You are on page 1of 6

პროპაგანდა რუსეთში ომის შემდეგ

2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მასშტაბური


საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც არის უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლება და
შესაძლო საპროტესტო განწყობების ნეიტრალიზაცია. რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების
დონის გაუარესების ფონზე ხელისუფლების ლეგიტიმურობის მხარდაჭერასთან ერთად
პროპაგანდა მეთოდურად ამცირებდა თავად ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას
კონფლიქტის ორივე მხარისთვის.

ერთი მხრივ, პროპაგანდა აგრძელებს გაამართლოს „მტრის“ მხარეს მშვიდობიანი


მოსახლეობის დაღუპვა, მეორე მხრივ კი ხსნის დანაკარგების გარდაუვალობას რუსეთის
არმიაში. რუსულმა საინფორმაციო კამპანიამ შექმნა სამყაროს გამარტივებული სურათი,
რომელიც უნდა დაეხმაროს რუსეთის მოქალაქეებს პასუხების პოვნაში ნებისმიერ რთულ
შეკითხვაზე. მკვლევართა აზრით, მოთხოვნა ასეთ გამარტივებაზე იზრდება კრიზისულ
ვითარებაში, როდესაც პროპაგანდა იქცევა მასობრივი საინფორმაციო თერაპიის
ინსტრუმენტად.

თუმცა თებერვლის აგრესიის დაწყებისთანავე რუსულ პროპაგანდას ჰქონდა საკუთარი


„აქილევსის ქუსლი“: ომის გაშუქებამ რუსულ მედიაში შექმნა სწრაფი გამარჯვების
მოლოდინი. რაც უფრო იწელებოდა საომარი მოქმედებები, მით უფრო რთული იყო
„გამარჯვების სახეხატის“ კონსტრუირება. მითუმეტეს, რომ უკრაინული მხარის წარმატებები
დაკავშირებული იყო მაღალი სიმბოლური მნიშვნელობის მიზნების დაზიანებასთან,
როგორიცაა კრეისერი „მასკვა“ ან ყირიმის ხიდი. გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობა
პოტენციურად გამოიწვევდა ფრუსტრაციის და ნეგატიური ემოციების ზრდას. კონტროლის
დაკარგვას ამ ემოციებზე შესაძლოა გამოეწვია მათი მიმართვა არა მხოლოდ საგარეო
ობიექტებზე, არამედ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სისტემაზე.

გამარჯვების სახეხატის და მისი მიღწევის ნათელი გზის არარსებობა ასევე პოტენციურად


არღვევდა ონტოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლებს, რომელიც პრინციპულად
მნიშვნელოვანია აგრესორის შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად. იმის
ასახსნელად, თუ რატომ ვერ მოიპოვა რუსულმა არმიამ გამარჯვება სწრაფად და მარტივად,
პროპაგანდისტებს მოუწიათ არა მხოლოდ მტრის სახეხატის გადახედვა, არამედ
კონფლიქტის ნარატივების პერეფორმატირებაც. ახლა უკვე საუბარი ეხებოდა არა ომს
უკრაინასთან, არამედ ეგზისტენციალურ ბრძოლას „კოლექტიურ დასავლეთთან“.

თუმცა ეს ნარატორული ადაპტაციაც არასაკმარისი აღმოჩნდა - განსაკუთრებით უკრაინული


კონტრშეტევის სტრატეგიული წარმატების შემდეგ ხარკოვსა და ხერსონში. დისონანსის
დონემ კრიზისის რეალურ მასშტაბსა და სურათს შორის, რომელსაც პროპაგანდა ხატავდა
რუსული აუდიტორიისთვის, მიაღწია წერტილს, სადაც პოლიტიკური ამოცანების
გადაწყვეტა შეუძლებელი იყო ადრე გამოყენებული საინფორმაციო მეთოდებით. ამ
მოვლენებმა გამოიწვია პროპაგანდის, როგორც კომუნიკაციის ჟანრის კრიზისი. პირველად
ომის დაწყების შემდეგ კრემლის კომუნიკატორებს მოუწიათ პროპაგანდისტული
მეთოდოლოგიის საზღვრებს მიღმა გასვლა და კრიზისული კომუნიკაციის მეთოდების
გამოყენება.

