You are on page 1of 7

პუტინის რეჟიმი

პუტინის რეჟიმის განხილვისას არსებობს ხაფანგები, რომელშიც ძალზედ ადვილია მოხვედრა.


მათგან ყველაზე გავრცელებულია სამი: ემოციური დამოკიდებულება პუტინისადმი და მისი
პოლიტიკისადმი (კრიტიკული ან პოზიტიური); ფართოდ გავრცელებული მითების მხარდაჭერა
სილოვიკების ყოვლისშემძლეობის ან პუტინის მეგობრების დომინირების შესახებ და ზღვა
ანგაჟირებული ან უბრალოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავლენის ჯგუფებსა და მათი
პოზიციების დინამიკაზე. მაგალითად ძალიან პოპულარული იყო რუს ექსპერტებში მემი
„შკოლოვის ჯგუფის“ გავლენის გაძლიერებაზე. მას სახელი ერთ დროს ამბიციური რუსი
გენერლის გამო ეწოდა, რომელმაც დიდი ხანია გავლენა დაკარგა. ამავდროულად მცირდება ან
საერთოდ შეუმჩნეველი ხდება სხვა მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა ტექნოკრატების
როლის გაფართოება ან ძალაუფლებიდან პუტინის მომხრეების გასვლა.

დღეს პუტინის რეჟიმის შიგნით გამოირჩევა ხუთი საკვანძო ეშელონი ან ჯგუფი, რომელთაგანაც
თითოეულს აქვს და ექნება თავისი გამორჩეული ფუნქცია მმართველობის სისტემაში.
თითოეულ მათგანს ახასიათებს განსაკუთრებული დინამიკა, გამოხატული ან შენიღბული
იდეოლოგიური დამოკიდებულება, ასევე შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს
გადაწყვეტილების მიღებაზე.

პუტინის „ამალა“ - ფაქტიურად პრეზიდენტის პერსონალური სამდივნო და დაცვა, ფიგურები,


რომლებიც მის მხარდამხარ მუშაობენ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებული არიან ქვეყნის
მეთაურის საქმიანობის მხარდაჭერით, ამასთან ორიენტირებული არიან სწორედ მისი სამუშაო
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და რაც მნიშვნელოვანია, მისთვის ფსიქოლოგიური
კომფორტის შექმნაზე. ეს ფაქტიურად არის პუტინის პირადი საკადრო რეზერვი, რომელიც მის
მიერ განიხილება როგორც ფიგურების წინ წაწევის წყარო, რომლებიც მისთვის ახლობელი
გახდა და ასევე თავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიჩინა. ყველაზე ნათელი
მაგალითი ამალის წევრების დაწინაურების არის დაცვის ფედერალური სამსახურის წევრების
დანიშვნა რუსეთის ფედერაციის გუბერნატორებად. „ამალის“ ეშელონი ბოლო წლებში
განახლდა, მისგან გადის ხალხი, რომლებსაც პრეზიდენტი 2000 წლიდან იცნობდა და მათ
ადგილას მოდის ახალგაზრდა თაობა, რომლებშიც პუტინი მომავლის პოტენციალს ხედავს.
სწორედ ამ კატეგორიის ფიგურები არიან პუტინის მთავარი „დაზღვევა“ პრეზიდენტის
პოსტიდან წასვლის შემთხვევაში. იგი კვლავ დაინტერესებული იქნება მისდამი ერთგულებით
გამსჭვალული ხალხის დაწინაურებაში მნიშვნელოვან პოსტებზე მმართველობით სისტემაში.

„მეგობრები და მოკავშირეები“ - რეჟიმის რესურს-ბაზა და პუტინის პერსონალური საყრდენი.


სწორედ ისინი იყვნენ პრეზიდენტის გვერდით, როდესაც იგი ძალაუფლებაში მოვიდა და
ელცინის ელიტის „გაწმენდა“ დასჭირდა. თუმცა 20 წლის განმავლობაში ამ ჯგუფის წევრები
რადიკალურად შეიცვალა. იქ შეიძლება სამი ქვეჯგუფის გამოყოფა, რომელთა პოლიტიკური
ბედიც სხვადასხვაგვარად ვითარდება.

