You are on page 1of 5

2014 წელს, ყირიმში, განვითარებული მოვნელები მნიშვნელოვან ინფორამციის

წყაროს წარმოადგენს ახალი სახის ომების კვლევის თვალსაზრისით. სტრატეგიები თუ


მეთოდები, რომლებიც გამოყენებულ იქნა მოცემული კრიზისის ფარგლებში, საკმაოდ
კომპლექსურია და წარმოადგენს კონვენციური და არა კონვენციური ომის ელემენტების,
წინააღმდეგობრივი და პარტიზანული მოძრაობების, ბასრი ძალისა და თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენების კომბინირებულ ვერსიას, რომელმაც მეტწილად შეცვალა
დასავლური ქვეყნების ცოდნა ახალი სახის ომებზე და ბიძგი მისცა შეხედულებების
გადაფასებას ჰიბრიდულ საფრხთხეებთან დაკავშირებით. მოცემული კრიზისის დროს
დემონსტრირებული რუსული სტრატეგია, ჩენჩნეთსა და საქართველოში წარმოებული ომის
გამოცდილებისა და დასავლურ ძალებზე დაკვირვების შედეგს წარმოადგენდა. ნათლად
გამოჩნდა, რომ რუსული ხედვის თანახმად მთავარ ბრძოლის ველს ტერიტორიულ საზღვრებ
კი არა, ადამიანთა გონება და აზრები წარმოადგენს.

ყირიმის ანექსიას, წინ მნიშვნელოვანი პოლტიკური პროცესები უძღოდა.


ნახევარკუნძული 1954 წელს, დე-სტალინიზაციის პერიოდში გადაეცა უკრაინის სსრ-ს, რაც
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-
ერთ მტკივნეულ თემას წარმოადგენდა. შეთანხმების მიღწვეა მოხერხდა 1997 წელს, როდესაც
მხარეებს შორის გაფორმდა ორი ხელშეკურილება, რომლთა ძალითაც - გადაწყვეტილ იქნა
შავი ზღვის ფლოტის განაწილების საკითხი (რუსეთი 82%, უკრიანა 18%), ხოლო
სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის განკარგვის უფლება გადაეცა რუსეთს 20 წლის
ვადით. ამასთანავე მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკურლების თანახმად,
რუსეთმა სცნო უკრაინის ტერიტოირული საზღვრები, 1997 წლის 31 მაისის მონაცემების
საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ყირიმი უკრაინის ფარგლებში ავტონომიურობას
ინარჩუნებდა.

ნარინჯისფერი რევოლუცია, რასაც უკრაინული საგარეო ვექტორის მკვეთრად პრო-


დასავლურობისკენ გადახრა მო ჰყვა, საკმაოდ მტკივნეულად აღიქმებოდა მოსკოვში, სადაც
2000-იანი წლებების დასაწყისიდან, ვითრადებოდა განახლებული რუსული საგარეო
გეოპოლიტიკური ხედვა, რომელშიც ახლო საზღვარგარეთის ქვეყნები კრემლის გავლენის
სფეროდ განიხილებოდა. 2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდგომ, იყო
მცდელობა რუსულ-უკრაინული თანამშრომლობის განახლების, რაც ნათლად გამოიხატა
საქართველოს უნივერსიტეტი

იმაშიც, რომ უკრაინა ერთ-ერთი დაინტერესებულ მხარედ იქნა წარმოჩენილი რუსეთის მიერ
ინიცირებულ პროსექტებში, მაგალითისთვის როგორიცაა საბაჟო კავშირი. ამასთანავე
იანუკოვიჩის მმართველობის დასაწყისშივე, გახანგრძლივდა რუსული შავი ზღვის ფლოტის
სევასტოპოლში დისლოცირების ვადა 2042 წლამდე.

2013 წელს ვილნიუსის სამიტზე, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების


ხელშეკრულებაზე ურაის თქმას სერიოზული პროსტესტი მოჰყვა მოქალაქეთა მხრიდან, რაც
ცნობილ ევრომაიდანის მოვლენებში გადაიზარდა. ამ პერიოდის განმალვობაში კრემლი
მტკიცე მხარდაჭერას უცხადებდა იანუკოვიჩის ადმინისტრაციას, რაც ოფიციალური
განცხადებების გარდა, ითვალისწინებდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროექტებს,
როგორიცაა მაგალითისთვის -15 მილირადიანი სესხი ან თითქმის მესამედით შემცირებული
ენრგო რესურსების ღირებულება. ირანუკოვიჩის კომპრომისი ოპოზიციასთან, რის
შემდგომაც მან დატოვა ქვეყანა წარმოადგენდა მოვლენას, რის შემდგომაც რუსეთმა ყირიმის
ოკუპაცია მოახდინა, რადგან კრემლში მიიიჩნიეს, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან
ვერ შეძლებდნენ იგივე ურთიერთობის შენარჩუნებას, რაც იანუკოვიჩის ადმინისტრაციასთან
ქონდათ.