პროპაგანდიდან კრიზისულ კომუნიკაციამდე

პროპაგანდა და კრიზისული კომუნიკაცია საინფორმაციო გავლენის გზით სიმბოლური


რეალობის კონსტრუირების ორი პრინციპულად განსხვავებული ჟანრია. პროპაგანდა არის
ინფორმაციული მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის სამართავად და მიზნად ისახავს
სამიზნე აუდიტორიის მხრიდან სასურველი ქცევითი მოდელის მიღწევას. კრიზისული
კომუნიკაცია წარმოადგენს რეაქციას მოულოდნელ ნეგატიურ მოვლენაზე, რომელმაც
შეიძლება მოიტანოს რეპუტაციული ზიანი მათთვის, ვისაც კრიზისში დამნაშავედ მიიჩნევენ.
კრიზისული კომუნიკაციის არსი დადის ამა თუ იმ ფიგურის ან ჯგუფის კრიტიკისგან
დაცვამდე. ამის მიღწევა კი ხდება კრიზისში დამნაშავეთა გამოვლენის კონსტრუირებით.
ავტორიტარულ გარემოში კრიზისული კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა
კრიზისისგან ლიდერის დისტანცირებაა.

თუ პროპაგანდა შესაძლოა კავშირში იყოს ამოცანების ფართო სპექტრთან და მიზნად


ისახავდეს პროპაგანდისტის ინიცირებული ამა თუ იმ ქმედების მხარდაჭერის შექმნას,
კრიზისული კომუნიკაციის შემთხვევაში პროპაგანდისტი თავს იცავს. კრიზისული
კომუნიკაცია ხშირად დადის ორ ურთიერთდაკავშირებულ შეკითხვამდე: „ვინ არის
დამნაშავე?“ და „რა გავაკეთოთ?“. პასუხი მეორე შეკითხვაზე ხშირ შემთხვევაში
დამოკიდებულია პირველ შეკითხვაზე პასუხზე. სწორედ ამიტომაც დამნაშავეთა სპექტრის
განსაზღვრა არის საკვანძო ამოცანა კრიზისული კომუნიკაციისთვის. შეკითხვის „ვინ არის
დამნაშავე?“ თავიდან აცილება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კრიზისული კომუნიკატორი
უარყოფს თავად კრიზისის არსებობის ფაქტს. მაგრამ უარყოფის სტრატეგია სახიფათოა, თუ
კრიზისის მასშტაბები და საინფორმაციო გარემო, სადაც კრიზისი მოხდა, არ იძლევა
საინფორმაციო ნაკადების ეფექტური მართვის წყალობით მისი დამალვის საშუალებას. ამ
შემთხვევაში „უარმყოფელი“ რისკავს გახდეს პირველი კანდიდატი კრიზისში დამნაშავის
პოზიციაზე.

კრიზისის დადგომამდე პროპაგანდა პოლიტიკურ მიზნებს აღწევს სამიზნე აუდიტორიაზე


ზემოქმედების საშუალებით. კრიზისის შემთხვევაში წინამორბედი პროპაგანდისტული
კამპანია დამამძიმებელ ფაქტორად იქცევა. მოვლენის მოულოდნელობის და ნეგატიურობის
დონე იზრდება, რადგან მანამდე პროპაგანდა მეთოდურად ქმნიდა მცდარ მოლოდინებს ამა
თუ იმ მოვლენის შესახებ. პროპაგანდა, როგორც საგარეო ობიექტზე აგრესიის მართვის
ინსტრუმენტი აღწევს საკუთარ მიზნებს ემოციური ზეწოლის გაზრდის საშუალებით. თუმცა
კრიზისულ მომენტში პროპაგანდისტმა შესაძლოა დაკარგოს კონტროლი ემოციების
მართვაზე და არ ჰქონდეს საშუალება შეამციროს ემოციური ეფექტის მასშტაბი. შედეგად
კრიზისი იწვევს აგრესიის ნაკადის შებრუნებას საგარეო ობიექტიდან საშინაოზე, რომელიც
ამ შემთხვევაში ითვლება დამნაშავედ. სწორედ ამიტომაც უკანდახევისას ხარკოვის მხარიდან
და ხერსონიდან რუსულ სახელისუფლებო მედიაში დაიბადა ახალი ჟანრი, რომელიც
ცდილობდა მოეძებნა კომპრომისი პროპაგანდისტულ ამოცანებსა და კრიზისთან
დაკავშირებული პოლიტიკური რისკების მინიმიზებას შორის. სწორედ ეს არის კრიზისული
პროპაგანდა.

