You are on page 1of 5

ვესტფალიის ზავი და სახელმწიფო სუვერენიტეტი.

მარიამ სხირტლაძე
23-03-01

ვესტფალიის ზავი, რომელიც დაიდო 1648 წელს, უდავოდ ერთ-ერთი


ყველაზე გამორჩეული და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ისტორიული
მოვლენაა. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ
ხელშეკრულების გაფორმება მიიჩნევა საერთაშორისო
ურთიერთობების ევოლუციისა და თანამედროვე სახელმწიფო
სისტემის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ მომენტად. ვესტფალიის
ხელეკრულებამ არა მარტო დაასრულა 30 წლიანი სასტიკი ომი და
კონფლიქტი, არამედ საფუძველი ჩაუყარა ახალ ეპოქას,
რომლისთვისაც აუცილებელი მახასიათებლები გახდა სახელმწიფოს
სუვერენიტეტისა და დიპლომატიური წონასწორობის პრინციპები ,
დაიწყო ახალი ერა, რომელშიც ცალკეული სახელმწიფოების
ავტონომია და მისი ავტრორიტეტი პირველხარისხოვანი იყო. თუმცა
Მანამ, სანამ უშუალოდ მთავარი თემის მიმოხილვაზე
გადავიდოდეთ, უპრიანი იქნება, ვისაუბროთ ისტორიულ კონტექსტზეც,
რათა უფრო მარტივად და თვალსაჩინოდ აღსაქმელი გახდეს, თუ
რამხელა გავლენა იქონია და როგორ შეცვალა ვესტფალიის ზავმა
იმდროინდელი ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკური წესრიგი თუ
მდგომარეობა და როგორ შეუწყო ხელი რელიგიური და იმპერიული
დომინანტობიდან ავტონომიური, ტერიტორიულად განსაზღვრული
სახელმწიფოების აღიარებაზე გადასვლას.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გადავინაცვლოთ გვიანი შუა
საუკუნეების პერიოდში, კერძოდ კი, მე-16 საუკუნის ევროპაში. როგორც
მოგვეხსენება, ამ დროს ევროპაზე უდიდეს გავლენას ახდენდა ორი
მძლავრი ინსტიტუტი — რომის კათოლიკური ეკლესია და საღვთო
რომის იმპერია. მმპერია შედგებოდა ტერიტორიული სიდიდით
ერთმანეთისგან განსხვავებული სამთავროებისგან, რომლებიც
გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ
იმპერატორი რომის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა და მთელ
ევროპაში უკვე იყო კათოლიციზმი დამკვიდრებული, Რომის პაპი
გამუდმებით მაინც ცდილობდა საკუთარი პოლიტიკური გავლენა
გაეზარდა სხვა მმართველებზე და სწორედ ამ მიზეზით დასავლეთ
ევროპის მონარქები გამუდმებით კონფლიქტში იყვნენ მასთან. ეს
დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა პროტესტანტიზმის
გაჩენასთან ერთად, რამეთუ მრავალი ქრისტიანი მმართველი
მიიჩნევდა, რომ ეს იყო მათი შანსი, თავი დაეღწიათ რომის პაპის
მარწუხებისგან. შდეგად ფეოდალური გავლენის, მიწებისა და
ძალაუფლების მოპოვების მოტივებს რელიგიური კონპლიქტიც
დაემატა, რაც საბოლოოდ გადაიზარდა მრავალწლიან
სისხლისმღვრელ ომში. სწორედ ზემოხსენებულ ომს ეწოდა
ოცდაათწლიანი ომი, რომელიც დაიწყო 1618 წელს ჩეხების აჯანყებით.
ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ,ერთი მხრივ, საღვთო რომის
იმპერია და მისი მომხრეები, მეორე მხრივ კი, პროტესტანტული
გერმანული სამთავროები, შვედეთი, ნიდერლანდები და მათი
მომხრეები. ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით, 24
ოქტომბერს სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ დაიდო
მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში. როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ
შემდგომ პერიოდში იწყება მთელი რიგი ცვლილებები ევროპის
სახელმწიფოებში. ვესტფალიის ზავმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ
საღვთო რომის იმპერიის იდეა მოკვდა და მის ქვეშ არსებულ სამეფო-
