You are on page 1of 5

49. ისტორიის მეცნიერება XX საუკუნეში.

პოზიტივიზმის კრიტიკა.

რობინ ჯორჯ კოლინგვუდი. ბენედეტო კროჩე

კონტისა და მისი თანამოაზრეების პოზიტივისტურ მიდგომას ისტორიის


მეცნიერებისადმი დაუპირისპირდა ისტორიის ახალი ხედვა, რომელსაც, როგორც წესი,
„იდეალიზმს“ უწოდებენ. ისტორიის ეს გაგება სათავეს იღებს გერმანელი
ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის ვილჰემ დელთეოს მოსაზრებებიდან და
ჩამოყალიბებულ სახეს იღბს XX საუკუნეში, იტალიელი ისტორიკოსისა და ისტორიის
თეორეტიკოსის ბენედეტო კროჩესა და ინგლისელ ისტორიის ფილოსოფოსისა და
ისტორიკოსის რობინ ჯორჯ კოლინგვუდის ნაშრომებში. იდეალისტებისათვის
კონტისეულ „პოზიტიურ ისტორიაში“ უპირველეს ყოვლისა, მიუღებელი იყო
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი კვლევის პრინციპების
გადმოტანა ისტორიის შესწავლაში, რადგან, მათი აზრით, ისტორიის შეცნობა, მისი
რთული თავისებურებებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების
საგანგებო მეთოდით იყო შესაძლებელი.

დილთესმა, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისგან


საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები ( ამ უკანასკნელი მეცნიერების
აღმნიშვნელი დილთეისეული ტერმინი გერმანულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება,
როგორც „სულის“ ან „სულიერების მეცნიერებები“) ამ გამიჯვნას მან საფუძლვლად
დაუდო ის, რომ ამ მეცნიერებებს განსხვავებული კვლევის საგანი ჰქონდათ და,
შესაბამისად, ყოველი მათგანი საკუთარი შემეცნების მეთოდს მოითხოვდა. დილთეის
თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სწავლობენ ერთგვაროვა და განმეორებად
ბუნებრივ მეთოდებს, ხოლო ისტორიკოსების საქმე აქვთ ბუნებისგან დამოუკიდებელ,
უნიკალურ, განუმეორებელ მოვლენებთან. შესაბამისად, პირველნი სწავლობენ ზოგად,
მეორენი კი ცალკეულ სპეციფიკურ მოვლენებს.
ბენედეტო კროჩე
ბენედეტო კროჩემ თავის პიველსავე თეორიულ ნაშრომში (რომელიც მან 1893 წელს,
27 წლის ასაკში დაწერა) ისტორია გაათავისუფლა ნატურალიზმისგან, ანუ
საბუნებისმეტყველებასთან გაიგივებისაგან. მან ისტორია განმარტა, როგორც
ინდივდუალურის, ხოლო ბუნებისმეტყველება, როგორც ზოგადის შემეცნება. კროჩემ
განავრცო ეს აზრი შემდგომ ნაწარმოებებშიც. ის ამბობდა, რომ საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისგან განსხვავებით, ისტორია არ ეძებს კანონებს, არაფერს ამტკიცებს,
ისტორია მხოლოდ მოგვითხრბს.

გამიჯნა რა ერთმანეთისგან ისტორია და ბუნება, კროჩემ განსაზღვრა ისტორიის


შემეცნების განსაკუთრებული წესიც. მისი მთავატი ამოსავალი წერტილი იყო ის ფაქტი,
რომმ შემეცნებელი სუბიექტი - ისტორიკოსი - საკუთარ აწმყოში ცხოვრობს, ისტორია კი
ცოცხლდება მას შემდეგ, რაც ისტორიკოსი გაიაზრებს წარსულს და მას საზრისს
მიანიჭებს. ამდენად, კროჩეს მტკიცებით, „მთელი ისტორია თანამედროვე ისტორიაა“.

რ. ჯ. კოლინგვუდი
ბენედეტო კროჩეს აზრი ისტორიაზე განავითარა და სრულყო რობინ ჯორჯ
კოლინგვუდმა. მისი შესანიშნავი წიგნი „ისტორიის იდეა“ (გამოქვეყნდა კოლინგვუდის
გარდაცვალების შემდეგ), დღემდე ისტორიის ფილოსფიის დარგში დაწერილ ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ნაშრომად ითვლება.

