You are on page 1of 4

ნიკოლას სფაიქმენი მოღვაწეობა და გეოპოლიტიკური ხედვა

ნიკოლას სპიკმანი ამერიკელი პოლიტოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც ადმირალ


ალფრედ მეჰენის იდეების გამგრძელებელი. იგი ითვლება ამერიკის კლასიკური
რეალისტური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად და დიდი ზეგავლენა მოახდინა ამერიკის
გეოპოლიტიკურ ხედვაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში. მან თავის ძირითად
ნაშრომებში გამოჰყო ევრაზიული რიმლენდის ცნება, რომელიც მოიცავდა ევრაზიის
სანაპირო ზოლს ბალტიისპირეთიდან, შორეულ ბერინგის სრუტემდე და მას მიიჩნევდა
მსოფლიო პოლიტიკაში წარმატების საფუძვლად. მან განსაზღვრა, აღნიშნული რიმლენდის,
დატვირთვა მსოფლიო გეოპოლიტიკაზე. მან შექმნა ნაშრომი ამერიკის სტრატეგია მსოფლიო
პოლიტიკაში. ამ ნაშრომში მის მიერ იქნა განხილული შეერთებული შტატების ძალაუფლება
და მსოფლიოზე ბატონობის პერსპექტივები. ამ ნაშრომში გაერთიანებულ იქნა,
ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტორები და ამათ გარდა, ამერიკის
უსაფრთხოების და ბატონობის უმთავრეს საფუძვლად, მიიჩნევდა ევროპასა და ევრაზიის
აღმოსავლეთში ძალთა მისთვის ხელსაყრელ ბალანსს. მისი რიმლანდის თეორია გამოიყენება
ჰარტლენდის მიდგომის საპირისპიროდ, როდესაც საქმე გვაქვს გეოპოლიტიკური
მოვლენების ახსნასთან.
სპაიკმენმა თავის ნაშრომში „რიმლანდის თეორია“, იგი შედიოდა მის წიგნში „მშვიდობის
გეოგრაფია“, გამოსული 1944 წელს, გააკრიტიკა ჰართლენდის არსი და მისი დატვირთვა
გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. მან ააგო ახალი გეოპოლიტიკური მოდელი და ამ მოდელში,
სახელმწიფოს ძლიერების ამომავალ წერტილად, ზღვასთან და მსოფლიო ოკეანეებთან
კავშირს მიიჩნევდა. მისი აზრით, საზღვაო სახელმწიფოები მეტად იყვნენ პრიორიტეტში,
რადგან, პირველ რიგში საზღვაო სახელმწიფოებისთვის გადაადგილება ბევრად მარტივი
იყო. დემოგრაფიული მაჩვენებლებითაც, სწორედ ამ რიმლენდის მიწებზე ცხოვრობდა
მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ადამიანური თუ
ტექნოლოგიური რესურსებით, ისინი აღემატებოდნენ ხმელეთის სახელმწიფოებს.
სპიკმენისთვის გეოგრაფიული მახასიათებლები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, მომავალი
საგარეო პოლიტიკის განსაზღვირსთვის, რადგან მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
სივრცით ვარიაციებს. რიმლენდის მიხედვით სპიკმენმა განსაზღვრა, „ვინც აკონტროლებს
რიმლენდს, მართავს ევრაზიას, ვინც მართავს ევრაზიას, აკონტროლებს მსოფლიოს ბედს“ და
ეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. იგი ასევე გამოყოფდა იმ რესურსებს,
რომლებიც მომდევნო ათწლეულებში იქნებოდა, მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი,
მაგალითად ნავთობი და ეს ნავთობი, სწორედ რიმლენდის ზონებში იყო ყველაზე დიდი
რაოდენობით. შესაბამისად ვისაც ექნებოდა კონტროლი ამ რესურსზე, ძალაუფლების მეტი
ბერკეტიც ექნებოდა. ამას გარდა იგი გამოჰყოფდა სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელ
კრიტერიუმებს, როგორც გეოგრაფიულს, ასევე პოლიტიკურს, მათ შორის მოსახლეობის
რაოდენობას, ბუნებრივ რესურსებს, ეთნიკურ მრავალფეროვნებას, საზღვრებს და ა.შ. ხოლო
იმ შემთხვევაში, თუკი ეს კრიტერიუმები არ იქნება საკმარისი სახელმწიფოს
შესაძლებლობების შესაფასებლად, სპიკმენი ხედავს საჭიროებას, ამგვარი
სახელმწიფოებისთვის, გაწევრიანდნენ პოლიტიკურ ალიანსებში.

