You are on page 1of 9

ჯენტელსონი, 1-ლი თავი, მესამე კვირა

სტრატეგიული კონტექსტი:
საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და არჩევნის არსი

შესავალი: საგარეო პოლიტიკა ტრანზიციის დროს

რატომ უნდა ატარებდეს აშშ აქტიურ საგარეო პოლიტიკას:


1. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები. 11-მა სექტემბერმა
კარგად აჩვენა არსებული გლობალური საფრთხეები. მიუხედავად იმისა,
რომ ცივი ომის შემდეგ გაუმჯობესდა წამყვან სახელმწიფოებს შორის
ურთიერთობები, კვლავაც არსებობს რეგიონებში არასტაბილურობა და
ომები. სამხერთ და აღმოსავლეთ აზიაში მასობრივი განადგურების იარაღი
ხან ერთ და ხან მეორე რეგიონში ვრცელდება და სრულიად შესაძლებელია
ის ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს. აგრეთვე არის საფრთხეები,
როგორებიცაა პანდემიები, კიბერსაფრთხეები.
2. ამერიკის ეკონომიკა დღეს ისეა ინტერნაციონალიზებული, როგორც
არასდროს. აშშ-ს ეკონომიკაშ მნიშნელოვანი როლი უჭირავს უცხოურ
ბაზრებს. აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არსებული
ეკონომიკური კრახები , მოქმედებს ამერიკის ეკონომიკაზეც.
3. საჯარო პოლიტიკის ბევრი სფერი, რაც ადრე ,,შიდა საქმედ’’ იყო
მიჩნეული, დღეს ინტერნაციონალიზებულია. გარემოს დაცვა,
ანტინარკოტიკული პოლიტიკა, რაც აშშ-ში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რადგან აზიიდან და ლათინური ამერიკიდან ათასობით
ტონა ნარკოტიკი შედის ყოველდღიურად, კრიმინალის ზრდა, ჯანდაცვის
ისეთი პრობლემები, როგორიცაა შიდსი. ამ სექტორებში შიდა და გარე
პოლიტიკის გამიჯვნა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
4. ამერიკელი ხალხი რასობრივად და ეთნიკურად სულ უფრო
მრავალფეროვანი ხდება და სულ უფრო მეტ ადამიანსა და ადამიანთა
ჯგუფს უჩნდება პირადი ინტერესი საგარეო პოლიტიკაში. იდენტობით
განპირობებული საგარეო პოლიტიკა მე-19 საუკუნის ამერიკაშც გვხვდება,
თუმცა დღეს სულ უფრო და უფრო მეტი განსხვავებული რასის, ეთნოსის
ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს გავლენა მოახდინოს თავიანთი
ქვეყნებისა თუ რეგიონების მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.
5. აშშ ს ძალიან გაუჭირდება დაიცვას თავისი ყველაზე ფუძემდებლური
ღირებულებები, თუ ყურადღებას არ მიაქცევს ამ ღირებულებების მძიმე
ხელყოფის ფაქტებს თავისი საზღვრების მიღმა. შეუძლებელია
სახელმწიფო მხარს უჭერდეს დემოკრატიას, თავისუფლებასა და
სამართლიანობას და გენოციდის, დევნის, წამების დროს ამბობდეს, რომ ეს
მისი საქმე არაა.

საერთაშორისო სისტემის კონტექსტი


ამერიკის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული
არჩევანის კონტექსტს საერთაშორისო სისტემა განსაზღვრავს.

 კვაზი ანარქია - საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს ლეგიტიმური


ცენტრალური ხელისფულება.
 სისტემის სტრუქტურა - ის დამოკიდებულია საერთაშორისო სისტემის
ძირითად სახელმწიფოებს შორის ძალის განაწილებაზე. ,,პოლუსი’’
აჩვენებს, თუ რამდენი ძირითადი სახელმწიფოა სისტემაში. თუ ორია გვაქვს
- ბიპოლარული სისტემა, როგორც ცივი ომის დროს იყვნენ აშშ და საბჭოთა
კავშირი. სამი ან მეტია გვაქვს - მულტიპოლარული , როგორც ეს მე19
საუკუნეში იყო, როცა ევროპის ძირითადი სახელმწიფოები იყო: დიდი
ბრიტანეთი, რუსეთი, ავსტრია-უნგრეთი, საფრანგეთი, პრუსია.
უნიპოლარული - როცა ერთი ძირითადი სახელმწიფოა, ცივი ომის შემდეგ
ამერიკა. სისტემის სტრუქტურა ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ეს ცივი
ომის დროს ან მანამდე იყო.

