You are on page 1of 50

See discussions, stats, and author profiles for this publication at: https://www.researchgate.

net/publication/273632499

პერსონოლოგია და ადამიანის ცხოვრების კვლევა/Personology and Study of


Human Lives

Chapter · January 2015


DOI: 10.13140/RG.2.1.2586.0565

CITATIONS READS

0 22,144

1 author:

Lili Khechuashvili
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
45 PUBLICATIONS 86 CITATIONS

SEE PROFILE

All content following this page was uploaded by Lili Khechuashvili on 16 March 2015.

The user has requested enhancement of the downloaded file.


307 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

XX თავი
პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა

სარჩევი
ცხოვრების ინტერპრეტაცია ........................................................................................................................................ 309

ზიგმუნდ ფროიდი. არაცნობიერიდან ცნობიერისკენ ...................................................................... 310


ინტერპრეტაციის პრინციპები ........................................................................................................... 312
კარლ გუსტავ იუნგი. მითი და სიმბოლო ........................................................................................... 316
კოლექტიური არაცნობიერი .............................................................................................................. 316
ინდივიდუაცია და გმირის ძიება ...................................................................................................... 319
სიზმრების ინტერპრეტაცია ............................................................................................................... 320
ალფრედ ადლერი. დასაწყისი და დასასრული ................................................................................. 321
ინდივიდუალური ფსიქოლოგია ...................................................................................................... 322
პირველი მოგონება .............................................................................................................................. 322
ფიქციური ფინალიზმი ....................................................................................................................... 324
ადამიანების ცხოვრების შესწავლა ............................................................................................................................ 326

მარეი და ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკა ............................................................................... 326


დროში განფენილი პიროვნება .......................................................................................................... 328
პერსონოლოგიური ტრადიცია .............................................................................................................. 328
პერსონოლოგიური ტრადიციის ძირითადი პრინციპები ............................................................ 329
ზრდის ტენდენციები პერსონოლოგიურ ტრადიციაში................................................................ 331
მეცნიერება და ცალკეული შემთხვევის შესწავლა ............................................................................ 332
შემთხვევის შესწავლის კრიტიკა და პასუხი კრიტიკაზე ............................................................. 333
ბიოგრაფია, ნარატივი და ცხოვრება .................................................................................................... 337
ცნობილი ადამიანების შესწავლა ...................................................................................................... 338
ფსიქობიოგრაფია ................................................................................................................................. 340
მოზრდილი ადამიანის ცხოვრება .................................................................................................... 346
შეჯამება .......................................................................................................................................................................... 354
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 308

„მთხრობელის მიერ ერთიანობისა და ცხოვრების მიზნების ძიებამ


სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც ისტორიის შექმნელ
პიროვნებას, ისე — საზოგადოებას, რომელშიც ეს ისტორია იქმნება“
(McAdams, D. P., 2006).

„არსებობს თავის ლოგიკა, არსებობს გულის ლოგიკა, მაგრამ


არსებობს კიდევ უფრო ღრმა ლოგიკა და ეს მთლიანის ლოგიკაა“
(Adler, A., 1927, გვ. 80)

ადამიანები ხშირად ყვებიან თავიანთ ისტორიებს, მაგრამ როგორია მათი მონათხრობის


ინტერპრეტაცია? გუშინ მეგობარმა ამბავი რომ მოგიყვათ, რას გულისხმობდა? რისი თქმა სურდა? რა აზრი
იმალებოდა მის მიერ ნათქვამი სიტყვების მიღმა? თქვენმა კურსელმა წუხელ ღამით ნანახი სიზმარი
გაგიზიარათ: თავის საყვარელ ჩანთაზე იჯდა და ხეების კენწეროებს ზემოთ მიფრინავდა გალაღებული.
თხრობა რომ დაასრულა, გულწრფელად იკითხა: „და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“ მართლაც, რას ნიშნავს
ყველა ის ამბავი, რომელსაც ვყვებით? რა ღია თუ ფარული შინაარსის მატარებელია ჩვენი ისტორიები,
რომლებსაც მუდამ ვყვებით, რაც თავი გვახსოვს? მსგავსი კითხვები ფსიქოლოგების წინაშეც დგას,
რომელთა პროფესიული საქმიანობის ნაწილია ადამიანების მოყოლილი ამბების მოსმენა, ჩაწერა,
გაანალიზება და მათში საზრისის დანახვა. ცხოვრების ნარატივების კვლევისას, კლინიკური მუშაობის
პროცესში, სამსახურში კადრების შერჩევის ინტერვიუს მსვლელობისას ფსიქოლოგები ისმენენ
ადამიანების ისტორიებს. როგორ უმკლავდებიან ისინი იმ ზღვა ინფორმაციას, რომელსაც
ყოველდღიურად იღებენ? ისინი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, პირველ რიგში, საღ აზრსა და
იმპლიციტურ დაშვებებს მიმართავენ გარკვეულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ნარატივების ადგილის
შესახებ. ზოგჯერ (McAdams, D. P., 2008) ფსიქოლოგი მკვლევრები ობიექტურ კონტენტ ანალიზის სისტემას
იყენებენ მონათხრობების კოდირებისა და რაოდენობრივად აღრიცხვისთვის. ინტერპრეტაციის
მეთოდების უმრავლესობა, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, უშვებს, რომ შესაძლებელია მეტ-
ნაკლებად სწორხაზოვანი აზრის გამოტანა ადამიანების ცხოვრების ტექსტებიდან, რადგან ადამიანები,
უმეტეს შემთხვევებში, უბრალოდ ამბობენ იმას, რასაც გულისხმობენ. თუ მათ კარგად მოვუსმენთ,
ემპათიას დავანახვებთ, არ გავაკრიტიკებთ და ობიექტურობას შევინარჩუნებთ ინტერპრეტაციისას,
რაღაცის გაგებას ნამდვილად შევძლებთ.
თუმცა, ინტერპრეტაცია არ არის იოლი საქმე. ადამიანების ისტორიები ხშირად უამრავი
განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ამასთან, ისინი ხშირად იტყუებიან და ზოგჯერ არა მარტო
სხვებს ატყუებენ, არამედ თავსაც წარმატებით იტყუებენ, რაც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი
ნაწილია. ტყუილთან რომც არ გვქონდეს საქმე, რამდენად შევძლებთ იმის გარკვევას, მართლა რას
გულისხმობენ ადამიანები, როდესაც რაღაცას ყვებიან? რამდენად შეგვიძლია მივაკვლიოთ მათი ჭეშმარიტ
სათქმელს, როდესაც თავადაც კი არ იციან, რას ამბობენ და, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც არ იცნობენ
წესიერად?
მართალია, პიროვნების ფსიქოლოგებს ადამიანების მოყოლილი ცხოვრებისეული ისტორიები
აინტერესებთ და მათი ინტერპრეტაციით არიან დაკავებულები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი თავად
მოგვითხრობენ ისტორიებს. ქცევათმეცნიერების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პიროვნების
ფსიქოლოგები, როგორც წესი, აზროვნების პარადიგმული მეთოდის (იხ. XIX თავი) გამოყენებით მუშაობენ
(Bruner, 1991). გავიხსენოთ წინა თავიდან, ეს ნიშნავს, რომ პიროვნების ფსიქოლოგები სანდო და ვალიდურ
მონაცემებს აგროვებენ, ჰიპოთეზებს ამოწმებენ, ზუსტ და დახვეწილ საზომებს გვთავაზობენ და ადამიანის
ინდივიდუალობის ჭრილში მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთმიმართებების დადგენას ცდილობენ. ის
ფსიქოლოგებიც კი, ვინც ცხოვრებისეულ ისტორიებზე მუშაობენ, ნარატივებს, როგორც წესი,
პარადიგმულ, მეცნიერულ ჩარჩოში იყენებენ და, მაგალითად, ცხოვრების ნარატივების სხვადასხვა
309 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ასპექტის კლასიფიცირებას, სისტემატიზირებასა და გაზომვას და, ასევე, ამ შეფასებების პარადიგმული


მიმართულებით გამოყენებას ცდილობენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ პიროვნების
შესწავლისას ფსიქოლოგები აზროვნების ნარატიული მეთოდით ოპერირებდნენ. ეს ნამდვილად არ
ნიშნავს იმას, რომ პიროვნების ფსიქოლოგები ხანდახან მაინც რომანებსა და მოკლე მოთხრობებს წერენ.1
თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ საქმიანობაში შედის ინდივიდუალური შემთხვევების ბიოგრაფიული
კვლევა (Elms, 1994). ვინაიდან ისტორიები ძალზე ეფექტურად გადმოსცემენ ადამიანის დროში განფენილი
ცხოვრების საზრისს, პიროვნების ფსიქოლოგები ზოგჯერ ცდილობენ, რომ ცალკეული ინდივიდების
ცხოვრება მათი ინტეგრაციული ინტერპრეტაციული ისტორიების გამოვლენის, მათში კავშირების
მოძიებით ან აგებით ახსნან.
პიროვნების ფსიქოლოგები სხვადასხვაგვარად უდგებიან ადამიანების ცხოვრების ინტეგრაციული
ისტორიების შესწავლას. ერთია, როდესაც ადამიანები თავად ქმნიან და ყვებიან თავიანთ ისტორიებს და
მეორე, როდესაც ფსიქოლოგები კონკრეტულ ისტორიებს იყენებენ იმისათვის, რომ თავიანთი კვლევის
მონაწილეების ისტორიების საზრისი დაინახონ. შესაბამისად, შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან (ა)
პირველ პირში მოთხრობილი ამბები, როდესაც ადამიანი თავად ყვება თავის ამბავს და თავადვე
აყალიბებს საკუთარ იდენტობას და (ბ) მესამე პირში მოთხრობილი ამბები, როდესაც ფსიქოლოგები აგებენ
ინტერპრეტაციას ნარატივის სახით და სხვა ადამიანების იდენტობის შესახებ მეტის გაგებას ცდილობენ.
ფაქტობრივად, მესამე პირის ინტერპრეტაციებს პირველ პირში მოთხრობილი ამბები უდევს საფუძვლად
(McAdams, D. P., 2006). პიროვნების კვლევაში ისტორიების გამოყენების შესახებ ერთ-ერთ სტატიაში
(Barresi, J., & Juckes, T. J., 1997) ვკითხულობთ:

მკვლევრები პირველ პირში მოთხრობილ ნარატივებს ადამიანების ცხოვრების აღწერისა და ინტერპრეტირების


მიზნით შექმნილი, მესამე პირში მოთხრობილი ნარატივების პირველწყაროდ იყენებენ, რადგან ადამიანებისთვის
გაცილებით მარტივია დროში განფენილი გამოცდილების თანმიმდევრულად, გარკვეული მიმართულებისა და
მიზნის მქონედ დალაგება. სწორედ იმიტომ იღებს ცხოვრების შესწავლა ნარატივის ფორმას, რომ ადამიანების
ცხოვრებისეული გამოცდილება ისტორიებად არის სტრუქტურირებული (გვ. 693).

ამ თავში ჯერ ადამიანების ცხოვრების ინტერპრეტაციისადმი სხვადასხვა მიდგომას გავეცნობით,


შემდეგ პერსონოლოგიურ ტრადიციაზე ვისაუბრებთ, რომელშიც ცენტრალურ ადგილს ბიოგრაფია, მითი,
ნარატივი და ცალკერული შემთხვევის ინტენსიური შესწავლა იკავებს. აქვე განვიხილავთ ჰარვარდის
ფსიქოლოგიურ კლინიკაში მარეის (იხ. XIII თავი) მოღვაწეობის ზოგიერთ მომენტს, რომელმაც დასაბამი
დაუდო პიროვნების ფსიქოლოგიაში „პერსონოლოგიური ტრადიციის“ ჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ
პიროვნების ფსიქოლოგიაში შემთხვევის შესწავლის როლი ისეთივე წინააღმდეგობრივი იყო მარეის დროს
(1930-1940-იან წლებში), როგორც დღეს (McAdams, D. P., 2006). თხრობას ბიოგრაფიის, როგორც
მოზრდილი ადამიანის ცხოვრების შესახებ თეორიის წყაროს, ნარატივებისა და სოციალური კონტექსტის
ურთიერთმიმართების განხილვით დავასრულებთ.

ცხოვრების ინტერპრეტაცია

ამ ქვეთავში ადამიანების მონათხრობების ინტერპრეტირებაზე ვისაუბრებთ. ფროიდმა ჯერ კიდევ 100


წელზე მეტი ხნის წინ დაისახა ნარატივის ინტერპრეტაციის რთული ამოცანა თავის ეპოქალურ ნაშრომში
„სიზმრების ინტერპრეტაცია“ (1900/1953). მას მიაჩნდა, რომ ბევრი ისტორია და, მათ შორის, სიზმრები,
მსმენელის შეცდომაში შესაყვანად არის შექმნილი და თუ ფიქრობთ, რომ იცით მათი შინაარსი, ძალიან
ცდებით. იუნგი და ადლერი, ფროიდის ერთ-ერთი პირველი თანამოაზრეები, დროთა განმავლობაში
ჩამოშორდნენ მას და პიროვნების საკუთარი გავლენიანი თეორიები შექმნეს. იუნგი თვლიდა, რომ
ადამიანების მონათხრობები სიმბოლოებითა და მითებით არის სავსე, ადლერი კი ნარატივების

1 თუმცა, მათ არავინ უკრძალავს ამას და არც რაიმე კანონი არსებობს ამის ამკრძალავი.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 310

დასაწყისებსა და დასასრულებლზე ფოკუსირდებოდა, რაც, მისი აზრით, პიროვნების ცხოვრების სტილის


გასაღებს წარმოადგენდა. გასული საუკუნის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ბევრმა სხვა
თეორეტიკოსმაც შემოგვთავაზა საკუთარი თეორიები ნარატივის ინტერპრეტაციის შესახებ, მათ შორის
არის პოსტმოდერნისტული და ფემინისტური მიდგომები, რომლებიც კულტურას, სოციალურ
სტრუქტურასა და მთხრობელის სოციალურ გარემოში არსებულ სხვა კომპლექსურ ძალებსა და ფაქტორებს
იკვლევენ, რომლებიც კარგი ინტერპრეტაციის საიდუმლოს ახდის ფარდას.
მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის, იუნგისა და ადლერის მიდგომები ნარატივის
ინტერპრეტაციისადმი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, სამივე ავტორი თანხმდება იმაზე, რომ
ადამიანების მონათხრობები არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ არის ინტერპრეტაცია
ასეთი რთული და საინტერესო საქმე (McAdams, D. P., 2006).

ზიგმუნდ ფროიდი. არაცნობიერიდან ცნობიერისკენ


ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი რამ ფროიდისთვის, ჩვენი ცხოვრების და
ცხოვრებისეული ისტორიების მნიშვნელობები ღრმად არაცნობიერში იმალება. არაცნობიერი სწრაფებისა
და სურვილების ყველაზე გავრცელებული და ტიპური პატერნები პატარა ბავშვების ფანტაზიებში
შეგვიძლია დავინახოთ, იქნება ეს არაცნობიერი სექსუალური ელფერის მქონე განცდები ერთი მშობლის
და უაღრესად აგრესიული გრძნობები მეორე მშობლის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, იოდიპოსის კომპლექსია
(XII თავი). თუმცა, ოიდიპოსის კომპლექსი უფრო მეტია, ვიდრე სკოლამდელი ასაკის ბავშვების წინაშე
წამოჭრილი არაცნობიერი პრობლემა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ფუნდამენტური ისტორია,
რომელიც, ფროიდის მიხედვით, ნებისმიერი ცხოვრების საზრისის ძიებას უდევს საფუძვლად (McAdams,
D. P., 2006).
აქ დეტალურად არ მოვყვებით ოიდიპოსის მითს და იმას, როგორ არგებს ფროიდი მითის ქარგას
ბავშვის განვითარებას (იხ. XII თავი) და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ფროიდი, ალბათ, ცდებოდა,
როდესაც ამტკიცებდა, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი გადის ოიდიპოსის კომპლექსის მსგავს პერიოდს
სკოლამდელ ასაკში. საქმე ისაა, რომ ემპირიულმა კვლევამ, ფაქტობრივად, ვერაფერი მსგავსი ვერ
აღმოაჩინა. ალბათ, უპრიანი იქნებოდა იმის თქმაც, რომ ფროიდი, ალბათ, ზოგადი ნარატივის სკრიპტის
ადგილს აკუთვნებდა ოიდიპოსის მითს, რომელიც ბევრ განსხვავებულ ცხოვრებას შეიძლებოდა
მისადაგებოდა და რომლის დინამიკის აღმოჩენა თითქმის ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მაკადამსი
(2006) თვლის, რომ ღრმად მეტაფორული თვალსაზრისით, ოიდიპოსის ამბავი იმის შესახებ არის, თუ
როგორ იბრძვის პერსონაჟი საკუთარ ცხოვრებაში სიყვარულისა და ძალაუფლების ძლიერი
მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის; როგორ ხშირად იმედგაცრუებული რჩება ამ ბრძოლაში; როგორ
ზოგჯერ ერთი ბრძოლა უნდა წააგოს ადამიანმა და დანებდეს, რათა საყვარელ ადამიანებთან ერთად
ჰარმონიაში იცხოვროს; როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთსა და იმავე ადამიანის მიმართ ერთმანეთის
გამომრიცხავ და ურთიერთდაპირისპირო გრძნობას განიცდიდე; როგორ ჯანყდებიან ადამიანები
ავტორიტეტების წინააღმდეგ და ეს ჯანყი მათ თავად როგორ აქცევს ავტორიტეტად, — ეს ყველაფერი კი
ნამდვილად უნივერსალურ თემებს წარმოადგენენ (McAdams, D. P., 2008).
ფროიდის ნაშრომებში ბევრი კონკრეტული შემთხვევაა საკმაოდ დეტალურად წარმოდგენილი,
გაანალიზებული და ინტერპრეტირებული, თუმცა, განსაკუთრებით ცნობილი ფსიქოანალიზის
ისტორიაში ოთხი შემთხვევა გახდა, რომელიც მოკლედ არის შეჯამებული ცხრილში N 1.

ცხრილი N 1. ოთხი ყველაზე ცნობილი შემთხვევის შესწავლა ფსიქოანალიზის ისტორიიდან.


სახელწოდება მოკლე აღწერა
1. ანა ო. 1880-დან 1882 წლამდე იოსებ ბრეიერი ახალგაზრდა ქალს მკურნალობდა, რომელსაც ისტერიის
დიაგნოზი ჰქონდა და რომლის სიმპტომები მოიცავდა კიდურების პარალიჩს, დაზიანებულ
მხედველობას და პიროვნების გაორებას. სიმპტომები პაციენტის მამის გარდაცვალების შემდეგ
გამძაფრდა 1881 წელს. ბრეიერმა და ანა ო.-მა აღმოაჩინეს ე. წ. „ლაპარაკით მკურნალობა“, რომლის
მეშვეობითაც ანა ო. სიმპტომებისგან შვებას განიცდიდა მას შემდეგ, რაც დღის მანძილზე განცდილი
311 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ჰალუცინაციებისა და სიმპტომებთან დაკავშირებული ფანტაზიების შესახებ ისაუბრებდა. საუბარი


ათავისუფლდება ემოციებს, რომლებიც ნევროტულ სიმპტომებს ქმნიდნენ. თუმცა, თერაპია ცუდად
დასრულდა მას შემდეგ, რა ანა ო-ს ცრუ ორსულობისა და ისტერიული მშობიარობის გამოცდილება
ჰქონდა. მას არაცნობიერად სწამდა, რომ ბრეიერი იყო მისი „შვილის“ მამა.
2. ფრაუ ემი 1889 წელს ფროიდმა ფრაუ ემი ფონ ნ.-თან მუშაობა კათარზისული „საუბრით მკურნალობით“
ფონ ნ. დაიწყო. პაციენტი სახის ტიკებითა და მეტყველების დარღვევით იტანჯებოდა. ფროიდი შეეცადა,
რომ მისი თითოეული სიმპტომის საფუძვლებისთვის მიეკვლია, რისთვისაც ჰიპნოტურ
მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მათი მნიშვნელობების ახსნას სთხოვდა. რამდენიმე წლის წინ
წარმატებით გამოყენებული მეთოდით მუშაობის შედეგად პაციენტის პრობლემები თანდათანობით
უფრო დამძიმდა და იქამდე მივიდა, რომ ის ჭამაზე ამბობდა უარს. ფროიდმა გააცნობიერა, რომ მის
თითოეულ სიმპტომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: თითოეული სიმპტომი ბევრ ემოციურ ჯაჭვს
წარმოადგენდა, რომლებიც რთულ კომბინაციას ქმნიდნენ. ასე მაგალითად, საკვებზე უარის თქმა
ბევრი ლატენტური ასოციაციის კულმინაციის მანიფესტაციას წარმოადგენდა, რომლებიც ჭამის
აქტით გამოწვეული ზიზღის ირგვლივ ლაგდებოდა. აქვე იყოს ცივი ხორცითა და ცხიმით
გამოწვეული ზიზღი, საეთო ჭურჭლიდან ჭამის შედეგად დაავადების შიში და ზიზღი იმის გამო, რომ
სადილის დროს აფურთხებდნენ.
3. პატარა პატარა ჰანსი 5 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ძალიან ეშინოდა ცხენების. მართალია, ფროიდმა ბიჭი
ჰანსი მხოლოდ ერთხელ ნახა, მას შეეძლო სიმპტომების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაციის
შემოთავაზება, რომელიც, ძირითადად, პატარა ჰანსის მამის მიერ მოწერილ წერილებზე ააგო.
ფროიდმა ივარაუდა, რომ პატარა ჰანსი განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა ოიდიპოსის კომპლექსს.
ის მოხიბლული იყო საკუთარი პენისით, მოსწონდა ხელის მოკიდება და სურდა, რომ დედასაც
მოეკიდა მასზე ხელი. დედა აფრთხილებდა ჰანსს, რომ ასე არ მოქცეულიყო და მოჭრითაც კი
ემუქრებოდა. პატარა ჰანსის ცხენების შიში კასტრაციის შფოთვის მანიფესტაციას წარმოადგენდა.
ცხენები, თავიანთი დიდი პენისებით, ბიჭის მამას განასახიერებდნენ, რომელიც მას უყვარდა კიდეც
და ეშინოდა კიდეც, როგორც კასტრაციის წყაროსი.
4. ადამიანი- ეს 29 წლის მამაკაცი მწვავე ობსესიური ნევროზით იტანჯებოდა. მას არ ასვენებდა ფანტაზია, რომ
ვირთხა ვირთხები მისი მეგობარი გოგონას უკანალზე იცმუცნებოდნენ. ასევე, აწუხებდა აზრები, რომ
ვირთხები მამამისის ანუსიდანაც იკვებებოდნენ. ვირთხის ხატის წყაროს, ნაწილობრივ, ტუალეტის
ტრენინგთან ასოცირებული ადრეული ბავშვობის გამოცდილებები და ეროტიკული განცდები
ქმნიდნენ. პაციენტმა ბავშვობაში ნახა ვირთხა მამამისის საფლავთან ახლოს და წარმოისახა, რომ ის
გვამით იკვებებოდა. ნევროზი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯარში კაპიტანმა პაციენტის დასჯის
აზიური ტრადიციის შესახებ უამბო, როდესაც სასჯელი ტუსაღის ცოცხლად დამარხვას
გულისხმობდა და მას შემდეგ ვირთხები ესხმოდნენ თავს. ფროიდმა შეძლო იმის ჩვენება, რომ
სიმტომებმა, რომლებიც კონფლიქტისგან დროებით თავის დაღწევის საშუალებას იძლეოდნენ, ხელი
შეუშალეს მას განათლების დასრულებასა და სოციალურად მისაღებ ქალზე დაქორწინებაში, რაც,
საბოლოოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა.
წყარო: ადაპტირებულია წყაროებიდან Freud, S., 1953; Фрейд, З. ,1995.

ფროიდი ამტკიცებდა, რომ ადამიანებს, ზოგადად, ნაკლებად აქვთ წარმოდგენა საკუთარი ცხოვრების
მნიშვნელობის შესახებ. დროდადრო, შესაძლოა, მათ მოახერხონ კიდეც არაცნობიერის სუსტი სინათლის
სხივის დაჭერა და ეს, ძირითადად, სიზმრებში ხდება, თუმცა, ვერც ამ შემთხვევაში ვიქნებით
დარწმუნებულნი, რომ ისინი მიხვდებიან, რა ინფორმაციის მატარებელია ეს სხივი. ამისათვის
ინტერპრეტაციის ფსიქოანალიტური მეთოდის ცოდნაა საჭირო. ფროიდმა კლინიკური მუშაობის
პროცესში კვლევისა და ინტერპრეტაციის ფსიქოანალიტური მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ფარული და
უარყოფილი მნიშვნელობების გამოვლენას ემყარება. ფსიქოანალიტური პოზიციის თანახმად,
ინტერპრეტაცია ყოველთვის ზედაპირის, თვალსაჩინოსა და აშკარას მიღმა გასვლას მოიაზრებს
პიროვნების წარმოსახვის მისტიური რეალობის საკვლევად. ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია
საიდუმლოებების გახსნას, მისტერიების გამოაშკარავებასა და შენიღბული გზავნილების გაშიფვრას
ესწრაფვის. შესაბამისად, ფსიქოანალიტური ტრადიცის საინტერპრეტაციო დევიზია: არ დაუჯერო იმას,
რასაც ხედავ; ზედაპირს შეცდომაში შეჰყავხარ; ჭეშმარიტება სტრიქონებს შორის და თვალსაჩინოს მიღმა
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 312

ძევს (McAdams, 2006; Фрейд, З., 1995).


როგორც უკვე ვიცით (XII თავი), ფროიდს ღრმად სწამდა, რომ არაფერი უმიზეზოდ არ ხდება და
ყველაფერს თავისი აზრი აქვს. გამონაკლისს არც სიზმრები და ნევროტული სიმპტომები წარმოადგენენ. ის
თვლიდა, რომ ნევტორული სიმპტომი, თავისი შინაარსითა და ფორმით, არაცნობიერი შიშების,
სურვილების, კონფლიქტებისა და საიდუმლოების სიმბოლური მანიფესტაციაა. ამ არაცნობიერი მასალის
ცნობიერებაში ამოსატანად ის თავისუფალი ასოციაციის მეთოდს იყენებდა. მეთოდის სტანდარტული
პროცედურა გულისხმობს, რომ პაციენტი თავში მოსულ ყველა აზრს ყოველგვარი კრიტიკის, ფილტრისა
და ცენზურის გარეშე ხმამაღლა უყვება თერაპევტს იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩნდება ეს აზრები მის
ცნობიერებაში (ანუ თავისუფლად ასოცირებს). ფროიდი თვლიდა, რომ თავისუფლად ასოცირების დროს
არაცნობიერი დინებები ცნობიერებაში ამოდიან და ყურადღებიან თერაპევტს შეუძლია ამ ასოციაციების
იმგვარად ინტერპრეტირება, რომ მათში ფსიქოლოგიური აზრი დაინახოს.

ინტერპრეტაციის პრინციპები

ქცევა, როგორც ტექსტი და შეთანხმება


ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის გააზრებისას ორი მეტაფორა შეგვიძლია გამოვიყენოთ
(McAdams, D. P., 2006): ადამიანის ქცევა (და, შესაბამისად, მისი მონათხრობი ქცევის შესახებ), როგორც
ტექსტი და როგორც პოლიტიკური შეთანხმება.
ფროიდისთვის ადამიანის ქცევა ტექსტს ჰგავს. როგორც ტექსტის გაგებაა სხვადასხვაგვარად
შესაძლებელი და არ არსებობს დაწერილის, იქნება ეს მხატვრული ნაწარმოები, კონკრეტული ადამიანის
ცხოვრებისეული ისტორია, მითი თუ იგავი, ერთი უნივერსალური მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია, ისე
ადამიანის ქცევასა და გამოცდილებას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული, ზოგჯერ ერთმანეთის
გამომრიცხავი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. როგორც ავთანდილის ანდერძის 2 ინტერპრეტირება
შეიძლება მრავალგვარად და სკოლაში ყველას დაგვიწერია თემა ამის შესახებ, ისე ადამიანის ერთსა და
იმავე ქცევაში სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა შინაარსი შეიძლება ჩადოს. ფროიდი თვლიდა, რომ
არაფერს აქვს ერთადერთი, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინტერპრეტაცია, ერთი კონკრეტული
პასუხი. პირიქით, ადამიანის ქცევას მრავალი მნიშვნელობა აქვს და, ტექსტის მსგავსად, ისიც მრავალ
დონეზე შეიძლება ინტერპრეტირდეს. მას მიაჩნია, რომ ჩვენი ქცევისა და გამოცდილების დიდ ნაწილს
არაცნობიერად თავადვე ვქმნით და ისეთ ფორმას ვაძლევთ, როგორიცაა, მაგალითად, სიზმრები,
სიმტომები და სხვა ადამიანებთან ურთიერთობები და მათი ინტერპრეტირება ერთზე მეტ დონეზეა
შესაძლებელი. მაშასადამე, ფსიქოანალიტიკოსი დახელოვნებული უნდა იყოს მრავალმნიშვნელობიანი
ტექსტების ინტერპრეტაციაში (Bakan, 1958, წყაროში McAdams, 2006).
მეორე მეტაფორა, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკური შეთანხმებაა. ეს არის კონფლიქტში მყოფ
ძალებს შორის მიღწეული კომპრომისის მდგომარეობა. როდესაც ორი ქვეყანა გადაწყვეტს, ბოლო მოუღოს
მათ შორის მტრულობას და მშვიდობა დაამყაროს, ისინი პოლიტიკურ შეთანხმებას დებენ, რის
საფუძველზეც ინარჩუნებენ მშვიდობას. ფროიდი თვლის, რომ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი ქცევისა და
გამოცდილების შესახებ. იმის უდიდესი ნაწილი, რასაც ვაკეთებთ, ვამბობთ და განვიცდით, შინაგან
კონფლიქტურ ძალებს შორის კომპრომისის შედეგია. ამ შინაგან ძალებს უსასრულო რაოდენობის ფორმა
აქვთ, სექსუალობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებული ღრმად განდევნილი სურვილებიდან
დაწყებული, ცნობიერი ინტერესებითა და ავერსიებით დასრულებული. დროის ნებისმიერ მომენტში
უამრავი ასეთი, უმეტესად არაცნობიერი, ხმა ბობოქრობს ჩვენში და საკუთარ კონფლიქტურ მოთხოვნებს
აყენებს. ჩვენ იმგვარად ვიქცევით და განვიცდით, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ასეთი ხმა
დავაშოშმინოთ და ეს, ძირითადად, არაცნობიერად ხდება. (McAdams, D. P., 2006)

2 შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.


313 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ხილული და დაფარული
ფსიქოანალიტიკოსები განასხვავებენ ქცევისა და გამოცდილების ხილულ ანუ მანიფესტირებულ
შინაარსს, რომელიც ცნობიერად ვიცით და ვხედავთ და ფარულ ანუ ლატენტურ დონეს, რომელიც
არაცნობიერშია დაფარული და უნდა მოვიძიოთ (McAdams, D. P., 2006; Фрейд, З., 1995). ფარული დონე,
ფაქტობრივად, ბევრი შრისგან შედგება. ამიტომ ქცევა ისევე კომპლექსურად დეტერმინირებულია,
როგორც ტექსტი. ნებისმიერი ქცევის და გამოცდილების ხილული დონე შედარებით სწორხაზოვანი,
პირდაპირი და ლაკონურია. მაგალითად, სიზმრის ფარული დონეებს დაფარული ძალები, კონფლიქტები,
იმპულსები, სურვილები და დეტერმინანტები შეადგენენ, რომლებიც მისი არაცნობიერი საშენ აგურებს
წარმოადგენენ. თუ სიზმრის ხილული შინაარსი მარტივი, ხუთსიტყვიანი წინადადება შეიძლება იყოს,
ფარული შინაარსით მთელი წიგნის დაწერა შეიძლება. როგორც ფროიდი (1995) ამბობს, ყოველთვის
გაცილებით მეტი მასალაა ფარულ ასპარეზზე, ვიდრე ხილულზე დარაც დაფარული და ლატენტურია,
არასოდეს გახდება ცნობიერი. ფროიდის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სიზმრის მანიფესტირებული
შინაარსი ზედეტერმინირებულია3 ლატენტური შინაარსით.
სიზმრის ხილულ და ფარულ შინაარსებს შორის ურთიერთმიმართება სქემატურად წარმოდგენილია
სურ. N1-ზე. ხილულიდან ფარული შინაარსისკენ მოძრაობას ფროიდი (1900/1953) სიზმრის ანალიზს
უწოდებდა. აქ იგულისხმება, რომ სიზმრის მნახველი თავისუფლად ასოცირებს სიზმრის სხვადასხვა
ელემენტთან დაკავშირებით. ფსიქოანალიტიკოსი ყურადღებით ისმენს სპონტანურ ასოციაციებს, რათა
მასში განმეორებადი თემები და პატერნები დაინახოს. უკუპროცესი ანუ ფარულიდან ხილული
შინაარსისკენ მოძრაობა ის არის, რაც სიზმრის მნახველმა უკვე გააკეთა სიზმარში. სინთეზირების ამ
არაცნობიერ და სპონტანურ პროცესს ფროიდმა სიზმრის მუშაობა უწოდა. ის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ
თითოეული ადამიანი სხვადასხვა არაცნობიერ დეტერმინანტზე აგებს სიზმრის ხილულ შინაარსს. ჩვენ,
ხელთ არსებული არაცნობიერი მასალის გამოყენებით, არაცნობიერად ვახდენთ საკუთარი სიზმრების
სინთეზირებას. მაშასადამე, სიზმრის ხედვა უაღრესად კრეატული აქტია და თითოეული ადამიანი,
პოეტის მსგავსად, ხატების, იდეების, გამოცდილებებისა და სიტყვების უკიდეგანო საცავიდან ოსტატურად
აგებს იმ შინაარსს, რომელიც გაღვიძების შემდეგ ასე თუ ისე დიდხანს გვახსოვს.
სურ. N 1. სიზმრის ხილული და ფარული შინაარსი. სიზმრის ანალიზი გულისხმობს ხილულიდან ფარულ შინაარსზე
გადასვლას. უკუპროცესი ანუ ფარულიდან ხილულისკენ არის ის, რასაც სიზმარში ვაკეთებთ და ამ პროცესს ფროიდი
სიზმრის მუშაობას უწოდებს.

