა და იდენტიფიკაციებს ეხება, პრობლემები ჩნდება.
სოციოლოგიის დამფუძნებლები ვარაუდობდნენ, რომ ეროვნული სახელმწიფო და
ნაციონალიზმი მოკვდება, როცა ინდუსტრიალიზაცია და კაპიტალიზმის ექსპანსია გაჩნდება.
მაგრამ ეს არ მოხდა. პირიქით, ერი-სახელმწიფო საკუთარი განვითარებისთვის
კაპიტალისტური ურიერთობების ზრდას ითხოვს, ამავდროულად ის ეროვნული შეგნების
სტიმულირებას ახდენს. მეტიც ერი-სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური
ურთიერთობების განვითარებაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. აქ ფისკალური პოლიტიკა,
განათლების მოდელი, კანონის გამყარება და წესრიგი უნდა გავიხსენოთ. აქედან
გამომდინარეობს ის მნიშვნელობაც, რომელსაც ერი-სახელმწიფო ადამიანთა ცხოვრებაში
თამაშობს. აუცილებელია ფხიზლად შევხედოთ ერი-სახელმწიფოს ისტორიას. ის სულ
ახლახანს გაჩნდა. „ძველი“ ეროვნული სახელმწიფოებიც კი სულ რაღაც 2 ასეული წლის წინ
გაჩნდა. გაერთიანებული ბრიტანეთი 300 წლისაც არ არის და მისი შემადგენელი ნაწილები
დროგამოშვებით დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ. საკმარისია ევროპაში მიმდინარე
მოვლენები გავიხსენოთ, რომ დავინახოთ რამდენად ცვალებადია ეროვნული სახელმწიფოები.
სსრკ-ს დაშლა, გერმანიის გაერთიანება, ჩეხეთის და სლოვაკეთის გაყოფა. ანუ ევროპაში არის
ერთი-ორი სახელმწიფო, სადაც არ არის სეპარატიზმის საფრთხე. ახლო აღმოსავლეთში კი
ეროვნული სახელმწიფო რამდენიმე ათეული წლის წინ, ტომების საფუძველზე გაჩნდა.
2. ერი-სახელმწიფოების უმეტესობა ომის პირობებში გაჩნდა და იმიტომ შენარჩუნდა,
რომ თავდაცვისთვის საკმარისი ძალა ჰქონდათ. ომი და ომისთვის მზადყოფნა არის ერი-
სახელმწიფოს შემადგენელი. იმის შესახებ კი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო
ინფორმაციული რესურსები კოლონიალური იმპერიის პირობებში ბენედიქტ ანდერსენი
შეგვახსენებს. ის აღწერს ”ხელისუფლების იმ ინსტიტუტებს”, რომლებიც წამყვან როლს
თამაშობენ ეროვნული იდენტობის ფორმირებაში და კოლონიების დაპყრობას აადვილებენ.
ასეთი ინსტიტუტები რუკები და მოსახლეობის აღწერა იყო. რუკები მნიშვნელოვანი იყო
იმისთვის, რომ სამხედროებს სცოდნოდათ საით ემოძრავათ, მოსახლეობის აღწერის გარეშე კი
ვერ გავიგებდით ვინ იძლევა ბრძანებებს და ვინ ემორჩილება მათ.
3. ეროვნული სახელმწიფოს მესამე ძირითადი მახასიათებელი მჭიდროდ არის
დაკავშირებული მეორესთან. მე-20 საუკუნეში აშკარა გახდა, რომ თანამედროვე სამყაროში
ომისა და მშვიდობის საკითხი უფრო მეტად ეხება საზოგადოებას ვიდრე ადრე. ზედაპირულ
საფეხურზე ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ბრძოლაში მონაწილეობს მოსახლეობის უფრო დიდი
ნაწილი, ვიდრე ეს იყო ადრე. ახლა ომში იღუპება და ზარალდება გაცილებით მეტი ადამიანი.
პირველი ასეთი შემთხვევა პირველი მსოფლიო ომი იყო.
არის ასევე მეორე, დაფარული მხარე. ახლა ომი მეტ გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალურ
ქსოვილზე. არის კავშირი წარმოების განვითარებასა და ომისთვის მზადებას შორის. როგორც
წერდა გიდენსი, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მის შემდეგ შეიმჩნეოდა, რომ
„წარმოების განვითარების ძირითადი წყარო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფართო
მასშტაბური ინტეგრაციაა“. ანუ ომის წარმოება დამოკიდებულია შესაძლებლობაზე, შექმნა
ომისთვის საჭირო აღჭურვილობა. „სამხედრო წარმოების“ ცნებამ მნიშვნელოვანი ხასიათი მე-
20 საუკუნეში მიიღო. 1914-1970 წწ პერიოდი „ომის წარმოების ინდუსტრიული მეთოდის“ ხანა
იყო, მისი განმსაზღვრელი მახასიათებლები კი რესურსების მობილიზაცია და წარმოებასა და
ქვეყნის სამხედრო ძალას შორის ახლო კავშირების დამყარება გახდა (კენედი 1988).