ეროვნული ინტერესები: ოთხეულის ჩარჩო


აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინსტერესებს უნდა
შეესაბამებოდეს. აქ გამოიყოფა 4 ძირითადი მიზანი: ძალა, მშვიდობა,
კეთილდღეობა და პრინციპები.
ძალა

 ძალა - ის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის ყველაზე ძირითადი


მიზნების მისაღწევად - თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ეროვნული
დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის
შესანარჩუნებლად. აუცილებელია აგრეთვე აგრესიის შესაკავებლად და
უცხო ქვეყნებზე სხვადასხვა საკითხებზე გავლენის მოსახდენად.
 ძალაზე, როგორც მიზანზე განსაკუთრებულ აქცენტს ახდენს
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის რეალიზმის სკოლა.
საერთაშორისო ურთიერთობები არის ბრძოლა ძლიერებისთვის ,
სახელმწიფო მოღვაწეები მოქმედებენ ინტერესების შესაბამისად ,
რომელიც გამოხატულია ძალაში.
 რეალისტებისთვის 4 მომენტია მნიშვნელოვანი: 1. სახელმწიფოები
ესწრაფვიან ინტერესესბს და არა მშვიდობას, როგორც ასეთს; 2.
ძლიერების მთავარ გამოხატულებად პოლიტიკური და სამხედრო ძალა
რჩება. 3. ცალკე აღებული ეკონომიკური ძალა და კეთილდღეობის სხვა
ასპექტები რეალისტებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ის ოქროს
ზოდია, რომელზეც საბოლოო ჯამში სამხედრო ძალაა დაფუძნებული. 4.
პრინციპები, როგორიცაა: დემოკრატია და ადამიანის უფლებები,
მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ იშვიათად უნდა მიენიჭოს უპირატესობა
ძალასთან მიმართებაში.
 რეალისტებისთვის ომის აცილების საუკეთესო საშუალებაა დაშინება -
deterrence. ეს ნიშნავს ომის პრევენციას სამაგიეროს მიზღვის შიშის
საფუძველზე.
 სამხედრო ინტერვენციები ,,მცირე ომებია’’ , რომელშიც სამხედრო
ძალა შეზღუდულად გამოიყენება. ასეთია აშშ-ს ინტერესებისთვის
მტრულად მიჩნეული მთავრობების ჩამოსაგდებად, მომხრე ლიდერების
დასაცავად ან ხელისუფლებაშ მოსაყვანად შეზღუდული მიზნებისა და
ხანგრძლივობის სამხედრო ქმედებები.
 თავდაცვა არის თავდასხმის საპასუხო სამხედრო ქმედება.
 წინმსწრები ომი ნიშნავს სამხედრო ძალის გამოყენებას უშუალო
მუქარაზე საპასუხოდ, ანუ, როცა არსებობს მყარი საფუძველი
ვივარადუოთ, რომ ის ვისაც ვესხმით, თავადაც აპირებს ჩვენზე
თავდასხმას.
 პრევენციული ომი - როცა მუქარა უშუალო არაა, მაგრამ არსებობს
მყარი საფუძველი ვარაუდისა, რომ საფრთხე გაიზრდება, თუ არაფერს
მოვიმოქმედებთ. ერაყის ომზე დაობენ ამას.
 ალიანსები საერთო მტრის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კომპონენტია
როგორც თავდაცვის, ისე დაშინების სტრატეგიებისთვის. აქვე გასცემდა
ის სამხედრო დახმარებებებს , ანუ იარაღით მრჩევლებით,
დაფინანსებით და სხვა ფორმით პროამერიკული მთავრობებისა თუ
აჯანყებული ჯგუფების მხარდაჭერა. მაგ. ლენდ-ლიზის პროგრამა დიდი
ბრიტანეთისთვის 1940-41 წლებში.
 იძულებითი დიპლომატიაც ძალას განეკუთვნება, მას სხვადასხვა
ფორმა აქვს - ოფიციალური პროტესტი ან საჯარო დაგმობა, ელჩის
გამოწვევა და დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა, ეკონომიკური
სანქციების დაწესება და მკაცრი ზომები.
 აგრეთვე არსებობს საიდუმლო ოპერაციები, რომლებიც ფარულად,
ეროვნული ინტერესების დასაცავად ხორციელდება.
მშვიდობა
გარკვეული თვალსაზრისით ეროვნული ინტერესების ოთხივე მიზანი საბოლოოდ
მშვიდობას ეხება. ძალა მშვიდობას უნდა იცავდეს, კეთილდღეობამ მშვიდობას
უნდა შეუწყოს ხელი და პრინციპებმაც მშვიდობა უნდა განამტკიცოს.

