You are on page 1of 3

მოგესალმებით, მე გახლავართ გაეროს ბავშვთა უფლებების წარმომადგენელი.

მინდა
პატარა მოხსენება გავაკეთო შეიარაღებულ კონფლიქტზე და მასთან დაკავშირებულ
რამოდენიმე საკითხზე. პირველ რიგში, უფრო თვალსაჩინო რომ გავხადო ყველაფერი,
განვმარტავ თუ რას ნიშნავს საერთოდ ტერმინი “შეიარაღებული კონფლიქტი”.

შეიარაღებული კონფლიქტი- ეს არის ქვეყნის შიგნით ან სახელმწიფოებს შორის


შეიარაღებული წინააღმდეგობის ფორმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ნაციონალურ,
ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის დაპირისპირებათა გადასაწყვეტად. რომლის
დროსაც “კონფლიქტში” მონაწილეთა მხრიდან ადგილი აქვს სამხედრო ძალის
შეზღუდულ გამოყენებას. არსებობს ორი სახის კონფლიქტი: დროებითი და
სისტემატიური.

შეიარაღებული კონფლიქტები და ხალხის მოთხოვნილებები.


როგორც უკვე ვიცით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ საკუთარ მოქალაქეს შეუქმნას
ისეთი გარემო, რაც საჭიროა მისი არსებობისათვის. მაგ. სითბო, დაცვა, საკვები,
უსაფრთხოება და ა.შ. რაც ნამდვილად არ გააჩნია შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს კონფლიქტები ატარებს სისტემატიურ ხასიათს.
მოსახლეობა არის სულ შიშში, იმისა რომ გარეთ თუ გავლენ, შეიძლება დაზარალდნენ.
ზუსტად ამავე მიზეზით მათ არ აქვთ საცხოვრებლად საჭირო რესურსები, რაც იწვევს
მათი თავისუფლების და მოთხოვნილებების შევიწროვებას. მათ ენგრევათ სახლები, რაც
ასევე ართმევთ საცხოვრებელი ადგილის ქონის უფლებას. სახელმწიფოს კი უმეტეს
შემთხვევაში ეს არ ადარდებს. დიდი ალბათობაა თვითონ ან ახლო ადამიანები შეეწირონ
ამ კონფლიქტებს.

ბავშვები კომფლიქტების დროს

განსაკუთრებით ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ბავშვების არამარტო


ფიზიკურ(სიცივე, ა.შ) , არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (შიში, დაძაბულობა და ა.შ).
მათ შეიძლება გარდაეცვალოთ მშობლები, ოჯახის რომელიმე სხვა წევრი, ახლო
ადამიანი. ვერ მიიღონ საჭიროგანათლება. ეს მათ განვითარებას ძალიან დიდ საფრთხეებს
უქმნის და შეიძლება პიროვნული ჩამოუყალიბებლობაც კი გამოიწვიოს. “ბავშვის
უფლებათა კონვენცია” არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც:”ბავშვები არიან
განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და
არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია
აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა
სჭირდებათ”

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები


ზევით ნახსენები თითოეული უარყოფითი შედეგების გარდა, რომელბიც უმეტესად
ხალხს შეეხო, ასევე შეიძლება საზიანო შედეგები მოუტანის ასეთმა კონფლიქტებმა
თვითონ სახელმწიფოს. მაგალითად, დაიწყოს ხალხთა გადასახლება, ინფასტრუქტურა
გაანადგუროს, ბუნება გაანადგუროს, ლტოლვილთა პრობლემები გამოიწვიოს, ომის
საშიშროებაც კი შეიძლება გამოიწვიოს, სადაც სხვა სახელმწიფოებიც შეიძლება ჩაერთონ,
და უკვე მსოფლიოს მაშტაბით დაიწყოს უსიამოვნებები.ამ ყველაფრის თავიდან
აცილების მიზნით, საჭიროა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, რასაც ჩემი
აზრით, ყველაზე მარტივად მოაგვარებს მოლაპარაკება ან რომელიმე მხრიდან დათმობა.

You might also like