ომის წარმოების ინდუსტრიული წესიდან ინფორმაციულ წესამდე

წინა თაობა ომის წარმოების ინდუსტრიული ხედვის გაქრობის მოწმე გახდა, რომლის
სანაცვლოდ თანდათან, თუმცა დაჩქარებული ტემპით მოდის ის, რასაც შეიძლება
ინფორმაციული ხედვა ვუწოდოთ. ომის წარმოების ამ მეთოდით ინფორმაციული შემადგენელი
გაცილებით მეტ დატვირთვას, მნიშვნელობას იძენს, მისი როლი უფრო გასაგები ხდება, მისი
გამოყენების მასშტაბი – უფრო ფართო, ვიდრე ეს ომის წარმოების, ინდუსტრიული ხედვის
დროს იყო. ჩვენს დროში ინფორმაცია მოწინააღმდეგის ქმედების კვლევის, საკუთარი და
მოწნააღმდეგის რესურსების აღრიცხვის, საზღვარგარეთ და საკუთარ ქვეყნაში
საზოგადოებრივი აზრის მართვის შედეგად წარმოიქმნება. ინფორმაცია სამხედრო მანქანის
მთელ სტრუქტურას გამსჭვალავს. საქმე მოწინააღმდეგეების დასაზვერად თანამგზავრების
გამოყენებას ეხება, კომპიუტერებს, რომლებიც ინახავენ მონაცმებს და ჯარის ნებისმიერ
მოთხოვნილებას აფასებენ; ,,გონიერ’’ იარაღს, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ
მსროლელს მხოლოდ ‘’გასროლა-ღა’’ რჩება. ამრიგად ინფორაცია - ეს არა მარტო დაზვერის
საქმეა, მოწინააღმდეგების და მისი რესურსების შესახებ მონაცემების შეგროვებაა, არამედ
ინფორმაცია ახლა თვით იარაღში და სისტემაშია ჩადებული, რომელიც გადაწყვეტილებებს
იღებს.
მოდით, ომის წარმოების ინფორმაციული მეთოდის რამოდენიმე გამორჩეული ნიშანი
გავაანალიზოთ.
შეიარაღებული ძალები, (აშშ-ისა და ნატოს) რომლებიც მთელს პლანეტაზეა განაწილებულ-
განლაგებული რესურსებით შექმნილი რთული და სანდო ავტომატიზირებული სისტემებით
იმართება და კონტროლდება. ამ სისტემებს შორის განსაკუთრებულ როლს ბირთვული
შეიარაღების მართვა, ასევე კავშირის კომპიუტერული სისტემა თამაშობს, რომელსაც შეუძლია
გადაატაროს-გადასცეს ინფორმაციული ნაკადები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების
გასამართად და მათ დასაცავადაა საჭირო. მსგავსი სისტემები, ერთის მხრივ, სამხედრო
უპირატესობას უზრუნველყოფს და მეორეს მხრივ წარმოადგენს სუსტ წერტილს თავდაცვაში,
რადგან პოტენციურ მოწინააღმდეგეზე მიმართული თავდასხმა პირველ რიგში მართვის
სისტემების წინააღმდეგ განხორციელდება.
საბჭოთა კავშირის დაშლის და ზესახელმწიფოთა შორის პირდაპირი კონფლიქტის აცილების
შემდეგ გაჩნდა იმედი იმისა, რომ მომავალში კონფლიქტები მიიღებენ ისეთ ფორმას, რომელსაც
მანუელ კასტელსმა წამიერი ომი უწოდა. მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ეს იქნებოდა
მცირეხნიანი შეტაკებები ( თუ საკითხი, რათქმაუნდა, სამოქალაქო ომს არ ეხება), სადაც
აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდება მხოლოდ რამოდინიმე დღე ან კვირა და ამ
ომებში ( შეტაკებებში) შეერთებული შტატები (ნატო ან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია)
სამხედრო რესურსების დიდი უპირატესობის გამო მცირე დროში გაიმარჯვებენ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ომისთვის აღარ იქნება საჭირო მოსახლეობის მობილიზაცია. ასეთი ომების
დროს სახლმწიფო ფსონს მცირერიცხოვან გამოცდილ პროფესიონალ ჯარისკაცებზე,
მფრინავებსა და დამხმარე ძალებზე დადებს. ეს იქნებოდა ნაბიჯი ,,ინტელექტუალი
მებრძოლების” გამოყენების მიმართულებით. თავად ტერმინი მიუთითებს, იმაზე რომ მთვარი
როლი ეკუთვნის არა შეირაღებულ მებრძოლებს და არა მათ ვინც ,,ღილაკს აჭერს’’ ხელს, არამედ
მათ ვინც რთულ გამომთვლელ კომპლექსებს: სამხედრო თვითფრინავებს, ინფორმაციის
შემგროვებელ და დამმიზნებელ სისტემებს ემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის მიერ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე
საზღვარგარეთ ომის ,,აღქმის მართვას” ეთმობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანაა
თუ საქმე დემოკრატიულ ქვეყნებს ეხება, სადაც საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანი
ფაქტორია სამხედრო შესაძლებლობების მხრივ, სადაც სამხედრო ძალის ხელისუფლებაში
მოსვლა იწვევს შიშს და არსებობს პაციფისტული განწყობა, რამდენადაც მოსახლეობის
დამოკიდებულებამ ომის მიმართ შეიძლება მეომართა საბრძოლო სულისკვეთებაზე
სერიოზული ზემოქმედება იქონიოს. გარდა ამისა ომის შესახებ ,,არასწორად’’ მიწოდებული
ინფორმაცია ნეგატიურ რეაქციას იწვევს. ამიტომ გარდაცვლილთა სისხლიანი გვამების
ჩვენებას თავს არიდებენ და ამის ნაცვლად განსაზღვრულ წერტილში ,,ზუსტ დარტყმაზე’’
საუბრობენ. რათქმაუნდა ყოველივე ეს აიძულებს სამხედრო ჩინოსნებს ზედმიწევნით დაგეგმონ
მონაცემების საომარი ველიდან მოწოდება და საერთოდ გააკონტორლონ ინფორმაცია და ამავე
დროს ცენზურის რაიმე გამოვლინებას თავი აარიდონ, რამდენადაც ეს დემოკრატიული
ხელისუფლების რეპუტაციაზე იმოქმედებს და ასევე იმ ინფორმაციას გაამრთლებს, რომელიც
ომის შესახებ დამოუკიდებლად ვრცელდება. ომის აღქმის მართვისას უწევთ
უზრუნველყონ ,,პოზიტიური’ ნაკადის გადაცემა, გავრცელება და ასევე წარმოადგინონ
ინფორმაცია როგორც დამოუკიდებელი სააგენტოების შრომის შედეგი. ამის მაგალითია
მასობრივი ინფორმაციების საშუალებების მიერ 1991 წელს ომის გაშუქება. სპარსეთის ყურეში
ომმა მასობრივი ინფორმაციების საშუალებების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მათ
მიერ საომარი მოქმედებების თეატრიდან გადმოცემული ინფორმაცია იმდენად ,,სტერილური’’
იყო, რომ ჟან ბოდრიარმა დაწერა: მტკიცება ,,ყურეში ომის არსებობა არასოდეს იყო მართალი”.
ეს იყო მისი რეაქცია იმაზე, თუ როგორ მართავდნენ მოკავშირეები ტელევიზიასა და პრესას.
ომის წარმოების ინფორმაციული მეთოდი სრულყოფილი ტექნოლოგიების გამოყენებას
მოითხოვს. ეს დამახასიათებელია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისათვის,
რომელთაც კოლოსალური შესაძლებლობები გააჩნიათ. შესაბამისად შტატების სამხედრო
დაფინანსება – ახლა იგი 300 მილიარდ დოლარზე მეტია წელიწადში - ყველა პოტენციური
მოწინააღმდეგის სამხედრო ხარჯებს უსწრებს. ამასვე მიუთითებს შემდეგი მონაცემები:
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მესამედი – რაც ამჯერად წელიწადში 15
მილიარდ დოლარს შეადგენს - მართვისა და ინფორმაციის სისტემებში
გამოიყენება. ,,კიბერომების’’ ტექნოლოგიური წარმოება ინფორმაციულად აღჭურვილია. უკვე