კრიზისული პროპაგანდის მოქმედება: იზუიმიდან ხერსონამდე

პირველ სახიფათო ნიშნად რუსული პროპაგანდისთვის იქცა „რუსული ჯარების მხრიდან


იზიუმიდან გადაჯგუფება“. კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ ე.წ. სამხედრო
კორესპოდენტები და პროსახელისუფლებო ტელეგრამ-არხები, რომლებიც სამხედრო
თემატიკას აშუქებენ. ორივე ეს ჯგუფი ადრე ლოიალური იყო ხელისუფლებისა და სამხედრო
ხელმძღვანელობის მიმართ. თუმცა უკანდახევის ფონზე მათი ტონი შეიცვალა. გამოჩნდა
მკვეთრი კრიტიკა, მათ შორის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნების და ქვეყნის
პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. პოლიტიკური ელიტის ნაწილმა სცადა სიტუაცია
თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ზოგიერთი გენერლის კრიტიკა ამ პერიოდში დაიწყო
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმაც.

პროპაგანდისტული ნარატივების აზრობრივი რესურსი უკვე საკმარისი არ იყო ფრონტიდან


წამოსული სიახლეების ინტერპრეტირებისთვის. ამიტომაც, გავიდა რა პროპაგანდის მიღმა,
კრიზისის გაშუქების ყველაზე მარტივ გზად იქცა დამნაშავეების მოძებნა. კრემლმა
სავარაუდოდ ვერ მოასწრო ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება მომხდარის
ასახსნელად და ყველაზე მარტივ გამოსავლად სიტუაციის კონტროლის ქვეშ ასაყვანად
მიიჩნია მუქარა და რეპრესიები. პროკურატურამ გამოაცხადა ზოგიერთი სამხედრო
ტელეგრამ-არხის და სამხედრო კორესპოდენტების საქმიანობის გამოძიების დაწყების
შესახებ და ამით მიანიშნა, რომ მათი კრიტიკული გაშუქება ხარკოვიდან უკანდახევის
შესაძლოა ინტერპრეტირებული იყოს ფეიკების გავრცელებად და რუსული არმიის
დისკრედიტაციის მცდელობად.

რეპრესიების, როგორც კრიზისის მართვის ინსტრუმენტის ეფექტურობა შეზღუდულია,


განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისი იწელება. ხერსონიდან უკანდახევის მზარდი
ალბათობა ნათელს ხდიდა, რომ რეპრესიული ნაბიჯები საკმარისი არ იქნებოდა კრიტიკის
გასაკონტროლებლად მორიგი სამხედრო დამარცხების შემდეგ. ორ უკანდახევას შორის
რამდენიმე კვირა რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა ახალი საინფორმაციო სტრატეგიის
მოსამზადებლად - გადაერთო პროპაგანდიდან კრიზისულ კომუნიკაციაზე.