 დიპლომატია - კლასიკური გაგებით არის პროცედურების


ფორმალიზებული სისტემა ან პროცესი, რომლითაც სუვერენული
სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებს წარმართავენ. ელჩები
სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ დიპლომატიური ურთიერთობებით
ცდილობენ სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას.
 საერთაშორისო ინსტიტუციონალიზმი - ის დიპლომატიასთან ყველაზე
ახლოს ასოცირებული საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაა. ის ხაზს
უსვამს ომის შანსების შემცირებასა და საერთო ინტერესების მიღწევის
როგორც შესაძლებლობას, ისე ღირებულებას, იმ დონემდე, რომ
საერთაშორისო სისტემა მსოფლიო წესრიგად იქცეს.
 შეიძლება გამოვყოთ საერთაშორისო ინტიტუტების 5 ძირითადი ტიპი:
1. გლობალური უსაფრთხოების, როგორიცაა ერთა ლიგა; გაერო.
2. ეკონომიკის, როგორიცაა IMF, WB WTO.
3. საერთაშორისო სამართლებრივი, როგორიცაა საერთ.
სასამართლო, სისხლის სამართლის საერთ. სასამართლო.
4. თემატური პოლიტიკის, როგორიცაა ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტო, ჯანმო და ა.შ
5. რეგიონული, როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი, დსთ.
 სამშვიდობო შუამავლის როლი - ამ როლს ძირითადად აშშ ასრულებდა,
როცა უშუალოდ თავად არ იყო კონფლიქტში მონაწილე მხარე.

კეთილდღეობა
კეთილდღეობის საკითხებით მოტივირებული საგარეო პოლიტიკა
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკურ ცნებებში გამოხატულ
ეროვნულ ინტერესებს.

 ასეთია: საიმედო და იაფი იმპორტი, ამერიკული პროდუქციის საექსპორტო


ბაზრები, ხელსაყრელი უცხოური ინვესტიციები და სხვა.
 აშშ-ს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნების სიაში არიან: ნავთობით
მდიდარი ქვეყნები, მაგ. საუდის არაბეთი.
 ერთი სკოლა - ეკონომიზმი - საუბრობს საგარეო პოლიტიკის გზით
ეროვნული ეკონომიკური სარგებლის მიღწევაზე: ესაა ხელსაყრელი
სავაჭრო ბალანსი, დიდი ეკონომიკური ზრდა, ჯანსაღი მაკროეკონომიკა.
საბოლოო მიზანია საყოველთაო კეთილდღეობა და პოლიტიკა
ემსახურებოდეს მთლიანად ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ასე იყო აშშ-ს
საგარეო პოლიტიკა მე-19 საუკუნის განმავლობაში, როცა აშშ-ს საგარეო
ხელშეკრულებების 70 % ეხებოდა ვაჭრობას.
 მეორე სკოლა - იმპერიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი - ამის მიხედვით,
ამერიკის საგარეო პოლიტიკა დომინირებულია და ემსახურება
კაპიტალისტთა კლასისა და ელიტების ინტერესებს. კეთილდღეობა
გაიგივებულია სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასთან და
მეთოდი არის ექსპლოატაცია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.