ხილული შინაარსი
სიზმრის ნარატივი იმ სახით, როგორც გვახსოვს
ცნობიერად გაღვიძების შემდეგ

სიზმრის მუშაობა
სიზმრის
(სინთეზი)
ინტერპრეტაცია
 შემჭიდროვება;
(ანალიზი)
 ჩანაცვლება;
სიზმრის ნაწილებზე  სიმბოლიზმი;
თავისუფალი ასოციაციების  მეორადი გადამუშავება.
მეშვეობით ხორციელდება

ფარული შინაარსი
 განვლილი დღის მოგონებების ნარჩენები;
 სხვა მოგონებები და ფანტაზიები;
 დავიწყებული მოვლენები;
 განდევნილი სურვილები, იმპულსები,
სწრაფვები, აღმძვრელები — სექსუალობასთან
და აგრესიულობასთან დაკავშირებული
ყველაზე ღრმა საფიქრალები

3
ანუ ერთზე მეტი მიზეზით არის განპირობებული;
წყარო მრავალი
: სქემა აღებული მიზეზი უდევს
და ადაპტირებულია საფუძვლად.
წყაროდან McAdams, 2006.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 314

სიზმრის მუშაობა ოსტატურად ამახინჯებს შინაარს. ცდილობს რა პიროვნების ყველა მდგენელისთვის


დამაკმაყოფილებელი კომპრომისული ვარიანტის შექმნას, სიზმრის მუშაობა ნიღბავს, არბილებს და
კვეცავს შინაარსს, რითაც უზარმაზარი მოცულობის ფარულ მასალას დაწმენდილ ხილულ ამბად აქცევს.
ტექსტის დაწერა, შეთანხმების მიღწევა და სიზმრის შექმნა, — ეს ყველაფერი არაცნობიერად ხდება.
მაშასადამე, ის, რაც ხილულ შინაარსად მოგვეწოდება, სიცრუის შედევრია და სიზმრის ნანახი შინაარსი,
ფაქტობრივად, ის არ არის, რაც უნდა იყოს. ფროიდი რამდენიმე მეთოდს აღწერს, რომელსაც, მისი აზრით,
სიზმრის მუშაობა ყველაზე ხშირად იყენებს. ამ მეთოდების მოკლე შეჯამებისთვის იხ. ცხრილი N 2.

ცხრილი N 2. სიზმრის მუშაობის მეთოდები ფროიდის მიხედვით.


მეთოდი აღწერა
შემჭიდროვება სიზმრის მნახველი კუმშავს სხვადასხვა ფარულ ელემენტებს და ერთ ხილულ ხატში ან თემაში
ათავსებს. ძირითადად, შემჭიდროვების შედეგია, რომ სიზმარი ასეთი მოკლეა ხოლმე.
ჩანაცვლება სიზმარში პოტენციურად საფრთხის შემცველი, მაგრამ მნიშვნელოვანი თემიდან მარტივ, მაგრამ
უსაფრთხო თემაზე აქცენტის გადატანა, როდესაც ძლიერი ემოცია სასურველი ობიექტიდან მის
ჩამნაცვლებელზე გადაინაცვლებს.
სიმბოლიზმი სიმბოლიზმის მეშვეობით სიზმრის მნახველი კონკრეტულ ხატებსა და მოქმედებებს იყენებს,
რომლებიც ფარულ, მაგრამ გავრცელებულ მნიშვნელობებს ატარებენ. ფროიდის მიხედვით,
მაგალითად, ხვრელიანი, ყუთისმაგვარი ობიექტები, რომელშიც შესაძლებელია საგნების ჩადება
ფარულ დონეზე, შესაძლოა, ქალის გენიტალიების სიმბოლოებად იქცნენ. ფროიდი სიზმრის
მუშაობისთვის სიმბოლიზმს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, ვიდრე ჩანაცვლებასა და
შემჭიდროვება. ფსიქოანალიტიკოსებმა ბევრი ფროიდისეული სიმბოლო აღწერეს, რომლებიც
სიზმრებში, მითებში, ლეგენდებსა და ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს. ბევრი მათგანი (მაგრამ
არა ყველა) ადამიანი სექსუალობის სხვადასხვა ასპექტს შეეხება.
მეორადი სიზმრის მნახველი არაცნობიერად არბილებს და აგლუვებს სიზმრის უხეშ მომენტებს, ავსებს
გადამუშავება ჩავარდნებს, ბუნდოვან დეტალებს მეტ სიცხადეს სძენს და სიზმრის გამოცდილების რედაქტირებას
ახდენს, რის შედეგადაც მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული ამბავი მიიღება თავისი გარემოთი,
პერსონაჟებითა და სიუჟეტით. სწორედ ეს დალაგებული ნარატივი გვახსოვს გაღვიძების შემდეგ
სიზმრის ხილული შინაარსის სახით ნანახი.
წყარო: Freud, S., 1900/1953; Фрейд, З. ,1995.

სიმპტომები და ყოველდღიური ცხოვრება


სიზმრების ინტერპრეტაცია ყველა ფსიქოანალიტური ჩარევის მოდელია. ნევროტული სიმპტომები,
შემოქმედებითი ექსპრესიები და გარკვეული ყოველდღიური წამოცდენები და შეცდომები, სიზმრების
მსგავსად, ტექსტებისა და შეთანხმებების ანალოგიას წარმოადგენენ, რომელთაც თავიანთი ხილული და
ფარული შინაარსები გააჩნიათ. ამ ფენომენების გასაგებად ფსიქოანალიტიკოსმა ხილული შინაარსის მიერ
გამოწვეულ ასოციაციებს თავი უნდა მოუყაროს და ერთ მთლიანად აქციოს. ასევე, სიზმრის მუშაობის
პარალელური პროცესია სიმპტომების ფორმირება, შემოქმედებითი გამოხატვა და შეცდომის
„კონსტრუირება“. ყველა მათგანი მოიცავს ტექსტის და შეთანხმების მსგავს პროდუქტს, რომელიც
განხორციელებული ქცევის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შემნიღბავი შემჭიდროვების, ჩანაცვლების,
სიმბოლიზმისა და სხვა არაცნობიერი მეთოდების გამოყენებით მიიღება. სურ. N2 გვიჩვენებს, თუ როგორ
მიჰყვება ფსიქოანალიტიკოსის მიერ თითოეული ამ ფენომენის ინტერპრეტაცია (ხილულიდან ფარულზე
გადასვლა) სიზმრის ინტერპრეტაციას, პიროვნების მიერ თითოეული ფენომენის აგება (ფარულიდან
ხილულზე გადასვლა) კი — სიზმრის მუშაობას (McAdams, D. P., 2006).
ყველა ნევროტული სიმპტომი, იქნება ეს ფობიები, აკვიატებები (ობსესიები), იძულებითი ქცევები
(კომპულსიები), შფოთვითი რეაქციები და ა. შ., შეიძლება ინტეპრეტირდეს, როგორც ერზე მეტი მიზეზით
განსაზღვრული ტექსტი ან შეთანხმება, რომელიც რამდენიმე დონეზე ნიღბავს თავის რეალურ
მნიშვნელობას. თუმცა, ფროიდი მხოლოდ ნევროტულ სიმპტომატიკაზე არ ჩერდება და ამბობს, რომ
თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ რაღაც მსგავსს ყოველდღიურ ქცევასა და გამოცდილებაში. ჩვენ მუდმივად
315 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ვქმნით ტექსტებს, ვაღწევთ შეთანხმებებს და შედეგი ყველაზე მოულოდნელი და, ერთი შეხედვით,
მარტივი გზით გამოგვაქვს სააშკარაოზე. ნაშრომში „ყოველდღური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“ (1901;
Фрейд, З., 1989) ფროიდს ბევრი მაგალითი მოაქვს, რომელშიც აღწერილია წამოცდენების, სახელების
დავიწყების, წერა-კითხვისას და მარტივ ყოველდღიურ ქცევებში დაშვებული შეცდომების შემთხვევები.
ეს ყველაფერი ისევე ინტერპრეტირდება, როგორც სიზმრები და სიმპტომები და არაცნობიერი
კონფლიქტის ინდიკატორებს წარმოადგენენ.
ამასთან, ფროიდი (1989, 1995) მიიჩნევდა, რომ არაცნობიერი შეთანხმებებისა და ტექსტების შექმნის
უამრავი სხვა გზა არსებობს, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი იუმორი და ხუმრობები, ხელოვნების

სურ. N 2. სიმტომები და ყოველდღიური შეცდომები. ფროიდი ამტკიცებდა, რომ სიზმრების მსგავსად, ფსიქოლოგიური
სიმპტომებისა და ყოველდღიური შეცდომების გაგება შესაძლებელია ხილული და ფარული შინაარსის ტერმინებით.

ხილული სიმპტომი
 „ფიზიკური“ ხილული შეცდომა
დაავადება  წამოცდენები;
ორგანული მიზეზის  სახელების დავიწყება;
გარეშე;  შეცდომები წერისას
 ფობიები; და კითხვისას;
 ობსესიები;  შეცდომები
ფორმირება
სიმპტომის

 შფოთვითი
სიმპტომი

მოქმედებაში;
(თერაპია)

რეაქციები.  სხვა „სიმპტომატური

შეცდომის
შეცდომის

დაშვება
ანალიზი
აქტები“.

ფარული მასალა
რეალობის პრინციპით
მომუშავე დაცვები ფარული მასალა
კონფლიქტში მოდიან სხვადასხვა
განდევნილ განზრახვებს შორის
სურვილებტან, კონფლიქტი. სულ
იმპულსებთან, მცირე, ერთი განზრახვა
სწრაფვებთან, არის დათრგუნული
აღმძვრელებთან ანუ (ჩვეულებრივ,
სექსუალობასა და სექსუალობასთან ან
აგრესიასთან აგრესიასთან
დაკავშირებულ დაკავშირებული).
ყველაზე ღრმა
შრეებთან.

წყარო: სქემა აღებული და ადაპტირებულია წყაროდან McAdams, 2006.

ნამუშევრები, რელიგიური რწმენები და სხვებთან ურთიერთობები.


ადამიანის ცხოვრების ფსიქოანალიტური ხედვა, როგორც მაკადამსი (2006) ამბობს, კრეატული
ტყუილის ძალზე რადიკალურ პორტრეტს წარმოადგენს. ამ ხედვის თანახმად, ფაქტობრივად, მთელი
ჩვენი ქცევა აზრიანი და შინაარსიანია, მაგრამ ჩვენ არაცნობიერად ვიტყუებთ თავს და ვატყუებთ სხვებს
ისე, რომ არც ჩვენ და არც მათ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს მოცემული ქცევა. ჩვენი ტყუილი
კომპლექსური შეთანხმებები და ტექსტებია, რომელთაც არაცნობიერად და გენიალურად ვქმნით.
ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია ცდილობს ამ ტყუილის სააშკარაოზე გამოტანას და იმ სიმართლის
ჩვენებას, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების საფარის ქვეშ იმალება.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 316

კარლ გუსტავ იუნგი. მითი და სიმბოლო

კოლექტიური არაცნობიერი
ფროიდისთვის თითოეული პიროვნების სულის საიდუმლოები
მის არაცნობიერშია დამარხული. მოსალოდნელია, რომ ეს
საიდულმოები ყველა ჩვენგანისთვის სექსუალურ და აგრესიულ
თემებს უკავშირდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვინაიდან ჩემი
ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავდება თქვენისგან, ჩემი და
თქვენი არაცნობიერიც განსხვავებული იქნება. ამ მოსაზრების
საპირისპიროდ, ფსიქოანალიტური ტრადიციის ფარგლებში
არსებობს გავლენიანი პოზიცია, რომელიც აღწერს, თუ რა საერთო
აქვთ სხვადასხვა ადამიანის არაცნობიერებს ერთმანეთთან და ეს
იუნგი
პოზიცია კარლ იუნგს ეკუთვნის. იუნგი ფროიდის ერთ-ერთი
პირველი თანამოაზრე იყო. მან ფროიდთან უთანხმოების შემდეგ 4
პიროვნების საკუთარი თეორია შექმნა, რომელიც ბევრად განსხვავდებოდა ფროიდისეული
ფსიქოანალიზისგან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ უთანხმოებას დაედო
საფუძვლად, ის იყო, რომ ფროიდი ექსკლუზიურად სექსუალურ და აგრესიულ ინსტინქტებზე
ფოკუსირდებოდა, იუნგი კი ამტკიცებდა, რომ ადამიანების მოტივაციას მთელი რიგი არაცნობიერი
ძალები და ფაქტორები ქმნიან, რომელთა შორისაა შინაგანი სწრაფვები და ხატები ერთიანობის,
სიკვდილის, ანდროგენურობის, სიბრძნის, უნამკოებისა და, რა თქმა უნდა, სექსისა და აგრესიის შესახებ
და ეს ყველაფერი ჩვენი საერთო ევოლუციური მემკვიდრეობის შედეგია (Stevens, 1983, წყაროში McAdams,
2006). ჩვენი ყოველდღიური ქცევის ამ უამრავი წყაროს უშრეტ საბადოს წარმოადგენს ის, რასაც იუნგი
კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. კოლექტიური არაცნობიერი5 კაცობრიობის ევოლუციური წარსულის
არქაული ნარჩენების საცავია. ეს არის ჩვენი თანდაყოლილი რასობრივი მეცსიერება, რომლის შესახებაც
ყველამ ვიცით, რადგან ადამიანთა რასის მეხსიერების ნაწილია და თითოეული ჩვენგანის ფსიქიკის

4 უფრო დეტალურად ამ საკითხის შესახებ იხ. თავი 12.


5 კოლექტიური ანუ ტრანსპერსონალური არაცნობიერის ცნება ერთ-ერთი ორიგინალური და საკამათო თემაა იუნგის
პიროვნების თეორიაში. ეს არის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ფსიქიკური სისტემა, რომელიც პათოლოგიის
შემთხვევებში ფარავს ეგოსა და პიროვნულ არაცნობიერს (Jung, C. G., 1936/1971). კოლექტიური არაცნობიერი
წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული დაფარული მოგონებების საცავია; ეს მემკვიდრეობით მიღებული
წარსული მოიცავს არა მარტო ადამიანთა, როგორც განსაკუთრებული ბიოლოგიური სახეობის, რასობრივ ისტორიას,
არამედ ადამიანამდელი ცხოველური წინაპრების გამოცდილებასაც. კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს
ადამიანის ევოლუციური განვითარების მემკვიდრეობას, რომელიც მრავალი თაობის განმეორებადი განცდებისაგან
წარმოიქმნა. ის თითქმის მთლიანად ემიჯნება პიროვნულს ადამიანის ცხოვრებაში და, როგორც ჩანს,
უნივერსალურია (ანუ საერთოა ყველა ეროვნებისა და რასის ადამიანებისთვის). კოლექტიური არაცნობიერის
უნივერსალურობას იუნგი ყველა რასის ადამიანთა ტვინის სტრუქტურის მსგავსებით ხსნის, ეს უკანასკნელი კი
ევოლუციის პროცესის მსგავსებით იხსნება. მემკვიდრეობით არ მიიღება რასობრივი მოგონებები ან
რეპრეზენტაციები, როგორც ასეთი; მემკვიდრეობით გვეძლევა წინა თაობების გამოცდილების განმეორებით განცდის
შესაძლებლობა. ისინი გვეძლევა, როგორც წინასწარი მზაობები, რომელიც გვაიძულებს გარე სამყაროზე ამა თუ იმ
გზით რეაგირებას. ეს წინასწარი მზაობები პროეცირდება
კოლექტიური არაცნობიერი პიროვნების მთელი სტრუქტურის თანდაყოლილი, რასობრივი საფუძველია. მასზე
წარმოიქმნება ეგო, პიროვნული არაცნობიერი და სხვა ინდივიდუალური შენაძენები. ის, რასაც ადამიანი საკუთარი
გამოცდილების შედეგად მიიჩნევს, რეალურად კოლექტიური არაცნობიერით არის განპირობებული, რომელიც
ქცევაზე წამყვან და სელექტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების დასაწყისიდანვე. გარე სამყაროს აღქმის
დიდი ნაწილი ფორმირდება კოლექტიური არაცნობიერით, მაგრამ მხოლოდ ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში
შეუძლებელი იქნებოდა ვარიაციები და განვითარება (Jung, C. G., 2003).
317 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ყველაზე ღრმა და მიუწვდომელ შრეში ინახება. იუნგს მიაჩნდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი
ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებას წარმოადგენს. ჩვენი, როგორც სახეობის, ევოლუციის შედეგად ის მდიდარი
ტექსტური მქონე არაცნობიერია, რომლითაც ვიბადებით თითოეული ჩვენგანი და მთელი ცხოვრების
მანძილზე გაგვყვება.
კოლექტიური არაცნობიერის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები არქეტიპებია (Jung, C. G.,
2003). არქეტიპები6 უნივერსალური პატერნი ან პრედისპოზიციაა, რომელიც სტრუქტურას სძენს იმას, თუ
როგორ ადაპტირდებიან (ცნობიერად და არაცნობიერად) ადამიანები საკუთარ სამყაროსთან. როგორც
ადამიანის ბუნების ძირითადი კომპონენტები, არქეტიპები თანდაყოლილი, მაგრამ მოქნილი
მოცემულობებია და ადამიანის გამოცდილების ყალიბს წამოადგენენ. ეს არ არის ხატი ან ქცევა, როგორც
ასეთ, არამედ უნივერსალური ხატების შექმნისადმი და უნივერსალური ქცევით მიმდევრობის
განხორციელებისკენ წინასწარმზაობა (Jung, C. G., 2003). ცხრილში N 3 მოკლედ არის აღწერილი ზოგიერთი
კარგად ცნობილი იუნგისეული არქეტიპი. იუნგი ამტკიცებდა, რომ თითოეული მათგანის არსებობის
მტკიცებულება ანტიკურ მითებში, სიზმრებსა და უნივერსალურ სიმბოლოებშია მოცემული. ასე
მაგალითად, დედის ხატი აზრის უნივერსალური ფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით
არსებულ ისტორიებში, ლეგენდებში, ხელოვნების ნიმუშებში, რიტუალებში, ადათ-წესებსა და
ფანტაზიებში შეგვიძლია ვნახოთ. დედები საუკუნეების განმავლობაში ისე იქცეოდნენ, როგორც ამას
თანდაყოლილი, კოლექტიურ არაცნობიერში შენახული არქეტიპული შაბლონი ან ყალიბი კარნახობდათ
დედის რაობის შესახებ. ამრიგად, დედის ხატის პროდუცირებას დედის არქეტიპი ახდენს, რომელიც
შედგომში რეალურ დედასთან იდენტიფიცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი მემკვიდრეობით
იღებს გენეტიკური დედის წინასწარ ფორმირებულ კონცეფციას, რაც ნაწილობრივ განაპირობებს იმას,
როგორც აღიქვამს იგი მომავალში საკუთარ დედას. ბავშვის მიერ დედის აღქმაზე მოქმედებს, ასევე ის, თუ
რას წარმოადგენს დედა თავად და ბავშვის ახალშობილობის პერიოდის განცდები. ამგვარად, ბავშვის
გამოცდილება არის გარკვეული გზით სამყაროსა და თავად ამ სამყაროს რეალური სახის აღქმის შინაგანი
წინასწარი მზაობის ერთიანი პროდუქტი; მისი განცდები ბევრად ჰგავს იმას, რასაც განიცდის ნებისმიერი
ეპოქის ინდივიდი ნებისმიერ ქვეყანაში (Jung, C. G., 2003). დედის არქეტიპი შეიძება „გამონთავისუფლდეს“
და გამოიხატოს აზრებსა და ხატებში, რომლებიც ინდივიდის რეალური დედის, დედამთილის, ბებიის,

6 კოლექტიური არაცნობიერის სტრუქტურულ კომპონენტებს ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ:


არქეტიპები, დომინანტები, პირველსაწყისი ხატები, იმაგო, მითოლოგიური ხატები, ქცევითი პატერნები (Jung, C. G.,
2003). არქეტიპი უნივერსალური სააზროვნო ფორმაა (იდეაა), რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ემოციურ ელემენტს.
ეს სააზროვნო ფორმა ქმნის ხატებს ანუ ხილვებს, რომელიც ჩვეულებრივ ღვიძილის მდგომარეობაში შეესაბამება
ცნობიერი სიტუაციის ზოგიერთ ასპექტს. როგორ იბადება არქეტიპი? ეს არის მრავალი თაობის მანძილზე
სტაბილურად განმეორებადი განცდის მუდმივი „დანალექი“. მაგალითად, ურიცხვი თაობა ადევნებდა თვალს მზის
მოძრაობას ზეცის ერთი მხარიდან მეორისკენ. ამ განცდის განმეორება საბოლოოდ გაფიქსირდა კოლექტიურ
არაცნობიერში, როგორც მზის ღმერთის, სინათლის მფრქვეველი ციური სხეულის სიძლიერის ხატი, რომელსაც
ადამიანები აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. უმაღლესი ღვთაების შესახებ გარკვეული წარმოდგენები მზის
არქეტიპს ეფუძნება (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001).
არ არის აუცილებელი, რომ არქეტიპები ერთმანეთისგან იზოლირებლად არსებობდნენ კოლექტიურ
არაცნობიერში. ისინი მსჭვალავენ ერთმანეთს და ირევიან ერთმანეთში. ასე მაგალითად, შეიძლება გვქონდეს
გმირისა და ბრძენი მოხუცის არქეტიპთა კომბინაცია, რაც „ფილოსოფოსი-მეფის“ ხატს მოგვცემს, რომელსაც
აღტაცებითა და პატივისცემით ეპყრობიან, როგორც გმირ ბელადსა და ბრძენ წინასწარმეტყველს. ზოგჯერ, როგორც
ეს, მაგალითად, ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა, წარმოიქმნება დემონისა და გმირის არქეტიპთა შერევა, რაც
შედეგად სატანურ ლიდერს გვაძლევს.
არქეტიპი შეიძლება კომპლექსის განცდების მიმზიდველი ბირთვი გახდეს. მაშინ არქეტიპი შეიძლება
ასოციაციური განცდების მეშვეობით შეიჭრას ადამიანის ცნობიერებაში. მითები, სიზმრები, ხილვები, რიტუალები,
ნევროტული და ფსიქოტური სიმპტომები, ხელოვნების ნიმუშები არქეტიპული მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას
შეიცავს და არქეტიპთა შესახებ ცოდნის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 318

დედინაცვლის ან დედობასთან ასოცირებული ნებისმიერი სხვა პიროვნების, ადგილის ან ნივთის


საპასუხოდ წარმოიქმნება (McAdams, D. P., 2006).

ცხრილი N 3. ზოგიერთი არქეტიპი იუნგის მიხედვით.

პროეცირებული სიმბოლოები
არქეტიპი აღწერა
(ანტიკური და თანამედროვე)
დედა ზრუნვისა და ნაყოფიერების განხორციელება, რომელიც დედა-მიწა ანტიკურ მითოლოგიაში,
რეალური დედების, ბებიების, მეუღლეებისა და სხვა ქალწული მარიამი, ალმა მატერი,
მზრუნველი ფიგურების საპასუხოდ შეიძლება იქნეს ეკლესია, ფერია ნათლია, ალქაჯები
ამოტანილი. მოიცავს დადებით (სითბო, ზრუნვა, და დრაკონები.
მხარდაჭერა) და უარყოფით (უარყოფა, დამუქრება,
საფრთხე) მახასიათებლებს
ბავშვი-ღმერთი უმალოებისა და მომავალი გამოცდილების ბავშვი იესო, ელფები, ჯუჯები,
განსახიერება, რომელიც მომავალ მოვლენებსა და პატარა მოცარტი, ვუნდერკინდი
ზრდის პოტენციას წარმოადგენს. ხშირად აქვს ბავშვი.
ღვთაებრივი და მისტიკური ძალა.
გმირი გმირის მითის კლასიკური და უნივერსალური ქრისტე, ოიდიპოსი, მერე ართური,
პროტაგონისტი: სასწაულებრივ, ზებუნებრივ, მაგრამ აქილევსი, აბრაამ ლინკოლნი, მარტიკ
უხმაურო დაბადებას ზეადამიანური ძალის ადრეულ ლუთერ კინგი უმცროსი.
ასაკში გამოვლენა მოჰყვება თან, სწრაფად მატულობს
ცნობადობა, ტრიუმფით ებრძვის ბოროტს,
მიდრეკილია სიამაყის „ცოდვისადმი“ და საბოლოოდ
მარცხდება ღალატის მეშვეობით ან გმირულად სწირავს
თავს.
მატყუარა გმირის არქეტიპის ადრეული ფორმა, რომელიც ცბიერი ჰერმესი, ბიბლიური დემონები, ჰარი
სუმრობებით, მავნე ცელქობებით გამოირჩევა და ჰუდინი
მაგიურ ძალას ფლობს.
ბრძენი მოხუცი მოწიფულობისა და სიბრძნის განსახიერება, რომელსაც ოიდიპოსი მოზრდილ წლებში,
მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. ტირეასი, მამაღმერთის გარკვეული
ვერსიები, წინასწარმეტყველები,
მაჰათმა განდი.
ანიმა დაფარული ქალური საწყისი მამაკაცში. ქალების იდეალიზებული
სხვადასხვა ხატი, რომელსაც
მამაკაცები თაყვანს სცემენ,
როგორიცაა კლეოპატრა, ელენა
ტროელი, ქალწული მარიამი, მონა
ლიზა; ქალი, როგორც მაცდუნებელი,
დედა, მეგობარი, შუამავალი; ქალი,
როგორც ალქაჯი და ძუკნა; მანქანები,
გემები.
ანიმუსი დაფარული მამაკაცური საწყისი ქალში. მამაკაცის იდეალიზირებული
სხვადასხვა ქალი, რომელსაც ქალები
თაყვანს სცემენ, როგორიცაა
ოიდიპოსი, დონ ჟუანი, ქრისტე;
მამაკაცი, როგორც შემაცდენელი,
მონადირე, სახელმწიო მოღვაწე,
მენტორი; მამაკაცი, როგორ მეკობრე,
მოძალადე და კანონდამრღვევი.
ჩრდილი მიუღებელი, ცხოველური სურვილებისა და სატანა, ეშმაკები, უცხოები, მტრები,
იმპულსების განსახიერება; პიროვნების „ბნელი მხარე“. ველური მცეხები, ჰიტლერი,
319 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

მუსოლინი.

პერსონა მსახიობი ქალები და მამაკაცები.


წყარო: ცხრილი Nს ტექსტი ადაპტირებულია წყაროებიდან Jung, C. G., 2003; McAdams, D. P., 2006; Хьелл Л., Зиглер Д., 1997.

კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი სამი განსაკუთრებით ცნობილი არქეტიპია ანიმა, ანიმუსი და


ჩრდილი. ანიმა მამაკაცებში არაცნობიერად წარმოდგენილი ქალური საწყისია. ეფუძნება რა მამაკაცების
ქალებთან დროთა განმავლობაში ურთიერთობის კოლექტიურ გამოცდილებას, ანიმა ყველა მამაკაცის
პიროვნების ფარული ფემინური მხარეა. ანალოგიურად არის წარმოდგენილი ყველა ქალში არაცნობიერი
მამაკაცური ასპექტი, რომელსაც იუნგი ანიმუსს უწოდებს. ანიმა და ანიმუსი სქესთა შორის რეალური
ურთიერთობის საზღვრებს ადგენენ, თითოეულ სქესს ესმის მეორის არაცნობიერ დონეზე. ჩრდილის
არქეტიპი სხვადასხვა მიუღებელი და სოციალურად აკრძლალული სურვილებისგან და იმპულსებისგან
შედგება, რომელიც ცხოვრების უფრო დაბალი ფორმებიდან ევოლუციის შედეგად გვაქვს მემკვიდრეობით
მიღებლი. ცხოველური ჩრდილი ჩვენი პიროვნების „ბნელი მხარეა“, რომლის გაცნობიერებას და აღიარებას
ერიდება ბევრი ჩვენგანი. ის მითოლოგიაში დემონების, ეშმაკების სახით გამოიხატება და, როგორც იუნგი
ამბობს, ნაწილობრივ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქრისტიანებს პირველადი ცოდვის სწამთ.
როგორც ოიდიპოსის ისტორია ქმნიდა ფროიდისთვის ცხოვრების ნარატივების ინტერპრეტაციის
მოდელს, ისე არქეტიპები წარმოადგენენ იუნგიანული ინტერპრეტაციის საფუძველს. თითოეული
არქეტიპი ცხოვრებისეული ისტორიის პერსონაჟს ჰყაგვს. იუნგიანული ინტერპრეტაცია, ძირითადად,
არქეტიპული პატერნების იდენტიფიცირებას მოიაზრებს, რომლებიც პიროვნების ცხოვრებისეულ
ისტორიაში მრავალ განსხვავებულ თემასა და ხატშია განსახიერებული. თუმცა, თუ ფროიდი ოიდიპოსით
იყო მოხიბლული და ნარატივებში ტრაგედიის ძებნისკენ იყო მიდრეკილი, იუნგი განსხვავებულ
პოზიციას იკავებს და თავგადასავლისა და გმირული ძიებების ნარატიული შესაძლებლობებით
ინტერესდება (McAdams, D. P., 2006).

