You are on page 1of 2

 ანარქიის შედეგები

საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემო გულისხმობს უმაღლესი ხელისუფლების


არარსებობას. არ არსებობს სუვერენული ძალა რომელიც ვალდებულებებს აუცილებლად
შეასრულებს ან ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში დაისჯება. სწორედ ამიტომ
ამბობენ რომ ანარქია ომის მდგომარეობას უტოლდება. როდესაც სხვა არაფერი ჩემთვის
მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ როდესაც არაფერი არსებობს ძალა არის ,,ultima ratio”. ომი
მდგომარეობა არ გულისხმობს რომ სახელმწიფოები მუდმივად ეომებიან ერთმანეთს ან სხვა
ქვეყნებთან არიან ჩაბმული ომში. არ არსებობს ორი ისეთი მეგობრული სახელმწიფო რომელსაც
სიმშვიდე ომის გამო არ დარღვევია. ძირითადად ქვეყნები საკუთარი ძალისხმევის ანაბარა არიან
დარჩელინი და სწორე ამიტომ ანარქიული სახელმწიფოები საკუთარ თავს თავად ეხმარებიან.

მართალია სახელმწიფოებმა თავიანთი ამოცანების გადაჭრაზე თავად უნდა იზრუნონ მაგრამ


საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ისინი ყოველთვის როდი აღწევენ. ხდება ხოლმე რომ მიზნები
რომლებიც საქელმწიფოს აქვს მიღწევადია მაგრამ საშუალებები არასწორად შერჩეული. მაგრამ
არსებობს ის შემთხვევები როდესაც სახელმწიფოს ყველანაირ რესურსი აქვს მიზანს მიაღწიოს
თუმცა იგი მაინც ვერ აკეთებს იმას რაც უნდა. ერთი სახელმწიფოს ქმედება აისახება მეორეზე
ასე რომ ვთქვათ ჯაჭვურ რეაქციაში არიან ერთმანეთთან. შეიძლება ის ტერიტორია რომელიც
ერთ სახელმწიფოს უნდა მასზე თვალი სხვა რომელიმე სახელმწიფოსაც ეჭიროს. ერთი
რომელიმე სახელმწიფოს ქმედება დამოკიდებულია იმაზე თუ რას გააკეთებენ სხვები.
საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემო შესაძლებლობას აძლევს ყოველ სახელმწიფოს
რომ საკუთარი ინტერესები თავად განსაზღვროს, თუმცა სახელმწიფომ ეს ინტერესები თვითონ
უნდა დაიცვას. სახელმწიფოს მმიერ გადაგმულმა ნაბიჯებმა იმისათვის რომ საკუთარი ხალხი
და ინტერესები დაიცვას შეიძლება ომიც კი გამოიწვიოს. შეიძლება ორმა სახელმწიფომ მაშინაც
კი როდესაც თითოეული მათგანი სტატუს-კვოთი კმაყოფილია და მხოლოდ უსაფრთხოების
უზრუნველყოფა სურს. სახელმწიფოები ხშირად უპირისპირდებიან ვაჭრობასთან,
საკუთარებასთან, იეოლოგიასთან ან სხვა საკიტხებთან დაკავშირებით.

რეალისტები ამბობენ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა ხელსაყრელ


ვითარებაშიც კი ძნელია რადგანააც ანარქიის პირობებში აბსოლუტურ სარგებელზე მეტად
სახელმწიფოებს შედარებით უპირატესობები აინტერესებთ. რეალისტები მეტწილად იზიარებენ
მოსაზრებას სახელმწიფოთა ქცევაზე ანარქიის გავლენის შესახებ. ერთ-ერთი მიმდინარეობის
წარმომადგენლები რომლებსაც ,,თავდასხმით რეალისტებს უწოდებენ“, ამტკიცებენ რომ
ანარქიის შედეგები უსაფრთხოები დილემის წარმოქმნითა და თანამშრომლობის გაიშვიათებით
სულც არ შემოიფარგლება. ლოგიკურია ანარქიის პირობებში ის კი არ ვიკითხოთ თუ რატომ
იწყება ომი არამედ ის ,,რატომ არ იწყება ომები უფრო ხშირად“ ნაცვლად იმისა რომ ვკითხოთ
,,რატომ არ თანამშრომლობენ სახელმწიფოები უფრო აქტიურად საერთო ინტერესების
დასაცავად“. ანარქიის და უსაფრთხოების დილემის შედეგები თავისთავად არ წარმოიშობა
ხოლო ის რომ სახელმწიფოები ძალის მაქსიმალიზაციას ცდილობენ სულაც არ არის ცხადი
ჭეშმარიტება.

ანარქიის შერბილებa
თვით რეალისტები აღნიშნავენ რომ კონფლიქტი სულაც არ არის საერთაშორისო პოლიტიკის
მუდმივი მახასიათებლები. კენეტ ოიეს მტკიცებით ანარქია და უსაფრთხოების დილემა
თანამშრომლობას აბრკოლებს მაგრამ თანამშრომლობა მაინც ხერხდება. თანამშრომბლობა
უფრო იოლია მაშინ როდესაც აქტოროების რიცხვი მცირეა. აქტორებმა იციან რომ თუ სხვებთან
თანამშრომლობაზე უარს იტყვიან საერთო წამოწყებები სავარაუდოდ მარცხით დასრულდება.

გარემო აქტორების მომავალსაც განსაზღვრავს. ანარქიის შედეგად წარმოქმნილი წინაღობის


დაძლევის ალბათობა უფრო დიდია მაშინ როდესაც აქტორებს გრძელვადიანი გათვლების
შესაძლებლობა აქვთ. როდესაც თანამშრომლობა უფრო მომგებიანი ვიდრე შეზღუდავი
კონკურენცია, ასეთ პირობებში გაცილებით უფრო მომგებიიანია მათ შორის თანამშრომლობა
ვიდრე შეუზღუდავი კონკურენცია. რობერტ ჯერვისი გვიჩვენებს რომ ის თუ რამდენად
შეუძლიათ სახელმწიფოებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვებისთვის საფრთხის
შექმნის გარეშე დიდწილად იმაზეა დამოკიდებული არის თუ არა შესაძლებელი თავდაცვითი
და თავდასხმითი პოზიციების ერთმანეთისაგან გარჩევა. მიიჩნევა თუ არა რომ თაავდაცვას
თავდასხმა სჯობს. უსაფრტხოების დილემა აქტუალური მაშინ ხდება რპდესაც სახელმწიფოები
ნაკლებად დაცულნი არიან და ანარქიის შედეგებიც ბევრად უფრო მძიმეა.

საერთაშორისო სამართალი და დიპლომატია ძალიან ადრე გამოიყენებოდა სახელმწიფოთა


შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. საერთაშორისო სამართლის წყალობით შესაძლებელი იყო
ქცევის წესებისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა. მას ძალა მხოლოდ მაშინ აქვს
როდესაც სახელმწიფოები თანხმდებიან რომ დაეთანხმონ. სახლმწიფო აქტორები შეიძლება
დაეთანხმნონ გადაწყვეტილებებს რომლებიც მათ სრულად არ აკმაყოფილებთ რადგან
ფიქრობენ რომ პრეცედენტებისა და პრინციპების გამო კომპრომისზე წასვლა ღირს.

You might also like