You are on page 1of 4

ნეოკლასიკური რეალიზმი

ნეოკლასიკურ რეალიზმზე საუბრისას საჭიროა დავსვათ კითხვა, თუ რა არის ძალა.


ძალა არის შესაძლებლობ, საშუალება, რომლითაც სახელმწიფოებს შეუძლიათ
ერთმანეთზე და მთელს საერთაშორისო სისტემაზე მოახდინონ ზეგავლენა. ძალის
მაქსიმიზირებისათვის, კი ისინი იყენებენ სხვადასხვა საშინაო და საგრეო
ინსტრუმენტებს. საგარეო თვალსაზრისით, მათ შეუძლიათ შექმნან ალიანსები
ნაკლებად ძლიერ, ან მათზე ძლიერ სახელმწიფოებთან. საშინაო პოლიტიკის
თვალსაზრისით შეუძლიათ გადასახადების გაზრდა, მოსახლეობის მობილიზება
და სხვა. კენეთ ვოლტსის მიხედვით, საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოებს
შუძლიათ ზუსტად მსგავსი საშუალებებით შეიარაღება, რათა უზრუნველყონ
ძლიერება.
მიუხედავად ამისა, კენეთ ვოლტსის თეორია ვერ პასუხობს კითხვას იმის შესახებ,
თუ რატომ ირჩევენ სახელმწიფოები ამა, თუ იმ შიდა და გარე სტრატეგიებს.
ნეოკლასიკური რეალიზმის მიხედვით, კონკურენტული საერთაშორისო გარემო
„აიძულებს“ სახელმწიფოებს მიმართონ ისეთ ხერხებს, როგორებიცაა აწარმოონ
წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური კამპანიები, ასევე განახორციელონ
ტექნოლოგიური ინოვაციები და შექმნან ინოვაციური მიგნებები. სახელმწიფოს
შიდა მდგომარეობა და მისი ინსტიტუტები განაპირობებენ, სახელმწიფოს საგარეო
მისწრაფებებში წარმატებას. საგარეო ძალისმევის განსახორციელებლად,
სახელმწიფოს უწევს ადამიანური რესურსის მობილიზება, ნაციონალიზმისა და
იდეოლოგიური stand point-ის გათვალისწინება, ყოველივე ეს განაპირობებს იმას,
თუ რა საგარეო სტრატეგიას აირჩევს ქვეყანა.
სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უზრუნველი საგარეო პოლიტიკა (არ აქვთ
საგარეო საფრთხე სხვა სახელმწიფოს სახით) და დალაგებული შიდა პოლიტიკა,
შეუძლიათ მარტივად მიჰყონ ხელი ტექნელოგიურ განვითარებას.
სახელმწიფო და balance of power კლასიკურ და ნეორეალიზმში
საგარეო საფრთხის წინაშე სახელმწიფოებს აქვთ 3 არჩევანი - 1. გააგრძელონ
არსებობა არსებული პოლიტიკურ-სამხედრო მიმართულებებითა და
ტექნოლოგიური სწავლებებით, 2. შეეცადონ დააბალანსონ საფრთხე
კონკურენციის გზით, 3. დაიწყონ განვითარება ინოვაციის გზით.
პირველის დროს სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ჯერა, რომ
რაიმე ძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო გაამწვავებს კონფლიქტს,
შესაბამისად ინარჩუნებს არსებულ სტატუსს. შემდეგი ორი კი ძირეულ
ცვლილებებს გულისხმობს. Adaptive strategies – emulation და ინოვაცია
დრამატულად განსხვავდება პირველისაგან და ცდილობს დააბალანსოს
საგარეო საფრთხე.
კლასიკური რეალიზმი და ძალის ბალანსი
ძალათა ბალანსსა და სახელმწიფოზე კლასიკურ რეალისტებს 4 მნიშვნელოვანი
შეხედულება აქვთ. პირველ რიგში, ნეოკლასიკური რეალისტები ფიქრობენ, რომ
სახელმწიფო არ ითვალისწინებს ყველა სოციალური კლასის მოსაზრებას და ამის
ნაცვლად განისაზღვრება „სახელმწიფო ინტერესები“, რომლის მიხედვითაც
იწარმოება საგარეო პოლიტიკა.
მეორე შეხედულება შეეხება შიდა რესურსების მობილიზებას. ეფექტური საგარეო
პოლიტიკის წარმოებისათვის სახელმწიფოს მთავრობას უნდა შეეძლოს
ადამიანთა დიდი ჯგუფის მიმხრობა და სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების
ეფექტურად გამოყენება.
მესამე შეხედულების მიხედვით, ქვეყნის შიდა რესურსებისა და საზოგადოების
მზაობა განსხვავდება სხაელმწიფოებისა და ისტორიული პერიოდების მიხედვით.
მაგალითად ევროპაში ძალათა ბალანსი განსხვავდებოდა მონარქიული
სუვერენობისა და მეცხრამეტე საუკუნეში ნაციონალისტური ინივერსალიზმის
პერიოდებში.
მეოთხე შეხედულება ამბობს, რომ კლასიკური რეალისტები ხედავენ ძალის
ბალანსს როგორც სისტემას, რომელიც მართულია უძლიერეს სახელმწიფოთა
მიერ. ამის მაგალითი, გასული საუკუნეების ევროპაში განვითარებული ძალის
ბალანსის სისტემაა, როდესაც რამდენიმე ერთი და იგივე სახელმწიფო