სპიკმენმა კარგად ჩამოაყალიბა სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობის როლი,


როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე. მისი აზრით, სახელმწიფოს გეოგრაფია ესაა,
საშინაო პოლიტიკაზე მოქმედი მთავარ ფაქტორი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა მოქმედებს
ომის სიტუაციაში. ყველაფერთან ერთად გეოგრაფიულ მდგომარეობას აქვს
ხანგრძლივვადიანი ხასიათი. ასევე, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყნის სტრატეგიული
მდებარეობა, რომელსაც სახელმწიფო იკავებს თუნდაც დროებითი ზავის დროს.

მის მიერ გაკეთდა მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტურქტურის ერთგვარი მონახაზი,


რომელიც შედგებოდა ორი დიდი მასიური ხმელეთისაგან, ესენია ევრაზია და ჩრდ.
ამერიკა, ასევე სამი დიდი კუნძული, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ავსტრალია და ასევე ხუთი
ოკეანისგან. მან ასევე გააანალიზა ისტორიული და პოლიტიკური ძვრები მსოფლიოს
ცენტრალურ ხელისუფლებებში, რის მიხედვითაც ოთხი პოლიტიკური ფაქტორი გამოჰყო.
მაგალითად ის, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა იმართებოდა აშშ_ის მიერ, შორეულ
აღმოსავლეთს მართავდა იაპონია, ევრაზიის ცენტრს საბჭოთა კავშირი, კონკრეტულად
რუსეთი, ხოლო ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაპირებზე და ინდოეთის ოკეანეზე
ძალაუფლებას ევროპას აკისრებდა. თუმცა აშშ_ს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნდა
გასასვლელი, როგორც ატლანტის, ასევე წყნარ ოკეანეზე, მიიჩნევდა მათ შორის ყველაზე
პრივილეგირებულ სახელმწიფოდ. ამ ფაქტორს აღნიშნავდა იგი ისტორიული
კონტექსტიდან გამომდინარეც და მაგალითად მოჰყავდა ის, რომ მაგალითად ვენეცია და
ნიდერლანდები, რომლებიც არასდროს არ გამოირჩეოდნენ ტერიტორიული სიდიდით,
ზღვაზე გასასვლელის წყალობით, ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდნენ და მათ
შორის ვენეცია და გენუა, შუა საუკუნეების პერიოდში განაგებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზს
და ნაპირებს. სპიკმენის აზრით სახელმწიფოს სიდიდე არაა მნიშვნელოვანი, დიდი ზომის
სახელმწიფოც შეიძლება იყოს ძლიერი და ასევე იყოს სუსტი. უპირველესად ეს
დამოკიდებულია მის ტექნიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ განვითარებაზე. ასევე
ეფექტიან ცენტრალიზებულ მართვაზე, რათა სახელმწიფოს ცენტრმა, სწრაფად მოახდინოს
პერიფერიებთან კავშირი, რაც ეფექტური მართვის შესაძლებლობას მისცემს მას.

