You are on page 1of 4

1) რა სტრატეგია გამოიყენა მკვლევარმა, რათა საკვლევ გარემოში შესულიყო?

კიდევ რა სტრატეგიების გამოყენება შეიძლებოდა საკვლევ გარემოში


შესაღწევად?

მკვლევარს გამოყენებული აქვს „უხილავი“ დამკვირვებლის სტრატეგია, თუმცა ეს


მაინც განსხვავდება ანდერსონის „უხილავობასთან“, რადგან ანდერსონი კვლევის
მონაწილეებს დაუმეგობრდა და შემდეგ გაუმხილა, რომ მათ აკვირდებოდა, თუმცა ეს
სერიოზულად არავის მიუღია. „მშრალი ხიდზე“ დამკვირვებელი მკვლევარი კი
მართლა ანდერსონზე უფრო უხილავია, რადგან მას პრაქტიკულად არავისთვის
უთქვამს, რომ მათი სამუშაო ადგილის შესახებ ეთნოგრაფიულ კვლევას ამზადებს.

როგორც მკვლევარი ამბობს, „მშრალ ხიდზე“ კვლევის დაწყებამდეც ბევრჯერ


ყოფილა და შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო აქვს უკვე გატარებული შესასწავლ
გარემოში. აქედან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ დაკვირვების ობიექტების
ნაწილი, კერძოდ, ნივთების გამყიდველები უკვე იცნობენ მკვლევარს, მაგრამ არა
მკვლევრის, არამედ მყიდველის სტატუსით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მკვლევარი პირველად აღმოჩნდებოდა დაკვირვების ამგვარ გარემოში, სადაც
ყოველდღიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ადამიანი ირევა, დაკვირვების
ობიექტებისთვის დიდად შესამჩნევი არ იქნებოდა უცხო ადამიანის მათი
ყოველდღიური საქმიანობის ადგილას დანახვა, განსხვავებით მაგალითად,
ანდერსონის კვლევისგან - ლუდის ბარში, სადაც უცხო ადამიანი რამდენიმე წუთით
დაყოვნებისთანავე ყურადღების ცენტრში ხდება. „მშრალ ხიდზე“ ყველაფერი
სხვაგვარადაა. თავად კვლევის ავტორიც აღნიშნავს, რომ საკვლევად ისეთი გარემო
შეარჩია, სადაც შეღწევის პრობლემა მოსნილია. ამ შემთხვევაში, მკვლევარი ფარულ
დაკვირვებას აწარმოებს, შესაბამისად, დაკვირვების ობიექტებმა არ იციან, რომ მათ
აკვირდებიან და არც ჩვეულ ქცევას იცვლიან. ეთიკური მოსაზრებით, ამგვარი
კვლევის ჩატარება გაუმართლებელია, თუმცა, როგორც თავად კვლევის ავტორი, მეც
ვიფიქრებდი, რომ „მშრალ ხიდზე“ ფარული დაკვირვებით არავინ დაზარალდებოდა,
თან დაკვირვების სუბიექტთა რუტინულ ქცევაზე მკვლევრის ზეგავლენაც
გამოირიცხებოდა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დაკვირვების ობიექტებისთვის
მკვლევრის როლის გამხელას შეიძლებოდა დამატებითი ინფორმაცია მოეტანა
მკვლევრისთვის, თუმცა კვლევის ობიექტების ტიპოლოგიზაციიდან, უფრო ზუსტად
მათი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ყველა მათგანის მკვლევართან
თანამშრომლობაში დარწმუნება საკმაოდ რთული და წარმოუდგენელიც კი
იქნებოდა. მკვლევრის ადგილას რომ ვყოფილიყავი, საკვლევ გარემოში შესაღწევად
და „ფეხის მოსაკიდებლად“ აუცილებლად გავუმხელდი ვინმეს (ალბათ რომელიმე
გამყიდველს) ჩემს ვინაობას, რომ უფრო მეტი გამეგო „მშრალი ხიდის“
სუბკულტურის უცნობ პატერნებზე და იმ არგუმენტსაც მოვიშველიებდი, რომ ამ
კვლევის ჩატარების გარეშე საგანი ხელახლა გასავლელი მექნებოდა ან სასწავლო
წელი დამემატებოდა. ის, ვისაც ჩემს ვიანობას გავუმხელდი (ინფორმანტს/გიდს),
აუცილებლად გამყიდველი იქნებოდა, რადგან ამ საკვლევ გარემოში ყველაზე დიდ
დროს სწორედ გამყიდველები ატარებენ, და აუცილებლად ის კარგი მოსაუბრე
ადამიანი იქნებოდა, რომლის თქმითაც მის გვერდით მოვაჭრე კაცი მისგან ნაყიდ
პოსტერებს 5-ჯერ მაღალ ფასად ყიდდა, ალბათ იმიტომ იქნებოდა, რომ უფრო მეტი
ინფორმაციის გაცემის პოტენციალი აქვს. შეიძლებოდა ინფორმანტად საბჭოური
ნოსტალგიის მქონე, მუსიკალური ინსტრუმენტების გამყიდველი ამერჩია, ან
„მეზობელი“, მეგობარი გამყიდველები.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორის თქმით საკუთარ კვლევაში „ჩართული“