ენაცვლებოდა ერთმანეთს და ქმინდა ძალის ბალანსს.
ნეორეალისტური ძალის ბალანსის თეორია და “passive military adaptive” state
კლასიკური რეალისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც სახელმწიფოს
საერთაშორისო სისტემაში ძლიერებაზე საუბრობენ, ვოლტსი ყურადღებას
ამახვილებს სახელმწიფოს ძლიერების შემზღუდველ ფაქოტრებზე
საერთაშორისო სისტემაში. ვოლტსი ამბობს, რომ მთავარ და ყველაზე ძლიერ
სახელმწიფოებსაც კი უწევთ გადარჩენისათვის ბალანსისა და კონკურენციის
წესებით თამაში.
Unanswered threats – a neoclassical realist theory of under balancing
ნეოკლასიკური რეალიზმის შეხედულებები ბრუნავს ბალანსის თეორიის გარშემო.
ბალანსის თეორიის ერთ-ერთი სახეობაა “underbalancing”- სახელმწიფოები,
რომლებიც მზარდ გარეგან საფრთხეს აწყდებიან ცდილობენ დააბალანსონ ის
ალიანსების შექმნითა და სამხედრო, თუ ეკონომიკური განვითარებით.
ამის გარდა ძალთა ბალანსზე საუბრისას შეიძლება ითქვას, რომ იგი ბუნებრივი
მოვლენაა. ნეოკლასიკოსთა ნაწილის მიხედვით, როგორც ბუნება ვერ ეგუება
ვაკუუმს, ასევე ვერ ეგუება საერთაშორისო პოლიტიკა დაუბალანსებელ
ძალაუფლებას. სახელმწიფოები აბალანსებენ საერთაშორისო სისტემას
ერთმანეთის ძლიერებით და ეს არის ბუნებირივი პროცესი. მიუხედავად ამისა,
შესაძლოა რამდენიმე ძლიერი სახელმწიფოს ნაცვლად გამოჩნდეს ერთი
ძლევამოსილი, რომელიც ლიდერის როლს შეითავსებს. ამ გზით, იგი ავსებს
ძალის ვაკუუმს.
კანონმდებელთათვის კი ძალის ბალანსი განსხვავებული მოვლენაა,
სახელმწიფოები უბრალოდ არ ელოდებიან, თუ როდის დადგება მათი დრო
შეავსონ ძალაუფლების ვაკუუმი. ამის ნაცვლად, ისინი მიდიან ომში მარტო, ან
მოკავშირეებთან ერთად, რათა დააბალანსონ, დაუბალანსებელი ძალა.
Coercive diplomacy – to gain bargaining leverage.
Balancing and underbalansing - შეიძლება დაიყოს 4 ნაწილად
1. შესაბამისი დაბალანსება
2. ზედმეტად დაბალანსება - overbalancing
3. Nonbalancing
4. Underbalancing - როდესაც სახელმწიფო არასაკმარის ძალისხმევას იჩენს
პოტენციური საშიშროების დასაბალანსებლად
ბალანსსა და დაბალანსებაზე საუბრისას ნეოკლასიკური რეალიზმი ყურადღებას
ამახვილებს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაზე. სახელმწიფოს შიგნით არსებული
მდგომარეობა და ინტერესთა ჯგუფები დიდ წილად განაპირობებენ დაბალანსების
სახეობებსა და ხარისხს/საგარეო პოლიტიკას.
ვოლტსისა და სხვა სტრუქტურულ რეალისტთა მხარდამჭერთაგან განსხვავებით,
რომლებიც ამბობენ, რომ ბალანსის თეორიის მიხედვით სახელმწიფოები უმალ
პასუხობენ სხვა ქვეყნისაგან მომავალ გარეგან საფრთხეს, ნეორეალისტური
ხედვა ყოველივე ამას ჯაჭვურ რეაქციად აფასებს
ჯაჭვური რეაქცია შემდეგი სახისაა. მას შემდეგ, რაც იცვლება ძალათა ბალანსი
სახელმწიფოში არსებული ელიტები თანხმდება საფრტხესა და მის ხარისხზე, ამის
შემდგომ შესაძლოა რესურსების მობილიზება დაბალანსებისთვის შეფერხდეს
სუსტი მმართველობისა ან მოსახლეობის უკმაყოფილების გამო და საბოლოოდ
ნარჩუნდება იგივე საგრეო პოლიტიკა, ან ხდება მისი შეცვლა.
ჯაჭვური რეაქცია შესაძლოა შემდეგნაირადაც გამოიყურებოდეს:
საგარეო საფრთხის ზრდა, სოციალური ფრაგმენტაცია, სახელმწიფოს, ან რეჟიმის
საფრთხე, ელიტის ფრაგმენტაცია, ელიტაში განხეთქილება საფრთხისადმე
პასუხზე, დაუბალანსება.
საგარეო საფრთხემ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრა და
გაძლიერება ( როგორც ეს უკრაინაში მოხდა), ან უიმედობა და დასუსტება.
საგარეო საფრთხე განსხვავებულად მუშაობს პოლიტიკური ელიტის შემთხვევაში.
საფრთხემ შესაძლოა განაპირობოს ელიტის ფრაგმენტაცია და დაპირისპირებულ
მხარეთა მტერთან შეკვრაც კი. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს
დაუბალანსებლობა.
„Underbalancing”-ის კარგი მაგალითი ნეოკლასიკური რეალიზმისთვის მეორე
მსოლფიო ომამდელი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური ქცევაა.

You might also like