ინდივიდუაცია და გმირის ძიება


გავიხსენოთ, რომ ფროიდისთვის (XII თავი) ადამიანის ცხოვრების ისტორია პიროვნებათშორისი
დამოკიდებულების ადრეულ (ორალურ) ეტაპზე იწყება და განვითარების სტადიების გავლასთან ერთად
ინდივიდი უფრო და უფრო დამოუკიდებელი და ავტონომიური ხდება. ადრეული განვითარების
უმაღლესი წერტილს ოიდიპოსის კომპლექსის დრამა წარმოადგენს, რომლის წარმატებით გადაწყვეტა
ცხოვრების ციკლში სოციალიზაციის ყველაზე მნიშვენლოვან გამოცდილებაზე მიგვითითებს. ბავშვს,
რომელიც ოიდიპოსის დრამას გაივლის, უკვე აქვს საკუთარი პიროვნული ლიმიტების ცოდნა და
ეფექტური და თანამშრომლობითი სოციალური ცხოვრების მოთხოვნილებისადმი მორალური
მგრძნობელობა. გვიანი ბავშვობის ხანას სოციალიზაციის ბევრი მნიშვენლოვანი გამოცდილება მოაქვს,
ვიდრე სექსუალობა არ დაიწყებს განვითარებას და ბავშვი გენიტალურ სტადიაზე არ გადავა.
მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდში კარგად ფუნქციონირებადი პიროვნება ახერხებს ეგოს
დამცავი ძალისა და ადაპტაციების იმ შფოთვასთან და კონფლიქტებთან გასამკლავებლად გამოყენებას,
რომელიც იდის, სუპერეგოსა და რეალური სამყაროს ძალების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად
წარმოიქმნება. მოწიფული მოზრდილი მეტ-ნაკლებად ეფექტურად უმკლავდება ყოველდღიური
ცხოვრებიდან მომდინარე შფოთვას და ახერხებს სხვების სიყვარულს და პროდუქტულად მუშაობას
საზოგადოებაში.
განვითარების ფროიდისეული ისტორია, შესაძლოა, სრულიად დამაკმაყოფილებლად მოგეჩვენოთ,
თუმცა, მასში განვითარება საკმაოდ სწრაფად სრულდება. ფროიდი პრაქტიკულად უპასუხოდ ტოვებს
კითხვას იმის შესახებ, თუ რა ხდება ცხოვრების მოზრილ წლებში პიროვნების განვითარების
თვალსაზრისით? ხდება კი რაიმე საინტერესო ცვლილება და არის თუ არა ზრდის რაიმე შესაძლებლობები
გენიტალური სტადიის შემდეგ? ფსიქოანალიტიკოსი თეორეტიკოსების დიდი ნაწილი უყურადღებოდ
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 320

ტოვებს ამ შესაძლებლობას და უშვებს, რომ პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტერმინანტები


ბავშვობის წლებში ყალიბდება; თუმცა, იუნგი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს. როგორც
არაცნობიერის ფროიდისეული ცნება გააფართოვა და არქეტიპების შემცველი კოლექტიური არაცნობიერი
მოიცვა, ისე გააფართოვა იუნგმა პიროვნების განვითარების ფსიქოანალიტური ხედვა, ფროიდისგან
დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა და პიროვნების განვითარება მთელი ცხოვრების
მანძილზე მიმდინარე პროცესად დასახა.
იუნგი (1936/1971) ამტკიცებს, რომ ბავშვობაში პიროვნების სხვადასხვა კომპონენტი ცალკეულ
ელემენტებად ყალიბდებიან. ფსიქიკური ენერგია სიარულის, ლაპარაკისა და ფიზიკური გადარჩენისთვის
აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევების დასწავლაზე იხარჯება. სექსუალობა არააქტუალური თემაა ადრეულ
წლებში, მაგრამ მნიშვნელოვან ძალად იქცევა პუბერტატისა და მოზარდობის მიღწევის შემდეგ. ადრეულ
მოზრდილობაში პიროვნება ფსიქიკურ ენერგიას პროფესიული მისწრაფებების მიგნებაზე, ქორწინებაზე
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე წარმართავს. იდეალურ ვარიანტში, ახალგაზრდა
მოზრდილი ენერგიული, კომუნიკაბელური და სოციალურ რეალობაში აქტიურად ჩართული უნდა იყოს.
დაახლოებით 40 წლის ასაკისთვის ინდივიდმა საფუძვლიანი ცვლილებები შეიძლება განიცადოს,
ვინაიდან სამყაროში ვნებიანად ჩართულობიდან შინაგან სამყაროსა და მე-ს მეტად ფილოსოფიურ კვლევა-
ძიებაზე ინაცვლებს. სიცოცხლის შუა წლები მატერიალიზმიდან და სექსუალობიდან მეტად
სპირიტუალურ და კულტურულ ღირებულებებზე გადართვით ხასიათდება. ამასთან, მოზრდილი
შეიძლება მნიშვნელოვან ძვრებს განიცდიდეს ღირებულებების, იდეალებისა და პიროვნებათშორისი
ურთიერთობების მიმართლებით. რელიგია განსაკუთრებით შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის
ცხოვრების მეორე ნახევარში, რადგან ის სულიერი ჰარმონიისკენ, ბალანსისა და მე-ს სრულად
გამოხატვისკენ მიისწრაფვის. ადამიანის განვითარების მიზანი მე-ს სრულად განვითარება და, როგორც
იუნგი უწოდებს, გაფურჩქვნაა. ის თვითგანვითარების ამ პროცესის აღსანიშნად იყენებს ტერმინს
ინდივიდუაცია. ეს არის დინამიკური, კომპლექსური და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე
წონასწორობის მიღწევის აქტი, რომლის მეშვეობითაც პიროვნება სხვადასხვა წინააღმდეგობრივი
ნაწილების სინთეზირებასა და ერთ მთლიანში გაერთიანებას ცდილობს (McAdams, D. P., 2006). მაშასადამე,
ინდივიდუაცია პიროვნების ყველა ცნობიერი და არაცნობიერი ასპექტის სრულ განვითარებას და
მთლიანობაში მათ საბოლოო ინტეგრაციას მოიცავს.
იუნგის (1936/1971) თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი იდეა ადამიანის ინდივიდუაციის
დახასიათებაა. მე-ს განვითარება გმირული ძიებაა, რომლის განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს
შეუძლია და უნდა განახორციელოს; ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენის თავგადასავალი. იუნგის
მიხედვით, მოზრდილ წლებში ინდივიდუაციის პროცესს ინდივიდისთვის მთლიანობა და
დასრულებულობა მოაქვს. მოწიფული მე ყველა წინააღმდეგობრივ მხარეს აერთიანებს ერთიანობის
ფსიქოლოგიურ წრეში. ამ ერთიანობის ანტიკურ სიმბოლოს მანდალა 7 წარმოადგენს. იუნგი მანდალის
მსგავს ფიგურებს სხვადასხვა მითოლოგიებში, რელიგიურ რიტუალებში, სიზმრებსა და ფანტაზიებში
პოულობდა. მას მიაჩნდა, რომ მანდალა ცხოვრების განმავლობაში ინდივიდუაციის პროცესის შედეგად
მიღწერული მე-ს ერთიანობისა და ინტეგრირებულობის იდეალური სიმბოლოა (McAdams, D. P., 2006).

სიზმრების ინტერპრეტაცია
იუნგის თეორიულ ნააზრევს ბევრი საერთო ჰქონდა ტრადიციულ ფსიქოანალიზთან არაცნობიერი
პროცესებისა და ინტრაფსიქიკური დინამიკის ხედვით თვალსაზრისით. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუნგი
სულიერებას სექსუალობაზე მაღლა აყენებდა და ადამიანის განვითარებას მთელი ცხოვრების
განმავლობაში მიმდინარე ინდივიდუაციის პროცესად მიიჩნევდა, კრიტიკულ განსხვავებებს ქმნიდა
იუნგისა და ფროიდის მოდელებს შორის. ასე მაგალითად, იუნგი, ფროიდის მსგავსად, თვლიდა, რომ
სიზმრები და სიმპტომები ერთზე მეტი მიზეზით განპირობებული პროდუქტია, რომელიც ფარული

7 მანდალა სანსკრიტზე „წრეს“ ნიშნავს.


321 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

შინაარსით არის დატვირთული, მაგრამ თუ ფროიდისთვის სიზმარი ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი


სექსუალური და აგრესიული სწრაფვებიდან მომდინარე სურვილის ასრულებას წარმოადგენდა, იუნგი
მათ პიროვნებაში ბალანსის მიღწევის სიმბოლოებად, უნივერსალური მითების გამოხატულებად და
სამომავლო ცხოვრებისეული პრობლემების ანტიციპაციად აღიქვამდა.
იუნგისთვის ადამიანების უნიკალობას და მომხიბვლელობას მათ მიერ სიმბოლოების გამოყენება
ქმნიდა (McAdams, D. P., 2006). სიმბოლო არის ტერმინი, სახელი ან ხატი, რომელსაც ყოველდღიური
ცხოვრებიდან შეიძლება ვიცნობდეთ, მაგრამ ტრადიციულ და თვალსაჩინო მნიშვნელობასთან ერთად,
დამატებით სპეფიციკური კონოტაციის მატარებელი იყოს. ის რაღაც ბუნდოვანს, უცნობსა და ჩვენგან
დაფარულს განასახიერებს. სიმბოლოები განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ფენომენებისა და ცნებების
გაგებისთვის, რომელთა სრულად განსაზღვრა ან წვდომა შეუძლებელია.8 იუნგის მიხედვით, ადამიანები
სიზმრების სახით ცნობიერად და სპონტანურად ქმნიან სიმბოლოებს . ფსიქოლოგი, რომელიც სიზმრების
სიმბოლოების ინტერპრეტაციას ცდილობს, ფრთხილად უნდა იყოს, რომ სიზმრის მთხრობელის
თავისუფალმა ასოციაციებმა არ დააბნიოს. თუ ფროიდი უნდობლობას უცხადებდა სიზმრების ხილულ
შინაარსს და შორს მიმავალ ასოციაციებში ეძებდა ფარულ ფარულ მნიშვნელობას, იუნგი ამტკიცებდა, რომ
გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ თავად ხილული სიზმრსის ფორმასა და შინაარსს.
სიზმრით გამოწვეული ასოციაციებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტერპრეტაციისას მუდმივად უნდა
ვუბრუნდებოდეთ თავად სიზმარს, რადგან სწორედ მასშია მოცემული დამახასიათებელი სიმბოლოები.
როგორც ვთქვით, თუ ფროიდისთვის სიზმრები დაფარული სურვილების ასრულების საშუალება იყო,
იუნგისთვის ისინი მე-ში წონასწაორობისა და ჰარმონიის აღდგენის მცდელობას წარმოადგენდა. ასევე, მას
მიაჩნდა, რომ სიზმრები ზოგჯერ წინასწარ შეიძლება გვატყობინებდნენ გარკვეული სიტუაციების შესახებ,
ანუ ისინი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურ ფუნქციას ასრულებდნენ იმით, რომ ცნობიერება ნაბიჯ-ნაბიჯ
მიჰყავდეთ იმ საშიშროებისკენ, რომლის შესახებაც პიროვნებამ წინასწარ შეიძლება არაფერი იცოდეს
(Jung, C. G., 2003).
სიზმრების იუნგიანული ანალიზისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი მათში არქეტიპული
თემებისა და უნივერსალური მითების იდენტიფიკაციაა (McAdams, D. P., 2006). ამასთან, იუნგს ცალკეული
სიზმრების გარდა, სიზმრების სერიები აინტერესებს. ის თვლიდა, რომ სიზმრების სერიებში
პერმანენტულად განმეორებადი თემების გამოვლენით და ყურადღებით შესწავლით ბევრი რამის გაგება
შეიძლება პიროვნების არქეტიპების, არაცნობიერი პროცესებისა და მოტივების შესახებ.

ალფრედ ადლერი. დასაწყისი და დასასრული


პიროვნების ცხოვრებისეული ისტორიის ინტეპრეტირება პიროვნების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი და არასწორად გაგებული თეორეტიკოსის, ალფრედ ადლერის ცენტრალურ, თუმცა
იმპლიციტურ მიზანს წარმოადგენდა. გაცილებით ადრე, ვიდრე ნარატივებისა და ცხოვრებისეული
ისტორიების შესწავლა მოდური გახდებოდა ფსიქოლოგიასა და სოციალურ მეციერებებში, ადლერს
უზომოდ აინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანის ცხოვრებისთვის ისტორიის ფორმა მიცემა.
ადლერს, როგორც წესი, ფროიდთან და ფსიქოანალიტიკოსებთან აერთიანებენ ხოლმე, რადგან ფროიდის
ერთ-ერთი ადრეული მიმდევარი იყო. თუმცა, ასეთმა გაერთიანებამ შეცდომაში შეიძლება შეგვიყვანოს,
როდესაც პიროვნებისადმი ადლერისეულ მიდგომაზე, მის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაზე9 ვსაუბრობთ.

8 სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ყველა რელიგია იყენებს სიმბოლოების ენას ან ხატებს.
9 ადლერის სისტემის ოთხი ძირითადი პრინციპია მთლიანობა, ცხოვრების ინდივიდუალური სტილის ერთიანობა,
სოციალური ინტერესი და მიზანზე ორიენტირებული ქცევის მნიშვნელოვნობა. მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ
მიზნები და მოლოდინები უფრო მეტად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე, ვიდრე წარსულის შთაბეჭდილებები,
ფროიდთან განსვლის მთავარი მიზეზი იყო. იგი, ასევე, ვარაუდობდა, რომ ადამიანები, უპირველეს ყოვლისა,
უპირატესობის მიღწევის ან გარემოს დაქვემდებარების მიზნებით ხელმძღვანელობენ. ის ხაზს უსვამდა როგორც
პიროვნებაზე სოციალური ზემოქმედების ეფექტს, ასევე, პიროვნების სოციალური ინტერესის მნიშვნელოვნობას:
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 322

მის თეორიას ბევრი არაფერი აქვს საერთო ფროიდთან ან ფროიდიდან მომდინარე ტრადიციასთან.
მაგალითად, ის ბევრს არაფერს ამბობს არაცნობიერ პროცესებზე, ადამიანის ცხოვრებას არ თვლის
ეროტიკული ინსტინქტებით მართულად და პრაქტიკულად არაფერს ამბობს იმ ფსიქოლოგიური
კონფლიქტის შესახებ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ფსიქოანალიტურ მიდგომათა უმრავლესობისთვის.
ამ ყველაფრის ნაცვლად, ადლერი პიროვნების ძალზე ეკლექტურ და ორიგინალურ თეორიას
წარმოგვიდგენს, რომელიც დროში ორგანიზებული ადამიანის ცხოვრების ფსიქოსოციალურად
კონსტრუირებული ნარატივის როლის ძალზე გონებამახვილურ და შორსმჭვრეტელურ გაგებას
გვთავაზობს (McAdams, D. P., 2006). ადლერისთვის ინდივიდის უნიკალობა უფრო მნიშვნელოვანი იყო,
ვიდრე ქცევის ზოგადი სტერეოტიპების აღწერა.

ინდივიდუალური ფსიქოლოგია
აქ დეტალურად არ შევუდგებით ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის განხილვას და მხოლოდ
რამდენიმე მომენტზე შევჩერდებით. დაბადების რიგისა და დედმამიშვილებში კონკურენციის თემა,
რომელსაც ადლერის თეორიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია, უკვე განვიხილეთ მეორე
თავში, როდესაც პიროვნების კვლევის მეთოდებზე ვსაუბრობდით (იხ. II თავი). ჯერ კიდევ 1908 წელს
გამოთქვა ადლერმა მოსაზრება, რომ ადამიანის ძირითადი მამოტივირებელი ინსტინქტი სექსუალობა კი
არ არის, როგორც ფროიდს მიაჩნდა, არამედ აგრესიას, რამაც დიდად
არ აღაფრთოვანა მაშინდელი ფსიქოანალიტური საზოგადოება.
საინტერესოა, რომ ადლერისეული იდეა მხოლოდ 12 წლის შემდეგ
გახდა ფროიდისთვის მისაღები, როდესაც მან ადამიანის
მოტივაციის თეორიის რეფორმულირება მოახდინა და მასში
სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ჩართო.
ფროიდისა და იუნგისგან განსხვავებით, ადლერმა პიროვნების
განცილებით სწორხაზოვანი თეორია შემოგვთავაზა. თეორია
აგებულია ხედვაზე, რომ ადამიანები ცნობიერი მოაზროვნეები და
სოციალურად დეტერმინირებულები არიან. სოციალური დასწავლის
თეორეტიკოსების (იხ. V თავი) მსგავსად, ადლერი მიიჩნევს, რომ
პიროვნებას დასწავლით ყალიბდება სოციალურ გარემოში.
კოგნიტური მიდგომების მსგავსად (იხ. XVI თავი),
ადლერი
ინდივიდუალური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ ადამიანებმა,
ზოგადად, იციან საკუთარი ქცევების მიზეზები და შეუძლიათ
რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ცნობიერი ცხოვრებისეული მიზენბისა და გეგმების
თაობაზე. ჰუმანისტური თეორიების (იხ. XV თავი) მსგავსად, ინდივიდუალური ფსიქოლოგია ადამიანის
განვითარებისა და გაუმჯობესების შედარებით ოპტიმისტურ სურათს ხატავს, რომელიც მართავს გარემოს
და ქმნის საკუთარ მე-ს ცხოვრების ციკლის განმავლობაში (McAdams, D. P., 2006).

პირველი მოგონება

ჯგუფის წევრობის გრძნობას, თანამშრომლობასა და სხვებზე ზრუნვას. ადლერის მიხედვით, ცხოვრება თავისი
არსით გარე სამყაროსადმი უფრო და უფრო წარმატებული ადაპტაციისკენ, მეტი თანამშრომლობისკენ და
ალტრუიზმისკენ მოძრაობაა. ადლერის ინდივიდუალრი ფსიქოლოგია ბიჰევიორიზმს ჰგავს იმით, რომ
დაკვირვებისთვის ხელმისაწვდომი ქცევითა და მისი შედეგებით არის დაკავებული; ასევე, ამტკიცებს, რომ
ნებისმიერი კონცეფცია უნდა იყოს კონკრეტული და რეალურად არსებულ ქცევას უკავშირდებოდეს.
ინდივიდუალური ფსიქოლოგია არ არის სიღრმის ფსიქოლოგია ანუ არ საუბრობს ფსიქიკის სიღრმეში არსებულ,
არახელშესახებ ძალებსა და კონსტრუქტებზე. ადლერი კონტექსტურ ფსიქოლოგიას უფრო ანვითარებდა, სადაც
ქცევა ფიზიკური და სოციალური გარემოს ტერმინებით აიხსნება იმ კონტექსტში, რომელსაც თავად პიროვნება,
როგორც წესი, არ აცნობიერებს (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001).
323 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ადამიანებს უსაზღვროდ აინტერესებთ ყველაფრის დასაწყისი (McAdams, D. P., 2006). ჩვენ


გვაინტერესებს, „როგორ დაიწყო ყველაფერი“, სად არის კონკრეტული მოვლენის ან ფენომენის
პირველწყარო. ჩვენ გვჩვევია, გვჯეროდეს, რომ უკეთ და სრულად გავიგებთ რაიმეს, თუ მისი დასაწყისის
შესახებ ვიცით. ამ ცნობისმოყვარეობის ილუსტრაციად ევოლუციის თეორია, შექმნის მითები და „დიდი
აფეთქების“ თეორიაც კმარა. გავიხსენოთ, რომ ბიბლიაც შესაქმით იწყება.
როდესაც საკუთარი და სხვების ცხოვრების ახსნაზე მიდგება საქმე, ზუსტად ასევე გვაინტერესებს
დასაწყისი. ბავშვობიდან მოყოლებული ვინტერესდებით, „საიდან მოვედით“. ამ თვალსაზრისით, ადლერი
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნების ადრეულ მოგონებას. ის, ცნობიერად რა ახსოვს პიროვნებას
ცხოვრების პირველი წლებიდან, პიროვნების აწმყო და მომავალი იდენტობის გასაღებია (Adler, A.,
1927/1997). ადლერის (1927) თვალსაზრისით, პირველი მოგონება პიროვნების ცხოვრების სტილის 10
ძირითად თემებს ავლენს. ადლერს სჯეროდა, რომ თითოეულ ცხოვრებას უნიკალური სტილი აქვს,
რომლის ცენტრალური მახასიათებლები პიროვნების ოჯახში ადრეული ურთიერთობების მეშვეობით
იკვეთება.
ადლერისთვის (1927) პირველი მოგონება პიროვნული შექმნის მითი ან სცენის ანალოგს წარმოადგენდა,
რომელიც იმპლიციტურად წინასწარ გვიჩვენებს და სიმბოლურად გამოხატავს პიროვნების შემდგომი
ცხოვრების ზოგად ტონს.
მართალია, ადლერის წრის მიღმა მომუშავე ფსიქოლოგები არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით იკვლევენ
ადრეული მოგონებების როლს პიროვნების ფორმირებაში, არსებული მცირერიცხოვანი კვლევები
ადასტურებენ ადლერისეულ ზოგად ინსაიტს, რომ ასეთი მოგონებები ნათელს ჰფენენ პიროვნების
მიმდინარე ტენდენციებსა და მისწრაფებებს (Kihlstrom, J. F., & Harackiewicz, J. M., 1982). ადრეული
მოგონებებისა და მარსიას იდენტობის სტატუსების (იხ. XVII თავი) ერთობლივ კვლევაში მკვლევრებმა
(Orlofsky, J., L., & Frank, M., 1986) აღმოაჩინეს, რომ იდენტობის მიღწევისა და მორატორიუმის
მდგომარეობაში მყოფი კოლეჯის სტუდენტები ადრეულ მოგონებებში უფრო მეტად გამოკვეთდნენ
განვითარების თემებს, ვიდრე გამოსყიდვის უფლებისა და იდენტობის დიფუზიის მდგომარეობაში
მყოფნი.
ერთ-ერთ კვლევაში (Bruhn, A. R., & Schiffman, H., 1982) 200-ზე მეტი სტუდენტის ადრეული მოგონებები
გააანალიზეს. თითოეული მათგანი სულ პირველ მოგონებას იხსენებდა და ავსებდა თვითანგარიშის
კითხვარს, რომლითაც ფასდებოდა მონაწილეების რწმენა, თუ რამდენად ეფექტურად აკონტროლებდნენ
გარემოს. ადრეული მოგონებები გავლენის, სასჯელისა და პიროვნებათშორისი სირთულეების
თვალსაზრისით გაანალიზდა. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტები, ვინც ფიქრობდა, რომ
აკონტროლებდნენ საკუთარ სამყაროს, ისეთ ადრეულ მოგონებებს აღწერდნენ, რომლებშიც (ა) აქტიურად
ზემოქმედებდნენ გარემოზე, (ბ) სასჯელი მათივე ქცევის თანმდევი იყო და (გ) თავად იყვნენ
პიროვნებათშორის ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების მიზეზი. ის სტუდენტები, რომელთა
კითხვარების პასუხები ნაკლებ კონტროლზე მიუთითებდნენ, საპირისპირო თემებს აღწერდნენ. ისინი,
უპირატესად, ისეთ მოგონებებს ყვებოდნენ, რომლებშიც (ა) პასიურად იქცეოდნენ და არა — აქტიურად, (ბ)
სასჯელი არ უკავშირდებოდა მათ ქცევას და (გ) პიროვნებათშორის ურთიერთობებში წარმოქმნილი
სირთულეების მსხვერპლი იყვნენ და არა — მიზეზი. კვლევის მონაწილეების მიერ გაცებული პასუხების
მაგალითები წარმოდგენილია ცხრილში N 4. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადრეული მოგონებები
ცხოვრებისადმი ზოგადი ორიენტაციის დასაწყისს ავლენენ.

10 ცხოვრების სტილი — პიროვნების უნიკალური მოდელი, რომლითაც ის ცხოვრებასთან ადაპტირდება და,


ძირითადად, პიროვნების თვითშერჩეულ მიზნებსა და მათი მიღწევის საშუალებებს მოიცავს (Adler, A., 1927/1997).
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 324

ცხრილი N 4. ადრეული მოგონებები სამყაროზე კონტროლის განცდის მიხედვით.


კონტროლის დაბალი მაჩვენებლის
მოგონების კონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის
მქონე სტუდენტის პასუხის
კატეგორია პასუხის მაგალითი
მაგალითი
კონტროლის თოჯინებით ვთავაშობდი. მათ სიტყვების მახსოვს, როგორ ვიჯექი იატაკზე
მიღწევა მართლწერას ვასწავლიდი. ვინაიდან მე თავად არ დედის ფეხებთან და ვუყურებდი,
შემეძლო სიტყვების დაწერა, ასოების შემთხვევით როგორ აუთოვებდა ჩემს საყვარელ
კომბინაციებს ვწერდი და ჩემს უფროს ძმასთან საგარეო ტანსაცმელს. მახსოვს,
მიმქონდა. ბევრი ცდისა და შეცდომის შემდეგ ორჯერ როგორ გადაუსვა დედამ
მოვახერხე სწორად დამეწერა სიტყვა „სახლი“, უთო პერანგს.
პირველი სიტყვა, რომელიც ცხოვრებაში დავწერე.
სასჯელი როდესაც კარტოფილზე საწებელის მოსხმა მინდოდა, მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ
მამამ მითხრა, რომ თუ არ მომეწონებოდა, მაინც უნდა „დიდი ბიჭი“ ვიყავი და შემეძლო
მეჭამა. მე მთელი ბოთლი საწებელი მოვაპირქვავე მაღაზიაში მარტო წასვლა. როდესაც
კარტოფილზე და მერე იმდენხანს ვიჯექი მაგიდასთან, სახლში დაბრუნდი, მშობლებმა
სანამ ბოლო ლუკმა არ გადავყლაპე. „სახლიდან გაქცევის გამო“ დამსაჯეს.
პიროვნებათშორისი ერთ დღეს დურგალი მოვიდა საძინებელში თაროს ჩემზე უფროს ბიჭს ვეჭიდავებოდი.
სირთულე გასაკეთებლად. მე ის და დედაჩემი საძინებელში მან ძირს დამაგდო, ზედ დამაჯდა და
ჩავკეტე. საბოლოოდ, ერთი საათის შემდეგ მეზობელმა ასე იჯდა 10 წუთზე მეტ ხანს.
გამოიხსნა ისინი. საშინლად მტკიოდა ყველაფერი.
წყარო: ადაპტირებულია წყაროდან Bruhn, A. R., & Schiffman, H., 1982.

ფიქციური ფინალიზმი
ადლერის ადრეულ ნაშრომებში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ადამიანის ქცევის პირველადი მოტივი
აგრესიულობაა. მოგვიანებით მან შეცვალა ფორმულირება და მამოტივირებელ ძალას ძალაუფლებისკენ
სწრაფვა უწოდა. ადლერის რწმენით, ადამიანებს სურთ, რომ თავი ძლიერად და ძალაუფლების მქონედ
იგრძნონ სამყაროსთან ურთიერთობებში და თავი აარიდონ სიტუაციებს, რომლებშიც თავს სუსტად ან
დაჩაგრულად გრძნობენ. თუმცა, ბევრი ბავშვი მაინც არაერთხელ ეჯახება სისუსტისა და უმწეობის
განცდას ფიზიკური დეფიციტისა და პრობლემების გამო. ასეთ დეფიციტს ადლერი ორგანულ
არასრულფასოვნებას 11 უწოდებს. მართალია, ასეთი არასრულფასოვნება პიროვნების დეგრადაციის
წინაპირობა შეიძლება იყოს, ბევრი ადამიანი მის კომპენსირებას ბევრი მუშაობით და სუსტი წერტილების
გაძლიერებით ახერხებს. მაგალითად, თუ ადამიანს ბავშვობაში ენა ებმოდა, ბევრი მეცადინებოს შედეგად
მოზრდილობაში ბრწყინვალე ორატორად ჩამოყალიბდება, ან ფიზიკურად სუსტი და მყიფე ბავშვმა
შეიძლებ იმდენი ივარჯიშოს და გაიკაჟოს სხეული, რომ მოზარდობაში ათლეტად ჩამოყალიბდეს.
ადლერმა შემდგომში უარი თქვა ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე და ეს ადგილი კიდევ უფრო ზოგად
მოტივაციურ ტენდენციას დაუთმო, რომელსაც უპირატესობისკენ სწრაფვა უწოდა. იგი ამ უნივერსალურ,
შინაგან ტენდენციას ადამიანის ქცევისა და გამოცდილების „უდიდეს აღმავალ იმპულსს“ უწოდებს:

უპირატესობისკენ სწრაფვას უკვე ნათლად ვხედავ თითოეულ ფსიქოლოგიურ ფენომენში. ის ფიზიკური

11 ორგანული არასრულფასოვნების კვლევა ადლერმა არასრულფასოვნების ფსიქოლოგიური გრძნობის შესწავლამდე


გააფართოვა. მან მოიგონა ტერმინი არასრულფასოვნების კომპლექსი. ადლერის თანახმად, ბავშვებზე ძალზე
მოქმედებს საკუთარი არასრულფასოვნების გაცნობიერება, რაც ბავშვის ზომებისა და ძალაუფლების არ ქონის
უცილობელი შედეგია. თავად ადლერის ბავშვობის დროინდელმა შთაბეჭდილებებმა მიიყვანა იგი ამ აზრის
აუცილებლობამდე: „ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ადრინდელი შთაბეჭდილება არის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ
ვზივარ სკამზე მთლიანად დაბინტული რახიტის გამო, ჩემს წინ კი ზის სრულიად ჯანმრთელი უფროსი ძმა. მას
შეეძლო სირბილი, ხტუნვა და სურვილისამებრ მოძრაობა ყოველგვარი სირთულის გარეშე, ჩემთვის კი ნებისმიერი
მოძრაობა დაძაბულობისა და ძალისხმევის ტოლფასი იყო (Adler, A., 1927/1997). ადლერი თვლიდა, რომ
ცხოვრებისეული გამოცდილება აიძულებს ბავშვს იგრძნოს თავისი სისუსტე, უუნარობა და ფრუსტრაცია.
325 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ზრდის პარალელურად ვითარდება და თავად ცხოვრების შინაგანი აუცილებლობაა. ის ყველა ცხოვრებისეული


პრობლემის გადაჭრის საფუძველია და იმით ვლინდება, როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემებს. ყველა ჩვენი ფუნქცია
ამ მიმართულებას მიჰყვება. ისინი დაპყრობისკენ, უსაფრთხოებისკენ და ზრდისკენ ისწრაფვიან განურჩევლად
იმისა, ეს სწორი მიმართულებით ხდება თუ არა. მინუსიდან პლუსისკენ მამოძრავებელი იმპულსი არასოდეს
ილევა. ქვემოდან ზემოთ სწრაფვის სურვილი არასოდეს ქრება. რა წინაპირობებზეც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა
ფილოსოფოსებმა და ფსიქოლოგებმა, იქნება ეს თავის გადარჩენა, სიამოვნების პრინციპი თუ წონასწორობის
შენარჩუნება, ეს ყველაფერი მხოლოდ ბუნდოვანი რეპრეზენტაციებია, რომლებიც უდიდეს აღმავალი აღმძვრელის
გამოხატვას ცდილობენ (Adler, A., 1927, გვ. 398).

ამრიგად, ადლერი რაღაც საკმაოდ ზოგადსა და ყოვლის მომცველს გულისხმობდა, როდესაც


უპირატესობისკენ უნივესალური სწრაფვის ცნება შემოიტანა. ამ ცნებაში მოიაზრება როგორც გარემოზე
უპირატესობის მოპოვება, ისე — სრულყოფის, დასრულებულობისა და მთლიანობის მიღწევა. ამ ზოგადი
ცხოვრებისეული ძალის კონტექსტში ორგანული არასრულფასოვნების ცნებაც უფრო ზოგად
მნიშვნელობას იძენს და სისუსტის ნებისმიერი გრძნობის აღსანშნად გამოიყენება, რომელიც ცხოვრების
ნებისმიერ სფეროში დაუსრულებლობის ან არასრულყოფილების შეგრძნებიდან მომდინარეობს.
აღმავალი მოძრაობის იმპულსთან ერთად ადლერს შემოაქვს სოციალური ინტერესის ანუ ადამიანებთან
ერთიანობის შინაგანი განცდის ცნებაც. ადლერის (1927) მიხედვით, კარგად ადაპტირებული პიროვნება
საკუთარ გარემოში უპირატესობისკენ და მთლიანობისკენ ისწრაფვის და, ამავდროულად, ჭეშმარიტ
სიყვარულს და ერთიანობას გამოხატავს სხვა ადამაინების მიმართ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან
ინდივიდუალურ განსხვავებებს პიროვნებებს შორის სწორედ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებით
სოციალური დაინტერესების მეტ-ნაკლებად გამოკვეთილობა ქმნის. ამ ცნების კვლევის მიზნებისთვის
ოპერაციონალიზაციის მცდელობისას კრენდალმა (1980, 1984, წყაროში McAdams, D. P., 2006) სოციალური
ინტერესის საკვლევი მოკლე კითხვარი შეადგინა. მან აღმოაჩინა, რომ ძლიერი სოციალური ინტერესის
მქონე ადამიანები უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ ფსიქოლოგიური ადაპტირებულობის სხვადასხვა
საზომზე და სტრესით გამოწვეულ ნაკლებ უარყოფით შედეგებს აღნიშნავდნენ, ვიდრე დაბალი
სოციალური ინტერესის მქონენი, რაც ადლერის თეორიული დებულების ემპირიულ დასაბუთებად
შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ამრიგად, ყველა პიროვნება დასრულებულობისკენ და ერთიანობისკენ ისწრაფვის ცხოვრებაში.
თითოეული მათგანი განსხვავებული გზით და განსხვავებული მიზნისკენ ისწრაფვის. მოტივაციური
ტერმინებით რომ ვთქვათ, ქცევა ენერგიას უპირატესობისკენ აღმავალი იმპულსისგან იღებს, თუმცა
მიმართულებას მომვლის შესახებ პიროვნების აზრები განაპირობებენ. ადლერის ფსიქოლოგიის
ცენტრალური დებულება ის არის, რომ ადამიანები სუბიექტურად მოსალოდნელი და საიმედო
მომავლისკენ უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე ობიექტურ წარსულზე მიჯაჭვულნი. ადლერი წერს:

იდივიდუალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ფენომენების გაგებისთვის ფინალიზმისთვის გვერდის ავლის


აბსოლუტურ შეუძლებლობას ამტკიცებს. მიზეზები, ძალები, ინსტინქტები, იმპულსები და მსგავსნი ვერ
გამოგვადგება ახსნის პრინციპად. მხოლოდ ფინალური მიზნით შეიძლება აიხსნას ადამიანის ქცევა.
გამოცდილებები, ტრავლები, სექსუალური განვითარების მექანიზმები ვერ მოგვიტანენ ახსნას, თუმცა
პერსპექტივა, რომელშიც ისინი გვეძლევიან, მათი ხედვის ინდივიდუალური გზა, რომელიც მთელ ცხოვრებას
საბოლოო, ფინალურ მიზანს უქვემდებარებს, ნამდვილად შეძლებს ამას (Adler, 1927, გვ. 400).

