You are on page 1of 4

საშინაო პოლიტიკის კონტექსტი:

ხელისუფლების სამი შტო და არჩევნის პროცესი

,, ზეპარტიულობის ოქროს ხანა’’ -ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მოქმედებს


რიდისა და პოლიტიკური პროცესით დადგენილი ზღვრების მიღმა , კონგრესმა გადალახა
ჩვეული პარტიულობა, ხოლო ამერიკელი ხალხი ერთიანია. სამივე მუშაობდა ერთად ,
რათა მომხარიყო მსოფლიო პასუხისმგებლობის ეროვნული გათავისება .

ეს სულ ასე არ ხდება:

1. ისტორიულად ცივი ომის პერიოდისთვის დამახასიათებელი კონსესუსი უფრო


გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი. საგარეო პოლიტიკისი ფორმირებისას,
აღიარებულია რომ აქ დებატები პირველად ვიეტნამის ომზე გაჩნდა , თუმცა მეორე
მსოფლიო ომის წინ, ფრანკლინ რუზველტს ინტენსიური პოლიტიკური დებატები
უწევდა იზოლაციონისტრუად განწყობილ კონგრესთან. ვუდრო ვილსონსაც
კონგრესმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა .
2. კონსესუსი ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანი არ ყოფილა - ერთია , რომ
საგარეო საქმეებისთვის შიდა კონსოლიდაცია კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ამან
შესაძლოა ახრთა სხვადასხვაობის დელიგიმატიზაციას შეუწყოს ხელი .
მაგალითად, კომუნისტებზე ნადირობა მაკარტიზმის დროს, როცა ღალატში
დასდეს ბრალი სახელმწწიფო მოხელეებს, ხელოვანებს, რპოფესორებს, ზოგჯერ
უბრალოდ სადუძვლის გარეშეც კი.
3. საშინაო პოლიტიკური ბრძოლა თავისთავად არაა ცუდი საგარეო პოლიტიკისთვის .
თუ ეს ბრძოლა ცალსახად პარტიულია ის ვერ იქნება სასარგებლო, თუმცა , თუ ის
ცდილობს საკითხის უფრო საფუძვლიანად განხილვას შეუწყოს ხელი, შესაძლოა
სარგებლისმომტანი აღმოჩნდეს. მაგ. ფილიპინებში დემოკრატიული
მმართველობის აღდგენაში აშშ-ს როლთან დაკავშირებული დებატების შედეგი
1980-იანი წლების შუა ხანებში. რეიგანის პოლიტიკა გულისხმობდა დიქტატორ
ფერდინანდ მარკოსის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორი
ოპოზიციურ პარტიის ლიდერს კლავდა და მზარდი კორუფცია ჰქონდა. ამ დროს
აშშ-ს კონგრესმა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ზეპარტიული კოალიციის
ლიდერობით უარი თქვა მარკოსის უპირობო მხარდაჭერაზე. კონგრესი ითხოვდა
დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას. ამან ხელი შეუწყტო ფილიპინებში
დემოკრატიული მმართველობის აღდგენას და აშშ-ს მოკავშირეც უფრო
სტაბილური გახდა.

პრეზიდენტი, კონგრესი და ,,პენსილვანია ავენიუს დიპლომატია’’

 თეთრი სახლი და კაპიტოლიუმი ერთმანეთის პირისპის დგას, პენსილვანია ავნიუს


ორ ბოლოში. ეს ავენიუ მათ აერთიანებს , მაგრამ ყოფს კიდეც. ავენიუ არის
თანამშრომლობისა და კონფლიქტის ხაზიც.

პრეზიდენტ - კონგრესისი ურთიერთობების თეორიები:


 თანამშრომლობა, როცა კონგრესი ეთანხმებოდა პრეზიდენტს და მთლიანობაში
ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკა ტარდებოდა;
 კონსტრუქციული კომპრომისი, როცა ორი შტო დაძლევდა კონფლიქტს და
შეიმუშავებდა პოლიტიკას, რომელიც ორივეს თავდაპირველ პოზიციაზე უკეთესი
აღმოჩნდებიდა(1980 იანი წლების ფილიპინების მაგალითი)
 ინსტიტუციური კონკურენცია - როცა კონფლიქტი ნაკლებად იყო მიმართული
პოლიტიკის არსზე და უფრო ეხებოდა ინსტიტუტციური უფლება-მოსილების
საკითხებსა და ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციასა და
კონგრესის საზედმახევდელო ფუნქციას შორის;
 კონფორნტაცია - როცა მხარეთა პოზიციები თვისებრივად წინააღმდეგობაშ
მოდიოდა ერთმანეთთან და პენსილვანია ავენიუს დიპლომატიას დაძაბული
პერიოდი ედგა.

კიდევ ორი თეორია , ხნის, რომელი მოდელი უკეთ მიესადაგება ცალკეულ ისტორიულ
პერიოდს თუ თემატურ სფეროს მოცემულ პერიოდშ.

