You are on page 1of 7

მორგენტაუს პოლიტიკური რეალიზმი

საერთაშორისო ურთიერთობებში

• ავტორი:ლევან ჩოფლიანი
• კურსის დასახელება: „მსოფლიო
პოლიტიკა“
• კურსის ხელმძღვანელი: ზურაბ
დავითაშვილი
კლასიკური პოლიტიკური რეალიზმის
მიხედვით, ადამიანი ბუნებით აგრესიული
და კონფლიქტური არსებაა, რომლის მიზანია
სხვაზე უპირატესობის მოპოვება და
საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება.
მორგენტაუს 6
პრინციპი
Პოლიტიკური რეალიზმი -ძალის
პრიმატი

• Პოლიტიკური რეალიზმის მიხედვით სუვერენულ


სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და მათ
ინტერესებში ჰარმონიის მიღწევა შეუძლებელია,
ხოლო სუვერენული სახელმწიფოების ეროვნული
მიზნები და ინტერესები ხშირად კონფლიქტური
ხასიათისაა და ომების გამომწვევიც. Ამიტომ,
ამგვარ პირობებში წინა პლანზე გამოდის
სახელმწიფოთა ძალის, ძლიერების საკითხი.
Როგორც მორგენთაუ შენიშნავს,საშინაო და
საერთაშორისო პოლიტიკა ერთი და იმავე
ფემონეისთვის, ძალაუფლებისათვის,ბრძოლის
ორი განსხვავებული გამოხატულებაა.ისინი
ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიდან, რომ
პოლიტიკის აღნიშნულ ორ სფეროში
განსხვავებული ზნეობრივი, პოლიტიკური და
სოციალური პირობებია გაბატონებული.მაგრამ
ყველა შემთხვევაში პოლიტიკის არსი
მდგომარეობს ძალაუფლების
შენარჩუნებაში,გაზრდაში ან დემონსტირებაში.
სახელმწიფოს ძლიერების
კომპონენტები

• სახელმწიფოს ძლიერება რამდენიმე კომპონენტისგან


შედგება ესენია: გეოგრაფიული
მახასიათებლები,ბუნებრივი რესუსრები,სამრეწველო
პოტენციალი,ქვეყნის შრომიუნარიანი მოსახლეობა,
ეკონომიკური ძლიერება და ა.შ მაგრამ როგორც უკვე
აღინიშნა,ქვეყნის ძლიერების ყველაზე ნაცადი
ინდიკატორი მისი სამხედრო ძლიერებაა.
სახელმწიფოები დღესაც განაგრძობენ
ურთიერთობებს, პირველ ყოვლისა, სამხედრო
ძლიერების გათვალის- წინებით და მშვიდობას მასზე
დაყრდნობით ეძიებენ. თანამედროვე მსოფლიოს სამი
მნიშვნელოვანი მოვლენა სამხედრო ხარჯების ზრდა,
სამხედრო პოტენციალის განუხრელი ზრდა და
გამალებული საერთაშორისო ვაჭრობა იარაღით —
ამის დამადასტურებელია. საკმარისია გავეცნოთ
თანამედროვე სახელმწიფოების პირდაპირ და
არაპირდაპირ სამხედრო ხარჯებს, რათა
დავრწმუნდეთ, რომ სამხედრო ძლიერებას
მნიშვნელობა არ დაუკარგავს.
Ეკონომიკური ძლიერება

• სახელმწიფო ძლიერების კიდევ ერთი და სულ უფრო


მზარდი მნიშვნელობის მქონე კომპონენტი
ეკონომიკური ძლიერებაა. თანამედროვე სახელმწიფოს
ეკონომიკური განვითარების დონე და ხასიათი, მისი
ეკონომიკის დივერსიფიცირებულობა, მსოფლიო
ეკონომიკური კონიუნქტურის ცვლილე- ბებზე
სწრაფად რეაგირება, საკუთარი საწარმოო
სიმძლავრეების განახლების და მოწინავე
ტექნოლოგიის და ტექნიკის დროული დანერგვის
უნარი განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკურ და
ეკონომიკურ სისტემებში მის ადგილს. თანამე- დროვე
სამხედრო ძლიერება პრაქტიკულად მთლიანად
ეფუძნება ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.
განვითარებულ, მდიდარ სახელმწიფოს ძალუძს არა
მხოლოდ აწარმოოს და იყიდოს ძვირადღირებული
შეიარაღება და სხვადასხვა სამხედრო მასალები და
ტექნიკა, არამედ გაწვრთნას და შეინახოს
მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები. რაც უფრო
აღჭურვილი, გაწვრთნილი და მობილურია ქვეყნის
შეიარაღებული ძალები, მით უფრო ძლიერია ქვეყანა.

You might also like