ადლერის მიხედვით, პიროვნებას საკუთარი ცხოვრება ფინალური მიზნების ტერმინებით ესმის და


თავის ქცევასა და გამოცდილებასაც შესაბამისად ალაგებს. ადრეული გამოცდილებები, ტრავმები და ა. შ.
თავად არ არიან ქცევის დეტერმინანტები. ერიკსონის მსგავსად (იხ. XVII თავი), ადლერიც ამტკიცებს, რომ
ადრეული მოვლენები სუბიექტურად ორგანიზდება (შემდგომი) ფინალური მიზნების მიხედვით.
ინდივიდის მიერ წარმოსახული ეს ფინალური მიზნები იმის სუბიექტურ ახსნებს წარმოადგენენ, რაც
შეიძლება მომავალში მოხდეს. ისინი წარმოსახვის პრიდუქტის და არა — ემპირიული ან ლოგიკური
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 326

ფაქტები. წამოსახული ფინალური მიზნები ფიქციებია, 12 რომელთა მიმართაც ისე ვიქცევით, თითქოს
ისინი რეალურები იყვნენ. შესაბამისად, ადამიანის ქცევასა და გამოცდილებას ფიქციური ფინალიზმი
წარმართავს. ის, რასაც თითოეული ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების საბოლოო მიზნად მიიჩნევს, ჩვენივე
შექმნილია, რათა ცხოვრებას მიმართულება და მიზანი შევძინოთ. ცხადია, ზოგიერთი ფიქციის
რეალიზება შეუძლებელია, თუმცა, ის მაინც რჩება ჩვენი მისწრაფებებისა და ქცევის საბოლოო ახსნების
უპირატეს მაორგანიზებელ ძალად. ადლერი მიუთითებდა, რომ ძალზე არარეალისტური ფიქციური
ფინალიზმი ნევროტული სიმპტომატიკის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. და მაინც, თითოეული
ადამიანი სხვადასხვაგვარ ფიქცია ქმნის საკუთარი მომავლის სესახებ. ყველაზე ადაპტურ ფიქციურ
ფინალიზმს რეალისტური მოლოდინები შეაქვს მომავლის შესახებ წარმოსახულ ნარატივში, რომელსაც
უპირატესობისკენ, მთლიანობისკენ და დასრულებულობისკენ პიროვნების სწრაფვის შენარჩუნება და
სტიმულირება შეუძლია (McAdams, D. P., 2006).
ამრიგად, ადლერი წარმოგვიდგენს პიროვნების თეორიას, რომელიც უშვებს, რომ ინდივიდის
ცხოვრებას ფსიქოსოციალური ნარატივი ქმნის, რომელიც წარსულის, აწმყოსა და მომავლის ინტეგრირებას
ახდენს; რომელსაც თავისი დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული აქვს. ადამიანები, ცხოვრების დროში
გაშლასთან ერთად, ნარატიული ერთიანობისა და მიზნისკენ ისწრაფვიან.

ადამიანების ცხოვრების შესწავლა

მარეი და ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკა


გავიხსენოთ XIII თავიდან, რომ 1920-იანი წლების ბოლოს ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში
კლინიკის დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ჰენრი მარეიმ დაიწყო მუშაობა, რომელიც მოგვიანებით
კლინიკის ხელმძღვანელი და მისთვის ახალი ცხოვრების სულის ჩამდგმელი გახდა. მარეიმ, როგორც
ვიცით, რადიკალურად შეცვალა მორტონ პრინსის მიერ წარმოებული კვლევების მიმართულება და
შინაარსი და რამდენიმე წელიწადში პიროვნების კვლევის მძლავრი ცენტრი და ტრადიცია შექმნა. მან
რამდენიმე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო კლინიკაში წარმოებულ კვლევასთან დაკავშირებით,
რამაც მოიტანა ასეთი ძვრები (White, 1981, წყაროში McAdams, D. P., 2006). პირველ რიგში, ვინაიდან
ძნელია ექსპერიმენტის შედეგების ინტერპრეტირება, როდესაც პრაქტიკულად არაფერია ცნობილი
კვლევის მონაწილეების შესახებ, მარეიმ კვლევის ახალი სქემა დანერგა, რომლის მიხედვითაც ყველა
ექსპერიმენტი ერთი და იმავე ცდის პირებზე უნდა ჩატარებულიყო. ასე თითოეულ მკვლევარს შეეძლო,
რომ საკუთარი შედეგები სხვების აღმოჩენების კონტექსტში დაენახა. მეორე, ინტერპრეტაციები კიდევ
უფრო ნაყოფიერი და მდიდარი იქნებოდა, თუ მკვლევარს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებოდა კვლევის
მონაწილეების შესახებ, ამიტომ გადაწყდა, რომ ისინი, როგორც ინდივიდები, ისე შეესწავლათ სხვადასხვა
ტესტებისა და ინტერვიუების გამოყენებით. მესამე გადაწყვეტილება ყველაზე მასშტაბური იყო: თუ ბევრ
სხვადასხვა მკვლევარს ერთმანეთის კვლევის შედეგები უნდა გამოეყენებინა, მაშინ მათ საერთო ენა,
ცვლადების საერთო სქემა სჭირდებოდათ, რომელიც ადეკვატური იქნებოდა იმის აღსაწერად, რაც
მნიშვნელოვანი იყო პიროვნებაში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო შეთანხმების მიღწევა იმის

12 ადლერის აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფოს ჰანს ვაიჰინგერის შრომებმა, რომელმაც
შემოგვთავაზა სოციალური ფიქციების ცნება, რომელთაც არ გააჩნიათ საფუძველი რეალურ სინამდვილეში, მაგრამ
ადამიანის ქცევის განმაპირობებელ მახასიათებლებად იქცევიან. ვაიჰინგერი ვარაუდობდა, რომ ფაქტებისა და
განცდებისგან შექმნილი გაუგებრობის წინაშე აღმოჩენილი ადამიანები ქმნიან სისტემებს, რათა რამენაირად
მოახდინონ თავიანთი გამოცდილების ორგანიზება. შემდეგ ისინი ამ მარტივ სისტემებს ჭეშმარიტად მიიჩნევენ. ეს
გამონაგონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, რომელიც ზემოქმედებს ჩვენს ქცევაზე. ვაიჰინგერის
თანახმად, ადამიანებზე მათი მოლოდინები უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე რეალური გამოცდილება. იგი ამ
მიდგომას ფიქციონალიზმს ანუ „ნეტავ“ ფილოსოფიას უწოდებდა (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001).
327 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

თაობაზე, რა იყო რეალურად მნიშვნელოვანი და შემდეგ ტაქსონომიის შემუშავება, რაც კვლევას


მოაწესრიგებდა და კონტროლს დაუქვემდებარებდა.
როგორც უკვე ვიცით (XIII თავი), მარეიმ კვლევის ცენტრში პიროვნება დააყენა. ლოგიკურია, რომ თუ
პიროვნებაა ცენტრი, მაშინ მკვლევარი მას ბევრ განსხვავებულ კონტქსტში უნდა იცნობდეს. თითოეულმა
პიროვნებამ სიღრმისეული ინტერვიუ და მონაცემების შეგროვების მრავალგვარი მეთოდი უნდა გაიაროს.
სხვადასხვა მკვლევარი მას სხვადასხვა კუთხიდან უნდა მიუდგეს. ისინი რეგულარულად უნდა
იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ადარებდნენ და აჯამებდნენ კონკრეტული პიროვნების შესახებ მოპოვებულ
ინფორმაციას. შესაბამისად, სხვადასხვა მკვლევრის ასეთ შეკრებას მარეიმ დიაგნოსტიკური კონსილიუმი
უწოდა. ერთი სიტყვით, 1930-იან წლებში მარეიმ მნიშვნელოვანი მულტიდისციპლინური
ინტელექტუალური თანამშრომლობის პრეცენდენტი შექმნა ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაშ, სადაც
ერთობლივად მუშაობდნენ აკადემიური ფსიქოლოგიის, ფსიქოანალიზის, ანთროპოლოგიის, ბიოლოგიისა
და პიროვნების შესწავლაზე ფოკუსირებული სხვა დისციპლინების წარმომადგენლები. მეორე მსოფლიო
ომამდე და ომის შემდეგ კლინიკაში სწავლობდნენ და მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები,
როგორებიც არიან რობერტ უაიტი, დონალდ მაკკინონი, ჯერომ ფრანკი, სოლ როზენცვეიგი, რ. ნევიტ
სანდორდი, სამუელ ბეკი, მ. ბრიუსტერ სმითი, ერიკ ერიკსონი, დანიელ ლევინსონი, კერომ ბრუნერი და
სილვან ტომკინსი (McAdams, D. P., 2006).
მარეისა და ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მარეის
წარმოწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1930-იან წლებში ამერიკულ ფსიქოლოგიაში
გაბატონებული ტრადიციის კონტექსტში, რომელიც ქცევათმეცნიერების მაქსიმალურად ზუსტი და
რედუქციონისტული მეთოდებითა და მოდელებით მუშაობდა. მაშინ, როდესაც ამერიკული ფსიქოლოგია
ვირთხებისა და მტრედების ლაბორატორიულ შესწავლას განადიდებდა, მარეის რეალური ადამიანების
მათსაცე ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში შესწავლა აინტერესებდა; თუ ამერიკული ფსიქოლოგია
მარტივი დასწავლის ელემენტარულ კანონებზე ფოკუსირდებოდა, მარეის ადამიანის მოტივაცია,
განსაკუთრებით მისი ფუნქციონირების კომპლექსური და არაცნობიერი გზების ხიბლავდა; თუ
ამერიკული ფსიქოლოგია ეჭვის თვალით უყურებდა ფსიქოანალიზს, იუნგიანულ ფსიქოლოგიასა და
ყველაფერს, რასაც არატრადიციული ელფერი დაჰკრავდა, მარეი ყველა მიმართულების წარმომადგენელ
მეცნიერს, მათ შორის ჰუმანიტარებსაც კი იწვევდა, კლინიკაში მიმდინარე ინტელექტუალურ დისკუსიებსა
და ანალიზში მონაწილეობის მისაღებად.
ჰარვარდის კლინიკაში 1930-იან წლებში წარმოებული კვლევები, როგორც ვიცით (XIII თავი),
„პიროვნების კვლევის“ (Murray, 1938/2008) გამოცემით დაგვირგვინდა. ნაშრომში წარმოდგენილი იყო
კოლეჯის 50 სტუდენტის ინტენსიური შესწავლის შედეგები. ასევე, ამ წიგნში გამოიყენა მარეიმ პირველად
ტერმინი „პერსონოლოგია“ პიროვნების ფსიქოლოგიის ინტერდისციპლინური შესწავლის აღსანიშნად,
რომელშიც გამოკვეთილად მოიაზრებოდა მითების, ფოლკლორის, ბიოგრადიისა და ადამიანის
წარმოსახვის შესწავლა. თუ სხვა მიმართულების ფსიქოლოგები ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ
პროცესებსა და ფუნქციებს შეისწავლიდნენ, პერსონოლოგები უფრო მოლარულ და სინთეტურ დონეზე
ოპერირებდნენ და ცალკეული ინდივიდების სამყაროსადმი უნიკალური ადაპტაციის მთლიანობითი
პატერნები აინტერესებდათ. პერსონოლოგს აინტერესებდა განმეორებადი თემატური კონსტელაციები,
რომელიც ინდივიდის, როგორც ერთ მთლიანს, ახასიათებდა. ცხადია, კვლევა-ძიებისადმი მოლარული
მიდგომით სიზუსტისა და პროგნოზირების შესაძლებლობის კლების ხარჯზე ხდებოდა, რაც შესაძლებელი
იყო კონკრეტული ქცევებისა და სიტუაციების მოლეკულურ დონეზე შესწავლისას, თუმცა,
პერსონოლოგებისთვის პიროვნების დონეზე თეორიული თანმიმდევრულობისა და ერთიანობის მიღწევა
უფრო მნიშვნელოვანი იყო.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 328

დროში განფენილი პიროვნება


მარეი (1938/2008) პიროვნების აღსაწერად ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორიცაა „ერთობლიობა“ და
„თავმყრილობა“, რაშიც ძალზე გასხვავებული და ხშირად მოქიშპე პერსონაჟების ისეთ ნაკრებს
გულისხმობს, როგორიც ნარატიული დრამის სხვადასხვა გმირების კრებულია. მარეი თვლის, რომ
„იცნობდე საკუთარ თავს“, ნიშნავს, იცნობდე შენში არსებულ სხვადასხვა პერსონაჟს, ერთმანეთისგან
არჩევდე ცალკეულ იდენტობებსა და მათი ურთიერთობის გზებს, რითაც იქმნება ცხოვრების ნარატივი.
ამრიგად, როგორც ელმსი (1987, წყაროში McAdams, 2006) წერს, მარეისთვის პიროვნება „დენადი
კონგლომერატია“, რომელიც „მუდმივად იცვლება და არ გააჩნია ერთი სტაბილური ბირთვი“. ეს არის
„კომპონენტების ინდივიდუალური კომბინაცია, რომელიც ცოტა ხნით წარმოიქმნება და შემდეგ ახალი
წესების მიხედვით ხელახლა იკრიბება“ (გვ. 3, 4). სხვა სიტყვებით, ცხოვრების ისტორიის შინაგანი
პერსონაჟები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან დროის მანძილზე. კონკრეტული პროტაგონისტები
დროებით იკავებენ ცენტრალურ სცენას და შემდეგ მათ სხვა გმირები ანაცვლებენ (McAdams, D. P., 2006).
მარეის სისტემის ცენტრალური იდეაა, რომ ადამიანების ცხოვრება დროშია განფენილი. ადამიანი
უბრალოდ კი არ არსებობს მოცემულ მომენტში, არამედ გარემოში უშუალოდ წარდგენილი სტიმულისა და
იმწუთიერი მოთხოვნილების მიღმა გახედვა და საკუთარი წარსულის ან მომავლის კონტექსტში
მოქმედება შეუძლია. დრო პიროვნების განმსაზღვრელი ნიშანია. აქედან გამომდინარე, ინდივიდის
ცხოვრების გზა პერსონოლოგიის ანალიზის მსხვილი ერთეული უნდა იყოს. მართალია, პიროვნების
ცხოვრების შესწავლა ყოველთვის მხოლოდ დროის კონკრეტულ მომენტშია შესაძლებელი, არასოდეს
უნდა დაგვავიწდეს, რომ შესწავლილი მომენტი მთლიანიდან შემთხვევითად აღებული ელემენტია.
შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ორგანიზმის ისტორია არის თავად ორგანიზმი“ (Murray,
1938/2008, გვ. 39). თუმცა, რა არის ისტორია და როგორ არის შესაძლებელი, რომ ორგანიზმი იყოს
ისტორია? მარეის მიხედვით, ისტორია არის ნარატიული რეკონსტრუქცია იმისა, თუ როგორ აძლევს
წასრული დასაბამს აწმყოს ანტიციპირებული მომავლის კონტექსტში. ისტორია წარსულის შეთანხმებული
ინტერპრეტაციაა მომავლის გათვალისწინებით. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მივყავართ
მოვლენებსა და ცვლილებებს საქმის შემდგომში შექმნილ ვითარებამდე. მარეისთვის ადამიანები დროზე
მიბმული ამბების მთხრობელი არსებები არიან, რომელთა ცხოვრებაც ისევეა დროში განფენილი, როგორც
მათი ნარატივები წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ, რაც, თავის მხრივ, პერსონოლოგის
ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს.
როგორც XIII თავიდან გვახსოვს, მარეის მიხედვით, ადამიანის ქცევა დროში ორგანიზებული
მოვლენების, სერიალების, სერიალური პროგრამებისა და გეგმების ტერმინებით უნდა გავიგოთ. გარდა
ამისა, იგი მატკიცებდა, რომ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები ადამიანს საკუთარი ცხოვრების დროში
ორგანიზებაში ეხმარება. ისინი გარემოს პრესებთან ურთიერთქმედებენ და ქცევის დამახასიათებელ
პატერნებს წარმოქმნიან. მოთხოვნილება-პრესის განმეორებად ურთიერთქმედებებს მარეი (XIII თავი)
თემებს უწოდებს. ზოგიერთ ცხოვრებაში იმდენად დომინირებს მოთხოვნილების, პრესისა და თემის
დამახასიათებელი პატერნები, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ერთიან თემას ქმნიან. ეს არის
ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნილებებისა და პრესების კარგად ორგანიზებული პატერნი, რომელიც
ინდივიდის ცხოვრების შედარებით დიდ მონაკვეთს სძენს საზრისს. საბოლოო ჯამში, ინფანტილური
გამოცდილებიდან მომდინარე ერთიანი თემა პიროვნების ცხოვრებისეული ისტორიის ცენტრალურ,
მაორგანიზებელ მოტივად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

პერსონოლოგიური ტრადიცია
მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში მიმდინარე კვლევისა და
თეორეტიზაციის პროცესი, ვინაიდან ბევრი მკვლევარი, მარეის ჩათვლით, ომში ჩაერთო. ომის შემდეგ
პერსონოლოგიაში მერეის მიერ დამკვიდრებულმა ტრადიციამ სოციალურ მეცნიერებებში კვლევა-ძიების
329 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ინტერდისციპლინური მიმართულების განვითარებას მისცა დასაბამი. სწორედ ამიტომ, უწოდებენ მას


ხანდახან ცხოვრების შესწავლას. ამ ტრადიციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები არიან რობერტ
უაიტი 13 და დონალდ მაკკინონი. 14 უაიტმა ჩვეულებრივი მოზრდილების ცხოვრების შესწავლითა და
ანალიზით პერსონოლოგიის მარეისეული პროგრამის ღირებულება დაასაბუთა, მაკკინონი კი ბერკლის
უნივერსიტეტში პიროვნების შეფასებისა და კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო და
განსაკუთრებით კრეატული ინდივიდების გავლენიან კვლევებს დაუდო სათავე.

ცხრილი N 5. მარეის პერსონოლოგიის ექვსი ძირითადი პრინციპი.

N პრინციპი მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან


1. პერსონოლოგიას (ისევე, როგორც პერსონოლოგს) წლებში მარეის მიერ წარმოწმებულმა
სხვადასხვა და უამრავი ძალა აყალიბებს. კვლევა-ძიებამ და ცხოვრების შესწავლამ
2. პერსონოლოგია კომპლექსური, მთელი ცხოვრების თანდათან დაკარგა პოპულარობა
განმავლობაში მიმდინარე, უსასრულო წამოწყებაა. ამერიკულ აკადემიურ ფსიქოლოგიასთან
კონკურენციაში 1950-1970-იან წლებში,
3. პერსონოლოგია ფსიქიკური — ცნობიერი და არაცნობიერი
— ცხოვრების დეტალურ შესწავლაზე ფოკუსირდება. მას გასული საუკუნის 80-იანი წლების
აინტერესებს ცნობიერი და არაცნობიერი პროცესები და, ბოლომდე მკვლევრები ნაკლებად
მათ შორის, კრეატულობა. ინტერესდებოდნენ მთლიანი პიროვნების
კვლევით და პიროვნების ფსიქოლოგები
4. პერსონოლოგია საჭიროებს როგორც
მულტიდისციპლინურ მიდგომას, ისე — კვლევა-ძიების (და კვლევების ფინანსირებაც,
სპეციალურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. შესაბამისად), ძირითადად ზედმიწევნით
განსაზღვრული კონსტრუქტების,
5. პერსონოლოგია შეისწავლის აწმყოში მცხოვრებ
მაგალითად, კონკრეტული პიროვნული
ისტორიულ, მხატვრულ და მითოლოგიურ პერსონაჟებს
და, ასევე, სპეციფიკურ ადამიანურ „კომპლექსებს“. ნიშნების, საზომების შექმნა-დახვეწით
იყვნენ დაკავებულნი, 1980-იან წლებში
6. პერსონოლოგია მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს,
დაარსდა პერსონოლოგიის საზოგადოება,
კონკრეტული პრაქტიკული საკითხებიდან დაწყებული,
რომელიც მარეის პერსონოლოგიის
ადამიანების ღირებულებებითა და მნიშვნელოვანი
გლობალური პრობლემებით დამთავრებული. პრინციპების გაცოცხლებითა და
სამეცნიერო კვლევით პრაქტიკაში
წყარო: ადაპტირებულია McAcams, 2006.
გატარებით დაკავდა.
მარეის ნაშრომების ორგანიზების შედეგად ედვინ შნეიდმანმა (1981, წყაროში McAdams, 2006) ექვსი
ძირითადი პრინციპი გამოყო, რომელიც მარეის პერსონოლოგიურ მიდგომას და ცხოვრების შესწავლის
ტრადიციას განსაკუთრებულად აქცევს. ეს პრინციპები მოკლედ არის შეჯამებული ცხრილში N 5.

პერსონოლოგიური ტრადიციის ძირითადი პრინციპები


ამრიგად, მარეის ნაშრომებში (McAdams, D. P., 2006) ნათლად არის ჩამოყალიბებული
პერსონოლოგიური ტრადიციის ძირითადი პრინციპები. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

1. პერსონოლოგიას (ისევე, როგორც პერსონოლოგს) სხვადასხვა და უამრავი ძალა აყალიბებს


მაშინ, როდესაც პიროვნების ამხსნელი მიდგომები ერთმანეთს ექიშპებოდნენ და პიროვნების
უმარტივესი და ყველაზე კონსისტენტური ინტერპრეტაციის მიგნებას ცდილობდნენ, მარეი ღია იყო
ალტერნატიული ფორმულირებებისთვის და თვლიდა, რომ ცხოვრებას მრავალი, ერთმანეთთან
კონფლიქტში მყოფი და არაკონსისტენტური ძალა და ფაქტორი აყალიბებს. გავიხსენოთ, რომ მისი
თვალთახედვთ (McAdams, D. P., 2006), პიროვნება ბევრი განსხვავებული პოზიციიდან უნდა შევისწავლოთ

13 Robert White, 1948, 1952, 1963a, 1972, 1981, 1987.


14 Donald McKinnon, 1962, 1963, 1965.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 330

და ბიოლოგიაში, საზოგადოებაში, კულტურასა და ისტორიაში არსებული ძალები გავითვალისწინოთ.


სწორედ იმიტომ, რომ თითოეულ ცხოვრებას ძალთა ერთობლიობა ქმნის, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ
გაგვიძნელდეს რომელიმე კონკრეტული ცხოვრების გაგება და მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ
ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელი იქნება ქცევის წინასწარმეტყველება.

2. პერსონოლოგია კომპლექსური მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე უსასრულო


წამოწყებაა
როგორც უკვე ვიცით, პიროვნებისადმი მარეისეულ მიდგომაში ხაზგასმით გამოკვეთილია მოსაზრება,
რომ ადამიანის ცხოვრება დროშია განფენილი ანუ ის მუდმივად ვითარდება და იცვლება. პერსონოლოგი,
რომელიც რომელიმე კონკრეტული ცხოვრების საბოლოო ვერსიის შექმნას შეეცდება, იმედგაცრუებული
დარჩება, რადგან პიროვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში აგებს, ცვლის და ხელახლა აგებს საკუთარ
თავს. მარეი (2008) თვლის, რომ ნებისმიერი მიდგომა, რომელიც პიროვნების დროის რომელიმე მომენტში
დაფიქსირებას და ისეთი მახასიათებლებით აღწერას ცდილობს, როგორიცაა, მაგალითად, უცვლელი
ნიშნები, უბრალოდ ვერ მოახერხებს ცხოვრების დინამიკური ასპექტის გადმოცემას.

3. პერსონოლოგია ფსიქიკური — ცნობიერი და არაცნობიერი — ცხოვრების დეტალურად


შესწავლაზე ფოკუსირდება. მას აინტერესებს ცნობიერი და არაცნობიერი პროცესები და,
მათ შორის, კრეატულობა
მარეი და ცხოვრების შესწავლა ფსიქოანალიზსსა (XII თავი) და ფსიქოლოგიაში კოგნიტურ
მიმართულებას (XVI თავი) უახლოვდება იმით, რომ ფროიდისა და იუნგის მსგავსად, ადამიანის
არაცნობიერი დინებების კვლევა სურს და, კელის მსგავსად, ადამიანის ცნობიერს შესწავლისთვის ისეთივე
ღირებულად მიიჩნევს, როგორც არაცნობიერს. მისთვის ადამიანების ცხოვრება იმთავითვე კრეატულია,
ვინაიდან ადამიანები, მათივე მაფორმირებელი ძალებითა და ფაქტორების გარშემორტყმულნი,
გარკვეულწილად, თავადვე ქმნიან საკუთარ თავს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო
კრეატულია, ვიდრე სხვები. სწორედ ასეთი, განსაკუთრებით კრეატული ადამიანები აინტერესებს მარეის,15
ვისთანაც ცნობიერსა და არაცნობიერს შორის საზღვარიც კი შეიძლება ბუნდოვანი და ძალზე პირობითი
გახდეს. მარეი თვლის, რომ ასეთი ადამიანები ხშირად სპონტანურად ქმნიან და სრულად ვერ
აკონტროლებენ ამ პროცესს. ასეთი კრეატული ადამიანები მაშინაც კი მიჰყვებიან თავიანთ შთაგონებას,
როდესაც ეს საკუთარი ბედნიერებისა და კარგად ყოფნის დათმობას ითხოვს მათგან (Murray, 2008).

4. პერსონოლოგია მულტიდისციპლინურ მიდგომას და კვლევა-ძიების განსაკუთრებულ


სტრუქტურასა და ტექნიკებს საჭიროებს
ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში მარეის მოსვლის შემდეგ წარმოებულ კვლევებში ჩართული
მკვლევრები ნაკლებად ენდობოდნენ ტრადიციულ ფსიქოლოგიაში პიროვნების დისპოზიციების
შეფასებისთვის მოწოდებულ თვითანგარიშის კითხვარებსა და რეიტინგის სკალებს. ისინი ამტკიცებდნენ,
რომ პიროვნება სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით უნდა იქნეს შესწავლილი,
განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავდნენ ისეთი მეთოდების მნიშვნელოვნებას, რომლებიც პასუხების
გასაცემად წარმოსახვის ჩართვას საჭიროებდა. შესაბამისად, მარეის „პიროვნების კვლევაში“ (1938/2008)
პიროვნების შეფასებისთვის შექმნილი 20-ზე მეტი ახალი მეთოდია აღწერილი. მათ შორის არის კარგად
ცნობილი თატ-ი (II და XIII თავი) და მუსიკალური წარმოსახვის, კრეატული პროდუქტულობის,
ფრუსტრაციაზე რეაქციის, წარუმატებლობების მოგონებებისა და ავტობიოგრაფიის კვლევის
ინსტრუმენტები. ასევე, უკვე როგორც ვიცით, მარეი თვლიდა, რომ ერთი პიროვნების ანალიზსა და
ინტერპრეტაციაში მულტიდისციპლინური დიაგნოსტიკური საბჭო უნდა ყოფილიყო ჩართული, რომელიც

15 გავიხსენოთ მარეის უდიდესი ინტერესი მელვილის პიროვნების, ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი.


331 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

გააერთიანებდა და ჰოლისტური პიროვნების სახით წარმოადგენდა სხვადასხვა მეთოდით მოპოვებულ


სხვადასხვაგვარ მონაცემს.

5. პერსონოლოგიას აინტერესებს როგორც აწმყოში მცხოვრები, ისტორიული, მხატვრული და


მითოლოგიური პერსონაჟები, ისე — ადამიანებისთვის დამახასიათებელი „კომპლექსები“
პერსონოლოგები ხშირად იყენებენ მითოლოგიურ პერსონაჟებს თანამედროვეობაში მიმდინარე
ცხოვრებისთვის სტრუქტურისა და საზრისის მისაცემად. გავიხსენოთ, მაგალითად, ოიდიპოსის მითი
ფროიდის ფსიქოანალიზში. მარეის თავად არაერთხელ მიუმართავს ბერძნული მითოლოგიისთვის.
ცნობილია მის მიერ აღწერილი იკარუსის კომპლექსი. 16 მაკლელანდს (1963, წყაროში McAdams, 2006)
ეკუთვნის „არლეკინის კომპლექსის“ აღწერა, რომელსაც იმის სათქმელად იყენებს, რომ ზოგიერთი ქალი
ისტორიულად არის მიდრეკილი სიკვდილით, როგორც მაცდუნებლით, უცნაური მოხიბვლისკენ. ასევე,
ტოდ შულცი (1996, წყაროში McAdams, 2006) „ორფეოსის კომპლექსზე“ საუბრობს, როდესაც იმ კრეატული
მწერლების ცხოვრებას განიხილავს, რომელთაც ბრწყინვალე ნაწარმოებები მათში აღწერილი რეალური
ცხოვრებისეული დანაკარგების ხარჯზე შექმნეს. ამრიგად, მარეისთვის, მაკლელანდისთვის, შულცისთვის
და ამ ტრადიციის სხვა წარმომადგენლებისთვის მანიშნებლები, რომლებმაც, შესაძლოა, აზრი შესძინონ
ადამიანის ცხოვრებას, პრაქტიკულად ყველგან არის. ზოგიერთი ყველაზე მდიდარი წყარო იმთავითვე
მეცნიერების ფარგლებს გარეთ — რელიგიის, მითოლოგიისა და ლიტერატურის კლასიკად ქცეულ
ნაშრომებში ძევს (McAdams, D. P., 2006).

6. პერსონოლოგია საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, კონკრეტული პრაქტიკული


თემებიდან დაწუებული, ადამიანების ღირებულებებითა და მნიშვნელოვანი გლობალური
პრობლემებით დამთავრებული
მარეის ინტერესების დიაპაზონი ყოველთვის საკმაოდ ფართო იყო. მისთვის საინტერესო იყო
სოციალური პოლიტიკაც და ის საფრთხებიც, რომელსაც ბირთვული იარაღი უქმნიდა კაცობრიობას;
პიროვნების მთლიანობითი შესწავლაც და მსოფლიოში დემოკრატიული მმართველობების დამყარების
საკითხებიც. მიუხედავად იმისა, რომ მარეისეულ ტრადიციის ფარგლებში მომუშავე პერსონოლოგები
ნაკლებად ინტერესდებიან საკითხთა ასეთი ფართო სპექტრით, ცხოვრების შესწავლა ყოველთვის
ცდილობდა, რომ პიროვნება აწმყოში არსებული კომპლექსური სოციალური და კულტურული ძალების
კონტექსტში მოეთავსებინა და იმპლიციტურად ეკვლია, როგორ ზემოქმედებენ ნაციონალური და
ინტერნაციონალური მოვლენებისა და სოციალური პოლიტიკის შედეგად შექმნილი სოციალური
შესაძლებლობები და შეზღუდვები ადამიანის ცხოვრებაზე (McAdams, D. P., 2006).

ზრდის ტენდენციები პერსონოლოგიურ ტრადიციაში


მარეის ჰუმანისტური მიდრეკილებები იმ მეტაფორებსა და მოდელებშიც აისახა, რომელსაც ის
ინდივიდუალური ცხოვრებების შემთხვევის შესწავლისას პიროვნების ზრდა-განვითარების აღწერისთვის
იყენებდა. ასე მაგალითად, უაიტი (1975, წყაროში McAdams, 2006) პიროვნების ზრდის ხუთ ზოგად
ტენდენციას აღწერს, რომელთაც ამერიკელი მამაკაცებისა და ქალების განსხვავებული ცხოვრებების
შესწავლისას შეგვიძლია გავადევნოთ თვალი და თვლის, რომ ჯანსაღი პიროვნული განვითარება ხუთივეს
უნდა მოიცავდეს (იხ. ცხრილი N 6).

16 იკარუსის კომპლექსის კონკრეტული ცხოვრების ინტერპრეტაციისთვის გამოყენების მაგალითისთვის იხ. (McAdams,


D. P., 2006)
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 332

ცხრილი N 6. ჯანსაღი პიროვნული განვითარების ტენდენციები უაიტის მიხედვით.