პირველი ქვეჯგუფია - სახელმწიფო ოლიგარქები, პუტინთან დაახლოებული ფიგურები,


რომლებმაც მმართველობის პირველ წლებში სამართავად სახელმწიფო ქონების მსხვილი
აქტივები მიიღეს. მათი დომინირების შესახებ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რეალურად
ისინი ხშირად ძალაუფლებისგან დისტანცირდებიან და საკუთარ ვიწრო კორპორატიულ
ინტერესებზე ფოკუსირდებიან.

მეორე ქვეჯგუფია სახელმწიფო მენეჯერები - საჯარო მოხელეები, როემლთაც საკუთარი


კარიერა ძალაუფლების სისტემაში ააწყვეს. ისინი სულ უფრო მცირდება თავად ვერტიკალის
შიგნით, თუმცა ინარჩუნებს პირად სიახლოვეს პუტინთან - მედვედევი, კოზაკი, კუდრინი. მათ
გასვლას ძალაუფლებიდან და ტექნოკრატებით ჩანაცვლებას საკუთარი საფუძველი აქვს. ერთი
მხრივ, პრეზიდენტის „მომხრეები“ თავად გაურბიან სახელმწიფო სამსახურის
პასუხისმგებლობას და რისკებს. მეორე მხრივ პრეზიდენტს ურჩევნია საქმე ჰქონდეს
ახალგაზრდა ტექნოკრატებთან, რომლებიც უფრო კომფორტულია სამუშაოდ, ვიდრე ის
ფიგურები, რომელთაც პრეზიდენტთან საუბრის უფლება ძველი მეგობრების პოზიციიდან აქვთ.

სახელმწიფო ოლიგარქებსა და მენეჯერებთან ერთად ჩამოყალიბდა პუტინის მეგობრების კიდევ


ერთი ფენა. ესაა კერძო ბიზნესმენები, რომელთა როლიც სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში
იზრდება.

პოლიტიკური ტექნოკრატები - ერთ-ერთი დინამიურად განვითარებული კატეგორია პუტინის


რეჟიმის. პოლიტიკური ტექნოკრატების ფენა პუტინის მთავარი დასაყრდენია სახელმწიფო
პოლიტიკის რეალიზაციაში. ისინია მთავარი მუშა ცხენები, რეჟიმის სტაბილიზატორები. ისინი
თავიდან არ შედიოდნენ პრეზიდენტის ახლო წრეში, სანამ იგი პოსტს დაიკავებდა, თუმცა
პირველი პირის პერსონალური ნდობა დაიმსახურეს პროფესიონალიზმის და სერიოზული
ჩავარდნების არარსებობის გამო. სწორედ ეს ფიგურები მართავენ საშინაო პოლიტიკას (სერგეი
კირიენკო), თავდაცვას (სერგეი შოიგუ), საგარეო პოლიტიკას (სერგეი ლავროვი),
პასუხისმგებელი არიან საფინანსო (ანტონ სილუანოვი) და საბანკო (ელვირა ნაბიულინა)
სტაბილურობაზე. მათგან არცერთს არ დაუკარგავს პოზიცია სახელისუფლებო როტაციის
დროს, თუმცა ისინი არ არიან შეუცვლელნი და ბევრი მათგანი დროთა განმავლობაში უფრო
ტექნიკური პერსონაჟებით ჩანაცვლდება.

რეჟიმის დამცველები - ესაა განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც არ უნდა გავუთანაბროთ


