You are on page 1of 4

ანარქია და მისი შედეგები

ანარქია ცალკეული პირების, ადამიანთა ჯგუფების მიერ ხელისუფლებისადმი


დაუმორჩილებლობით გამოწვეული უწესრიგობა და მასობრივი არეულობაა.
სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში და ზოგადად, სახელმწიფოს
მართვაში უდიდეს როლს თამაშობს ძალისა და პრინციპების ორგანიზების საკითხი.
ქვეყნის პრინციპებისა და ძალის, ზნეობისა და სახელმწიფოს მართვის შეთავსება
სულაც არ არის ადვილი. როდესაც თუკიდიდე პელოპონესის ომებს აღწერდა,
ფიქრობდა, რომ ძალა საერთაშორისო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო
და სწორედ მისი მიზეზების განხილვით შეიძლებოდა აღენსა და სპარტას შორის
დაწყებული ომის რეალური მიზეზების დადგენა. სახელმწიფოებს შორის ძალთა
თანაფარდობის ცვლილება შესაძლებელია ომის საბაბად იქცეს. თუკიდიდე
საერთაშორისო ურთიერთობებზე ბევრს მსჯელობს თავის წიგნებში იმჟამინდელი
რეალობიდან გამომდინარე და ამის გამო თავისუფლად შეგვიძლია იგი
საერთაშორისო პოლიტიკის პირველ "რეალისტ" თეორეტიკოსად მინიჩნიოთ.

თუკიდიდეს "ძალის პოლიტიკის" მიდგომას ემხრობა საერთაშორისო


ურთიერთობების წამყვანი თეორეტიკოსი ჰანს მორგენთაუც. მისი აზრით,
სახელმწიფოს მართვა ზნეობაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული და აქტორებმა ძალის
ფაქტორის გათვალისწინებით უნდა იმსჯელონ და იმოქმედონ. ასევე საკუთარი
ქვეყნის ინტერესების დასაცავად არაფერზე არ უნდა დაიხიონ უკან. თუ სახელმწიფო
აქტორები ძალას ერთმანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად
კონსოლიდაციასა და თანამშრომლობისთვის გამოიყენებენ, მათ შორის აღარც
ზნეობრივი მოთხოვნები და არც კერძო ინტერესებისთვის დაპირისპირება იქნება
მოცემულზე მწვავე.

ისინი ვინც ამტკიცებენ, რომ ზნეობას სახელმწიფოს მართვაში დიდი როლი


აქვს, აღიარებენ, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ანარქიის შემთხვევაში მთავრობა არ არსებობს. სახელმწიფოს არ გააჩნია უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანო. მათ შეიძლება იკისრონ ვალდებულებები და შეთანხმებებს
მოაწერონ ხელი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამ შეთანხმებების შესრულების
უზრუნველყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, ანარქია ომის მდგომარეობას უტოლდება,
რადგან მთელ ქვეყანაში ქაოსი მყარდება.

ზოგადად ომის მდგომარეობა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის მეზობელი


ქვეყნები ომის ზღვარზე არიან ან უშუალოდ ომში არიან ჩაბმულნი. ომი იმასაც
გულისხმობს, რომ კონკრეტულ მომენტში ქვეყნები ფიქრობენ, რომ ერთმანეთისთვის
რაღაც საფრთხეს წარმოადგენენ. ანარქიული სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარი
ძალისხმევის ანაბარა არიან მიტოვებულნი და თავადვე უწევთ თავდაცვაზე ზრუნვა.
მართალია სახელმწიფოებმა საკუთარი ამოცანების გადაჭრაზე თავადვე უნდა
იზრუნონ, მაგრამ როცა საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, ყველაფერი რთულდება,
რადგან ინტენსიური კავშირებია საჭირო სხვა ქვეყნებთან. ყოველი სახელმწიფო დგას
უსაფრთხოების დაცვის დილემის წინაშე. უსაფრთხოების დილემა ორი
შემზღუდველი გარემოებით არის განპირობებული: თავდაცვითა და თავდასხმით.
თავდაცვისუნარიანობა შესაძლებელია თავდასხმასაც გულისხმობდეს. მაგალითად,
როდესაც რომელიმე ერთი ქვეყანა თავდაცვის მიზნით თავის შეიარაღებას
უზრუნველყოფს, ამ დროს მეორე ქვეყანა, რომელის ამ ერთს აკვირდება და მის
მოქმედებებს სწავლობს, ეჭვდება, რომ შესაძლოა იმ ქვეყანამ მათი ძალები
თავდასხმისაკენ მომართოს. მაშასადამე, უსაფრთხოების დილემა გულისხმობს, რომ
სახელმწიფო აქტორები, რომლების ძალიან "მგრძნობიარენი" არიან, ვერ გარისკავენ
იმას, რომ უსაფრთხოების სფეროში სხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ
ქმედებებზე რეაგირება არ მოახდინონ. თუმცა მათი რეაქციის შედეგად შეიძლება
მათთავე მდგომარეობა გაუარესდეს.

საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემო შესაძლებლობას აძლევს


სახელმწიფოს, რომ საკუთარი ინტერესები თავადვე განსაზღვროს, თუმცა
სახელმწიფოებმა ამ ინტერესის დაცვის საშუალებაც თავადვე უნდა მოიძიონ.
ანარქიული ქვეყნების არსებობის შემთხვევაში უსაფრთხოების ინტერესები უზენაესი
ხდება, რადგან ცენტრალური სელისუფლების არარსებობა ომების შესაძლებლობას
წარმოშობს. საკუთარი ხალხის დაცვისთვის გადადგმულმა თითოეულმა
ინსტიქტურმა და დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, რაც ზოგადად დაუცველობით არის
განპირობებული, ყოველთვის შესაძლებელია მწვავე დაძაბულობა გამოიწვიოს.
მაშინაც კი, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს ომი არ სურთ. ომის დაწყება
ყოველთვის არც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მაინცდამაინც გაფართოება სურს,
რადგან კონფლიქტები და ომები ეკონომიკური და იდეოლოგიური მიზეზების
გარეშეც იწყება. რაც შეეხება უსაფრთხოების დილემით ომების მიზეზების ახსნას,
ამით მხოლოდ ზოგიერთი ომის გამომწვევი მიზეზების ახსნა შეიძლება. ძირითადად
სახელმწიფოები ერთმანეთს ვაჭრობასთან, საკუთრებასთან, პრესტიჟთან ან
იდეოლოგიასთან დაკავშირებული ინტერესების გამო უპირისპირდებიან. და
ზოგადად ომი მაშინ იწყება, როდესაც მისი დაწყება ვინმეს უნდა.

რეალისტები ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის


უზრუნველყოფა ხელსაყრელ ვითარებაშიც კი ძნელია, რადგან ანარქიის პირობებში
აბსოლიტურ სარგებელზე მეტად სახელმწიფოებს შედარებითი უპირატესობები
აინტერესებთ. ასეთი ქვეყნების იერარქიული და ანარქიული პოლიტიკური
სისტემები განსხვავებულია და აქტორები განსხვავებულადვე მოქმედებენ და
შეძლებისდაგვარად აბალანსებენ ყველაფერს.
საერთაშორისო პოლიტიკა დაუნდობელია. აქ დიდ სახელმწიფოებს შორის
ურთიერთობათა ბუნებას ძალა და შიში განაპირობებს, ხოლო მათ შორის ომი ან ომის
მუქარა საერთაშორისო ურთიერთობების მუდმივი კომპონენტია. ქვეყნები უნდა
ცდილობდნენ მშვიდობის დანერგვას. სახელმწიფოებს შორის კი მშვიდობიანი
ურთიერთობის განვითარებას არა ანარქია, არამედ მოქმედ პირთა რაციონალური და
მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები უწყობენ ხელს.