პრინციპები

 პრინციპები მოიცავს იმ ღირებულებებს, იდეებსა და რწმენებს, რომლებსაც


აშშ გაცხადებულად უჭერს მხარს მსოფლიოში.
 პრიციპებზე აქცენტი უკავშირდება - დემოკრატიულ იდეალიზმს.
 2 ცენტრალური პრინციპი:
1. როცა კომპრომისი გარდაუვალია , მართალმა უნდა გადასწონოს
ძლიერი. აშშ საკუთარ თავს ყოველთვის თვლიდა დემოკრატიის
დამცავად , რომელსაც დახმარების ხელი უნდა გაეწოდებინა ყველა
იმ ქვეყნისთვის, რომელსაც დემოკრატიზაციის გზაზე საფრთხე
დაემუქრებოდა.
2. გრძელვადიან პერსპექტივაში მართალი იქცება ძლიერად და
მშვიდობაც და ძალაც ყველაზე უკეთ პრინციპების დაცვით მიიღწევა.
ამას დემოკრატიის მშვიდობის თეორია განსაზღვრავს, რომლის
მიხედვითაც, დემოკრატიები ერთმანეთში არ ომობენ.
 რბილი ძალა - როცა ერთი ერის მიერ მხარდაჭერილი ღირებულებები
კულტურულად მიმზიდველია და ამ სახელმწიფოს რეპუტაციის სხვა
ასპექტებთან ერთად შეიძლება სხვებზე გავლენის მოსახდენად პრაქტიკული
დანიშნულება ჰქონდეს. ( ამაში ფული არ იხარჯება გამიზნულად)

საგარეო პოლიტიკის არჩევნის დილემები: მიზნების თავსებადობა,


კომპრომისი და უთანხმოება.
1990-91 წლის სპარსეთის ყურის ომი

 ის აშშს წარმატება აღმოჩნდა რამდენიმე თვალსაზრისით. ამ დროს სადამ


ჰუსეინი ქუვეითში შეიჭრა და იქ გაჩერებას არ აპირებდა, ემუქრებოდა
საუდის არაბეთს, რომელიც ნავთობის გამო ამერიკისთვის სტრატეგიულად
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა და მოკავშირე გახლდათ.
 დაიგეგმა ოპერაცია , სადაც 27 სახელმწიფო შევიდა. სამხედრო ძალებს
გენერალი შვარცკოფი მეთაურობდა
 სამხედრო ოპერაცია ,,უდაბნოს ქარიშხალი’’ ამერიკის ძალის
მნიშვნელოვანი დემონსტრირებაც იყო. აქ ამერიკამ თავისი სამხედრო
უპირატესობა დაამტკიცა - Power.
 აგრეთვე დაიცვა კეთილდღეობაც, ნავთობის სახით. 1973 წლის არაბეთ-
ისრაელის ომმა და 1979 წლის ირანის რევოლუციამ ნავთობის მიწოდება
შეაფერხა ამერიკისთვის და ფასებმა კატასტროფულად იმატა. ამ ჯერად ეს
არ მოხდა, რადგან ომი მალე დასრულდა - Prosperity.
 მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითი არ იყო დემოკრატიული ქვეყანა,
პრინციპები მაინც მნიშნელოვანი იყო. პირველი, ყველა სახელმწიფოს აქვს
უფლება, იყოს აგრესიისგან თავისუფალი. მეორე, ომს ჰქონდა მორალური
ღირებულება, რადგან წინ აღუდგნენ სასტიკ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს. –
Principles
 აშშ-ს ლიდერობით მშვიდობა აღდგა - Peace.