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი საომარი ადგილი ციფრულ მონაცემებშია გადაყვანილი,
თუმცა კომპიუტერიზაციმ ასევე მართვის სხვა სისტმემებიც მოიცვა.
ომის წარმოების ინფორმაციული საშუალების დროს მოსახლებისა და წარმოების ტოტალური
მობილიზაცია აღარ მოითხოვება, ასეთი ომის დროს აუცილებელია საომარი დანიშნულებით
ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები: ელექტრო და გამომთვლელი მაქანები, ტელეკომუნიკაციები
და აეროკოსმოსური სფეროები გამოვიყენოთ.
ომის წარმოების ინფორმაციული მეთოდი მთელ რიგ მიზეზთა გამო დაწვრილებით დაგეგმვას
მოითხოვს, მაგრამ ამ დაგეგმვის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოწინააღმდეგეთა ქმდებაზე
საპასუხო ქმედებას მდგრადობა - მოქნილობა შემატოს. ახლა ინფორმაციის კოლოსალური
ნაკადები და შეიარაღების დაპროგრმაბული სისტმების შექმნა ომის დაგეგმვის რთული
სისტმების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რათა შეიარაღებულ ძალებს
„ცვალებად სისტემაში მეტი მობილობა, მოქნილობა და სწრაფად რეაგირების საშუალება
მიანიჭოს’’ secretary of state for Defence, 1996, 171). თამაშის თეორიის გამოყენება, მოდელირება
და სისიტემური ანალიზი ომის წარმოების ინფორმაციული სახეობის, ისევე, როგორც დაგეგმვა
„განუსაზღვრელობის პირობებში“, განუყოფელი ნაწილი გახდა.
დაგეგმვის მოქნილობის მოთხოვნა იქამდე მიგვიყვანს, რომ არსებულ პრინციპებზე
დაფუძნებული ომი უმეტეს შემთხვევებში წინასწარ უნდა იყოს დაპროგრამებული მათი
უშუალო მონაწილეების გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ნაციონალური
უნივერსიტეტის (National defense university) დირექტორის სიტყვებით დღეს და მომავალში
„მრავალი გადაწყვეტილების მიღება მთლიანად ავტომატიზირებული იქნება“. მას შემდეგ, რაც
გაშვებული იქნება რაკეტა, მის განადგურებაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს რაც
შეიძლება სწრაფად. (მხოლოდ კომპიუტერს შეუძლია გააკეთოს ეს უფრო სწრაფად, ვიდრე
ადამიანს). ამრიგად, სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ახლა არა მეომრის,
არამედ ტექნოლოგიების პრეროგატივაა.
ომს, რომელიც სპარსეთის ყურეში 5 კვირის განმავლობაში - 1991 წლის იანვრიდან თებერვლის
ჩათვლით - გრძელდებოდა, „პირველი საინფორმაციო ომი“ უწოდეს. „ქარიშხალი უდაბნოში“
ბევრი განსაკუთრებულობებით გამოირჩეოდა დაწყებული იქიდან, რომ კონფლიქტის მთავარი
მონაწილის - ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო პირები პრაქტიკულად საფრთხის
წინაშე არ იყვნენ და დამთავრებული ოპერაციის ზუსტი ორგანიზებით, რომლის საშუალებითაც
მოკავშირეებმა 500 ათასი პირის (მათ უმეტეს ნაწილს არ უნდა მიეღო პირდაპირი, უშუალო
მონაწილეობა საომარ მოქმედებებში) და მატერიალური ნაწილის მათი ბაზიდან რამოდენიმე
მილის დაშორებით საომარი მოქმედებების ადგილის მიმართულებით გადატანა შეძლეს.
ამასთან მოკავშირე მეომრების მოქმედებები დიდი მოქნილობით გამოირჩეოდა: დაწყებული
უდაბნოს გავლით კუვეიტში სწრაფი გადაადგილებით და პრესის მიერ
მოვლენების ,,მეგობრული” გაშუქებით დამთავრებული. მოგვიანებით ამ ომს
უწოდებენ ,,მოვლენას, რომელიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მასობრივი ინფორმაციის
საშუალებების მიერ ყველაზე მეტად გაშუქდა ”(ზოლო,1997,ც. 25-26).
ამ რეგიონალურ კონფლიქტში ჩაერია დასავლეთი, რამდენადაც ნავთობის მარაგთან მისი არ
დაშვების საშიშროება დაინახა, ასევე იმიტომაც, რომ სადამ ჰუსეინმა კუვეიტში შეიჭრისას ამ
ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ აგრესია განახორციელა. თუმცა სავარაუდოა, რომ
კონფლიქტში ჩარევის გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, თუ გავითვალისწინებთ
იმას, რომ ყოფილი იუგოსლავიის მცხოვრებთა უფრო უხეში დარღვევების მიუხედავად,
მაშინდელი წანყვანი ქვეყნები ყოყმანობდნენ ჩარეულიყვნენ თუ არა და შედეგად დახმარება
დააგვიანეს ( ,1995).
მოკავშირეების შეიარაღებული ძალები გაცილებით მომზადებულები იყვნენ ომისთვის, ვიდრე
ერაყელები, რაც ორივე მებრძოლი მხარის დანაკარგებზე აისახა. დაახლოებით 300 დაღუპული
ამერიკისა და ინგლისის მხრიდან და 30 დან 60 ათასამდე დაღუპული მოწინააღმდეგე მხარეს.
ერაყისთვის ომი 42 დღე გაგრძელდა, რომლის დროსაც მას თავს იმაზე მეტი ცეცხლი დაატყდა,
ვიდრე მთელი მეორე მსოფიო ომის დროს იყო გამოყენებული.
ბრძოლა უდაბნოში „ომის ტექნოლოგიების ხელოვნებაში“ ომის წარმოების ინფორმაციული
მეთოდის უპირატესობის ნათელი დასტური გახდა(შტიხ,1995,ც.74). საბრძოლო მოქმედებების
დროს ,,ცნტკცს“ შეუმჩნეველი რადარების მიერ მოწინააღმდეგესთან მიახლოებისას, ბომბები
ლაზერული მიმთითებლით და რაკეტები ,,პატრიოტი” გამოიყენებოდა, რომლებიც ერაყიდან
ისრაელის და საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს ანადგურებდნენ და
რათქმაუნდა „ც31 ტიპის ყველაზე მასშტაბური ინფორმაციული სისტემა, რომელიც ერთმანეთს
არა მარტო აშშ-ს სპარსეთის ყურესთან, არამედ თანამგზავრის საშუალებით მათ საბაზო ადგილს
ვაშინგტონში ნაციონალური მართვის ცენტრთან აკავშირებდა“.
ჟურნალ ,,ეკონომისტის” კორესპონდენტი, სპარსეთის ყურეში განვითარებულ მოვლენებზე
წერისას აღნიშნავდა: მთავარი როლი მოკავშირეთა გამარჯვებაში საკონტაქტო სისტემების
უპირატესობამ ითამაშა, რომელმაც თანამგზავრი, თვითმფრინავები, შტაბი, მმართველები
საომარ ველზე, ტანკები, ბომბდამშენები, გემები და სხვა ერთმანეთთან დააკავშირა. ეს
ყოველთვის საშუალებას აძლევდა მოკავშირეებს მოწინააღმდეგეზე წინ ყოფილიყვნენ იმაში,
რაც დაზვერვასთან, გადაწყვეტილებების მიღების ორიენტაციასთან და საომარ
მოქმედებებთან იყო დაკავშირებული. ყოველივე ეს ერთ მთლიანობაში იყო დაკავშირებული
და მოკავშირეებს საშუალებას აძლევდა წარმოუდგენელი სისწრაფით ემოქმედათ და
მოწინააღმდეგისთვის დაესწროთ. ავიაციის გამოყენების ორგანიზაციაში სრულიად ახალი
მიდგომა იქნა გამოყენებული: ერთდროულად დგინდებოდა რამოდენიმე ათასი საფრენი
ამოცანა, რომელიც ათასობით მიზნის განადგურებას ითვალისწინებდა და ეს მიზანთა სია
ყოველ 72 საათში ახლდებოდა და მასში შესწორების შეტანა მაშინაც შეიძლებოდა, როცა
მფრინავი უკვე ჰაერში იყო ოპერაციის შესასრულებლად და ერაყული რადარები უმოქმედო,
ხოლო რადიოკავშირის სისტემა მწყობრიდან სრულად გამოყვანილი იყო.