1. ერთი კგუფი ფოკუსირებულია პარტიულობის საკითხზე. ხაზს უსვამს პარტიულ


იდენტობას, როგორც გადამწყვეტ ფაქტორ, რომელის მიხედვითაც
თანამშრომლობაა წამყვანი მოდელი იმ შემთხვევაში, როცა კონგრესსაც და თეთრ
სახლსაც ერთი პარტია აკონტროლებს. თუ ეს გაყოფილია და პრეზიდენტს სხვა ,
ხოლო კონგრესს(ან ერთ პალატას მაინც) სხვა პარტია აკონტროლებს , უფრო
მეტია კონფორნტაცია.
 მაგრამ, არსებობს შემთხვევები როცა კონფორნტაციული ხასიათი არ
ჰქონდა. მაგ. ,,ზეპარტიულობის ოქროს ხანა’’, როცა დემოკრატი
პრეზიდენტი ჰ. ტრუმანი და სენატის საგ. ურთიერთობების რესპუბლიკელი
თავჯმდომარე ვანდერბერგი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ 1947-48
წლებში.
 რესპუბლიკელ პრეზიდენტ ეიზენჰაუერს დაუპირისპირდა ასევე
რესპუბლიკელი სენატორი ჯოზეფ მაკარტი.
2. კონსტიტუციურ-სტრუქტურული ფაქტორი, სადაც პოლიტიკური პროცესი
მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
 საომარი მდგომარეობის გამოცადება - შეიარაღებული ძალების
მთავარსარდალია პრეზიდენტი; კონგრესი - საერთო თავდაცვის
უზრუნველყოფა, ომის გამოცადება.
 ხელშეკრულებები - აწარმოებს მოლაპარაკებებს - პრეზიდენტი;
ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს ხმათა ორი მესამედით(სენატი ) -
კონგრესი;
 დანიშნვნები - ასახელებს მაღალი სახლემწიფო თანამდებობის პირებს -
პრეზიდენტი; ამტკიცებს პრეზიდენტის კანდიდატებს - კონგრესი.
 საგარეო ვაჭრობა - მოლაპარაკებების წარმოებისა და დანიშვნების
უფლებამოსილება - პრეზიდენტი; ცალსახა უფლებამოსილება ,, საგარეო
ვაჭრობის რეგულირება’’ - კონგრესი;
 ზოგადი - აღმასრულებელი ძალაუფლება, ვეტო - პრეზიდენტი;
საკანონმდებლო ძალაუფლება, საბიუჯეტო ძალაუფლება, ზედამხევდელობა
და გამოძიება - კონგრესი.

საომარი მდგომარეობის გამოცხადება:


ბუნდოვანია , ამიტომ ორივე შტო დამფუძნებელი მამების ციტატებს იშველიებენ
ხოლმე.
 საპრეზიდენტო პოზიციის მომხრეებს მოჰყავთ ჰამილტონის მსჯერლობა ,
რომლის მიხედვითაც ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებლობა არის
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ერს ენერგიული მთავრობა ესაჭიროება. ომის
დროს აღმასრულებელი ხელისუფლების ენერგიულობა არის ეროვნული
უსაფრთხოების მტავარი საფუძველი.
 კონგრესის პოზიციის მომხრეები იშველიებენ კონსტიტუციური კონვენციის
ჩანაწერებს. ჯეიმს მედისონის ინიციატივით, კონსტიტუციის თავდაპირველი
რედაქცია, რომელშიც ეწერა - კონგრესი აწარმოებს ომს - შეიცვალა
წარწერით - კონგრესი აცხადებს ომს. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის
უფლებამოსილებაა, როგორ გამოიყენებს ძალას, ანუ ომის წარმოება,
ხოლო კონგრესის უნდა გამოიყენონ თუ არა ძალა, ანუ ომის გამოცხადება.
 ისტორიული მაგალითები სხვადასხვას აჩვენებს: შეერთებულმა შტატებმა
სამხედრო ძალა ორასზე მეტჯერ გამოიყენა და აქედან კონგრესმა მხოლოდ
5-ჯერ გამოაცხადა ომი: 1812 წლის ბრიტანეთის, მექსიკის, ესპანეთის,
პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. სამხედრო ძალების
გამოყენების დაახლოებით 85-90 შემთხვევაში (1991წლის სპარსეთის ყურის,
2001 წლის ავღანეთის და 2003 წლის ერაყის ომები) საკითხი განიხილებოდა
და თითქმის ომამდეც იყო მისული. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი
პრეზიდენტი დამოუკიდებლად მოქმედებდა, ამიტომ ეს აჩვენებს, რომ
პრეზიდენტი ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებს.
 ვიეტნამში და ერაყში პრეზიდენტის მიერ გამოცხადებას ომის მოჰყვა
მნიშნელოვანი შედეგბი.
 ქისის ძალაუფლება - შეუძლია კონგრესს დაასრულოს ომი და ვიეტნამშიც ეს
გამოიყენა, თუმცა უკვე იმის შემდეგ რაც 10წლეულები მიდიდოდა ომი.
აგრეთვე, კონგრესს არამარტო დაფინანსების შეწყვეტით, არამედ სხვა
გზებითაც შეუძლია ჰქონდეს გავლენა ომზე.

 რატიფიცირება ხდევა კონგრესის 2/3 ხმით.

 ვერსალის ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინა კონგრესმა


 1998 წელს ბირთვული იარაღის გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის
ხელშეკრულებაც უარყო. ეს ხელშეკრულება აკრძალვას ავრცელებდა
მიწისქვეშ და ბირთვული იარაღის ყველა სახლის გამოცდაზე. კლინტონის
დროს.

 პრეზიდენტს შეუძლია სამთავრობო შეთანხმებებით გვერდი აუაროს


რატიფიცირების პროცედურას და ისე აიღოს საერთაშორისო
ვალდებულებები.

 დეკლარაციული ვალდებულებები - სიტყვით გამოსვლისას აჟღერებს


პრეზიდენტი.

 ვეტოს უფლება აქვს პერზიდენტ, თუმცა კონგრესს ორივე პალატიდან 2/3


ხმით შეუძ₾ია გადაჯაბნოს.

You might also like