მოვლენების მასშტაბი, რომელიც ხერსონიდან უკანდახევას უკავშირდებოდა, არ იძლეოდა


კრიზისის უარყოფის შესაძლებლობას. რუსულ არხებზე ლეიტმოტივად იქცა არგუმენტი
„გარკვეული შეცდომები დაშვებულ იქნა“. პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელების
შემთხვევაში ადგილი ექნებოდა მომხდარი მოვლენის მნიშვნელობის შემცირებას და
აქცენტის გაკეთებას საბრძოლო მოქმედების სხვა წერტილებში წარმატებებზე.
სტრატეგიული კომუნიკაციის ლოგიკის თანახმად უკანდახევა რაციონალური ფაქტორებით
უნდა აეხსნათ - მაგალითად სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების სურვილით. ამ
შემთხვევაში ხერსონიდან უკანდახევა წარმოჩინდებოდა „ერთადერთ სწორ გამოსავლად
შექმნილ ვითარებაში“. თუმცა ამ სტრატეგიების ერთიანობამ ვერ მოახერხა დამნაშავეების
მოძებნაზე მოთხოვნის ნეიტრალიზება.

შედეგად კრიზისული კომუნიკაცია გამოვიდა წინა ადგილზე და გახდა მთავარი


უკანდახევის გაშუქების დროს, მათ შორის რუსულ ტელევიზიაში ცენტრალურ
პროპაგანდისტულ შოუებზე.

კრიზისული კომუნიკაციის ამოცანები ხერსონის ირგვლივ მიმდინარე ოპერაციის გარშემო


შესაძლოა გაიყოს ორ ნაწილად. ერთი მხრივ, ეს არის შეცდომების გამოვლენა, რომელმაც
უკანდახევა გამოიწვია. მეორე მხრივ იმ ადამიანების დადგენა, ვინც პასუხისმგებელია
შეცდომებზე. რუსეთის შემთხვევაში კრიზისული კომუნიკაციის უპირველეს ამოცანად იქცა
ლიდერების დაცვა კრიტიკისგან შესაძლო დამნაშავეების სპექტრის გამოვლენის მართვით.
ფორმულა „პრეზიდენტი პასუხისმგებლობაზე მაღლაა“ მრავალი წელი რჩება რუსული
პოლიტიკური კომუნიკაციის ქვაკუთხედად.

პირველი პირის გარდა, კრიზისული კომუნიკაციის მიზანი იყო კრიტიკისგან სამხედრო


ხელმძღვანელობის დაცვაც. განსაკუთრებულ ადგილს მათ შორის იკავებდა გენერალი
სუროვიკინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო რუსული ჯარების ხერსონიდან გამოყვანაზე.
იგი იყო რეპუტაციული რისკის განსაკუთრებულ ზონაში, რადგან სწორედ მას დაევალა
უკანდახევის გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობა. თუმცა უკანდახევის
პოზიციონირება, როგორც იძულებითი და სწორი გადაწყვეტილების მოითხოვდა, რომ
გენერლის ავტორიტეტი არ შელახულიყო. ამიტომაც პროპაგანდისტულ შოუებში მუდმივად
საუბრობდნენ, რომ სუროვიკინის დადანაშაულება არ შეიძლება, რომ ის არა პრობლემის
ნაწილი, არამედ სხვების მიერ შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის ინსტრუმენტია. მას
„გენერალ-სასწრაფო დახმარებასაც“ კი უწოდებდნენ.

რუსული პროპაგანდისტული შოუების ანალიზიდან იკვეთება დამნაშავეთა სამი ჯგუფი.


პირველი ჯგუფია ადამიანები, რომლებიც წარსულში დარჩნენ და რომელთა
დადანაშაულებაც ყველაზე მარტივია. სპიკერებისგან ხშირად ჟღერდა არგუმენტი
„დამნაშავეა ისინი, ვინც არმია 1990-იან წლებში დაასუსტა“. ამ კონტექსტში ბრალდება
დაკავშირებულია სამხედრო მრეწველობის დასუსტებასა და საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლასთან. ამასთან ეს ეხებოდა არა მხოლოდ 1990-იანი წლების ელცინის პერიოდს,
არამედ პუტინის პირველ ორ საპრეზიდენტო ვადასაც, როდესაც ეკონომიკას „ლიბერალები“
მართავდნენ. ამ კონტექსტში კრიზისის გადაწყვეტის გამოსავლად შემოთავაზებული იყო
ეკონომიკის მილიტარიზაცია და რესურსების გადანაწილება სამხედრო მრეწველობის და
არმიის სასარგებლოდ.