იგივე რეალისტების აზრით, ომი სულაც არ არის საერთაშორისო პოლიტიკის


მუდმივი მახასიათებელი, რადგან სახელმწიფოებს შორის უფრო ხშირად მშვიდობა
სუფევს. სახელმწიფო აქტორებმა ბევრ მეთოდს მიაგნეს, რომ ანარქიას
გაუმკლავდნენ, სახელმწიფოებთან კონკურენცია არეგულირონ და ქცევის ისეთი
წესები დაამკვიდრონ, რომელიც აგრესიას თუ არ აღმოფხვრის, მის შემცირებას მაინც
შეუწყობს ხელს. აქტორებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ანარქიული ქვეყნების
მმართველობის საქმეში. ისინი შესაძლებელია დაჯგუფდნენ მექანიზმებისა და
ინსტიტუტების საშუალებით. აქტორები განსაზღვრავენ ქვეყვების ბედს, მაგრამ
გარემომაც შესაძლოა განსაზღვროს აქტორების მომავალი. ანარქიის შედეგად
წარმოწმნილი წინაღობების დაძლევის ალბათობა უფრო დიდი სწორედ მაშინაა,
როდესაც აქტორებს გრძელვადიანი გათვლების შესაძლებლობა აქვთ. აქტორების
გარემო პირობებზე ასევე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად აქტუალურია
უსაფრთხოების დილემა. იქ სადაც თავდაცვა თავდასხმაზე იოლ საქმედ ითვლება,
უსაფრთხოების დილემა იკლებს, სახელმწიფოები კი უფრო დაცულად გრძნობენ
თავს და ანარქიის სიმპტომებიც ნაკლებად მტკივნეული ხდება. ხოლო მაშინ,
როდესაც თავდასხმა თავდაცვაზე იოლია, უსაფრთხოების დილემა აქტუალური
ხდება, სახელმწიფოები ნაკლებად დაცულნი არიან და ანარქიის შედეგებიც ბევრად
უფრო მძიმეა.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, შესაძლოა


საერთოდ არ უომიათ. ეს სულაც არ გულისხმობს, რომ დემოკრატიული
სახელმწიფოები მშვიდობისმოყვარეები არიან, როგორც ამას ვუდრო ვილსონი
ამკიცებდა. ისინი, სავარაუდოდ, ისევე ხშირად ომობდნენ, როგორც დიქტატორული
მმართველობის მქონე ქვეყნები. თუმცა, როგორც მაიკლ დოილი გვიჩვენებს, ისინი
ერთმანეთის წინააღმდეგ არ ომობდნენ. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ანარქია და
უსაფრთხოების დილემა სულაც არ გამორიცხავს მშვიდობიან და ჰარმონიულ
ურთიერთობებს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საერთო ფასეულობები და
შეხედულებები აქვთ.

დემოკრატიული ქვეყნები არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდნენ.


საერთაშორისო სამართალი და დიპლომატია კი გახლდათ ის ორი კონკრეტული
მექანიზმი, რომელიც უფრო დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა სახელმწიფოებს
შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. მართალია, არ არსებობს მსოფლიო
მთავრობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის აღსრულებას უზრუნველყოფდა,
მაგრამ საერთაშორისო სამართლის წყალობით მაინც შესაძლებელია ქცევის წესებისა
და დავების გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა. საერთაშორიო სამართლის ქმედითობა
დამოკიდებულია სახელმწიფოების მზადყოფნაზე, რომ დაიცვან მისი ნორმები და
წესები.

ძალთა წონასწორობის სისტემა ჰეგემონობის დამყარების შესაძლებლობას


არცერთ ქვეყანას არ მისცემს. ამავდროულად კი ისეთი სისტემა მაინც ვერ შეიქმნება,
რომ ყველა სახელმწიფოსთვის თანაბრად სარგებლიანი გამოდგეს. ამ ძალის
გაწონასწორების სტრატეგიას დამოუკიდებლად მოქმედი სახელმწიფოები
მიმართავენ. ანარქიასთან გამკლავების მეთოთების უმეტესობა კოლექტიურ ძალასა
და მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ანარქიის დაძლევა ან გაიოლება კი
რეჟიმებისა და ინსტიტუტების წყალობით შეიძლება მოხერხდეს. და როდესაც
სახელმწიფოები შეიმუშავებენ მათ მარეგულირებელ პრინციპებს, წესებსა და
ნორმებს, მათ უსაფრთხოების დილემის შემსუბუქება და თანამშრომლობის
პოტენციალის გაზდა შეეძლებათ, რაც მშვიდობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

You might also like