დაკვირვება გამოიყენა, ვთვლი, რომ როგორც ბესტორის კვლევის შემთხვევაში, აქაც
აშკარაა, რომ მკვლევარს არავინ მისცემდა უფლებას საკუთარი პროდუქცია გაეყიდა,
ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამიტომ, უფრო „ცნობისმოყვარე“ დაკვირვებას
ვუწოდებდი, ვიდრე „ჩართულს“, რადგან რეალურად მკვლევარს გაყიდვის პროცესის
მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ნივთს,
რომლებიც, როგორც თვითონ ამბობს „შემოეყიდა“, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც
არ მგონია ამას გაყიდვის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა. აგრეთვე,
მკვლევარს საკვლევ გარემოში შესასვლელად არ დასჭირდა ე.წ „მეკარის“ ან „გიდის“
დახმარება, რადგან ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანს შეუძლია „მშრალ ხიდზე“
მოხვედრა.

2) როგორ დაახასიათებდით მკვლევრის ტიპოლოგიას? თავად რას


დააკვირდებოდით და რას დაეფუძნებოდა თქვენი ტიპოლოგია?

მკვლევრის ტიპოლოგიზაცია ძირითადად ნივთების საყიდლად მოსული


ადამიანების დახასიათებაზეა ორიენტირებული. საბჭოური ნოსტალგიის მქონე
შუახანს გადაცილებული ადამიანები, ჰიპსტერები, რომლებზეც კვლევის
წაკითხვამდე და ინტერნეტში ძებნამდე წარმოდგენა არ მქონდა რას
წარმოადგენდნენ, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც წარმოდგენა იმაზე არ აქვთ, თუ
რატომ მოსწონთ სტალინი და ჰიტლერი, სოციალიზმის ჭეშმარიტებაში
დარწმუნებილი „სოციალ-კომუნისტური ახალგაზრდობა“, ნივთების იაფად
საყიდლად მოსული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ქალია, ანტიკვარიატის
მოყვარული კოლექციონერებიდა ტურისტები, რომლებსაც ძველ ნივთებში
გამყიდველის მიერ დასახელებული სხვა მყიდველებისგან განსხვავებული თანხის,
უფრო ზუსტად დიდი თანხის გადახდა არ ენანებათ.

ნამდვილად, სრულიად განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანები იყრიან


თავს „მშრალ ხიდზე“, სტალინის მოყვარულებიდან დაწყებული და პაციფისტი
ჰიპსტერებით დასრულებული. ავტორის ტიპოლოგიზაციაში შესამჩნევია აგრეთვე
ასაკობრივი განსხვავებებიც.
ჩემთვის, ძალიან საინტერესო იქნებოდა თავად გამყიდველების ქვეტიპოლოგიზაცია,
თუნდაც მათი საბჭოურ ღირებულებებთან დაკავშირებული ატტიტუდების
მიხედვით და შემდეგ იმის გამოყოფა - გამყიდველთა რომელი ტიპს ეხმარება უცხო
ენის ცოდნით ტურისტებზე მუშაობა თავის რჩენაში - საბჭოური ნოსტალგიის მქონე
გამყიდველებს, თუ ამ უკანასკნელის მოწინააღმდეგე მოსაზრების მქონე
გამყიდველებს.

გასაგებია, რომ გამოუცდელი მკვლევრისთვის ინფორმანტების მოძიება რთულია,


მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ საინტერესო იქნებოდა იმის გაგებაც, თუ თავად
კვლევის მონაწილეები როგორ ახდენენ საკუთარი თავისა და სხვების
კატეგორიზაციასა და სახელდებას. აგრეთვე იმის, არსებობს თუ არა გამყიდველებს
შორის „მშრალი ხიდის“ გარეთ რაიმე სახის ჯგუფური ინტერაქცია, რადგან
დაახლოებისთვის საკმაოდ დიდ დროს უნდა ატარებდნენ ერთმანეთის გვერდით.
თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის მონაწილეებმა კვლევის შესახებ არ იციან,
ვერც კატეგორიზებას ვერ მოახდენდნენ, შესაბამისად, ყველას თუ არ ეცოდინებოდა
კვლევის შესახებ, უმჯობესი იქნებოდა თუნდაც ინფორმანტის არსებობა და მისი
კატეგორიზაცია და სახელდება გამყიდველების ტიპებისა (მაგალითად, მყიდველთა
მიმართ დამოკიდებულების მიხედვით) და მყიდველების ტიპების, მაგალითად
„რეგულარულ კლიენტებად“ და „პირველად დანახულ“ კლიენტებად და შემდეგ ამ
ორი ტიპის შედარება/დახასიათება.

