You are on page 1of 4

რატომ აღიქვამს საფრთხედ ვალდიმირ პუტინის რეჯიმი

ლიბერალიზმს?

როგორც ბოლო დროს განვითარებული და ასევე წარსულში განვითარებული


მოვლენები გვიჩვენებს ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი არცთუისე სახარბიელოდ
არის განწყობილი ლიბერალური პოლიტიკური იდელოგიის მიმართ. სანამ
უშუალოდ დასკვნების გამოტანაზე გადავიდოდეთ და მიზეზებს
ჩავუღრმავდებოდეთ განვიხილოთ უახლოს წარსულში განვითარებული სიახლეები,
კერძოდ კი რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუ ლიბერალიზმთან დაკავშირებით.
ოსაკას სამიტზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა ნეგატიური კონტექსტის შემცველი
მესიჯები ლიბერალიზმთან დაკავშირებით „ლიბერალიზმი ჭამს საკუთარ თავს“,
ასევე ყურადღება გაამახვილა მიგრანტების მიღების უარყოფით შედეგებზე და
აღნიშნა, რომ ლიბერალებისთვის ეს მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენდა სანამ
ისინი ბოლომდე გააცნობიერებენ კონსერვატიული და ტრადიციული იდელოგიის
მნიშვნელობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ლიბერალურ საზოგადოებაში გამოწვევები არცთუისე მცირეა და პრობლემების


სიმწვავეც ბოლო პერიოდში მატულობს, თუმცა პუტინის მიერ წარმოთქმულ
ინტერვიუს მათი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თუ აღიქვამს რეალობად და
დაიჯერებს ლიბერალიზმის გაქრობას. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ჩნდება
ძალიან ლოგიკური კითხვა იმის შესახებ თუ რა იმალება რეალურად იმ განცხადების
უკან რაც ოსაკას სამიტზე იყო წარმოთქმული რუსეთი მთავარსარდალის მიერ. ამ
კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგვჭირდება რუსეთის ახალ და უახლეს ისტორიაზე
მცირე თვალის გადავლება. ანალიტიკოსების აზრით პუტინის ერთ-ერთი მთავარი
მღელვარების მიზეზს წარმოადგენს იმ გავლენის და პრესტიჟის უქონლობა,
რომლითაც საბჭოთა კავშირი იყო განებივრებული. სწორედ კომუნიზმის
ფართომაშტაბიანი გავრცელებდა უქმნიდა საბჭოთა კავშირს საგარეო
ურთიერთობების მყარ საფუძველს. ალბათ ორიგინალურები არ ვიქნებით, თუ
ვიტყვით რომ რუსეთის პრეზიდენტი ბოლო სამი დეკადის განმავლობაში მეტ-
ნაკლებად უიმედოდ ცდილობს მსგავსი ტიპის გავლენის მოპოვებას, თუმცა ამჯერად
მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კვლავ მარქსისტულ იდეოლოგიებს მიყოლა
ვერ მოუტანს რუსეთს წარსულის დიდებას, რის გამოც პუტინის მთავარი ამოსავალი
ხდება კონსერვატიული მიმდინარეობა, ამასთანავა მას სურს საკუთარ
იდეოლოგიებზე მორგებულ „სტაბილურ“ და „მოწესრიგებულ“ მსოფლიოში
არსებობა. ყველა ამ ფაქტორს ემატება ის გარემოებაც, რომ პუტინის აზრით ცივი
ომის შემდეგ ლიბერალიზმი იმყოფება ძალიან „სუსტ“ მდგომარეობაში, რის გამოც
მისთვის ძალიან ხელსაყრელი ხდება ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ გარკვეული
ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი მიმდინარეობის წარმატებისკენ მიახლოება.
ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და იაპონიიც გულგრილი და არასანდო
დამოკიდებულება ლიბერალიზმის მიმართ კიდევ უფრო უმარტივებს იმპერიის
ლიდერს ლიბერალების დაკნინებას და ასევე არანაკლები წარმატებით უვიწროვებს
„ფრონტის ხაზს“.