თუმცა წარსულში დამნაშავეების მოძებნა არ დააკმაყოფილებდა აუდიტორიას. მთავარ


კანდიდატად აწმყო დროში იქცა „კადრები ადგილზე“, რომლებიც უპასუხისმგებლოდ
ასრულებდნენ მათ წინაშე დაკისრებულ ამოცანებს და რაც მთავარია, შეცდომაში შეჰყავდათ
ზემდგომი ხელმძღვანელები. ამ არგუმენტის თანახმად, სწორედ ტყუილი იწვევდა არასწორ
გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდეგ სრულდებოდა ქალაქების დაკარგვით. მარგარიტა
სიმონიანი ამ პერიოდში ითხოვდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხელმძღვანელობას ატყუებენ.

მსგავსი რიტორიკა მკაფიოდ განსაზღვრავს დანაშულის სპექტრს და უზრუნველყოფს იმასაც,


რომ ხელისუფლება ამ სპექტრის მიღმა რჩება ფორმულის „პრეზიდენტი
პასუხისმგებლობაზე მაღლა“ თანახმად. ხელმძღვანელობა კრემლში აქ წარმოჩენილია
მსხვერპლად. ეს არგუმენტი ქმნის სოლიდარობასაც ძალაუფლებას და სამიზნე აუდიტორიას
შორის. ორივე მოტყუებული აღმოჩნდა „ადგილზე მოქმედი კადრების“ მხრიდან.

დამნაშავეთა მესამე ჯგუფია ადამიანები, რომლებიც „პანიკას თესავენ“. პროპაგანდისტები ამ


ფონზე ითხოვდნენ სამხედრო ცენზურის შემოღებას. შესაბამისად, კრიზისული
კომუნიკაციის სტრატეგია არა მხოლოდ მიუთითებს დამნაშავეებზე, არამედ მკაფიოდ
განსაზღვრავს ლეგიტიმური კრიტიკის ჩარჩოებს შესაძლო შეცდომების აღიარების მხრივ.
ისინი, ვინც არ ეთანხმებიან დანაშაულის ატრიბუციის ოფიციალურ ვერსიას, ავტომატურად
იქცევიან დამნაშავეთა კიდევ ერთ კატეგორიად, რომელთა წინააღმდეგაც ასევე უნდა
გამოიყენონ რეპრესიები.

დამატებით საინტერესოა ისტორიული პარალელების გამოყენება კრიზისულ


კომუნიკაციაში. მაგალითად, ხერსონიდან უკანდახევას პროპაგანდისტები ადარებდნენ
სიტუაციას საბჭოთა არმიაში 1942 წელს. ისტორიული შედარებების ავტორები მიდიოდნენ
დასკვნებამდე, რომ მხოლოდ „სტალინის მკაცრმა გადაწყვეტილებებმა 1942 წელს შეცვალა
ომის მიმდინარეობა“. შესაბამისად, ამ პარალელს ერთი მხრივ გაჰყავს პირველი პირი
პასუხისმგებლობის ზონიდან, ხოლო მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ კრიზისიდან
გამოსავალი არის ლიდერის „რკინის ხელი“.

პარალელურად კრიზისული კომუნიკაცია ცდილობს კონტროლის ქვეშ აიყვანოს


ფრუსტრაცია, რომელიც კავშირშია კრიზისთან და მიმართოს საპროტესტო აგრესია
ობიექტებზე, რომლებიც ნაკლებ პოლიტიკურ რისკებთან არის კავშირში. მაგალითად,
მობილიზებულთა ცოლების პროტესტები დიდწილად ეხებოდა არა თავად მობილიზაციის
ფაქტს, არამედ აღჭურვილობის ნაკლებობას. ამ შემთხვევაში პროტესტის ობიექტები არიან
სამხედრო კომისარიატები ან კონკრეტული სამხედრო ნაწილები. საპროტესტო ენერგია
მიმართულია ხელისუფლებისთვის უხიფათო მიმართულებით.