სამთავროებს მანამდეც გააჩნდათ საკუთარ ტერიტორიაზე უმაღლესი
ძალაუფლება. საქმე ის არის, რომ ეს ძალაუფლება
ვესტფალიამდე საფრთხის ქვეშ იდგა. მართალია, 1555 წელს
აუგსბურგის ზავის შედეგად ყველა სამეფოსა თუ სამთავროს საკუთარ
ტერიტორიაზე რელიგიის არჩევის უფლება მიენიჭა, რაც ასევე დიდი
წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა Ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო
სუვერენიტეტის აუცილებელი პირველადი ნიშნებია როგორც გარე
პოლიტიკური ძალაუფლების გავლენისგან დამოუკიდებლობა,
ისევე შიდა საფრთხეებისგან. ვესტფალიამდე პერიოდში კი ევროპის
სახელმწიფოებისთვის გარე საფრთხეს რომის პაპი და საღვთო რომის
იმპერია, ხოლო შიდა საფრთხეს ფეოდალური კონპლიქტები
ძალაუფლების გაზრდაზე და რელიგიური დაპირისპირებები
წარმოადგენდა. ვესტფალიის ზავმა კი მათ რომის პაპისა და
იმპერატორის პოლიტიკური გავლენისგან სრული დამოუკიდებლობა
მოუტანა და გარდა ამისა, დააკანონა ტერიტორიული ბატონობის
უძველესი უფლებაც. ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ, რომ
ვესტფალიის შემდეგ 1806 წელს საღვთო რომის იმპერიამ დაასრულა
არსებობა, ხოლო ეს პროცესი საბოლოოდ მეოცე საუკუნეში
დააგვირგვინა სუვერენული სახელმწიფოების გაჩენამ მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, ვფიქრობ, აშკარაა, თუ რატომ
მიიჩნევა ვესტფალიის ზავის დადება ასეთ მნიშვნელოვან მომენტად
მსოფლიო ისოტირაში; თუ რამხელა როლი ითამაშა ევროპული
სახელმწიფოების “გათავისუფლებასა” და მათი, როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარებასა და სახელმწიფო
სუვერენიტეტის კონცეფციის განსაზღვრასა და დამკვიდრებაში; და
საფუძველი ჩაუყარა მმართველის საქმეში ჩაურევლობისა და
სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს.
როგორც უკვე ვახსენე, ვესტფალიის ზავის ერთ-ერთი და
დამეთანხმებით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო სახელმწიფო
სუვერენიტეტის კონცეფციის განსაზღვრა და მისი დამკვიდრება. უნდა
ითქვას, რომ თეორია სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესახებ ჯერ
კიდევ მე-16 საუკუნეში ჩნდება. სწორედ ფრანგი საზოგადო მოღვაზე
ჟან ბოდენი გვევლინება მის დამფუძნებლად. მის ნაშრომში ჩვენ
ვკითხულობთ, რომ სუვერენიტეტი არის მონარქის აბსოლუტური და
ხელშეუხებელი ძალაუფლების გამოხატულება. ბოდენთან
სუვერენიტეტის მთავარი უფლებები იყო შემდგომი: კერძო და ზოგადი
კანონების გამოცემის უფლება; ომის გამოცხადებისა და ზავის
დადების უფლება; უფროსი ჩინოვნიკების დანიშვნის უფელბა;
სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება ბოლო
ინსტანციაში; შეწყალების უფლება; ფულის მოჭრის უფელბა. აქედან
გამომდინარე ბოდენისთვის უზენაესი ხელისუფლება ემორჩილება
საღმრთო და ბუნებით სამართალს. მისთვის სუვერენიტეტი
სახელმწიფოს აუცილებელი აატრიბუტი უნდა ყოფილიყო და სწორედ
ეს განაპირობებდა მის დამოუკიდებლობას სხვა სახელმწიფოებისგან
საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება ვესტფალიურ სუვერენიტეტს,
ის ეფუძვნება ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტის კონცეფციას. ე რი
სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც არსებობს მაშინ ,
როცა კონკრეტულ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, ანუ
ერს ეკუთვნის იმავე ტერიტორიაზე მოქმედი ხელისუფლება.
ვესტფალიის ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებულია ის ოთხი
