You are on page 1of 3

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე თანამედროვე ეპოქამდე არაფერი არ არის

სათქმელი. ეს ქვეყნები ისტორიულად ერთმანეთს არ შეხებიან. ზოგადად, ჩინეთი თავისი


ისტორიის განმავლობაში, გამოირჩევა იმით რომ მიუხედავად იმისა რომ დიდი იმპერია
იყო, მისი ურთიერთობები ისეთი გლობალური არ იყო, როგორიც,მაგალითად , რომის . ეს
ფიზიკური გეოგრაფიის მიერ იყო განპირობებული. ციმბირის ტუნდრა ჩრდილოეთით ,
გობის უდაბნო ჩრდილოეთ დასავლეთით, ტიბეტი დასავლეთით და გაუვალი
სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ტყეები სამხრეთით, დაგვირგვინებული ზღვით
აღმოსავლეთის სანაპიროზე, გარანტი იყო იმის რომ ჩინეთი, ისტორიის უდიდესი ნაწილის
განმავლობაში, თავის ბუშტში იყო და არ ურთიერთობდა სხვა ძალებთან , გარდა მათი
ვასალად ქცევისა იმპერიის ძლიერების პერიოდებში. მისთვის არსებობდა რამდენიმე
სახელმწიფო მის გარშემო, რომელიც ან მისი ვასალი იყო მატერიალურად , ან
კულტურულად. ის მცირე კავშირი რაც ჩინეთს ჰქონდა დანარჩენ მსოფლიოსთან ,
სრულიად ეკონომიკური ბუნების იყო. მინიმალური კულტურული გაცვლა ხდებოდა
დანარჩენ მსოფლიოსთან, ისიც აბრეშუმის გზის მეშვეობით , რომელიც საქართველოს
არც ეხებოდა.

მიუხედავად ამისა, 1252 წელს ჩინურ მატიანე „იუენ ში“-ში, რომელიც იუენის დინასტიის
ისტორიის კრებული იყო, საქართველოს ბედი მონღოლური ლაშქრობის წინააღმდეგ
აღწერილია, ხოლო სახელი რომელიც საქართველოსთვისაა გამოყენებული აქ ,
ეტიმოლოგიურად ბევრად უფრო ახლოსაა „ჯორჯიასთან“ ვიდრე ამჟამინდელი
„გელუძია“, რომელიც აშკარად გრუზიისგან არის აღებული.

პირველი ინსტანცია, ერთგვარი კავშირისა საქართველო ჩინეთს შორის , 1956 წელს იყო .
ამ წელს საბჭოთა კავშირი ეგრეთწოდებული „დესტალინიზაციის“ პროცესში იყო , რაც
ეფექტურად ნიშნავდა რომ იგი უარჰყოფდა სახელმწიფოს მარქსისტულ საფუძვლებს და
ხდებოდა ის რასაც მომავალი კომუნისტები „სოციალურ-იმპერიალიზმს “ არქმევენ , ანუ
სახელმწიფო რომელიც ოპტიკურად ინარჩუნებს კომუნისტურ სიმბოლიკას და იტოვებს
კომუნისტურის სახელს, მაგრამ ოპერირებს როგორც ნებისმიერი სხვა კაპიტალისტური
სახელმწიფო. მაოს ჩინეთი ამ დროს, ნამდვილად არ იყო კაპიტალისტური,
რევიზიისტული სახელმწიფო, რამაც გამოიწვია „სინო საბჭოთა გაყოფა“, რამაც
გლობალური კომუნისტური ბანაკი გაყო ორად, რევიზიისტულ არაკომუნისტურ ნაწილად ,
და კომუნისტურ, პრო-ჩინურ ნაწილად.

საქართველოს ეს უკავშირდება 1956 წლის 9 მარტს როდესაც ქართველი კომუნისტი


სტუდენტების კონტინგენტი ხრუშოვის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტებს აწარმოებდა . ამ
დროს, ისინი მასობრივად გამოდიოდნენ ქუჩებში და ღიად უარჰყოფდნენ მთავრობის
„ანტი-სტალინისტურ“ პოზიციას, რომელიც, ცუდად შეფარული ანტი-კომუნისტური კურსის
მქადაგებელი იყო. ჩინეთს ეს იმით უკავშირდება, რომ ამ სტუდენტებმა ძალიან კარგად
იცოდნენ რომ ჩინეთი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური მომავლის ერთადერთი
იმედი, უშუალოდ, გენერალი ჟუ დე, რომელიც ადრეული რევოლუციური ჩინეთის
ისტორიაში გამორჩეული იყო როგორც განსაკუთრებით ეფექტური და სახელგანთქმული
გენერალი, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იყო. სტუდენტებს ჰქონდათ მისი ,
და , შესაბამისად, ჩინეთის დახმარების იმედი. აქედან მოდის მათი სლოგანი : „გაუმარჯოს
ლენინს,სტალინს, მაოსა და *ჟუ დეს*, გაუმარჯოს საქართველოს, არწივების ბუდეს “
რომელშიც სახელი „ჟუ დე“ უცნაურ გამონაკლისად გვეჩვენება თუ არ ვიცით მისი უშუალო
პოზიცია ამ პროტესტების დროს.
მიუხედავად ამისა, ჩინეთი თავისი შედარებითი სისუსტის გამო, ვერ ჩაერია
საქართველოს/საბჭოთა კავშირის შიდა პოლიტიკაში, და გენერალმა ჟუ დემ ისე დატოვა
სახელმწიფო, როგორც ჩამოვიდა. გავიდა რამდენიმე ათეული წელი, და საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდგომ, 1992 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ რომელმაც
თავისი სოციალ-იმპერიალისტური გეზი აიღო რამდენიმე წლის წინ, საქართველო სცნო
როგორც სახელმწიფო.