მარშალის გეგმა

 მარშალის გეგმა აშშ-ს პირველი მასშტაბური საგარეო დახმარების


პროგრამა იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დას. ევროპის ეკონომიკების
რეკონსტრუქციისთვის პროგრამის ფარგლებში გამოიყო 17 მილიარდი აშშ
დოლარი.
 ევროპაშ ეკონომიკური კრიზისის გამო, კომუნისტური პარტიების
პოპულარობა იზრდებოდა , ამიტომ მარშალის გეგმა კომუნიზმის
შემაკავებლად კარგი სტრატეგია იქნებოდა და ემსახურებოდა მშვიდობას
დას. ევროპაში - Peace
 გეგმა ზრდიდა ამერიკის ძალას , ის აფუძნებდა საკუთარ გლობალურ
მმართველობას და ლიდერობას, ძველი კოლონიები ახლა მასზე
დამოკიდებულნი ხდებოდნენ - Power
 ამერიკის კეთილდღეობაც კმაყოფილდებოდა ევროპის ბაზრების
აღორძინება ამერიკულ ექსპორტზე მოთხოვნას ზრდიდა და ამერიკული
ინვესტიციებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენდა - Prosperity
 აშშ მის პრინციპებს მიყვებოდა და იცავდა ქვეყნებს კომუნიზმისგან , ასევე,
როგორც ღირებულებებზე მდგომი სახელმწიფო, სხვა ერებს ეხმარებოდა -
Principles.

ზოგჯერ ოთხეული ვერ ემთხვვევა ერთმანეთს და მათ შორის არჩევანი უნდა


გაკეთდეს.
ჩინეთი, 1989: ძალა და კეთილდღეობა პრინციპების წინააღმდეგ.
 1989 წელს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე, ჩინელმა სტუდენტებმა
მჯდომარე აქცია მოაწყეს დემოკრატიის მოთხოვნით. კომუნისტურმა
მთავრობამ დაშლაზე უარის თქმის შემდეგ, ტანკები გამოიყვანა , რის
შედეგადაც ასობით ჩინელი სტუდენტი დაიღუპა და მრავალი დააპატიმრეს.
 საპასუხოდ ამერიკაში ეკონომიკური სანქციების შემოღებას ითხოვდნენ და
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის გაუქმებას.
 ჯორჯ ბუში უმცროსი მხოლოდ მცირე ზომის სანქციების დაწესებას
თანხმდებოდა და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის გაუქმებას - არა. მისი
ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა ძალას. ადმინისტრაცია აშშ-საბჭოთა
კავშირის დაპირისპირებას ჯერაც საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ
საკითხად განიხილავდა და უპირატესობას გეოპოლიტიკური ინტერესები, ამ
შემთხვევაში კი , ჩნეთთან ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენდა.
 კლინტონმაც უარი თქვა ჩნეთისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის
ჩამორთმევაზე და ის ახლა უკვე კეთილდღეობას იშველიებდა - აღნიშნული
ნაბიჯით ამერიკის ეკონომიკა მილიარდობით დოლარს დაკარგავდა
ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან.
 აქ დაეჯახა ერთმანეთს კეთილდღეობა/ ძალა და პრინციპები.

გვატემალა, 1954: კეთილდღეობა და ძალა პრინციპების წინააღმდეგ.

