You are on page 1of 4

რუსეთის ბასრი ძალა საქართველოში

 „ბასრი ძალის“ ზოგადი განმარტება (მოკლედ)


უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ მარტივი კლასიფიკაცია „რბილ ძალასა“
და „ხისტ ძალას“ შორის. თავისი კლასიკური გაგებით, როგორც თავად ტერმინის
გამომგონებელმა, ამერიკელმა თეორეტიკოსმა და პოლიტიკოსმა ჯოზეფ ნაიმ
განმარტა, რბილი ძალა გულისხმობს „მომხიბვლელობის ძალას“, სადაც
„პარტნიორის ყოლა აუცილებელია“, გულისხმობს თანამშრომლობას და ორმხრივ
სარგებელს. რბილი ძალის მიზანია ახალი მოკავშირეების გაჩენა და მათზე
„რბილი ზემოქმედება“, საერთო პროექტებში ჩართულობისთვის. ნაისეული
კლასიკური რბილი ძალის კარგი მაგალითია ევროკავშირი, რომელიც არ ფლობს
სამხედრო მექანიზმებს და სახელმწიფოთა ჩართულობას უზრუნველყოფს
ინსტიტუციური მმართველობით და სხვადასხვა ლეგიტიმური პროექტით. მას
შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ პრიორიტეტული გახადა საგარეო
პოლიტიკაში „რბილი ძალის“ გამოყენება, აღმოჩნდა, რომ რუსეთის „რბილი
პოლიტიკა“ სულაც არ არის „რბილი“, არამედ ის იყენებს არალეგიტიმურ
მექანიზმებს, ხოლო მიზნები დესტრუქციულია და არა „მოგება-მოგება“ (win-win
game) პროექტებზე მიმართული.
 როდის აქტიურდება ბასრი ძალა?
საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბასრი ძალის გააქტიურება ხდება
კრიზისების დროს, კერძოდ, კონფლიქტების, ეკონომიკური კრიზისების, შიდა
პოლიტიკური არასტაბილურობის, არჩევნებისა და რეფერენდუმების დროს.
მოქალაქეთა განწყობებზე თამაში და ამომრჩევლის პრეფერენციების შეცვალა
(რაც ავტომატურად ნიშნავს საარჩევნო შედეგების შეცვლასაც) რუსეთის „ბასრი
ძალის“ ერთგვარი გამოხატვაა. საარჩევნო პერიოდში „ბასრი ძალის“
გააქტიურება ქმნის გამოწვევას, რადგან დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელია
იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი მოვლენის თუ პროვოკაციის მიღმა
იკითხება ბასრი ძალის კვალი.
 ვინ არის რუსეთის „ბასრი ძალის“ იარაღი?
ესენი არიან სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანიზაციები, კვაზი-სახელმწიფო
აქტორები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია
საშუალებები (Russia Today, Sputnik), რომელთა მიზანია ფართო ადგილობრივ
აუდიტორიამდე მიღწევა პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად.
მსგავსი მოთამაშეები აგრეთვე არიან სხვადასხვა ინსტიტუტები, ფონდები ,
ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ. მაგალითად, კულტურის სფეროში მთავარი
როლი აქვთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მდებარე რუსული
კულტურის ცენტრებს. ისინი ორგანიზებას უწევენ კულტურულ ღონისძიებებს,
რომლებიც ხელოვნებას სოციო-პოლიტიკურ მესიჯებში ურევენ და რუსულ
სახელმწიფო ნარატივებს ავრცელებენ.

 როდის გააქტიურდა რუსეთის „ბასრი ძალა“ საქართველოში?


(იგულისხმება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი)

ჰიბრიდული ომი დღეს უკვე პოპულარული ტერმინია, რომელსაც რუსეთთან


მიმართებით ხშირად იყენებენ. დასავლეთის ქვეყნებისთვის ამ ტიპის
საფრთხეებთან გამკლავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
გამოწვევაა, რასაც ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტების
კრიზისიც ადასტურებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კრემლის პირველი
მსხვერპლი, ამ თვალსაზრისით საქართველო იყო, რომელიც 2008 წელს
მრავალშრიანი აგრესიის სამიზნე აღმოჩნდა.