რაც შეეხება რეგიონალურ ადგილმდებარეობას, სპიკმენმა სახელმწიფოები გაანაწილა სამ


ტიპად: სახელმწიფოები, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი, სახელმწიფოები,
რომელთაც აქვთ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საზღვრები და კუნძულოვანი
სახელმწიფოები. შესაბამისად ამ კატეგორიზაციიდან გამომდინარე, იგი ითვალისწინებდა
საფრთხეებს, რომელიც შეეძლოთ შეექმნათ მეზობელ სახელმწიფოებს და საიდან იყო ეს
საფრთხე მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე სახელმწიფოებს, რომელთაც არ გააჩნიათ
ზღვაზე გასასვლელი, უსაფრთხოების პრობლემა ექმნებათ თავიანთი უშუალო მეზობლები
სახელმწიფოსგან. კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ
სხვა სამხედრო-საზღვაო ქვეყნები, ასევე თუ ისინი კონტინენტისგან შორს იმყოფებიან, მაინც
თავიანთი სანაპირო მეზობლების მხრიდან ასევე განიცდიან უსაფრთხოების პრობლემას.
ხოლო სახელმწიფოებმა, რომელთაც აქვთ ორივე სახის საზღვარი, განსაზღვრეს თავიანთი
უსაფრთხოების ძირითადი კონცეფცია, დამყარებული რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის
სასაზღვრო და სახმელეთო საზღვრების სიგრძეზე, და მათი უშუალო ან რეგიონული
მეზობლების პოტენციური სამხედრო შესაძლებლობებზე.
პოსტსაბჭოთა სივრცე - გეოპოლიტიკური ინტერესები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გეოპოლიტიკის სუბიექტებად მოგვევლინა 15 ახალი


