You are on page 1of 1

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.


ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩინაძე, ვაჩენიძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.
1700 წელს მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ
აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.
საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71.
არიან სხვაგანაც.

თრიალეთის ვერცხლის თასი — ვერცხლის თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-


იან წლებში თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას, ერთ-ერთ ყორღანზე.
თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის
გამოყენებით მიმდინარეობს და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა
უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო
მინიშნებებს შეიცავს.
თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი
მოსაზრებაა გამოთქმული, გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს
მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმელის შეწირვის რიტუალთან.

მორიგე

ღვთისშვილები იასულები

ანგელოზები

მეყურადეები

მექილიკეები

ურჩები

You might also like