You are on page 1of 3

მოსაზრება – ფსიქოლოგიური პერსპექტივა პუტინის უკრაინის

წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით

ქეით ტიტერინგტონი,2022 წლის 28 ნოემბერი

ქეით ტიტერინგტონის სტატიაში ,,მოსაზრება-ფსიქოლოგიური პერსპექტივა პუტინის


უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით” საუბარია რუსეთ-უკრაინის ომზე ზოგადად და
იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს კერძოდ ერთი ადამიანის,ამ შემთხვევაში რუსეთის
ლიდერის,ვლადიმერ პუტინის იდენტობას და მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს,
საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობაზე.სტატიაში ხაზგასმულია და
არგუმენტირებულად ნაჩვენები რუსეთის ლიდერის ის ფსიქოლოგიური სურათი,რომელიც
შეიძლება შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი იყოს.უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებიდან გამომდინარე,ქეით ტიტერინგტონის ეს სტატია საკმაოდ აქტუალურია,
პირდაპირ ეხმიანება განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ ომის დასრულების
შემდეგაც,ამ ომზე საუბრისას იგი არ დაკარგავს აქტუალობას.

ავტორი სტატიაში დეტალურად აანალიზებს ლიდერის ფსიქოლოგიური განწყობილების


როლს კონფლიქტის დაწყებაში და საომარი მოქმედებების წარმოებაში,კერძოდ სტატიაში
ვკითხულობთ: ,,მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრაზე
უამრავმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის არის ორი. პირველი ის არის, რომ ომი პუტინს
აძლევს შესაძლებლობას შექმნას მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა თამაშობს უნიკალურ
ფსიქოლოგიურ როლს, რომელშიც ის ეხმარება ინდივიდს გაუმკლავდეს თავისი ცხოვრების
გარკვეულ ასპექტებს, განსაკუთრებით ასაკთან დაკავშირებით ( Horrowitz, Stam, and Ellis
2015, 141-144 და Solomon, Greenberg, and Pyszczynski 2015, 100-123.). ის ასევე აძლევს
საშუალებას ლიდერს ჩამოაყალიბოს არა მხოლოდ საკუთარი იდენტობა, არამედ საკუთარი
ქვეყნის იდენტობა. მეორე არის პუტინის პიროვნება. ლიდერის პიროვნებას შეუძლია
დაეხმაროს ახსნას მათი პოლიტიკური ქცევა. პოლიტიკური ფსიქოლოგების აზრით, პუტინი
ითვლება "ბნელი პიროვნების" გამოვლენად. ითვლება, რომ ასეთი პიროვნების ლიდერს აქვს
გარკვეული ფსიქოლოგიური თვისებები, რომლებიც მოიცავს მანიპულატორობას,
მატყუარობას და ნარცისიზმს”,გარკვეულწილად არ ვეთანხმები ავტორის ამ მოსაზრებას,
კონკრეტულად ასაკის ფაქტორთან დაკავშირებით,იქიდან გამომდიანრე რომ პუტინი
როგორც წამყვანი ლიდერი ხელისუფლების სათავეშია 1999 წლიდან, მას შემდეგ მსოფლიოს
მისი ხელმძღვანელობით მრავალი კონფლიქტი ახსოვს,ამიტომ რთული დასაჯერებელია
პუტინის ასაკიანობა ხსნიდეს მის ბრუტალურ გადაწყვეტილებებს.რაც შეეხება
ფსიქოლოგიურ მომენტს, სრულიად ვიზიარებ ავტორის მოსაზრებას და მიმაჩნია რომ
უარყოფითი თვისებების ჩამონათვალთან ერთად ეგო არის ის მამოძრავებელი ძალა
რომელიც კარნახობს, ამ შემთხვევაში პუტინს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რაც ჩაწერს
მის სახელს ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ, და იგივე ეგოს მოქმედებით მისთვის უკანა
პლანზე გადადის ის თუ როგორ იქნება ეს სახელი შემონახული მომავალი
თაობებისთვის,რის შედეგიც გახლავთ ის სრული განუკითხაობა რაც თან ახლავს მიმდინარე
ომს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ პუტინის
ფსიქოტიპზე საუბრისას არის მისი საქმიანობა რუსეთის ლიდერად გახდომამდე,სტატიაში
ავტორს ძალიან საინტერესოდ აქვს გაშლილი,რაც სტატიის ღირებულებას აუმჯობესებს და
საინტერესოს ხდის მას მკითხველისთვის,სტატიაში ამ თემსათან დაკავშირებით
ვკითხულობთ:პუტინის წარმომავლობა და შეხედულებები უნიკალურ როლს თამაშობს
უკრაინასთან ომის მსვლელობაში. პუტინი სუკ-ის წევრი იყო და სამხედრო წვრთნა
გადიოდა, მაგრამ ბრძოლა არასოდეს უნახავს. მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ასეთი
სამხედრო და აგენტური წარმოშობის ლიდერები უფრო მეტად იწყებენ ომს, ვიდრე
ლიდერები, რომლებსაც ჰქონდათ სამხედრო საბრძოლო გამოცდილება ( Horrowtiz, Stam,
and Ellis 2015, 129-134.). ასეთი სააგენტოს ნაწილი ადამიანში გარკვეულ თვისებებს,
რწმენას და ქცევას დანერგავს. ერთი არის უკიდურესი პატრიოტიზმი და ულტრა
ნაციონალიზმი. ნაციონალიზმი პუტინის იდენტობის ყველაზე დომინანტური ფენაა,
რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მისი მოტივები. კგბ-ს დევიზის ნაწილი იყო
„ერთგულება სამშობლოს მიმართ“. პუტინს სჯერა, რომ უკრაინა „სამშობლოს“ ნაწილია და
ამიტომ, ის მხოლოდ უკან იბრუნებს რუსეთის მიწას. პუტინმა ერთხელ თქვა: „თანამედროვე
უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა, უფრო სწორედ ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა
რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციისთანავე დაიწყო...“ და რომ „უკრაინას
არასოდეს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია“. მან რუსებს უთხრა, რომ
სამშობლო წმინდაა და რომ „დღეს თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, რუსეთის,
ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის“.მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით სარწმუნოდ
მიმაჩნია ის ფაქტი რომ შესაძლოა ვიდგეთ გლობალური პრობლემის წინაშე,რაც
გამოხატულებას პოვებს გლობალურ,მესამე მსოფლიო ომში, ვინაიდან არავინაა იმ ადამიანზე
საშიში რომელსაც აქვს ძალა და ნება ამ ძალის გამოყენების, ხოლო მის მამოძრავებელ
მიზნად სამშობლოს დაცვა დაუსახავს, ხოლო ამ მიზნის სისწორეში ეჭვი არ ეპარება.მეტი
სიცხადისთვის საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა იმ ფატს რომ სტატია არ მოიცავს რომელიმე
მხარის გამართლების ან დაცვის მოტივს და სტატიაში განხილული თემები შეიცავს მკაცრ და
მიუკერძოებელ,კრიტიკული აზროვნების საფუძველზე ჩამოყალიბებულ და ავტორიტეტულ
წყაროებზე დაყრდნობით მსჯელობას.