თვალთვალი, დაკვირვება და ნაციონალური უსაფრთხოება.

ცივი ომის დასრულებამ ისეთი საშინელი ჩრდილი დატოვა ომის მდგომარეობის შემდეგ
პერიოდზე, რომ ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ფაქტორები, რომლებიც
თავდაცვითი ორგანიზაციების ციებ-ცხელებით მოქმედებას გაამართლებდნენ. ჩვენთვის
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ თუმცა ცივი ომი სადაზვერვო მოქმედებისთვის მშვენიერ
მიზეზს იძლეოდა, „თავად დაზვერითი მოქმედება თანამედროვე სახელმწიფო სისტემის
არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“. რამდენადაც სახელმწიფოს ძირითადი
მოვალეობა - სახელმწიფო საზღვრების დაცვაა, მას ყოველთვის უჩნდება სურვილი ჰქონდეს
ინფორმაცია, რომელიც მის ნაციონალურ ინტერესებს ზიანს მიაყენებს. ხელისუფლების
მხრიდან ყველას თვალთვალის სურვილის გამართლება შემდეგ შემთხვევებში შეიძლება: როცა
სახელმწიფოებრიობას საფრთხე ექმნება, ტერორისტული მუქარის და ანტიკაპიტალისტური
მოძრაობის დროსაც კი. შედეგად კოლოსალური, უზარმაზარი სისტემები იქმნება, რომელიც
მსოფლიოს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში ყველა მოვლენისა და მოქმედების
დასაფიქსირებლად მუდმივი მონიტორინგისათვის ურთიერთდაკავშირებულ ტექნოლოგიებს
იყენებს. აშშ-ს ინიციატივით შექმნილ ელექტრონული ფოსტისა და ფაქსიმილური კავშირის
Echelon სისტემას, მაგალითად, თავის მახსოვრობაში ტექსტის 5 ტრილიონი გვერდი შეუძლია
შეინახოს.
კომპიუტერების გარდა დაზვერვის, თვალთვალის სისტემად თანამგზავრი იქცა. ეს სისტემები
საზოგადოების ხედვის არეალისთვის მიუწვდომელია, მათი საიდუმლოდ დაცვა
უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ისინი ნაციონალური და მსოფლიო მასშტაბით მოქმედ
თავდაცვით ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის უსახელო, მიუღწეველ სისტემებად
რჩებიან. საიდუმლო სამსახურები ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგეთა მხრივ მუდმივი
საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. რაც უფრო მეტად ეშინიათ და ფრთხილობენ, საზოგადოებრივი
კონტროლისგან საკუთარი თავის თვითიზოლირებას მით უფრო მეტად ახდენენ.
თვალთვალის მექანიზმი მიმართულია არა მარტო საგარეო მტრის მიმართ, რამდენადაც
საგარეო ერი-სახელმწიფო მუდმივად ელოდება შიგნიდან თავდასხმას, იგი ყოველთვის მზადაა
მოძებნოს ქვეეყნის შიდა ,,ფეთქებადი” ელემენტები. ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურმა,
რომელიც ქვეყნის შიდა მტრების ძიებითაა დაკავებული, თავის შტაბში გაერთიანებული
გამომთვლელი ცენტრი შექმნა, რომელშიც ინახება 2 მილიონამდე ჩანაწერი, რომლიდანაც
შეიძლება დაუკავშირდე ცენტრალურ კომპიუტერულ ქსელს. გამოჟონილი ინფორმაციითა და
დროდადრო მოსმენილი სკანდალებით ცნობილია, რომ მოსმენა და თვალთვალი ხდება
პროფკავშირის აქტიურ წევრებზე, ლეიბორისტული პარტიის მრავალ წევრზე, ატომური
შეიარაღების მოძრაობის წევრებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლებზე
(Leigh,1980; Massiteri1985; Hollingsworth and Norton-Taylor,1988). კონტრდაზვერვა მოქმედებს
სპეციალურ სამსახურთან ერთად, ინფორმაციის შეგროვების მისი ქსელი მთელს ქვეყანას
მოიცავს. უსაფრთხოების სამსახურებს ხელი მიუწვდებათ საბანკო ანგარიშების ინფორმაციაზეც,
პოლიციის მთავარ საინფორმაციო ცენტრზეც, გადასახადების გადამხდელთა ბაზებზეც,
ბრიტანული ტელეკომის ფაილებსა და ჯანდაცვის სამინისტროზეც.
შედეგად ვხედავთ, რომ ნაციონალური უსაფრთხოების მოთხოვნა – შენარჩუნდეს ქვეყნისა და
მისი საზღვრების მთლიანობა უდიდეს ძალას, ძალაუფლებას იძენს. სამყაროში, რომელიც
სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებითაა დაყოფილი ეფექტური თავდაცვითი მექანიზმის შექმნის
ტენდენცია ჩნდება და რამდენადაც ერები მეზობლებთან ხშირად კონფლიქტში ებმებიან, მათ ამ
სისტემების გაანახლება და სრულყოფა მუდმივად უხდებათ.