N ტენდენცია მოკლე აღწერა


1. ეგო ადამიანებმა დროთა განმავლობაში უფრო ნათელი, უკეთ გამოკვეთლი და თანმიმდევრული
იდენტურობის ხედვა უნდა შეიქმნან საკუთარი თავის შესახებ; ანუ კარგად უნდა იცოდნენ, ვინ არიან და
სტაბილიზაცია როგორ ერგებიან მოზრდილთა სამყაროს.
2. პიროვნული ბავშვობის მატრავმირებელი და კონფლიქტური გამოცდილებები უარყოფით გავლენას
ურთიერთობების შეიძლება ახდენდნენ მოზრდილ ცხოვრებაში არსებულ ურთიერთობებზე, თუმცა, ჯანსაღი
განთავისუფლება განვითარება გულისხმობს, რომ ადამიანი თავს აღწევს წარსულის უარყოფით
გამოცდილებას და სხვებთან დადებით ორმხრივ, თანამშრომლობით, ინტიმურ პიროვნულ
ურთიერთობებს ამყარებს.
3. ინტერესების ბავშვებსა და მოზარდებს ხანმოკლე და ზედაპირული ინტერესები აქვთ სხვადასხვა
გაღრმავება სფეროში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მათი ინტერესები მეტად ფოკუსირებული უნდა
გახდეს და მოზრდილობაში კომპეტენტური უნდა გახდნენ იმ სფეროში, რომელსაც მე-სთვის
ცენტრალურად მიიჩნევენ.
4. ღირებულებების მორალური განვითარება მარტივი, ავტორიტარული და ეგოცენტრული თვალთახედვიდან
ჰუმანიზაცია მორალური მსჯელობის მეტი კომპლექსურობისკენ და განსხვავებული მოსაზრებებისადმი
მეტი ტოლერანტულობისკენ მიმდინარეობს.
5. ზრუნვის მოწიფულობის მიღწევასთან ერთად, ადამიანების ემოციური ინვესტიციები სხვა
ექსპანსია ადამიანებში მნიშვნელოვნად ღრმავდება და მათთვის ღირებული ხდება ზრუნვისა და
ერთგულების ურთიერთობები შვილებთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან,
მეუღლეებთან და შემთხვევით ნაცნობებთან და თანამოქალაქეებთანაც კი.
წყარო: ტექსტი ადაპტირებული McAdams, 2006.

მეცნიერება და ცალკეული შემთხვევის შესწავლა


ვინაიდან ერთი შემთხვევის შესწავლის ერთგული რჩებოდა, ცხოვრების გზის კვლევა ყოველთვის
წინააღმდეგობებით აღსავსე იყო. მართალია, პიროვნების ბევრი ფსიქოლოგისთვის „მთლიანი პიროვნება“
ნამდვილად წარმოადგენს შესწავლის იდეალურ ერთეულს, ძალზე ცოტას თუ ესმის ეს მთლიანობა ისეთი
პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს მარეისთვის, უაიტისა და ყველა იმ მკვლევრისთვის იყო,
რომლებიც პიროვნების კვლევას ხანგრძლივ საქმიანობად მიიჩნევენ. ისინი თვლიან, რომ პიროვნების
ხანგრძლივი შესწავლისას მკვლევარი ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე უნდა ფოკუსირდეს და
დროთა განმავლობაში იმუშაოს შემთხვევის შესწავლის მეთოდით. გავიხსენოთ მეორე თავიდან, რომ
შემთხვევის შესწავლა ცალკეული ერთეულის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირებული
მოწოდებაა (Runyan, 1982). პიროვნების ფსიქოლოგიაში ასეთ ერთეულს ინდივიდუალური ცხოვრება
წარმოადგენს. თუმცა, შემთხვევის შესწავლას, ტრადიციულად ძალზე მოხერხებულად იყენებდნენ
ფსიქოლოგიის მრავალ მიმართულებაში, ნეირომეცნიერებიდან დაწყებული, სოციალური ფსიქოლოგიით
დასრულებული.17
შემთხვევის შესწავლის პიროვნების ფსიქოლოგიაში გამოყენება ფროიდის შრომებში იღებს სათავეს და
სხვადასხვა ფუნქციას შეიძლება ემსახურებოდეს. ფროიდის ცნობილ კლინიკურ შემთხვევებში (იხ. XII
თავი) ერთი ადამიანის ფსიქიკის კომპლექსური მუშაობა და ნევროზებია აღწერილი. ფროიდის
შემთხვევები, უმეტესწილად, მისი საკუთარი თეორიის ილუსტრაციას წარმოადგენდა. შემთხვევის
შესწავლის დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ განასხვავებული მოსაზრება აქვს ოლპორტს (1937),

17 ფსიქოლოგიის მიღმა შემთხვევის შესწავლას აქტიურად იყენებენ ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიასა და


პოლიტიკურ მეცნიერებაში. სოციოლოგს ერთი კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფი ან ორგანიზაცია შეიძლება
აინტერესებდეს. პოლიტიკური მეცნიერი ერთ პოლიტიკურ ინსტიტუტს ან მოვლენას შეიძლება კვლევდეს. ყველა
ასეთ შემთხვევაში მეცნიერი სიღრმისეულად სწავლობს ერთ კონკრეტულ ფენომენს რეალური ცხოვრების
სიტუაციაში და სხვადასხვა წყაროდან მიღებული მრავალი განსხვავებული მონაცემის სინთეზირებას ახდენს.
333 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

რომელიც აკრიტიკებს ფროიდისა და ფსიქოანალიზის მიდგომას. მისთვის მიუღებელია, რომ


ფსიქოანალიზი უყურადღებოდ ტოვებს ინდივიდუალობას და, უპირატესად, ზოგადი თეორიების
დასაბუთებაზეა ორიენტირებული. ოლპორტი თვლის, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა
მოვეპყრათ შემთხვევის უცნაურ, უჩვეულო და უნიკალურ ასპექტებს, რაც ფსიქოლოგს პიროვნების
შესახებს რაღაც ახლის აღმოჩენისა და ახალი თეორიების ფორმულირების საშუალებას მისცემს.
შემთხვევის შესწავლა შედარების მიზნითაც შეიძლება გამოვიყენოთ. ფსიქოლოგებმა შემთხვევის
შესწავლის მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა კონსტრუქტი, მაგალითად, ექსტრავერსია და მიღწევის
მოტივაცია შეიძლება შეადარონ ერთმანეთს და აჩვენონ, როგორ მოქმედებენ და ურთიერთმოქმედებენ
ისინი ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, შესაძლებელია პიროვნების სხვადასხვა თეორიის შედარება
და იმის ნახვა, როგორ ხედავენ, მაგალითად, ფროიდისა და როჯერსის თეორიები ერთსა და იმავე
კონკრეტულ შემთხვევას (McAdams, D. P., 2006).

შემთხვევის შესწავლის კრიტიკა და პასუხი კრიტიკაზე


შემთხვევის შესწავლის მეთოდის კრიტიკოსები ამტკიცებენ (McAdams, D. P., 2006), რომ ასეთი კვლევა
იმდენად სუბიექტურია და ერთი ცხოვრების თავისებურებებზე ფოკუსირებული, რომ დიდად
მეცნიერულ გამოყენებას ვერ მოვუძებნით. საბოლოო ჯამში, მენიერების მიზანი ზოგადი, საერთო
კანონებისა და თეორიების გენერირებაა, რომელსაც ბევრი ცხოვრების შემთხვევაში გამოვიყენებთ და არა
— მხოლოდ ერთისთვის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შემთხვევის შესწავლის კრიტიკა ხუთ
მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირდება (ცხრილი N 7).

ცხრილი N 7. შემთხვევის შესწავლის კრიტიკის


მიმართულებები.
N პრობლემა
1. სანდოობა სანდოობა
2. შინაგანი შეთანხმებულობა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ერთი შემთხვევის ანალიზი
3. ინტერპრეტაციული სიმართლე იმთავითვე არასანდოა, რადგან ვერ დავეყრდნობით მიღებულ
4. გარეგანი ვალიდობა შედეგებს. შემთხვევის შესწავლით მოპოვებულ მონაცემებს
5. ცხოვრების ისტორიების შესწავლაში სხვადასხვა დამკვირვებელი სხვადასხვანაირად აღიქვამს და
აღმოჩენისა და დასაბუთების პრობლემა განსხვავებულ ინტერპრეტაციას მისცემს. ეს პრობლემა
წყარო: ადაპტირებულია McAdams, 2006. განსაკუთრებით სერიოზულად დგას ფსიქოანალიტური
შემთხვევის შესწავლის წინაშე, ვინაიდან დასკვნების გაკეთებისას, როგორც წესი, ბევრ დაბრკოლებას
ვაწყდებით. შემთხვევის შესწავლით მომუშავე ფსიქოლოგებს ხშირად კომპლექსური თვისებრივი
მონაცემების გააანალიზება უწევთ, რომლის კვანტიფიკაცია არც ისე იოლია. ისინი, ძირითადად, სამმაგი
პრობლემის წინაშე დგანან: (ა) მონაცემების კვანტიფიკაციის მკაფიო, ექსპლიციტურად მოცემული წესების
არარსებობის პირობებში (ბ) უამრავ თვისებრივ მონაცემზე დაყრდნობით (გ) უნდა მოახერხონ მაღალი
დონის დაკვნების ან ინტერპრეტაციების მოცემა მთლიანი პიროვნების ფუნქციონირების მნიშვნელოვანი
ასპექტების შესახებ. შესაბამისად, მიღებული შედეგი შემთხვევის უაღრესად სუბიექტურ ინტერპრეტაციას
შეიძლება წარმოადგენდეს, რომელსაც სხვა მკვლევარი, იგივე მონაცემების საკუთარი სუბიექტური
ინტერპრეტაციებიდან გამომდინარე, შეიძლება უბრალოდ არ დაეთანხმოს.18

18 თუმცა, აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დამკვირვებელთა შორის თანხმობის მაჩვენებლის სიმცირის პრობლემის
წინაშე მხოლოდ შემთხვევის შესწავლას დგას. ქულების მინიჭების სანდოობა, ზოგადად, თვისებრივი მონაცემების
პრობლემაა, როგორაა, მაგალითად, ინტერვიუს დროს წარმოებული საუბრები, სიზმრების, ისტორიებისა და სხვა
ღია კითხვებით მიღებული ანგარიშები, რომელთა რაოდენობრივად გარდაქმნა არც ისე იოლია. პრინციპში, არ არის
აუცილებელი, რომ შემთხვევის შესწავლა მაინც და მაინც თვისებრივ მონაცემებს ეყრდნობოდეს (Runyan, 1982).
სრულიად შესაძლებელია მონაცემების შეგროვებისა და ინტერპრეტაციის მეთოდების ფართო სპექტრის გამოყენება,
ყველაზე სანდო კითხვარებითა და სკალებით დაწყებული და ყველაზე თვისებრივი და არასანდო სიზმრების
ანგარიშებითა და ინტერვიუებით დასრულებული. ამასთან, ნამდვილად შესაძლებელია თვისებრივი მონაცემების
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 334

შინაგანი შეთანხმებულობა
შემთხვევის შესწავლის ადეკვატურობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია ის, თუ რამდენად ჰფენს
ნათელს ფსიქოლოგის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია შემთხვევის შესწავლაში მოცემულ
ფაქტებს. არის თუ არა ანალიზი ლოგიკურად შეკრული და ერთიანი? შეესატყვისება თუ არა ის იმას, რაც
უკვე ვიცით კვლევაში მონაწილე ინდივიდის შესახებ? არის თუ არა ის შინაგანად შეთანხმებული?
შემთხვევის შესწავლის შეფასებისას შინაგანი შეთანხმებულობის კრიტერიუმის ძირითადი პრობლემა
ისაა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ბევრი განსხვავებული ინტერპრეტაციის შემოთავაზება ისე, რომ
თითოეული მათგანი შინაგანად ისეთივე შეთანხმებული იყოს, როგორც დანარჩენები. კემპბელი და სხვები
(1975, წყაროში McAdams, 2006) მიუთითებენ, რომ ადამიანის გონებას უკიდეგანო უნარი აქვს, რომ
პრაქტიკულად ყველაფერს მოუძებნოს ლოგიკური ახსნა და შინაგანი შეთანხმებულობა შესძინოს, როგორი
უაზრო, ქაოტური და არათანმიმდევრულიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით. ამიტომ კონკრეტულ
მოცემულ ფსიქოლოგს, შესაძლოა, სულაც არ გაუჭირდეს ფაქტების თანმიმდევრულად და
შეთანხმებულად ახსნა პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ფაქტები უკვე
მოპოვებული აქვს. ამასთან, კემპბელი სოციალურ მეცნიერებს პოსტ ჰოკ ახსნებისგან 19 თავის შეკავებისკენ
მოუწოდებს, თუმცა, იმასაც ამატებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათთვის თავის სრულიად
არიდება. ის, ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ ადამიანის ქცევისა და გამოცდილების შესახებ ზოგიერთ
კითხვებზე პასუხების გასაცემად შემთხვევის შესწავლა ერთადერთი გზაა (1975, წყაროში McAdams, 2006),
ამიტომ ფსიქოლოგები ფრთხილად და კრიტიკულად უნდა მოეპყრონ საკუთარ ინტერპრეტაციებს.
ცალკეული შემთხვევის შინაგანად შეთანხმებული ინტერპრეტაციის მისაღებად პერსონოლოგი,
ჩვეულებისამებრ, იმპლიციტურად მიჰყვება პატერნთან შედარების გეგმას 20 (Runyan, 1982). შემთხვევის
შესწავლით მოპოვებულ მონაცემებზე მუშაობას ის ღიად, მაგრამ გარკვეული თეორიული მოლოდინებით
იწყებს, რაც მის მიდგომაში ორიანტაციას უადვილებს სხვებს. ამ დროს პერსონოლოგი მონაცემებში
კონცეპტუალურ პატერნს (მაგალითად, იკარუსის ან იოდიპოსის კომპლექსს) ეძებს, რაც მას ლოგიკურ და
ფსიქოლოგიურ აზრს სძენს. მონაცემებში გამოკვეთილი კონცეპტუალური პატერნი მინითეორიის
ფუნქციას ასრულებს, რომელიც, შემთხვევის შესწავლაში წარმოდგენილი დამატებით მონაცემების
გამოყენებით, შესაძლებელს ხდის წინასწარმეტყველებასა და შეფასებას. პერსონოლოგი, ფაქტობრივად,
ღია უნდა იყოს ერთი და იგივე შემთხვევის ალტერნატიული ინტერპრეტაციებისთვის; უნდა განიხილოს
თითოეული მათგანი, შეადაროს ერთმანეთს და განსაზღვროს, რომელია ყველაზე სანდო და საუკეთესო
(Bromley, 1986, წყაროში McAdams, 2006).

ინტერპრეტაციული სიმართლე
რას ნიშნავს ერთი ცხოვრების შესწავლის ჭეშმარიტი, მართალი ინტერპრეტაცია? შეიძლება თქვათ, რომ
„ჭეშმარიტი“ ან „მართალი“ კონკრეტულ შემთხვევაში აღწერილი ფაქტების „ობიექტურობას“ შეესაბამება,
თუმცა ადამიანის ცხოვრების ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ფაქტობრივი სიმართლის გარდა, შემთხვევის
შესწავლა ნარატიული სიმართლის21 სტანდარტებით შეიძლება შეფასდეს (Spence, 1982, წყაროში McAdams,

რაოდენობრივად გარდაქმნა ქულების მინიჭების კარგად დამუშავებული წესებითა და კონტენტ ანალიზის


სისტემების გამოყენებით. მაგალითად, შესაძლებელია ინტერვიუს ვიდოჩანაწერის გაკეთება და შემდგომში,
დამკვირვებელთა შეთანხმებულობის სანდოობის გასაზრდელად, ჩანაწერის ობიექტური კონტენტ ანალიზის
განხორციელება. თუმცა, ამასაც თავისი საფასური აქვს: თვისებრივი მონაცემების რაოდენობრივად გარდაქმნის
პროცესში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავკარგოთ (McAdams, D. P., 2006).
19 აქ: მოვლენის შემდგომი ახსნები, ანუ უკვე მომხდარი მოვლენების უკანა რიცხვით ინტერპრეტირება.
20 Pattern-matching plan.
21 ნარატიული სიმართლე შეიძლება განიმარტოს, როგორც კრიტერიუმი, რომელსაც მაშინ ვიყენებთ, როდესაც
ვარკვევთ, თუ რამდენად გვაქვს ხელთ ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება. ეს არის ის, რაც გონებაში გვაქვს,
როდესაც ვამბობთ, რომ ესა და ეს ისტორია კარგია; როდესაც მოცემული ახსნა გვარწმუნებს, რომ ამოცანას
ერთადერთი ჭეშმარიტი ამონახსენი აქვს (Spence, 1982, გვ. 31, ციტირებულია წყაროში McAdams, 2006).
335 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

2006). როგორც კი მოცემული კონსტრუქტი ნარატიულ სიმართლეს შეიძენს, ის ისეთივე რეალური ხდება,
როგორც ნებისმიერი სხვა სახის სიმართლე.
ამ მოსაზრების მიხედვით, ფსიქოლოგი, რომელიც ცალკეული შემთხვევის ჭეშმარიტ მნიშვნელობას
ეძებს, ჰერმენევტიკით 22 უნდა დაკავდეს. ჰერმენევტიკა საუკუნეების მანძილზე ისეთი საკრალური
ტექსტებით შემოიფარგლებოდა, როგორიცაა ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდა წერილები.
თუმცა, ბოლო 150 წლის განმავლობაში ისეთმა სოციალურმა მეცნიერებმა, როგორების იყვნენ დილთაი და
შტერნი (McAdams, D. P., 2006), ჰერმენევტიკა ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში შემოიტანეს. ისინი
ამტკიცებდნენ, რომ ადამიანების ცხოვრება და ადამიანთა საზოგადოებები წმინდა წერილების ანალოგიას
წარმოადგენენ, რომლებიც თავის თავში მრავალ მნიშვნელობას ატარებენ. დილთაისთვის ჰერმენევტიკა
მკვლევარსა და ტექსტს შორის დიალოგს მოიცავს, განურჩევლად იმისა, ეს „ტექსტი“ წმინდა წერილია თუ
რომელიმე პიროვნება. ამ დიალოგის მიზანი ტესტში მოცემული მრავალი ნიშნისა და სიმბოლოს
დეკოდირებაა. ტექსტთან ასეთი უაღრესად სუბიექტური დიალოგის მეშვეობით იბადება მნიშვნელობა და
სიმართლე.
როგორც შაფერი და სპენსი (Spence, 1982, წყაროში McAdams, 2006) ამტკიცებენ, ტექსტებისა და
ცალკეული შემთხვევების ინტერპრეტატორების მიზანი ხშირად ნარატიული სიმართლის მოძიებაა. მათი
აზრით, კარგი ისტორია (ა) შინაგანად შეთანხმებულია, (ბ) მოიცავს უწყვეტ სიუჟეტურ ხაზსს, რომელშიც
ადრეული მოვლენები „იწვევენ“ ან ლოგიკურად წინ უსწრებენ შემდგომში განვითარებულ მოვლენებს, (გ)
ტოვებს განცდას, რომ მასში გაერთიანებული ყველა მოვლენა კარგად ერგება საბოლოო ფორმას და (დ)
ესთეტიკურად მიმზიდველია. თუმცა, ნარატიული სიმართლე ადამიანის ცხოვრების „კარგი“
ინტერპრეტაციის ერთ-ერთი კრიტერიუმია და არა — ერთადერთი. ერთი შემთხვევის ინტერპრეტაცია
მეცნიერული თეორიების აგებას შეგვიძლია შევადაროთ. თეორიის მსგავსად, შემთხვევის შესწავლის
ინტერპრეტაცია დაშვებების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მოვლენების ასახსნელად არის
მოწოდებული. მეცნიერები, პრინციპში, თანხმდებიან, რომ ზოგიერთი თეორია სჯობს სხვებს, თუმცა,
ნამდვილად ვერ აღწევენ შეთანხმებას იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელი თეორიაა უკეთესი ან
უარესი. მეცნიერები თეორიებს ისეთი კრიტერიუმებით აფასებენ, როგორიცაა დიაპაზონი, ეკონომიურობა,
შინაგანი შეთანხმებულობა, შემოწმებადობა, ემპირიული ვალიდობა, სარგებლიანობა და გენერაციულობა.
ანალოგიურად შეგვიძლია განვსაზღვროთ ცალკეული შემთხვევის „სიკარგე“ (და არა ჭეშმარიტობა).
მაშასადამე, კარგია ცალკეული შემთხვევის ინტერპრეტაცია, თუ მასში გათვალისწინებულია ჩვენს ხელთ
არსებულ ამომწურავი ინფორმაცია შემთხვევის შესახებ, მარტივად და სწორხაზოვნად ვითარდება,
შინაგანად შეთანხმებული და კონსისტენტურია, ადამიანის ქცევის შესახებ ემპირიულად შემოწმებადი
ჰიპოთეზების წამოყენებისკენ გვიბიძგებს, თანხვდება ემპირიული კვლევით ვალიდიზებულ ცოდნას,
პრაქტიკული სარგებელი მოაქვს და, ბოლოს, ახალი იდეების გენერირების საშუალებს გვაძლევს.
თუმცა, ერთი კონკრეტული ცხოვრების როგორი უაღრესად მრავლისმთქმელი ინტერპრეტაციაც არ
უნდა შემოგვთავაზოს მკვლევარმა, რას გვეტყვის ეს ერთი შემთხვევა ზოგადად ადამიანების შესახებ?
როგორ არის ერთი შემთხვევა რომელიმე შერჩევის ან პოპულაციის რეპრეზენტაციული? ეს კითხვები
გარეგანი ვალიდობის პრობლემას უკავშირდება და სწორედ ამის გამო ამბობენ ხოლმე მკვლევრები უარს
შემთხვევის შესწავლის გამოყენებაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ექსპერიმენტები და ფართომასშტაბიანი
კორელაციური კვლევები გაცილებით მძლავრი სტრატეგიებია, ვინაიდან მეცნიერებს დიდი
პოპულაციიდან ბევრი განსხვავებული მონაწილის შერჩევის საშუალებას აძლევენ. გარდა ამისა, კვლევის
წარმოების ექსპერიმენტული და კორელაციური სტრატეგიები (იხ. II თავი) მკვლევარს სხვადასხვა
ინდივიდების ურთიერთშედარების, მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების23 დანახვის საშუალებას
აძლევენ. შემთხვევის შესწავლის არასახარბიელო ექსტერნალური ვალიდობის საპასუხოდ ამ მოსაზრებაზე

22 ტექსტების ინტერპრეტირების ხელოვნება და მეცნიერება.


23 როგორც კარლსმითი, ელსვორთი და არონსონი წერენ, „შედარება არსებითია მეცნიერებაში“ (1976, გვ. 39,
ციტირებულია წყაროში McAdams, 2006).
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 336

მდგომი მეცნიერები თვლიან, რომ ერთად შეკრებილი ბევრი ინდივიდი უფრო რეპრეზენტაციულია,
ვიდრე ერთი კონკრეტული შემთხვევა. ამიტომ არავალიდური ერთი შემთხვევის სიღრმისეული
ინტერპრეტაციის ნაცვლად, უმჯობესია ბევრი განსხვავებული ინდივიდის ქცევისა და გამოცდილების
შედარებით ზედაპირული შესწავლა (McAdams, D. P., 2006).
შემთხვევის შესწავლის ამ კრიტიკის საპასუხოდ ზოგიერთი ფსიქოლოგი მკვლევრებს ბევრი,
ურთიერთშედარებადი შემთხვევის შეგროვებასა და ინტერპრეტირებას სთავაზობს. ამ გზით
თანდათანობით შევქმნით კვლევის სამიზნე სფეროს რეპრეზენტაციული შერჩევას. ბრომლი (1986,
წყაროში McAdams, 2006) თვლის, რომ პერსონოლოგები, საბოლოო ჯამში, უნდა ცდილობდნენ
დაგროვილი შემთხვევების დაჯგუფებასა და კლასიფიცირებას და იმ ძირითადი მახასიათებლების
იდენტიფიცირებას, რომლითაც განსხვავდებიან ეს შემთხვევები ერთმანეთისგან. ამ გზით შესაძლებელი
იქნება გარკვეული სანიმუშო შემთხვევების შერჩევა, რომლებიც პროტოტიპის ფუნქციას შეასრულებენ და
მოცემული ფენომენის ზოგიერთი განმასხვავებელი თვისების ილუსტრაციას წარმოადგენენ. სხვა
შემთხვევები ამ პროტოტიპებს შედარდება იმის განსასაზღვრად, რამდენად ახასიათებთ მათ „წმინდა“ ან
„იდეალური“ შემთხვევისთვის ჩვეული თავისებურებები.
შემთხვევის ინტენსიური შესწავლის დამცველთა ნაწილი აღიარებს, რომ ერთი შემთხვევის შესწავლა
ვერასოდეს იქნება დიდი პოპულაციის რეპრეზენტაციული, თუმცა იმასაც ამატებენ, რომ მათ არც
მოეთხოვებათ ასეთად ყოფნა. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ცოტა
ექსპერიმენტული თუ კორელაციური კვლევაა პიროვნების ფსიქოლოგიაში, რომელშიც სავსებით
რეპრეზენტაციული შერჩევებია გამოყენებული. მეორე, გარეგანი ვალიდობა არა მარტო კვლევის
მონაწილეების შერჩევას შეეხება, არამედ სიტუაციებსაც და თემებსაც. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის
შესწავლაში მხოლოდ ერთი მონაწილეა შერჩეული, ის ამ ადამიანის ცხოვრების ბევრ განსხვავებულ
სიტუაციასა და თემას მოიცავს. ამის საპირისპიროდ, ექსპერიმენტში ან კორელაციური კვლევაში ბევრი
ადამიანი მონაწილეობს, მაგრამ კვლევა, სავარაუდოდ, მხოლოდ ადამიანის ფუნქციონირების ერთ ან
რამდენიმე სიტუაციას და სფეროს თუ წვდება. მესამე, ერთ შემთხვევაზე დაყრდნობით გაკეთებული
განზოგადება ამ შემთხვევის შემოთავაზებული ანალიზის მართებულობისა და დასაბუთებულობის
ჭრილში უნდა შეფასდეს და არა იმით, თუ რამდენად „ტიპურია“ წარმოდგენილი შემთხვევა. როდესაც
მეცნიერი შემთხვევის კარგ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ის აუცილებლად ითვალისწინებს, რომ
ანალიზი მხოლოდ შედარებადი (ანუ მსგავსი, ერთი ტიპის) შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი
(Mitchell, 1983, წყაროში McAdams, 2006).
რაც არ უნდა ითქვას რომელიმე კონკრეტული შემთხვევის შესწავლის გარეგანი ვალიდობის შესახებ,
ცხადია, რომ შემთხვევის შესწავლას გარკვეული უპირატესობები მაინც აქვს კვლევისადმი სხვა ისეთ
მიდგომებთან შედარებით, რომლებშიც ცდის პირთა დიდი შერჩევები გამოიყენება. სხვა მეთოდებისგან
განსხვავებით, შემთხვევის შესწავლა საშუალებას აძლევს მკვლევარს, რომ რეალური ცხოვრებისეული
მოვლენების ჰოლისტური ბუნება და მნიშვნელოვანი მახასიათებლები შეინარჩუნოს (Yin, 2003). კარგ
შემთხვევის შესწავლას შეუძლია პიროვნების გამოცდილებაში ინსაიტების უზრუნველყოფა; იმის უკეთ
ჩვენება, რაც თავდაპირველად ბუნდოვნად და გაუგებრად გვეჩვენებოდა; პიროვნების სოციალური და
ისტორიული გარემოცვის ეფექტურად გადმოცემა. მას ეხერხება შემთხვევაში აღწერილი ინდივიდისადმი
მკითხველის სიმპათიისა და ემპათიის გაღრმავება, თუ ის ხატოვნად, საინტერესოდ და ემოციურად
მიმზიდველად გადმოსცემს მის ამბავს (Runyan, 1982) (იხ. ცხრილი N 8).

ცხრილი N 8. ფსიქოლოგიური შემთხვევის შესწავლის მომზადების ექვსი წესი.

N წესი
1. მკვლევარმა უშეცდომოდ, ზუსტად და გულწრფელად უნდა აღწეროს პიროვნების ცხოვრება და ვითარებები და
ყურადღებით უნდა მოეპყრას დეტალებს.
2. შემთხვევის შესწავლის მიზანი და ამოცანები ნათლად, მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული.
3. შემთხვევის შესწავლა უნდა მოიცავდეს იმის შეფასებას, რამდენად იქნა მიღწეული და შესრულებული კვლევის
337 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

დასაწყისში დასახული მიზნები და ამოცანები.


4. თუ კვლევა სუბიექტისთვის ღრმა ემოციური მნიშვნელობის მქონე მასალას შეეხება, ის სათანადო
კვალიფიკაციისა და აღჭურვილობის მქონე პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს, რომელიც კვლევის მონაწილესთან
ახლო, საკმარისად ხანგრძლივი და, სავარაუდოდ, რთული პიროვნული ურთიერთობის დამყარებას შეძლებს.
5. კვლევის სუბიექტის გაგება უნდა მოხდეს იმ კონკრეტული ისტორიული, სოციალური და სიმბოლური სამყაროს
კონტექსტში, რომელშიც ის ცხოვრობს.
6. შემთხვევის შესწავლის ანგარიში გამართული ქართულით, პირდაპირი და ობიექტური აღწერით, რომელშიც,
ამავდროულად, არ უნდა დაიკარგოს მისდამი, როგორც ისტორიისადმი ადამიანური ინტერესი. ამის მიღწევა
შესაძლებელია კვლევის მონაწილისადმი სიმპათიის, მკვლევრის წარმოსახვის და მაღალი სტანდარტის მქონე
ემპირიული საბუთებისა და არგუმენტებისადმი პატივისცემის მეშვეობით.
წყარო: ადაპტირებულია McAdams, 2006.
გავიხსენოთ II თავიდან, რომ მეცნიერული კვლევა-ძიება ორი მნიშვნელოვნად განსხვავებულ
კონტექსტში შეიძლება მიმდინარეობდეს: აღმოჩენის კონტექსტში, როდესაც მეცნიერი გამოთქვამს იდეებს,
აგებს თეორიებს და აყალიბებს სხვადასხვა ჰიპოთეზას მოცემული ფენომენის შესახებ; ან დასაბუთების
კონტექსტში, როდესაც იგი უკვე გამოთქმული მოსაზრებების, იდეების, თეორიებისა და ჰიპოთეზების
ვალიდობას ამოწმებს. ვინაიდან მეცნიერული კვლევა-ძიების მოცემულ სფეროში იდეების ფორმულირება,
შემოწმება და რეფორმულირება დროთა განმავლობაში, თანდათანობით ხდება, ეს ორი კონტექსტი
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს და ერთმანეთზეა აგებული. შესაბამისად, ჩნდება კითხვა:
სად არის ცალკეული შემთხვევის ადგილი? რომელი კონტექსტისთვის უფრო ადეკვატური იქნება მისი
გამოყენება? შემთხვევის შესწავლის მეშვეობით თეორიები უნდა შევქმნათ (აღმოვაჩინოთ) თუ ის მხოლოდ
უკვე არსებული თეორიების გადამოწმებისთვის (დასაბუთებისთვის) არის მოწოდებული? იქნებ არც ერთ
კონტექსტში არ არის გამოსადეგი, თუ ორივეს შეიძლება მოვარგოთ?
შემთხვევის შესწავლა ისეთი კონკრეტული ჰიპოთეზის გასაბათილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ,
რომელიც ამტკიცებს, რომ მოცემული ფენომენი ყოველთვის მართებულია (Duke, 1965, წყაროში McAdams,
2006). მაგალითად, თუ მეცნიერი ამბობს, რომ A მოვლენას ყოველთვის მოსდევს B მოვლენა, მაშინ
ცალკეული შემთხვევა, რომელშიც ეს ასე არ ხდება, გააბათილებს გამოთქმულ ჰიპოთეზას. უნდა ითქვას,
რომ ასეთი უნივერსალური მტკიცებები ძალზე იშვიათია პიროვნების ფსიქოლოგიაში. მაშასადამე,
შემთხვევის შესწავლის დასაბუთების კონტექსტში გამოყენების ფაქტებიც იშვიათია (McAdams, D. P., 2006).
ამრიგად, მიღებულია, რომ შემთხვევის შესწავლა ნაკლებად გამოდგება დასაბუთების კონტექსტში, ყოველ
შემთხვევაში, ზოგადი დებულებების შემოწმებისთვის. განსაკუთრებით უსარგებლოა ეს მეთოდი,
როდესაც ზოგადი მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების დასაბუთებას ეხება საქმე. თუმცა, განსაკუთრებით
სასარგებლო შეიძლება იყოს აღმოჩენის კონტექსტში და გაცილებით სასარგებლოც, ვიდრე
ექსპერიმენტები, კორელაციური დიზაინები და კვლევის ნებისმიერი სხვა სტრატეგია. როგორც მეორე
თავში ვთქვით, აღმოჩენის ეტაპი რეალობის არასისტემური, თავისუფალი კვლევა-ძიებას მოიაზრებს. ამ
ეტაპზე იდეების, ჰიპოთეზებისა და თეორიების აღმოჩენა მრავალგვარად შეიძლება და მათ შორის
ყველაზე ნაყოფიერ გზას, როგორც პიროვნების ფსიქოლოგები თვლიან, ცალკეული შემთხვევის
ინტენსიური შესწავლაა. ცხოვრების შესწავლა მარეისა და უაიტის მიდგომის ფარგლებში განსაკუთრებით
გამოსადეგია ახალი იდეების, ჰიპთეზებისა და თეორიების მისაღებად, რომლებიც შემდგომში
დასაბუთების ტრადიციური მეცნიერული მეთოდოლოგიის მეშვეობით გადამოწმდება (McAdams, D. P.,
2006).