სილოვიკებს. როგორც წესი, სილოვიკებად მიიჩნევენ ფიგურებს, რომლებიც ძალოვან უწყებებს
ხელმძღვანელობენ. მაგრამ, ყველა მათგანს არ გააჩნია ძალოვანი რესურსი (მაგალითად
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი მხოლოდ საბჭოს
აპარატს ხელმძღვანელობს) და მეორე მხრივ, თანამედროვე რუსეთში გამოხატული ხდება
პოლიტიკური ფენა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძალოვანი იდეოლოგია. სწორედ ამ
ძალოვანი იდეოლოგიის მატარებლები არიან რეჟიმის დამცველები. დღეს ეს ჯგუფი
დომინირებს იდეოლოგიურად საჯარო სივრცეში. დამცველებს შორის გამოიყოფა ორი ტრენდი
- პირველი არის მათი პოლიტიზაცია, ანუ მცდელობა გავლენა მოახდინონ საჯარო დისკურსზე.
მეორე არის გამოხატული გავლენა მკაცრი კანონმდებლობის გავლით. პოლიტიკური
მნიშვნელობა დამცველების იზრდება: ისინი მუშაობენ რეჟიმის კონსერვაციაზე, მათ დაცვაზე
ცვლილებებისგან.
შემსრულებლები - სისტემის ჭანჭიკები. ისინი გამოირჩევიან ორი კრიტერიუმით: 1) არ
წარმოადგენენ პირად ღირებულებას პუტინისთვის. 2) საკმაოდ კომფორტულები არიან, თუ
დიდ ჩავარდნას არ დაუშვებენ. შემსრულებელ-ტექნოკრატებს მიეკუთვნება რუსეთის ვიცე-
პრემიერების ნახევარი, ასევე თითქმის ყველა მინისტრი, გუბერნატორების დიდი უმრავლესობა
(ისეთი ფიგურების გარდა, როგორიცაა მოსკოვის მერი სობიანინი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი
კადიროვი და სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ბეგლოვი) და მოსამართლეთა კორპუსი,
უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელების გარდა. ისინი პოლიტიკური ტექნოკრატების
ეშელონის საუკეთესო კანდიდატები არიან, ერთ-ერთი წყარო მათი ფორმირების.

დღეს ჩანს, რომ რუსეთში ბოლო ცვლილებების მიზეზი არა განვითარება, არამედ კონსერვაცია
იყო. რეჟიმი მზად არის შეიცვალოს იმდენად, რამდენადაც ეს რეჟიმის დაცვის საშუალებას
მისცემს პირობითი შიდა „რევოლუციისგან“ ან გარედან ჩარევის საფრთხეებისგან. რუსეთის
პოლიტიკური რეჟიმი ეძებს ახალ მექანიზმებს საკუთარი მყარი არსებობის გასაგრძელებლად და
ამიტომაც იგი სულ უფრო პერსონალისტური გახდება.

დამკვირვებელთა აზრით რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოლიტიკური


გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალე მექანიზმია. ასეთი ჩაკეტილობა იწვევს
რეალობაზე წარმოდგენების გაბუნდოვანებას და პოპულარული და ხშირად პოლიტიზირებული
დაშვებების გაკეთებას, რომელიც პუტინის რეჟიმისადმი პოზიტიურ ან ნეგატიურ
დამოკიდებულებას ეფუძნება. ხშირად არსებული მითის გარდა, რომ ყველაფრით პუტინია
დაკავებული და მის გარეშე არაფერი წყდება, მუდმივად ისმის ისტორიები „პუტინის
ძლევამოსილ მეგობრებზე“ და ძალაუფლების მწვერვალზე მყოფ სილოვიკებზე, რაც რეალურად
ასე არ არის. გამარტივება და დამახინჯება ორი შეცდომაა, რომელიც იწვევს პოლიტიკური
პროცესების არასწორ გაგებას და აძლიერებს რუსეთის არაპროგნოზირებადობის განცდას.

თუმცა ამ არაპროგნოზირებადობას ობიექტური მიზეზებიც აქვს. უპირველეს ყოვლისა შეიქმნა


ძლიერი შეუთავსებლობა ძალაუფლების ფორმალური სტრუქტურის და არაფორმალური
პოლიტიკური კავშირების, როდესაც მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელი დე-
ფაქტო პროფილურ მინისტრზე ძლიერია.

პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლის მანძილზე პუტინის რეჟიმმა რამდენიმე