ადამიანის უფლებების რეჟიმი

ომის წარმოების საინფორმაციო სახეობის განვითარებას, რომლისათვისაც ასე


მნიშვნელოვანია ,,აღქმის მართვა”, პარადოქსულ ეფექტთან მივყავართ. ერთის მხრივ
პროპაგანდის მეთოდების სრულყოფა მუდმივად ხდება. მეორეს მხრივ მათი გამოყენებით
საჭირო ეფექტის მიღება რთულდება, რამდენადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და
კომუნიკაციის საშუალებები იმდენად განვითარდნენ, რომ მათი გამოყენება საჭირო
ინფორმაციის გასავრცელებლად და საჭირო მიმართულებით სულ უფრო რთული ხდება.
როგორც პროფესიული ეთიკა, ისე ტექნიკური დამოკიდებულება ინფორმაციის წყაროსადმი
ერთი და იმავე შედეგამდე მიდის: ჟურნალისტები დიდი სკეპსისით ეკიდებიან თითქოსდა
ნამდვილ მონაყოლს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. რათქმაუნდა,
ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების
გზაზე ,,ანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. ამავე დროს
საჭიროა აღინიშნოს, რომ მისთვის, ვინც ახლა პირდაპირ, უშუალო მონაწილეობას იღებს საომარ
მოქმედებებში, რთულია ამის შესახებ მოყოლა. რათქმაუნდა, სამშობლოში ომის საწინააღმდეგო
საპროტესტო აქციებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მაინც გააშუქებენ. შესაძლოა
დამპყრობი მხარის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ იმ ადგილას, რომელიც კონფლიქტის დროს
დარტყმის ობიექტს წარმოადგენდა და გამორიცხული არაა ჟურნალისტებმა რეპორტაჟი სწორედ
ამ ადგილიდან წაიყვანონ. ამიტომ ომის შესახებ არასასიამოვნო ინფორმაცია მაინც გაჩნდება და
გავრცელდება. 1999 წელს ბალკანეთის ომის დროს ამის მრავალი მაგალითი იყო: ჯონ სიმპსონს,
მაგალითად, ბიბისისათვის ბელგრადიდან მიყავდა რეპორტაჟები, რომლებიც ხელისუფლების
გაღიზიანებას იწვევდა.
აღსანინავია, რომ სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს
კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.
ამჟამად მსოფლიოში წარმოიქმნა განსაზღვრული დამოკიდებულება, მგრძნობელობა მსოფლიოს
ნებისმიერ წერტილში ადამიანის უფლებების დარღვევასთან მიმართებაში, თუმცა ამ მტკიცებას
რთულია ზუსტი აზრი, შინაარსი მიანიჭო (რობერტსონ,1999). ამ დამოკიდებულებების-
მგრძნობელობების წარმოქმნა დაკავშირებულია რამოდენიმე ფაქტორთან: რეპორტაჟის,
როგორც ჟანრის გავრცელება, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები, ტურიზმის
თანამედროვე ფორმები, ისეთი ორაგნიზაციების ზეგავლენა როგორიცაა ,,საერთაშორისო
ამნისტია” (Amnesty International), გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდი, წითელი ჯვარი
და ,,ექიმები საზღვრების გარეშე” (Medicins Sans Frontieres). ამ ორგანიზაციების მიზნები
ერთმანეთს სრულად ემთხვევა, ისინი არ საუბრობენ ერთი და იმავე რამეს, მაგრამ ყველა
მათგანი იწვევს მთავარის გააზრებას: ადამიანს - არსებას, რომელსაც ჯონ ური მსოფლიო
მოქალაქეს უწოდებს - უნივერსალური, განუყოფელი, ხელშეუვალი უფლებები აქვს. არ
შეიძლება იგი რეპრესიებისა და ძალადობის ქვეშ ამყოფო, რელიგიური მრწამსის გამო დევნიდე;
მას ეროვნული თვითგამორკვევის და დემოკრატიის სრული უფლება აქვს. შეიძლება ადამიანის
უფლებების გაკრიტიკება იმაში, რომ ის უფლებები, რომლებსაც ისინი აყენებენ არ არის
კონკრეტული. ეჭვი არსებითად არ გამოითქმება ამ უფლებების დარღვევის გამო, ხოლო
დარღვევას (უგულებელყოფას) მივყავართ მტკიცებასთან, რომ ,,რამე უნდა გაკეთდეს“,
განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოშიმშილე ბავშვებს, ბუნებრივი კატაკლიზმებით
დაზარალებულებს ეხება და მათაც, ვინც სამხედო აგრესიის მსხვერპლი გახდა.
ასეთივე ეფექტს იწვევს გლობალიზაცია და კომუნისტური ბლოკის ჩამოშლა. ეს პროცესები
ასუსტებს ნაციონალურ სახელმწიფოებს და სტიმულს აძლევს უფრო ფართო გაერთიანების
შექმნას, სადაც დომინანტური ადამიანის საყოველთაო უფლებები ხდება. დევიდ ჰელდი და
მისი თანაავტორები წერენ ,,ადამიანთა უფლებების რეჟიმების” გავრცელების შესახებ. ამასთან
დაკავშირებით ღირს გავიხსენოთ ,,საერთო კაცობრიობის”” მოწოდება სერბიის წინააღმდეგ, რაც
სერბეთ-კოსოვოს ომის დროს სერბეთის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია; ასევე
მოწოდებები, რომლითაც იურგენ ჰაბერმასი და ულრიხ ბეკი გამოვიდნენ; გავიხსენოთ ჩილეს
ყოფილი დიქტატორის პინოჩეტის დაპატიმრება 1998 და 1999 წლებში, ასევე სამხედრო
ინტერვენცია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა სიერა-ლეონში 2000 წელს განახორციელა;
დაკავება-დაპატიმრებები და სასამართლო განხილვები სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ,
რომელიც ბალკანეთის ომის დასრულების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაშიი ჰააგაში
საერთაშორისო ტრიბუნალით გაგრძელდა- ყოველივე ეს არის ,,ადამიანის უფლებათა რეჟიმის”
გამოხატულება.
გლობალიზაციისა და ,,ცივი ომის” დასრულების სხვა მნიშვნელოვანი შედეგი გახდა წინა
კონფლიქტების თანდათან გაქრობა, უფრო კი იმ კონფლიქტებისა, რომლებიც ტერიტორიებთან
და ბუნების სიმდიდრესთან იყო დაკავშირებული. ამ ახალი ტენდენციის ახსნისას გიდენსმა
თავის ერთ-ერთ ნაშრომში გამოიყენა ტერმინი ,,სახელმწიფო მტრების გარეშე” და დაამტკიცა,
რომ ომები წარმოიქმნება არა იმ გამოწვევების გამო, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგება,
არამედ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ფუნდამენტალიზმის გამო, თუმცა ისინი საერთო
ნაციონალურ ინტერესებს ნაკლებად ასახავენ. ამის მრავალი მაგალითი არსებობს და ყველა
მათგანში ჩვენ ვხედავთ ფუნდამენტალისტების მცდელობას მოხსნან განუსაზღვრელობა,
გაურკვევლობა ჩვენს ბუნებით გაურკვეველ სამყაროში. კერძოდ, პრეტენზიები რასის,
რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ დაფუძნებულია გარკვეულ ტერიტორიაზე
აღმავალი ტრადიციული ძალაუფლების დამყარებაზე. ასეთი პრეტენზიების დაკმაყოფილებას
მივყავართ იქამდე, რომ რომელიღაც ჯგუფები აღმოჩნდებიან ყოველგვარი უფლებების გარეშე
და გარიყულნი ყველა მხრიდან. ბალკანეთის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების
რა სერიოზულ დარღვევებთან შეიძლება მოგვიყვანოს ფუნდამენტალიზმის იდეებმა. ეს
დარღვევები თავის მხრივ იწვევენ გაცილებით ფართო საზოგადოების აღშფოთებას, რომელიც
ბოლოს და ბოლოს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ერევა.
ასეთი ჩარევა არსებული საერთაშორისო წესრიგის მძიმე დარღვევას წარმოადგენს, რომელიც
განსაკუთრებულ მნიშვნელობას სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ანიჭებს. ძნელად
წარმოსადგენია, რომ ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში იქ მყოფი
დაზარალებულების დახმარების სახელით ძალით ჩაერეოდა. და მაინც, ნატო, რომელსაც არ
ჰქონდა სტრატეგიული ინტერესი კოსოვოში, ჩაერია კონფლიქტში. შესაძლოა ეს არც კი
მომხდარიყო რომ არა ის საშინელი მოვლენები ბოსნიაში, რომელიც წინ უსწრებდა კოსოვოს
კონფლიქტს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ასე ფართოდ არ გაშუქებულიყო.
შესაძლოა ყველაზე შესამჩნევი იმ მოვლენებს შორის გახდა ფაქტი, როცა 1995 წელს
სიებრენციაში ლამის მშვიდობის მყოფელების წინაშე დახოცეს 7000 დანებებული მუსულმანი
მამაკაცი და მოზარდი. ასე რომ, რაც შეეხება მოტივებს, ჩარევა ნატოს მხრიდან ამ შემთხვევაში
უპრეცედენტო ნაბიჯი გახდა.
მოვლენების ასეთი განვითარება მკვეთრად განსხვავდება საერთაშორისო საზოგადოების იმ
მიდგომისგან, რომლიც ათეული წლების განმავლობაში საეთაშორისო საზოგადოებას
ნაცისტური რეჟიმის ქვეშ მყოფი ებრაელების მიმართ ჰქონდა. მაშინ ქყვეყნები უკიდურესად
იკავებდნენ თავს გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევისგან, მანამ სანამ საფრთხის წინაშე არ დადგა
მათი და მოკავშირეთა საზღვრები, თუმცა მაშინაც, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ომი
მიდიოდა აგრესორი გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და
არა იმიტომ, რომ გერმანიის მოწინააღმდეგეებს საერთოდ შეეჩერებინათ ებრაელების გენოციდი.
არსებობს ომის დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ მოკავშირე ქვეყნები არც თუ ისე დიდი
მონდომებით უწვდიდნენ ებრაელ დევნილებს ხელს არა მარტო ომამდე, არამედ ომის დროს და
მის შემდეგაც კი. ბრიტანეთმა ებრაელთა თხოვნის მხოლოდ 10% დააკმაყოფილა და ქვეყანაში
დევნილად მიიღო.
ომის წარმოების ინფორმაციული მეთოდის დროს უფრო მეტად საფიქრალი არა ტერიტორიის
დაპყრობის სტრატეგია, არამედ ომის ინფორმაციული შედგენილობა ხდება, რამდენადაც დღეს
ორგანიზებული ძალადობის სწორედ ეს ასპექტი იძენს კრიტიკულ მნიშვნელობას. აქ
აღსანიშნავია შევუერთდეთ ჰაველის სიტყვებს (ჰაველ,1999), რომელიც წერდა: ,,როგორც ჩანს
დემოკრატების თაობის მონდომებამ და ცივილიზაციის განვითარებამ მიგვიყვანა კაცობრიობის
იმ ფაქტის აღიარებამდე, რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებაზე’’.