ბიოგრაფია, ნარატივი და ცხოვრება


რა გზით ვწვდებით სრულად ცალკეული პიროვნების ცხოვრების გზას? რომელია ყველაზე ეფექტური
საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ცალკეული ცხოვრების დროში განვრცობისთვის თვალის
მიდევნება და მისი საზრისის გარკვევა? ერიკ ერიკსონის (XVII თავი) გარდა, მარეი, უაიტი და ყველა ის
ფსიქოლოგი, ვინც ცხოვრების შესწავლის ერთგულნი იყვნენ, თვლიდნენ, რომ დროში განფენილი
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 338

ცხოვრების მოხელთების საუკეთესო გზას, ალბათ, ფსიქოლოგიურად ინფორმირებული ბიოგრაფია


წარმოადგენდა. ერიკსონი განსაკუთრებით ცნობილია ისეთი გამოჩენილი ადამიანების
ფსიქობიოგრაფიებით, როგორებიც იყვნენ მარტი ლუთერი, მაჰათმა განდი და ჯორჯ ბერნარდ შოუ
(McAdams, D. P., 2006).
თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პიროვნების ფსიქოლოგები ისტორიულად არ მიიჩნევენ
საკუთარ თავს ბიოგრაფებად (Elms, A. C., 1988). მიუხედავად ინტუიტურად მისაღები მტკიცებისა, რომ
ადამიანების საუკეთესოდ გაგება მათი ბიოგრაფიის კონტექსტშია შესაძლებელი, პიროვნებისადმი
ბიოგრაფიულ მიდგომებს, ტრადიციულად, ძალზე ბუნდოვანი და არაცალსახა სტატუსი ჰქონდათ
პიროვნების ფსიქოლოგიაში (Runyan, 1982). კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კვლევა-ძიების ისეთი
ბიოგრაფიული მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტული შემთხვევის შესწავლა, ზოგადად,
ძალზე მოცულობითი და სუბიექტურია მკაფიო და მკაცრი მეცნიერული კვლევისთვის. ამასთან, როგორც
უკვე ვთქვით, ცალკეული შემთხვევის ბიოგრაფიული შესწავლა მოკლებულია სანდოობასა და გარეგან
ვალიდობას. თუმცა, ბიოგრაფიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ მიდგომის კრიტიკოსებს ძალზე ვიწროდ
ესმით მეცნიერების არსი. ისინი თვლიან, რომ კარგი ბიოგრაფიული კვლევები უაღრესად ინფორმაციული
და მრავლისმთქმელია და, შესაბამისად, პერსონოლოგები, რომლებიც უარს ამბობენ ერთიანი პიროვნების
შესწავლისას ბიოგრაფიის გამოყენებაზე, ძალიან ბევრს კარგავენ (McAdams, D. P., 2006).
მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო 25 წლის მანძილზე პიროვნების ფსიქოლოგები და სოციალური
მეცნიერები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ბიოგრაფიული და ავტობიოგრაფიული მიდგომებით
(Schultz, W. T., 2005).

ცნობილი ადამიანების შესწავლა


ფსიქოლოგებისა და სოციალური მეცნიერების მიერ წარმოებული კვლევების უმეტესობის
მონაწილეები შედარებით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთები, როგორიც მე და თქვენ. მაგალითად,
მკვლევარს შეიძლება სტრესში ქცევის სტრატეგიებისა და კონკრეტული პიროვნული ნიშნის, ვთქვათ,
პატიოსნების, ურთიერთმიმართება აინტერესებს ბაკალავრიატის მეორე კურსელების 150-კაციან
შერჩევაში. კვლევის მიზნებისთვის, კეთდება დაშვება, რომ მონაწილეები ანუ ცდის პირები
ურთიერთშენაცვლებადნი არიან. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ თითოეული პიროვნება
უნიკალურია, მაგრამ კვლევის ნომოთეტური და სტატისტიკური მიზნებისთვის თითოეული ინდივიდი
დანარჩენების ანალოგიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რათა შერჩევაში, როგორც მთლიანში, კონკრეტული
ტენდენციების ან მიმართებების კვლევა შევძლოთ.
თუმცა, ფსიქოლოგები ზოგჯერ ისეთ ინდივიდებს სწავლობენ, რომლებსაც სწორედ იმიტომ ირჩევენ
კვლევისთვის, რომ ძალზე განსხვავებულნი არიან ყველასგან. ზოგჯერ კვლევის სუბიექტი ბეთჰოვენი,
ალექსანდრე მაკედონელი, ლეონარდო და ვინჩი, ელვის პრესლი, შექსპირი და სხვა ცნობილი ადამიანები
შეიძლება იყვნენ. ისინი, როგორც კვლევის სუბიექტები, ჯგუფის მიღმა, განცალკევებულად დგანან.
ფსიქოლოგმა დინ კეით სიმონტონმა მთელი თავისი კარიერა, მისი თქმით, „მნიშვნელოვანი შერჩევის“
კვლევას მიუძღვნა. კოლეჯის სტუდენტებისა და შუახნის საქმიანი ადამიანების ნაცვლად, სიმონტონი
კვლევისთვის ისეთ მონაწილეებს ირჩევს, როგორებიც არიან კლასიკოსი კომპოზიტორები, ნობელის
პრემიის ლაურეატები, აშშ პრეზიდენტები და ცნობილი ფსიქოლოგებიც კი. ცხადია, ამ ადამიანთა
უმრავლესობა უკვე გარდაცვლილია და შეუძლებელია მათთან ინტერვიუს ან სტანდარტული ტესტირების
ჩატარება, თუმცა ბევრი რამის გაგება შეიძლება მათ მიერ დატოვილი დღიურების, მემუარების,
შემოქმედებითი ნაწარმოებებისა და სხვა არტეფაქტების შესწავლით, რაც ბევრ ღირებულ ინფორმაციას
მისცემს პიროვნების ფსიქოლოგს. გარდა ამისა, ასეთი გამოჩენილი ადამიანები საჯარო და საზოგადო
მოღვაწეები არიან და მათ შესახებ ისტორიკოსებისა და სხვა სახის ექსპერტების ნაშრომები, ასევე,
ღირებულ წყაროს წარმოადგენენ ფსიქოლოგიური კვლევისთვის (McAdams, D. P., 2006).
339 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

სიმონტონი გამოჩენილი ინდივიდების შესწავლის ოთხ ტრადიციას განასხვავებს ერთმანეთისგან (იხ.


ცხრილი N 9).

ცხრილი N 9. გამოჩენილი ინდივიდების შესწავლის ტრადიციების სიმონტონისეული კლასიფიკაცია.

კვლევის ტრადიცია მოკლე აღწერა


ისტორიომეტრული ისტორიული მონაცემებიდან რაოდენობრივი და არაპირდაპირი შეფასებების ამოკრეფა.
ფსიქომეტრული ცოცხალი ცნობილი ადამიანებისთვის გაზომვის ისეთი საშუალებები მიწოდება, როგორიცაა
გამოკითხვები და ინტერვიუები.
ფსიქობიოგრაფიული ერთი კონკრეტული ცხოვრების იდეოგრაფიული, თვისებრივი, დროში გახანგრძლივებული
კვლევა.
კომპარატიული სხვადასხვა შემთხვევის ერთმანეთთან დაპირისპირება და შედარება.
წყარო: ადაპტირებულია McAdams, D. P., 2006.
პირველ და უძველეს ტრადიციას სიმონტონი ისტორიომეტრულ კვლევას უწოდებს. ასეთ კვლევებში
მკვლევრები რაოდენობრივ და არაპირდაპირ შეფასებებს ისტორიული მონაცემებიდან იღებენ.
ისტორიომეტრული კვლევის ადრეული მაგალითია კვლევა, რომელსაც „სამასი გენიოსის ადრეული
24
მენტალური ნიშნები“ ეწოდება. მასში მკვლევარი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და
პიროვნული ტენდენციების შეფასებისთვის სამასი განსაკუთრებით ნიჭიერი ისტორიული ფიგურის
შესახებ საარქივო ჩანაწერებს ეყრდნობა. ისტორიომეტრული კვლევების გამოყენება ჰიპოთეზების
შემოწმებისთვის არის შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი შერჩევის მონაწილეობით კვლევის მეორე ტრადიციას ფსიქომეტრულ მიდგომას
უწოდებენ. ასეთ კვლევებში მკვლევარი უშუალოდ ხვდება ჯერ კიდევ ცოცხალ გამოჩენილ ადამიანებს და
მათ გამოკითხვას ან ინტერვიუს უტარებს. ასე მაგალითად, სწორედ ასეთი მიდგომით შეისწავლეს
მარეისდროინდელ ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში გამოჩენილი არქიტექტორები, მწერლები და
მეცნიერები. მკვლევრებმა ის ქალები და მამაკაცები შეარჩიეს, რომელთა შემოქმედებითი ან მეცნიერული
წვლილი მათი მოღვაწეობის სფეროში უკვე კარგად ცნობილი და აღიარებული იყო. მათ, ძირითადად,
ცხოვრების განმავლობაში კრეატულობის განვითარებისა და პიროვნების სხვა ასპექტებთან მისი
ურთიერთმიმართების საკითხები აინტერესებდათ.25
მესამე ტრადიციას სიმონტონი ფსიქობიოგრაფიულ კვლევას უწოდებს, რომელიც ფროიდის
ნაშრომებში იღებს სათავეს და ლეონარდო და ვინჩის შეეხება. ფსიქობიოგრაფიული კვლევები
რადიკალურად განსხვავდება ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული კვლევა-ძიებისგან (Elms, 1994). თუ
ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული კვლევები, როგორც წესი, რაოდენობრივი და ნომოთეტურია,
ფსიქობიოგრაფია ერთი კონკრეტული, იდეოგრაფიული შემთხვევის დროში გახანგრძივებულ თვისებრივ
კვლევა-ძიებას მოიცავს. გარდა ამისა, ფსიქობიოგრაფია, ჩვეულებრივ, ფართო თეორიული ჩარჩოს
გამოყენებას მოიაზრებს. ეს, ტრადიციულად, ფროიდისეული ან ფსიქოდინამიკური მიდგომაა.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა პოლიტიკური ფიგურების ფსიქობიოგრაფიები,
როგორიცაა ჰიტლერის, ნიკსონისა და სხვების ფსიქობიოგრაფიული ანალიზის სხვადასხვა ვარიანტი.
მეოთხე, კომპატარატიული ტრადიცია ფსიქობიოგრაფიას უახლოვდება გამოჩენილი ადამიანების
თვისებრივი და არაპირდაპირი/გაშუალებული შეფასების გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა მისი
კვლევის ფოკუსში არა ერთი, არამედ ბევრი შემთხვევა ხვდება, რომელთაც მკვლევარი ადარებს და
უპირისპირებს ერთმანეთს. კომპარატიული კვლევის ბრწყინვალე მაგალითია ჰოვარდ გარდნერის
26
„კრეატული გონება“, რომელშიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები შვიდი

24 Cox, C. (1926). The early mental traits of three hundred geniuses. Sanford, CA: Stanford University Press.
25 მაგალითისთვის იხ. Barron, F. (1969). Creative person and creative process. New York: Holt, Rinehart & Winston და
Dudek, S. Z., & Hall, W. B. (1984). Some test correlates of high level creativity in architects. Journal of Personality and Social
Psychology, 23, 40-45.
26 Gardner, H. (1993). Creating Minds. New York: Dodd, Mead & Company.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 340

განსაკუთრებულად კრეატული მამაკაცისა და ქალის ცხოვრება და შემოქმედებაა გაანალიზებული.


გარდნერმა სრულიად გააზრებულად და არგუმენტირებულად აირჩია ეს შვიდი ადამიანი: ისინი შვიდ
განსხვავებულ „სფეროს“ და კრეატულობის შესატყვის ტიპს წარმოადგენენ. ესენი არიან: ზიგმუნდ
ფროიდი ფსიქოლოგიიდან, ალბერტ აინშტაინი ფიზიკიდა, ელიოტი ლიტერატურიდან, პაბლო პიკასო
მხატვრობიდან, იგორ სტრავინსკი მუსიკიდან, მართა გრაჰამი ქორეოგრაფიიდან და მაჰათმა განდი
კრეატული სოციალური ლიდერობის სფეროდან. გარდნერმა შემოქმედებითი კარიერი განვითარებაში
საინტერესო მსგავსებები აღტმოაჩნია, როგორიც იყო ათწლიანი სწავლების/მომზადების პერიოდი,
როდესაც თითოეული მათგანი დისციპლინის ტრადიციებს ეუფლებოდა და პიროვნებათშორისი
ურთიერთობების შემცირების ხარჯზე სამუდამოდ უძღვნიდა თავს კრეატულ საქმიენობას. ამ
ადამიანების შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პიროვნული ცვლადებისა და მენტალური და
სტრუქტურული განსხვავებების შესწავლის შედეგად, გარდნერმა მათ შორის არსებული განსხვავებებიც
გამოავლინა.
ამრიგად, გამოჩენილი ადამიანების შესწავლით შესაძლებელია, რომ ნათელი მოეფინოს პიროვნების
ისეთ მახასიათებლებსა და ფუნქციონირების თავისებურებებს, რომლებიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის
და, ასევე, იმ განსხვავებებსა და უნიკალურ პატერნებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს
(McAdams, D. P., 2006).

ფსიქობიოგრაფია
მეოცე საუკუნებმდე ლიტერატურული ბიოგრაფები იშვიათად იყენებდნენ ფსიქოლოგიურ ცნებებსა და
კონცეფციებს სამიზნე სუბიექტების ცხოვრების ინტერპრეტირებისას. რომის იმპერიაში პლუტარქემ (46-
120 ჩვ.წ.აღ.-ით) „გამოჩენილი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება“ დაწერა. ავტორი ისეთ ცნობილ
ადამიანებზე წერდა, როგორებიც იყვნენ პერიკლე (ათენელი სახელმწიფო მოღვაწე) და იულიუს კეისარი.
პლუტარქემ, ფაქტობრივად, ისტორიიდან აღებულ ფაქტებზე დაყრდნობით მცირე ზომის მორალური
მოთხრობები შემოგვთავაზა, რომლებიც ხასიათის ისეთ გამორჩეულ ნიშნებს გამოკვეთდნენ, როგორიცაა
პატიოსნება და სიმამაცე. შუა საუკუნეებში ქრისტიანი ავტორები, წმინდანების სადიდებლად
27
ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ცნობილი ქრისტიანი მოღვაწეების ცხოვრების ასეთი
ბიოგრაფიები, უპირატესად, ღმერთის სადიდებლად და მკითხველისთვის რწმენის სასწავლებლად
იწერებოდა. ბევრი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები სტანდარტული ფორმით არის დაწერილი: სიუჟეტი
კულმინაციას „ურწმუნოთა“ გარემოცვაში წმინდანის გასამართლების, განაჩენის გამოტანისა და
აღსრულების 28 ეპიზოდებში აღწევს. ეს რელიგიური ამბები პიროვნების სიღრმისეული შესწავლა კი არ
იყო, არამედ მორალური და სპირიტუალური გაკვეთილების ფუნქციას ასრულებდა (McAdams, D. P., 2006).
XVII საუკუნეში ბიოგრაფიას უფრო დახვეწილი ფორმა მიეცა, როდესაც ისეთმა ბიოგრაფებმა,
როგორებიც იყვნენ ისააკ უოლტონი (ეკლესიის უმაღლესი პირების ბიოგრაფიების ავტორი) და ჯონ ობრი
(შედარებით ჩვეულებრივ ადამიანებზე ფოკუსირდებოდა), საკუთარ თავებს ლიტერატურული ავტორები
(Gittings, 1978, წყაროში McAdams, 2006) უწოდეს. მათ, როგორც შემოქმედებმა, მიზნად დაისახეს ისეთი
ნარატივების შექმნა, რომლებიც საინტერესოც იქნებოდა და შემოქმედებითად დამაკმაყოფილებელიც.
ყველაზე შემოქმედებითი და ბევრისმთქმელი ადრეული ბიოგრაფია და, ფაქტობრივად, ყველაზე
ცნობილიც დასავლურ ლიტერატურაში, ჯეიმს ბოსველმა გამოაქვეყნა 1971 წელს. ნაშრომი „სამუელ
ჯონსონის ცხოვრება“ დოქტორ ჯონსონის (1709-1784), ცნობილი ინგლისერი ავტორის, კრიტიკოსისა და
ლექსიკოგრაფის ცხოვრებას ასახავს, რომელიც ევროპის ინტელექტუალური საზოგადოების ელიტურ
წრეებში ტრიალებდა. 22 წლის ბოსველი და 54 წლის ჯონსონი მეგობრები იყვნენ და მიუხედავად იმისა,
რომ ბოსველი აშკარად აღტაცებული იყო თავისი ნაწარმოების მთავარი გმირით, ანალიზის ძირითადი

27 ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან გაიხსენეთ იაკობ ცურტაველის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი


დედოფლისაჲ“, იოანე საბანისძის „წამება წმინდა მოწამე აბოსი“.
28 რაც, ფაქტობრივად, ქრისტეს გასამართლებისა და ჯვარცმის ასახვაა.
341 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

მიზანი მისთვის ხოტბის შესხმა კი არ იყო, არამედ ამ კონკრეტული ადამიანის ცხოვრების დიაპაზონისა
და მრავალფეროვნების ჩვენება. ბოსველისეული ბიოგრაფია პირველი ნაშრომი იყო, რომელშიც
ბიოგრაფისა და კვლევის სუბიექტის პირადი ურთიერთობის პრობლემა განიხილებოდა. ფაქტობრივად,
ჯონსონი მამის ფიგურა და საუკეთესო მეგობარი იყო ახალგაზრდა ბოსველისთვის, მაგრამ მათ მაინც
ამბივალენტური და მრავალშრიანი ურთიერთობა ჰქონდათ.
1910 წელს ფროიდმა თავისი ცნობილი „ლეონარდო და ვინჩი და ბავშვობის მოგონება“ დაწერა,
რომელიც პირველ ფსიქობიოგრაფიულ ნაწარმოებად არის მიჩნეული. ფროიდისეული ანალიზის დიდი
ნაწილი ლეონარდოს ბავშვობისდროინდელ ფანტაზიას ეყრდნობა, რომელშიც „ჯერ კიდევ აკვანში ვიწექი,
როდესაც სვავი დაფრინდა, მომიახლოვდა, პირი კუდით გამიღო და ბევრჯერ მომარტყა ტუჩებზე“ (გვ. 33-
34). ფროიდი ამტკიცებს, 29 რომ ეს კონკრეტული ფანტაზია ჰომოსექსუალობისა და ინფანტილური
დამოკიდებულების სიმბოლიზაციაა. ანალიზის ერთ დონეზე სვავის კუდი ფალოსის სიმბოლოა და
ფელაციის30 შესახებ მამაკაცის ჰონოსექსუალურ ფანტაზიაზე მიგვანიშნებს. მეორე დონეზე სვავი დედის
რეპრეზენტაციაა. ეს არის ასოციაცია, რომლის არაპირდაპირ მტკიცებულებას ფროიდმა ეგვიპტურ
მითოლოგიაში მიაგნო. ამ შემთხევაში კუდი მკერდის სიმბოლიზაციაა, ხოლო ფანტაზია ორალური
დამოკიდებულების უსაფრთხო სამყაროში რეგრესიისკენ ლეონარდოს სწრაფვის გამოხატულებაა.
დედის, როგორც ცხოვრებაში სიყვარულის ერთადერთი ობიექტის, შესანარჩუნებლად ლეონარდომ,
საბოლოო ჯამში, უარი თქვა რეალურ სენსუალურ ცხოვრებაზე და ლიბიდოს უდიდესი ნაწილი
დაუღალავ მეცნიერულ და შემოქმედებით შრომას მოახმარა. ლიბიდოს მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი
ტრანსფორმირდა ბიჭების იდეალურ სიყვარულში, რომელიც არანაირ რეალურ საფრთხეს არ
წარმოადგენდა დედისადმი ყოვლისმომცველი სიყვარულისთვის. ამრიგად, ჰონოსექსუალობა დედის
სიყვარულის დაცვის საშუალების ფუნქციას ასრულებდა. ადრეული მოზრდილობის პერიოდში
ლეონარდოს შეკავებული სექსუალობა მის შემოქმედებით ცხოვრებაშიც აისახა: მიუხედავად გენიისა,
ლეონარდომ ბევრჯერ უშედეგოდ სცადა ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელება. შედეგად
მრავლად გვაქვს „დაუსრულებელი შედევრები“, რომელთაც არასოდეს მოუტანიათ მისთვის სრული
დაკმაყოფილება. თუმცა, როგორც ფროიდი ამტკიცებს, დაახლოებით 50 წლის ასაკში ლეონარდო
გაახალგაზრდავდა და ახალი ცხოვრება დაიწყო, როდესაც ხელმეორედ განიცადა დედის სიყვარული იმ
ქალთან შეხვედრით, რომელიც შემდგომში მონა ლიზას სახელით გახდა ცნობილი.
ფსიქობიოგრაფია შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ფსიქოლოგიური (განსაკუთრებით პიროვნების)
თეორიის სისტემატური გამოყენება ადამიანის ცხოვრების თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ისტორიად
გარდაქმნის მიზნით“ (McAdams, D. P., 1988b, გვ. 2). ფსიქობიოგრაფიაში, როგორც წესი, ასეთ
ტრანსფორმაციას ცნობილი, ენიგმატური ან პარადიგმული ფიგურის ცხოვრება ექვემდებარება ხოლმე.
ფსიქობიოგრაფიების უმრავლესობა გაცილებით მრავლისმომცველი და ამომწურავია, ვიდრე ლეონარდოს
შესახებ ფროიდისეული მოკლე სკეჩი. ბევრი ფსიქობიოგრაფიული კვლევა მთელ ცხოვრებას მოიცავს,
დაბადებიდან სიკვდილამდე და მთლიანი ცხოვრების ცენტრალური ისტორიის აღმოჩენას, გაგებას ან
ფორმულირებას ისახავს მიზნას. ამ ისტორიის სტრუქტურირება კი კონკრეტული ფსიქოლოგიური
თეორიის მიხედით ხდება.
ლეონარდოს შემთხვევაში ფროიდმა, ცხადია, ფსიქოანალიზი აირჩია საყრდენ თეორიად, თუმცა სულაც
არ არის აუცილებელი, რომ ფსიქობიოგრაფია მაინც და მაინც მკაცრად ფსიქოანალიტურ ჩარჩოში
დაიწეროს (Runyan, 1982). ბევრი ფსიქობიოგრაფია პიროვნებისადმი იუნგის, ერიკსონისა და ობიექტი-
ურთიერთობის მიდგომებზეა აგებული. ფსიქობიოგრაფები სოციალური დასწავლის თეორიის,
ჰუმანისტული ფსიქოლოგიის, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის, მაკლელანდის მოტივაციის თეორიისა
და ტომკინსის სკრიპტების თეორიის პოზიციიდანაც იწერება. გარდა ამისა, მრავალი თანამედროვე
ფსიქობიოგრაფია, რომელთა ავტორებიც არაფსიქოლოგები არიან, ფართოდ იყენებს პიროვნების თეორიას.

29 და ეს მსჯელობის ძალზე საკამათო მიმართულებაა.


30 მამაკაცის გენიტალიების ორალური სტიმულაცია.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 342

თუ ზოგიერთ მათგანში ეს მხოლოდ ძალზე გულუბრყვილოდ ან უმართებულოდ ხდება, სხვები ამას


დახვეწილად და ოსტატურად ახერხებენ. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა
ამერიკელი მწერლის ჰენსი ჰეიმსის მონუმენტური კვლევა, რომელიც ლეონ ედელს31 ეკუთვნის.
მართალია, ფროიდის „ლეონარდოდან“ მოყოლებული, ბევრი ფსიქობიოგრაფია დაიწერა და ბევრი რამ
გახდა ცნობილი კონკრეტული ცხოვრების გაგების მიმართულებით (Elms, 1994; Schultz, 2005), მაინც
ძალიან რთულია კარგი ფსიქობიოგრაფიის დაწერა. ყველაზე მოტივირებული ფსიქობიოგრაფებიც კი
დგანან იმ მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების წინაშე, რომელიც უცხოა სხვა ნებისმიერი
მიმართულებით მომუშავე მკვლევრისთვის. ასე მაგალითად, მათ კვლევის სუბიექტები ხშირად უკვე
გარდაცვლილნი არიან და შეუძლებელია მათი ინტერვიუირება, ტესტირება ან უშუალოდ დაკვირვება.
ანალიზისთვის საჭირო მონაცემები ძალზე მრავალფეროვანი ფორმით არსებობს: შესასწავლი პიროვნების
შესახებ უაღრესად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჭორებიდან დაწრებული, პირადი
კორესპონდენციისა და სხვა წერილობითი საბუთებითა და ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ საჯაროდ
დოკუმენტირებული ფაქტებით დასრულებული. ყველაზე სანდო მონაცემები (როგორიცაა, მაგალითად,
დაბადების თარიღი და და-ძმების რაოდენობა) ყველაზე ნაკლები ინფორმაციის მატარებელი შეიძლება
იყოს, ხოლო ყველაზე დანაინტრიგებელი და საინტერესო (ვთქვათ, პირადი ფანტაზიები, რეფლექსიები ან
სიზმრები) კი — ყველაზე ნაკლებად სანდო და ყველაზე ძნელად ინტერპრეტირებადი. თუმცა, ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგება ზოგიერთი ფსიქობიოგრაფი, მის ხელთ
არსებული დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავებაა, კერძოდ, ის, თუ როგორ უნდა ამოარჩიოს
ის კონკრეტული მასალა, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს (McAdams, D. P., 2006).

„კარგი“ და „ცუდი“ ფსიქობიოგრაფია


ირვინგ ალექსანდერი (1988) ცხრა ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპს გვთავაზობს,
რომლითაც ფსიქობიოგრაფი დიდი რაოდენობით მონაცემს შედარებით მართვად რაოდენობაზე დაყვანას
შეძლებს. ეს პრინციპები, ძირითადად, შემდგომი გადამუშავებისთვის ღირებული მასალის
იდენტიფიცირებისა და მოცემული მომენტისთვის უსარგებლო ინფორმაციის გადახარისხებისთვის არის
მოწოდებული. ალექსანდერი ამტკიცებს, რომ მონაცემები შეიძლება პირველობის, სიხშირის, უნიკალობის,
უარყოფის, ხაზგასმის, გამოტოვების, შეცდომის, იზოლაციისა და დაუსრულებლობის მიხედვით
შეფასდეს (ცხრილი N 10). თითოეული მათგანი ფსიქობიოგრაფის სამუშაო წესად შეგვიძლია მივიჩნიოთ,
როდესაც ის ცხოვრების ცენტრალური ისტორიის დადგენას ან შექმნას ცდილობს. თითოეული პრინციპი
მას იმაზე მიუთითებს, თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნარატივში. ამრიგად, პირველობა
მიგვითითებს იმაზე, რომ რითიც იწყებს ადამიანი თხრობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
უნიკალურობა გვიჩვენებს, თუ რა არის უცნაური და დამაინტრიგებელი ისტორიაში, რაც
განსაკუთრებულად იპყრობს ჩვენსგამოტოვება მონათხრობში, სავარაუდოდ,
ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის მანიშნებელია. დამახინჯება და იზოლაცია გვიჩვენებს, რომ
როდესაც მონათხრობში რაღაც არ ებმის ერთმანეთს ლოგიკურად, ბიოგრაფმა ამ ლოგიკური კავშირების
მოძიება უნდა სცადოს. და ბოლოს, დაუსრულებლობა მიგვითითებს, რომ როდესაც ისტორიები
არასათანადოდ სრულდება, ბიოგრაფი ამის მიზეზების გარკვევა უნდა სცადოს. ფსიქობიოგრაფი
გულდასმით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს მონაცემებში გაფანტულ მანიშნებლებს, რომლებიც
კარნახობენ მას, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს, შექმნას და გადმოსცეს პიროვნების ცხოვრების ისტორია
(McAdams, D. P., 1988b).