ტრანსფორმაცია განიცადა. პოლიტიკური პროცესები პუტინის არჩევის პირველ წლებში
განიხილებოდა ელცინის ოჯახის და პეტერბურგელი ახალი ფიგურების დაპირისპირებად.
მაშინ ხდებოდა ძალაუფლების სისტემიდან ყოფილი პრეზიდენტის ლოიალური ფიგურების
განდევნა. შემდეგ დაიწყო უფრო მკაფიო გამიჯვნა „თავისიანების“ შიგნით - პეტერბურგელ
„ჩეკისტებსა“ და პეტერბურგელ „ლიბერალებში“, ხოლო რეჟიმის გაძლიერებასთან ერთად
კონფლიქტური ხაზები უფრო მეტად იზრდებოდა. ძალაუფლებას რეგულარულად ჰქონდა
„სილოვიკების ომები“, დაუსრულებელი კონფლიქტები პუტინის მეგობრებს შორის (როსნეფტი
ტრანსნეფტის წინააღმდეგ, როსნეფტი გაზპრომის წინააღმდეგ და ა.შ.), კონკურენცია
ვერტიკალის შიგნით (ამის ნათელი მაგალითია ბოლო დაპირისპირება სერგეი კირიენკოსა და
ვიაჩესლავ ვოლოდინს შორის). შიდაელიტური პროცესების აღწერა ხშირად ხდება ძალზე
პირობითი კლიშეების მიხედვით. მაგალითად სისტემური ლიბერალები, სილოვიკები და
„პუტინის მეგობრები და მხარდამჭერები“. ამასთან მთელი ელიტა და რეჟიმი პუტინისტურია,
ხოლო დაყოფა „თავისიანებად“ და „სხვებად“ აზრს კარგავს.

იმან, რაც 2000 წელს ითვლებოდა პუტინის ელიტად, იმდენად გააფართოვა საკუთარი
საზღვრები, რომ დღეს პრაქტიკულად მთელ მმართველ ისტებლიშმენტს მოიცავს. სწორედ
ამიტომაც ასე რთულია იმ მოვლენების ახსნა, რომელიც პუტინის მმართველობის პირველ
წლებში შეუძლებლად ითვლებოდა: ჩხრეკები პრეზიდენტის მოკავშირეებთან, მისი მეგობრების
გასვლა ძალაუფლების სისტემის გარეთ და ძალაუფლების სხვადასხვა დონეზე ახალგაზრდა
ტექნოკრატების შედინება. ამასთან, ჩანს, რომ ერთმანეთში იბრძვის ყველა - მოკავშირეები,
მეგობრები და მინისტრები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ძალოვანები. ამასთან დაჭერებიც
დაიწყეს თითქმის ყველას: გუბერნატორების, მსხვილი ბიზნესმენების, ძალაუფლებასთან
დაახლოებულების, მაღალჩინოსანი „ჩეკისტებისაც“. ასეთი სურათი ანგრევს საერთო
წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პუტინი თავისიანების გაწირვას არ ახდენს, ხოლო დავები
გარეთ არ გამოაქვთ.

მეინსტრიმულია ასევე დღეს თითქმის ყველაფრის რუსეთში ძალოვანების გავლენის ზრდით


ახსნა. ამასთან ცოტას თუ ესმის, რომ ყველა ძალოვანი არ ფლობს ძალოვან რესურსს და თავად
ისინიც წარმოადგენენ გაფანტულ ფრაქციას, რომლებიც მუდმივად იბრძვიან ერთმანეთის
შიგნით და აქვთ კონკურენტული დამოკიდებულება (მაგალთად ფსბ-ს შიგნითაც) და
სხვადასხვა ინტერესები საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავდროულად
სილოვიკებს აქვთ საერთო ძალოვანი იდეოლოგია, რომლის გავლენაც საერთო
შიდაპოლიტიკურ ტრენდებზე, მართლაც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ქმნის ელიტის
ძალოვანი ნაწილი დომინირების განცდას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ე.წ.
„ახალი თავადაზნაურობის ფორმირებას“. თუმცა ძალოვანი ნაწილის რეალური გავლენას უფრო
კომპლექსური ბუნება აქვს და საკუთარი შეზღუდვებიც გააჩნია.

სილოვიკებთან დაპირისპირებულ მთავარ მხარეს ხშირად უწოდებენ „სისტემურ ლიბერალებს“,


თუმცა ეს ორი ძალა ერთმანეთის შესაბამისი არ არის. რეალური გავლენები სისტემური
ლიბერალების შემცირდა და უფრო ეპიზოდურად იქცა. მათმა უმრავლესობად დაკარგა გავლენა
პოლიტიკურ სფეროზე და ფოკუსირებულია საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე.
ამავდროულად გარკვეულ მომენტებში ისინი შეიძლება მოთხოვნადი აღმოჩნდნენ. ამის
მაგალითია ალექსეი კუდრინის განსაკუთრებული როლი: ეროვნული პროექტების
პრობლემების მის შეფასებებს პუტინი წყაროების ინფორმაციით უსმენს და გაითვალისწინა
კიდეც ხელისუფლების ცვლილების დროს. თუმცა ზოგადი ტრენდის მიხედვით
ძალაუფლებიდან ლიბერალების განდევნა ხდება.

რეჟიმისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელი გახდა გავლენიანი, ძალაუფლებასთან


დაახლოებული ფიგურების დაკავება - ბიზნესმენების, პუტინის დანიშნული გუბერნატორების,
ფედერალური ჩინოვნიკების და მაღალჩინოსანი „ჩეკისტებისაც“. ამ რეჟიმის შიდა წმენდებს თან
სდევდა გაზრდილი ზეწოლა ოპოზიციაზე: მათ ხშირად უკრძალავდნენ აქციებს, არჩევნებში
მონაწილეობას, მათ ორგანიზაციებში ატარებდნენ ჩხრეკებს, აქტივისტებს დევნიდნენ
სამართლებრივად. არასდროს 1993 წლის კრიზისის შემდეგ რუსეთის პოლიტიკურ და
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტზე არ ყოფილა ასეთი მასობრივი ზეწოლა იმ
ფენებზე, რომელიც მეტნაკლებად კრიტიკულადაა განწყობილი ძალაუფლების მიმართ. 2019
წლის ზაფხულში მოსკოვში პროტესტების დარბევა და მათი მონაწილეების დევნამ კვლავ
განაახლა საუბარი „ძალოვანების აღორძინებაზე“ და ახალ, კონსერვატორულ რეალობაზე.
რეჟიმი გამოიყურება უფრო რეპრესიულად და ნაკლებად ტოლერანტულად უთანხმოების
ზომიერი ფორმების მიმართაც. ადამიანის უფლებათა მრჩეველთა საბჭოში ცვლილებები 2019
წლის ნოემბერში ამის ნათელი მაგალითია.

თუმცა როგორი ყოვლისშემძლეებიც არ უნდა იყვნენ ძალოვანები, ისინიც ხშირად


აღმოჩნდებიან ხოლმე საკუთარი ექსპანსიის მსხვერპლები. მათ გვერდს არ უვლის არც
ხმამაღალი სამართლებრივი საქმეები, არც პრეზიდენტის პერსონალური კრიტიკა, არც
ჩავარდნები ხმაურიანი სამართლებრივი საქმეების გამოძიებაში.

ამ ფონზე სულ უფრო შესამჩნევია ტენდენცია მნიშვნელოვან პოზიციებზე ახალგაზრდა


ტექნოკრატების მოსვლის - ნაცრისფერი, შეუმჩნეველი ფუნქციონერების პოლიტიკური წონის,
საკუთარი ამბიციების და დღის წესრიგის გარეშე, რომლებიც მუშაობენ საპასუხისმგებლო
თანამდებობებზე და არ ერიდებიან დატვირთვას და პასუხისმგებლობას. ამას კარგად
ადასტურებს ხელისუფლების ახალი შემადგენლობა, სადაც პრემიერიც და თითქმის ყველა
ვიცე-პრემიერი და მინისტრი სწორედ ამ კატეგორიას წარმოადგენს. ტექნოკრატები ანაცვლებენ
პუტინის მომხრეებს და გამოცდილ პოლიტიკოსებს, იკავებენ მაღალ პოზიციებს ამ ვერტიკალში,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გუბერნატორებამდე. ზოგიერთი მათში პუტინის მომავალ
მემკვიდრეებს ხედავს, სხვები პოლიტიკურად არ აქცევენ ამ კლასს ყურადღებას, როგორც
უპერსპექტივოს და უმნიშვნელოს უწოდებენ. თუმცა შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ სწორედ
ეს ეშელონი წარმოადგენს რეჟიმის საკადრო საყრდენს სახელმწიფო გადაწყვეტილებების
მიღებასა და რეალიზაციაში.