3) რა სპეციფიკურ ასპექტებს გამოყოფდით მკვლევრის აღწერაში, რაც


მკითხველს წარმოდგენას უქმნის „მშრალი ხიდის“ გარემოს „კულტურის
ინტიმურობის შესახებ“?

„კულტურული ინტიმურობა“ კულტურული იდენტობის იმ ასპექტებს აღწერს, რაც


ამ კულტურის წარმომადგენელთა გამორჩეულ სოციალურ სამყაროს ქმნის და
მათთვის უსიტყვოდ გასაგებია, თუმცა ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ
კულტურაში არ არიან სოციალიზირებულნი, ეს ასპექტები გაუგებარია და ზოგჯერ
უხერხულობის წყაროც. „აქ შეიძლება იპოვო ძალიან იშვიათი რამ, თან ისე, რომ შენი
მწირი ბიუჯეტიც გაწვდეს და არ მოგიწიოს მთელი თვე ავტობუსით ეკონომიურად
მგზავრობა“, ამ ერთი წინადადებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვისაც კი, რომელმაც
საქართველოს შესახებ პირველად გაიგო, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა
გასაგები ხდება, ზოგიერთ ქვეყანაში ავტობუსით გადაადგილება უხერხულობას
მართლა უქმნის ადამიანებს, როცა საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

”მშრალ ხიდზე ვხვდებით როგორც საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილ


პენსიონერებს, აგრეთვე ვესტერნიზაციის მომხრე ახალგაზრდებს...“. არცერთ
ქართველს არ სჭირდება იმის განმარტება, თუ რატომ აწუხებთ ადამიანებს ისევ
საბჭოთა ნოსტალგია, ან რატომ უნდა მოსახლეობის რაღაც ნაწილს რუსეთთან
მეგობრული ურთიერთობების დამყარება ყველაფრის შემდეგ, იმ ფონზე, როცა
ქვეყანას არჩეული აქვს ევროპული, დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია (ყოველ
შემთხვევაში ოფიციალურად/ფორმალურად), ეს მახასიათებელი გაუგებარი
იქნებოდა მაგალითად ევროპული, განვითარებული და დემოკრატიული ყვეყნის
მაცხოვრებელი ადამიანისთვის, რადგან სოციალიზაცია სხვა კულტურაში ექნებოდა
გავლილი, სადაც მოძალადე ქვეყანას მის მიმართ ნოსტალგიით არ პასუხობენ.

თავად „მშრალი ხიდის“ სუბკულტურის ინტიმურობის მაგალითად შეიძლება


მოვიყვანო გამყიდველების მიერ მყიდველთა მახასიათებლების გათვალისწინებით
დასახელებული ნივთების ფასები, ერთი და იგივე ნივთი ტურისტებითვის შეიძლება
50 ლარი ღირდეს, რიგითი ქართველისთვის კი 10 (თუმცა ქართველსაც გააჩნია,
როგორც მივხვდი, ალბათ ჩაცმულობის გათვალისწინებით), ეს გამყიდველებს
შორისაც გაზიარებული, უსიტყვოდ გასაგები პრაქტიკაა, შესაძლოა ზოგიერთი
მყიდველისთვისაც გასაგები პრაქტიკაა, თუმცა არა ტურისტებისთვის. ამ
შემთხვევაში გამყიდველებს აქვთ მოლოდინი, რომ მყიდველი ფლობს სათანადო
„კულტურის ინტიმურობას“, რომ ეს სტრატეგია გამჟღავნების გარეშე
განახორციელონ.

„მშრალი ხიდის“ სუბკულტურის ინტიმურობის მაგალითია აგრეთვე „მეზობელ“


გამყიდველთა ინტერაქციის პროცესი - ჭადრაკისა და ნარდის თამაში, „სუფრა“ და
საუბრები სერიალებზე და პოლიტიკაზე, ერთმანეთისთვის დღის განმავლობაში
მომხდარი მოვლენების „გაცვლა“ და ერთმანეთის აზრების გათვალისწინება.
პარსონსის ეტალონური ცვლადების მაგალითი რომ მოვიშველიო, ქართულ
რეალობაში, უცხო არ არის ორიენტაცია კოლექტივზე, დიფუზური ურთიერთობები,
აფექტური - ემოციური დაკმაყოფილების უპირატესობა, თუნდაც პროფესიული
საქმიანობის დროს. უფრო ტრადიციული საზოგადოება ვართ, შესაბამისად,
„კულტურული ინტიმურობის“ ეს ასპექტი - პროფესიული საქმიანობის დროს
დაახლოება ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა უცხოა თანამედროვე
საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური კმაყოფილების
მიღებისგან თავის შეკავება, ორიენტაცია საკუთარ თავზე და სპეციფიკური და არა
დიფუზური ურთიერთობები.

თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები 2.

სტუდენტი - არჩუაძე ანი

You might also like