You are on page 1of 2

ანარქია და მისი შედეგები

*ძალისა და პრინციპების როლი სახელმწიფოს მართვაში


უხსოვარი დროიდან არსებობს ტრივიალური კითხვები რომელსაც თითქმის ყველა ისტორიულ
პერიოდში სვამენ საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები.
ბერძენი ისტორიკოსის თუკიდიდეს მიერ აღწერილ პელოპონესის ომების ისტორიაში გვხვდება
უძველესი და შესაძლოა ყველაზე ცნობილი დაკვირვება ძალის შესაძლებლობებისა და ზნეობის
მოთხოვნების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. თუკიდიდე რიგი მიზეზების
გათვალისწინებით საერთაშორისო პოლიტიკის პირველ „რეალისტ“ თეორეტიკოსად შეგვიძია
მივიჩნიოთ. „ძალის პოლიტიკის“ მიდგომას ემხრობა მე-20 საუკუნის საერთაშორისო
ურთიერთობების წამყვანი თეორეტიკოსი ჰანს მორგენთაუც– „გარდაუვალი კონფლიქტი
ზნეობის მოთხოვნებსა და წარმატებული პოლიტიკური საქმიანობის საჭიროებებს შორის“.

*ანარქიის შედეგები
სახელმწიფოებმა შეიძლება რაღაც ვალდებულებები იკისრონ და შეთანხმებებს მოაწერონ ხელი,
მაგრამ არ არსებობს სუვერენული ძალა, რომელიც ამათ შესრულებას უზრუნველყოფდა და მათ
დამრღვევებს დასჯიდა. საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემოც სწორედ ამას –
უმაღლესი ხელისუფლების არარსებობას – გულისხმობს. ამიტომაც ამბობენ, რომ ანარქია ომის
მდგომარეობას უტოლდება: როდესაც სხვა არაფერი არსებობს, ძალა არის ultima ratio – საბოლოო
და ლეგიტიმური არბიტრი სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავებისა.

ამრიგად, სახელმწიფოები, რომლებიც ანარქიულ გარემოში თანაარსებობენ, თავიანთი


ამოცანების გადაჭრაზე თავად უნდა იზრუნონ, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ისინი
ყოველთვის როდი აღწევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოთა ქმედებები
ურთიერთდამოკიდებულია და აისახება სხვა სახელმწიფოებზეც, ეს გულისხმობს რომ
თითოეულმა სხვების არსებობაც უნდა გაითვალისწინოს. თუნდაც უსაფრთხოების
თვალსაზრისით. ზოგჯერ კი წარმოიშობა „უსაფრთხოების დილემა“, რომელიც უმეტესად ორი
შემზღუდველი გარემოებით არის განპირობებული: თავდასხმითი და თავდაცვითი პოზიციების
ერთმანეთისგან გარჩევა იმთავითვე რთულია, ხოლო ერთი სახელმწიფო იმის იმედად ვერ
იქნება, რომ მეორის მშვიდობიანი განწყობა მომავალში არ შეიცვლება. თავდაცვისუნარიანობა
შეიძლება თავდასხმის უნარსაც გულისხმობდეს. ზოგჯერ სახელმწიფოს ლიდერები თავდაცვის
მიზნით ისეთ ნაბიჯებს დგამენ რომელმაც შეიძლება ომი გამოიწვიოს. უმეტესად ეს შეიძლება
ეკონომიურმა სტატუსმა განაპირობოს, ან გაფართოების სურვილმა, თუმცა ომის დაწყების
მიზეზები (ნებითი თუ უნებლიე) მაინც ინდივიდუალურია და განსხვავდება.

კენეტ უოლცი იერარქიულ (საშინაო) და ანარქიულ (საერთაშორისო) პოლიტიკურ სისტემებს


შორის არსებულ განსხვავებებს განიხილავს. ის ხსნის თუ რატომ არის ანარქიულ სისტემებში
შესაძლებობების განაწილება მნიშვნელოვანი და ხაზს უსვამს იმ ასპექტებსაც, რომლებიც
იერარქიული სისტემის აქტორების პოლიტიკურ ქცევას ანარქიული სისტემის აქტორების
ქცევისგან განასხვავებს. არსებობს ერთ–ერთი ასეთი მიმდინარეობაც – „თავდასხმითი
რეალიზმი“, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო პოლიტიკა დაუნდობელია და შესაბამისად
უნდა იქცეოდნენ სახელმწიფოებიც.

*ანარქიის შერბილება
თვით რეალისტებიც კი თანხმდებიან იმაზე რომ სახელმწიფოებს შორის არაა აუცილებელი
მუდმივი კონფლიქტი ან ომი, მეტიც ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია ურთიერთმეგობრულ
დამოკიდებულებას. ისინი ფიქრობენ, რომ ანარქიის დაძლევის ალბათობა უფრო დიდია, როცა
აქტორებს გრძელვადიანი გათვლების შესაძლებლობა აქვთ.
არსებობს ორი მნიშვნელოვანი მექანიზმი – საერთაშორისო სამართალი და დიპლომატია.
მართალია არ არსებობს მსოფლიო მთავრობა, რომელიც ამათ აღსრულებას უზრუნველყოფდა,
მაგრამ საერთაშორისო სამართლის წყალობით მაინც შესაძლებელია ქცევის წესებისა და დავების
გადაწყვეტების მექანიზმების შექმნა. ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ თუ ყოველი ინდივიდი
თავისი კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაზე იზრუნებდა, ინდივიდთა ეგოისტური
ქმედებების შედეგად ქვეყნის საერთო სიმდიდრე მოიმატებდა. საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიტიკოსები ფიქრობენ, მსგავსად ამისა ძალთა წონასწორობის სისტემა
ჰეგემონიის დამყარების შესაძლებლობას, სავარაუდოდ არც ერთ ცალკეულ სახელმწიფოს
მისცემს.

არსებობს ასევე ძალის გაწონასწორების სტრატეგიაც, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედი


სახელმწიფოები მიმართავენ, როდესაც სახელმწიფოები მათი მოქმედების მარეგულირებელი
პრინციპებიც, წესებისა და ნორმების თაობაზე თანხმდებიან. რობერტ კიოჰენის მტკიცებით,
„ინსტიტუტები“ შეიძლება სახელმწიფოებს მათი საერთო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს,
თუნდაც გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე.

You might also like