You are on page 1of 4

1.1.

ევრაზიის რეგიონული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური


განსაზღვრება და მისი თეორიული საფუძვლები

აზიაში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრისას პირველ რიგში უნდა


განვიხილოთ ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც მოხდა უსაფრთხოების
პირობების მშენებლობა და განვითარება. ცენტრალური აზია ადრე
იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელიც მოიცავდა
შემდეგ ქვეყნებს: ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და
უზბეკეთი.1 აღნიშნული ქვეყნების სამთავრობო მდგომარეობა
წარმოადგენდა ავტორიტარიზმის მსგავს ნიმუშს, რომელშიც სახელმწიფოს
მეთაურები ადრეც იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და
კავშირის ჩინოვნიკები, ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს სტალინის მიზანს,
იმის თაობაზე რომ შეეჩერებინა ისლამი, პანთურქიზმი და ნაციონალიზმი
რეგიონში.2

ამ მიდგომამ, რომელმაც ფაქტობრივად შეიძინა მემკვიდრეობითი ხასიათი


კიდევ უფრო გაახანრგძლივა ავტორიტარიზმის გარემო, ხელი შეუწყო
დანაშაულისა და კორუფციის გავრცელებას, ასევე ეკონომიკურ ვარდნას.
ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა იმ
მოძრაობების აღზევება რომელიც დაფუძნებული იყო ისლამურ
ფუნდამენტალიზმსა და ექსტრემიზმზე. რეალობას უფრო მეტად
ართულებდა ტერორისტული დაჯგუფებები რომელსაც, მხარს
უჭერდა თალიაბანი და ალ-ქაიდა ავღანეთში, რის შედეგადაც გაძლიერდა
რელიგიური ექსტრემიზმი ავღანეთში.3 ამრიგად, რეგიონში უსაფრთხოების
თვალსაზზრისით მთავარი პრობლემა სახელმწიფოებში შიდა
პოლიტიკური არასტაბილურობა წარმოადგენდა, ამ ყოვეელივემ გამოწვია
1
Kort M. "Central Asian Republics (Nations in Transition)" Facts On File, 2004, გვ. 121-132
2
Barkey H.J and Menon R. “The Transformation of Central Asia: Implications for Regional and International
Security,” Global Politics and Strategy, 1992 გვ. 68-69
3
Menon R. “The New Great Game in Central Asia,” Survival 45, (2003) გვ. 189-191.
რელიგიური ექსტრემისტული ჯგფების მხრიდან და ასევე
ეთნონაციონალისტური ჯგუფებისგან მცდელობები სახელმწიფოებში
დაბრუნების.

მტრობის მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ აქტორებს შორის


კონფლიქტური ურთიერთობები, ძალაუფლების სტუქტურასთან ერთად არის
რეალიზმის ელემენტი რომელშიც ნათლად ჩანს რეგიონალური უსაფრთხოების
კომპლექსის თეორიაში.

თეორიაში არსებული ოთხი დონის ანალიზის მიხევდით შეგვიძლია


დავასკვნათ რომ შიდა უსაფრთხოების პრობლემების თვალსაზრისით
ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთმანეთთან გარკვეულწილად
დაკავშირებული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შიშის და
მტრობის მოდელთან, რომელშიც ჩართული იყო რეგიონულ ძალებთან ერთად,
მათ ურთიერთქმედებაშიც ჩართული გარე ძალები.

მთავარი პრობლემა, როემლიც ითვლება საფთხედ ამ რეგიონის


სახელმწიფოთა საშინაო უსაფრთხოებას, არის რეფორმაციისკენ და
სეპარატიზმისკენ სწრაფვა. რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს
ცენტრალური აზიის სახელმწიფოების არსებობაზე. გამომდინარე იქიდან
რომ ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებში არსებული
სამთავრობო სისტემები ისევ და ისევ ტოტალიტარულია, სახელმფიროების
ხელისუფლების მიმართ საფრთხე განიხილება როგორც მთავარი
საფრთხე თავად სახელმწიფოებისთვის. საგულისხმოა ის ფაქტი
ცენტრალურ აზიაში სახელმწიფოებს შორის საფრთხეების მსგავსებამ,
მიიღო მასშტაბური ხასიათი და რეგიონულ საფრთხეებად იქცა,
ცერნტრალური აზიისთვის.

რაც შეეხება მტრობის მოდელს შუა აზიის სახელმწიფოებს შორის,


კონფილქტების ისტორიას არ მოჰყოლია ომი ან რაიმე ღია კონფლიქტი,
ან შეზღუდვა შუა აზიაში მდებარე სახელმწიფოებს შორის, ცივი ომის
შემმდგომ ეპოქაში. მიუხედავად იმისა რომ არსებობდა კონფლიქტების
ისტორია, წყლის რესურსებთან და სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული
ისეთ ქვეყნებს შორის როგორიცაა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი
პრობლემებმა და დაძაბულობამ არ გამოიწვია ფართო მასშტაბიანი
ომი, სახელმწიფოებს შორის.4

ამრიგად ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ინარჩუნებდნენ


მშვიდობას და სტაბილურობას. ცენტრალურ აზიაში მტრობის ნიმუში
აშკარად გამოიკვეთა მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთმა და ჩინეთმა დაიწყეს
ჩართულობა. სწორედ ეს ძალები ცდილობენ გავლენა მოახდინონ და
შეინარჩუნონ თავისი გავლენა რეგიონში.

ამდენად, იკვეთება რომ მტრობა არის დაპირისპირება რუსეთს,


ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შუა აზიის სახელმწიფოებზე
გავლენის მოხდენა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით. საინტერესო და
ამავდროულად მნიშნელოვანია ის თუ რომელ სახელმწიფოს აქვს პოტენციალი
რომ იქცეს როგორც რეგიონალური ძალა აზიაში, ექსპერტების დიდი ნაწილი ამ
საკითხთან დაკავშირებით თვლის რომ ყაზახეთს აქვს პოტენციალი გახდეს
რეგიონალური ძალა, რადგან ის მდიდარია სტრატეგიული რესურსებით,
იმასთან შედადებით რასაც აზიის სხვა სახელმწიფოები ფლობენ .

ზემოაღნიშნული მოსაზრებების შესაჯამებლად, უნდა აღინიშნოს, რომ


უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონული მიდგომის შემუშავება,
საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე, დიდწილად გამომდინარეობს
საერთაშორისო სისტემაში მომხდარი ცვლილებებიდან. მეოცე საუკუნეში
რეგიონალიზმის თითოეული ტალღა ისეთი ცვლილებების შედეგი იყო,
როგორიცაა ცივი ომის დასრულება.

4
Buzan B. Wæver O. "Regions and Powers The Structure of International Security" Cambridge University
Press, New York, 2003. გვ. 87-89
იმ ცვლილებების დროს, ქვეყნები ცდილობდნენ, გაეძლიერებინათ
თავიანთი პოზიციები რეგიონული ინსტიტუტების მეშვეობით, აამაღლონ
საკუთარი უსაფრთხოების დონე, გაზარდონ გავლენა და ძალაუფლება.
რეგიონულ ორგანიზაციებში გაწევრიანების გზით მათ განავითარეს ახალ
საფრთხეებზე რეაგირების მოქნილობა და სხვადასხვა პარტნიორებთან
თანამშრომლობის უნარი. გარდა ამისა, სახელმწიფოები აფასებენ რეგიონულ
ინსტიტუტებს, რადგან ისინი ქმნიან თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების
პროგნოზირებად ჩარჩოებს.

You might also like