თვალთვალის სისტემები და მოქალაქის უფლებები

ჩვენ განვიხილეთ ერთი შედეგი, რომელთანაც სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების პრობლემით


შეპყრობილმა სურვილმა მიგვიყვანა - ხელისუფლებამ ყველგან სათვალთავლო სისტემების
შექმნა დაიწყო. თავისი როლი ამაში გლობალიზაციამ და ომის წარმოების ინფორმაციული
მეთოდის გაჩენამ ითამაშა. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზი, რომელიც მთავრობას უბიძგებს
განავითაროს სათვალთვალო სისტემები. საქმე ეხება ადამიანის მიერ ქვეყნის მოქალაქეობის
მიღებას, რითაც გარკვეულ უფლებებსა და პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო სახელმწიფომ
თვალი ადევნოს როგორ ეკიდება ახალი მოქალაქე მიღებულ პასუხისმგებლობას და როგორ
იყენებს მინიჭებულ უფლებებს. ერი-სახელმწიფოში უფლებებისა და მოვალეობის დადგენასთან
ერთად დემოკრატიული ფორმის მმართველობის გაგებაც მყარდება. იმისათვის, რომ ეს კარგად
გავიგოთ დავბრუნდეთ ნაციონალური სახელმწიფოს საწყისთან, რამდენადაც იგი
მრავალსახიანი ომების შედეგად წარმოიქმნებოდა. მაშინ გარკვეულ ტერიტორიაზე
დამკვიდრებადი მთავრობის პირველი ამოცანა იყო ის, რასაც გიდენსი შინაგან მორჩილებას
უწოდებს. შინაგანი არეულობის აცილების მიზნით სახელმწიფოს რამე უნდა ეღონა.
ხელისუფლებას თავის ქვეშევრდომების მორჩილების შესახებ მინიმუმ ინფორმაცია უნდა
ჰქონოდა - ვინ არიან, მათი ასაკი, სქესი და საცხოვრებელი ადგილი - გაეგოთ არა იმიტომ, რომ
ხელისუფლება მათში პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ხედავდა, არამედ უბრალოდ მთავრობა ამ
მონაცემების საფუძველზე გადამხდელთა საერთო ბაზას ქმნიდა. ყოველივე ამან განაპირობა ის,
რომ დაიწყო მოსახლეობის აღწერები. ამრიგად, საკუთარი მოქალაქეების თვალთვალი,
დაკვირვება- ნაციონალური სახელმწიფოს თანდაყოლილი თვისება გახდა.
ცნობილია სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების მონიტორინგის განვითარების
ისტორია. 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო სახელმწიფო
სტატისტიკის გაფურჩქვნის მოწმე გახდა, მისი მოკრების მეთოდი მუდმივად იხვეწებოდა
მოსახლეობის რეგულარული აღწერიდან დაწყებული წარმატებული სახალხო განათლებისა და
დასაქმების დონის პუბლიკაციებით დასრულებული. უდავოდ ასეთი სახით შეგროვებული
ინფორმაცია ძალიან კარგი მეთოდია გავიგოთ როგორ იცვლება საზოგადოება, მაგრამ ასეთი
გამოკვლევის გატარების დროს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება ნაციონალური სახელმწიფოს
მოთხოვნილება, რომელიც თავის თავზე იღებს გადასახადების შეგროვებას, სახალხო
განათლების ორგანიზებას და ხანდახან ცალკეული (გარიყული) რეგიონებითვის ეკონომიკური
სტრატეგიის შემუშავებას. გიდენსი ამას შემდეგნაირად აყალიბებს: ,,ადმინისტრაციული
ძალაუფლება წარმოქმნილი ნაციონალური სახელმწიფოს მიერ ვერ განხორციელდება
საინფორმაციო ბაზის გარეშე, რომელიც ძალაუფლების თვითრეგულირების საშუალებას
წარმოადგენს”.
თუმცა ჩვენ ცოტა წინ გავუსწრით მოვლენებს. ნაციონალური სახელმწიფოს განვითარების
ძირითადი ფაქტორი, როგორც დავინახეთ, არის სახელმწიფო ძალის გამოყენების
აუცილებლობა საკუთარი საზღვრების დასაცავად და ამიტომ, მაინც საჭიროა საკუთარი
მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის ცოდნა, სხვანაირად ვერ მოხერხდება
გადასახადების აკრეფა და მამაკაცების გამოძახება საკუთარი საზღვრების დასაცავად. მაგრამ
კიდევ მოითხოვება რაღაც. იმისათვის რომ ახალგაზრდობა აიძულო იბრძოლოს საკმარისი არაა
მხოლოდ ცოდნისა და სამსახურის მიცემა. ნაციონალურმა სახელმწიფომ მას რამე უფრო
ხელშესახები უნდა შესთავაზოს.
მეომრების გმირული ნაბიჯი შესაძლოა ეროვნულმა გრძნობებმა გამოიწვიოს. ამას არ
უარყოფდა გიდენსი, რომელიც ამ შემთხვევაში იყენებდა ტ. მარშალის იდეებს, უთითებდა, რომ
სახელმწიფო და მისი ქვეშევრდომები გარკვეული სახის კონტრაქტს დებენ. რამოდენიმე წლის
განმავლობაში ქვეყნის სამსახურში ყოფნის სანაცვლოდ კონტრაქტი ჯარისკაცებს
განსაზღვრულ სამოქალაქო უფლებებს სთავაზობს. მაგალითად: უფლება საერთაშორისო
ჩარევისგან დაცვაზე, პასპორტის ქონის უფლება, რომელიც მას საშუალებას აძლევს
დაუბრკოლებლად შევიდეს ქვეყანაში, უფლება ისარგებლოს ქვყენის დიპლომატიური
დაწესებულელების დახმარებით საზღვარგარეთ ყოფნის დროს. ,,კონტრაქტი” ნაციონალურ
სახელმწიფოსთან მრავალი სამოქალაქო უფლებისა თუ მოვალეობის წყარო ხდება. მისი
შესრულება ასევე მოითხოვს დაკვირვებას: სახელმწიფომ უნდა იცოდეს იყენებს თუ არა მისი
მოქალაქე უფლებებს და ასრულებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს. ამისათვის მას უხდება
დამატებითი ადმინისტრაციული აპარატის შექმნა. საკუთრივ ასე აღმოცენდება თანამედროვე
დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც თვალთვალის ეს აპარატი განსაკუთრებითაა
განვითარებული. სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ადმინისტრირება მოითხოვს მისი
მოსახლეობის ინდივიდუალიზაციას. ამომრჩეველთა სიაში შეყავს მონაცემები ასაკისა და
საცხოვრებელი მისამართის გარეშე. საზოგადოებრივ დაწესებულებებს კი სჭირდებათ
მოსახლეობის დეტალური მონაცემები: მათი საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო
ბარათების შესახებ; საგადასახადო სამსახური ქმნის გიგანტურ ბაზას, სადაც არის მონაცემები
ადამიანთა შემოსავლების შესახებ; აფიქსირებს მის დაბადებას, სწავლის პროცესს, ნიშნებს,
წარმატებებს, სკოლიდან სკოლაში გადასვლას. სიღარიბის ყველაზე მძიმე შედეგებთან ბრძოლა
მოითხოვს კოლოსალური ინფორმაციის შეგროვებას მათ შესახებ, ვისაც ამ პროგრამის
ფარგლებში დახმარება ესაჭიროება. როგორც პედი ჰილარდი და ჯეინი პერსი-სმიტი
აღნიშნავენ ,,სოციალური უზრუნველყოფის სისტემები დაკავებულნი არიან მოსახლეობის
დაკვირვებით, ამიტომ, სწორედ აქ, კლასიფიკაციის, ინფორმაციის შეგროვებისს და ანგარიშის
მომზადების ახალი მეთოდები მუდმივად ჩნდება” (Paddy Hillyard and Janie Percy-
Smith,1988,c.172).