თუ კი ამ ომს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს


წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციის გარდა, რუსეთმა არაერთი სხვა
კომპონენტი გამოიყენა - ესაა დეზინფორმაცია, შანტაჟი და შიდა
პოლიტიკური პროცესებში ჩარევაა. ამ კუთხით, განსაკუთრებით
ხაზგასასმელია პროპაგანდის როლი, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან
მიზანს, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ემსახურებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, აშშ-ს მიერ კოსოვოს
დამოუკიდებლობის აღიარებაზე პასუხსა და ნატოს აღმოსავლეთით
გაფართოების შეჩერებას ემსახურებოდა. თუმცა ცხადია ეს ომის
დაწყებისთვის საკმარისი არ გახლდათ და ოფიციალური საბაბისთვის,
ნიადაგის შექმნა გახდა საჭირო. აქედან გამომდინარე რუსული
პროპაგანდისტული მანქანა, ომის პერიოდშიც და შემდეგაც, რამდენიმე
მოსაზრების დამკვიდრებას ცდილობდა, ესენია:

ომი საქართველომ 8 აგვისტოს, მძინარე ცხინვალის დაბომბვით დაიწყო,


რის შემდეგაც რუსეთი იძულებული გახდა, რომ კონფლიქტში ჩარეულიყო.

ეთნიკური ოსების გენოციდი;

ეს გზავნილები, რუსეთმა საკუთარი სამხედრო ინტერვენციის


გასამართლებლად შეიმუშავა, რაც პარალელურად, ბუნებრივი გაგრძელება
იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული პროპაგანდისა, რომელიც
საქართველოს მთავრობას ახალ მარიონეტად, ხოლო მიხეილ სააკაშვილს
ფსიქიკური პრობლემების მქონე პრეზიდენტად წარმოაჩენდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო მხოლოდ სამხედრო-
პოლიტიკური ხასიათის, მას საინფორმაციო ომის სახეც ჰქონდა. გარდა სამხედრო
თავდასხმისა და კიბერშეტევებისა, მოსკოვმა საქართველოს პროპაგანდისტული
იარაღითაც დაარტყა. ადამიანები, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ 7
აგვისტოს თარიღის მნიშვნელობას, ზოგჯერ ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსი
ჯარისკაცები საქართველოში უკანონოდ წინა დღეებშიც იყვნენ შემოსული.
სავარაუდოდ, ეს მართლა ასეა. თუმცა, არის ფაქტორები, რის გამოც ეს წინა
დღეები არ არის გამორჩეული, ხოლო 7 აგვისტო - არის. საქმე ისაა, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ 7 აგვისტოს მიიღო დადასტურებული
ცნობები შემოჭრილი რუსული ჯარის შესახებ, რის პასუხადაც დაიწყო ქართული
სამხედრო ოპერაცია.
კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ზოგჯერ გაისმის: საქართველოს ნებისმიერ
შემთხვევაში ჰქონდა საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების უფლება. ეს
მართლაც ასეა, თუმცა იმას, რისი უფლებაც თეორიულად ჰქონდა საქართველოს,
არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ისტორიულ ფაქტებთან, რასაც ადგილი
ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში. ეს ფაქტები კი ისაა, რომ თბილისმა სამხედრო
ოპერაცია მხოლოდ მას მერე დაიწყო, რაც 7 აგვისტოს განმავლობაში
არაერთხელ მიიღო ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული
ჯარის შესახებ.
ომიდან მოყოლებული დღემდე რუსეთი 8 აგვისტოს გააზრებულად და
თანმიმდევრულად ომის დაწყების დღედ ასაღებს. ის მუდამ ავრცელებს ნარატივს ,
თითქოს რუსული სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო
ქართული ოპერაციის დაწყების შემდეგ და არა მანამდე, როგორც სინამდვილეში
მოხდა. მთელი რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და დიპლომატიური
ძალისხმევა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ამ ტყუილზეა აგებული. ნამდვილი
ისტორიული თარიღი - 7 აგვისტო - ამსხვრევს მთელ ამ კონსტრუქციას, რომელიც
რუსეთმა აგრესიის მსხვერპლ საქართველოს ომში დასადანაშაულებლად ააგო .
რუსული ინტერვენციის გასამართლებლად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად
გამოყენებადი გზავნილი, ქართველების მიერ ოსების გენოციდის იყო. ეს საჭირო
იყო როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე რუსეთის სასარგებლო
საერთაშორისო სურათის შესაქმნელად. კონფლიქტის საწყის დღეებში, რუსული
ტელევიზიები ამბობდნენ, რომ ქართველმა სამხედროებმა ცხინვალში 2 000
მშვიდობიანი ოსი მოკლეს. RT ომის დღეებში ეთერში წარწერა "გენოციდით"
გადიოდა. ტელევიზიის მიერ მომზადებულ ყველა სიუჟეტსა და თუ ჩართვას,
ფონად სწორედ ეს სულისკვეთება უძღვოდა.
მოგვიანებით, გარდაცვლილთა რიცხვი ოსურმა მხარემ 1300-მდე შეამცირა,
თუმცა ცხადია, რომ, ეს მაჩვენებელიც არარეალური იყო. საბოლოოდ, 20
აგვისტოს, რუსული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ
ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს, 134 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 „ბასრი ძალა“: მიზნები, აქტორები, ქომაგები