კროჩე ისტორიის შემეცნების მეთოდის შესახებ:

„გსურთ გაიგოთ ლიგურიისა და სიცილიის ნეოლითის ხანის მაცხოვრებლის ნამდვილი


ისტორია? შეეცადეთ, თუ შეძლებთ, წარმოიდგინოთ თავი ნეოლითის ხანის
ლიგურიელად ან სიცილიელად, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ ან არგსურთ, მაშინ
შემოიფარგლეთ ნეოლითის ხანის ამ ხალხების საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილი
თავის ქალების, იარაღების, ნახატების აღწერით და მათი გარკვეული თანმიმდევრობით
მოწესრიგებით. გსურთ გაიგოთ ბალახის ღერო ნამდვილი ისტორია? სცადეთ იქცეთ
ღეროდ და თუ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას, დაკმაყოფილდით, მისი ნაწილების
ანალიზითა და მათგან ერთგვარი იდეალური ან წარმოსახვითი ისტორიის შექმნითაც
კი".

კოლინგვუდის კომენტარი კროჩეს ამ მოსაზრებაზე:


„რაც შეეხება ნეოლითის ხანის ადამიას კროჩეს რჩევა უდავოდ კარგია. რადგან მართლაც
თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ მის ისტორტის შექმნას, თუ მოახერხებთ მის
სულში შეღწევას და მისი აზრების საკუთარ აზრების ქცევას. მაგრამ თუ თქვენ
არშეგწევთ ამის უნარი, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, გარკვეული სისტემით დაალაგოთ მისი
საქმიანობის მატერიალური გადმონაშთები და თქვენ მიიღებთ ენთეოლოგიას ან
არქეოლოგიას, მაგრამ არა ისტორიას. მაგრამ ნეოლითის ხანის ადამიანების რეალობა
ისტორიული რეალობა იყო. როცა ის ამა თუ იმ იარაღს ამზადებდა, მას გარკვეული
მიზანი ჰქონდა გონებაში. იარაღი შეიქმნა, როგორც მისი სულის გამოვლინება, და თუ
თქვენ მას როგორც არასულიერს მიუდგებით, ეს თქვენი არასაკმარისი ისტორიული
გამჭრიახობის შედეგან მოხდება. მაგრამ რამდენად მართებულია ეს მსჯელობა ბალახის
ღერთან მიმართებით?... მაშინ მე არ ვარ დარწმუნებული, ... რადგან ამ შემთხვევაში
ამაოა რაიმე აზრის გამოვლინების ძიება.

კოლინგვუდისთვის ისტორია „არის მეცნიერება ადამიანის ბუნების შეასახებ“,


რომელიც აუცილებელია „თვითშემეცნებისთვის“. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი
განმარტება ნიშნავს იმას, რომ კოლინგვუდისთვის ისტორიული კვლევის საგანი
ადამიანის გონება, უფრო ზუსტად კი, ადამიანის გონებრივი საქმიანობის
გამოვლინებებია. სწორედ ეს განასხვავებს ისტორიას ბუნებისმეტყველებისგან. „ბუნების
მოვლენები უბრალოდ მოვლენებია და არა მოქმედ პირთა ქმედებები, რომელთა
ფიქრებსაც ცდილობს მისდიოს მეცნიერი“ - განმარტავდა კოლინგვუდი. აქედან
გამომდინარე, განსხვავებულია აგრეთვე ისტორიისა და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების კვლევის მეთოდები. ისტორიული შემეცნების მეთოდის შესახებ
კოლინგვუდი წერდა: „ისტორიკოსი წარსული მოვლენების კვლევისას ყოველთვის
განასხვავებს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს „მოვლენის გარსი და არსი“ . სწორედ ამ
დებულებას „ისტორიული მოვლნების გარსისა და არსის“ შესახებ ეფუძნება
ისტორიული მეთოდის კოლინგვუდისეული გაგება. მოვლენათა „გარსში“ კოლინგვუდი
გულისხმობდა მათ გარეგნულ გამოვლინებას (მაგალითად, იულიუს კეისრის სისხლი
დაღვრილი სენატში), ხოლო „არსში“ ამა თუ იმ ქმედების ჩამდენათა ჩანაფიქრს
(მაგალითად, კეისრისა და მისი მკვლელობის პოლიტიკური იდეების დაპირისპირება).

კოლინგვუდი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ისტორიული და საბუნებისმეტყველო


კვლევის მეთოდები განსხვავდება ერთმანეთისგან იმდენად, რამდენადაც რამდენადაც
ისტორიას საქმე აქვს მოვლენების გარსთანაც და არსთანაც, ხოლო ბუნებისმეტყბელებას
მხოლოდ ბუნების გარეგნულ გამოვლინებებთან, ფენომენებთან, რომლებსაც ის
მეცნიერთა წინაშე ბუნების მიერ გათამაშებულ წარმოდგენას ადარებდა. შესაბამისად
ბუნება შეიმეცნება მოვლენებზე მეცნიერული დაკვირვებებით, ხოლო ისტორიის
გასაგებად საჭიროა მოვლენების „შინაგანი არსის“ წვდომაც. კოლინგვუდის
განმარტებით, ისტორიკოსი „შეიძლება იწყებდეს კვლევას მოვლენის გარსის აღმოჩენით,
მაგრამ ვერასდროს გაჩერდება ამაზე. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მოვლენა იყო
ქმედება და ისტორიკოსის მთავარი ამოცანაა, საკუთარ გონებაში გაატაროს ეს ქმედება,
გამოავლინოს მოქმედ პირის აზრები“. ამდენად, ისტორიული პირების აზრების
„ისტორიკოსის გონებაში გატარება“ კოლინგვუდისთვის ისტორიის შემეცნების
ერთადერთი გზაა.