განვიხილეთ აქტუალური მოვლენები თემატიკის ირგვლივ ასევე განვიხილეთ


ვლადიმირ პუტინის გადადგმული ნაბიჯები და ლიბერალური საზოგადოების
დაკნინების ხერხები, თუმცა მთავარი კითხვა თუ რატომ აღიქვამს პუტინის რეჯიმი
ლიბერალიზმს საფრთხეთ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. როგორც აღვნიშნეთ
პუტინის ხედვა მოიცავს „სტაბილურ“ სამყაროს, რომელიც უნდა იყოს დამყარებული
კონსერვატიულ იდეოლოგიებზე რაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ხელს შეუწყობს
რუსეთს საგარეო საქმეების უკეთ დალაგებას, თუმცა ჩვენთვის ქართველებისთვის
განსაკუთრებით ნათელია რას გულისხმობს პუტინის სტაბილური სამყარო და
საგარეო ურთიერთობების დალაგება. ამაზე დაფიქრება ნათელს ფენს პუტინისეულ
ხედვებს ლიბერალიზმთან დაკავშირებით, მაშინ როცა მისი რეჟიმის მიერ
წარმოდგენილი სამყარო ტრადიციებზეა დაფუძნებული ლიბერალურ საზოგადოებას
შემოაქვს მასში ქაოსი და უწესრიგობა თავისი ინდივიდუალური თავისუფლების
იდეის გარშემო არსებული ფაქტორებით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსული
პოლიტიკის მთავარ მიზანს. ლიბერალიზმის დაღმავლობა გზას გაუხსნის
კონსერვატიულ იდეებს და უფრო ადვილი იქნება დასავლეთ ევროპაში გავლენის
მოპოვება და საკუთარი ხედვების გაზიარება. ამ მოვლენების პარალელურად არც
დიადი „იმპერატორი“ გამოიყურება მეტად სახარბიელო მდგომარეობაში, რომელიც
უკვე ორი დეკადაა უმეტესად წარუმატებლად ცდილობს საკუთარი დიდებით
ტკობას. ამ ყველაფერს მოწმობს ის ფაქტი, რომ პუტინი საკმაოდ აქტიურად
სარგებლობს დასავლეთ ევროპაში ლიბერალიზმის კრიზისით და ცდილობს ამ
იდეოლოგიის საკუთარი ჩექმის ქვეშ მოქცევას.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხელთ გვრჩება შემდეგი სურათი


კონსერვატიულ იდეოლოგიას ჩაჭიდებული რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს
ყველანაირი ძალღონის და შესაძლებლობის გამოყენებით მიწასთან გაასწოროს
ლიბერალური იდეოლოგია, ამ ფაქტზე საუბრისას ასევე მახსენდება პუტინის
კომენტარი ამერიკის არჩევნებსა და ლიბერალიზმთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი
პუტინის ხედვით რუსეთი არის განსხვავებული ტიპის ცივილიზაცია სადაც
ავტორიტარია ჯაბნის დემოკრატიას, ნაციონალური ერთიანობა და სტაბილურობა
ჩაგრავს კანონის უზენაესობას და ადამიანთა უფლებებს. სწორედ ამის
გათვალისწინებით ალბათ უკვე სიურპრიზს აღარ წარმოადგენს ის გარემოება, რომ
პუტინი არცისე მეგობრული დამოკიდებულებით არის დასავლური ლიბერალიზმის
მიმართ განსჭვალული, რომელსაც იგი ხედავს როგორც მისი მთავრობის და
პოლიტიკური კურსის მთავარ ბარიერს.
გამოყენებული წყაროები:

https://www.axios.com/vladimir-putin-special-report-20-years-russia-president-65efa1f4-1fae-4a36-
9a59-5d0cf88c54c4.html

https://www.bbc.com/news/world-europe-48798875

https://www.independent.co.uk/voices/putin-vladimir-russia-liberalism-death-ft-interview-g20-
a8979431.html

https://apnews.com/401b6cfd5b9c4a619851196410bc5814

You might also like