რუსეთის ბასრი ძალის მიზნებში უნდა გამოვყოთ მუდმივი მიზნები
(გლობალური მასშტაბით - დემოკრატიული სისტემების დისკრედიტაცია,
რეგიონის მასშტაბით - სტაბილურობისა და განვითარებისთვის ხელის
შეშლა, პოლიტიკურ სპექტრში მისთვის სასურველი პოლიტიკური ელიტების
დაწინაურება, რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრციდან თავის
დაღწევის შეუძლებლობა) და ცვალებადი ტაქტიკური მიზნები, რომლებიც
განისაზღვრება ამა თუ იმ საზოგადოებაში კონტექსტის და სამიზნე ჯგუფების
შესწავლის საფუძველზე. ცვალებადია ასევე განხორციელების მექანიზმები
და განმახორციელებელი ჯგუფები თუ ინდივიდები.
რუსული გავლენის საბოლოო მიზნები, ლიბერალური დემოკრატიების შესუსტების
ჩათვლით, რამდენიმე სახისაა:

 ხალხთა შორის უნდობლობის დონის ამაღლება


 დემოკრატიული და არადემოკრატიული საზოგადოებრივი წყობის ფორმებს
შორის განსხვავებების შემცირება
 ფაქტებსა და ფიქციებს, სიმართლესა და სიცრუეს, სანდო ცოდნასა და
„ალტერნატიულ ინტერპრეტაციებს“ შორის განსხვავებების წაშლა
 ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც ინფორმაციის მიმღებ ინდივიდს არ
შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის ნაკადში გარკვევა და კითხვებზე
პასუხს პროფესიონალურ, მეცნიერულ ცოდნაში ეძებს

 რუსეთის „ბასრი ძალის“ მექანიზმები


რუსული „ბასრი ძალის“ სისტემა იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში ცდილობს
წარმატების მიღწევას, რაც მიმართულია, შეამციროს მოსახლების მხარდაჭერა
უნივერსალური ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის ნორმებისა და
პრინციპების, ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებისა და დემოკრატიული
ინსტიტუტების მიმართ. შედეგად, კრემლი ადვოკატირებას უწევს „ტრადიციულ
ღირებულებებს“, „რელიგიურ სპირიტუალიზმს“, ეთნო-ნაციონალიზმის
პრინციპებს, სლავურ სოლიდარობასა და კოლექტივისტურ ეთიკას, რომელმაც
ინდივიდუალური, „მულტიკულტურული“, დასავლური მიდგომა უნდა ჩაანაცვლოს.

You might also like