ჩინეთი საქართველოსთვის წარმოადგენს მესამე ძალას, დამოუკიდებელს


დასავლეთ/რუსეთის დიქოტომიისგან. ამის მარტივი მტკიცებულება ისაა რომ ჩინეთი არ
აღიარებს აფხაზეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, იგი არ სცნობს მათ ქვეყნებად , რაც
მოსალოდნელი იქნებოდა რუსოსფეროს ქვეყნისთვის, რაც კიდევ ერთხელ იმას უსვამს
ხაზს რომ ჩინეთი დამოუკიდებელი სფეროა რომელიც რუსეთს აღიქვამს და ეპყრობა
როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და არა როგორც ახლო მოკავშირეს რომელსაც
ყოველ პრობლემაზე ეთანხმება ან მხარს უჭერს. ეს იმას ნიშნავს რომ საქართველო
„ერთი-ჩინეთის“ პოლიტიკის მტკიცე მოკავშირეა, რაც გულისხმობს იმას რომ ჩინეთს
მხოლოდ ერთი ლეგიტიმური მთავრობა აქვს, ხოლო ტაივანის მთავრობა არის
არალეგიტიმური, დაახლოებით იმავე პრინციპით თუ როგორც საქართველო განიხილავს
აფხაზეთ-ოსეთის არსებობას.

ჩინეთის პოზიცია 2008 წლის ომზე ჰგავდა ჩინეთის პოზიციას კონფლიქტების აბსოლუტურ
უმრავლესობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს
მშვიდობისკენ, და არ დაიჭირა მყარი პოზიცია არც აგრესორის და არც საქართველოს
მხარეს. ეს, ერთისმხრივ შეიძლება მეტყველებდეს იმაზე რომ ჩინეთი არარის ეფექტური
მოკავშირე ქართული ინტერესებისთვის, მაგრამ, აქ უნდა აღინიშნოს ერთი
მნიშვნელოვანი რეალობა.

რუსეთ ჩინეთის ურთიერთობაში, ჩინეთი წარმოადგენს უფროს პარტნიორს , რომელიც


აშკარად უფრო მეტ ავტორიტეტს ატარებს ალიანსში ვიდრე რუსეთი, სინოსფეროში
რუსეთი არ ერევა და არც ცდილობს გავლენის მოხდენას, როცა ჩინეთი აქტიურად
ცდილობს რუსოსფეროს მოპარვას, უშუალოდ ცენტრალურ აზიაში. ამ სფეროს ნაწილად
ჩინეთი კავკასიასაც აღიქვამს. რეგიონში რომელშიც ძალიან აშკარა დიქოტომიაა
რუსეთსა და დასავლეთს შორის, მესამე ძალის იდეა ბევრი პოლიტიკური ფიგურისთვის
მომხიბლავია. პარტნიორი, რომელიც არ გამოირჩევა მოულოდნელი გამოხტომებითა და
აგრესიით, პარტნიორი რომელიც ძალიან მშვიდად და მარტივად გათვლადი , ლოგიკური
სვლებით მოძრაობს ალიანსის ფარგლებში.

ალბათ ამან გამოიწვია ის რომ რამდენიმე თვის წინ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
ჩინეთში ჩავიდა დიპლომატიური ურთიერთობების გასაღრმვებლად. ამ ვიზიტის
ფარგლებში პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ
შეინარჩუნებს ერთი ჩინეთის პრინციპს, და დიდი სურვილი აქვს რომ
პოლიტიკური,სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს . სი
ძინპინმაც, თავისმხრივ, აღნიშნა რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები 31 წლის
განმავლობაში სტაბილური იყო.

საქართველოს პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, დასავლეთი და რუსეთი მაინც


რჩებიან მთავარ მოთამაშეებად რეგიონში, მაგრამ ჩინეთის გავლენა ნამდვილად
უარყოფის მიღმაა, რადგან ეს სახელმწიფო თავის გავლენას ნებისმიერი ქართული
მთავრობის კონტექსტში ინარჩუნებს, რასაც ცხადად ვხედავთ იმით რომ მან დიდი
პროგრესი იხილა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ქვეშ, ისევე როგორც
ქართული ოცნების ხელისუფლების ქვეშ.

You might also like