რესპუბლიკა, რომელთაგან 14 სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა და მათთვის
საკმაოდ რთული იყო, თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, ეს
ყველაფერი იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუებოდა, დასავლური ალიანსის
გამარჯვებას, მან ვერ უზრუნველყო საბჭოთა კავშირის ერთიანობა და „ცივი ომიდან“,
„დამარცხებული“ გამოვიდა. მას სჭირდებოდა ახალი დასაყრდენი, თავისი ძალაუფლების
გასამტკიცებლად, იმ რეგიონებში, სადაც მას აღარ გააჩნდა იგი, სწორედ ამიტომ მან
აამოქმედა ყველა ბერკეტი, რითაც ხელს შეუშლიდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს,
ევროპულ და დასავლურ ოჯახში ინტეგრაციაში. უპირველეს ყოვლისა მას სჭირდებოდა
ისეთი რამ, რითაც გარკვეულ წინააღმდეგობას გაუწევდა ნატოს და ევროკავშირს. ვარშავის
პაქტმა ვერ გაამართლა, თუმცა ამის მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობის შექმნით, რუსეთმა მოინდომა შეექმნა ნატოს საპირწონე ალიანსი,
რომლითაც დაუპირისპირდებოდა დასავლურ ინტერესებს. თუმცა დსთ არ იყო საკმარისი
და თვითონ რუსეთსაც არანაირი სურვილი არ გააჩნდა, ამ რესპუბლიკებში დემოკრატიის,
რაიმე სახით განვითარების. რუსული პოლიტიკა მიმართული იყო ავტორიტარული
რეჟიმების მხარდაჭერისკენ და მისი მთავარი სურვილი იყო, თავისი მარიონეტული
ხელისუფლებების წყალობით, ისევ ემართა პოსტსაბჭოთა სივრცე. სწორედ ამიტომ, როგორც
კი აღმოაჩინა გარკვეული სურვილი და მისწრაფება, ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ, რომ
გეზი აეღოთ ევროპული ოჯახისკენ, რუსეთმა აამოქმედა მთელი თავისი სამხედრო-
პოლიტიკური რესურსები, რაც საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული
მიზანმიმართულად დატოვა, მოცემულ სახელმწიფოებში. რუსეთის ფედერაციას მისი
სუბიექტური გადმოსახედიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ
ესაჭიროება მის უშუალო მეზობლად, ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელიც მიზანში
ამოიღებს კონფლიქტის ნებისმიერი სახით ესკალაციის შემთხვევაში. თუმცა რუსეთის
ამგვარი მიდგომა, დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობით და სეპარატისტული
კონფლიქტების გაღვივებით, შეაფერხოს გარკვეულ სახელმწიფოთა მშვიდობიანი
განვითარება, ნამდვილად არ იმსახურებს შექებას.
დამოუკიდებლობის გარიჟრაჟი ყველაზე მძიმე ალბათ საქართველოსთვის იყო, რუსეთმა
აამოქმედა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩადებული ბომბები ჯერ აფხაზეთში და მომდევნო
ათწლეულში სამაჩაბლოს ოლქში, შედეგად ჰქონდა სურვილი მოეღო ბოლო, დასავლური
ინტერესებისთვის. საქართველოს შემთხვევა იყო ერთგვარი გაფრთხილება დანარჩენი
სახელმწიფოებისთვის, რომ მათთვის, სანამ იარსებებს რუსული იმპერიალიზმი, ყოველთვის
წართმეული იქნება შესაძლებლობა მშვიდად აშენონ დემოკრატია, რათა გადადგან ნაბიჯები
დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. საქართველოს გარდა, რუსეთმა ეს მისწრაფებები მოუსპო
მოლდოვას. შეძლო და ყარაბაღის კონფლიქტი გამოიყენა სათავისოდ, რათა კავკასიის
რეგიონში მისი ძალაუფლება ურყევი ყოფილიყო და საბოლოო ჯამში უკრაინა, რომელსაც
ალბათ ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ევროპულ ოჯახთან გაერთიანების, თუმცა
სწორედ ამ შესაძლებლობებიდან და გეოსტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე,
რუსეთის მცდელობა აღკვეთოს სახელმწიფოს დემოკრატიული, თუ სხვა სახის განვითარება,
უკრაინის მიმართ ყველაზე მეტადა იქნა მიმართული. თუმცა არჩევანი ნათელია უმეტეს
შემთხვევებში, გარდა რამდენიმე სახელმწიფოსი, რომელმაც არჩევანი გააკეთა რუსეთთან
თანამშრომლობაზე, მაინც სახელმწიფოთა უმრავლესობამ აირჩია განვითარების ევროპული
გეზი და ევროპული დემოკრატია. ვერც დსთ და ვერც რუსეთის ფედერაცია თანამედროვე
სახით, ვერ გამოდგა ის ძალა, რომელიც აღნიშნულ სახელმწიფოებს მისცემდა
შესაძლებლობას, თავი დაემკვიდრებინათ ლიბერალურ და დემოკრატიულ რეალობაში.
დსთ, რომლის ფლაგმანი უნდა ყოფილიყო რუსეთი და რომელსაც უნდა დაეცვა მშვიდობა
ყოფილ სსრკ სახელმწიფოებში, ისევ თვითონ გამოდგა ყველანაირი აგრესიის და
კონფლიქტების სათავეში. მან ეფექტურად გამოიყენა სამშვიდობო ჯარების ცნების არსებობა
და დღემდე საერთაშორისო სამართლაზე აპელირებით, ცდილობს გარკვეული
გამარჯვებების მიღწევას. მაგრამ საბოლოო ჯამში, სადაც კი რუსეთის ფედერაციის კვალი
იკვეთება, იქვე კარგად ჩანს ეკონომიკური უკუსვლის და პოლიტიკური რეგრესის ნიშნებიც.
ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ განვითარების რა მასშტაბებს აღწევს დასავლეთთან
დაახლოებული სამყარო, ის ვინც დასავლეთზე გააკეთა არჩევანი და რთული არ უნდა იყოს
იმის არჩევა, თუ რა არის უმჯობესი რუსეთი, რომელიც 90_იანი წლებიდან მოყოლებული
ცდილობს, მოსპოს მეზობელი სახელმწიფოების განვითარების ყველანაირი ამბიცია, თუ
დასავლეთი, რომელიც არაა უნაკლო, მაგრამ თანამედროვე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური,
პოლიტიკური, თუ სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე კარგად გვაჩვენებს სხვაობას,
ავტორიტარულ რუსეთს და მას შორის. ავტორიტარიზმი ადამიანებმა წარსულში უნდა
დავტოვოთ და მიმართულება მივცეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე შედგომას.

You might also like