ბოლო წლებში შესამჩნევია მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე საჯარო პროცესები. უპირველეს
ყოვლისა, პუტინის ახლო გარემოცვა სულ უფრო დისტანცირდება სახელმწიფო სამსახურიდან.
მუშაობა სახელმწიფოს შიგნით სახიფათოც არის - სამართლებრივი დევნის გამო და
დისკომფორტსაც ქმნის - რთული ამოცანების (მაგალითად ეკონომიკური ზრდის მიღწევის)
შესრულება მათ დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს და პარალელურად რეიტინგების კლებასაც
იწვევს. პრინციპს „ჩვენებს არ ვწირავთ“ უკვე პუტინისთვის ისეთივე მნიშვნელობა არ აქვს.
შესაბამისად, ნებისმიერი ფედერალური ან რეგიონული თანამშრომელი რისკავს ერთხელაც
აღმოჩნდეს სასამართლო სკამზე - გაურკვევლობის ან ქაოტური სამართლებრივი დევნის გამო,
რომელიც ძალაუფლების ძალოვანი ორგანოების მიერ იქნება ინიცირებული. პუტინის
მოკავშირეებისთვის უფრო ადვილია გადაჭრან საკუთარი საკითხები, თუ არ იკავებენ მაღალ
ოფიციალურ თანამდებობებს, აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა სახელმწიფო
მოხელეებთან და კერძო პირის როლში მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში.

მეორე მხრივ თავად პუტინი აკეთებს აქცენტს იმ ხალხზე, რომელიც თავიდან არ იყვნენ მასთან
ახლოს. ეს არის პრეზიდენტის ახალგაზრდა ამალის ახალი თაობა, ვისთანაც მას უადვილდება
და უფრო კომფორტულად მიაჩნია მუშაობა.
მესამე მხრივ ჩამოყალიბდა გავლენიანი ფიგურების განსაკუთრებული კატეგორია, რომელთაც
თავის თავზე აიღეს უმნიშვნელოვანესი, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მისიები და პუტინს
ემსახურებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, თუმცა არ წარმოადგენენ პრეზიდენტის
მოკავშირეებს: მათ ის არ იცნობდა სახელმწიფოს მეთაურად დანიშვნამდე. პრეზიდენტი
გარშემორტყმულია იმ შემსრულებლებით, რომლებიც წლობით, იძენდნენ რა გამოცდილებას და
კავშირებს, იქცეოდნენ ახალ ღერძად პუტინის რეჟიმის გვიანი პერიოდის.

არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც პუტინის რეჟიმის საქმიანობას აღწერს:

პუტინთან სიახლოვე სამუშაო პროცესში - ეს არის კრიტერიუმი, რომელიც საშუალებას


გვაძლევს გვაჩვენოს, თუ რამდენად თანამშრომლობს ესა თუ ის ფიგურა პრეზიდენტთან
უშუალოდ ყოველდღიური რუტინის განმავლობაში.

პოლიტიკური ფუნქციონალი - მისია, ან განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ზონა, რომელსაც


პრეზიდენტისთვის მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციონალის დაკარგვა შესაძლებელია, რისი მაგალითიც არის
ვლადიმირ იაკუნინის გადადგომა 2015 წელს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის
თანამდებობიდან. ის, რაც პუტინისთვის მნიშვნელოვან სახელმწიფო ამოცანად მიიჩნევა,
მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მის უახლოეს მეგობართა ბედ-იღბალზე და მათი გაწირვაც
სულ უფრო ადვილი ხდება.

პრეზიდენტისთვის პერსონალური მნიშვნელობა კი ის კრიტერიუმია, რომელიც გვიჩვენებს,


შედის თუ არა ეს პერსონა იმ ფიგურების რიცხვში, რომლებიც პირადად ახლოს არიან
პრეზიდენტთან, რომელთაც პუტინი ხშირად უსმენს და რომელთაგანაც რჩევებს იღებს.

ცვლილებები რეჟიმში ომის დაწყების შემდეგ

მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხია რა დაემართება მმართველ ჯგუფს ომის შემდეგ? ერთი


მხრივ, ბევრმა ჩინოვნიკმა და მენეჯერმა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაამართლა ვლადიმირ
პუტინის იმედები. მეორე მხრივ, პუტინს არ უყვარს კადრების შეცვლა, რადგან თვლის, რომ
ნებისმიერი ცვლილება აღქმული იქნება საგარეო ზეწოლის შედეგად. აქედან გამომდინარეობს
მისი მანიაკალური სიჯიუტე გადადგომის საკითხებში.