კროჩემ და კოლინგვუდმა გამოავლინეს როგორც რანკეანული „ობიექტური“


ისტორიის, ისე კონტისეული „პოზიტიური ისტორიის“ შეცდომები: აჩვენეს, რომ
ისტორია „სუბიექტურია“ იმდენად, რადენადაც მას ისტორიკოსი იაზრებს და წერს;
უარყვეს ისტორიული კანონების არსებობა.

წყარო 2

ფაქტოლოგი პოზიტივისტების კოლინგვუდისეული კრიტიკა:

„პოზიტივისტებისთბის ფქატები არა მხოლოდ ერთმანეთისგან, არამედ შემეცნებისგანაც


დამოუკიდებლად ითვლებოდა. ასე რომ, ყველა სუბიექტური ელემენტი (როგორც მათ
პოზიტივისტები უწოდებდნენ), რომელიც შეიძლება შეეტანა ისტორიაშ ისტორიკოსს
მისი პოზიციიდან გამომდინარე, უნდა განადგურებულიყო. ისტორიკოსს არ ჰქონდა
ფაქტების შეფასების უფლება, მისი საქმე იყო ეთქვა, თუ როგორი იყო ეს ფაქტი.
შედეგად... მაგალითად, ისტორიკოსებს შეეძლოთ გადმოეცათ რომში იმპერატოტის
კულტთან დაკავშირებული ყველა ფატი, მაგრამ, ვინაიდან ისინი თავს უფლებას არ
აძლევდნენ რაიმე დასკვნის გამოტანისა ამ კულტის რელიგიური თუ სულიერი
მნიშვნელობის შესახებ მათ არ შეეძლოთ გაეგოთ, თუ რას განიცდიდნენ ამ კულტის
მიმდევარი ადამიანები.“

კოლინგვუდმა თავისი კრიტიკა მიმართა არა მხოლოდ პოზიტივისტი ფაქტოლოგების


წინააღმდეგ, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვისაც ის „მაკრატლისა და წებოს
ისტორიკოსებს“ უწოდებდა. ამ კატეგორიას მან მიაკუთვნა ისტორიკოსები, ვისთვისაც
ხელშეუხებელი იყო ისტორიული დოკუმენტის „ავტორიტეტი" და ვინც ამის გამო
შეუმოწმებლად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, უბრალოდ მათი შეგროვებით იყო
დაკავებული. კოლინგვუდი მიჯნავდა „მაკრატლისა და წებოს" მეთოდით დაწერილ
ისტორიას პოზიტივისტი ფაქტოლოგების ისტორიისგან, რადგან ეს უკანასკნელნი
გულმოდგინედ იცავდნენ ისტორიული წყაროების კრიტიკის მეთოდს, მაგრამ, ამავე
დროს ის ამტკიცებდა, რომ „კრიტიკული ისტორია" „მაკრატლისა და წებოს ისტორიის“
ნაირსახეობა იყო, რადგან მთავარი შეკითხვა რომეოიც უნდა დაისვას წყაროში
მოცემული მტკიცების მიმართ, არის არა ის, მართალია ეს თუ ტყუილი, არამედ რას
ნიშნავს ეს თუ ის მტკიცება. ამ უკანასკნელი შეკითხვის დასმა ნიშნავს მაკრატლისა და
წებოს ისტორიასთან გამოთხოვებას და იმ სამყაროში შესვლას, სადაც ისტორია იქმნება
არა წყაროების ცნობების კოპირებით... არამედ დამოუკიდებელი გონებრივი მუშაობის
შედეგად გამოტანილი დასკვნების საფუძველზე.

წყარო 3.

კოლინგვუდი „მაკრატლისა და წებოს ისტორიკოსების“ შესახებ

„ქალბატონი სთებინგის... სახელმძღვანელო შეიცავს ერთ თავს ისტორიული


მეთოდის შესახებ, ამ თავის შინაარსი მთლიანად გადმოღებულია ლანგლუასა და
სენიობოსის ცნობილი ფრანგული სახელმძღვანელოდან, რომელიც ფორმით სწორედ ის
წინარემეცნიერული ისტორიაა, რომელსაც მე „მაკრატლისა და წებოს მეშვეობით
გაკეთებულ ისტორიას“ ვუწოდებ. ამიტომ ის დაახლოებით ისევე სასარგებლო
თანამედროვე მკითხველისთვის, როგორც ფიზიკა ფარდობითობი თეორიის გარეშე.“

You might also like