ცხრილი N 10.ფსიქობიოგრაფიული მონაცემების ამოღების სახელმძღვანელო პრინციპები


პრინციპი დახასიათება
პირველობა ის, რაც პირველია და სხვას ყველაფერს წინ უსწრებს. „პირველის“ მნიშვნელოვანთან
ასოცირებას დიდი ხნის ისტორი აქვს ფოლკლორსა და ადამიანების ადათ-წესებში. რა თქმა

31 Edel, L. (1985). Henry James: A life. New York: Harper & Row.
343 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

უნდა, ეს იდეა ფსიქოლოგიაშიც პოპულარულია და პიროვნების განვითარებაში ადრეული


გამოცდილების მნიშვნელოვნების სახით არის წარმოდგენილი ფროიდის, ადლერისა და მათი
უამრავი მიმდევრის ნააზრევში. პირველი, როგორც „ქვაკუთხედი“, საფუძვლი, რომელზეც
დაშენებულია მთელი სტრუქტურა, გავრცელებული მეტაფორაა სამეტყველო ენაშიც.
სიხშირე ის, რაც ხშირად ჩნდება. ხშირად სიხშირე ან განმეორებითობა სარწმუნოებისა და
მნიშვნელოვნების მანიშნებლად აღიქმება. თუმცა, ხშირად განმეორებადი შეტყობინების
მნიშვნელოვნება საკმაოდ კომპლექსური შეიძლება აღმოჩნდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად
ღირებულია ის დინამიკური თანმიმდევრობის აღმოსაჩენად. ბევრ შემთხვევაში, სიხშირე
მძლავრი ცნობიერი ღირებულების სქემების გამოხატულება შეიძლება იყოს.
უნიკალურობა ის, რაც ერთადერთია, უცნაურია. უნიკალობის კარგი მაგალითია ერთ-ერთი მოხალისე
სტუდენტის ავტობიოგრაფიული სკეჩი, რომელიც პიროვნების შეფასების სამაგისტრო კურსის
ფარგლებში ინტენსიურად იქნა შესწავლილი. სტუდენტმა სკოლაში სწავლის პირველ წელს
მომხდარი შემთხვევა გაიხსენა: გაკვეთილების შემდეგ სახლში დაბრუნებულს თოკზე
ჩამოკიდებული დედა დახვდა საძინებელში. ამ ფაქტის მოყოლის შემდეგ მან მხოლოდ ის
თქვა, რომ მალევე კერძო სკოლაში გაგზავნეს სასწავლებლად. ამ შემთხვევაში უნიკალობაზე
მხოლოდ თავად მოვლენა კი არ მიგვითითებს, არამედ კვლევის მონაწილის მიერ ამ
მოვლენაზე რეაქციის თავისებურებაც.
უარყოფა ის, რაც უარყოფილია, ან საწინააღმდეგოდ არის ქცეული. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ
თერაპიული ინტერვიუ, რომლის დროსაც სუბიექტი მამის შესახებ სიზმარს ყვება და შემდეგ
ამბობს, რომ რაიმე სხვაზე სურს საუბრის გადატანა; ამასთან, ამბობს, რომ მამის შესახებ
საუბარი მასში აგრესიას კი არ იწვევს, არამედ, როგორც წესი, უმწეობის განცდა ეუფლება
ხოლმე.
ხაზგასმა ის, რაც ხაზგასმული ან გამოკვეთილია. ბიოგრაფი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა არის
ზედმეტად გამოკვეთილი ან, პირიქით, არასათანადოდ ხაზგასმული სუბიექტის
მონათხრობში. ჭარბად გამოკვეთილობის დაფიქსირება, ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც
მკითხველი ან მსმენელი ინტერესდება, თუ რატომ ეთმობა ამდენი ყურადღება რაღაცას, რაც,
ზოგადად, ძალზე ჩვეულია. ნედლი მასალის დაფილტვრისას შესანახი მონაცემების შერჩევის
კრიტერიუმად ხაზგასმის გამოყენების კარგი მაგალითი იქნება ასეთი სიტუაცია: „ჯერ კიდევ
ვერ მოვინელე ის ფაქტი, რომ იმ ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომლისთვისაც მე რიგითი,
გზააბნეული ტურისტი ვიყავი, ყველაფერი გააკეთა, რათა დარწმუნებულიყო, რომ
ნამდვილად კარგად გავიგე, საით უნდა წავსულიყავი. მასთან შეხვედრის მომენტიდან
შემიყვარდა ეს ქვეყანა.“ ამ ეპიზოდმა ასეთი საბოლოო ფორმა შეიძლება მიიღოს: დისტრესის
მდგომარეობაში მოულოდნელი ყურადღება (სიკეთე)  ეიფორია. ეს იმ სიტუაციას ჰგავს,
როდესაც ადამიანს პრობლემები აქვს და საერთოდ არ ელოდება დახმარებას.
გამოტოვება ის, რაც აკლია. მაგალითად, როდესაც სუბიექტი იხსენებს, როგორ დასაჯა დედამ მას შემდეგ,
რაც მას ძმის ცემა დააბრალა. თხრობა მოიცავს სუბიექტის განცდებს, რომელიც დედის
მოქმედებას მოჰყვა, მაგრამ ის არაფერს ამბობს იმაზე, რეალურად როგორ მოექცა ძმას და
მართლა სცემა თუ არა ის. მის მონათხრობში გამოტოვილია მისი როლი, მისი ქცევა, რამაც
უარყოფითი შედეგი (დედის მხრიდან სასჯელი) მოიტანა.
შეცდომა ან ის, რაც შეცდომაა. შეცდომებისგან შედარებით თავისუფალი შერჩევის წერილობით
დამახინჯება ანგარიშში ზოგჯერ ეს შეიძლება თვალსაჩინო, აშკარა შეცდომა იყოს, რომელსაც კვლევის
მონაწილე ვერ ამჩნევს. მაგალითად, ის წერს: „ჩემს ოჯახში ყველანი მაღლები არიან: მამა
1.79მ, ძმა 1.82მ და დედა 1.94მ სიმაღლისაა, მე კი სულ რაღაც 1.70 მ გავიზარდე.“ ასეთი
შეცდომა ამ ადამიანის ცხოვრებაში არა მარტო ზომების თემის მნიშვნელოვნებაზე
მიგვითითებს, არამედ დედის გადაჭარბებულად შეფასებაზე, რისი სიმბოლოც არ უნდა იყოს
ამ შემთხვევაში ზომა.
იზოლაცია ის რაც ცალკეა, რას არ ჯდება საერთო კონტექსტში. მაგალითად, როდესაც ადამიანი
სკოლისდროინდელ საფეხბურთო მატჩს იხსენებს და თხრობისას უეცრად ხმამაღლა
კითხულობს, გამორთო გაზქურა და გათბობა სახლიდან გამოსვლის წინ? შემდეგ კი ისევ
აგრძელებს თამაშის მსვლელობის დეტალურად აღწერა.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 344

დაუსრულებლობა ის, რაც არ არის დასრულებული. მაგალითად, როდესაც კვლევის მონაწილე მოგვითხრობს:
„სტუდენტობის პერიოდში მხოლოდ გიორგის ვხვდებოდი. ყველაფერი უბრალო
მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალევე მივხვდით, რომ საერთო ინტერესები გვქონდა და ბევრი
საერთო მეგობარიც გვყავდა. მეოთხე კურსზე უკვე ერთობლივ სამომავლო გეგმებს
ვსახავდით. მართალია, იმ მომენტისთვის ჯერ არ ვაპირებდით, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი
ურთიერთობა ქორწინებით უნდა დასრულებულიყო; ეს იყო საბოლოო მიზანი. სამი წლის
შემდეგ გურამს გავყევი ცოლად, რომელსაც არც ისე დიდი ხანი ვიცნობდი. ჩვენ
საცხოვრებლად ინგლისში გადავედით და უკვე ხუთი წელია, აქ ვცხოვრობთ.“ ეს ამონარიდი
ნათლად გვიჩვენებს, რომ თხრობა ფრაგმენტული და დაუსრულებელია, თუმცა
დამეგობრებისა და ქორწინების ისტორიის ხაზი, ერთი შეხედვით დასრულებულია.
წყარო: ადაპტირებულია Alexander, I.E., 1988.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერის მიერ შემოთავაზებული ცხრა სახელმძღვანელო პრინციპი


ფსიქობიოგრაფს კონკრეტულ ცხოვრებისეულ ისტორიაში მნიშვნელოვანი მონაცემების
იდენტიფიცირებაში ეხმარება, მის წინაშე მაინც დგება მონაცემების თანმიმდევრულ და ინფორმაციულ
ნარატივში ორგანიზებისას ფსიქოლოგიური თეორიის გამოყენების საკითხი. ფსიქოლოგიური თეორია მან
მოქნილად და დახვეწილად უნდა გამოიყენოს.
ძალიან ბევრი ფსიქობიოგრაფი ცდილობს, რომ ცხოვრების ისტორია ხისტი თეორიული კატეგორიების
ჩარჩოში მოაქციოს, თითქოს კონკრეტული ცხოვრების ყველა ასპექტი იდეალურად ერგებოდეს არსებულ
თეორიულ სქემას. ზოგიერთები ძალზე არათანმიმდევრულად და შაბლონურად იყენებენ თეორიას და
ადამიანის ცხოვრებას გაუაზრებლად, მექანიკურად განიხილავენ რომელიმე თეორიაში აღწერილი ყველა
კატეგორიის მიხედვით, მაგალითად, ერიკსონის განვითარების რვავე ფსიქოსოციალურ სტადიის ან
მარეის 20 ფსიქოგენური მოთხოვნილების მიხედვით. სხვები უბრალოდ ვერ ახერხებენ ცალკეული
ცხოვრების მის კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში გაგებას, ვინაიდან
რთული ქცევები და გამოცდილებები მარტივ ამხსნელ პრინციპებზე, ვთქვათ, ტუალეტის ვარჯიშის
ადრეულ პრობლემებზე ან ცალკეულ ტრავმატულ მოვლენებზე დაჰყავთ. ასეთი ფსიქობიოგრაფიები
ძალიან მოსაწყენია. უფრო მეტიც, ისინი თეორიებს გალიად, ხოლო ცხოვრებას კარიკატურად აქცევენ.
დახვეწილ, ოსტატურად დაწერილ ფსიქობიოგრაფიაში მონაცემები და თეორია ურთიერთთანასწორია
და თითოეული პატივს სცემს მეორის მთლიანობას. მაშასადამე, გაწაფული ფსიქობიოგრაფი თეორიას
ნატიფად და ნიუანსირებულად იყენებს; იმაში ხედავს შინაარსებსა და საზრისს, რაშიც შესაძლებელია
დანახვა, ებრძვის სირთულესა და წინააღმდეგობრიობას; იცის, როდის თქვას უარი აბსტრაქტულ,
განზოგადებულ თეორიებზე და საშუალება მისცეს კონკრეტულ, უნიკალურ ცხოვრებას, რომ თავად თქვას
თავისი სათქმელი (McAdams, D. P., 2006).

ალტერნატიული ინტერპრეტაციები
კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ფსიქობიოგრაფიის შექმნა არ არის ცალსახა და სწორხაზოვანი
საქმიანობა, განსაკუთრებით რთულდება საქმე, როდესაც კვლევის სუბიექტი აწ გარდაცვლილი
პიროვნებაა. როგორც უკვე ვთქვით, მის შესახებ, შესაძლოა, უამრავი წერილობითი წყარო არსებობდეს:
დღიურები, წერილები, მემუარები, მისი უახლოესი ადამიანების ჩანაწერები, საჯაროდ ცნობილი
არტეფაქტები და ა. შ. თუმცა, როგორი მრავალფეროვანი წერილობითი თუ ფოტო მემკვიდრეობა არ უნდა
დატოვოს ადამიანმა, შეუძლებელია მისი ცხოვრების მეტ-ნაკლებად გრძელი მონაკვეთის თუ რომელიმე
კონკრეტული ქმედების ცალსახად ინტერპრეტირება და მისი ერთადერთ ჭეშმარიტ ინტერპრეტაციად
მიჩნევა. მაშასადამე, ყოველთვის იარსებებს კონკრეტული ცხოვრებიდან აღებული ერთი და იმავე
მოვლენის, ქცევისა თუ სიტუაციის ერთზე მეტი, სულ მცირე, ორი ალტერნატიული ინტერპრეტაცია.
ამრიგად, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რომელი ინტერპტერაციაა მეტად ღირებული? რამდენად
შესაძლებელია, რომ ორი, სამი ან მეტი ალტერნატიული ინტერპრეტაცია მეტ-ნაკლებად თანაბრად
მართებული იყოს? შესაძლებელია კი თითოეულ მათგანში რაციონალური მარცვლის პოვნა?
345 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

რუნიანს (1982) მიაჩნია, რომ შესაძლელებლია ალტერნატიული ფსიქობიოგრაფიული


ინტერპრეტაციების გონივრულად შედარება და ერთმანეთთან დაპირისპირება. ასევე, სრულიად
შესაძლებელია მათი შეფასება კარგად ჩამოყალიბებული სტანდარტების მიხედვით. რუნიანის მიხედვით,
სხვადასხვა ახსნა ისეთი სტანდარტებით შეგვიძლია შევაფასოთ, როგორიცაა (1) ლოგიკური
მართებულობა; (2) ამომწურაობა სამიზნე მოვლენების მთელი რიგი ამოუცნობი ასპექტების ახსნისას; (3)
ფალსიფიკაციის მცდელობისას შემოწმების გავლის უნარი. შემოწმება შეიძლება ეხებოდეს მიღებული
წინასწარმეტყველებების ან წარსული მოვლენების ნავარაუდევ კანონზომიერებებზე დაყრდნობით
აგებული ახსნების შემოწმებას; (4) ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციასთან კონსისტენტურობა; (5)
დასაბუთებულობა ან ადამიანის ფუნქციონიების ან საკვლევი პიროვნების შესახებ მეტაად ზოგად
ცოდნასთან შესაბამისობა; (6) მეტი დამაჯერებლობა სხვა ამხსნელ ჰიპოთეზებთან შედარებით (გვ. 47).
რუნიანის (1982) მიხედვით, ნებისმიერი კონკრეტული ფსიქობიოგრაფიული მოვლენისთვის
შესაძლებელია ერთზე მეტი კარგი ახსნის მოძიება, ვინაიდან მოვლენები უმეტესად, როგორც ვიცით,
ერთზე მეტი მიზეზით არიან განპირობებულნი და მათზე სხვადასხვა დონეზე მოქმედი ძალები
ერთობლივად შეიძლება განაპირობებდნენ კონკრეტულ ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში.

ფსიქობიოგრაფიის კრიტიკა
ფსიქობიოგრაფიას, ისევე როგორც პიროვნების კვლევის ნებისმიერ სხვა მეთოდს, თავისი სუსტი
მხარეები და, შესაბამისად, კრიტიკა აქვს. ფსიქობიოგრაფიას ისეთი მახასიათებლების გამო აკრიტიკებენ,
როგორიცაა კრიტიკული პერიოდის თაობაზე მცდარი დასკვნა, ინტერპრეტაციისას ერთ კონკრეტულ
მოვლენაზე ფოკუსირება, არაადეკვატური მტკიცებულება, სოციალური და ისტორიული ფაქტორების
უგულებელყოფა, საწყისებამდე ჩაძიების მცდელობა, გადაჭარბებული პათოლოგიზაცია და
რეკონსტრუქცია (იხ. ცხრილი N 11).

ცხრილი N 11. ფსიქობიოგრაფიის კრიტიკის ძირითადი მიმართულებები


მახასიათებელი მოკლე დახასიათება
კრიტიკული ზოგიერთი ფსიქობიოგრაფი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთი კონკრეტული
პერიოდის ადრეული „კრიტიკული პერიოდის“ გავლენას, როგორიცაა, მაგალითად, ცხოვრების პირველი
თაობაზე მცდარი წელიწადი ან ოიდიპოსის პერიოდი. ამასთან, ის უგულებელყოფს შემდგომი პერიოდების
დასკვნა მაფორმირებელ გავლენებს.
ინტერპრეტაციისას ადამიანის ცხოვრებაში არსებული ძირითადი ტენდენციების მხოლოდ ერთი ან ორი
ერთ კონკრეტულ მნიშვნელოვანი ან „ტრავმული“ მოვლენით ახსნა წამგებიანი და არაპროფესიონალური
მოვლენაზე საქმიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოვლენა აშკარად უფრო მნიშვნელოვანია,
ფოკუსირება ვიდრე სხვები, მთლიანი ცხოვრება კომპლექსურ და მრავალი დეტერმინანტის მქონე
ერთიანობად უნდა განვიხილოთ და არა — რომელიმე ერთი ან ორი კონკრეტული ფაქტორის
მოქმედების შედეგად.
არაადეკვატური ზოგიერთი ფსიქობიოგრაფიული ინტერპრეტაცია შეზღუდული რაოდენობის ან შეცდომებით
მტკიცებულება სავსე მტკიცებულებებზე აიგება. ფსიქობიოგრაფი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ, ბევრი
განსხვავებული სახის მონაცემის სინთეზირებას უნდა ახდენდეს, რომელიც ერთ კონკრეტულ
ინტერპრეტაციაში იყრის თავს. მან არაერთხელ უნდა გადაამოწმოს ისტორიული და
ბიოგრაფიული წყაროები.
სოციალური და ძალიან ბევრი ფსიქობიოგრაფი სათანადო ყურადღებით არ განიხილავს კომპლექსურ
ისტორიული ისტორიულ და სოციალურ კონტექსტს, რომელშიც ინდივიდის ცხოვრება მიედინებ(ოდ)ა.
ფაქტორების კულტურა მძლავს ზეგავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრების ფორმირებაზე. ამიტომ
უგულებელყოფა ბიოგრაფი უბრალოდ სათანადოდ ვერ გაიგებს მის ცხოვრებას, თუ მისთვის მშობლიური
კულტურის გაგებას არ შეეცდება.
საწყისებამდე ბევრი ფსიქობიოგრაფი პიროვნების შესახებ ყველაფრის საწყისებს ბავშვობაში ეძებს. თუ
ჩაძიების გავითვალისწინებთ, რომ ბავშვობიდან მოზრდილობამდე პიროვნების უწყვეტობისა და
მცდელობა კონსისტენტობის საკითხი წინააღმდეგობრივია პიროვნებისა და განვითარების ფსიქოლოგიაში,
ბიოგრაფი რისკავს, რომ გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვობის მოვლენებს,
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 346

როგორც მოზრდილი ცხოვრების მოვლენების დეტერმინანტებს.


გადაჭარბებული კარგი ფსიქობიოგრაფია არ უნდა ისახავდეს მიზნად მთელი ცხოვრების კონკრეტულ
პათოლოგიზაცია ფსიქიატრიულ სინდრომზე ან ნევროტულ ტენდენციაზე დაყვანას. ცხოვრება უნდა შეფასდეს
როგორც სისუსტეების, ისე ძლიერი მხარეების ტერმინებით.
რეკონსტრუქცია ფსიქოანალიტურად ორიენტირებული ფსიქობიოგრაფი ბავშვობის უცნობი ან არაარსებითი
მოვლენების რეკონსტრუირებას მოზრდილობაში ცნობილი შედეგების მიხედვით შეიძლება
ცდილობდეს. მაგალითად, ბიოგრაფმა შეიძლება დაუშვას, რომ ანალურად მდგრად და
კომპულსურ მოზრდილს მკაცრი ტუალეტის კონტროლის პერიოდი აქვს გამოვლილი
ბავშვობაში. ბავშვობისდროინდელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ასეთი
რეკონსტრუქციები, ჩვეულებრივ, გაუმართლებელია.
წყარო: Elms, 1994; Runyan, 1982.

მოზრდილი ადამიანის ცხოვრება


დაახლოებით მაშინ, როდესაც მარეი პერსონოლოგიურ ტრადიციას აფუძნებდა ფსიქოლოგიაში,
სოციოლოგები და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები განსაკუთრებით
ინტერესდებოდნენ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიების
შეგროვებით. ამის მიზანი ისეთი საზოგადოებრივი პრობლემების ჩვენება და ახსნა იყო, როგორიცაა,
მაგალითად, დელიკვენტური ქცევა და კრიმინალი. სოციოლოგი ჯონ დოლარდი (McAdams, D. P., 2006)
ამტკიცებდა, რომ ცხოვრებისეული ისტორიები ბიოგრაფიულ ანგარიშებს უნდა იძლეოდნენ, რომლებიც
საზოგადოებისა და კულტურის მიმდინარე კონტექსტს ასახავდნენ. ასეთმა სულისკვეთებამ უბიძგა
შარლოტა ბიულერსა და ელზე ფრენკელს, რომ 1930-იან წლებში შეეგროვებინათ და გაეანალიზებინათ
სხვადასხვა ეროვნების, სოციალური კლასისა და პროფესიის 400-მდე ევროპელი მამაკაცისა და ქალის მიერ
დაწერილი ავტობიოგრაფიული ანგარიში. რომელ შემთხვევებშიც შესაძლებელი იყო, ავტობიოგრაფიას
თან ახლდა წერილები, დღიურები და კვლევის მონაწილეების მიერ შეექმნილი სხვა პირადი
დოკუმენტები. მთელი მასალის კონტენტ ანალიზმა ერთმანეთისგან საკმაოდ კარგად გამიჯნული ფაზები
გამოავლინა, რომელიც თითოეულ პიროვნებას გავლილი ჰქონდა ცხოვრების მანძილზე.
60 წელზე მეტი ხნის წინ ბიულერმა და ფრენკელმა მოზრდილი ადამიანის განვითარების გასაოცრად
თანამედროვე და დეტალური მოდელი შემოგვთავაზეს, რომელიც კარგად გამოკვეთილ ხუთ სტადიას
მოიცავდა და ბევრჯერ მოიხსენიებდა გარკვეული სახის „შუახნის კრიზისს“ დაახლოებით 40 წლის
ასაკისთვის. ამ მკვლევრებს ცხოვრების განვითარების ზოგადი პრინციპები უფრო აინტერესებდათ, ვიდრე
რომელიმე კონკრეტული ცხოვრების უნიკალობა. ამიტომ ისინი რაოდენობრივი კვლევის მიმართულებით
მუშაობდნენ და მოზრდილის ბიოგრაფიის სამ განზომილებაზე ფოკუსირდებოდნენ. ეს იყო (ა)
მნიშვნელოვანი გარეგანი მოვლენები, როგორიცაა ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები და ომი;
(ბ) შინაგანი რეაქციები ამ მოვლენებზე, როგორიცაა აზრები, გრძნობები და სურვილები; (გ) სპეციფიკური
მიღწევები და კრეატული წვლილი ცხოვრებაში (McAdams, D. P., 2006). ცხრილში N 12 მოკლედ არის
შეჯამებული მათ მიერ მიღებული ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები.

ცხრილი N 12. ავტობიოგრაფიების კვლევის ზოგიერთი შედეგი.

N შედეგები
1. ცხოვრების პირველ ნახევარში პიროვნების სუბიექტურ გამოცდილებაზე მძლავრად მოქმედებენ სხეულებრივი
მოთხოვნილებები და ხანმოკლე სურვილები, თუმცა მეორე ნახევრისკენ ვითარება იცვლება და წინა პლანზე
ინტერნალიზებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები გადმოდის. ეს ის ვალდებულებები და
პასუხისმგებლობებია, რომელსაც ადამიანი თავად უწესებს საკუთარ თავს, საზოგადოების მოთხოვნები უწესებენ,
ან ღირებულებათა ისეთი სისტემიდან მოდის, როგორიცაა რელიგია ან მეცნიერება. ზოგადი პატერნისგან
გადახრები მხოლოდ იმ ცდის პირებთან შეიმჩნეოდა, რომელთაც ნევროტული აშლილობების დიაგნოზი
ჰქონდათ.
2. ცხოვრება, რომელშიც სექსუალური დაკმაყოფილების ძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამსახური და
347 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ბავშვების აღზრდა, მეორე ნახევრისკენ სუბიექტურად უცილობლად დაღმასვლად განიცდება.


3. მარტოობისა და ოცნების გამოცდილება პიკს აღწევს გვიან მოზარდობაში და ხელმეორედ ჩნდება დაახლოებით 45
წლის ასაკისთვის. ამ დროს პერიოდულად ხდება წარსულის გადასინჯვა და ხელახალი გააზრება და, ბევრ
შემთხვევაში, ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაძლიერება.
4. „ცხოვრების საზრისის“ ძიება გვიანდელ მოზარდობაში იწყება.
წყარო: ადაპტირებულია Frenkel, 1936 წყაროდან McAdams, 2006.

ბიულერისა და გრენკელის მიერ 1930-იან წლებში წარმოებული ცხოვრებისეული ისტორიების


კვლევები წინ უძღვოდა მოზრდილი ადამიანის ცხოვრების ეტაპების ნარატიულ კვლევებს, რომლებიც
ძალიან პოპულარული გახდა 1970-იან და 1980-იან წლებში. ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგები პირველ
პირში მოთხრობილ ნარატიულ ანგარიშებს აგროვებდნენ და მათზე დაყრდნობით ქმნიდნენ საკუთარ,
მესამე პირში დაწერილ ნარატივებს მოზრდილი ადამიანის ცხოვრების განვითარების გზის შესახებ. მათ
მოზრდილი ადამიანის ცხოვრების სტადიების შესახებ ზოგადი ნარატივის შემუშავება დაიწყეს,
რომელშიც პროტაგონისტი საკუთარი ცხოვრების საზრისის ძიებას მოზარდობის პერიოდში იწყებს32 და
შემდეგ, მოგვიანებით საკუთარი თავის შესწავლითა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ეტაპზე გადადის
40 წლის შემდეგ. სწორედ ამ პერიოდს შეგვიძლია ვუწოდოთ შუახნის კრიზისი.
დღესდღეობით უკვე მიღებული პრაქტიკაა მოზრდილი ადამიანის განვითარების შესახებ
პროგნოზირებადი სტადიების, ფაზების, პერიოდების და მე-ს უწყვეტი ევოლუციის ტერმინებით საუბარი.
მოზრდილის ცხოვრების თხრობისადმი ასეთი მიდგომა კარგად ჩანს ერიკსონისა (XVII თავი) და იუნგის
(იხ. ზემოთ) ნაშრომებში, თუმცა განსაკუთრებით ინტენსიურად ჩამოყალიბდა და განვითარდა 1970-იან
და 1980-იან წლებში ისეთი თეორეტიკოსების ნაშრომებში, როგორებიც არიან გოულდი, ლევინსონი და
ვაილანტი; ასევე, ისეთ პოპულარულ წიგნებში, როგორიცაა, მაგალითად გეილ შიჰის „პასაჟები“ (McAdams,
D. P., 2006).

ლევინსონის მოზრდილის ცხოვრების პერიოდები


ფსიქოანალიტიკოსმა თეორეტიკოსმა დანიელ ლევინსონმა (1978, 1981, 1986, 1996, წყაროში Hogan,
Johnson, Briggs, 1997; McAdams, 2006) ადამიანის ცხოვრების პერიოდების დეტალური და გავლენიანი
მოდელი შემოგვთავაზა, რომელიც, 40 ამერიკელი მამაკაცის ბიოგრაფიულ ინტერვიუს ეფუძნება (Sigelman,
C. K., & Rider, E. A., 2009). ლევინსონმა და მისმა კოლეგებმა ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით
იკვლიეს 35-45 წლის მამაკაცები, რომელთა პროფესიული საქმიანობა იყო ბიოლოგიის პროფესორი,
ნოველისტი, ბიზნესის სფეროში აღმასრულებელი დირექტორი/მენეჯერი ან წარმოებაში საათობრივ
ანაზღაურებაზე დასაქმებული მუშაკი. თითოეულ მათგანთან ჩაიწერეს 6-10 ინტერვიუ, თითოეული 1-2
საათის ხანგრძლივობის. კვლევის მონაწილეებს თავიანთი ცხოვრების ისტორიის მოყოლას და თხრობისას,
უპირატესად, მოზარდობის შემდგომ წლებზე კონცენტრირებას სთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
ინტერვიუებს არ ჰქონდათ კითხვებისა და პასუხების სტანდარტიზებული ფორმატი, ყოველი ინტერვიუ
კვლევის ზოგადი კითხვიდან გამომდინარე მიმდინარეობდა და კონკრეტულ სფეროებს მოიცავდა (იხ.
ცხრილი N 13).

ცხრილი N 13. ცხოვრებისეული ისტორიების კვლევის ძირითადი სფეროები ლევინსონის კვლევაში.

N საკვლევი სფეროები
1. „ცხოვრების სფეროები“, როგორიცაა მშობლების ოჯახი, განათლება, პროფესიული საქმიანობა, სასიყვარულო
ურთიერთობები, ქორწინება და შვილები, დასვენება, ფიზიკური ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, ეთნიკურობა,
რელიგია, პოლიტიკა და მე-სთან ურთიერთობა.
2. თითოეულ ზემოთ დასახელებულ სფეროში მნიშვნელოვანი იყო მოზრდილი ცხოვრების წლებში
თანმიმდევრობისთვის თვალის გადევნება. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მნიშვნელოვან მოვლენებს,
გაკეთებულ არჩევანებს და გადამწყვეტ მომენტებს. ასევე, კვლევის ყურადღების ველში ხვდელობა შედარებით

32 რაც მოგვიანებით ერისკსონის ფსიქოსოციალური განვითარების მოდელში იქნა წარმოდგენილი (იხ. თავი 17).
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 348

სტაბილური პერიოდების მახასიათებლები.


3. სხვადასხვა სფეროს „ინტერპრეტაცია“. პროფესიული საქმიანობა და ოჯახური ცხოვრება, მაგალითად, ხშირად
მჭიდროდ უაკვშირდება ერთმანეთს.
4. ინტერვიუს მსვლელობასთან ერთად, ინტერვიუერი ნათლად ხედავდა ცხოვრებისეული ისტორიის სხვადასხვა
„თავს“, ვთქვათ, სამი წელი ჯარში, ოთხი-ხუთი წელი შედარებით მშვიდი, განმარტოებული ცხოვრება; ოჯახის
შექმნისა და ახალ ადგილზე დასახლების წლები. კვლევისას მნიშვნელოვანი იყო ცხოვრების მთლიამობითი
ხასიათის დანახვა თითეულ ასეთ, ცალკე გამოყოფილ თავში და, ასევე, მათში მომხდარ ცვლილებებში. აქ
ხაზგასმით აღინიშნებოდა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოკვეთილი პატერნები, იქნებოდა ეს ინტეგრაციის
ფორმები თუ წინააღმდეგობები, ჩავარდნები და ფრაგმენტები.
5. ბევრი პიროვნების ცხოვრებაში აღინიშნებოდა შედარებით იშვიათი პერიოდები, რომლებიც რამდენიმე თვიდან
რამდენიმე წლამდე გრძელდებოდა და ქმნიდა გარდამტეხ „აღმასვლის“33 და „ვარდნის“34 პერიოდებს.
6. მკვლევრებს აინტერესებდათ საკუთარი ცხოვრების, როგორც მთლიანის და როგორც სხვადასხვა ნაწილისა და
დროის ურთიერთმიმართების, მონაწილეებისეული ხედვა. წარსული აწმყოს ნაწილია, რომელიც ბიოგრაფმა
უნდა წარმოადგინოს თავის ნაშრომში. ანალოგიურად, პიროვნების მიერ განსაზღვული გეგმები და მომავლის
შედარებით ბუნდოვანი წარმოდგენები ქმნიან აწმყოს და თავადვე არიან აწმყოს შედეგი. მაშასადამე, მომავალიც,
გარკვეულწილად, აწმყოს ნაწილია, რომელიც, ასევე, უნდა შეისწავლოს ბიოგრაფმა.
წყარო: ადაპტირებულია McAdams, 2006.

ლევინსონის მოდელის ცენტრალურ ცნებას ინდივიდუალური ცხოვრების სტრუქტურა წარმოადგენს,


რომელშიც დროის მოცემულ მომენტში ინდივიდის ცხოვრების დიზაინი ან პატერნი მოიაზრება (Levinson,
1978, წყაროში McAdams, 2006). ინდივიდუალური ცხოვრების სტრუქტურა ერთ-ერთი მრავლისმომცველი
ცნებაა პიროვნების თეორიაში და მოიცავს ინდივიდის სოციოკულტურულ სამყაროს (კლასი, რელიგია,
ოჯახი, პოლიტიკური სისტემები, ისტორიული ეპოქა), მის ჩართულობას ამ სამყაროში (ურთიერთობები
და როლები მნიშვნელოვან ადამიანებთან და მის ცხოვრებაში არსებულ ინსტიტუტებთან მიმართებაში) და
მე-ს სხვადასხვა ასპექტს, რომელიც, შესაძლოა, უცვლელი რჩებოდეს ან ტრანსფორმირდებოდეს დროთა
განმავლობაში. მოზარდობიდან მოყოლებული და შუახნის ასაკის ჩათვლით ცხოვრების სტრუქტურა
შედარების მშვიდი და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდების გავლით ვითარდება.
ლევინსონის სქემაში პირველი პერიოდი ადრეული მოზრდილობის ტრანზიციაა (17-22 წელი),
რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, გვიანი მოზარდობისა და ადრეული მოზრდილობის პერიოდებს
შეესაბამება. ეს არის ერიკსონისეული (XVII თავი) იდენტობისა და როლების აღრევის ფსიქოსოციალური
კრიზისის პერიოდი (ის. სურ. N3). ამ პერიოდში ახალგაზრდა ადამიანი უნივერსიტეტში სასწავლებლად
მიდის და ტოვებს მშობლების სახლს, მიდის ჯარში, პირველად შოულობს სამსახურს და პირველად
ხვდება ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რომლებშიც ის აცნობიერებს, რომ შესაძლებელია
მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება. ის ამით მეტად დამოუკიდებელი/ავტონომიური
ხდება. მოზრდილ ცხოვრებაში შებიჯების შემდეგ ეტაპზე (22-28 წელი) ბევრი ახალგაზრდა ადამიანი
მოზრდილის როლებისა და პასუხისმგებლობების ათვისებით არის დაკავებული. ამასთან, საკუთარ თავზე
იღებს პროფესიულ ვალდებულებებსაც. ასე იგი უფრო მეტად ერთვება უფრო ფართო საზოგადოებაში. 30
წელთან მიახლოვებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ადამიანი იქმნის ოცნებას მომავლის
შესახებ. ლევინსონის მიხედვით (McAdams, 2006), ოცნება შეიძლება მოიცავდეს პროფესიული წარმატების,
მზარდი პრესტიჟისა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ წარმოდგენებს, მეგობრებთან გარკვეული
ტიპის ურთიერთობების დამყარებას და ბევრ სხვა იმედსა და მიზანს, რომელიც საკუთარ თავს, ოჯახსა და
მნიშვნელოვან სხვებს უკავშირდება.