რადგანაც სტატიის განხილვამ მიგვიყვანა პრობლემის გლობალურად აღქმამდე,მიმაჩნია


რომ ლოგიკური იქნება საუბარი განვაგრძოთ თემაზე, რომელიც შეეხება ბირთვულ ომს,ქეით
ტიტერინგტონის სტატიაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით ბირთვული ომის
საკითხი,სტატიის ძირითადი არსიდან გამომდინარე ისევ და ისევ განპირობებულია
პუტინის პიროვნებით:,,პუტინის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება რუსეთის ახლად აღმოჩენილ
ძლიერებასა და ულტრანაციონალისტურ შეხედულებებს, რომლებიც განპირობებულია
დასავლეთის მიმართ მისი წყენით,ასევე ავლენს პარანოიას და ფუნდამენტალისტურ
აზროვნებას ( Strozier and Terman 2022 ). სამწუხაროდ, მისი საერთო პიროვნული
თვისებების, შემეცნებითი მოუქნელობისა და უკომპრომისო ქცევის გამო, უკიდურესად
რთული იქნება პუტინთან მოლაპარაკება უკრაინის ომზე ( Immelman and Trenzeluk
2017 ). რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ის შეიძლება არ გაჩერდეს უკრაინაზე, ან კიდევ
უფრო უარესი, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება იყოს
სავარაუდო.’’,თუმცა ეს მოსაზრება გარკვეულ წილად არადამაჯერებელია, ვინაიდან იგი
ფსიქოანალიზზე მეტად ვარაუდზეა დამყარებული,მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ ვფიქრობ ეს
ომი უკვე არის კატასტროფა, და რომ “რუსეთმა უკვე გააფრთხილა დასავლეთი, გარე
ინტერვენციას უკრაინის კონფლიქტში შეიძლება მოჰყვეს „შედეგები, როგორიც არასდროს
გინახავთ თქვენს ისტორიაში“. გლობალურმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პუტინის
მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ძალიან სავარაუდოა.”

დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ ის რაც ხდება დღეს არ აკმაყოფილებს არცერთ,მშვიდობის
დარგში ჩამოყალიბებულ სტანდარტს და რომ რუსეთის ქმედება ყოვლად
გაუმართლებელია,სტატია არუნდა იქნეს აღქმული როგორც ამის მცდელობა,ის მოიცავს
მხოლოდ მიზეზების ძიებას და მათ უტყუარობაში მკითხველის დარწმუნებას,
ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით.

You might also like