 1951 წელს გვატემალაშ თავისუფალი არჩევნებით პრეზიდენტად აირჩიეს


რეფორმისტი სამხედრო ოფიცერი ხაკობო არბენს გუსმანი.
 ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი იქ ბანანის ექსპორტიორი ამერიკული
ფირმა, გაერთიანებული ხილის კომპანია იყო. 1953 წლის მარტში არბენსის
მთავრობამ გლეხებზე გადასანაწილებლად კომპანიის კუთვნილი, დაახლ.
230 ათასი აკრი მიწი ექსპროპრიაცია მოახდინა. კომპენსაცია კომპანიას არ
მოსწონდა და უარს აცხადებდა მასზე.
 კომპანიის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ეს იყო კომინიზმი კერძო
საკუთრების წინააღმდეგ. არბენსის მთავრობაში მართლაც იყო კომუნისტი
წევრი, გვატემალა ყიდულობდა იარაღს საბჭოთა კავშირის სატელიტი
ჩეხოსლოვაკიისგან.
 1954 წელს არბენსის წინააღმდეგ მოხდა გადატრიალება, რომელიც
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყო მომზადებული. პეზიდენტ
ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ, გადატრიალება ძალის ფაქტორით ,
კერძოდ, შეკავების თვალსაზრისით გაჩენილი საფრთხეებით გაამართლა.
საბჭოთა კომუნიზმთან გვატემალას კავშირები ცხადი არ იყო, თუმცა ამ
დროს ეს სამხილებიც რაღაცას წარმოადგენდა. - Power
 გაერთიანებული ხილის კომპანიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა
ეიზენჰაუერის ადმინისტრაციასთან. გადატრიალების შემდგომ აშშ-ს მიერ
გვატემალაში დასმული კარლოს კასტილიოს ერთ-ერთი პირველი
გადაწყვეტილება გაერთიანებული ხილის კომპანიისთვის მიწების
დაბრუნება გახდა. – Prosperity
 ამ შემთხვევაში დაპისიპირება მოხდა პრინციპებთან. არბენსის მთავრობა
ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა, აშშ-ს მიერ დასმული
მმართველის შემდეგ 35 წელი გვატემალაში ხასიათდება უკიდურესი
სისასტიკით, ადამიანის უფლებების დარღვევებით და სხვა.

ერაყის ომი, 2003.

 ძალა - უმცროსი ბუში ამტკიცებდა , რომ ამერიკას საკმარისად მეტი ძალა


ჰქონდა ომში გასამარჯვებლად და სადამ ჰუსეინისგან მომავალი
რეგიონული აგრესიის, ნავარაუდები მასობრივი განადგურების იარაღის
საფრთხის, ასევე ალ-ქაიდასთან და გლობალურ ტერორიზმთან მისი
კავშირების აღსაკვეთად. ,,სწრაფი დომინირების სტრატეგია’’ გაზრდიდა
ამერიკის ძალის სანდოობას ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად
მსოფლიოშიც.
 მშვიდობა - დამყარდებოდა მშვიდობა რეგიონში, სადაც ამის დიდი
გამოცდილება არ იყო. მოიშორებდნენ სადამს, რომელმაც ადრე ომი
დაიწყო მეზობლებთან და ისრაელსაც დაემუქრა. გაეროსთან უტანხმოების
მიუხედავად, ამერიკა მზად იყო ემოქმედა დამოუკიდებლად, რაც
მსოფლიოსთვის კარგ შედეგს მოიტანდა გრძელვადიან პერიოდში.
 კეთილდღეობა - მას ზიანი არ მიადგებოდა, საბიუჯეტო გათვლები
აჩვენებდა, რომ ომი შეერთებულ შტატებს ბევრი არ უნდა დასჯდომოდა.
მეტიც, სადამის მოშორება ოპეკსა და ნავთობის მსოფლიო ბაზარს
დაასტაბილურებდა.
 პრინციპები - ებრძოდნენ დიქტატორს, რომელმაც საკუთარი ხალხის
წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, აწამა და დახოცა ათასობით
პოლიტ. პატიმარი და უამრავი სხვა დანაშაული ჩაიდინა.

 მშვიდობა X - მარცმა ისრაელ -პალესტინის კონფლიქტი კიდევ უფრო


გაამწვავა, აშშ-ს მიერ გაეროს უგულებელყოფამ ამ უკანასკნელს ძირი
გამოუთხარა. მშვიდობას ზიანი მიადგა და არა ეშველა

 კეთილდღეობა X - ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი ასეულობით


მილიარდი დოლარით გაიზარდა. არასტაბილურობამ ერაყში იმოქმედა
ნავთობის მსოფლიო ფასის ზრდაზე და შესაბამისად, საშუალო ამერიკელის
ხარჯზეც.
 პრინციპები X - ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხანგრძლივი ოკუპაციის
პირობებში ერაყში არანაკლები სისატიკე ჩაიდინეს, მაგ. აბუ გრეიბში. ამ
დროსახ ამერიკული პრიციპების ხელყოფა მოხდა.

 ძალა X - ომში მარცხმა კი ამერიკის, როგორც უძლიერესი სახლემწიფოს


სტატუსი შეარყია.

You might also like