მოცემული კრიზისის დროს რუსეთი აქტიურად იყენებდა კონვენცურ სამხედრო


ძალებს. 2014 წლის 26 თებერვლიდან, ურკაინის აღმოსავლეთ საზღვის მიმდებარედ
ინიცირებულ იქნა სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობა 150 000-მდე რუსი
სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები გაგრძლედა მარტის თვეშიც და მასში ჩართული იყო
როგორც სახმელეთო ასევე საარო და საზღვაო ძალები. მოცემული წვრთენბი ძალის ნათელ
დემონსტრირებას წარმოადვენდა და დიდ წილად სწორედ აქეთ იყო მიმართული
დასავლეთის ყურადღების მნიშნელოვანი ნაწილი. კონვენციური ძალები მოქმედებდნენ
უშუალოდ ყირიმშიც. ამ შემთხვევაში მათი გამოყენება ძირითადად უკრაინული
ხომალდების, ბაზებისა და აეროპორტების ბლოკიერება/კონტროლისთვის ხდებოდა.
ამასთანავე 25 თებერვალს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი რუსული შავი
ზღვის ფლოტი, ხოლო რუსული სამხედრო ქვედანაყფოები ქალაქ იალტაში შევიდნენ.
კონვენციური ძალის გამოყენებაზე მიუთითებს, 1 მარტს რუსეთის უმაღლესი საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება, მიზანშეწონილად ეცნო და დაეკმაყოფილებინა პუტინის

ცოტნე ჯიქია 2
საქართველოს უნივერსიტეტი

თხოვნა, სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ უკრაინაში, სოციო-პოლიტიკური სიტუაციის


ნორმალიზებამდე.

კონვენციური ძალიების გამოყენების პარალელურად, ყირიმში რუსული აქტივობა


დიდ წილად არა რეგულარულ და პარამილიტარისტულ დაჯგუფებებს ემყარეობდა. ჯერ
კიდევ კონფლიქტის ესკალაციამდე, რუსულ ენოვანი მოსახლეობის ბაზაზე დაიწყო მუშაობა
წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებაზე. ეგრეთ წოდებული თავდაცვითი რაზმები -
შეიარაღებული პირები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, პატრულირებდნენ ქუჩებსა
და ქმნიდნენ ბლოკ-პოსტებს. თებერვლის შუა რიცხვებში მთავარი სადაზვერვო სამსახურის
(GRU) სპეციალური ოპერაციების ძალები გაგზავნილ იქნა ყირიმში, რუსეთისთვის
სტრატეგიულად მნიშვნელპვანი ობიექტების დაცვის მიზნით. 27 თებერვალს, მსგავსი პრო-
რუსული არა რეგულარული ძალების ჩარევის პარალელურად, არჩეულ იქნა ყირიმის ახალ
მეთაური. ამასთანავე მნიშნელოვანი როლი ითამაშეს, რუსულ სპეციალურ ოპერაციების
ძალებმა, რომელთა შენიღბვა ხდებოდა ადგილობრივი წინააღმდეგობრივი მოძრაობის
მებრძოლების საფარქვეშ და აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა აქტობებში.
( მაგალითისთვის სამთავრობო შენობების ბლოკირება ან შტურმი, რაც რუსული დროშების
აღმართით მთავრდებოდა) ამასთანავე პარამილიარტისტული დაჯგუფებებისა და
წინააღმდეგობრივი მოძრაობების მიერ ყირიმზე კონტროლის დაკავების შემდგომ, მოხდა
რუსული სწრაფი რეაგირები ძალების ( საზღვაო ქვეითები, სააერო დესანტი და სპეციალური
ოპერაციების ძალები) გადასროლა ნახევარკუნძულე.

მოვლენათა განივითარების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობდა ყირიმში


მცხოვრები, პრო-დასავლური ან რუსული ოკუპაციის მოწინააღმდეგე პოზიციების
წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პოლიტიკა. მაგაალითისთვის, ადგილობრივი
მუსლიმების მიერ ორგაანიზებული გამოსვლები, ძირითადად სიმფეროპოლსა და
სევასტოპოლში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან შეერთებას, ეგრეთ წოდებული
წინააღმდეგობრივი მოძრაობის ზეწოლის შედეგად განეიტრალეულ იქნა (ძირითადად
ძალადობრივი მეთდებოთ). 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდგომ,
ყირიმის ტერიტორიაზე განთავსებული, ბლოკირებული უკრაინელი ძალოვნების
მიმართულებით დაიწყო შტურმი, რომელშიც მონაწილეობდა როგორც სამოქალაო ასევე

ცოტნე ჯიქია 3
საქართველოს უნივერსიტეტი

წინააღმდეგორივი მოძრაობის ძალები. ხოლო 21 მარტის შემდგომ როდესაც პუტინმა ხელი


მოაწერა დოკუმენტს ყირიმის ანექსიის შესახებ, კიევის მითითებით ძალოვნებმა
ეტაპობრივად დატოვეს ნახევარკუნძული.