თვალთვალთან, დაკვირვებასთან დაკავშირებული რისკები

თვალთვალისადმი ნაციონალური სახელმწიფოს დამოკიდებულება დაკავშირებულია თუ არა


უსაფრთხოების პრობლემასთან ან უფლებებთან და მისი მოქალაქეების ვალდებულებებთან,
უამრავ პრობლემას იწვევს. შეუზღუდავი პირადი თავისუფლების მომხრეებს პირველ რიგში
აწუხებთ ის, რომ ანონიმური ბიუროკრატების ხელში ხალხზე უზარმაზარი რაოდენობის
ცნობები გროვდება, ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოთვალთვალე ხელოვნური
თანამგზავრები არანაირ ნაციონალურ საზღვრებს არ ემორჩილებიან. უკვე მრავალი მასალაა
გამოქვეყნებული, რომელშიც განიხილება ისეთი პრობლემები, როგორიცაა პოლიციის მიერ
მოქალაქეებზე შეგროვილი ცნობები, რომლებიც შესაძლოა თუნდაც ნაფიცი მსაჯულების
შერჩევისას ან არასამართლიანი დაპატიმრებებისთვისაც იქნენ გამოყენებული.
ნამდვილ განგაშს იწვევს ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი. პირველი- ხელისულებამ
შესაძლოა მიიღოს ისეთ დოკუმენტებთან შეღწევის უფლება, რომელიც სრულიად სხვა
მიზნებისათვის იკრიბებოდა. მაგალითად: პოლიციამ შეიძლება ჩვენ პირად სამსახურეობრივ
მონაცემებში, სამედიცინო ბარათსა და საბანკო ანგარიშშიც კი ჩაიხედოს. მეორე- სხვადასხვა
მონაცემთა ბაზიდან შედგენილ მონაცემთა გაერთიანება. მას შემდეგ რაც სახელმწიფოს მიერ
წარმოებული მონაცემების, რომლებიც აქამდე ცალ-ცალკე ინახებოდა, გაციფრულება მოხდა,
მათი გაერთიანების საშუალება გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაერთიანების გზაზე
შექმნილია წინაღობები, პოტენციური საფრთხე ისევ რჩება. ადამიანზე შეიძლება შედგეს
„ციფრული პასპორტი“, რომელიც მისი ცხოვრების მთლიან სურათს მოიცავს. რომ
არსებობდნენ ორგანიზაციები, რომელთაც ხელი ყველა მონაცემთან - სამედიცინო ბარათი,
საკლასო ჟურნალი, საგადასახადო დეკლარაცია, სამუშაო წიგნაკი, საბანკო ანგარიში და
პოლიციის კართოტეკა - ერთდროულად მიუწვდებოდეთ, მაშინ ასეთ ორგანიზაციებს თქვენი
პიროვნების რთული და დეტალური პროფილის შედგენა შეეძლებათ. მოსახლეობის
კონტროლის ხარისხის ამაღლების მომხრე სახელმწიფო ჩინოვნიკები მოხარულნი იქნებოდნენ
ასეთი შესაძლებლობით, თუმცა შედეგი მოსახლეობის გაძლიერებული თვალთვალი იქნებოდა,
რომელიც ისედაც ხორციელდება. აქ ჩნდება კიდევ ერთი საშუალება თანამედროვეობა
პანოპტიკუმის მეტაფორის გამოყენებით დავახასიათოთ. ამ იდეით თავდაპირველად მ. ფუკომ
ისარგებლა, დაესესხა რა ჯერემი ბენტამს, რომელმაც ციხის, ჰოსპიტლის და საგიჟეთის
შენობების აგების თავისი მეთოდი შემოგვთავაზა. ბენტამის იდეა შემდგომში მდგომარეობდა:
მცველები უნდა განთავსებულიყვნენ ცენტრალურ ჩამუქებულ ოთახში და ცალკე ოთახში
მყოფი პატიმრების ან ავადმყოფების, რომლებიც ჩაბნელებული დაცვის ოთახის გარშემო
იქნებოდა განლაგებული, თვალთვალი შეძლებოდათ. ფუკომ ეს არქიტექტურული იდეა,
როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილის მეტაფორა გამოიყენა, ოღონდ რეალობაში ქვის
კედლები არაა საჭირო. თანამედროვე ციფრული სისტემები იძლევიან საშუალებას
უთვალთვალო ადამიანს ისე, რომ მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქოდეს. აქ ადვილია
გადაამეტო, ყოველ შემთხვევაში შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ,,დისციპლინარულ
საზოგადოებაში” მათ ვინც ,,დაკვირვების ქვეშაა” არ შეუძლიათ სხვა ობიექტების თვალთვალი.
ცხადია, რომ მოქალაქეებიდან მიღებული ინფორმაციის არსებითი წილი, მაგალითად
მიმოწერის დროს, თავად მათთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, რაც მათ საზოგადოებაში
საკუთარი მდგომარეობის, პერსპექტივის და მათი ცხოვრების სტილის გაცნობიერების
საშუალებას აძლევს. მაგალითად: ინფორმაცია შემოსავლების დონის, დანაშაულისა და
განქორწინების შესახებ სასარგებლოა არა მარტო სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის, არამედ
რიგითი მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ გაიგონ როგორ იცხოვრონ და რა
მოიმოქმედონ ამ ცხოვრებაში.
თუმცა არ ღირს დავივიწყოთ პანოპტიკუმის გაგება, რადგან ის გვახსენებს სახელმწიფოს
განუზომელ სურვილს იცოდეს ყველაფერი და ასევე იმასაც, თუ როგორ მჭიდროდაა
დაკავშირებული ძალაუფლება და ინფორმაციის აკუმულაცია ერთმანეთთან. მანუელ დე ლანდა
აღწერს რთულ პროგრამებს, რომლითაც კომპიუტერები თანამგზავრიდან მიღებული ფოტოების
დეკოდირებას ახდენენ, ასევე სისტემებს შექმნილი შეტყობინებების გასაანალიზებლად.
ცდილობდა რა ფართო სახით წარმოედგინა ამ ტექნიკის განვითარება, იგი წერს
ვირტუალური ,,პანსპექტრონის” – ის შესახებ - რაც შეიძლებოდა გვეწოდებინა ახალი
მექანიზმისთვის, რომელმაც დასაზვერვი ინფორმაციის შესაგროვებლად ოპტიკური
თვალთვალი ჩაანაცვლა. მისი გამოჩენა არის ლოგიკური შედეგი, რომელიც ნაციონალური
სახელმწიფოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არსს და პირობებს ასახავს. მოდით ვაღიაროთ, რომ
თვალთვალი თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ,,ჩვენ არ გვაქვს მარტივი
და ცხადი პროგრამა როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას”. ისღა გვრჩება დავეთანხმოთ
გიდენსს, რომ თვალთვალი არც ,,კაპიტალიზმით” და არც ,,ინდუსტრიალიზაციით” არ აიხსნება.
გვიწევს ისევ გიდენსის აზრი მივიღოთ, რომ ,,ტოტალიტარიზმი რჩება საფრთხედ” ყველა
განვითარებულ ქვეყანაში, რამდენადაც თვალთვალმა ,, თანამედროვე ქვეყნებში მაქსიმალურ
მასშტაბს მიაღწია“.