ძირითადი პრინციპი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო
სუვერენიტეტს. ესენია: სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა;
სახელმწიფო საზღვრების შეუვალობა; სახელმწიფოს უზენაესობა;
სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე კანონების
მიღებისა და აღსრულების უფლება.
რა გასაკვირია, სუვერენიტეტმა დროთა განმავლობაში სხვადასხვა
მნიშვნელობაც შეიძინა. მაგალითად, ნეოლიბერალები განარჩევენ
სამი სახის სუვერენიტეტს: 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელიც
გულისხმობს ხელისუფლების უზენაესობას შიდა საქმეებში და მის
დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე; 2. ეროვნული
სუვერენიტეტი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე
მკვიდრი ხალხის თვითგამორკვევის უფლეას; 3. ხალხის
სუვერენიტეტი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების
წყაროს წარმოადგენს ხალხი და მათ უფლება აქვთ საზოგადოებრივ
და სახელმწიფო საქმეებში თავისუფლად ჩაერთონ.
დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში იმისთვის რომ სახელმწიფო
სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარებულ იქნას, როგორც სუვერენულ
სახელმწიფოდ, აუცილებელია, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ
მოთხოვნებს. კერძოდ, 1933 წელს მიღებული მონტევიდეოს
კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით ეს მოთხოვნებია: მუდმივი
მოსახლეობა; სახელმწიფო ხელისუფლება; განსაზღვრული
ტერიტორია; უნარი, აწარმოოს საერთაშორისო ურთიერთობები სხვა
სახელმწიფოებთან. სწორედ ეს არის დღევანდელი სუვერენული
სხელმწიფოს ძირითადი ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავენ
სახელმწიფოების თავისუფლებას, ჩამოაყალიბონ საკუთარი კანონები
და პოლიტიკა ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე, მართონ საკუთარი
თავი და განსაზღვრონ თავიანთი ეკონომიკური თუ სოციალური
სისტემები მათსავე სასიკეთოთ.
დასასრულ, ორიოდე სიტყვით, რომ ვთქვათ, სახელმწიფო
სუვერენიტეტი არის კონცეფცია, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს
საბოლოო უფლებამოსილება და კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.
იგი მოიცავს დამოუკიდებლად მართვის, გარე ჩარევის გარეშე
გადაწყვეტილების მიღებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში
ჩართვის უნარს. ვესტფალიის ხელშეკრულებამ კი გადამწყვეტი
როლი ითამაშა სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის
დამკვიდრებაში და დღევანდელ მსოფლიოშიც აგრძელებს ამას. დღეს
სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნება განვითარდა ახალი
გამოწვევების გადასაჭრელად, მაგალითად, როგორიცაა
გლობალიზაცია, ადამიანის უფლებები და ტრანსნაციონალური
საკითხები. სუვერენიტეტის დაბალანსება საერთაშორისო
თანამშრომლობასთან არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე
დროში, რადგან ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი გზები და ხერხები,
რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფოების ავტონომიას და ხელს
შეუწყობენ გლობალურ კეთილდღეობასა და მშვიდობას.

ბიბლიოგრაფია:
https://drive.google.com/file/d/1Gy-kq3I4eEMHyTUcmOsWDd88r1vidFlJ/view?
usp=drive_link (ვესტფალიის სისტემა)
Space, Politics, Identity - part III.pdf
xaburdzania-suverenitetis-disertacia.pdf

You might also like