33 High points -პირობითი თარგმანია.


34 Low points - პირობითი თარგმანია.
349 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

სურ. N 3. ადამიანის ცხოვრების პერიოდები ლევინსონის მიხედვით (წყარო: ადაპტირებულია მეორადი წყაროდან
McAdams, 2006).
(გვიანი
მოზრდილობა)

გვიანი მოზრდილობის ტრანზიცია

შუა მოზრ კულმინაცია

50 წლის ტრანზიცია
შუა ხნის
მოზრდილობის
შუა მოზრდილობა პერიოდი

შუახნის ტრანზიცია

დამკვიდრება

30 წლის ტრანზიცია

ადრეული
მოზდრილი სამყარო მოზრდილობის
პერიოდი

ადრეული მოზრდილობის ტრანზიცია

(ბავშვობა და
მოზარდობა)

20-30 წლის ასაკში განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთობის დამყარება
მენტორთან. მენტორი არის ქალი ან მამაკაცი, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მეტ-ნაკლებად უფროსია
ასაკით და მეტად გამოცდილია, ვიდრე ახალგაზრდა მოზრდილი. ამიტომ ის ერთგვარი ხელმძღვანელის
თუ მწყემსის პოზიციას იკავებს ახალგაზრდას მიმართ და მისი ასაკისთვის დამახასიათებელი
სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. როგორც ჩანს, მენტორები ყველზე ხშირად და
ღირებულად პროფესიულ სარბიელზე ჩნდებიან ახალგაზრდა ადამიანის ცხვორებაში. ასე მაგალითად,
სტუდენტისთვის ან ახალგაზრდა მკვლევრისთვის ეს შეიძლება პროფესორი ან უფროსი კოლეგა იყოს,
რომელიც დაეხმარება მას პროფესიული გზის გაკვალვაში.
დაახლოებით 30 წლის ასაკში ზოგიერთ მამაკაცს მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი უდგება,
როდესაც საჭირო ხდება განვლილი 10 წლის მანძილზე ფორმირებული ვალდებულებებისა და
პასუხისმგებლობების კონსოლიდიდება ან ხელახლა გააზრება. ამას მოსდევს „დამკვიდრების პერიოდი“.
ამ დროს ახალგაზრდა ადამიანი სამყაროში თავისი ნიშის პოვნას ცდილობს და პროფესიული წინსვლის
გეგმას ადგენს. ამასთან, საფუძველს უყრის ოჯახურ ცხოვრებასაც. ლევინსონის მიხედვით, 30-35 წლის
მამაკაცი „ბუდის აშენებით“ არის დაკავებული და ძალისხმევას არ იშურებს წესრიგის, სტაბილურობის,
უსაფრთხოებისა და კონტროლის მისაღწევად. ამ დროისთვის ის ხშირად ქმნის მომავლის ოცნებას, რაც
მამოტივირებელი ხატის ფუნქციას ასრულებას იმისათვის, რისი მიღწევა და როგორად გახდომა სურს
მომავალში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის შემდეგ განცდილი დამკვიდრების პერიოდი, წესრიგსა და
კონტროლზე აქცენტით, უცნაურად მოგვაგონებს ერიკსონისეული (XVII თავი) ფსიქოსოციალური
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 350

განვითარების მეორე ეტაპს, როდესაც ბავშვი ავტონომიურობისა და სირცხვილი-დანაშაულის განცდის


კონფლიქტის გადაჭრას ცდილობს (McAdams, 2006).
შემდეგი პერიოდი ცხოვრების სტრუქტურაში ლევინსონის მიხედვით, როგორც თავად უწოდებს, არის
35
BOOM ანუ შუახნის პერიოდის ტრანზიცია. ამ დროს (40-45 წელი) ლევინსონის მამაკაცი
რესპონდენტების 80% სერიოზულ ეჭვებს განიცდიდა მათი ცხოვრების მიმართულების თაობაზე. მათთვის
კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ის სანუკვარი მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად დასახული გეგმები,
რომელთაც წლების მანძილზე სათუთად ინახავდნენ. ამასთან, ამ დროს ნელ-ნელა მცირდება ოჯახური
ცხოვრებით კმაყოფილება, პროფესიული საქმიანობა და სახლის გარეთ აქტივობებით მიღებული
სიამოვნება. დაბნეულობა და სასოწარკვეთა ამ ადამიანებისთვის ჩვეულ განცდად იქცევა, სახლისა და
სოციალური ნიშის დამკვიდრების განცდას (რომელიც დამკვიდრების პერიოდში შეიძინეს) ანაცვლებს
იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი, რისკენაც ილტვოდნენ, ილუზია ყოფილა. ეს პერიოდი, შესაძლოა,
ძალზე მტკივნეული იყოს მამაკაცის ცხოვრებაში. ლევინსონის შერჩევის ზოგიერთი წევრი ამ ასაკში
ცინიკური, სრულიად ურწმუნო და გარიყული ხდებოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სარგებლიანად
გამოიყენა ცხოვრების ახალი სტრუქტურის მიერ მოტანილი ახალი შესაძლებლობები ოჯახური
ცხოვრების, პროფესიული საქმიანობისა და მეგობრებთან ურთიერთობების სფეროებში. ამრიგად, შუახნის
ტრანზიციამ შეიძლება დაასრულოს ან გადაახალისოს ცხოვრების სტრუქტურა, კერძოდ, ინდივიდმა
ახალი გეგმები და მიზნები დაისახოს და ამით მაქსიმალურად მოახსინოს საკუთარი პოტენციალის
მობილიზება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, ინტიმურობისა და გენერაციულობის,
მიმართულებით (McAdams, 2006).
რობერტსმა და ნიუტონმა (1987, წყაროში McAdams, 2006) აღწერეს ლევინსონის მიდგომის ფარგლებში
წარმოებული ოთხი კვლევა, რომელშიც ქალების ცხოვრების გზა იქნა შესწავლილი. 31-53 ასაკის, საშუალო
ფენის, სახლის გარეთ მომუშავე 39 თანამედროვე ქალის ბიოგრაფია ოცნების, მენტორის, 30 წლის
ტრანზიციისა და შუახნის ტრანზიციის ლევინსონისეული ტერმინებით გაანალიზდა. ავტორებმა
დაასკვნეს (McAdams, 2006), რომ ეს ქალები განვითარების იგივე პერიოდებს გადიოდნენ, რასაც
ლევინსონის მიერ შესწავლილი მამაკაცები, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი განხვავებაც.
ასე მაგალითად, (ა) ქალების ოცნებები მეტად კომპლექსური და კონფლიქტური იყო, ვიდრე მამაკაცების,
ვინაიდან მოიცავდა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერული წარმატების ურთიერთსაპირისპირო
მოთხოვნებსა და იმედებს; (ბ) ქალები უფრო ნაკლებად აღნიშნავდნენ მენტორთან დამაკმაყოფილებელი
ურთიერთობის არსებობას, ვიდრე მამაკაცები; (გ) ქალები უფრო ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი შუახნის
ტრანზიციისთვის მნიშვნელოვანი როლის მიკუთვნებისკენ, ვიდრე ლევინსონის შერჩევის მამაკაცები.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტად მნიშვნელოვნად
მიიჩნევდნენ 30 წლის ტრანზიციას, რომელსაც დაჩქარებული და დრამატული პიროვნული ცვლილებების
ხანად აღიქვამდნენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით კარგად იყო გამოკვეთილი იმ ქალებთან, ვინც 30 წლის
ასაკში ჯერ კიდევ დაუოჯახებელი ან ახლად დამოჯახებული იყო. ზოგიერთი მათგანი შფოთავდა, რომ
მალე უკვე დაგვიანებული იქნებოდა დაოსრულება და შვილების გაჩენა, ზოგიერთი კი 20-30 წლის ასაკში
ფორმირებულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს აყენებდა ეჭვქვეშ და ცხოვრების ახალი
სტრუქტურის, ახალი ოცნების შექმნას იწყებდა. ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ 30 წლის ტრანზიცია
ქალებში დაახლოებით იმავე მნიშვნელობას იძენს, როგორსაც 40 წლის ასაკში შუახნის ტრანზიცია
მამაკაცებთი. ორივე პერიოდი ხასიათდება ცხოვრების სტრუქტურის გადახედვითა და გადახალისებით,
ვინაიდან ადანიანები ასე თუ ისე განიცდიან, რომ „დრო გარბის“ (McAdams, 2006).

ცხოვრების გზა
ლევინსონს, მარეის მსგავსად, განზრახული ჰქონდა ადამიანის ცხოვრების დროში განფენილი ბუნების
მოხერთება. პირველწყაროდან მიღებულ ნარატიულ ანგარიშებზე (ავტობიოგრაფიულ ინტერვიუებზე)

35
Becoming One’s Own Man – BOOM.
351 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

დაყრდნობით მან მესამე პირში იმის შესახებ დაწერილი განვითარების ისტორია შემოგვთავაზა, თუ
თავად როგორ აღწერდნენ 1960-იანი და 1970-იანი წლების ამერიკაში მცხოვრები კონკრეტული მამაკაცები
საკუთარი განვითარების გზას გვიანი მოზარდობიდან შუახნის ასაკამდე. სიუჟეტი მოიცავს შედარებითი
სიმშვიდის პერიოდებს (ანუ თავებს, მაგალითად, „დამკვიდრება“), რომელთაც შემდგომში
ტრანსფორმაციისა და არეულობის (მაგალითად, შუახნის ტრანზიციის) პერიოდები ანაცვლებს. სიუჟეტი
მეორე ომის შემდგომ კორპორაციულ ამერიკაში ვითარდება. პროტაგონისტი საშუალო ფენის
განათლებული თეთრკანიანი მამაკაცია. გმირების სიაში არიან მენტორი და განსაკუთრები ქალი,
რომელიც შთააგონებს მამაკაცს განვითარებისკენ, პროგრესისკენ სწრაფვას. პიკური 36 პერიოდია BOOM,
ჩავარდნის37 წერტილი — შუახნის კრიზისის დადგომა. სიუჟეტი ოცნების განვითარების მიმართულებით
ვითარდება. თემას ცვლილების გამოწვევის წინაშე დადგომა წარმოადგენს (McAdams, D. P., 2006).
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო გარდამტეხი მომენტი შუახნის ტრანზიციაა. მიუხედავად იმისა,
რომ ამ პერიოდის დადგომაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური
ცვლილებები (შვილოსნობის პერიოდის დასრულება), შუახნის ასაკი, მეტწილად, სოციალურად არის
განპირობებული და ეფუძნება საზოგადოებაში მიღებულ დაშვებებს იმის შესახებ, თუ რას უნდა
აკეთებდეს ადამიანი ამ ასაკში (Cohler, 1982, წყაროში McAdams, 2006). შუახნის ასაკი ადამიანის ცხოვრების
გზის დროით განზომილებაში თავსდება იმის მიხედვით, რასაც ნოიგარტენი (1986, წყაროში McAdams,
2006) სოციალურ საათს 38 უწოდებს. ჩვენს საზოგადოებაში ასე თუ ისე „დროულად“ ითვლება, თუ
ადამიანი 20-25 წლის ასაკში ამთავრებს უნივერსიტეტს, 20-30-იან წლებში ქმის ოჯახს, 40 წლის შემდეგ
უკვე მოზრდილი შვილები ჰყავს, რომლებით თავისი გზით მიდიან და უკვე ისინი იწყებენ
დამოუკიდებლად ცხოვრებას, 50-60-იან წლებში კარგავენ მშობლებს და 65-70 წლის ასაკში უკვე პენსიაზე
გადიან.
მას შემდეგ, რაც მოზრდილი შუახნის ასაკში შედის, აცნობიერებს, რომ ცხოვრების დაახლოებით
ნახევარი უკვე განვლილი აქვს და წინ, მომავალში უფრო ნაკლები დრო აქვს, ვიდრე წარსულში. ამის
გაცნობიერებამ, შესაძლოა, საკუთარი მოკვდავობის თემის წინ წამოწევა ან, როგორც ნოიგარტენი და
დატანი (1974, წყაროში, McAdams, 2005) უწოდებენ, „სიკვდილის პერსონალიზაცია“ გამოიწვიოს.
დანაკარგის გამოცდილება გაცილებით თვალსაჩინო ხდება: ადამიანი კარგავს მნიშვნელოვან სხვებს
(მშობლებისა და მეგობრების სიკვდილი) და შვილებს, რომლებიც უკვე თავის ოჯახებს ქმნიან და ცალკე
გადადიან საცხოვრებლად. დანაკარგის რიცხვში შედის ფიზიკური და რეპროდუქციული უნარების
დაქვეითება-დაკარგვა და გარდაუვალი იმედგაცრუების გაცნობიერების გამო იმედებისა და შთაგონებების
დაკარგვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და მამაკაცებისთვის შუახნის ასაკი გაფურჩქვნის, აღმასვლისა და
საუკეთესო წლების პერიოდია, სოციალური საათი აფიქრებინებს მათ, რომ ცხოვრების დასასრული უფრო
ახლოსაა აწმყოსთან, ვიდრე დასაწყისი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ ასაკში მყოფი თანამედროვე
დასავლურ საზოგადოებებში მცხოვრები ადამიანები დასასრულზე იწყებენ ფიქრს. ისინი უფრო
დეტალურად და აქტიურად განიხილავენ თვითგანმსაზღვრელი ცხოვრებისეული ნარატივების სათანადო
წარმოსახული დასასრულების ფორმირების საკითხს. მართალია, ცხოვრების დასასრული, პირდაპირი
მნიშვნელობით, ნამდვილად ჯერ კიდევ შორსაა ამ დროს, მის შესახებ აზრები უფრო და უფრო
თვალსაჩინო და გამოკვეთილი ხდება. ეს მათ ცხოვრებისეულ ისტორიებზეც აისახება, რომელთაც ისინი
ისევ და ისევ აგებენ ცხოვრებისთვის საზრისის მისაცემად. (McAdams, D. P., 2006).

36 High point – პირობით თარგმანი (ზემოთ სხვა ვარიანტია შემოთავაზებული).


37 Low point – პირობითი თარგმანი (ზემოთ სხვა ვარიანტია შემოთავაზებული).
38 ეს არის მოლოდინები მოცემული ასაკისთვის მართებული ტრანზიციების შესახებ, რომელიც აწესებს სტანდარტს და
ადამიანებს იმის მიხედვით აფასებს, თუ რამდენად „დროულად“ ცხოვრობს იგი (Cohler & Boxer, წყაროში McAdams,
2006).
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 352

ცხოვრების მანძილზე განვითარების შემსწავლელ ფსიქოლოგთა უმეტესობა თანხმდება, რომ შუახნის


ასაკში ნამდვილად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა ჯერ კიდევ ვერ რიგდებიან იმაზე,
კონკრეტულად რა დროს იწყება ეს ცვლილებები და ეს კარგად გამოკვეთლი სადემარკაციო ხაზია თუ
თანდათანობითი ტრანზიციის პერიოდი. ლევინსონმა სცადა მამაკაცების დროში განფენილი ცხოვრების
ზოგადი ისტორიის შექმნა და ეს მცდელობა უაღრესად გავლენიანი აღმოჩნდა, მაგრამ ეს ადამიანის
ინდივიდუალობის განვითარების შესახებ მოთხრობილი ერთ-ერთი შესაძლო ისტორიაა და ის
ალტერნატიულ ახსნებსაც უტოვებს ადგილს. შესაბამისად, ე. წ. ცხოვრების გზის მიდგომის ფარგლებში
მომუშავე თეორეტიკოსები და მკვლევრები მეტი მრავალფეროვნებისა და არაპროგნოზირებადობის
დანახვას ცდილობენ იმ ინტერპრეტაციულ ისტორიებში, რომელთაც სოციალური მეცნიერები აგროვებენ
მოზრდილი ადამიანების დროში გაშლილი ცხოვრების ასახსნელად. ავტორები (Cohler, Hostetler, and
Boxer, 1998, წყაროში McAdams, 2006) თვლიან, რომ ადამიანის განვითარების გზა სინამდვილეში
გაცილებით ნაკლებად მოწესრიგებულია, ვიდრე ამას სტადიური განვითარების თეორეტიკოსები აღწერენ.
ამასთან, განვითარების გაგება შეუძლებელია უფრო ფართო სოციალური და ისტორიული ტენდენციებისა
და კონკრეტულ ცხოვრებაში განვითარებული უნიკალური მოვლენების გააზრების გარეშე. მართალია,
მოზრდილის ცხოვრებაში ამოსახსნელი ამოცანების გარკვეული თანმიმდევრობა, რომელიც სამსახურს,
ინტიმურ ურთიერთობებს, შთამომავლობის დატოვებასა და ცხოვრების სასრულობასთან გამკლავებას
შეეხება, შეთანხმებული და ფართოდ გავრცელებულია თანამედროვე საზოგადოებაში, შეუძლებელია
მარტივი სიის ჩამოწერა, რომელშიც განვითარების გზების მთელი მრავალფეროვნება იქნება ასახული.
ცხოვრების ისტორიების შექმნისადმი ცხოვრების გზის მიდგომა მოზრდილის განვითარების
განსაკუთრებით ნიუანსირებულ და განპირობებულ ხედვას გვთავაზობს. ცალკეული ცხოვრების
განხილვა მის სრულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში ხდება, რაც სხვადასხვა
ცხოვრებაში, კულტურასა და ისტორიულ ეპოქაში ნანახი განვითარების გზების უსაზღვრო
მრავალფეროვნების დაშვების საშუალებას იძლევა (Bronfenbrenner, 1994). ცხოვრებისეულ ისტორიებს
ეკონომიკური პირობები, კულტურული ნორმები, სოციალური ცვლილება, ისტორიული მოვლენები და
შემთხვევითი ხდომილობები აძლევენ ფორმას. ამავდროულად, ინდივიდები აქტიურად ახდენენ
საკუთარი ცხოვრების თანაკონსტრუირებას კომპლექსრულ და განვითარებად სოციალურ კონტექსტში და
ამით ახორციელებენ საკუთარ აგენტურულ ზემოქმედებას განვითარების მიმართულებაზე. მაშასადამე,
ცხოვრების გზის მიდგომა წინა პლანზე სწევს (ა) სოციალურ დროსა და ვადება, (ბ) სოციალურ როლებსა
და ურთიერთობებს, (გ) ადამიანის აგენტობისა და ინდივიდუალური ცვალებადობის როლს
ფსიქოსოციალურ განვითარებაში მოზრდილ წლებში.
სოციალური ვადები როლების, ერთი მხრივ, მოქმედების არეალს, ხანგრძლივობასა და თანმიდევრობას
და, მეორე მხრივ, ასაკთან შეჭიდულ მოლოდინებსა და რწმენებს მოიაზრებს, რომელიც ადამიანის
ცხოვრების გზას შეეხება მოცემულ საზოგადოებასა თუ სოციალურ კონტექსტში (Elder, 1974/1999).
ამრიგად, კონკრეტული სოციალური მოვლენის ან როლის „დროულობას“ ან „უდროობას“ არსებითი
მნიშვნელობა აქვს სოციალური ცხოვრებისა და ინდივიდის კარგად ყოფნისთვის. კოჰლერი და ბოქსერი
(1984, წყაროში McAdams, 2006) ამტკიცებენ, რომ დადებით მორალს ან ცხოვრებით კმაყოფილების განცდას
მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსალოდნელი როლური ტრანზიციის ანდა ცხოვრებისეული ცვლილების
დროულობის განცდა. მოზრდილები, რომლებიც დროულად იცვლიან როლებს, ცხოვრებისეულ ნარატივს
საზოგადოებაში არსებული კარგი განვითარების მოდელების შესატყვისად აგებენ. შესაბამისად, დროში
აცდენილობა განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნის ცხოვრების ისტორიის თხრობას.
სოციალური ვადები სოციალური როლების თანმიმდევრობასა და აღწერილობის შეეხება. როლები
მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ იმ გზებზე, რომლითაც ხდება განვითარების საკითხების მოგვარება.
მაგალითად, ზოგიერთი ავტორი (MacDermid, Franz, and DeRues, 1998, წყაროში McAdams, 2006) ამტკიცებს,
რომ გენერაციულობის ერიკსონისეული ცნება ცხოვრების განზოგადებული ნარატივის სტადიად ან თავად
კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ როლების დინამიკურ ერთიანობად, რომელშიც თითოეული როლი
ისტორიის საკუთარი ხაზის მატარებელია. გენერაციულობა არათანაბრად ნაწილდება პროფესიულ,
353 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ოჯახურ, მშობლების, მოქალაქეობისა და რელიგიურ როლებს შორის. ამასთან, ერთი როლის შემთხვევაში
მისი სიძლიერითა და ხარისხით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მეორე როლში გენერაციულობის
სიძლიერესა თუ ხარისხს. გარდა ამისა, სოციალური საათის, დროული და არადროული მოვლენებისა და
მთელი რიგი სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, გენერაციულობა ერთი როლიდან მეორეში შეიძლება
ინაცვლებდეს კონკრეტული მოცემული ცხოვრების ფარგლებში. მოზრდილი ადამიანის ცხოვრების
მანძილზე გენერაციულობა ხან მეტად მოჭარბებულია და ხან ნაკლებად იჩენს თავს, ხან კი ფართოდ
ვრცელდება სხვადასხვა როლსა და საქმიანობის სფეროზე და ეს ზოგჯერ სრულიად
არაპროგნოზირებადად ხდება. ისიც უნდა ითქვას, რომ კონკრეტული სასიყვარულო და ოჯახური
ურთიერთობები, მეგობრობა და სხვა არაპროგრონიზირებადი პიროვნებათშორისი კავშირები მძლავრად
ზემოქმედებს იმაზე, როგორ, რა სახით გამოვლინდება გენერაციულობა. ცხოვრების გზის თეორეტიკოსები
საუბრობენ ურთიერთდაკავშირებულ ცხოვრებებსა (Elder, 1974/1999) და სოციალურ ქარავანზე იმ
მრავალფეროვანი შემთხვევების აღსანიშნად, როდესაც ინდივიდის განვითარება სრულიად
დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ადამიანების ცხოვრება და ისტორიები, რომელსაც ისინი საკუთარი
საზრისის საპოვნელად ქმნიან, მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებასა და ისტორიებს
უკავშირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები ცხოვრების გზაზე ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების
ჯგუფთან ერთად ისევე მოძრაობენ, როგორც ქარავანი — ქვიშიან უდაბნოში (McAdams, D. P., 2006).
სოციალური ვადები, როლების და ურთიერთობები ფორმას სძენენ ცხოვრებისეულ ისტორიებს, მაგრამ
ადამიანები უბრალოდ პასიურად არ იღებენ ამ მაფორმირებელ ზეგავლენას. მოხრდილი ადამიანები
აქტიურად ქმნიან საკუთარ ცხოვრებას იმ სოციალურ კონტექსტში, რომელშიც ცხოვრობენ. ისინი მოქმედი
აგენტები არიან, რომლებიც თავად ახდენენ მიმდინარე მოვლენებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების
ინტერპრეტაციას და მათ საკუთარ გამოცდილებად აქცევენ. ფაქტობრივად, მოზრდილები ხშირად
უბრალოდ არ უსმენენ სოციალურ საათს და ტრადიციული/მიღებული სოციალური ნორმებისა და
როლების საპირისპიროდ მოძრაობენ. ისინი ცხოვრების საზრისს საკუთარი ტერმინებით აყალიბებენ და
რაც ყველაზე გასაოცარია, თითოეული მათგანი ამას განსხვავებულად, მისთვის უნიკალური გზით
აკეთებს. სწორედ ამიტომ არის ადამიანის ინდივიდუალობა ასეთი მიმზიდველი და მომხიბლავი. ჩვენ,
ერთი მხრივ, ფუნდამენტურად ერთნაირები ვართ, ადამიანის ბუნებიდან და ევოლუციიდან გამომდინარე.
ასევე, ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ კულტურულ კონტექსტზე, მჭიდროდ ვართ მიბმულნი
ოჯახზე, საზოგადოებასა და ისტორიაზე... და მაინც, ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან და თითოეულ
ჩვენგანის ცხოვრების ისტორია აჩვენებს, რამდენად განსხვავებულნი ვართ სხვებისგან. სწორედ ამ
წინააღმდეგობრივი მსგავსებისა და განსხვავების შედეგია, რომ ფსიქოლოგები დაუსრულებლად
ცდილობენ იმ ფენომენის შესწავლას, რასაც „პიროვნებას“ ვუწოდებთ (McAdams, D. P., 2006).
სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები ძალზე განსხვავებულები არიან და ეს განსხვავება მრავალმხრივია,
შეუძლებელია მათი რამდენიმე დისპოზიციური პიროვნული ნიშნით, ან საკლასიფიკაციო სისტემის
რამდენიმე კატეგორიით აღწერა. ვერ ვიტყვით, რომ ადამიანის პიროვნება ერთი ან ორი სუპერფაქტორით
არის განსაზღვრული, ან 5-7 ცენტრალური ნიშნის ნაკრებს წარმოადგენს. შეუძლებელია ადამიანების
ინტროვერტებად ან ექსტრავერტებად კლასიფიცირება და ამით მათი ქცევის მთელი მრავალფეროვნების
აღწერა და წინასწარმეტყველება. პიროვნება ძალზე მრავალფეროვანიადა უამრავი ცვლადის
ზემოქმედების შედეგია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია პიროვნების მხოლოდ ერთი განზომილების
თუ ანალიზის დონის მიხედვით სრულად შესწავლა. ამიტომ, როგორც წიგნის დასაწყისში ვთქვით,
პიროვნების გაანალიზება, სულ მცირე, სამ სხვადასხვა — დისპოზიციური ნიშნების, დამახასიათებელი
ადაპტაციებისა და ინტეგრაციული ცხოვრებისეული ისტორიების — დონეზე უნდა მოხდეს და, ალბათ,
ამიტომაც არის პიროვნების ფსიქოლოგია უაღრესად საინტერესო არა მარტო ფსიქოლოგებისთვის, არამედ
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც უცდია ოდნავ მეტის გაგება საკუთარი თავის
შესახებ.
XX თავი: პერსონოლოგია და ადამიანების ცხოვრების კვლევა 354

შეჯამება

ცხოვრებისეული ისტორიების მოყოლისა და ინტერპრეტაციის ტრადიციისთვის თვალის გადევნება


ფროიდის შრომებამდეა შესაძლებელია. ნარატივები აინტერესებდათ, ასევე, იუნგსა და ადლერს, თუმცა, ამ
სამი ავტორის მიდგომები ნარატივის ინტერპრეტაციისადმი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია,
მაგრამ სამივე ავტორი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანების მონათხრობები არ არის ის, რაც ერთი
შეხედვით ჩანს.
ცხოვრებისა და ისტორიების ინტერპრეტაციის ფროიდისეული მეთოდი ყოველდღიური ცხოვრების
ხილულ შინაარსში ფარული მნიშვნელობების ძიებას მოიაზრებს. ფროიდი გვიჩვენებს, როგორ რის
შესაძლებელი სიზმრების, წამოცდენების, კლინიკური სიმპტომებისა და, ფაქტობრივად, ადამიანის
ქცევისა და გამოცდილების ყველა ასპექტის, როგორც მრავალი მიზეზით განპირობებული შეთახმებებისა
და ტექსტების, ინტერპრეტაცია. ისინი, შეთანხმებების მსგავსად, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ
ძალებს შორის კომპრომისულ გამოსავალს (სიზმრების შემთხვევაში: სურვილის ასრულებას)
წარმოადგენენ. ტექსტების მსგავსად, მათი ინტერპრეტაცია მრავალ განსხვავებულ დონეზეა შესაძლებელი.
სიმპტომების, სიზმრებისა და ადამიანის პრაქტიკულად მთელი გამოცდილების კონსტრუირება ერთი და
იმავე პრინციპით — შემჭიდროვებითა და ჩანაცვლებით — ხდება, რის შედეგადაც მრავალრიცხოვანი
არაცნობიერი ძალები, ფაქტორები და კომპონენტები თვალსაჩინო/მანიფესტირებულ გამოხატულებებად
სინთეზირდება, რომელთა რეალური არსი ყოველთვის შენიღბულია.
ფროიდის ერთ-ერთმა პირველმა მიმდევარმა, კარლ იუნგმა ინტერპრეტაციის ალტერნატიული
ფსიქოანალიტური მიდგომა შექმნა, რომელშიც ხაზგასმული იყო კოლექტიური არაცნობიერის ცნება.
იუნგის მიხედვით, კოლექტიური არაცნობიერი არის კაცობრიობის ევოლუციური წარსულის არქაული
მემკვიდრეობის საცავი. მასში წარმოდგენილია არქეტიპები, რომლებიც ქმნიან და ფორმას სძენენ
ადამიანების ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას. გავრცელებულ იუნგიანულ არქეტიპებს შორისაა ანიმა,
ანიმუსი და ჩრდილი. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს კონკრეტული ტიპის პერსონაჟის მოდელს
ცხოვრების ისტორიაში. ინტეპრეტაციის იუნგისეული მეთოდი, ძირითადად, სიზმრებთან და
ფანტაზიებთან სამუშაოდ იყო მოწოდებული და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა უნივერსალურ
თემებსა და გმირის ძიებას ფსიქოლოგიური ინდივიდუაციის მიზნით. იუნგისთვის სიზმრები, როგორც
უნივერსალური მითების გამოხატულებები და სამომავლო ცხოვრებისეული პრობელმების
ანტიციპაციები, პიროვნებაში ბალანსის მიღწევისკენ სწრაფვის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ.
ალფრედ ადლერმა პიროვნების საკვლევი სისტემა შემოგვთავაზა, რომელშიც ადამიანის ცხოვრების
დროში განფენილი ხასიათი იყო გამოკვეთილი. ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მიხედვით,
ადრეული მოგონება ცხოვრების პირველსაწყისი მითია. ის განვითარებას საფუძვლად ედება პიროვნების
ცხოვრების უნიკალური სტილის. თუ პირველი მოგონება ისტორიის დასაწყისს განაპირობებს, პიროვნების
ფიქციური ფინალიზმი ან წარმოსახული სამომავლო მიზნები ცხოვრების ისტორიას მიმართულებასა და
მიზანს სძენენ. ისინი მას წარმოსახული ნარატიული დასასრულისკენ წარმართავენ. ისტორიის მთავარი
თემები ძალაუფლებისკენ აგენტურ სწრაფვასა და სოციალური ინტერესის მიმართულებით ერთიანობის
კომუნალურ ტენდენციას უკავშირდება.
1930-იან წლებში მარეიმ პიროვნების შესწავლის მიზნით მკვლევართა ინტერდისციპლინური გუნდი
შეკრიბა ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში და ამით დასაბამი მისცა პერსონოლოგიურ ტრადიციას
სოციალურ მეცნიერებაში. მისი პერსონოლოგიური პოზიციის ცენტრალური მოსაზრება იყო, რომ
ადამიანები დროში განფენილი და დროზე დამოკიდებული ორგანიზმები არიან. ის თვლიდა, რომ
ორგანიზმის ისტორია თავად არის ორგანიზმი, რაც კვლევა-ძიებისთვის ბიოგრაფიული მეთოდის
გამოყენების არგუმენტაციას წარმოადგენდა. კონკრეტული ცხოვრების შესწავლისას პერსონოლოგებს
შეიძლება აინტერესებდეთ კონკრეტული ეპიზოდები და მომენტები, სერიალები და სერიალური
პროგრამები. ცხოვრებას მიმართულებას შინაგანი მოთხოვნილებები და ცხოვრების სქემასთან
355 VI ნაწილი: ნარატიული მიდგომა პიროვნებისადმი

ურთიერთქმედებაში მყოფი გარემოდან მომდინარე ზეწოლები აძლევენ. მოთხოვნილებების, ზეწოლებისა


და თემის თვითგანსაზღვრული პატერნები ქმნიან ერთიან თემას, რომელიც ცენტრალური
მაორგანიზებელი მოტივია პიროვნების ცხოვრების ისტორიაში.
პერსონოლოგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო რობერტ უაიტი, რომელმაც
ერთი შემთხვევის ინტენსიური შესწავლით იყო დაკავებული. უაიტის მიხედვით, მოზრდილი ადამიანის
ცხოვრებაში ზრდის ხუთი ტენდენცია შეინიშნება: ეგოს იდენტობის სტაბილიზაცია, პიროვნული
ურთიერთობების გათავისუფლება, ინტერესების გაღრმავება, ღირებულებების ჰუმანიზაცია და ზრუნვის
გაფართოვება.
შემთხვევის შესწავლა, რომელიც ჯერ კიდევ მარეიმდე გამოიყენებოდა პიროვნების შესწავლის მიზნით,
დღემდე ძალზე წინააღმდეგობრივ მიდგომას წარმოადგენს. ამ მეთოდოლოგიის კრიტიკოსები ამტკიცებენ,
რომ შემთხვევები იმთავითვე სუბიექტური, არასანდო და ძალზე მოცულობითია იმისათვის, რომ
მეცნიერული გამოყენება მოეძებნოს. შემთხვევის შესწავლის კვლევის მართებულობის შეფასებისას
აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სანდოობის, შინაგანი შეთანხმებულობის, ინტერპრეტაციული
სიმართლის, გარეგანი ვალიდობისა და მეცნიერებაში აღმოჩენასა და დასაბუთებას შორის ფუნდამენტური
განსხვავების საკითხებს. შემთხვევის შესწავლის ღირსებებისა და შეზღუდვების მართებული გააზრების
შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გამოყენება განსაკუთრებით შედეგიანია ახალი იდეების,
ჰიპოთეზებისა და თეორიული ინსაიტების მისაგნებად.
ფსიქობიოგრაფია ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემატური გამოყენებაა, რომელიც ცხოვრების
თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ისტორიად გარდაქმნისთვის გამოიყენება. ლეონარდოს ცნობილი
ფროიდისეული ანალიზიდან მოყოლებული, ფსიქობიოგრაფები, როგორც წესი, შედარებით ცნობილი
ადამიანების ცხოვრების ფართო თეორიული ინტერპრეტაციისთვის ფსიქოდინამიკურ თეორიებს
იყენებენ. ფსიქობიოგრაფიული კვლევის შედეგად მოპოვებული დიდი რაოდენობით მონაცემების
სისტემატიზაციის მიზნით ალექსანდერმა შემოგვთავაზა ცხრა სახელმძღვანელო პრინციპი, რომლითაც
შესაძლებელია ნარატიული ინტერპრეტაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის
იდენტიფიცირება. ის თვლის, რომ მონაცემები პირველობის, სიხშირის, უნიკალობის, უარყოფის,
ხაზგასმის გამოტოვების, შეცდომის, იზოლაციისა და დაუსრულებლობის მიხედვით უნდა შეფასდეს.
დევიდ ლევინსონმა და ცხოვრებისადმი სტადიური მიდგომის თეორეტიკოსებმა მოზრდილობის
ზოგადი თეორია შემოგვთავაზეს, რომელიც საშუალო ფენის შუახნის თეთრკანიანი ამერიკელი
მამაკეცების ინტენსიური ინტერვიუირებით მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ლევინსონმა მამაკაცის
ცხოვრების სტრუქტურის მოზარდობიდან შუახნის ასაკამდე ევოლუციის მოდელი შექმნა. სტრუქტურის
განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცის მიერ ცხოვრების ოცნების ფორმირება და
მენტორის გავლენა. განსაკუთრებით დრამატული პერიოდი მოზრდილის ცხოვრებაში შუახნის
ტრანზიციაა, რომელიც, როგორც წესი, ინდივიდის ცხოვრებაში ვალდებულებებისა და პრიორიტეტების
ხელახალ გააზრებას და ფორმირებას მოიაზრებს.

View publication stats

You might also like