საოკუპაციო სტრატეგიაში მნიშვნელოვან განზომილბას წარმოადგენდა კიბერ სივრცე.


2008 წელს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მსგავსად, სამიზნეს
წარმოადგენდა, როგორც უშუალოდ ადგიობრივ კომუნიკაცისა და მედია საშაულებები, ასევე
დასავლური ქვეყნები თუ ორგანიცაზციებზე. ამასთანავე სოციალური მედია აქტიურად იქნა
გამოყენებული პროპაგანდისტული ნარატივიც პოპულარიზაციისთვის.

უნდა აღინიშონს, რომ რუსეთი დიდი ხნის განლავლობაში ამზადებდა ნიადაგს


ყირიმში განვითარებული მოვლენებისთვის. ისვევე როგორც საქართვეოს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ასევე ყირიმშიც აქტიურად მიმდინარეობდა რუსული მოქალაქეობისა და
პასპორტების დარიგების პროცესი, რაც საბოლოო ჯამში რუსული არგუმენტის გამყარებას
ემსახურებოდა იმის შესახებ რომ, კრემლი ვალდებულია დაიცვან საკუთარი მოქლალაქეები.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ადგილობრივ დონეზე, პრო-რუსულმა არასამთავრობო და
სამოქალაქო სექტრის წარმომადგენლებმა, რომლებიც პერმანენტულად მართავდნენ აქციებს,
მათ შორის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდაჭერის მიზნითაც. აღნიშნული ძალები აქტიურად
იყვნენ ჩართული 2014 წლის, 16 მარტის რეფერენდუმის ორგანიზებაში, რომლის შედეგების
საფუძველზეც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა დადგინდა. დასავლური ქვყენბის
მიერ, გაეროში ინიცირებული რეზოლუცია ამ რეფერენდუმის არა კანონიერად ცნობის
შესახებ, რუსული ვეტოს სამიზნედ იქცა. ასევე ინტერვენციის ლეგიტიმურობას ისახავდა
მიზნად ცნობა იმის შესახებ, რომ უკარინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შენაერთები
მოქმედებდნენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის თხოვნის საფუძველზე (რომელიც ამ პერიოდში
უკვე აღარ იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას) 4 მარტს გაეროში რუსეთის
წარმომადგენლის მიერ, წარადგენილ იქნა მოცემული წერილის ქსეროასლი.

მოცემულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ ნათელჰყო, რომ თანამედროვე რუსეთი


იზიარებს კლაუზევიცისეულ მიდგომას იმის შესახებს, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებას
წარმოადგენს. ამასთანავე საყურადღებოა ისიც, რომ ყირიმში განვითარებული მოვლენების
დროს მინიმუმამდე იყო დაყვანილი ამოცანის მიღწევისთვის აუცილებელი დანაკარგი (ან

ცოტნე ჯიქია 4
საქართველოს უნივერსიტეტი

ხარჯი), რაც თავის მხრივ განპირობებული იყო არა ტრადიციული მეთოდების გამოყენებით.
დემონსტრირებულ იქნა კონვენციური ძალების გამოყენების ახლებური ტაქტიკა - უკრაინის
აღმოსავლეთ საზღვარზე მიმდინარე მასშტაბურმა სამხედრო წვრთნებმა მნიშვნელოვანი
როლი ითამაშა უკრაინის დაშინების თვალსაზრსით და მნიშნელოვნად დაასუსტა
დასავლური ძალების ჩართულობა კონფლიქტში. საყურადღებოა პროპაგანდის როლი,
როგორც ყირიმსა და უკრაინაში ასევე რუსეთშიც. სტრატეგიაში მნიშვნელოვანი პუნქტს
წარმოადგენდა, ახალი სახის ომებისთივს დამახასიათებელ - ბრძოლას ადამიანის გულებისა
და აზრებისთვის. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ოპერაციების დროს ზღვარი კონვენცირურ
ძალებსა (მაგალითად სპეც-დანიშნულების რაზმებსა/little green men) და
პარამილიტარისტულ, ადგილობრივ წინააღმდეგობრივ მოძრაობებს შორის
გაფერმკრთალებული იყო. რუსულ ოპერაციებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქონდა
სამოქალაქო პირთა მიერ, რამაც გაამარტივა დასახული ამოცანების შესრულება.
გამოყენებული მეთოდების საფუძველზე, შეხედულება იმის შესახებ, რომ ახალი სახის
ომებში, ერთ-ერთი მხარედ მაინც არა-სახელმწიფოებრივი აქტორი იქნება წარმოდგენილი
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ცოტნე ჯიქია 5

You might also like