თვალთვალი კორპორაციის მხრიდან

ამ თავის მნიშვნელოვანი ნაწილი თავლთვალის, დაკვირვების სისტემებს ეძღვნებოდა,


რომელიც სახელწიფოს მიერ ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ადამიანებისადმი ინტერესი არა მარტო სახემწიფოს, არამედ კორპორაციებსაც აქვს. გიდენსი
გვახსენებს კაპიტალის როლს, რომელიც ამ თვალთვალსა და დაკვირვებაში ფიგურირებს და
აღნიშნავს: „დაკვირვების წარმოების კაპიტალისტური საშუალება - მენეჯმენტის
მნიშვნელოვანი ელემენტია“. სავსებით შესაძლებელი იყო ერთ მოსაზრებაზე შეჩერება, რომ
მენეჯმენტი მეოცე საუკუნის აღმოჩენაა - არსებითად ეს არის საინფორმაციო საქმიანობის
სახეობა, რომლის ამოცანასაც კორპორაციის საქმიანობის ყურადღებიანი დაკვირვება,
მოქმედების ოპტიმალური გეგმის შედგენა და სტრატეგიის გამოყენება წარმოადგენს, რაც
აქციონერებს საშუალებას მისცემს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან
მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ. კორპორაციული მმართველობის სფეროში ერთ-ერთ
ფუძემდებელს ფ. ტეილორი წარმოადგენს. მისი აზრით, ინფორმაციის სფეროში, იდეალურ
შემთხვევაში, საუკეთესო სპეციალისტი არის ის, ვინც კაპიტალისტური წარმოების საქმიანობას
აკვირდება, ანალიზს აკეთებს და გეგმავს. ტეილორისთვის ძირითად პრობლემას საწარმოო
პროცესის ორგანიზაცია წარმოადგენდა, რაც ყოველთვის სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
ეს პროცესი განსაკუთრებულად პრობლემური 19-ე საუკუნის დასასრულსა და 20-ე საუკუნის
დასაწყისში გახდა, როცა საწარმოები უზომოდ გაიზარდა და ხალხის უამრავი მასა დასაქმდა.
მრავალი ლიტერატურა არსებობს იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ამასთან
მენეჯერებს დაევალათ ორგანიზაციის ,,ტვინი, გონება” ყოფილიყვნენ. ეძლეოდათ საშუალება
განეხორციელებინათ კონტროლი იმ საწარმოებში, რომელთაც ისინი აკონტროლებდნენ.
დღეს, მენეჯერს საწარმოო პროცესის დაკვირვების გარდა, სხვა მრვალი მოვალეობაც აკისრია.
ამის გასარკვევად, საჭიროა ვიცოდეთ, რომ 20 საუკუნეში კორპორატიული კაპიტალიზმი სულ
მცირე სამი მიმართულებით მაინც შეიცვალა: 1. წმინდა სივრცითი მიმართულებით: მსხვილი
კორპორაციები მოქმედებენ საერთაშორისო მასშტაბით, უფრო ხშირად ტრანსნაციონალური
მასშტაბითაც. 2. კორპორაციების რიცხვი შემცირდა და ისინი გადაიქცნენ ბაზარზე მსხვილ
მოთამაშეებად: ჩვეულებრივ ბაზრის ერთ სეგმენტში ორგანიზაციათა მცირე რაოდენობა
დომინირებს. 3. დღეს კორპორაციები საზოგადოებასთან უფრო მჭიდროდ არიან
დაკავშირებულნი, შექმნეს ფილიალები. ისინი დღეს ბევრ რამეს თავად კი არ აწარმოებენ,
არამედ ყიდულობენ ნახევარფაბრიკატებს.
ამ პროცესების ერთ-ერთი ძირითადი შედეგი შეიძლება დავასახელოთ ის, რომ მენეჯერები,
რომლებსაც ეფექტური მუშაობა სურთ, მოპოვებულ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდნენ. ამ
პროცესს რამოდენიმე მხარე აქვს: ისინი ვალუტის კურსის მერყეობას, სხვადასხვა ქვეყანაში
პოლიტიკური ვითარებას უნდა აკვირდებოდნენ.
მენეჯერმა თავის პროდუქციასთან მიმართებაში მომხმარებლის შესახებ ბევრი რამ უნდა
იცოდეს. ასეთი კვლევის მეთოდები განსხვავებული შეიძლება იყოს: ანკეტირება, ინტერვიუები,
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. ამა თუ იმ პროდუქტზე მომხმარებლის მოთხოვნის
დაწვრილებითი შესწავლა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე ეს პროდუქტი წარმოებაში ჩაეშვება,
ზოგჯერ წარმოების სტადიაშიც კი. თვისებრივად საერთო საქმიანობას აწარმოებენ
სარკრედიტო ბიუროები, რომლებიც მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობის შესწავლასთან
ერთად თავის კორპორატიული კლიენტებისგან პოტენციურ მყიდველთა სიებს ადგენენ.
საკრედიტო ბიუროები ამის შესახებ უხალისოდ ყვებიან. შესყიდვა მონაცემების გარეშე - ეს არის
იაფფასიანი ხერხი მიიღო ადამიანებზე ინფორმაცია, რომლის შესახებაც უკვე წინა
მონაცემებიდან ცნობილია. ინფორმაციის ასეთი ფართო შეკრება აღსანიშნავია სხვადასხვა სახის
ციფრული ტექნოლოგიების გავრცელების პროცესში. დევიდ ბერნხემმა რამოდენიმე წლის წინ
სისტემური ინფორმაციის ფენომენს ყურადღება მიაქცია. ესაა ,, ინფორმაციის ახალი კატეგორია,
რომელიც ოქმების ავტომატური წარმოების შესაძლებლობასთან ერთად წარმოიქმნა და
რომელშიც ყოველი ადამიანის ყოფითი მოქმედებანია აღნიშნული: ასეთი შენიშვნა ოქმში
აღინიშნება მაშინ, როცა ადამიანი პასუხობს ზარზე, ანაღდებს ჩეკს, იყენებს საკრედიტო ბარათს,
ყიდულობს მაღაზიაში საჭირო ნივთებს, ქირაობს მანქანას ან საკაბელო ტელევიზიის არხს
რთავს. სისტემური ინფორმაცია მის ყოველდღიურ მოქმედებას ასახავს. ადამიანი ასრულებს მას
დაუფიქრებლად ისევე, ვთქვათ, როგორც ტელეფონის ნომერს კრეფდეს. კორპორაციის მიერ
მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით, მას შეუძლია თავისი მომხმარებლის სტილი
ჩამოაყალიბოს: ვინ და რას ყიდულობს, რამდენად ხშირად ყიდულობს კონკრეტულ საქონელს
და ზოგადად რამდენს ხარჯავს.
ყოველივე ამას თავისი მოსაწყენი მხარეც აქვს, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ასეთი დაკვირვება
საქმიანი სამყაროსათვის მეტად ღირებულია. სისტემური ინფორმაცია, რომელიც იქმნება
კომპიუტერულ სალაროში ამა თუ იმ საქონელზე ფასის გადახდის პარალელურად, კომპანიას
საშუალებას აძლევს გაიგოს რა გაიყიდა, რამდენი დრო დაიხარჯა ამაზე და სად მოხდა ეს, რაც
მენეჯერისათვის არსებითია. თუ მომხმარებელი ყიდვისას საკრედიტო ბარათს გამოიყენებს,
ინფორმაცია უფრო ღირებული ხდება, რადგან დაკვირვების ასეთი ფორმა ფირმას საშუალებას
აძლევს გააუმჯობესოს გაყიდვის სტრატეგია, აწარმოოს მიზნობრივი სარეკლამო კამპანია,
მიმართოს მომხმარებელთა განსაზღვრულ ჯგუფებს.
დასკვნა
დაკვირვების, თვალთვალის სისტემების აუცილებლობა განსაკუთრებით წარმოიშვება
ეროვნულ სახელმწიფოში, რომლის პრობლემებსაც ომი, უსაფრთხოება, სამოქალაქო უფლებები
და მოვალეობები წარმოადგენს. უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციის
მართვის სრულყოფილი მეთოდების გამოყენების სურვილი ერთდროულად გაჩნდა.
გართულება მას შემდეგ მოხდა, რაც - ,,ადამიანის უფლებათა რეჟიმი” შემოვიდა, რომელიც,
სიმართლე ითქვას, თავად შეძლებს გლობალურ სტრუქტურებზე სამხედრო ზეწოლას. ასეთებია
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ნატო. კორპორაციების მიერ მომხმარებელზე
დაკვირვების ზრდას პარადოქსულ შედეგამდე მივყავართ, რადგანაც აღნიშნულ დაკვირვებას
თან ახლავს მოთხოვნა თავად კორპორაციის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე.
ამ თავის ძირითად აზრს შეადგენს ის, რომ დაკვირვების გავრცელება ორეულის მიერ
შედგენილი სქემით მიმდინარეობს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ,,დიდი ძმის”
წარმოქმნის საფრთხის შესახებაც. დაკვირვება, თვალთვალი, როგორც რეფლექსური
მოდერნიზაციის ელემენტი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ჩვენი საზოგადოების დონის
ამაღლების შედეგი. მას შეუძლია, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საზოგადოების მართვა
აამაღლოს, გამჭვირვალე გახადოს და მასში ცხოვრების სხვადასხვა სტილის არსებობას
საშუალება მისცეს.

You might also like