ხერსონიდან უკანდახევასთან დაკავშირებული კრიზისული კომუნიკაცია ეტაპობრივად


გადავიდა პროპაგანდის ველში და დაუბრუნდა ომის გაგრძელების აუცილებლობის იდეას.
ხერსონიდან უკანდახევა ბევრი რუსისთვის ომის გაგრძელების აზრის კრიზისად იქცა. ეს
აზრი უნდა დაბრუნებულიყო. რიტორიკა აქცენტს აკეთებდა კონფლიქტის
ეგზისტენციალურ როლზე, მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთს გაუჩნდა რუსეთის
განადგურების ისტორიული შანსი და რუსეთს გამარჯვების გარდა სხვა გზა არ აქვს.
კრიზისი ასევე გამოიყენეს ინდიკატორად და მოსახლეობას უთხრეს, რომ ისინი უნდა
მოემზადონ ხანგრძლივვადიანი ომისთვის, ანუ დაარწმუნეს სამიზნე აუდიტორია, რომ მზად
უნდა იყონ მომავალში უფრო დიდი ფასის გადასახდელად.
შესაბამისად, კრიზისული კომუნიკაციის კონტექსტში პროპაგანდამ შესაძლოა შეინარჩუნოს
საკუთარი ეფექტურობა მხოლოდ ფსონების გაზრდის ხარჯზე. კრიზისული კომუნიკაციის
და პროპაგანდის მსგავსი ინტეგრაცია იწვევს ახალი ჟანრის - კრიზისული პროპაგანდის
დაბადებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კრიზისიდან გამოსვლისას არ მხოლოდ ქვეყნის
ხელმძღვანელობის კრიტიკისგან დაცვა, არამედ ომის გაგრძელების ახალი ლეგიტიმურობის
მოძებნა.

კრიზისული პროპაგანდის რისკები

რუსეთის ისტორია ძალაუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ შეგვიძლია


განვიხილოთ კრიზისების მართვის მცდელობების ჩარჩოში. კურსკის წყალქვეშა ნავის
ტრაგედიიდან დაწყებული კრემლის ცდილობდა კრიზისების გაკონტროლებას
ჟურნალისტების მიმართ სანქციების და მედიის რეგულირების გაზრდის გზით.
ამჟამინდელი კრიზისი მოხდა სიტუაციაში, როდესაც ყველა მედია კონტროლის ქვეშაა,
ხოლო ახალი კანონები სრულ თავისუფლებას იძლევა რეპრესიებისთვის მათ წინააღმდეგ,
რომელიც კრემლის ნარატივებს ეწინააღმდეგება.

ამას უნდა გაემარტივებინა კრიზისის საინფორმაციო მართვა. მაგრამ სწორედ ამ ტოტალურმა


კონტროლმა გამოიწვია ის, რომ კრიზისამდელი საინფორმაციო სურათი მაქსიმალურად
ემორჩილებოდა პროპაგანდის ლოგიკას, რამაც დაარღვია უკუკავშირის მექანიზმები,
გააძლიერა კრიზისის დადგომის ეფექტი და გაართულა ამოცანები, რომლებიც კრიზისული
კომუნიკატორების წინაშე იდგა. რეალურად, მედიაზე კონტროლმა გამოიწვია რისკების
ზრდა, რომელიც კრიზისის შედეგებს უკავშირდება.

კრიზისული კომუნიკაცია ამ შემთხვევაში იწვევს იძულებით კორექციას, რადგან იგი


მუშაობს ომის გაშუქების არსებულ ლოგიკაში და მისი მთავარი ამოცანაა ახალი ტალღის
პროპაგანდისთვის საინფორმაციო ველის შექმნა. შესაბამისად პროპაგანდისტი ფორმირდება
მითიურ საშუალებად - გველად, რომელიც საკუთარ თავს სჭამს. იგი ერთდროულად არის
ახალი საინფორმაციო რეალობის შემოქმედიც და მომხმარებელიც, იკეტება რა
იზოლირებულ სისტემაში.

You might also like