ომს არ გამოუწვევია სამთავრობო ცვლილებები ან კრემლის ადმინისტრაციის საკადრო


განახლება. მაგრამ მან მთლიანად შეცვალა პეიზაჟი, ორიენტირების სისტემა, რომლითაც
სარგებლობდნენ პუტინის პირადი გარემოცვის წარმომადგენლები, უმაღლესი საჯარო
მოხელეები და მმართველთა წრე სახელმწიფო ბიზნესიდან.

ომის მთავარ შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ „ოზეროს“ საბოლოო დაშლა - არა თავად
კოოპერატივის, არამედ განსაკუთრებული ნდობის წრეების ქსელის, რომელიც აერთიანებდა
პრეზიდენტს მის ძველ პეტერბურგულ გარემოცვასთან. ეს ქსელი იძლეოდა არა მხოლოდ
პუტინთან პირადი წვდომის გარანტიას, არამედ შეცდომის უფლებასაც, რომლის პატიებაც
პუტინს საკუთარი მეგობრებისთვის შეეძლო. კოვიდი, რომელმაც პუტინი ორი წელი
იზოლაციაში ამყოფა, ამ ქსელის სიმყარეს ცდიდა, ხოლო ომმა იგი საბოლოოდ დაანგრია.
„ოზერო“ პირველ რიგში დაინგრა იდეოლოგიური თვალსაზრისით. პუტინმა ვერ მიიღო
მეგობრებისგან ვერც მხარდაჭერა, ვერც საჭირო ფსიქოლოგიური გამხნევება. ძველი
პეტერბურგული გუნდის დიდი ნაწილი უბრალოდ გაჩუმდა. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
პუტინმა მიიღო მხოლოდ რამდენიმე დაქვემდებარებულისგან, როგორიცაა ნიკოლაი
პატრუშევი და დმიტრი მედვედევი. პუტინის ძველი პეტერბურგული გარემოცვის ზოგიერთმა
წარმომადგენელმა, მაგალითად დმიტრი კოზაკმა საერთოდ უარი განაცხადა საჯაროდ ომის
მხარდაჭერაზე.

ომმა შეცვალა ეკონომიკის არაფორმალური მმართველობის სტრუქტურა, რომელიც


პრეზიდენტის ირგვლივ ჩამოყალიბდა. პუტინის მეგობრები კურირებდნენ მათზე მინდობილ
სფეროებს და „თემებს“. ისინი არ ნიშნავდნენ ხელისუფლებაში და პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში საკუთარ წარმომადგენლებს, ან უბრალოდ რთავდნენ საჯარო მოხელეებს და
სახელმწიფო მენეჯერებს საკუთარ პატრონაჟულ სქემებში. ოზეროს დაშლის შემდეგ
არაფორმალური კურატორობის ეს სისტემა დაინგრა. მის ნაცვლად ახალი სისტემა იქმნება.

ახლა პრეზიდენტთან სიახლოვისთვის საჭიროა არა ძველი მეგობრობა, არამედ იდეოლოგიური


სიახლოვე და მისი პოლიტიკურ-თეოლოგიური კონცეფციის გააზრება. ამ დროს მოხდა
პუტინის გარემოცვის პირველი თაობის შვილების აღზევება, მაგალითად ნიკოლაი პატრუშევის
შვილის, დმიტრი პატრუშევის. ისინი უკვე იკავებენ მინისტრის თანამდებობებს და ადგილებს
მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების დირექტორთა საბჭოებში.

მიმდინარე ცვლილებებს ელიტაში ახასიათებს სამი ტენდენცია: პირველ რიგში


იდეოლოგიზაცია, მეორე მხრივ პატრონაჟული ქსელების დაშლა და მესამე მხრივ ნაწილობრივი
გაახალგაზრდავება მმართველი კადრების. შედეგად ჩამოყალიბებული მმართველი კლასი
ბოლომდე არ არის სამხედრო პერიოდის ელიტა. უფრო ადგილი აქვს მოდერნიზაციის,
ეკონომიკის განვითარების ელიტის ჩანაცვლებას იძულების ელიტაზე, რომელმაც ჯერ უნდა
იბატონოს და მხოლოდ შემდეგ მართოს.

You might also like